ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

ხშირად მოავადმყოფე ბავშვები

მოავადმყოფე ბავშვები
#image_title

ბავშვის ორგანიზმის დამაზიანებელ დაავადებებს შორის მეორე ადგილი უჭირავს ბავშვთა ინფექციებს, მესამე კი ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს, როგორიცაა ოტიტი, რინიტი, სინუსიტი. ეს დაავადებები ძალიან აქტიურია სიოცხლის პირველი სამი წლის მანძილზე.

მიზეზები
·         ცხვირხახის ქრონიკული ინფექციები;
·         გლანდების გადიდება;
·         ამინოგლობულინ А-ს უკმარისობა;
·         სამშობიარო ტრავმები, ნერვულ-ფსიქოლოგიური აშლილობა;
·         ენდოკრინული სისტემის არასწორი მუშაობა;
·         კორტიკოსტეროიდული ჰორმონების გამომუშავების დარღვევა;
·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
·         ხშირის სტრესი და სერიოზული ფსიქიკური ტრავმები;
·         მთელი რიგი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება;
·         ეკოლოგიურად არასასურველ გარემოში ცხოვრება.

სიმპტომები
·         ცხვირით სუნთქვის გართულება;
·         ყელის ტკივილი;
·         ყურების ტკივილი;
·         ფაღარათი ან შეკრულობა;
·         ნახველიანი ან მშრალი ხველა;
·         სხვადასხვა ზომის პაპულებით გამონაყარი და ძლიერი ქავილი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს პედიატრი, რისთვისაც საჭიროა:
·         რინოსკოპია;
·         ყურიდან, ცხვირიდან, ყელიდან გამონადენის ბაქტეროლოგიური გამოკვლევა;
·         ოტოსკოპია;
·         სისხლის, შარდის, კალას ანალიზი.

მკურნალობა
·         ანტიბიოტიკები;
·         ფიზიოთერაპიული პროცედურები;
·         ზოგადგამაჯანსაღებელი და ანტიალერგიული პრეპარატები;
·         ყელის გამორეცხვა ბალახეული ნაყენით;
·         კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის მოსაწესრიგებელი პრეპარატები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         გადაციებისგან თავის დაცვა;
·         ბავშვის ვარჯიშისთვის მიჩვევა;
·         კვების რეჟიმის დაცვა.

ქოშინი – ახასიათებს სუნთქვის სიხშირის, რითმის და სიღრმის დარღვევა

სუნთქვის სიხშირის, რითმის და სიღრმის დარღვევა
#image_title

ქოშინი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის სიხშირის, რითმის და სიღრმის დარღვევა.

დაავადებას აქვს შემდეგი ფორმები:
·         ინსპირატორული ხუთვა;
·         ექსპირატორული ხუთვა;
·         შერეული ხუთვა.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
·         ფილტვების ქსოვილის დაავადება;
·         ფილტვების დამაკავშირებელი ქსოვილის დაავადებები;
·         გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევა;
·         გულმკერდის დეფორმაციის გამომწვევი ტრავმები;
·         სიმსუქნე;
·         ფსიქიკური დარღვევები.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         ჩასუნთქვის ან ამოსუნთქვის დროს გართულებები;
·         გულის არეში სიმძმის შეგრძნება;
·         ჰაერის უკმარისობა;
·         ღრმად სუნთქვისას პრობლემები;
·         ხუთვა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პულმონოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         სისხლის კლინიკური ანალიზი;
·         სისხლში გაზების შემცველობის გამოკვლევა;
·         გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
·         გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         სპიროგრაფია;
·         ბრონქოპროვოკაციული ტესტი;
·         ბოდილეტიზმოგრაფია;
·         ფიბრობრონქოსკოპია;
·         ელექტროკარდიოგრაფია;
·         ექოკარდიოგრაფია;
·         ფილტვების ბიოპსია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ბრონქოლიტიკებს;
·         ჟანგბადოთერაპიას;
·         ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას;
·         ოპერატიულ ჩარევას;
·         სუნთქვის ვარჯიშებს.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         სასუნთქი გზების დაავადებების დროული მკურნალობა;
·         სხეულის მასის კონტროლი;
·         მოწევაზე უარის თქმა;
·         ბრონქების სპაზმების თავიდან აცილება
·         სასუნთქი გზების გასაძლიერებელი ვარჯიშის შესრულება.

მალთაშუა თიაქარი წარმოიქმნება ფიბროზული რგოლის ერთიანობის დარღვევით

მალთაშუა თიაქარი
#image_title

მალთაშუა თიაქარი – წარმოადგენს მალთაშუა დისკის ბირთვის პროტრუზიას ხერხემლის არხში, რომელიც წარმოიქმნება ფიბროზული რგოლის ერთიანობის დარღვევით.

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         ოსტეოქონდროზი;
·         სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი;
·         ხერხემლის ტრავმები;
·         რევმატიული დაავადებები;
·         თანდაყოლილი პათოლოგიები;
·         ასაკობრივი ცვლილებები, რაც იწვევს დამაკავშირებელი ქსოვილების დარღვევას.

მაპროვოცირებელი ფაქტორებია:
·         სიმძიმეების აწევა;
·         მკვეთრი მოძრაობები;
·         დაცემა ან დარტყმა, რომელიც იწვევს ხერხემლის დაზიანებას.

მალთაშუა თიაქარის სახეობები
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
·         ხერხემლის კისრის ნაწილის მალთაშორისი თიაქარი;
·         გულმკერდის ნაწილის მალთაშორისი თიაქარი;
·         ხერხემლის გავა-წელის ნაწილის მალთაშორისი თიაქარი.
ზომების მიხედვით გამოიყოფა:
·         პატარა –2 მმ-მდე კისრის ნაწილში და 4 მმ-მდე წელის ნაწილში.
·         საშუალო – შესაბამისად 4 მმ-დან 7 მმ-მდე.
·         დიდი – 6 მმ-დან 9 მმ-მდე.
·         ძალიან დიდი – 9 მმ-დან ზევით.

სიმპტომები
·         კისრის ნაწილის მალთაშორის თიაქარს ახასიათებს: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ტკივილის შეგრძნება შეიძლება გაჩნდეს მხარსა და მკლავშიც. თითებზე აღინიშნება გრძნობის დაკარგვა და პარესთეზია. დაავადების ხანგრძლივი გაგრძელების დროს აღინიშნება უძილობა, არტერიული წნევის ცვალებადობა.
·         გულმკერდის მალთაშორის თიაქარს ახასიათებს: გულმკერდის არეში ტკივილი, განსაკუთრებით მკვეთრი მოძრაობებისას, ღრმა სუნთქვა, ზოგჯერ ეს ტკივილი ერევათ გულის ტკივილში.
·         წელის ნაწილის მალთაშორის თიაქარს ახასიათებს: წელის არეში ტკივილი, რაც ხელს უშლის მოძრაობას. ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფეხების, წვივების, თეძოების ტკივილსაც. ტკივილს ხშირად ახლავს მგრძნობელობის დაკარგვაც.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. ხშირად საჭირო ხდება ნეიროქირურგის და მანუალური თერაპევტის კონსულტაცია.
მკურნალობის დასადგენად საჭიროა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია;

მკურნალობა
·         ვარჯიში – სპეციალურად შემუშავებული ვარჯიშის შესრულება რეგულარულად, რაც ხელს უწყობს ხერხემლის დისკების გასწორებას და სტაბილიზაციას;
·         სპეციალისტის მიერ ჩატარებული მასაჟი;
·         გაჭიმვა – რომელსაც ატარებს მანუალური თერაპევტი ან სპეციალური ტრენაჟორების გამოყენებით სრულდება.
·         არატრადიციული თერაპია: წერტილოვანი მასაჟი, ნემსების თერაპია, ჰირუდოთერაპია;
·         მედიკამენტური თერაპია – გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად. წამლები შეიძლება იყოს ადგილობრივი მიღების ან ინექციური.
·         ჰომეოპათიაც მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს. საზღვარგარეთ მიღებულია ჰომეოსინიატრიისს მეთოდი, რომელიც ემყარება დეტოკსიკაციას, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას და ორგანიზმის დამცავი ძალების სტიმულაციას, რის შედეგადაც ხდება ანთებით პროცესებით გამოწვეული ტკივილების მოხსნა და დისკის სტრუქტურის აღდგენა.

რისკის ჯგუფი
ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ:
·         ხერხემლის გამრუდება და სხვა დაავადებები;
·         ჭარბი წონა;
·         არიან 25-50 წლის ასაკის;
·         აქვთ მჯდომიარე სამუშაო;
·         წევენ სიმძიმეებს ხშირად.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის ეფექტური საშუალებაა სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა, დილაობით ყავის ნაცვლად ბალახეული ჩაის დალევა და დაბალანსებული კვება. ასევე ანთებითი პროცესების და სხვა დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა.

ხალები თანდაყოლილი ან შეძენილი კანის განვითარების ფორმაცია

#image_title

ხალები – თანდაყოლილი ან შეძენილი კანის განვითარების ფორმაცია.

არსებობს ხალების შემდეგი სახეობები:
·         ჰემანგიომა;
·         ბრტყელი ხალები;
·         გაბერილი ხალები;
·         წითელი ხალები;
·         ლურჯი ხალები;
·         პიგმენტირებული გიგანტური ხალები.

მიზეზები
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები;
·         ულტრაიისფერი დასხივება;
·         ფეხმძიმობა;
·         ძლიერი სტრესი.

სიმპტომები
·         დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობით ხალების გაჩენა;
·         ხალების ფერის ცვლილება;
·         ხალის ადგილას კანიდან თმის საფარის გაცვენა;
·         ხალის გარშემო მოწითალო ან მოშაო რკალის გაჩენა;
·         ხალების ადგილას კანის დახეთქვა;
·         ხალის არათანაბარი შეფერილობა;
·         ხალის ადგილას ქავილი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ალერგოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         ჰისტოლოგიური ანალიზი;
·         ხალის ადგილიდან ნაცხის ანალიზი;
·         ახლომდებარე ლიმფოკვანძების გამოკვლევა;
·         ეპილუმინსცეტური მიკროსკოპია;
·         კომპიუტერული დიაგნოსტიკა.

მკურნალობა
·         კრიოდესტრუქცია;
·         ლაზერული;
·         ელექტროკოაგულაცია;
·         რადიოტალღური;
·         ქირურგიული.

საშიშროება
ავთვისებიანი ხალები დროული მკურნალობის არარსებობისას იწვევენ მელანომას.

რისკის ჯგუფი
·         5მმ-ზე მეტი დიამეტრის ხალების მქონე ადამიანები;
·         ფეხმძიმე ქალები;
·         ღია კანისა და თმის ფერის ადამიანები;
·         ბევრი ჭორფლის მქონე ადამიანები;
·         კანზე პიგმენტური ლაქების მქონე ადამინები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         მზის პიკი საათის დროს გარუჯვისგან თავის შეკავება (11-16 სთ);
·         სოლარიუმში ხშირი ვიზიტისგან თავის შეკავება;
·         ახალი ხალების გაჩენის გაკონტროლება და დერმატოლოგთან დროულად მისვლა.

წინამენსტრუალური სინდრომი

წინამენსტრუალური სინდრომი – მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს სხვადასხვა ტკივილები მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში (მენსტრუაციის დაწყებამდე 2-12 დღით ადრე).
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         ხშირი ფსიქო-ემოციონალური დატვირთვა;
·         გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები;
·         არასწორი კვება;
·         ჰორმონების დონის დარღვევა.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-გინეკოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
·         ანამნეზის შეკრებას;
·         სისხლის ანალიზს ჰორმონებზე
 
დამატებით შეიძლება დაინიშნოს:
·         ელექტროენცეფალოგრამა;
·         თირკმელების ფუნქციის შემოწმება;
·         მამოგრაფია, სარძევე ჯირკვლების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიალერგიულ პრეპარატებს;
·         ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ პრეპარატებს;
·         შარდმდენებს;
·         ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს;
·         არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.
მკურნალობა გრძელდება 3 თვე. ხდება 2-3 მენსტრუალურ ციკლზე შესვენება. თუ სიმპტომები ისევ გამოვლინდება თერაპია გრძელდება.
 
რისკის ჯგუფი
·         30 წელს ზემოთ ქალები;
·         გამხდარი ქალები;
·         არამდგრადი ხასიათის მქონე ქალები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         რაციონალური და დაბალანსებული კვება;
·         სხეულის მასის კონტროლი;
·         ინტენსიური ფსიქიკური და ემოციური დატვირთვის თავიდან არიდება;
·         გინეკოლოგთან ვიზიტი წელიწადში 2-ჯერ.

წელის ოსტეოქონდროზი – აზიანებს ხერხემლის გავა-წელის ნაწილს

წელის ოსტეოქონდროზი
#image_title

წელის ოსტეოქონდროზი – დაავადება, რომელიც აზიანებს ხერხემლის გავა-წელის ნაწილს. წარმოადგენს ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებულ სახეობას.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ნერვული დაბოლოებების დაზიანება;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის დაავადებები;
·         ხერხემლის მალებს შორის მანძილის შეკუმშვა;
·         მცირე მენჯის ორგანოების დაავადება;
·         ჭარბი წონა;
·         ზურგის დაზიანება;
·         ძირითადად მჯდომიარე ცხოვრების წესი;

სიმპტომები
·         ყრუ ტკივილები ხერხემალში, რომელიც შეიძლება გადაეცეს ფეხს;
·         ნებისმიერი მოძრაობის დროს გაძლიერებული ტკივილი;
·         წვივის, ტერფის მგრძნობელობის გაზრდა;
·         ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება;
·         ტკივილის კერებში კანის სიმშრალე და დახეთქვა;
·         ფეხებში სიცივის შეგრძნება;
·         ტერფების არტერიების სპაზმები;
·         შარდვის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         ხერხემლის გავა-წელის ნაწილის რენტგენი;
·         გავა-წელის ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         გავა-წელის ნაწილის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს მცირე მენჯის ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         ნოვოკაინის ბლოკადებს;
·         მანუალურ თერაპიას;
·         ხერხემლის გაჭიმვას;
·         ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;
·         სამკურნალო ფიზკულტურას.
ქირურგიული ჩარევა ხდება ხერხემალშორისი თიაქარის განვითარების შემთხვევაში.

საშიშროება
დაავადების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს:
·         იშიასი;
·         მალების არასტაბილურობა;
·         შარდსასქესო სისტემის დარღვევები;
·         რადიკულიტი;
·         თიაქარი;
·         პროტრუზია;
·         კიფოზი.

რიკის ჯგუფი
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         მძიმე ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანები;
·         სუსტი განვითარების კუნთების სისტემის მქონე ადამიანები;
·         მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ზურგისა და თეძოების კუნთების გამაგრება;
·         ხერხემალზე დატვირთვების კონტროლი;
·         ხერხემლის სწორად დაჭერა;
·         ზურგის ტრავმებისგან თავის დაცვა;
·         მკვეთრი მოძრაობების გაკეთების გარეშე დახრა, ან მოტრიალება.

მოციმციმე არითმიამოციმციმე არითმია: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა – რა არის მოციმციმე არითმია?

მოციმციმე არითმიამოციმციმე არითმია: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა - რა არის მოციმციმე არითმია?
#post_seo_title

მოციმციმე არითმია: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა – რა არის მოციმციმე არითმია?

რა არის მოციმციმე არითმია? – მოციმციმე არითმია (Atrial Fibrillation, AFib) გულის რიტმის აშლილობაა, რომლის დროსაც გულის სარტყელი (ატრიუმი) უწესრიგოდ და სწრაფად ციმციმებს. ეს დარღვევა ხელს უშლის გულში სისხლის სწორ ნაკადს და შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის უსიამოვნო შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება და გულის პალპიტაციები. მოციმციმე არითმია არის ყველაზე გავრცელებული ტიპი გულის არითმიისა და ითვლება იმპლანთური დაავადებების მნიშვნელოვან რისკ ფაქტორად.

მოციმციმე არითმია  – ეს არის ადამიანის გულისცემის დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმა. მოციმციმე არითმია არსებობს ორი სახის:

·         დროებითი;
·         პაროკსიზმალური.
ასევე არსებობს მუდმივი და ქრონიკული ფორმებიც.

მიზეზები
დაავადებას იწვევს შემდეგი მიზეზები:
·         არტერიული ჰიპერტენზია;
·         მიოკარდის გამტარობისა და აღგზნებადობის დარღვევა;
·         მიოკარდიტი;
·         კარდიოსკლეროზი;
·         დისფუნქცია;
·         რევმატული დეფექტები სარქვლების დაზიანებით;
·         კარდიოლოგიური პათოლოგიები;
·         ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
·         ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია;
·         გულის უკმარისობის დროს მედიკამენტების გადაჭარებებული დოზის მიღება;
·         დიაბეტი;
·         ფსიქოემოციური დაძაბულობა;
·         წინაგულის მიოკარდის სტრუქტურის ასაკობრივი ცვლილებები.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები
·         დისკომფორტი გულმკერდის არეში;
·         გახშირებული გულისცემა;
·         სისუსტე;
·         თავბრუსხვევა;
·         ხუთვა;
·         პარკუჭის დახურვის სიხშირე 140-160;
·         მწვავე ინსულტის სიმპტომები;
·         არარეგულარული პულსი;
·         პულსის დეფიციტი;
·         გულის მუშაობის დარღვევა;
·         უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში;
·         თვალებში დაბნელება;
·         გულყრა;
·         სისუსტე.

დიაგნოსტიკა
მოციმციმე არითმიის სამკრუნალოდ საჭიროა სწორი დიაგნოსტიკა, რისთვისაც ტარდება:
·         კარდიოლოგის მიერ დათვალიერება;
·         გულის ელექტროკარდიოგრამა;
·         ექოკარდიოგრაფია;
·         გულის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
·         სინუსური რითმის აღდგენა და შენარჩუნება;
·         გულის უკმარისობის გაკონტროლება;
·         მედიკამენტოზური თერაპია;
·         ელექტრონული კარდიოვერსია;
·         ქირურგიული ჩარევა.
დაავადების მკურნალობას ატარებს ექიმი-კარდიოლოგი.

საშიშროება
მთავარი საშიშროება ისაა, რომ მოციმციმე არითმია იწვევს გულის უკმარისობას. ასევე შესაძლოა თრომბოემბოლური გართულებები.

პროფილაქტიკა
·         აღნიშნული დაავადების მაპროვოცირებელი დაავადებების დროული მკურნალობა;
·         მედიკამენტოზური თერაპიისას რეკომენდაციების დაცვა;
·         კარდიოქირურგიული ჩარევა;
·         ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის შეზღუდვა;
·         სპირტიანი სასმელების მიღებისგან თავის შეკავება.

თუ თქვენ გაქვთ მოციმციმე არითმიის სიმპტომები ან გულის დაავადების რისკი, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ საჭირო გამოკვლევები. ასევე, გაიარეთ რეგულარული შემოწმებები და მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

ძირმაგარა წარმოადგენს მტკივნეულ, ჩირქით სავსე კანის საფარის დაავადებას, რომელიც გამოირჩევა დიდი ზომებით

ძირმაგარა წარმოადგენს მტკივნეულ, ჩირქით სავსე კანის საფარის დაავადებას, რომელიც გამოირჩევა დიდი ზომებით
#post_seo_title

ძირმაგარა (ფურუნკული): სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია – ძირმაგარა  (ფურუნკული) წარმოადგენს მტკივნეულ, ჩირქით სავსე კანის საფარის დაავადებას, რომელიც გამოირჩევა დიდი ზომებით.

გაიგეთ ყველაფერი ძირმაგარას შესახებ! ძირმაგარა ასევე ცნობილია როგორც ფურუნკული, წარმოადგენს მტკივნეულ და ჩირქით სავსე კანის საფარის დაავადებას, რომელიც ხშირად დიდ ზომებს აღწევს. ამ დაავადებამ შეიძლება მნიშვნელოვანი დისკომფორტი გამოიწვიოს და საჭიროებს სათანადო მკურნალობას.

მიზეზები
დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზია ფურუნკულში ბაქტერიების შეღწევა.

სიმპტომები
·         მცირე ზომის ფურუნკულების გაჩენა;
·         კანის სიწითლე და ტკივილი;
·         შეშუპება;
·         ქავილი;
·         ტემპერატურის აწევა;
·         ჭარბი გამონაყარი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ქირურგი, რისთვისაც საჭიროა პაციენტის ვიზუალური დათვალიერება და მკურნალობის ფორმის განსაზღვრა.

მკურნალობა
·         ანტიბაქტერიული საშუალებების წასმა დაზიანებულ კანზე;
·         სახვევის დადება დაზიანებულ ადგილზე;
·         ჩირქის მოცილება და ჭრილობის წყალბადის ზეჟანგით დამუშავება;
·         გასაუმტკივარებელი პრეპარატები.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს სისხლის მოწამვლა ან ლეტალური შედეგი.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება;
·         კანის დაზიანებული ადგილის გაღიზიანებისგან დაცვა;
·         დაზიანებულ ადგილზე ანტისეპტიკური საშუალების წასმა;
·         დიაბეტიკებისთვის რეკომენდირებულია ფურუნკულის ხშირი პროფილაქტიკა.

ძირმაგარის (ფურუნკულის) მართვა და მკურნალობა მნიშვნელოვანია მისი განვითარების თავიდან ასაცილებლად. გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია და მიიღეთ საჭირო ზომები, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები.

ძვლების მოტეხილობები

ძვლების მოტეხილობები – მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ძვლის ანატომიური აგებულების სრული ან ნაწილობრივი დარღვევით.
 
გამოყოფენ ძვლის მოტეხილობების შემდეგ ფორმებს:
·         ტრავმული მოტეხილობები;
·         პათოლოგიური მოტეხილობები;
·         ღია მოტეხილობები;
·         დახურული მოტეხილობები;
·         მრავლობითი მოტეხილობები;
 
მიზეზები
·         ძვალზე სხვადასხვა გარე ფაქტორების ზემოქმედება;
·         ოსტეოპოროზი;
·         მენოპაუზის დროს ქალებში ძვლის ისმყარის დარღვევა;
·         ორგანიზმში მინერალების ცვლის დარღვევა;
·         დამაკავშირებელი ქსოვილის სისტემური დაავადება;
·         რადიოდასხივების ხანგრძლივი ზემოქმედება;
·         ჰორმონალური დარღვევები.
 
სიმპტომები
·         დაზიანებული ადგილის ტკივილი, რომელიც მძაფრდება მოძრაობის დროს;
·         დაზიანებული ადგილის დეფორმაცია;
·         ძლიერი შესიება, ჰემატომა;
·         მოძრაობის გართულება;
·         ღია მოტეხილობისას ჩანს ძვლის ნამსხვრევები;
·         მოძრაობისას ისმის ძვლის ჭრიალი.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-თერაპევტი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         საერთო დათვალიერება;
·         პალპაციური გამოკვლევა;
·         რენტგენი;
·         კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         გასაუმტკივარებელი პრეპარატები;
·         თაბაშირის სახვევები;
·         ძვლის გაჭიმვა;
·         ღია ან დახურული რეპოზიცია;
·         კანქვეშა მეტალოსტეოსინთეზი.
 
რეაბილიტაციაში შედის:
·         სამკურნალო ვარჯიში;
·         სპეციალური მასაჟი;
·         ფიზიოთერაპია.
 
საშიშროება
·         ძვლის არასწორი შეხორცება;
·         ცრუ სახსრის წამოქმნა;
·         ძვლების ნელი შეხორცება;
·         პოსტტრავმული ართროზი;
·         კონტრაქტურა.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         საკვებად კალციუმით და D ვიტამინით მდიდარი პროდუქტის მიღება;
·         ფიზიკური დატვირთვის გაკონტროლება;
·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
·         სხეულის წონის კონტროლი;
·         ტრავმებისგან თავის დაცვა.

მრი (მწვავე რესპირატორული ინფექციები, გაციება)

მრი (მწვავე რესპირატორული ინფექციები, გაციება) – წარმოადგენს მწვავე რესპირატორუ დაავადებას, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. მას ხშირად ურევენ გრიპში, სინამდვილეში დაავადებას იშვიათად შეუძლია ზიანის მოტანა ადამიანის ორგანიზმისთვის, გრიპის გართულებები კი გაცილებით უფრო საშიშია, რომლებსაც შეიძლება ლეტალური შედეგიც კი ჰქონდეს. 
 
მიზეზები
დაავადების ძირითადი მიზეზებია:
·         დაავადების გადაცემა ვირუსებით, რომლებიც ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ჰაერ-წვეთოვანი გზით;
·         გადაციება;
·         იმუნიტეტის დაქვეითება. 
·         მრი დედისგან შვილს გადაეცემა ძუძუთი კვების დროს. 
 
სიმპტომები
დაავადების ძირითადი სიმპტომებია:
·         ზოგადი სისუსტე;
·         მადის დაკარგვა;
·         გულის რევა;
·         ღებინება;
·         ხველა;
·         ცემინება;
·         თავის ტკივილი;
·         თავის ტკივილი;
·         ცხვირის გაჭედვა და სურდო;
·         ტემპერატურის ზომიერი აწევა;
·         შემცივნება;
·         სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
·         კონიუქტივიტი.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-თერაპევტი ან პედიატრი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         სისხლის საერთო ანალიზის ჩაბარება;
·         ფილტვების რენტგენი. 
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         დაავადების სიმპტომების შემსუბუქება;
·         38 გრადუს ტემპერატურაზე დამწევი საშუალების მიღება. თუ ტემპერატურა უფრო დაბალია, წამლის მიღება საჭირო არ არის, რადგან ასე ორგანიზმი ებრძვის ვირუსს. 
·         სურდოს დროს სისხლძარღვების გასაფართოვებელი პრეპარატები;
·         ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება.
მკურნალობის დაწყება აუცილებელია ექიმის კონტროლისა და კონსულტაციის შემდეგ. ბავშვებში დაავადების სამკურნალოდ საჭიროა: 
·         რაც შეიძლება მეტი სითხის მიცემა;
·         ცხვირის გათავისუფლება სურდოსგან;
·         ბეროდუალის ინჰალაცია;
·         მედიკამენტური თერაპია;
·         ოთახის მუდმივად განიავება. 
 
საშიშროება
დაავადების უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         ბრონქიტი;
·         ლარინგიტი;
·         პნევმონია;
·         რინიტი;
·         ფარინგიტი და ა.შ. 
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         საჭმლის მომზადებისა და მიღების დროს ხელების კარგად დაბანა;
·         ცხვირის გამოხოცვა ქაღალდის ხელსახოცებში და მათი მაშინვე გადაგდება;
·         ინდივიდუალური ჭურჭლის გამოყენება;
·         შენობის რეგულარულად განიავება;
·         ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშის პრაქტიკაში დანერგვა;
·         მრი-ით დაავადებულ პირებთან კოტაქტის შეზღუდვა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights