პოლინოზი (ალერგია მტვერზე) – სეზონური ალერგიული რეაქცია მცენარეების მტვერზე.
პოლინოზის გართულება დამოკიდებულია ალერგენის ყვავილობის პერიოდზე:
· აპრილი-მაისი;
· ივნისი-ივლისი;
· აგვისტო-სექტემბერი.
მიზეზები
რეაქცია წარმოიშობა გარკვეული ალერგენების მიმართ გაზრდილი მგრძნობელობით.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ცხვირის დახშობა;
· ხველა;
· სურდო;
· გადაბმული ცემინება;
· ცრემლდენა;
· ცხვირისა და თვალის ლორწოვანი გარსის შეშუპება;
· გამონაყარი კანზე, რომელსაც ახლავს ძლიერი ქავილი;
· გართულებული სუნთქვა;
· სუნის გრძნობის დაქვეითება.
მეორადი სიმპტომები:
· თავის ტკივილი;
· მადის დაქვეითება;
· გაზრდილი დაქანცულობის გრძნობა;
· გულის რევა, ღებინება;
· გაღიზიანებულობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ალერგოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· ცხვირიდან გამონადენის ანალიზს;
· იმუნოგრამას;
· რინოსკოპიას;
· პროვოკაციულ და კანის ტესტებს.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიალერგიულ პრეპარატებს;
· ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდებს;
· სისხძლარღვების შემავიწროვებენ საშუალებებს ცხვირისთვის;
· ინჰალაციას.
დიეტა
პაციენტებმა რაციონიდან უნდა გამორიცხონ:
· კვერხი;
· ქათმის ხორცი;
· ვაშლი, ალუბალი, მსხალი;
· ფუტკრის ნაწარმი;
· საკვები საღებავების შემცველი პროდუქტები.
საშიშროება
დაავადების გართულებებია:
· ჭინჭრის ციება;
· ბრონქიალური ასთმა;
· კვინკეს შეშუპება;
· ატოპიური დერმატიტი;
· ცისტიტი.
რისკის ჯგუფი
· ქალები;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· დაბინძურებულ გარემოში მაცხოვრებლები;
· ბავშვები, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ ინფექციური დაავადებებით;
· არასწორი კვების მქონე ბავშვები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· მცენარეების ყვავილობის დროს მათ სიახლოვეს ყოფნისგან თავის შეკავება;
· ქარიან და მშრალ ამინდში ქუჩაში დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება;
· ქარიან, მტვრიან ამინდში სახლის ფანჯრების გახსნისგან თავის შეკავება;
· ჰაერის სპეციალური გამწმენდების გამოყენება;
· რაციონიდან ყველა იმ პროდუქტის გამორიცხვა, რომლებიც ახდენენ ალერგიის პროვოცირებას.
პოლინოზი
პორფირია
პორფირია – წარმოადგენს პრობლემას, რომელიც გამოწვეულია ჰემოგლობინის სინთეზში მონაწილე ფერმენტების დეფიციტით.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
· გვიანი კანის;
· ერითროპოეტიკური;
· ინტერმისირებული.
მიზეზები
პორფირია ძირითადად მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც ადამიანებს ორგანიზმში აქვთ კონკრეტული ფერმენტების დეფიციტი.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· კანზე გამონაყარი, ქავილით;
· მზის შუქისადმი გაზრდილი მგრძნობელობა;
· სხეულის გარკვეულ ნაწილებში წყლულების გაჩენა;
· ფრჩხილების დეფორმაცია და მტვრევა;
· შარდის წითელი ფერი;
· მაღალი არტერიული წნევა;
· კანის მოწითალო ფერი;
· სიბრმავე;
· სახსრების კონტრაქტურა;
· ანემია;
· მუცლის ტკივილი;
· ნერვების დაზიანება;
· მზის დასხივების ადგილებში თმის ჭარბი ზრდა;
· ფსიქოზი;
· პოლინევრიტი;
· გონების დაბინდვა;
· კომატოზური მდგომარეობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი, რისთვისაც ინიშნება:
· სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
· შარდის ბიოქიმიური ანალიზი.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
· მზის დასხივებისგან თავის დაცვას;
· არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს;
· პლაზმოფარეზს;
· გლუკოზის ხსნარის ინფუზიის მიღებას;
· სპლენექტომიას.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა ლეტალური შედეგის დადგომა.
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური ღონისძიებები არ არსებობს.
პოსტსამშობიარო დეპრესია
პოსტსამშობიარო დეპრესია – ფსიქიკური დაავადება, რომელიც ვითარდება მშობიარობის შემდეგ და გამოიხატება შფოთვაში, აპათიაში, დათრგუნულ მდგომარეობაში, ინტერესების დაკარგვაში.
სიმპტომების მიხედვით გამოიყოფა:
· მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი;
· საშუალო დეპრესიული ეპიზოდი;
· მძიმე დეპრესიული ეპიზოდი.
მიზეზები
დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზებია:
· ფსიქოლოგიური;
· ბიოლოგიური.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ხასიათის გაფუჭება;
· დარდიანობა, სწრაფი სიარული, ქაოტური აზროვნება;
· თავისუფალი ნების დაქვეითება;
· სწრაფი დაღლა;
· შინაგანი გაღიზიანება;
· თვითკრიტიკა, დანაშაულის გრძნობა;
· ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
· გადაწყვეტილებების მიღების გართულება;
· ახალშობილზე მუდმივი შფოთვა;
· ბავშვის მოვლის შეუძლებლობა, დაბნეულობა;
· ბავშვისადმი გულგრილობა.
· ძილის დარღვევა;
· მადის გაუარესება;
· ცხოვრების აზრის დაკარგვა, სუიციდისკენ მიდრეკილება.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ფქიქოლოგი, რისთვისაც საჭიროა საერთო დათვალიერება, ჩივილების მოსმენა და ანამნეზის ანალიზი.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიდეპრესანტებს;
· ნეიროლეპტიკებს;
· ტრანკვილიზატორებს;
· ფსიქოთერაპიას.
საშიშროება
შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:
· დეპრასიის გაღრმავება;
· სუიციდის მცდელობა;
· სოციალური პრობლემები (ოჯახის დანგრევა, ბავშვზე უარის თქმა).
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პოსტსამშობიარო დეპრესიის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა;
· ფეხმძიმობის დაგეგმვა და სამშობიარო პროცესისთვის სწორად მომზადება;
· ფეხმძიმობის დროს კვალიფიციური რეკომენდაციების მიღება.
პროსტატიტი
პროსტატიტი – წინამდებარე ჯირკვლის ანთება, რომელიც პასუხისმგებელია პროსტატის სეკრეციის გამომუშავებაზე.
გამოიყოფა პროსტატიტის შემდეგი ფორმები:
· მწვავე ბაქტერიული პროსტატიტი;
· ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;
· არაბაქტერიული პროსტატიტი;
· პროსტატოდინია.
მიზეზები
დაავადების განვითარების მიზეზებია:
· სქესობრივი გზით მიღებული ან ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესით გამოწვეული ინფექციები;
· წინამდებარე ჯირკვალში სეკრეციის გაჭედვა;
· გადაციება;
· ხშირი შეკრულობა;
· ძლიერი სტრესი;
· ჰიპოდინამია.
სიმპტომები
· სასქესო ორგანოების ტკივილი;
· ხშირი შარდვა;
· 40 გრადუსამდე ტემპერატურა;
· მტკივნეული ერექცია;
· ერექციის არქონა;
· მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილები.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-უროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· შარდის და წინამდებარე ჯირკვლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
· წინამდებარე ჯიკვლის პალპაცია;
· მცირე მენჯის და წინამდებარე ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
მკურნალობა
· ანტიბიოტიკები;
· პროსტატის მასაჟი;
· ზოგადგამაჯანსაღებელი პრეპარატები;
· ლაზერული თერაპია;
· ტრანსლექტალური ულტრა-ბგერითი თერაპია.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
· წინამდებარე ჯირკვლის აბსცესი;
· ცისტიტი;
· პიელონეფრიტი;
· სათესლე ჯირკვლების ანთება.
რისკის ჯგუფი
· ჰომოსექსუალები;
· ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
· მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე პირები;
· 40 წელს ზემოთ პირები.
პროფილატიკა
რეკომენდირებულია:
· ორგანიზმის გაკაჟება;
· სპორტით დაკავება;
· ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
· უროლოგთან რეგულარული ვიზიტი.
პროქტიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.
პროქტიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.
პროქტიტი სწორი ნაწლავის ამომფენი შრის ანთებაა (სწორი ნაწლავის ლორწოვანი შრე).
გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
· ალიმენტარული პროქტიტი;
· ჰონორეული პროქტიტი;
· ინერტული პროქტიტი;
· პარაზიტული პროქტიტი;
· რადიაციული პროქტიტი.
მიზეზები
· სწორი ნაწლავების ვენოზური ინერტულობა;
· ხშირი შეკრულობა;
· კვების რეჟიმის დარღვევა;
· სწორი ნაწლავის ტრავმები;
· ბაქტერიებით ინფიცირება;
· მცირე მენჯის ორგანოების დაავადებების გართულება;
· სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გართულება.
სიმპტომები
· უკანა ტანში ძლიერი ტკივილები;
· უკანატანის ქავილი;
· კალასთან ერთად სისხლიანი ან ჩირქოვანი გამონადენი;
· დეფეკაციის ხშირი მოთხოვნილება;
· ტკივილი დეფეკაციის დროს;
· სფინქტერის სპაზმი;
· მცირე მენჯში სიმძიმის გრძნობა;
· საერთო სისუსტე;
· სხეულის ტემპერატურის აწევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· რექტორომანოსკოპია;
· სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ბიოპსია;
· კალას ანალიზი;
· ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
· ანტიბიოტიკები;
· გამწმენდი ოყნები;
· კორტიკოსტეროიდები;
· ანტიბაქტერიული პრეპარატები;
· დასაჯდომი ბალახეულის აბაზანები.
დიტა
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა და რაციონიდან შემდეგი პროდუქტების გამორიცხვა:
· ცხარე საკვები;
· ტკბილეული;
· შემწვარი საკვები;
· სპირტიანი სასმელები.
საშიშროება
უყურადღებობამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
· დისბაქტერიოზი;
· სწორი ნაწლავის დავიწროვება;
· მსხვილი ნაწლავის კიბო;
· პარაპროქტიტი;
· შარდის ბუშტის ანთება;
· პროსტატის ანთება.
რისკის ჯგუფი
· შეკრულობის, კოლიტის მქონე ადამიანები;
· სწორი ნაწლავის დაზიანებების მქონე ადამიანები;
· ბუასილის მქონე ადამიანები;
· ანალური სექსის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
· სასქესო ორგანოების და მცირე მენჯის ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა;
· შეკრულობის პროფილაქტიკა;
· ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული შიდა თეთრეულის შერჩევა;
· გადაციებისგან თავის დაცვა.
პულპიტი – დაავადება, რომელიც ხასიათედება ანთებითი პროცესით, რომელიც კბილის სისხლძარღვებითა და ნერვებით დაფარულ რბილ ქსოვილს აზიანებს
პულპიტი – დაავადება, რომელიც ხასიათედება ანთებითი პროცესით, რომელიც კბილის სისხლძარღვებითა და ნერვებით დაფარულ რბილ ქსოვილს აზიანებს.
პულპიტი კბილის რბილი ქსოვილების (ნერვის) ანთებაა და წარმოადგენს კარიესის გართულებას. პათოგენური მოკრობები კბილის მაგარი ქსოვილების „მონელების“ შემდგომ აღწევენ რბილ ქსოვილებამდე, შედეგად, ვიღებთ ანთებასა და გათენებულ ღამეებს.
მიზეზები
· პირის ღრუში სტრეპტოკოკური ინფექციების არსებობა;
· ანგინა;
· კარიესი;
· კბილის ტრავმები;
· ერთდროულად ცხელისა და ცივის დალევა ან ჭამა.
სიმპტომები
· საკვების მიღების შემდეგ ძლიერი ტკივილი;
· კბილის მუდმივი ტკივილი;
· კბილის საშუალო სიძლიერის, ყრუ ტკივილი;
· ცხელი საკვების მიღებისას კბილის ძლიერი ტკივილი;
· საკვების მიღებისას სუსტი კბილი ტკივილი, ღრძილებიდან სისხლდენით.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი, საჭიროა:
· საერთო ინსტრუმენტული დათვალიერება;
· ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა;
· კბილის რენტგენი.
მკურნალობა
· ქირურგიული ჩარევა;
კონსერვატიული მკურნალობა:
· კაერიესით დაზიანებული ქსოვილების მოცილება;
· პულპის სრულად მოცილება;
· არხების დამუშავება სპეციალური ინსტრუმენტებით;
· კბილის ფესვების დაპლობმვა;
· კბილის გვირგინის დაპლობმვა.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება გახდეს პაროდონტიტი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
· კარიესის დროული მკურნალობა;
· წელიწადში 2-ჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი.
ჟილბერის სინდრომი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში ბილირუბინის სინთეზის დარღვევა.
ჟილბერის სინდრომი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში ბილირუბინის სინთეზის დარღვევა.
ჟილბერის სინდრომი არის შედარებით ხშირი მემკვიდრული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ბილირუბინის სინთეზის დარღვევა. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციონირებაზე, რაც იწვევს ბილირუბინის მაღალ დონეს სისხლში. ჟილბერის სინდრომი არ არის საშიში და ხშირად არ საჭიროებს მკურნალობას, თუმცა მის მართვას და გამოკვლევას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს დაავადების კონტროლში.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· არასწორი კვება;
· რიგი პრეპარატების ხანგრძლივად მიღება;
· ალკოჰოლის მავნე გამოყენება;
· ხშირი სტრესი.
სიმპტომები
· კანის, სკლერის, ლორწოვანი გარსის ფერის შეცვლა;
· სწრაფი დაღლა;
· საერთო სისუსტე;
· ძილის დარღვევა;
· მადის დაქვეითება;
· გულის რევა, ღებინება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ჰეპათოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
· კოაგულოგრამა;
· მოლეკულარული დიაგნოსტიკა;
· პჯრ-დიაგნოსტიკა;
· შარდის საერთო ანალიზი;
· კალას ანალიზი;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;
· ღვიძლის ბიოპსია.
მკურნალობა
· ნაღველგამომდენი პრეპარატები;
· ჰეპატოპროტექტორები;
· ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები;
· ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები;
· ფოტოთერაპია.
დიეტა
მკურნალობისას ინიშნება დიეტა №5, რომელიც გამორიცხავს შემდეგ პროდუქტებს:
· ცხიმიანი ხორცის სახეობები;
· კონსერვები, შებოლილი და დამარინადებული პროდუქტი;
· პურ-ფუნთუშეული და ცომეული;
· მოხარშული კვერცხი;
· მჟავე ხილი;
· ხახვი, ისპანახი;
· წიწაკა, მდოგვი;
· ბოლოკი;
· ნაყინი, შოკოლადი;
· კაკაო, მაგარი ყავა;
· გაზიანი სასმელი;
· სპირტიანი სასმელი.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· ნაღველკენჭოვანი დაავადება;
· ქრონიკული ჰეპატიტი.
რისკის ჯგუფი
· მამაკაცები;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დაბალანსებული კვების ქონა;
· ღვიძლზე მოქმედი პრეპარატების მიღების გაკონტროლება;
· ჯანსაღი ცხოვრების წესი;
· ყოველწლიური დისპანსერიზაციის გავლა.
რადიკულიტი
რადიკულიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზურგის ტვინის ქერქის დაზიანება.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
· წელის რადიკულიტი;
· გულმკერდის რადიკულიტი;
· მხარ-კისრის რადიკულიტი.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ხშირი გადაციება;
· ოსტეოქონდროზი;
· სტრესული სიტუაციები;
· ინფექციური დაავადებები;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· ზურგის კუნთბის სპაზმი;
· ზედმეტი დატვირთვა ზურგზე;
· მკვეთრი მოძრაობა.
სიმპტომები
· კისრის რადიკულიტი – კისრის არეში ტკივილი. სმენის, მხედველობის დაქვეითება, თავბრუს ხვევა, არამყარი სიარული;
· გულმკერდის რადიკულიტი – ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც მწვავდება სუნთქვის დროს;
· მხარ-კისრის რადიკულიტი – მხარისა და კისრის არეში მწვავე ტკივილი, რომელიც ძლიერდება სხეულის ამ ნაწილების მოძრაობისას.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· ხერხემლის რენტგენი;
· ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა;
· ხერხემლის კომპიუტერული გამოკვლევა;
· ხერხემლის სპონდილოგრამა;
· ლუმბალური პუნქცია;
· მიელოგრაფია;
· ცერებროსპინალური სითხის გამოკვლევა.
მკურნალობა
· გასაუმტკივარებელი პრეპარატები;
· ფიზიოთერაპია;
· მასაჟი;
· რეფლექსოთერაპია;
· სამკურნალო ფიზკულტურა;
· ხერხემლის გაჭიმვა;
· სპაზმირებული კუნთების ბლოკადები;
· ანესთეტიკების კუნთიდან შეყვანა.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
· ხერხემლის მალთაშორისი თიაქარი;
· მალების პროტრუზია;
· იშემიური დაავადება;
· ზურგის ტვინის კომპრესია;
· ზურგის ტვინის ინფარქტი;
· პარალიჩი.
რისკის ჯგუფი
· სპორტსმენები;
· ნაკლებად მოძრავი ადამიანები;
· რთული ფიზიკური შრომის მქონე პირები;
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სწორი პოზის დაჭერა;
· ზურგის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები;
· ერთი და იგივე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება;
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
· ხერხემლის დატვირთვის გაკონტროლება;
· იმუნური სისტემის გაძლიერება.
რაქიტი
რაქიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში ფოსფორის, მარილების და კალციუმის უკმარისობა.
რაქიტის განვითარების პერიოდებია:
· საწყისი პერიოდი;
· მწვავე პერიოდი;
· გამოჯანმრთელების პერიოდი.
მიზეზები
· დღენაკლული ნაყოფი;
· არასწორი კვება;
· ორგანიზმის ინტენსიური ზრდა;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები;
· ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
· ენდოკრინული სისტემის დარღვევა.
სიმპტომები
· ქცევის შეცვლა;
· ჭარბი ოფლიანობა;
· კუნთების ჰიპოტონია;
· თავის ქალის ძვლების დარბილება;
გამწვავებულ პერიოდში:
· ნერვული სისტემის აშლილობა;
· საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაცია;
· გულმკერდის დეფორმაცია;
· თავის ფორმის ასიმეტრია.
თანმხლები სიმპტომები:
· კრუნჩხვა;
· საჭმლის მონელების დარღვევა;
· წონის სწრაფად მომატება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი პედიატრი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალზი;
· შარდის ანალიზი;
· ძვლების რენტგენი;
· ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
· D ვიტამინის მიღება;
· კალციუმის და ფოსფორის შემცველი პრეპარატების მიღება;
· საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების მკურნალობა;
· ფიზიოთერაპიული პროცედურები.
დიეტა
რაციონში უნდა შედიოდეს შემდეგი პროდუქტები:
· რძე, ხაჭო, ნაღების კარაქი;
· ზღვის ცხიმიანი თევზი;
· ვირთევზას ღვიძლი;
· კვერცხის გული;
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ფაფები.
საშიშროება
დაავადება სასიკვდილო არ არის, მაგრამ უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება მოჰყვეს შემდეგი სახის გართულებები:
· ძვლის სისტემის სრული დაშლა;
· ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფერხება;
· ყბის ფორმის დარღვევა;
· ანემია;
· იმუნიტეტის დაქვეითება.
რისკის ჯგუფი
· დაბადებისას ზედმეტი ან ძალიან მცირე წონის ჩვილები;
· სამოძრაო აქტივობის პრობლემის მქონე ადამიანები;
· ნაღვლის გამომდენი გზებისა და ღვიძლის დაავადებების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია
· გამაჯანსაღებელი მასაჟი;
· სამკურნალო ვარჯიში;
· სუფთა ჰაერზე მეტი დროის გატარება;
· დაბალანსებული დიეტის დაცვა.
ცელულიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხიმის აქოვილებში გაჭედვა, რაც იწვევს ქსოვილის დისტროფიას
ცელულიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხიმის აქოვილებში გაჭედვა, რაც იწვევს ქსოვილის დისტროფიას.
ცელულიტი ძალიან გავრცელებული და უვნებელი კანის მდგომარეობაა, რომელიც იწვევს კანის უსწორმასწორობას და ჩაღრმავებას ბარძაყებზე, თეძოებზე, დუნდულებსა და მუცელზე.
მიზეზები
· ცელულიტი თეძოებსა და დუნდულებზე ჩნდება – ვენოზური სისხლის მიმოქცევის, ლიმფური დრენაჟის დარღვევის, ზედმეტი ცხიმიანობის გამო;
· ცელულიტი მუცელზე ჩნდება – ლიმფური და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევის გამო;
· ცელულიტი ყელზე ჩნდება – ძვლებისა და კუნთების დაავადებების განვითარების გამო.
საერთო ფაქტორები:
· გასუქება;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი;
· ორგანიზმის დაბერება;
· არასწორი კვება;
· მოწევა;
· მთელი რიგი პრეპარატების მიღება.
სიმპტომები
· კანის რელიეფის შეცვლა;
· დაზიანებულ ადგილებში კანი ცივია;
· დაზიანების დროს კანი იფარება ყვითელი ლაქებით.
დიაგნოსტიკა
ცელულიტის დიაგნოსტიკას ატარებს კოსმეტოლოგი, რისთვისაც საკმარისია საერთო დათვალიერება. დამატებით შესაძლოა საჭირო გახდეს:
· კონტაქტური თერმოგრაფია;
· პლიკომეტრია.
მკურნალობა
· მასაჟისტთან ვიზიტი;
· სახვევები;
· ვაკუუმ-მასაჟი;
· ენდერმოლოგია;
· ულტრა-ბგერითი თერაპია;
· მიკროშოკური თერაპია;
· პრესოთერაპია;
· მეზოთერაპია;
· ელექტროლიპოზი;
· სამკურნალო ფიზკურლტურა;
· სამკურნალო აბაზანები;
· ოპერატიული ჩარევა.
დიეტა
მკურნალობისას საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:
· ცხოველურ ცხიმებს, ცხიმიან ხორცს;
· ძეხვს და შებოლილ ნაწარმს;
· შემწვარ საკვებს;
· ნახევარფაბრიკატებს და კონსერვებს;
· ყავას, შავ ჩაის და შოკოლადს;
· სპირტიან სასმელს;
· ტკბილეულს;
· მარგარინს;
· საკვებ დანამატებს;
· მარინადს და მწნილეულს.
პროფილაქტიკა
· დაბალანსებული კვება;
· რეგულარული ფიზიკური ვარჯიში;
· მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
· ვიწრო, შემაწუხებელი სამოსის ტარებაზე უარის თქმა.











