ფილტვების შეშუპება –კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ფილტვებში სითხის დაგროვებით, რაც საბოლოოდ არღვევს გაზების მიმოცვლას ქსოვილების ჰიპოქსიას.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· გულისხლძარღვთა დაავადებების გართულება;
· გულის თანდაყოლილი ან შეძენილი მანკი;
· ფილტვების დაავადებების გართულებები;
· გულმკერდის ტრავმები;
· მწვავე ინფექციური დაავადებები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· ძლიერი ქოშინი;
· ჰაერის უკმარისობა, ხუთვა;
· ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში;
· ცივი ოფლი;
· კანი ხდება მოლურჯო-მონაცირისფრო;
· ხველა მოვარდისფრო ნახველის თანხლებით;
· ხრინწიანი სუნთქვა;
· თავბრუს ხვევა;
· პულსის შენელება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი პულმონოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· გულმკერდის რენტგენი;
· სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
· ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია;
· კოაგულოგრამა.
შესაძლოა დაინიშნოს:
· ექოკარდიოგრაფია;
· ელექტროკარდიოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· შარდმდენ პრეპარატებს;
· ფილტვების ინჰალაციას ჟანგბადით;
· ანალგეტიკებს;
· თრომბოლიტიკებს;
· სისხლძარღვების გასაფართოვებელ პრეპარატებს;
· ცილებისა და კოლოიდების ხსნარების ინექციას;
· ანტიბიოტიკებს;
· ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომელიც იწვევს ფილტვების შეშუპებას.
საშიშროება
თუ რა მოხდა აღნიშნული პრობლემის დორული აღმოფხვრა, შესაძლოა განვითარდეს:
· შინაგანი ორგანოების იშემიური დაავადება;
· პნევმონია;
· პნევმოსკლეროზი;
· ფილტვების განმეორებითი შეშუპება;
· თავის ტვინისა და გულის მუშაობის დარღვევა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ფილტვების დაავადებების დროული მკურნალობა;
· გულმკერდის ტრავმების სადანადო მკურნალობა;
· ფილტვების განმეორებითი შეშუპების პროფილაქტიკა.
ფილტვების შეშუპება
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. ფილტვების შეშუპება [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%a3%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
