ათასობით წლის წინანდელი ძვალი პირველი მყარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროპაში ადამიანები ძლიერ და სახიფათო ნარკოტიკს აგროვებდნენ და ინახავდნენ. აღმოჩენილია განზრახ ამოღრუტნული და არყის ხის ფისით დაცობილი ცხვრის ან თხის ძვალი, რომელშიც დიდი ოდენობით შავი ლენცოფას (Hyoscyamus niger) თესლია შენახული.
გერმანელ და ნიდერლანდელ მკვლევართა ჯგუფი ირწმუნება, რომ ეს მცენარეული მასალა კონკრეტული მიზნისთვის იყო შენახული. შავი ლენცოფა მთელ ევროპაშია გავრცელებული და მისი მცირე დოზაც კი სახიფათოა. შეიცავს ტოქსინებს — ჰიოსციამინსა და სკოპოლამინს და მისმა შეჭმამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიკარდია, კრუნჩხვები, კომა და სიკვდილი.
Sheni Network
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. აღმოჩენილია ძვალში შენახული ლენცოფას თესლები, რაც უძველეს დროში ამ მცენარის სამკურნალოდ გამოყენებაზე მიუთითებს [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/02/15/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%ab%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae/
sheniekimi.ge
