ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

ფსიქოზი – ფსიქიკური დაავადებების საერთო დასახელება, რომლებიც ხასიათდება ფსიქიკური ფუნქციის აშკარა დარღვევებით

ფსიქოზი – ფსიქიკური დაავადებების საერთო დასახელება, რომლებიც ხასიათდება ფსიქიკური ფუნქციის აშკარა დარღვევებით
#post_seo_title

ფსიქოზი: ტიპები, სიმპტომები და მკურნალობა. ფსიქოზი – ფსიქიკური დაავადებების საერთო დასახელება, რომლებიც ხასიათდება ფსიქიკური ფუნქციის აშკარა დარღვევებით.

ფსიქოზი არის ფსიქიკური დაავადებების საერთო დასახელება, რომელსაც ახასიათებს ფსიქიკური ფუნქციის აშკარა დარღვევები. ეს მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინდივიდის ემოციურ, გონებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე.

გამოიყოფა ფსიქოზის ორი ჯგუფი:

·         შეზღუდული ფსიქოზი;
·         ფუნქციონალური ფსიქოზი.

ამ ჯგუფებში გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
·         ალკოჰოლური ფსიქოზი;
·         მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი;
·         ტრავმატული ფსიქოზი;
·         სისხლძარღვოვანი ფსიქოზი;
·         ფეხმძიმობის პერიოდის ფსიქოზი.

მიზეზები
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         თავის ტვინის ტრავმები და ოპერაციები;
·         თავის ტვინის დაავადებები;
·         ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობა;
·         თავის ტვინის რეგულატორული სისტემების გამოფიტვა.

სიმპტომები
·         დათრგუნული მდგომარეობა;
·         აქტივობის დაქვეითება;
·         ცხოვრების ინტერესის დაკარგვა;
·         ყურადღების, კონცანტრაციის გაუარესება;
·         გაღიზიანება;
·         დაბალი თვითშეფასება, უნდობლობა საკუთარი თავის მიმართ;
·         თვითიზოლაციისკენ მიდრეკილება;
·         ჩაკეტილობა;
·         ადამიანების მიმართ უნდობლობა;
·         შიშისა და აგრესიის შეტევა;
·         ეჭვიანობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ფსიქოთერაპევტი, რომელიც ახდენს პაციენტის საერთო დათვალიერებას და ატარებს შემდეგი სახის ღონიძიებებს:
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         თავის ტვინის რენტგენოგრაფიას;
·         ელექტროენცეფალოგრაფიას.

მკურნალობა
·         ანტიდეპრესანტები;
·         ტრანკვილიზატორები;
·         დამამშვიდებლები;
·         ფსიქოთერაპია;
·         ნეიროლეპტიკები.

საშიშროება
უყურადღებობით შეიძლება განვითარდეს შრომისუნარიანობის და აქტივობის დაქვეითება, ასევე სუიციდისადმი მიდრეკილება.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ფსიქოთერაპევტთან პერიოდული ვიზიტი;
·         ფსიქიკის მოშლის გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ძილის რეჟიმის კონტროლი.

დასკვნა

ფსიქოზი სერიოზული ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც მოითხოვს დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. საკმარისი ყურადღებითა და პროფესიონალების დახმარებით შესაძლებელია დაავადების ეფექტურად მართვა.

#drpkhakadze

ფოლიკულიტი

ფოლიკულიტი  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს თმის შუა და ღრმა ფოლიკულური ნაწილის ანთება, რაც იწვევს ჩრქოვან ანთებას.
 
მიზეზები
·         კანის სოკოვანი დაავადება;
·         ვირუსების არსებობა;
·         პარაზიტების არსებობა;
·         კანის დაზიანება;
·         დერმატოზების არსებობა;
·         ჭარბი ოფლიანობა;
·         იმუნური სისტემის დამაქვეითებელი პრეპარატები.
 
სიმპტომები
·         თმის ფოლიკულის ადგილებში ინფილტრაცია, სიწითლე;
·         პუსტულების გაჩენა ჩირქოვანი კერებით;
·         გარკვეული დროის შემდეგ დაზიანებულ ადგილებში პიგმენტაციის დატოვება;
·         გამონაყარის ქავილი და ტკივილი.~
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა: 
·         დერმატოსკოპია;
·         მიკროსკოპია, გამონადენის ბაქტ-დათესვა;
·         სოკოზე გამოკვლევა;
·         პჯრ-დიაგნოსტიკა.
 
მკურნალობა
·         გარე მოხმარების პრეპარატები ანტიბიოტიკებით;
·         სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები;
·         ანილინის ხსნარი კერების დასამუშავებლად;
·         ულტრა-სხივური თერაპია.
 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         კარბუნკულის, ფურუნკულის გაჩენა;
·         ჰიდრადენიტი;
·         აბსცესი;
·         ფლეგმონა.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
·         კანის მიკროტრავმების დროული დამუშავება;
·         დაბალანსებული კვების ქონა;
·         ჭარბი ოფლიანობისთვის ყურადღების მიქცევა.

ფობია

ფობია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზედმეტი შიშის გაჩენა, რაც ადამიანს აიძულებს რაიმე ობიექტს, საქმიანობას, გარემოებას გაექცეს.
 
გამოიყოფა ფობიის სხვადასხვა ფორმები:
·         კლაუსტროფობია – დახურული სივრცის შიში;
·         პანოფობია – ყველაფრის შიში;
·         ფენგოფობია – მზის შუქის შიში;
·         დისტიქიფობია – უბედური შემთხვევის შიში;
·         რადიოფობია – რადიაციული დასხივების შიში;
·         ზოოფობია – ცხოველების შიში;
·         აგორაფობია – ღია სივრცის შიში;
·         არაქნოფობია – ობობების შიში;
·         შიდსოფობია – შიდსით დაავდების შიში და ა.შ.
 
მიზეზები
·         ადამიანის დაბალემოციური ტონი;
·         ნეგატიური გარემო, ფსიქოლოგიური დაავადება;
·         წარსულის მძიმე მოგონებები;
·         ვესტიბულარული აპარატის დამაზიანებელი ტრავმები.
 
სიმპტომები
·         გახშირებული და გაძლიერებული გულისცემა;
·         სუნთქვის პრობლემები, ხუთვა;
·         ჭარბი ოფლდენა;
·         გულის რევის შეგრძნება;
·         თავბრუსხვევა, გულყრა;
·         ტრემორი;
·         ქავილი, რომელიც ცხელებით იცვლება;
·         პირის სიმშრალე;
·         გულმკერდში სიმძმის შეგრძნება;
·         კიდურების გრძნობის დაკარგვა, ჩხვლეტა;
·         უკონტროლო შიში;
·         დერეალიზაცია;
·         დეპერსონალიზაცია.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ფსიქიატრი, რისთვისაც საკმარისია პაციენტის ზოგადი გასინჯვა და საერთო ფსიქიკური სურათის შედგენა.
 
მკურნალობა
·         ქცევის თერაპია;
·         ანტიდეპრესანტები;
·         ტრანკვილიზატორები;
·         ფსიქოთერაპია.
 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         დეპრესიული აშლილობა;
·         ალკო და ნარკოდამოკიდებულება;
·         პიროვნული აშლილობა;
·         პანიკური შეტევები.
 
რისკის ჯგუფი
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;
·         ნარკო და ალკოდამოკიდებულები;
·         თავის ტრავმების მქონე პირები;
·         ფსიქიკური დაავადებების და ნევროზის მქონე პირები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ნეგატიური ემოციების და სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
·         რისკის ჯგუფში შემავალმა პირებმა რეგულარულად უნდა იარონ ექიმთან ვიზიტზე;
·         სუფთა ჰაერზე ყოფნა;
·         აქტიური ცხოვრების წესის ქონა.

ფლუსი

ფლუსი  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზედა ყბის ალვეოლარული წანაზარდის ან ქვედა ყბის  ალვეოლარული ნაწილის ანთებითი პროცესი.
 
მიზეზები
·         პერიდონტიტის, პულპიტის გართულება;
·         მოტეხილობები, ტრავმები;
·         დაინფიცირება სხვა დაავადებული ორგანოებიდან.
 
სიმპტომები
·         შესიება;
·         მწვავე ტკივილი, ტემპერატურის აწევა;
·         კბილის ძლიერი ტკივილი, საერთო ინტოქსიკაცია;
·         ყბის დასიება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება, ლიმფური კვანძების გადიდება.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს სტომატოლოგი, რისთვისაც საკმარისია პაციენტის ზოგადი დათვალიერება.
 
მკურნალობა
·         კონსერვატიული მეთოდები;
·         ფიზიოთერაპიული მეთოდები;
·         ოპერატიული ჩარევა.
 
ფლუსის მოცილება ხდება შემდეგნაირად:
·         გაკვეთით;
·         დაზიანებული ადგილის დეზინფექციით;
·         დრენაჟის ჩადგმით;
·         დაავადებული კბილის მოცილებით.
 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         მეზობელ ქსოვილებზე ჩირქოვანი კერების გაჩენა;
·         ოსტეომიელიტი;
·         აბსცესი;
·         ფლეგმონა.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         კარიესის შემთხვევაში სპეციალისტთან დროულად მისვლა;
·         წელიწადში მინიმუმ ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი.

ფლუროზი  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის ემალის დაზიანება, რაც გამოწვეულია ორგანიზმში მუდმივი ან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ფტორის ჭარბი რაოდენობით მოხვედრის შედეგად

ფლუროზი  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის ემალის დაზიანება
#post_seo_title

ფლუროზი  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის ემალის დაზიანება, რაც გამოწვეულია ორგანიზმში მუდმივი ან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ფტორის ჭარბი რაოდენობით მოხვედრის შედეგად.

სიმპტომები
·         ემალზე შტრიხების გაჩენა;
·         ემალზე თეთრი ლაქების გაჩენა;
·         ემალის გაყვითლება;
·         კბილებზე ეროზიის გაჩენა;
·         ემალის გარდა ზიანდება კბილის მყარი ქსოვილები.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს სტომატოლოგი, რისთვისაც საკმარისია პაციენტის პირის ღრუს ზოგადი დათვალიერება.

მკურნალობა
·         კბილების გათეთრება;
·         რემინერალიზირებადი თერაპია;
·         კბილების რესტავრაცია;
·         ორთოპედიული მკურნალობა.

რისკის ჯგუფი
·         4 წლამდე ბავშვები;
·         ადამიანები, რომელბიც დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ ადგილებში, სადაც წყალში მაღალი ფტორის შემცველობაა.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ორგანიზმში შემავალი ფტორის კონტროლი;
·         ფტორის შემცველი კბილის პასტებზე უარის თქმა;
·         რაციონალური კვების ქონა;
·         წელიწადში 1-2-ჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი.

ფლეგმონა

ფლეგმონა  – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხიმოვანი ფენის ანთებით პროცესი, რომელსაც მკვეთრი საზღვრები არ აქვს და აზიანებს მიმდებარე ქსოვილებს.
 
მიზეზები
·         კანის საფარის, ლორწოვანი გარსის ტრავმები;
·         ინფექციების არსებობა;
·         ჩირქოვანი კერის გახსნა;
·         კანქვეშ რიგი ქიმიური ნივთიერებების მოხვედრა.
 
სიმპტომები
·         ტემპერატურის აწევა;
·         პულსირებადი ტკივილი, შეშუპება;
·         ღეჭვის, ყლაპვის ფუნქციის დარღვევა ტაქიკარდია.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ქირურგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         ენდოსკოპია;
·         რენტგენი;
·         ფისტულოგრაფია.
 
მკურნალობა
·         ანტიბიოტიკები;
·         ნოვოკაინის ბლოკადა;
·         თბილი პროცედურები;
·         ფიზიოთერაპიული მკურნალობა;
·         ფლეგმონას მოცილება.
 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         წითელი ქარი;
·         სეფსისი;
·         ჩირქოვანი მენინგიტი;
·         თრომბოფლებიტი;
·         ოსტეომიელიტი;
·         ჩირქოვანი ართრიტი;
·         პლევრიტი;
·         ლიმფადენიტი.
 
რისკის ჯგუფი
·         გამოფიტული ადამიანები;
·         აივ-ინფექციის მქონე პირები;
·         ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
·         ქრონიკული ინტოქსიკაციის მქონე პირები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ნაკაწრებისა და ტრავმების თავიდან აცილება;
·         ინფექციის კერების დროული მკურნალობა;
·         კანის დაზიანებისას დროული დეზინფექციის ჩატარება.

ფილტვისმიერი გული

გულის დაავადებები - გულის დაავადებათა სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე
#post_seo_title

ფილტვისმიერი გული – გულის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მარჯვენა წინაგულისა და პარკუჭის გადიდება. დაავადების მწვავე ფორმა შეიძლება განვითარდეს ძალიან სწრაფად, ამისთვის საკმარისია რამოდენიმე წუთი ან დღე. ქრონიკული ფომის ჩამოყალიბებისთვის საკმარისია რამოდენიმე თვე ან წელი.  დადგენილია, რომ დაავადება უყალიბდებათ იმ ადამიანების 3%-ს ვისაც აწუხებს ქრონიკული ბრონქოლოგიური დაავადებები.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         სასუნთქი გზების დაავადებები;
·         დაავადება, რომელიც იწვევს დამაკავშირებელი ქსოვილის ჭარბ გადიდებას და ფილტვის ქსოვილის გამკვრივებას;
·         გულმკერდის დეფორმაცია;
·         ცხიმიანობა;
·         ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
·         ქრონიკული ვასკულიტი.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         გულმკერდის არეში უცაბედი ტკივილი;
·         ხუთვა;
·         არტერიული წნევის დაცემა;
·         გახშირებული გულისცემა;
·         კანის საფარის სილურჯე;
·         გულის რითმის დარღვევა.

ქრონიკული ფორმის სიმპტომებია:
·         ფიზიკური დატვირთვისა და წოლის დროს ხუთვა;
·         ფეხების შეშუპება;
·         გულმკერდისა და ღვიძლის არეში მუდმივი ტკივილები;
·         გულყრა;
·         ხველა სისლხის გამოყოფით.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-კარდიოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         ელექტროკარდიოგრაფია;
·         გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
·         ელექტროკარდიოგრაფია;
·         სპირომეტრია;
·         ფილტვის ანგიოგრაფია;
·         სისხლში გაზების რაოდენობის დადგენა.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიკოაგულანტებს;
·         შარდმდენ პრეპარატებს;
·         ჟანგბადის თერაპიას;
·         ბრონქოლიტიკებს;
·         გლუკოკორტიკოიდულ პრეპარატებს;
·         გულის გლიკოზიდებს.

საშიშროება
უყურადღებობის შემთხვევაში მოსალოდნელია შემდეგი გართულებები:
·         ფილტვის შეშუპება;
·         ფილტვ-გულის უკმარისობა.
რთულ შემთხვევებში შესაძლოა ლეტალური შედეგი.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია
·         ბრონქიოლოგიური დაავადებების დროული მკურნალობა;
·         სუნთქვის უკმარისობის შეჩერება;
·         სუნთქვის ვარჯიშების შესრულება;
·         ფიზიკური დატვირთვის გაკონტროლება.

ფილტვების შეშუპება

ფილტვების შეშუპება –კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ფილტვებში სითხის დაგროვებით, რაც საბოლოოდ არღვევს გაზების მიმოცვლას ქსოვილების ჰიპოქსიას.  
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         გულისხლძარღვთა დაავადებების გართულება;
·         გულის თანდაყოლილი ან შეძენილი მანკი;
·         ფილტვების დაავადებების გართულებები;
·         გულმკერდის ტრავმები;
·         მწვავე ინფექციური დაავადებები.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ძლიერი ქოშინი;
·         ჰაერის უკმარისობა, ხუთვა;
·         ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში;
·         ცივი ოფლი;
·         კანი ხდება მოლურჯო-მონაცირისფრო;
·         ხველა მოვარდისფრო ნახველის თანხლებით;
·         ხრინწიანი სუნთქვა;
·         თავბრუს ხვევა;
·         პულსის შენელება.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი პულმონოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         გულმკერდის რენტგენი;
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
·         ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია;
·         კოაგულოგრამა.
 
შესაძლოა დაინიშნოს:
·         ექოკარდიოგრაფია;
·         ელექტროკარდიოგრაფია.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         შარდმდენ პრეპარატებს;
·         ფილტვების ინჰალაციას ჟანგბადით;
·         ანალგეტიკებს;
·         თრომბოლიტიკებს;
·         სისხლძარღვების გასაფართოვებელ პრეპარატებს;
·         ცილებისა და კოლოიდების ხსნარების ინექციას;
·         ანტიბიოტიკებს;
·         ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომელიც იწვევს ფილტვების შეშუპებას.
 
საშიშროება
თუ რა მოხდა აღნიშნული პრობლემის დორული აღმოფხვრა, შესაძლოა განვითარდეს:
·         შინაგანი ორგანოების იშემიური დაავადება;
·         პნევმონია;
·         პნევმოსკლეროზი;
·         ფილტვების განმეორებითი შეშუპება;
·         თავის ტვინისა და გულის მუშაობის დარღვევა.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ფილტვების დაავადებების დროული მკურნალობა;
·         გულმკერდის ტრავმების სადანადო მკურნალობა;
·         ფილტვების განმეორებითი შეშუპების პროფილაქტიკა.

ფილტვების ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადება

ფილტვების ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადება – სასუნთქი გზების ქრონიკულ-ანთებითი პროცესი, რომელიც სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით ვითარდება, რომელთაგან ძირითადია თამბაქოს მოხმარება.
ყველაზე ხშირად დაავადება უვითარდებათ 40 წელს ზემოთ ადამიანებს.
 
მიზეზები
·         ხანგრძლივი მწეველობა;
·         საწარმოების მავნე ზეგავლენა;
·         დაბინძურებულ ეკო-გარემოში ცხოვრება;
·         ფერმენტ ალფა-1 ანტიტრიპსინის ნაკლებობა.
 
სიმპტომები
·         ნახველიანი ხველა;
·         გაძლიერებული ხუთვა;
·         ჩირქის დაგროვება;
·         სხვა ორგანოების დაავადებების განვითარება.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს პულმონოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         შარდის ანალიზი;
·         სპირომეტრია;
·         ბრონქოდილატატორით სინჯის აღება;
·         ბოდიპლეტიზმოგრაფია;
·         გულმკერდის ორგანოების რენტგენი;
·         გულმკერდის ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         ფიბრობრონქოსკოპია.
 
მკურნალობა
·         ინჰალატორები, სპეისერები, ნებულაიზერები;
·         ბრონქოდილატატორები;
·         მუკოლიტიკები;
·         გლუკოკორტიკოსტეროიდები;
·         ანტიბიოტიკები;
·         ორგანიზმის ოქსიგენაცია;
·         ქირურგიული ჩარევა.
 
საშიშროება
·         პნევმონია;
·         სპონტანური პნევმოტორაქსი;
·         პნევმოსკლეროზი;
·         გულის უკმარისობა;
·         ფილტვების ჰიპერტენზია;
·         ფილტვისმიერი გული;
·         წინა გულის ფიბრილაცია.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         მოწევაზე უარის თქმა;
·         მავნე ფაქტორების ზემოქმედების შეზღუდვა;
·         ვაქცინაციის ჩატარება.

ფილტვის ფიბროზი

ფილტვის ფიბროზი – დაავდება, რომელსაც ახასიათებს ფილტვის ბოჭკოვანი დამაკავშირებელი ქსოვილის გადიდება.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ფილტვის დაავადებების გართულება;
·         მინერალების ან ორგანული ნივთიერებების ხანგრძლივად შესუნთქვა;
·         ქიმიური ნივთიერებებით ინტოქსიკაცია;
·         გულმკერდის არეში რადიოაქტიური დასხივება;
·         შაქრიანი დიაბეტის, რევმატოიდული ართრიტის გართულება;
·         მოწევა;
·         დაბინძურებულ გარემოში, სამრეწველო უბანში ცხოვრება.
იდიოპათიური ფილტვის ფიბროზი – წარმოადგენს ფილტვის ფიბროზის ნაირსახეობას, რომლის გამომწვევი მიზეზების დადგენა შეუძლებელია.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ხუთვა;
·         მშრალი ხველის შეტევები;
·         გულმკერდის არეში განუწყვეტელი ტკივილი;
·         ხროტინი სუნთქვის დროს;
·         ციანოზი (ტუჩების და ფრჩხილების გალურჯება);
·         თითების ფალანგების ზომების გადიდება;
·         წონის დაკარგვა;
·         სწრაფი დაღლა.
მსგავსი სიმპტომები ახასიათებს ფილტვების სხვა დაავადებებსაც, ამიტომ მათი გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან მისვლა.
 
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პულმონოლოგი. პაციენტს უტარდება:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         გულმკერდის რენტგენოგრაფია;
·         ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         ფილტვების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         ფილტვის ბიოპსია;
·         ფუნქციონალური სუნთქვის ტესტები.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         დაავადებების მკურნალობა, რომლებმაც გამოიწვიეს ფილტვის ფიბროზი;
·         ციტოტსტატიკები;
·         გლუკოკორტიკოსტეროიდები;
·         ჟანგბადოთერაპია;
·         სუნთქვის ვარჯიშები.
დაავადების ხანგრძლივი და რთული განვითარებისას, როცა შედეგი არ აქვს კონსერვატიული მკურნალობის მეთოდს, ხდება ფილტვის გადანერგვა.
 
საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობა ხდება შემდეგი გართულებების განვითარების მიზეზი, როგორიცაა:
·         ფილტვის ემფიზემა;
·         ფილტვში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         გულის უკმარისობა;
·         ფილტვის ჰიპერტონია.
შესაძლოა ლეტალური შედგი.
 
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         50 წელს ზემოთ ადამიანები;
·         სამრეწველო რაიონებში მაცხოვრებლები;
·         მწეველები;
·         ქიმიურ საწარმოებში მომუშავეები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია
·         ფილტვის ფიბროზის გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
·         სუნთქვის ვარჯიშები;
·         მოწევაზე უარის თქმა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights