რინოფიმა

რინოფიმა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ჩნდება ცხვირის ყველა ელემენტის ჰიპერტროფიის ფორმით.   
 
მიზეზები
·         როზაცეას გართულებული დაავადება;
·         ჰორმონალური ფონის დარღვევა;
·         ჰიპოვიტამინოზი;
·         სტრესული სიტუაციები;
·         გადახურება;
·         გადაციება;
·         მაღალი ტენიანობა;
·         ზედმეტი სიმშრალე;
·         ჰაერის დამტვერვა;
·         სპირტიანი სასმლის გამოყენება;
·         კანის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიები.~
 
სიმპტომები
·         პათოლოგიის კერები, რომლებიც ლოკალიზდება ცხვირის ნესტოებთან;
·         პათოგენური წანაზარდები კანზე;
·         გაფართოვებული ფორები;
·         ჩირქოვანი მასა ცხვირში;
·         ახალი წარმონაქმნების ცუდი სუნი;
·         კანის საფარის გასქელება.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ოტოლარინგოლოგი, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგის ჩარევაც. გამოკვლევისთვის საჭიროა ჰიპერტროფირებული ჯირკვლებიდან გამონადენის ციტოლოგიური გამოკვლევა.
 
მკურნალობა
·         ქირურგიული ჩარევა;
·         ლაზერული თერაპია;
·         ცხვირის რინოფიმას რადიოტალღური მეთოდით მკურნალობა;
·         პლასტიკური ოპერაცია, რომელიც გაასწორებს ცხვირის ფორმას.
 
საშიშროება
რინოფიმა – ეს არის დაავადება, რომელიც ნეგატიურად აისახება არამარტო ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ მის გარეგნობაზეც. მისი უყურადღებოდ დატოვება იწვევს რიგი გართულებების გამოწვევას, რომელთაგან ერთ-ერთი, მაგალითად შეშუპება შეიძლება გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეში და გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         სებორეას თერაპია;
·         ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან თავის დაცვა;
·         კოსმეტოლოგთან ვიზიტი;
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
·         იმუნიტეტის გაძლიერება;
·         აღნიშნული პრობლემის გამომწვევი პათოლოგიების დროული მკურნალობა.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი. რინოფიმა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90/
sheniekimi.ge
  პაროდონტიტი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ