რევმატიზმი – დაავადება, რომელიც ხასიათდება დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი ინფექციურ-ალერგიული სისტემური დაზიანებით.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
· გულის რევმატიზმი;
· სისხლძარღვების რევმატიზმი;
· სახსრების რევმატიზმი;
· კანის რევმატიზმი;
· ვენტრალური ნერვული სისტემის რევმატიზმი;
· სეროზული საფარის რევმატიზმი.
მიზეზები
· ინფექციური დაავადებები;
· იმუნური სისტემის დაქვეითება;
· ორგანიზმის გადაციება.
სიმპოტმები
· სხეულის ტემპერატურის 39 გრადუსამდე აწევა;
· საერთო სისუსტე;
· სწრაფი დაღლა;
· ჭარბი ოფლიანობა;
· თავის ტკივილი;
· სახსრების ტკივილი, გაწითლება, სახსრების შეშუპება, მოძრაობის დაქვეითება;
· გულის ტკივილი, გახშირებული გულისცემა;
· კუნთების კანკალი, კუნთების სისუსტე;
· ღია ვარდისფერი გამონაყარი კანზე, სახსრების კანქვეშ კვანძების გაჩენა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს რევმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· სასუნთქი გზებიდან ნაცხის დათესვა;
· ელექტროკარდიოგრაფია;
· ექოკარდიოგრაფია;
· ფილტვების რენტგენი.
მკურნალობა
· არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
· კორტიკოსტეროიდები;
· ანტიბიოტიკები;
· იმუნიტეტის გასაძლიერებელი პრეპარატები.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება გახდეს:
· არითმია;
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· გულის უკმარისობა;
· თავის ტვინის იშემია;
· ელენთის და თირკმელების ინფარქტი;
· მაგისტრალური სისხლძარღვების თრომბოემბოლია.
რისკის ჯგუფი
· 7-15 წლის ასაკის ბავშვები;
· ქალები;
· ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებების მქონე ადამიანები;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
· ორგანიზმის გაკაჟება;
· გაზაფხულ-შემოდგომის პერიოდში ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება.
რევმატიზმი
რეიტერის სინდრომი
რეიტერის სინდრომი – აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ხასიათდება სახსრების ანთებით და შინაგანი ორგანოების დაზიანებით.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· შარდსასქესო გზების, კუჭ-ნაწლავის, ცხვირ-ხახის ინფექციები;
· სხვა ლოკალიზაციის ინფექციების არსებობა.
სიმპტომები
· სახსრების დაავადებების განვითარება;
· შარდსასქესო სისტემის დაავადებების განვითარება;
· კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანება;
· სხვა ორგანოების დაზიანება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს რევმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
· კალას და შარდის საერთო ანალიზი;
· სახსრების სითხის გამოკვლევა;
· სახსრების რენტგენი.
მკურნალობა
· ანტიბიოტიკები;
· არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
· გლუკოკორტიკოსტეროიდები;
· ციტოსტატიკები.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· სახსრების დისფუნქცია;
· მხედველობის დაქვეითება;
· უნაყოფობა;
· ერექციული დარღვევები;
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ნაწლავების და უროგენიტალური ინფექციების შეჩერება;
· ენტეროკოლიტისა და ურეტრიტის დროული მკურნალობა.
რეფსუმის სინდრომი – წარმოადგენს იშვიათ მემკვიდრეობით დაავადებას, რომლის დროს ორგანიზმში გროვდება ფიტანის მჟავა, ანუ ცხიმების დაყოფის პროდუქტი
რეფსუმის სინდრომი – წარმოადგენს იშვიათ მემკვიდრეობით დაავადებას, რომლის დროს ორგანიზმში გროვდება ფიტანის მჟავა, ანუ ცხიმების დაყოფის პროდუქტი.
რეფსუმის სინდრომი წარმოადგენს იშვიათ მემკვიდრეობით დაავადებას, რომლის დროს ორგანიზმში გროვდება ფიტანის მჟავა — ცხიმების დაყოფის პროდუქტი. ეს სინდრომი იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს და საჭიროებს დროულ დიაგნოზსა და მკურნალობას.
მიზეზები
ძირითადი მიზეზი არის მემკვიდრეობითი ფაქტორი, რომელიც ადამიანს გადაეცემა აუტოსომურ-რეცესიული ფორმით.
სიმპტომები
· ნათხემის ატაქცია;
· სიყრუე;
· ანსომნია;
· მხედველობის დაქვეითება;
· პარეზების განვითარება;
· ძვლებისა და კანის საფარის ცვლილება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ნევროლოგის კონსულტაცია;
· შარდის ანალიზი მასში ფიტანის მჟავას დონის დასადგენად;
· სისხლის ანალიზი მასში ფიტანის მჟავას დონის დასადგენად.
მკურნალობა
· ქლოროფილის შემცველი მწვანე ბოსტნეულისა და ხილის გამოყენების შეზღუდვა;
· დიეტა, რომელიც გულისხმობს საკვებად დაბალცხიმიანი პროდუქტების გამოყენებას;
· პლაზმოფარეზი – სისხლიდან ფიტანის მჟავის განდევნა.
საშიშროება
დაავადება ხელს არ უშლის სრულფასოვან ცხოვრებას. მთავარია დროულად მოხდეს დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის დაწყება. ასეთ დროს შედეგი ყოველთვის დადებითია და ხდება რიგი გართულებების თავიდან აცილება.
პროფილაქტიკა
გამომდინარე იქედან, რომ დაავადება მემკვიდრეობითი ხასიათისაა, რაიმე კონრეტული პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს.
რექტოცელე
რექტოცელე – დაავადება, რომელიც ხასიათდება სწორი ნაწლავის წინა კედლის პროტრუზიით. რექტოცელე უვითარდებათ მხოლოდ ქალებს.
მიზეზები
· ფეხმძიმობა, მშობიარობა;
· ესტროგენის ჰორმონის დონის დაწევა;
· თეძოს თანდაყოლილი დეფექტები;
· ხანგრძლივი შეკრულობა;
· სასქესო გზების დაავადებები;
· ანალური გზის ფუნქციის დარღვევა;
· მუცლის ღრუში წნევის დარღვევა;
· ქრონიკული ბრონქიტი, რომელსაც ახლავს ხშირი ხველა;
· მუდმივად სიმძიმის აწევა.
სიმპტომები
· დეფეკაციის გართულება;
· დეფეკაციის შემდეგ ნაწლავის დაუცლელობის შეგრძნება;
· ხშირი მოთხოვნილება დეფეკაციისკენ;
· სქესობრივი აქტის დროს ტკივილი;
· ხველისა და ცემინების დროს შარდის შეუკავებლობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სწორი ნაწლავის გამოკვლევა;
· საშოს გამოკვლევა;
· რექტორომანოსკოპია;
· ანალური გზის გამოკვლევა.
მკურნალობა
· პროკინეტიკები, ეუბიოტიკები;
· მენჯის გასამკვრივებელი ვარჯიშები;
· დიეტის დროს რაციონში შედის მცენარეული უჯრედების შემცველი პროდუქტები;
· ქირურგიული ჩარევა.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· ქრონიკული ბუასილი;
· ანალური ნაპრალი;
· სწორი ნაწლავის გახეთქვა;
· ქრონიკული კრიპტიტი.
რისკის ჯგუფი
· ქალები ფეხმძიმობისა და პოსტსამშობიარო პეროდში;
· ქალები მენოპაუზის პერიოდში;
· ქალები, რომლებსაც აწუხებთ მუცლის ღრუს წნევის აწევის გამომწვევი დაავადებები;
· ქალები, რომლებსაც აწუხებთ საშოს და საშვილოსნოს კედლების გამოვარდნის პრობლემები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· შეკრულობის დროული მკურნალობა;
· მძიმიე ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა.
რინიტი
რინიტი (სურდო) – ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესი და ყველაზე გავრცელებული დაავადება.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
· კატარალური;
· ვირუსული;
· ალერგიული;
· ატროფიული;
· ჰიპერტონიული;
· მედიკამენტოზური.
მიზეზები
· გადაციება;
· ვირუსული ინფექციებით ხშირი დაავადება;
· ცხვირის ლორწოვანი გარსის ტრავმები;
· მტვრიან ან კვამლიან ადგილას დიდ ხნით ყოფნა.
სიმპტომები
· სუნთქვის გართულება;
· ყნოსვის დაქვეითება ან დაკარგვა;
· ცხვირის ქავილი;
· ცხვირიდან ლორწოვნი გამონადენი;
· ცხვირში ქერქების გაჩენა;
· ზედა ტუჩთან და ნესტოების გარშემო კანის დაწითლება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ოტოლარინგოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· რინოსკოპია;
· ცხვირის გამონადენის აბქტერიოლოგიური გამოკვლევა;
· ალერგიული სინჯები.
მკურნალობა
· კარგი კვება;
· ცხვირის გამორეცხვა;
· ვხვირის საცხები და წვეთები;
· ვხვირის სისხლძარღვების შემავიწროვებელი წვეთები;
· ინჰალაცია.
ქრონიკული რინიტისთვის:
· მოწვა;
· ულტრა-ბგერითი დეზინტეგრაცია;
· კრიოთერაპია.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· ჰაიმორიტი;
· ხროტინი, ხვრინვა;
· ძილის დროს სუნთქვის შეჩერება;
· რევიდივირებადი ოტიტი, რომელიც იწვევს სიყრუეს;
· ცხვირის პოლიპები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ორგანიზმის გაკაჟება;
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· შენობაში ოპტიმალური ტემპერატურისა და სინესტის დაცვა;
· დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტის შეზღუდვა.
რინოფიმა
რინოფიმა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ჩნდება ცხვირის ყველა ელემენტის ჰიპერტროფიის ფორმით.
მიზეზები
· როზაცეას გართულებული დაავადება;
· ჰორმონალური ფონის დარღვევა;
· ჰიპოვიტამინოზი;
· სტრესული სიტუაციები;
· გადახურება;
· გადაციება;
· მაღალი ტენიანობა;
· ზედმეტი სიმშრალე;
· ჰაერის დამტვერვა;
· სპირტიანი სასმლის გამოყენება;
· კანის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიები.~
სიმპტომები
· პათოლოგიის კერები, რომლებიც ლოკალიზდება ცხვირის ნესტოებთან;
· პათოგენური წანაზარდები კანზე;
· გაფართოვებული ფორები;
· ჩირქოვანი მასა ცხვირში;
· ახალი წარმონაქმნების ცუდი სუნი;
· კანის საფარის გასქელება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ოტოლარინგოლოგი, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგის ჩარევაც. გამოკვლევისთვის საჭიროა ჰიპერტროფირებული ჯირკვლებიდან გამონადენის ციტოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
· ქირურგიული ჩარევა;
· ლაზერული თერაპია;
· ცხვირის რინოფიმას რადიოტალღური მეთოდით მკურნალობა;
· პლასტიკური ოპერაცია, რომელიც გაასწორებს ცხვირის ფორმას.
საშიშროება
რინოფიმა – ეს არის დაავადება, რომელიც ნეგატიურად აისახება არამარტო ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ მის გარეგნობაზეც. მისი უყურადღებოდ დატოვება იწვევს რიგი გართულებების გამოწვევას, რომელთაგან ერთ-ერთი, მაგალითად შეშუპება შეიძლება გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეში და გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სებორეას თერაპია;
· ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან თავის დაცვა;
· კოსმეტოლოგთან ვიზიტი;
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
· იმუნიტეტის გაძლიერება;
· აღნიშნული პრობლემის გამომწვევი პათოლოგიების დროული მკურნალობა.
დაავადება წარმოიქმნება ორგანიზმში არასაკმარისი რკინის მოხვედრით, რაც იწვევს ერითროციტების შემცირებას
რკინადეფიციტური ანემია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლში ერითროციტების და ჰემოგლობინის დაბალი დონე, რაც გამოწვეულია ორგანიზმში რკინის ნაკლებობით და გარკვეული ტროფიკული აშლილობით.
მიზეზები
დაავადება წარმოიქმნება ორგანიზმში არასაკმარისი რკინის მოხვედრით, რაც იწვევს ერითროციტების შემცირებას. რკინადეფიციტური ანემიის მიზეზებია:
· სისხლში ერითროციტების სისცოცხლისუნარიანობის მოშლა ან შემცირება (ნორმით – 4 თვე);
· სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვა (მწვავე ან ქრონიკული);
· ალერგიული რეაქციების სიმრავლე;
· ხშირი მრვი (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია);
· ფეხმძიმობის პერიოდი, მენსტრუაცია, მოზარდობის პერიოდი ბავშვებში;
· კუჭ-ნაწლავის მიერ რკინის შეწოვის პროცესის დარღვევა;(გასტრიტის დროს).
რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
· სწრაფი დაღლა;
· საერთო სისუსტე;
· შრომისუნარიანობის დაქვეითება;
· გონების დკარგვა;
· ყურებში ხმაურის შეგრძნება;
· თვალებში ნაპერწკლების დანახვა;
· მუდმივი თავის ტკივილი;
· ხუთვა;
· გახშირებული გულისცემა (მშვიდად ყოფნის და მცირედი დატვირთვის დროსაც);
· ცივი კიდურები;
· კანის სიფერმკრთალე სილურჯის თანხლებით;
· ტუჩის კუთხეებში დამსკდარი ადგილები;
· ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა;
· ყნოსვისა და გემოს დარღვევა;
· ენის ტკივილი და დაბუჟება.
დიაგნოსტიკა
«რკინადეფიციტური ანემიის» არსებობისას დიაგნოსტიკას აკეთებს ექიმი-ჰემატოლოგი, რის შედეგადაც ნიშნავს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· სისხლის ბიოქიმიური ანალიზს.
პარალელურად შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი გამოკვლევები:
· საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა;
· ნაწლავის ლორწოვანი გარსის ბიოპსია;
· კოლონოსკოპია;
· რექტორომანოსკოპია;
· ნაწლავის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· რკინის შემცველ პრეპარატებს;
· პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ვიტამინს – В12;
· გლუკოკორტიკოსტეროიდებს;
· ფარული სისხდენის შეწყვეტა და მკურნალობა;
· სისხლის გადასხმა.
საშიშროება
თუ დროულად არ დადგინდება როგორ უნდა განიკურნოს რკინადეფიციტური ანემია, ამან შეიძლება მიგვიყვანოს საშიშ გართულებებამდე:
· მეორადი ინფექციების განვითარება (პნევმონია, გრიპი);
· სწორი ნაწლავის ანთება;
· ტრომბოზი;
· ანემიური კომა.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
· ჯანსაღი ცხოვრების წესი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
როზაცეა
როზაცეა (ვარდისფერი აკნე) – ეს არის სახის კანის ქრონიკული დაავადება, რომელსაც აქვს არაინფექციური და ხშირ შემთხვევაში ანგიონერვოტული ხასიათი.
მიზეზები
· ცხარე საკვებისა და სანელებლების ხშირი გამოყენება;
· ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
· ცხელი სასმელები;
· ქიმიური პილინგი;
· კორტიკოსტეროიდების შემცველი გარე მოხმარების საშუალებების გამოყენება;
· აგრესიული შემცველობის კოსმეტიკური საშუალებები;
· რიგი მედიკამენტების მიღება;
· ზემდეტი ინსოლაცია;
· სტრესი;
· ძლიერი ქარი;
· მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება;
· ფიზიკური დატვირთვა.
შინაგანი მიზეზები:
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
· ენდოკრინული დაავადებები;
· იმუნური სისტემის მოშლა;
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია;
· კანის ინფექციები.
სიმპტომები
· კანზე ჰიპერემიული ადგილების გაჩენა;
· კნზე წვრილი მოწითალო ან ჩირქოვანი პაპულების გაჩენა;
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი გარეგანი დათვალიერების საფუძველზე.
მკურნალობა
· დასაბანად თბილი წყლის გამოყენება;
· მზეზე დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.
· სიცივეში ცხიმიანი საცხების გამოყენება.
· საუნებსა და აბანოებში სიარულისგან თავის შეკავება.
· ხანგრძლივი და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება.
· სახისთვის რბილი პირსახოცის გამოყენება.
· მამაკაცებისთვის რეკომენდირებულია ელექტრონული საპარსის გამოყენება.
· სახის საცხები არ უნდა შეიცავდნენ ჰორმონალურ დანამატებს.
· სახის საცხები არ უნდა შეიცავდნენ სისხლძარღვების გასაფართოვებელ საშუალებებს.
რისკის ჯგუფი
· ქერა, ღია კანის ფერის ადამიანები;
· ქალები მენოპაუზის დროს;
· ალერგიული დერმატიტის მქონე პირები;
· ჩრდილოეთის მაცხოვრებლები;
· ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის მქონე პირები;
· გასტრიტის და დუოდენდიტის პრობლემების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დიეტის დაცვა;
· სახის კანზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების შეზღუდვა;
· როზაცეას გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;
· კანის მოსავლელად ნატურალური კომპონენტების შემცველი საშუალებების გამოყენება, რომელბიც არ გმოიწვევს სახის კანის გაღიზიანებას.
როტაციზმი
როტაციზმი, ენაბორძიკობა – მეტყველების დარღვევა, რომელსაც ახასიათებს ბგერა «რ»-ს გამოთქმის დარღვევა, წარმოადგენს დისლალიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას. უმეტეს შემთხვევაში არ არის თანდაყოლილი.
მიზეზები
აღნიშნული პათოლოგიის გამომწვევი მიზეზებია:
· მექანიკური ფაქტორი;
· ფუნქციონალური ფაქტორი;
· მემკვიდრეობითი ფაქტორი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ახორციელებს ექიმი-ლოგოპედი, რისთვისაც საჭრიოა გაირკვეს:
· ბგერითი ანალიზის დონე;
· ბგერათა წარმოთქმის განსაკუთრებულობა;
· არტიკულარული აპარატის მდგომარეობა და მოძრაობა;
· სმენისა და მხედველობის მდგომარეობა;
· ფსიქოსამეტყველო განვითარების თავისებურებები;
· სიტყვათა მარაგი;
· გრამატიკის, წერის, კითხვის თავისებურებები;
· მხედველობითი აღქმის უნარი.
მკურნალობა
ენაბორძიკობის გამოსწორება ხანგრძლივი და რთული პროცესია. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო დიდია პათოლოგიის გამოსწორების შანსი. მკურნალობის პერიოდში ექიმი ატარებს ლოგოპედიურ, ფსიქო-კორექტულ, პედაგოგიურ, კომუნიკაციურ სამუშაოებს:
· ბგერების დაყენება;
· ენის მასაჟი;
· ენის წინა ნაწილის ვიბრაციის განსახორციელებელი სავარჯიშოები;
· ბგერა «რ»-ს ავტომატიზაციის სავარჯიშოები;
· არტიკულაციური ვარჯიში.
ზრდასრულებში ენაბორძიკობა აღენიშნება 2%-ს. ზრდასრულ ასაკში დეფექტის გამოსასწორებლად შეიძლება საჭირო გახდეს ენის კუნთებზე ქირურგიული ჩარევა.
პროფილაქტიკა
აღნიშნული დეფექტის შემდგომში თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია ბავშვის მეტყველების განვითარებაზე თავიდანვე ზრუნვა და ლოგოპედთან დროულად მისვლა.
რძიანა
რძიანა – წარმოადგენს დაავადებას, რომელიც გამოწვეულია საფუარისმაგვარი სოკოს Candida-ს ორგანიზმში მოხვედრით.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკების გამოყენება.
· იმუნიტეტის დეფიციტი და დაქვეითება.
· თანმდევი ქრონიკული ინფექციები.
· შაქრიანი დიაბეტი.
· ფეხმძიმობა.
· ჰორმონალური დარღვევები.
· ჰერპესის ვირუსი.
· არასწორი კვება.
· ალერგია.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· გამონადენი ხდება ხაჭოსებრი, იზრდება მოცულობა და აქვს ცუდი სუნი.
· ტკივილი შარდვისას.
· საშოს წვა და ქავილი.
· სასქესო ბაგეების შეშუპება და სიწითლე.
· ტკივილი სქესობრივი აქტისას.
რძიანას სიმპტომები მამაკაცებში:
· დაავადება აზიანებს სასქესო ორგანოს თავს და გვერდით ნაწილებს, რის გამოც ამ ადგილებში იგრძნობა წვა და ქავილი.
· თეთრი ნადები სასქესო ორგანოს თავზე.
· სიწითლე, ჰიპერთერმია.
· ტკივილი შარდვისას.
· ტკივილი სქესობრივი აქტისას.
· არასასიამოვნო სუნი.
· სასქესო ორგანოს თავის სიმშრალე.
· ზოგჯერ ვლინდება წვრილი წითელი გამონაყარი.
თუ მსგავს სიმპტომებს აღმოაჩენთ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
დიაგნოსტიკა
რძიანას ცუდი სუნისას და არასასიამოვნო სიმპტომების გაჩენისას ქალებში, საჭიროა სასწრაფოდ სპეციალისტთან მისვლა. ქალებშიც და კაცებშიც რძიანას დიაგნოსტიკა ხდება ერთნაირად – იღებენ ნაცხს და უტარებენ ანალიზს პათოგენული მიკროფლორის დასადგენად. დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ურლოგი (მამაკცებში) და ექიმი-გინეკოლოგი (ქალებში);
თუ მამაკაცებს უდგინდებათ სოკოს უმნიშვნელო რაოდენობაც კი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ინფექციის მატარებლები არიან.
რძიანა ფეხმძიმობისას
ფეხმძიმობის დროს ხდება საშოს მიკროფლორის ცვლილება, ქვეითდება იმუნიტეტი, ზოგჯერ ჰორმონალური დარღვევებიც აღინიშნება, ამიტომ ფეხმძიმობისას რძიანა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. შესაბამისად საჭიროა გინეკოლოგის მუდმივი კონტროლი, რომელიც პაციენტს ჩაუტარებს დიგანოსტიკას და დაადგენს მკურნალობის ზუსტ მეთოდს, რათა არ მოხდეს ნაყოფის დაზიანება.
რძიანა ახალშობილებში
რძიანა ხშირად უჩნდებათ ახალშობილებს, მას იგივე მიზეზები აქვს, რაც ზრდასრულებში – სოკო Candida. ყველაზე ხშირად ზიანდება სასქესო ორგანოები და პირის ღრუ.
ჩვილებში დაავადების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს შემდეგმა ფაქტორებმა:
· ცხელი, მშრალი ჰაერი. თუ ბავშვი ხშირად ტირის, მას უშრება პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, რაც ხელსაყრელი პირობაა სოკოს გაჩენისთვის.
· ლორწოვანის მექანიკური ტრავმა.
· ხშირი რეგურგიტაცია.
· ანტიბიოტიკებით და ჰორმონებით მკურნალობა.
რძიანას მკურნალობა ჩვილებში
ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა გართულებების თავიდან აცილების მიზნით. ძუძუთი კვების დროს დედა უნდა გაესინჯოს დაავადებაზე, ხშირად ამ პერიოდში რძიანა ლოკალიზდება ძუძუს თავებზე. ადეკვატური მკურნალობისას ბავშვს რძიანა უქრება 10 დღის განმავლობაში.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობის დაწყება საჭიროა ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ. ექიმთან ვიზიტამდე რეკომენდირებულია სქესობრივი აქტისგან თავის შეკავება.
მკურნალობა უნდა გაიარონ ორივე პარტნიორმა.
საშიშროება
დაავადებას დიდი ზიანი არ მოაქვს ორგანიზმისთვის, მაგრამ ფეხმძიმობის დროს ის საშიშია, რამდენადაც:
· ჩნდება მუცლის მოშლის საშიშროება;
· მაღალია ჩვილის კანდიდოზით დაბადება.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· სუსტი იმუნიტეტის მქონე ქალები;
· ფეხმძიმობის გვიან პერიოდში მყოფი ქალები;
· დღენაკლული ჩვილები.
პროფილაქტიკა
· ანტიბიოტიკების მიღებისას სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა;
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
· შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის გამორიცხვა;
· დაბალანსებული კვება;
· იმუნიტეტის გაძლიერება;
· ნატურალური ქსოვილის შიდა თეთრეულის ტარება.










