ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

ექიმების განცხადებით, ისინი პირველები იყვნენ, ვინც დაინტერესდნენ მათი მდგომარეობით და მათი წინადადება გაითვალისწინეს

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეზოში ექიმები შეიკრიბნენ, რომლებმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს მადლობა გადაუხადეს. ექიმების განცხადებით, ისინი პირველები იყვნენ, ვინც დაინტერესდნენ მათი მდგომარეობით და მათი წინადადება გაითვალისწინეს.

„პრემიერმა ძალიან გულისყურით მოისმინა, ჩაერთო, გადაამოწმა სხვადასხვა საკითხი. გამოსავლით ძალიან დაინტერესდა. მიხარია, რომ ასეთი პრემიერი გვყავს, რომელსაც შეუძლია ასე ყოველგვარი თანამდებობის შეფერების, ქედმაღლობის გარეშე გაესაუბროს თავის მოსახლეობას. მადლობას ვუხდით პრემიერს, მთლიანად მთავრობას. მამუკა მდინარაძემ განსაკუთრებული როლი ითამაშა. მამუკა მდინარაძე ჩვენს ლობისტად გადაიქცა და დიდი მადლობა მას“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა მალხაზ გოგუამ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია შეწყდა. ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა, მოკლე დროში წარადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც წელსვე ახალი შენობის მშენებლობის დაწყებას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე კლინიკის თანამშრომლებს შაბათს შეხვდნენ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდნენ. მედპერსონალის განცხადებით, შეხვედრა პროდუქტიული იყო, პრემიერმა მოისმინა არგუმენტები, დასვა კითხვები, კონსულტაციები კი ხვალ გაგრძელდება.

დღეს კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა, ხვალ 16:00 საათზე უკვე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმენენ.

„ყველა მტკივნეული საკითხი, რაც გვაწუხებდა და რისი თქმაც გვინდოდა, რა არგუმენტებიც გვქონდა, ყველამ აბსოლუტურად დაუფარავად მოვახსენეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრმა პირველი პირიდან გაიგო საწუხარი. ჩვენ ვუთხარით, რომ სანამ დემონტაჟი გადაწყდება, სანამ პროექტები და საქმიანი წინადადებები წამოვა, მანამდე შეჩერდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ“, – განაცხადა ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა.

„ძალიან ყურადღებით გვისმენდა, შეკითხვებსაც სვამდა. მე ვთვლი, რომ ის, რისი გაგებაც უნდოდა, ყველაფერი გაიგო. რა თქმა უნდა, ერთი შეხვედრის შემდეგ მაშინვე გადაწყვეტილებას ვერ გამოაცხადებდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება ქვეყნისთვის და ყველასთვის სასიკეთო“, – აღნიშნა ექიმმა, მალხაზ გოგუამ.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ვის შეიძლება ჩაუტარდეს იმუნოთერაპია…

უკვე ერთ საუკუნეზე მეტია, რაც მეცნიერთა ყურადღება მიიქცია ორგანიზმის იმუნური სისტემის უნარმა, ებრძოლოს და დაამარცხოს სხვადასხვა დაავადების გამომწვევი. იმუნოლოგიის პრაქტიკულმა გამოყენებამ ონკოლოგიაში მედიცინის ახალი  დარგი, იმუნოონკოლოგია შექმნა. ბოლო ათწლეულების მეცნიერული და ფარმაცევტული ტექნოლოგიების ერთობლივმა მიღწევებმა კიბოს მკურნალობაში, ხელმისაწვდომი გახადა აქამდე არსებულისაგან სრულიად  განსხვავებული პრეპარატები.

კიბოს იმუნოთერაპიის პრინციპია, იმოქმედოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე ისე, რომ გააძლიეროს მისი უნარი კიბოს უჯრედის დასამარცხებლად. კლინიკა “კონსილიუმ მედულა” საქართველოში იმუნოთერაპიის, როგორც კიბოს სტანდარტული მკურნალობის დანერგვის პროცესის აქტიური მონაწილეა. ამის საფუძველს იძლევა საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში კლინიკის აქტიური მონაწილეობა 2004 წლიდან  და უკვე იმუნოთერაპიაში გამოცდილი კლინიკური ონკოლოგების ძალისხმევა. კლინიკაში ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებში გამოყენებული რამდენიმე იმუნოპრეპარატი უკვე მთელს მსოფლიოშია აღიარებული და დაშვებულია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

კლინიკა “კონსილიუმ მედულაში” ძუძუს, ფილტვის, თირკმლისა და ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება იმუნოთერაპიული მედიკამენტები სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსებით. კლინიკაში მუდმივად მიმდინარე კლინიკურ კვლევებში ჩართულ ონკოლოგიურ პაციენტებს გამოკვლევები და იმუნოპრეპარატებით მკურნალობა უფასოდ უტარდებათ.

თუ თქვენ გაინტერესებთ, რამდენად შესაძლებელია იმუნოთერაპიის გამოყენება თქვენს შემთხვევაში, დაგვიკავშირდით, ჩვენი კლინიკური ონკოლოგები გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სტრაბიზმი (სიელმე)მიზეზები, მკურნალობა და რეაბილიტაცია – კლინიკა ინოვა

სტრაბიზმი, მას ხშირად ასევე მოიხსენიებენ როგორც სიელმეს, არის ანომალია, როდესაც შეუძლებელია ორივე თვალის ერთდროული ფიქსაცია მხედველობის ობიექტზე. ის შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ  უპირატესად ვლინდება  ადრეული ბავშვობის პერიოდში.

მიზეზები და გავრცელება

სტრაბიზმი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით ჩამოყალიბდეს. მათ შორისაა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გენეტიკა, თვალის ექსტრაოკულარული კუნთების დარღვევები, ნევროლოგიური პათოლოგიები, ამბლიოპია, ან  სხვა რეფრაქციული ანომალიები (მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი). არის შემთხვევები, როდესაც სტრაბიზმი ვლინდება ამ ფაქტორთა კომბინაციით.

ასაკობრივი ჯგუფები

სტრაბიზმმა შეიძლება გავლენა იქონიოს ყველა ასაკის ადამიანზე, მაგრამ ყველაზე ხშირად ის დიაგნოსტირდება ადრეული ბავშვობის პერიოდში. კვლევებმა აჩვენა, რომ ექვს წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 4%-ს აღენიშნება გარკვეული ხარისხის სტრაბიზმი. თუმცა, სხვადასხვა ფაქტორების გამო ის ასევე შეიძლება განვითარდეს მოგვიანებით ცხოვრებაში.

ადრეული ჩარევა გადამწყვეტია სტრაბიზმის ეფექტურად მართვისთვის. მკურნალობის ვარიანტები შეიძლება განსხვავდებოდეს მდგომარეობის სიმძიმისა და მისი გამომწვევი მიზეზების მიხედვით. მსუბუქ შემთხვევებში, შეიძლება დაინიშნოს მაკორექტირებელი ლინზები, ან სათვალე თვალის კოორდინაციისა და გასწორების გასაუმჯობესებლად. თუმცა, უფრო მძიმე შემთხვევებში, ან როდესაც კონსერვატიული მიდგომა ვერ იძლევა სასურველ შედეგს და სათვალეშიც რჩება სიელმის კუთხე, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

ქირურგიული ჩარევა მოიცავს თვალის მამოძრავებელ კუნთებზე მანიპულაცებს. საჭიროებისამებრ კუნთების დაჭიმულობის ცვლილებას, მოკლე კუნთის დაგრძელებას (რეცესია), გრძელის დამოკლებას (რეზექცია) და მათ კომბინაციას.

პოსტოპერაციულად პაციენტს რამდენიმე დღე აღენიშნება კონიუნქტივალური სისხლჩაქცევა და მცირე შეშუპება, რომელიც ბუნებრივია. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია მოიცავს თვალის ჰიგიენის დაცვას, რამდენიმე კვირით საცურაო აუზისგან თავის შეკავებას. ამ დროს მთავარია არასასურველი ინფექციის თავიდან არიდება, სხვა მხრივ პაციენტი მეორე დღესვე უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების წესს.

ზაზა ხოტენაშვილი ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით

0322 232 232

მისამართი: ზ. ანჯაფარიძის II შესახვევი #6

(ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა)

კლინიკა Innova Medical Center ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს

„ამ ეტაპზე საქართველოში ჯერ კიდევ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური მატების პერიოდია“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ განუცხადა.

ივანე ჩხაიძის თქმით, გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების გავრცელების პიკი თებერვლის თვეში, გასულ კვირას უკვე იყო და მოლოდინი აქვთ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა შემცირდება:

„იანვრიდან თებერვლის პირველი ნახევრის ჩათვლით, იდენტიფიცირებული ვირუსებიდან ყველაზე მეტი გრიპის ვირუსია, ხოლო გავრცელებულ გრიპის ვირუსებს შორის ყველაზე მეტს, 41 %-ს A ტიპის ვირუსი წარმოადგენს.

გავრცელების მიხედვით, უკვე რამდენიმე კვირაა მეორე ადგილზეა რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსი. მისთვის დამახასიათებელია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარება. აღნიშნულმა ვირუსმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ანთება როგორც მცირე ასაკის ბავშვებში, ასევე 65-წელს გადაცილებულ მოსახლეობაში“, – ამბობს ივანე ჩხაიძე და აღიშნავს, რომ ყველა ის ვირუსი, რომელიც დღეს საქართველოშია გავრცელებული, გრიპის ვირუსისგან განსხვავებულია:

„მხოლოდ გრიპის ვირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა – 38 გრადუსი და მეტი, ძლიერი სისუსტე, თავის, ყელის, კუნთების და სახსრების ტკივილი, ხველა, უმადობა – ამ ნიშნების შემთხვევაში უნდა მივიჩნიოთ, რომ საქმე გრიპის ვირუსთან გვაქვს.

ბავშვებისთვის, რომლებიც ჰოსპიტალიზებული არიან და აქვთ ფილტვების ანთება, პირველი ამოცანა გრიპის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარებაა“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

მისივე თქმით, „კორონავირუსი არსად წასულა და ბოლო კვირების განმავლობაში კოვიდ-19-ის შემთხვევები მუდმივად ფიქსირდება:

„საერთო ვირუსებში მისი ხვედრითი წილი 2, 3, მაქსიმუმ 10 %-ია. ის ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი გახდა. მოლოდინი, რომ კორონავირუსმა მომდევნო კვირების განმავლობაში მოიმატოს, არ გვაქვს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნასთან“.

როგორ ვლინდება ჰერპეს ზოსტერი?

როგორ ვლინდება ჰერპეს ზოსტერი?
საუბრობს ნევროლოგი, რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი გიორგი ლომიძე:
„მწვავე პროცესი, ანუ პირველი ჰერპეს ზოსტერი, ჰერპესის პირველი გამოვლინება ინფექციის პირველი კონტაქტი არ არის, უკვე ინფექცია არის ორგანიზმში და მისი რეაქტივიზაცია ხდება. ეს არის უკვე ჰერპეს ზოსტერის მწვავე ფორმა…“

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სიმაღლის გამომთვლელი 3 ყველაზე ცნობილი ფორმულა, რომელსაც ექიმები ეყრდნობიან

ერთი წლიდან სამ წლამდე ბავშვი, საშუალოდ, წელიწადში 10 სანტიმეტრს იმატებს. სამი წლიდან ექვს წლამდე ზრდის ტემპი მცირდება და დაახლოებით 4-5 სანტიმეტრს შეადგენს. 10 წლამდე კვლავ უმნიშვნელო შენელებაა და უკვე 11 წლიდან (გოგონებისთვის) და 13 წლიდან (ბიჭებისთვის) ზრდის ტემპში მკვეთრი ნახტომი გვაქვს.

40 წლის შემდეგ, ჩვენი სხეულის სიმაღლე ოდნავ მცირდება, რაც გამოწვეულია მალთაშუა დისკებიდან სითხის დაკარგვით.

თუ რა სიმაღლის გაიზრდება ბავშვი, ამის გამოსათვლელად რამდენიმე სამედიცინო ფორმულა არსებობს. სწორედ მას ეყრდნობიან ექიმები.

1. ყველაზე გავრცელებული ფორმულა
ბიჭის სიმაღლე (სმ) = (დედის სიმაღლე + მამის სიმაღლე) * 0.54 – 4.5 (სმ)

მაგალითი: (165 + 183) * 0.54 – 4.5 (სმ) = 183.4 (სმ)

გოგონას სიმაღლე = (დედის სიმაღლე + მამის სიმაღლე) * 0.51 – 7.5 (სმ)

მაგალითი: (159 + 173) * 0,51 – 7,5 (სმ) = 161,8 (სმ)

2. დოქტორ ჯონ ჰოკერის ფორმულა
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კერძო სამედიცინო ცენტრის, მაიოს კლინიკის თანამშრომელმა შემოგვთავაზა შემდეგი გამოთვლები:

ბიჭის სიმაღლე = (მამის სიმაღლე + დედის სიმაღლე): 2 + 6.4

მაგალითი: (183 + 165): 2 + 6.4 (სმ) = 180.4 (სმ)

გოგონას სიმაღლე = (მამის სიმაღლე + დედის სიმაღლე): 2 – 6.4

მაგალითი: (173 + 159): 2 – 6.4 (სმ) = 159.6 (სმ)

3. კარკუსის ფორმულა
ჩეხმა მეცნიერმა საკუთარი ფორმულა შეიმუშავა:

ბიჭის სიმაღლე = (მამის სიმაღლე + დედის სიმაღლე * 1.08): 2

მაგალითი: (183 + 165 * 1.08): 2 = 180.6 (სმ)

გოგონას სიმაღლე = (მამის სიმაღლე * 0,923 + დედის სიმაღლე): 2

მაგალითი: (173*0.923 + 159): 2 = 159.3

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა – თუ აგერიათ ძილის რეჟიმი, გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა, მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, გცვივათ თმა…

ფარისებრი ჯირკვალი
#post_seo_title

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა…

თუ აგერიათ ძილის რეჟიმი, გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა, მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, გცვივათ თმა, შესაძლოა, ეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებდეს…

„ფარისებრი ჯირკვალი, გამომუშავებული ჰორმონების საშუალებით, პრაქტიკულად, მთელ ორგანიზმს აკონტროლებს. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლასა და ენერგიის ცვლას“, – ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, თამარ კუპრეიშვილმა გადაცემაში „ნამდვილი ექიმები“ – განაცხადა.

მისი თქმით, როცა სიმსუქნე, ან წონის დეფიციტია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს…

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა – თუ აგერიათ ძილის რეჟიმი, გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა, მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, გცვივათ თმა…

ფარისებრი
#post_seo_title

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა…

თუ აგერიათ ძილის რეჟიმი, გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა, მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, გცვივათ თმა, შესაძლოა, ეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებდეს…

„ფარისებრი ჯირკვალი, გამომუშავებული ჰორმონების საშუალებით, პრაქტიკულად, მთელ ორგანიზმს აკონტროლებს. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლასა და ენერგიის ცვლას“, – ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, თამარ კუპრეიშვილმა გადაცემაში „ნამდვილი ექიმები“ – განაცხადა.

მისი თქმით, როცა სიმსუქნე, ან წონის დეფიციტია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს

„უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციიის დარღვევასთანაა დაკავშირებული. არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ასევე გულის რითმის დარღვევა, წნევის მატება, წნევის დაქვეითება შეიძლება ფარისებრ ჯირკვალთან იყოს დაკავშირებული. რის გამოც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ირღვევა, ერთ-ერთი მიზეზი იოდის დეფიციტია. შესაძლოა, ფარისებრ ჯირკვალში ანთებითი პროცესები განვითარდეს, რის შედეგადაც მწვავე თირეოდიტი, ან ქვემწვავე თირეოდიტი გვაქვს. ასევე, შესაძლოა, აუტოიმუნური დაავადებების როლიც იყოს. შესაძლოა, აუტოიმუნური პროცესების განვითარება გამოწვეული იყოს სტრესით, შესაძლებელია, მუცლადყოფნის პერიოდში მოხდეს რაიმე და რაღაც მომენტში ფარისებრი ჯირკვალი იმუნური სისტემის მიმართ უცხოდ აღიქმებოდეს“, – აღნიშნა თამარ კუპრეიშვილმა.

მისივე თქმით, სიმპტომები, რომლებითაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ვლინდება, დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებასთან – ჰიპერთირეოზთან, ან კიდევ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასთან – ჰიპოთირეოზთან.

„ჰიპერთირეოზის დროს წონის კლება, შფოთვა, გაღიზიანებადობა, ოფლიანობა, სითბოს აუტანლობა, შეიძლება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, დიარეა იყოს გამოხატული. ჰიპოთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს, გვაქვს წონის მატება, სისუსტე, დაღლილობა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, კანის სიმშრალე, ამ შემთხვევაშიც მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ყაბზობისკენ მიდრეკილება, დეპრესია“, – განაცხადა ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, თამარ კუპრეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სიმპტომები შეიძლება ასევე ფარისებრი ჯირკვლის გადიდებასთან, ან ფარისებრ ჯირკვალში კვანძების წარმოქმნასთა იყოს დაკავშირებული

„შესაძლოა,ზოგჯერ გამოხატული იყოს: ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება, კისრის არეში შეშუპება, სიმკვრივე და ასე შემდეგ. ამ სიმპტომების შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვალი უნდა გავიკონტროლოთ. ასევე, ფარისებრი ჯირკვალი უნდა გავიკონტროლოთ, თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ოჯახური ისტორია, ანამნეზში თავ-კისრის დასხივება გვაქვს. თუნდაც, სტომატოლოგთან რენტგენოლოგიური გამოკვლევა, გარკვეული საფრთხის შემცველია. კარგი იქნება, ასეთ შემთხვევაში საყელოს თუ მოვითხოვთ ხოლმე“, – ამბობს თამარ კუპრეიშვილი.

„დიაგნოსტირების პირველი ეტაპი ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა და სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და ჰიპოფიზის ჰორმონის თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა. საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიმართ ანტისხეულებს ვიკვლევთ. თუ აქვთ კვანძი, რომელსაც საეჭვო ნიშნები აქვს, ტარდება ბიოფსია.

მკურნალობას ძირითადად, მედიკამენტურია. ოპერაცია იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადებაა, თუ ჩიყვი დიდი ზომისაა, კვანძია დიდი ზომის, მეზობელ ორგანოებზე აქვს ზეწოლა და გვაქვს გრეივსის დაავადება. ეს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებაა, რომლისთვისაც მედიკამენტური მკურნალობა არაეფექტურია“, – განაცხადა თამარ კუპრეიშვილმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„არ შეიძლება, რომ ყოველი მეორე ქალი იჭრებოდეს…“

ორსულობის პერიოდის ოფთამლოლოგიური პრობლემები
ნამდვილი სამშობიარო – “ბაიები”
კლინიკა, რომელიც მეანობაზეა ორიენტირებული
პროფესია, როგორც ღირსების საქმე!
კარგ მეანად ითვლებოდა ის, ვინც ქალებს ამშობიარებდა…
არ შეიძლება, რომ ყოველი მეორე ქალი იჭრებოდეს…
საკეისრო კვეთის რაოდენობა ქვეყანაში არის 47%…

როგორ პურს გვაჭმევენ…

როგორ პურს გვაჭმევენ…
პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე სტუმრად აკადემიკოს რამაზ გახოკიძესთან…
პურის ქიმია ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია ორგანული ქიმიისა.
პურის ცხობას ბიოქიმიასაც ეძახიან…
სწორედ საქართველო გახლავთ ის ქვეყანა, რომელმაც კაცობრიობას მისცა ისეთი ღვთაებრივი საკვები, როგორიც არის პური…“

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights