წინამენსტრუალური სინდრომი – მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს სხვადასხვა ტკივილები მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში (მენსტრუაციის დაწყებამდე 2-12 დღით ადრე).
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ხშირი ფსიქო-ემოციონალური დატვირთვა;
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები;
· არასწორი კვება;
· ჰორმონების დონის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-გინეკოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
· ანამნეზის შეკრებას;
· სისხლის ანალიზს ჰორმონებზე
დამატებით შეიძლება დაინიშნოს:
· ელექტროენცეფალოგრამა;
· თირკმელების ფუნქციის შემოწმება;
· მამოგრაფია, სარძევე ჯირკვლების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიალერგიულ პრეპარატებს;
· ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ პრეპარატებს;
· შარდმდენებს;
· ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს;
· არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.
მკურნალობა გრძელდება 3 თვე. ხდება 2-3 მენსტრუალურ ციკლზე შესვენება. თუ სიმპტომები ისევ გამოვლინდება თერაპია გრძელდება.
რისკის ჯგუფი
· 30 წელს ზემოთ ქალები;
· გამხდარი ქალები;
· არამდგრადი ხასიათის მქონე ქალები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· რაციონალური და დაბალანსებული კვება;
· სხეულის მასის კონტროლი;
· ინტენსიური ფსიქიკური და ემოციური დატვირთვის თავიდან არიდება;
· გინეკოლოგთან ვიზიტი წელიწადში 2-ჯერ.
წინამენსტრუალური სინდრომი
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
