სამშაბათი, მაისი 12, 2026

10 სიმპტომი, რომელიც შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს

დღესდღეობით სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა, რომელსაც უკურნებელ სენსაც უწოდებენ.

მისი 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, მათგან ზოგი სხვებზე მეტად საშიში და მომაკვდინებელია, ზოგი კი — შედარებით მსუბუქი. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის ასეთი სერიოზული პრობლემა დროულად გამოვავლინოთ და მის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყოთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

წინამდებარე სტატიაში სწორედ იმ სიმპტომებს გაგაცნობთ, რომლებიც, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს.

  1. ცვლილებები კანზე
    შეეცადეთ, კანი ხშირად დაათვალიეროთ და მასზე გაჩენილ ახალსა თუ ძველ ხალებს მიაქციოთ ყურადღება. მაგალითად, ისეთ წარმონაქმნებს, რომელთა შეფერილობა, ზომა ან ფორმა შეიცვალა, სხვებს არ ჰგავს და რაიმე მახასიათებლის გამო საეჭვოდ გამოიყურება.
  2. შემაწუხებელი ხველა
  3. შებერილობა
  4. შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები
  5. ლიმფური კვანძების შესივება
  6. სისხლი განავალში/ექსკრემენტში
  7. სათესლე ჯირკვლების ცვლილებები
  8. ყლაპვის გაძნელება
  9. არამენსტრუალური ვაგინალური სისხლდენა

მიღებული საკვების მონელების შეფერხების შეგრძნება, გულისრევა ან ნაადრევი დანაყრება – ეს ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს კუჭის კიბოზე.

თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ამასთან, შესაბამისი სიმპტომები, შესაძლოა ასოცირებული იყოს არა კიბოსთან, არამედ კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიასთან, მაგრამ ჯერ ყველაზე საშიში ვარიანტები უნდა გამოირიცხოს.

კუჭის კიბოს დიაგნოსტიკისთვის ექიმები მიმართავენ ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის მეთოდს (FGDS). ეს პროცედურა ტარდება 45 წლიდან, ხოლო 60 წელს გადაცილებულებს ყოველწლიურად ესაჭიროებათ მისი ჩატარება.

კუჭის კიბოს რისკ-ფაქტორებია: Helicobacter pylori ბაქტერიით ინფექცია, ჭარბი წონა და უმოძრაო ცხოვრების წესი, ცოცხალი ბოსტნეულის და ხილის არასაკმარისად მოხმარება და ნიტრატებით გაჯერებული საკვების მიღება.

წყარო

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„კოვიდის ახალი წამალი გვექნება…“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ სავარაუდოთ, ახალი კოვიდ წამალი გვექნება.

წყარო: 

კლინიკების ხელმძღვანელები მზად არიან, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმონ

კლინიკების ხელმძღვანელებმა ოფიციალურად თქვეს, რომ რესპუბლიკურის ექიმების დასაქმების მზაობას გამოხატავენ და სამედიცინო პერსონალის მხრიდან სურვილის შემთხვევაში შესახვედრად მზად არიან.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო კობახიძის განცხადებით, კლინიკა მუდმივად აცხადებს სხვადასხვა პროფილის ექიმების თაობაზე ვაკანსიას და სურვილის შემთხვევაში, ისინი მზად არიან, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმონ. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ სატელეფონო კომენტარში განაცხადა.

„პარასკევიდან ჯანდაცვის უწყებასთან ვართ ხაზზე. საკმაოდ ფართო ქსელი გვაქვს. ვისაც ექნება სურვილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ ლოკაციის განხილვის, სიამოვნებით ვაცხადებთ მზაობას მათთან კომუნიკაციის“, – აღნიშნა კობახიძემ.

„ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსების დასაქმებაზე მზაობა გამოთქვა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დირექტორმა გია გრძელიძემაც.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსებთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს ასევე საქართველოს კლინიკების და „ევექს კლინიკების“ გენერალური დირექტორი ზურა ქიტოშვილი. როგორც ქიტოშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, ამ ადამიანებს ჯანსაღი პირობებით დაასაქმებენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა დღეს კლინიკასთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევისა და კოლექტივის დაშლის შესახებ.

26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა, ლოზუნგით – „ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო“. ისინი მოუწოდებდნენ მინისტრს, რომ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს. ამავე დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრმა სამედიცინო პერსონალს შეხვედრისკენ მოუწოდა. აქციაზე მყოფმა სამედიცინო პერსონალმა კი შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც მათ აღნიშნეს, მინისტრს იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ ბრძანებას გააუქმებს კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ, კომპენსაციებზე საუბარს კი არ აპირებენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„5 თებერვლამდე მიეცათ ვადა, რათა აირჩიონ, რომელი საკომპენსაციო პაკეტით ისარგებლონ“ – ილია ღუდუშაური

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამედიცინო ჰოლდინგის მენეჯმენტთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ რესპუბლიკური საავადმყოფო იმ პერსონალთან მუშაობას, რომლებსაც რეალურად აინტერესებთ სახელმწიფოს გეგმა და შეთავაზება კომპენსაციების ნაწილში, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს კომპენსაციების გაცემის შესახებ გეგმა უკვე გააცნეს.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვთავაზობთ ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც დატოვებს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ვთავაზობთ 12-თვიან კომპენსაციას. ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა პროფესიულად, ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ სამსახურს საქართველოში არსებულ კლინიკებში. იმ ადამიანებს, რომელთაც ვერ შევთავაზებთ, ან ჩვენი ტოლფასი შეთავაზება მაინც არ მოეწონებათ, ჩვენ ვპირდებით, რომ სამი წლის განმავლობაში, ახლა არსებული ხელფასი შეუნარჩუნდებათ უკლებლივ. ეს იქნება იურიდიულად გაფორმებული. შესაბამისად, იურიდიულად გაფორმებულ ვალდებულებაზე, ნდობასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, პრობლემა არ უნდა იყოს. ვცდილობთ, კომუნიკაციით ამ ადამიანებს გავაგებინოთ, რომ ამ თემაზე გარანტია სახელმწიფოს აქვს აღებული და შესაბამისად, აუცილებლად შესრულდება.

რაც შეეხება იმავე ადგილზე საერთოდ აშენდება თუ არა კლინიკა, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს მთავრობის დადგენილება, სადაც მთავრობას დავალებული აქვს კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რომ მოამზადოს პროექტი იგივე ტერიტორიაზე 500-საწოლიან, მულტიპროფილურ კლინიკასთან დაკავშირებით, რომელიც თავისთავად უკვე იურიდიული დავალებაა და შესაბამისად, სხვა ტერიტორიაზე გატანასთან, თუ მიწის კომერციულ ინტერესთან დაკავშირებით აბსოლუტურად გაუგებარია. ამ ტერიტორიაზე აუცილებლად აშენდება კლინიკა და მთავრობის დადგენილება აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მათ რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს 5 თებერვლამდე მისცეს ვადა, რათა აირჩიონ რომელი საკომპენსაციო პაკეტით ისარგებლონ.

„თანამშრომლებთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლები სამედიცინო ჰოლდინგის მენეჯმენტთან ერთად გააგრძელებენ იმ ადამიანებთან მუშაობას, რომლებსაც რეალურად სახელმწიფოს გეგმა და შეთავაზება კომპენსაციების ნაწილში“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„სიმართლეს არ შეესაბამება – თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება“

„აიღეთ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა არ შეგექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად“

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება“, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ფინანსდება შემდეგი დიაგნოზებისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევები: პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა
სხვა გლაუკომა
ბადურას სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები
ბადურას გახლეჩები ჩამოცლის გარეშე
პირველადი დახურულკუთხიანი გლაუკომა
ავადმყოფობების შემდგომი მეორადი გლაუკომა
ბადურას ჩამოცლა ბადურას გახევით
ტრავმული კატარაქტა
ბადურას ფრაქციული ჩამოცლა
სხვა ბადურას ჩამოცლა
მინისებრი სხეული პროლაფსი
რქოვანას წყლული
ბადურას სისხლჩაქცევები
ჩირქოვანი ენდოფთალმიტი
ეჭვი გლაუკომაზე
პოსტტრავმული მეორადი გლაუკომა

საყურადღებოა, რომ შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტებიც.

რაც შეეხება კატარაქტას, უმეტეს შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არ საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დიაგნოზისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ გეგმური სახის ოპერაციები.

ჩვენი მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო პროგრამები მუდმივად ფართოვდება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ სახელმწიფო დაფინანსებამ მაქსიმალურად მეტი დაავადება მოიცვას“, – აცხადებენ სამინისტროში.

„უპრეცედენტოდ მაღალია ის შეთავაზება, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა მიიღო“ – ბექა ფერაძე

„რაც შეეხება უშუალოდ კომპენსაციებს, აქ უნდა აღინიშნოს, რომ უპრეცედენტოდ მაღალია ის შეთავაზება, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა მიიღო. ჩვენ, როგორც შრომის ინსპექცია, როგორც მაკონტროლებელი ორგანო და მშრომელთა უფლებების დამცველი, ამ პროცესში ჩართულები ვიქნებით, რათა თითოეული დასაქმებულის ინტერესი დაცული იყოს“, – ამის შესახებ ბექა ფერაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა. შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარმა ინსპექტორმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოს შენობა ავარიულია.

„როგორც ფასადი, ასევე ზოგადად ძირითადი შენობა-ნაგებობა არის ავარიული. მათ შორის ფასადი არის მწვავე ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებს მყისიერ ღონისძიების განხორციელებას, რათა საფრთხე არ შეექმნათ დასაქმებულებს, ნებისმიერ მესამე პირს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სახელმწიფოს ინტერესი და პასუხისმგებლობა არის თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ და დაიწყო შესაბამისი პროცედურების განხორციელება“, – განაცხადა ფერაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

„სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები; ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა; მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. პირადად მინისტრის კოორდინაციით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს. ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს.

საპროექტო სამუშაოების შესყიდვები მსოფლიო ბანკის პროცედურების სრული დაცვით განხორციელდება, რაც საერთაშორისო კომპანიებს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულიად დაცული იქნება. თანამშრომელთა ნაწილი, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილისთვის კი სპეციალური ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რაც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული. პროცესს უშუალო მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.

„მომავალი 2 კვირის განმავლობაში რესპირაციული ინფექციების შემთხვევები კიდევ უფრო დაიკლებს“- გოგინავა

ქვეყნის მასშტაბით, გრიპის ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს. ინფექციონისტების განცხადებით, საჭიროა რეკომენდაციების დაცვა. მათი თქმით, თებერვლიდან სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება.

„ველოდებით იმას, რომ გარკვეულწილად, რესპირაციული ინფექციების შემთხვევები კიდევ უფრო დაიკლებს მომავალი 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ გაქრება, იმიტომ რომ მარტამდე შესაძლებელია გრიპის შემთხვევები დაფიქსირდეს და არა მარტო გრიპის, სხვა რესპირატორული ინფექციებისაც. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რისკ-ჯგუფში შემავალი მოსახლეობა დავიცვათ და გავითვალისწინოთ სპეციალისტების რეკომენდაციები“, – აღნიშნავს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და პროფესიონალი ქირურგების წყალობით, მუხლის და ბარძაყის პროთეზირება წარმატებით ხორციელდება

მუხლის და ბარძაყის სახსრის პროთეზები არის თანამედროვე სამედიცინო იმპლანტები, რომლებიც შექმნილია სახსრების დაავადებების ან ცვეთის გამო მოძრაობის და გადაადგილების პრობლემის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და პროფესიონალი ქირურგების წყალობით, მუხლის და ბარძაყის პროთეზირება წარმატებით ხორციელდება და გვთავაზობს პრობლემის სამუდამო გადაწყვეტას. მისი საშუალებით პაციენტები თავისუფლდებიან დისკომფორტისა და ტკივილისგან და უბრუნდებიან აქტიურ ცხოვრებას.
მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი პროფესიონალთა გუნდით სთავაზობს პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მუხლისა და ბარძაყის პროთეზირების სფეროში. მკურნალობის ეფექტურობისთვის თითოეული პაციენტისთვის მათი მდგომარეობის შესაბამისად იქმნება მკურნალობის ინდივიდუალური სქემა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სხვადასხვა სახის გასამრჯელო პაციენტისთვის კონკრეტული მედიკამენტის, თუ სამედიცინო ჩარევის დანიშნულების სანაცვლოდ – ექიმების ნაწილი…

სხვადასხვა სახის გასამრჯელო პაციენტისთვის კონკრეტული მედიკამენტის, თუ სამედიცინო ჩარევის დანიშნულების სანაცვლოდ – ასე გამოიყურება სქემა, რა გზითაც ექიმების ნაწილი ფარმაცევტული კომპანიებისგან, თუ კლინიკებისგან სოლიდურ ანაზღაურებას იღებს.

ძვირად ღირებული ტექნიკა, მოგზაურობა, ვაუჩერები და ფულიც კი – ასე გამოიყურება იმ „საჩუქრების“ ჩამონათვალი, რაც ექიმ ჯაბა ზარქუას თქმით, კონკრეტული წამლის ან კონკრეტული სამედიცინო კვლევის დანიშნულების სანაცვლოდ კომპანიებთან გარიგებაში შესული ექიმები იღებენ. პაციენტისთვის, თითქმის შეუძლებელია იმის გადამოწმება, ამოძრავებდა თუ არა ექიმს პირადი ინტერესი დანიშნულების დაწერისას.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ჰეპატიტის მკურნალობა ხელს უშლის სისხლის საკმაოდ გავრცელებული სიმსივნის პროგრესს — ახალი კვლევა

რამდენიმე წლის წინ, ერთი პაციენტი, რომელსაც სისხლის კიბო, სახელად მრავლობითი  მიელომა ჰქონდა, მნიშვნელოვნად გამოჯანმრთელდა. ამ შემთხვევამ მკვლევართა ყურადღება მიიქცია, რომლებიც ფრიად გააოცა იმ ფაქტმა, რომ პაციენტი სულ სხვა დაავადებაზე მკურნალობდა.

პოტენციური კავშირისადმი ინტერესმა ესპანელი და ფრანგი მკვლევრები გააერთიანა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) და C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) დაკავშირებულია მრავლობითი მიელომისა და ადრეული არასიმსივნური ეტაპის, სახელად მონოკლონური გამოპათიის განვითარებასთან.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights