სამშაბათი, ივნისი 16, 2026

კოვიდი იწვევს ქრონიკულ დაღლილობას…

კოვიდი იწვევს ქრონიკულ დაღლილობას!
COVID: კოვიდგადატანილებს სულ მცირე ოთხჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ ქრონიკული დაღლილობა, ვიდრე მათ, ვისაც ვირუსი არ ჰქონია. ამას ადატურებს CDC-ის ახალი კვლევა. 
ვისაც არ ჰქონია კოვიდ-19, ამ პაციენტებთან შედარებით, მათ, ვინც დადებითი ტესტი გამოავლინეს, 68% დაღლილობის რისკი ჰქონდათ და 4.3-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებოდათ ქრონიკული დაღლილობა შემდგომ პერიოდში.
COVID-19 ინფექციის გადატანის შემდეგ დაღლილობა უფრო ხშირი იყო ქალებში, ასაკოვან ადამიანებში და მათ შორის, ვისაც ჰქონდა დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
„ჩვენი მონაცემები მიუთითებს, რომ COVID-19 ასოცირდება დაღლილობის დიაგნოზების მნიშვნელოვან ზრდასთან. მედიკოსებმა უნდა იცოდნენ, რომ დაღლილობა შეიძლება მოხდეს მწვავე COVID-19-ის შემდეგ ერთ წელიწადში”, – წერენ კვლევის ავტორები. “მომავალი კვლევაა საჭირო, რათა უკეთ გავიგოთ შესაძლო კავშირი დაღლილობასა და კლინიკურ შედეგებს შორის. “
ავტორებმა დაამატეს, რომ დაღლილობის მაღალი მაჩვენებლები „აძლიერებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ქმედებების საჭიროებას ინფექციების თავიდან ასაცილებლად, კლინიკური ზრუნვის უზრუნველსაყოფად მათთვის, ვისაც სჭირდება და ეფექტური მკურნალობის პოვნა COVID-19-ის მწვავე დაღლილობისათვის.”
COVID: COVID-19 patients are at least four times more likely to develop chronic fatigue than someone who has not had the virus, a new CDC study published Wednesday suggests. The study is attached here in comments..
Compared with non-COVID-19 patients, those who has tested positive were 68% at risk of fatigue and were 4.3 times more likely to develop chronic fatigue in the follow-up period, the study found.
Fatigue following COVID-19 infection was more common among women, older people and those who had other medical conditions including diabetes, chronic obstructive pulmonary disease and a history of mood disorders.
Additionally, researchers found that patients with COVID-19 who developed fatigue after the infection had far worse outcomes such as hospitalization or death than patients without fatigue.
Among 434 COVID-19 patients in whom fatigue developed, 25.6% were hospitalized more than one time during the follow-up period compared to 13.6% of 4,155 patients without fatigue who were hospitalized.
COVID-19 patients with fatigue were at higher risk of dying. During the follow-up period, 5.3% with fatigue died compared to 2.3% of those without fatigue.
“Our data indicate that COVID-19 is associated with a significant increase in new fatigue diagnoses, and physicians should be aware that fatigue might occur or be newly recognized [more than] one year after acute COVID-19,” the authors of the study wrote. “Future study is needed to better understand the possible association between fatigue and clinical outcomes.”
The authors added that the high rates of fatigue “reinforce the need for public health actions to prevent infections, to provide clinical care to those in need, and to find effective treatments for post–acute COVID-19 fatigue.”

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ყველაფერი, რაც სქოლიოზისა და მალთა შუა დისკის თიაქრის შესახებ უნდა ვიცოდეთ…

ყველაფერი, რაც სქოლიოზისა და მალთა შუა დისკის თიაქრის შესახებ უნდა ვიცოდეთ…
რა ნიშნებით უნდა შეამჩნიოს მშობელმა შვილს სქოლიოზი?
ცეკვამ შეიძლება გააუარესოს ხერხემლის მდგომარეობა;
საოპერაციო მხოლოდ იმ შეთხვევაშია პაციენტი, თუ მას აქვს კიდურების პარეზი;
სარბენ ბილიკზე სირბილისას სქოლიოზი პრობლემა რთულდება;
საუბრობს ნევროლოგი ეკატერინე გაბადაძე:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ერთ-ერთ პარტნიორ კლინიკაში ბენეფიციარები მოინახულეს

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ერთ-ერთ პარტნიორ კლინიკაში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“, ბენეფიციარები მოინახულეს.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისრაელის საერთაშორისო სტანდარტების, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში, 5 პაციენტი მკურნალობს.
სამინისტროს წარმომადგენლები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, შეხვდნენ მშობლებსა და მკურნალ ექიმებს. „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ისრაელში საქართველოს საკონსულოსა და საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა.
პირველ ეტაპზე, ბენეფიციარები, სამედიცინო სერვისებს, ესპანეთის, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის“, ისარელის „თელ-ავივ იხილოვისა“ და თურქეთის „ანადოლუს“ სამედიცინო ცენტრებში იღებდნენ. პროგრამას, 3 ახალი კლინიკა – თურქეთის „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ დაემატა.
პროგრამაში ჩართული კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულებებია, სადაც თითოეულ პაციენტს, შესაძლებლობა აქვს, მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები.
პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე – პროტონოთერაპიას. სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ბენეფიციარებისთვის სახელმწიფო აფინანსებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მიღწევა – სისხლის ახალი ტესტი შიზოფრენიის რისკს ავლენს

ინდიანას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს სისხლის ახალი ტესტი, რომელიც ამ მხრივ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან შიზოფრენიის სიმწვავესა და რისკს ავლენს.

„ფსიქოზი ადრეულ ზრდასრულობაში ვლინდება – სიცოცხლის ძირითად პერიოდში. სტრესი და ნარკოტიკები, მათ შორის მარიხუანა, გენეტიკური მოწყვლადობის დამაჩქარებელი ფაქტორებია.

თუ ფსიქოზს უყურადღებოდ დავტოვებთ, ის ბიოლოგიურად, სოციალურად და ფსიქოლოგიურად დაგვაზიანებს”, — აცხადებენ სპეციალისტები.

შიზოფრენია ტვინს რეალობის უწყვეტ აღქმაში უშლის ხელს და მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევაც შეუძლია. მიუხედავად ამისა, მისი კონტროლი შესაძლებელია.

პირველ რიგში, დიაგნოზის დასმაა საჭირო. სისხლის ტესტი სწორედ ფსიქოზთან ასოცირებული ფიზიკური ცვლილებების, ბიოინდიკატორების, იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

მკვლევრებმა სისხლში ზემოხსენებული ცვლილებების კვალის შესასწავლად პაციენტთა 1-დეკადიანი მონაცემები გამოიყენეს და ახალი ტესტი შექმნეს. ზოგიერთი ასეთი ბიომარკერი ამჟამინდელი თერაპიების სამიზნეა, ანუ შესაძლებელია, შიზოფრენიის ადრეული დიაგნოსტირების შემდეგ მათ აღმოფხვრას ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტებით ვეცადოთ.

მეცნიერები ამბობენ, რომ სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ ტესტზე ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გავლენის შესწავლაცაა საჭირო, მაგრამ ის, სავარაუდოდ, წელსვე იქნება ხელმისაწვდომი.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

აღმოჩენილია ძვალში შენახული ლენცოფას თესლები, რაც უძველეს დროში ამ მცენარის სამკურნალოდ გამოყენებაზე მიუთითებს 

ათასობით წლის წინანდელი ძვალი პირველი მყარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროპაში ადამიანები ძლიერ და სახიფათო ნარკოტიკს აგროვებდნენ და ინახავდნენ. აღმოჩენილია განზრახ ამოღრუტნული და არყის ხის ფისით დაცობილი ცხვრის ან თხის ძვალი, რომელშიც დიდი ოდენობით შავი ლენცოფას (Hyoscyamus niger) თესლია შენახული.

გერმანელ და ნიდერლანდელ მკვლევართა ჯგუფი ირწმუნება, რომ ეს მცენარეული მასალა კონკრეტული მიზნისთვის იყო შენახული. შავი ლენცოფა მთელ ევროპაშია გავრცელებული და მისი მცირე დოზაც კი სახიფათოა. შეიცავს ტოქსინებს — ჰიოსციამინსა და სკოპოლამინს და მისმა შეჭმამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიკარდია, კრუნჩხვები, კომა და სიკვდილი.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი და რამდენად რეკომენდებულია ამ პროცესში მედიკამენტების ჩართვა

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი და რამდენად რეკომენდებულია ამ პროცესში მედიკამენტების ჩართვა
“ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის” ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მაკა რუხაძე გადაცემაში “დილა ფორმულაზე”

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კუჭის კიბო – სიმპტომები, გამომწვევები და რისკ-ფაქტორები, დიაგნოზი, პროგნოზი და მკურნალობა

კუჭის კიბო
როგორც ჩანს, კუჭის კიბოს უხშირესი მიზეზია Hელიცობაცტერ პყლორი-ით გამოწვეული ინფექცია.
ზოგიერთი დამახასიათებელი სიმპტომია გა­ურ­კვე­ველი დისკომფორტი მუცელში, წონაში კლება და სისუსტე.
საუკეთესო სადიაგნოზო პროცედურაა ენ­დო­­სკოპია.
სიცოცხლის ხანგრძლივობა მოკლეა, რადგან კიბოს სხვა ადგილებში ადრეული გავრცელება ახასიათებს.
ქირურგია ნაჩვენებია კიბოს ელიმინაციისა და სიმპტომების მოხსნისთვის.
კუჭის კიბოს დაახლოებით 95%-ს ადენო­კარ­ცი­ნომა შეადგენს. კუჭის ადენოკარცინომა კუჭის ამომფენი შრის ჯირკვლოვანი უჯრედებისგან წარმოიქმნება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიურად კუ­­ჭის ადენოკარცინომის 21000 შემთხვევა გვხ­ვდე­ბა და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობით ის მეშვიდე ადგილზეა. ის უფრო ხშირად გვხვდება გარკვეულ პოპულაციებში, კერძოდ, 50 წლისა და მეტი ასაკის პირებში, ღარიბებში, შავკანიანებში, ლათინოამერიკელებში, ამერი­კელ ინდიელებში და ჩრდილოეთის კლიმატურ პირობებში მცხოვ­რებ პირებში. კუჭის ადენოკარცინომა, უცნობი მიზეზების გამო, ნაკლებად ხშირია შეერთებულ შტატებში. ის უფრო ხშირია იაპონიაში, ჩინეთში, ჩილესა და ისლანდიაში. ამ პოპულაციებში სკრინინგულ პროგრამებს დიდი მნიშვნელობა აქვს კიბოს ადრეული გამოვლენისთვის.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

წონაში კლება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის

წონაში კლება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
მის ხელშესაწყობად გამოყენებული პროცედურებიდან ერთ-ერთია ბალონური პროცედურა, რაც გულისხმობს ენდოსკოპიური ჩარევით კუჭში სითხით ან ჰაერით სავსე ბუშტის მოთავსებას. ეს განაპირობებს კუჭის მოცულობის შემცირებას და სისავსის ადრეულ განცდას. პროცედურა როგორც წესი ტარდება მსუბუქი ანესთეზიის ქვეშ, დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. წონის კლებისა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლის პროცესში მისი პოტენციალის გათვალისწინებით ეს მეთოდი მრავალი ადამიანის არჩევანია. თუმცა კუჭში მოთავსებული ბუშტი დროებითია და 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება მისი შეცვლა ენდოსკოპიური პროცედურის მეშვეობით.
მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი პროფესიონალთა გუნდით ბალონური პროცედურის სახით გთავაზობთ სიმსუქნის თანამედროვე და ეფექტური მკურნალობის მეთოდს.ჩვენი მიზანია ამ სფეროში ჩვენს დიდ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაგეხმაროთ წონის კლების მიზნის მიღწევაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რას ცვლის საუზმე ორგანიზმისთვის და როგორი უნდა იყოს დღის პირველი კვება – ექიმის რჩევები

საუზმის მნიშვნელობის შესახებ შერეული წარმოდგენები არსებობს, ზოგი მიიჩნევს, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია. სხვები ამბობენ, რომ დილას ერთი ლუკმის გადაყლაპვაც უჭირთ. კლინიკა „მედცენტრის“ გასტროენტეროლოგი, ლუიზა კალანდაძე საუბრობს საუზმის მნიშვნელობაზე, საზიანო და სასარგებლო საუზმესა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

  • ქალბატონო ლუიზა, რა მნიშვნელობა აქვს საუზმეს ორგანიზმისთვის?

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კვლევა – კიბოს საწინააღმდეგო წამალმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა

მეცნიერებმა ადამიანებზე კიბოს საწინააღმდეგო წამალი გამოცადეს.

ახალმა წამალმა – Divarasib, კვლევებში იმედის მომცემი შედეგები აჩვენა. კაფსულა სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ შეიმუშავეს.

მკვლევრები ამბობენ, რომ შედეგები არსებულ ალტერნატივებს აშკარად აღემატება.

კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა. ავსტრალიის პიტერ მაკკალუმის კიბოს ცენტრის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ Divarasib-ისა და Cetuximab-ის მეთოდების კომბინირების შემთხვევაში პაციენტების 62%-ს კარგი შედეგები ჰქონდა. პაციენტებში დაავადება ან მთლიანად აღმოიფხვრა, ან ზომაში შემცირდა.

წინა კვლევებით დადგინდა, რომ აბი 35,9%-იან დადებით შედეგს იძლევა. NewAtlas-ის ინფორმაციით ეს 20-ჯერ ეფექტიანია, ვიდრე სხვა მკურნალობები, რომლებიც ამავე კიბოს ებრძვიან.

ეს მიზანმიმართული პრეპარატია, რომელიც ეფექტიანი იქნება მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა მხოლოდ მცირე ნაწილისთვის. მკვლევრების აზრით, მუტაცია KRAS G12C გავლენას ახდენს ცილაზე, რომელიც აკონტროლებს უჯრედების გაყოფას და გვხვდება მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის (კოლორექტალური) კიბოს შემთხვევების მხოლოდ ოთხ პროცენტში.

ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია, მხოლოდ შეზღუდულ შედეგებს იძლევა. მათი მთავარი მინუსი ისაა, რომ ისინი არასელექტიურია, მიზნად ისახავს მთელ სხეულს და არა კონკრეტულ სიმსივნეს. ახალი მედიკამენტი უშუალოდ დაავადებას დაუმიზნებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights