სამშაბათი, მაისი 12, 2026

სამედიცინო ბრიგადის წევრებისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო

“თბილისის მე-8 ფილიალში გამოძახება ლოზუნგით მშობიარობა შევიდა.
ახალგაზრდა ქალს მუცელი ასტკივდა და ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილზე მისულმა 0828 ბრიგადის ექიმმა, პაციენტის გასინჯვის შემდეგ, ორსულის ბინაზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მშობიარობა უკვე დაწყებული იყო.
სამედიცინო პერსონალის სწორად შეფასებული მდგომარეობის შედეგად, რამდენიმე წუთში ქვეყანას ჯანმრთელი ბიჭი მოევლინა. დედაც და პატარაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სტაბილურ მდგომარეობაში სამშობიარო კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმ ლეილა კიღურაძის თქმით, აღსანიშნავია უმცროსი ექიმის დავით ბაბილოძის პროფესიონალიზმი და მძღოლის ზურაბ წკრიალაშვილის ოპერატიულობა. სამედიცინო ბრიგადის წევრებისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო.
გვეამაყება: ექიმი – ლეილა კიღურაძე, უმცროსი ექიმი – დავით ბაბილოძე, მძღოლი ზურაბ წკრიალაშვილი” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”

“დაახლოებით, 43% მოდის H1N1 გრიპზე, 4% – H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით ინფექცია და მასზე 20% მოდის”

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე TV პალიტრანიუსის ეთერში საუბრობს.

„დაახლოებით, 43% მოდის H1N1 გრიპზე, 4% – H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით ინფექცია და მასზე 20% მოდის. არ არის ეს ცოტა, გაიზარდა ბოლო პერიოდში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც აავადებს როგორც მოზრდილებს, თუმცა უპირატესად ბავშვებს. ეს კოვიდის და გრიპის შემდეგ ყველაზე საშიში რესპირაციული ინფექციაა, რამეთუ იწვევს ბრონქიოლიტებს ბავშვებში, ზოგჯერ მძიმე მიმდინარეობით …

კოვიდმა ძალიან ბევრი ცუდი გაგვიკეთა ჩვენც და მთელ მსოფლიოს, მაგრამ ერთი კარგი რამ გააკეთა – მან ხელი შეუწყო ჯანდაცვის გაძლიერებას რესპირაციული ინფექციების მართვის თვალსაზრისით…

იანვარში გვქონდა გრიპის გარდაცვალების სულ 3 შემთხვევა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ აშშ-ში წინა კვირაში დაფიქსირდა 569 გარდაცვალება მხოლოდ გრიპით, ბოლო კვირაში კი 271. ბოლო კვირაში მსოფლიოშიც და საქართველოშიც ცოტა მოიკლო რესპირაციული ინფექციებით დაავადებამ …

არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება სადღაც ვინმე გრიპით ვინმე გარდაცვალა, ისე რომ არ მოხდა მისი აღრიცხვა, მაგრამ ჩვენთან დაფიქსირებულია სულ 3 შემთხვევა…“

ფრინველის გრიპის გავრცელების გამო, 25,000 ინდაურის განადგურება იგეგმება

დანიის კუნძულ ზელანდიაზე მდებარე ერთ-ერთ ფერმაში, ფრინველის გრიპის გავრცელების გამო, 25,000 ინდაურის განადგურება იგეგმება.

ფერმის ირგვლივ, დროებით, სანიტარული კონტროლის ზონა დაწესდება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ.

ეს, 2024 წელს, დანიაში H5N1-ის დაფიქსირების პირველი შემთხვევაა.

ფრინველის გრიპი ძალიან იშვიათად გადადის ადამიანებზე, მაგრამ ფატალურია ფრინველებისთვის.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

 

კვლევა – ქრონიკული ანთება თანამედროვე ქრონიკული დაავადებების უმრავლესობის განვითარებასთან ან პროგრესირებასთან არის დაკავშირებული

მწვავე ანთება ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი პასუხია პათოგენების, დაზიანებების და ტოქსინებისგან დასაცავად. ქრონიკული ანთება განსხვავდება მწვავე ანთებისგან. კვლევები აჩვენებს, რომ ქრონიკული ანთება თანამედროვე ქრონიკული დაავადებების უმრავლესობის განვითარებასთან ან პროგრესირებასთან არის დაკავშირებული!
ქრონიკული ანთება ხელს უწყობს ისეთი მდგომარეობების განვითარებას, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სიმსუქნე, ართრიტი, ალერგია, აუტოიმუნური დარღვევები და ზოგიერთი სახის კიბოც კი. ქრონიკული ანთება დიდ როლს ასრულებს ნევროლოგიური პათოლოგიების განვითარებაშიც, როგორიცაა მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება და დეპრესია.
ვიცით, რომ ქრონიკული ანთება ნაწლავში იწყება.
ნაწლავში არის მიკროორგანიზმების მრავალფეროვანი საზოგადოება, რომელიც ცნობილია როგორც ნაწლავის მიკრობიოტა ან ნაწლავის მიკრობიომი. ამ მიკროორგანიზმების ბალანსის დარღვევას (სასარგებლო ბაქტერიების რიცხვის შემცირება და მავნე ბაქტერიების რიცხვის გაზრდა) დისბიოზი ეწოდება.
ნაწლავის დისბიოზი შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა არასწორი კვება, სტრესი, გარემო ტოქსინები, გარკვეული მედიკამენტები და ინფექციები.
დისბიოზი იწვევს ნაწლავში ანთებით პასუხს, ნაწლავის ანთებას. ანთებამ შეიძლება დააზიანოს ნაწლავის ლორწოვანი გარსი, რაც საშუალებას აძლევს ბაქტერიებსა და ტოქსინებს გადალახონ ნაწლავის ბარიერი და გაიჟონონ სისხლში, და ამ მდგომარეობას ნაწლავის გამტარიანობა, ანუ, მჟონავი ნაწლავის სინდრომი ეწოდება.
მჟონავი ნაწლავის სინდრომი კიდევ უფრო მეტად ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რაც იწვევს სისტემურ ანთებით პასუხს მთელ სხეულში. ამ, დაბალი ხარისხის, ქრონიკულმა ანთებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სხვადასხვა მდგომარეობისა და დაავადების განვითარებას და პროგრესირებას, მათ შორის აუტოიმუნური დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მეტაბოლური დარღვევების და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობებისაც.
გარდა ამისა, ნაწლავის მიკრობიომის ბალანსის დარღვევამაც თავის მხრივ, შეიძლება დაარღვიოს იმუნური ფუნქცია და ხელი შეუწყოს ქრონიკულ ანთებას არა მხოლოდ ნაწლავებში, არამედ სხვა ორგანოებსა და ქსოვილებშიც.
ნაწლავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გადამწყვეტია ზოგადი ხარისხის ქრონიკული ანთების და შესაბამისად, ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისთვის. ცხოვრების წესის ფაქტორები, მათ შორის ჯანსაღი, ბოჭკოთი მდიდარი ანთების საწინააღმდეგო დიეტა, რეგულარული ვარჯიში, გარემო ტოქსინების თავიდან აცილება, სტრესის შემცირება და ადეკვატური ძილი, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნაწლავის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და ანთების დონის შემცირებაში.
Inflammation plays a significant role in various medical conditions and diseases. While it is a natural immune response to protect the body against harmful stimuli like pathogens, injuries, or toxins, chronic inflammation can have detrimental effects on overall health.
Research has shown that chronic inflammation is linked to the development and progression of many modern medical conditions and diseases. It can contribute to a range of conditions such as cardiovascular disease, diabetes, obesity, arthritis, allergies, autoimmune disorders, and even certain types of cancer. Additionally, chronic inflammation has been implicated in neurological disorders like Alzheimer’s disease and depression.
Improving gut health is crucial as the inflammation starts in your gut. Lifestyle factors, including a healthy diet, regular exercise, stress reduction, and adequate sleep, play an essential role in reducing inflammation levels.
კვლევის შესახებ წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.

„ძალიან მაგარია – ოღონდ მართლა, გილოცავთ…“ -გიორგი ფხაკაძე

„ძალიან მაგარია – ოღონდ მართლა…

გილოცავთ…
ჩემთვის პატივია, რომ ზუსტად მედცენტრი არის აკრედიტაცია კანადას პირველი პარტნიორი საქართველოში.
ზუსტად ასეთი ძლიერი და ხარისხზე ორიენტირებული კლინიკები, როგორიც არის მედცენტრი / MedCenter ირჩევენ აკრედიტაცია კანადას Accreditation Canada“, – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე.

მასშტაბური ოპერაცია თანამედროვე კარდიოქირურგიაში, კლინიკა მედცენტრში წარმატებით ჩატარდა.

მასშტაბური ოპერაცია – ახალი სიცოცხლე აორტის დისექციის მქონე პაციენტებისთვის – გუნდური მუშაობის შედეგი

ახალი სიცოცხლე აორტის დისექციის (განშრევების) მქონე პაციენტებისთვის – გუნდური მუშაობის შედეგი.

გიამბობთ ჩვენი კარდიოქირურგიული გუნდის მიერ ჩატარებულ ურთულეს, მასშტაბურ ოპერაციაზე თანამედროვე კარდიოქირურგიაში, რომელიც კლინიკა მედცენტრში წარმატებით ჩატარდა.
პაციენტთან ჩატარებული აორტოგრაფიული კვლევით დადასტურდა აორტის ბოლქვის, აღმავალი აორტის, რკალის, დასწვრივი აორტის, მუცლის აორტის განშრევებადი ანევრიზმა, გავრცელებით თეძოს არტერიებზე. (Stanford A, De bakey Type I). აორტის სარქვლის მძიმე ხარისხის თანდართული ნაკლოვანებით და თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით, რის გამოც გადაწყდა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.
8 საათიანი ურთულესი ქირურგიული ჩარევის წინ, წინასწარ კარდიოქირურგების მიერ იქნა დამზადებული დაკრონის ტრიფურკაციული სისხლძარღვოვანი პროტეზი რომელიც იქნა გამოყენებული აორტის რკალის ჩანაცვლებისთვის, ასევე აორტის ბოლქვის, აღმავალი აორტის რეზექცია, ბიოლოგიური სარქვლის ჩაკერება და კორონარული ოსტიუმების რეინპლანტაცია სისხლძარღვოვანი პროტეზის გამოყენებით (Bentall procedure).
ურთულესი დიაგნოზის და ოპერაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რეაბილიტაციის პროცესს ბატონი ბიჭიკო ოპერაციიდან 10 დღეში ბინაზე განაგრძობს.
შეიძლება იყოს ნაჯღაბნი ამისა: გული და ტექსტი

ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ამ დრომდე ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

სერვისის ამოქმედების შემდეგ კი ბენეფიციარები სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

სამედიცინო დაწესებულებები დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება.

ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოს შემდეგ დიალიზის სერვისის მიღება უახლოეს მომავალში ჭიათურაში, სენაკში, საგარეჯოში, ტყიბულში, წალენჯიხაში, ცაგერში, წნორში და დედოფლისწყაროშიც იქნება შესაძლებელი, რის შედეგადაც გეოგრაფიული მოცვა გაიზრდება და საჭირო სერვისის მიღებას ბენეფიციარები შეუფერხებლად შეძლებენ.

ზურაბ აზარაშვილი კლინიკის თანამშრომლების კითხვებს უპასუხებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს დღეს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდება.

ზურაბ აზარაშვილი კლინიკის თანამშრომლების კითხვებს უპასუხებს. საუბარი მათთვის განსაზღვრულ, კომპენსაციის პაკეტებსა და იმ ექსპერტულ დასკვნებს შეეხება რომელზე დაყრდნობითაც სახელმწიფომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.

სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს, 12 თვის ხელფასით კომპენსაციას ან, 4-თვიან კომპენსაციასა და დასაქმების ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში უკვე დასაქმდა.

კიდევ ერთი კონსულტაცია შედგა…

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი კონსულტაცია შედგა.

მართვაში ჩართული სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებთან რესპუბლიკურის მომავალსა და კომპენსაციის საკითხზე მსჯელობდნენ.

პერსონალის ნაწილი კომპენსაციით უკმაყოფილოა.

„ჰოსპიტალში არის დაახლოებით 31-ამდე აკადემიური პერსონალი და ჩვენ გვაწუხებს ის მდგომარეობა, სად წავიყვანოთ ჩვენი სტუდენტები. ვფიქრობ, რომ შეხვედრაზე შედეგიანი საუბარი იყო, თემა მნიშვნელოვანია და ჰოლდინგის ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ“, – აღნიშნა ინფექციონისტმა, დევი ტაბიძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. 

„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რატომ იწყებს ტერფი დეფორმაციას – ექიმის რჩევები

ჰალუქს ვალგუსი, იგივე ვალგუსური დეფორმაცია ტერფის საკმაოდ გავრცელებული, რთული დავადებაა, თუმცა მოსახლეობა მას ხშირად სხვა დაავადების სახელით – „პოდაგრათი“ მოიხსენიებს. ვალგუსური დეფორმაცია ზოგჯერ მტკივნეულია და ყოველდღიურ საქმიანობაში ხელის შეშლაც შეუძლია. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მამუკა თებიძე ამბობს, რომ პრობლემის სწორად იდენტიფიცირებისა და დროული მკურნალობის შემთხვევაში, სიმპტომები მნიშვნელოვნად უმჯობესდება და გართულებებიც არ ვითარდება.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights