სამშაბათი, მაისი 12, 2026

აღმოჩენილია ძვალში შენახული ლენცოფას თესლები, რაც უძველეს დროში ამ მცენარის სამკურნალოდ გამოყენებაზე მიუთითებს 

ათასობით წლის წინანდელი ძვალი პირველი მყარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროპაში ადამიანები ძლიერ და სახიფათო ნარკოტიკს აგროვებდნენ და ინახავდნენ. აღმოჩენილია განზრახ ამოღრუტნული და არყის ხის ფისით დაცობილი ცხვრის ან თხის ძვალი, რომელშიც დიდი ოდენობით შავი ლენცოფას (Hyoscyamus niger) თესლია შენახული.

გერმანელ და ნიდერლანდელ მკვლევართა ჯგუფი ირწმუნება, რომ ეს მცენარეული მასალა კონკრეტული მიზნისთვის იყო შენახული. შავი ლენცოფა მთელ ევროპაშია გავრცელებული და მისი მცირე დოზაც კი სახიფათოა. შეიცავს ტოქსინებს — ჰიოსციამინსა და სკოპოლამინს და მისმა შეჭმამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიკარდია, კრუნჩხვები, კომა და სიკვდილი.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი და რამდენად რეკომენდებულია ამ პროცესში მედიკამენტების ჩართვა

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი და რამდენად რეკომენდებულია ამ პროცესში მედიკამენტების ჩართვა
“ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის” ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მაკა რუხაძე გადაცემაში “დილა ფორმულაზე”

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კუჭის კიბო – სიმპტომები, გამომწვევები და რისკ-ფაქტორები, დიაგნოზი, პროგნოზი და მკურნალობა

კუჭის კიბო
როგორც ჩანს, კუჭის კიბოს უხშირესი მიზეზია Hელიცობაცტერ პყლორი-ით გამოწვეული ინფექცია.
ზოგიერთი დამახასიათებელი სიმპტომია გა­ურ­კვე­ველი დისკომფორტი მუცელში, წონაში კლება და სისუსტე.
საუკეთესო სადიაგნოზო პროცედურაა ენ­დო­­სკოპია.
სიცოცხლის ხანგრძლივობა მოკლეა, რადგან კიბოს სხვა ადგილებში ადრეული გავრცელება ახასიათებს.
ქირურგია ნაჩვენებია კიბოს ელიმინაციისა და სიმპტომების მოხსნისთვის.
კუჭის კიბოს დაახლოებით 95%-ს ადენო­კარ­ცი­ნომა შეადგენს. კუჭის ადენოკარცინომა კუჭის ამომფენი შრის ჯირკვლოვანი უჯრედებისგან წარმოიქმნება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიურად კუ­­ჭის ადენოკარცინომის 21000 შემთხვევა გვხ­ვდე­ბა და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობით ის მეშვიდე ადგილზეა. ის უფრო ხშირად გვხვდება გარკვეულ პოპულაციებში, კერძოდ, 50 წლისა და მეტი ასაკის პირებში, ღარიბებში, შავკანიანებში, ლათინოამერიკელებში, ამერი­კელ ინდიელებში და ჩრდილოეთის კლიმატურ პირობებში მცხოვ­რებ პირებში. კუჭის ადენოკარცინომა, უცნობი მიზეზების გამო, ნაკლებად ხშირია შეერთებულ შტატებში. ის უფრო ხშირია იაპონიაში, ჩინეთში, ჩილესა და ისლანდიაში. ამ პოპულაციებში სკრინინგულ პროგრამებს დიდი მნიშვნელობა აქვს კიბოს ადრეული გამოვლენისთვის.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

წონაში კლება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის

წონაში კლება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
მის ხელშესაწყობად გამოყენებული პროცედურებიდან ერთ-ერთია ბალონური პროცედურა, რაც გულისხმობს ენდოსკოპიური ჩარევით კუჭში სითხით ან ჰაერით სავსე ბუშტის მოთავსებას. ეს განაპირობებს კუჭის მოცულობის შემცირებას და სისავსის ადრეულ განცდას. პროცედურა როგორც წესი ტარდება მსუბუქი ანესთეზიის ქვეშ, დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. წონის კლებისა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლის პროცესში მისი პოტენციალის გათვალისწინებით ეს მეთოდი მრავალი ადამიანის არჩევანია. თუმცა კუჭში მოთავსებული ბუშტი დროებითია და 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება მისი შეცვლა ენდოსკოპიური პროცედურის მეშვეობით.
მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი პროფესიონალთა გუნდით ბალონური პროცედურის სახით გთავაზობთ სიმსუქნის თანამედროვე და ეფექტური მკურნალობის მეთოდს.ჩვენი მიზანია ამ სფეროში ჩვენს დიდ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაგეხმაროთ წონის კლების მიზნის მიღწევაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რას ცვლის საუზმე ორგანიზმისთვის და როგორი უნდა იყოს დღის პირველი კვება – ექიმის რჩევები

საუზმის მნიშვნელობის შესახებ შერეული წარმოდგენები არსებობს, ზოგი მიიჩნევს, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია. სხვები ამბობენ, რომ დილას ერთი ლუკმის გადაყლაპვაც უჭირთ. კლინიკა „მედცენტრის“ გასტროენტეროლოგი, ლუიზა კალანდაძე საუბრობს საუზმის მნიშვნელობაზე, საზიანო და სასარგებლო საუზმესა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

  • ქალბატონო ლუიზა, რა მნიშვნელობა აქვს საუზმეს ორგანიზმისთვის?

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კვლევა – კიბოს საწინააღმდეგო წამალმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა

მეცნიერებმა ადამიანებზე კიბოს საწინააღმდეგო წამალი გამოცადეს.

ახალმა წამალმა – Divarasib, კვლევებში იმედის მომცემი შედეგები აჩვენა. კაფსულა სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ შეიმუშავეს.

მკვლევრები ამბობენ, რომ შედეგები არსებულ ალტერნატივებს აშკარად აღემატება.

კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა. ავსტრალიის პიტერ მაკკალუმის კიბოს ცენტრის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ Divarasib-ისა და Cetuximab-ის მეთოდების კომბინირების შემთხვევაში პაციენტების 62%-ს კარგი შედეგები ჰქონდა. პაციენტებში დაავადება ან მთლიანად აღმოიფხვრა, ან ზომაში შემცირდა.

წინა კვლევებით დადგინდა, რომ აბი 35,9%-იან დადებით შედეგს იძლევა. NewAtlas-ის ინფორმაციით ეს 20-ჯერ ეფექტიანია, ვიდრე სხვა მკურნალობები, რომლებიც ამავე კიბოს ებრძვიან.

ეს მიზანმიმართული პრეპარატია, რომელიც ეფექტიანი იქნება მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა მხოლოდ მცირე ნაწილისთვის. მკვლევრების აზრით, მუტაცია KRAS G12C გავლენას ახდენს ცილაზე, რომელიც აკონტროლებს უჯრედების გაყოფას და გვხვდება მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის (კოლორექტალური) კიბოს შემთხვევების მხოლოდ ოთხ პროცენტში.

ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია, მხოლოდ შეზღუდულ შედეგებს იძლევა. მათი მთავარი მინუსი ისაა, რომ ისინი არასელექტიურია, მიზნად ისახავს მთელ სხეულს და არა კონკრეტულ სიმსივნეს. ახალი მედიკამენტი უშუალოდ დაავადებას დაუმიზნებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

როგორ ყალიბდება ონკოლოგიური დაავადება?

როგორ ყალიბდება ონკოლოგიური დაავადება?
სტუმარი: ალექსანდრე თავართქილაძე – ონკოლოგი, თსსუ პროფესორი

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„პროგრამის გაფართოებას კარგი შედეგი მოჰყვება, ბავშვების საჭიროებებს სრულად ითვალისწინებს“ – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის გაფართოებას კარგი შედეგები მოჰყვება და იგი ბავშვების საჭიროებებს სრულად ითვალისწინებს.

„პროგრამის გაფართოვებს კარგი შედეგი მოჰყვება იმ თვალსაზრისით, რომ არჩევანის შესაძლებლობა, გეოგრაფიული ხელმისაქვდომობა და ასევე ბავშვების საჭიროებების სრულად გათვალისწინების მეტი პერსპექტივა იქმნება. ბუნებრივია, პროგრამაში აქამდე მონაწილე სამი ჰოსპიტალი ისევ გააგრძელებს ფუნქციონირებას. პროგრამა განიხილება როგორც გარდამავალი ეტაპი საქართველოში სამომავლოდ ასევე მაღალტექნოლოგიური სერვისის განვითარებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა და კიდევ 3 ახალი კლინიკა დაემატა. ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

3 ახალი კლინიკა დაემატა – ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. 2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო – ყველა ბენეფიციარს მკურნალობა როგორც საქართველოში, ისე – ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახლახან, პროგრამა გაფართოვდა, 3 ახალი კლინიკა დაემატა. ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ უკვე აწვდიან.

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. დღემდე, პროგრამაში 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი – ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.

18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. აღნიშნულ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისრაელის საერთაშორისო სტანდარტების, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში 5 პაციენტი მკურნალობს

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ერთ-ერთ პარტნიორ კლინიკაში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“, ბენეფიციარები მოინახულეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისრაელის საერთაშორისო სტანდარტების, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში 5 პაციენტი მკურნალობს.

სამინისტროს წარმომადგენლები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, შეხვდნენ მშობლებსა და მკურნალ ექიმებს. „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ისრაელში საქართველოს საკონსულოსა და საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. პირველ ეტაპზე, ბენეფიციარები სამედიცინო სერვისებს ესპანეთის, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის“, ისარელის „თელ-ავივ იხილოვისა“ და თურქეთის „ანადოლუს“ სამედიცინო ცენტრებში იღებდნენ. პროგრამას, 3 ახალი კლინიკა – თურქეთის „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ დაემატა.

პროგრამაში ჩართული კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულებებია, სადაც თითოეულ პაციენტს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე – პროტონოთერაპიას. სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ბენეფიციარებისთვის სახელმწიფო აფინანსებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights