პროსტატიტი – წინამდებარე ჯირკვლის ანთება, რომელიც პასუხისმგებელია პროსტატის სეკრეციის გამომუშავებაზე.
გამოიყოფა პროსტატიტის შემდეგი ფორმები:
· მწვავე ბაქტერიული პროსტატიტი;
· ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;
· არაბაქტერიული პროსტატიტი;
· პროსტატოდინია.
მიზეზები
დაავადების განვითარების მიზეზებია:
· სქესობრივი გზით მიღებული ან ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესით გამოწვეული ინფექციები;
· წინამდებარე ჯირკვალში სეკრეციის გაჭედვა;
· გადაციება;
· ხშირი შეკრულობა;
· ძლიერი სტრესი;
· ჰიპოდინამია.
სიმპტომები
· სასქესო ორგანოების ტკივილი;
· ხშირი შარდვა;
· 40 გრადუსამდე ტემპერატურა;
· მტკივნეული ერექცია;
· ერექციის არქონა;
· მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილები.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-უროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· შარდის და წინამდებარე ჯირკვლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
· წინამდებარე ჯიკვლის პალპაცია;
· მცირე მენჯის და წინამდებარე ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
მკურნალობა
· ანტიბიოტიკები;
· პროსტატის მასაჟი;
· ზოგადგამაჯანსაღებელი პრეპარატები;
· ლაზერული თერაპია;
· ტრანსლექტალური ულტრა-ბგერითი თერაპია.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
· წინამდებარე ჯირკვლის აბსცესი;
· ცისტიტი;
· პიელონეფრიტი;
· სათესლე ჯირკვლების ანთება.
რისკის ჯგუფი
· ჰომოსექსუალები;
· ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
· მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე პირები;
· 40 წელს ზემოთ პირები.
პროფილატიკა
რეკომენდირებულია:
· ორგანიზმის გაკაჟება;
· სპორტით დაკავება;
· ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
· უროლოგთან რეგულარული ვიზიტი.
პროსტატიტი
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
