ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

რა არის, ენტეროვირუსული ინფექცია? იკურნება, საშიშია?

რა არის, ენტეროვირუსული ინფექცია?

იკურნება, საშიშია?
საუბრობს ნუცა სორდი:
„ ენტეროვირუსული ინფექციები საკმაოდ გახშირებული ინეფქციებია ბავშვებსა და მოზრდილებში, თუმცა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია, რომ გამოვლინდეს.
მცდარი შეხედულებაა, რომ ენტეროვირუსები იწვევენ მხოლოდ დიარეას და დიარეით მიმდინარე დაავადებებს…“
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

სამკურნალო წყალი “ლუგელა” – გამოიყენება ძვლოვანი სისტემის და სახსრების დაავადებების, ალერგიის, ნეფრიტების, სტომატიტების, სისხლდენების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ

სამკურნალო წყალი “ლუგელა” — უნიკალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს კალციუმის ქლორიდის 9,5%-იანი მინერალური წყალია, გამჭვირვალე, უსუნო, ოდნავ მომწარო გემოთი, რომელიც მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზეც არ იყინება.

“ლუგელას” წყაროები მდებარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობისწყლის ხეობაში, სოფელ მუხურიდან 4 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 290 მ სიმაღლეზე. წყალი გამოიყენება ძვლოვანი სისტემის და სახსრების დაავადებების, ალერგიის, ნეფრიტების, სტომატიტების, სისხლდენების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

სააფთიაქო ქსელისთვის “ლუგელას” ჩამოსხმა 1946 წელს დაიწყო. მისგან ამზადებენ კბილის პასტა “ლუგელას”, იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

სწრაფი და ეფექტიანია – მეცნიერების კიდევ ერთი მიღწევა უნაყოფობის დასაძლევად

მეცნიერებმა კანის უჯრედებისგან კვერცხუჯრედებისა და სპერმატოზოიდების გამოყვანის ახლებური მეთოდი გამოცადეს, რომელიც აქამდე არსებული გზებთან შედარებით გაცილებით სწრაფი და ეფექტიანია. მკვლევრებმა ამისთვის თაგვების კანის უჯრედები გამოიყენეს. ექსპერიმენტი Science Advances-ში გამოქვეყნდა.

თუ მეცნიერები ამ პროცედურას დახვეწენ და ის კლინიკურად განხორციელებადი იქნება, უნაყოფო პაციენტებს ინ ვიტრო ფერტილიზაციის (IVF) გზით შეეძლებათ, ჰყავდეთ ბავშვები, რომლებიც მათ გენეტიკურად ენათესავებიან.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, შუხრატ მიტალიპოვმა თქვა, რომ უკვე 20 წელია, რაც მისი ლაბორატორია უნაყოფო პაციენტების დასახმარებელ გზებზე მუშაობს. მისივე თქმით, არსებული ვარიანტები ადამიანებს დონაციის გზით მხოლოდ გენეტიკურად არამონათესავე შვილების ყოლის საშუალებას აძლევს.

“ჩვენი ტექნოლოგია უნაყოფო პაციენტებს საშუალებას მისცემდა, გენეტიკურად მონათესავე შვილები ჰყავდეთ და გაუხსნიდა მშობლობის გზას, რომელიც ამჟამად IVF-ს საშუალებითაც კი მიუღწეველია”. – თქვა მიტალიპოვმა.

სასქესო უჯრედების ლაბორატორიული გზით შექმნას ინ ვიტრო გამეტოგენეზი ეწოდება, რომლის დროსაც მეცნიერები დონორულ კვერცხუჯრედს ბირთვისგან ცლიან, შემდეგ კი მასში არასასქესო, სომატური უჯრედის ბირთვი შეჰყავთ, რომელსაც ქრომოსომების წყვილის ნახევარს აკარგვინებენ, რათა მისი ფერტილიზაცია იყოს შესაძლებელი.

პირველი კლონირებული ცხვარი დოლი 1996 წელს მსგავსი მეთოდით შეიქმნა, რომელსაც  სომატური უჯრედის ბირთვის გადატანა (SCNT) ეწოდება. SCNT-ის დროს უბირთვო კვერცხუჯრედში არასასქესო უჯრედის ბირთვი შეჰყავთ.

მკვლევრებმა კვერცხუჯრედების შესაქმნელად აქამდე გამოყენებულ გზებისგან განსხვავებული და მნიშვნელოვნად უფრო სწრაფი მეთოდი გამოიყენეს. დონორ კვერცხუჯრედში კანის უჯრედის შეყვანის შემდეგ, მას იმგვარად ამუშავებენ, რომ ქრომოსომების წყვილის ნახევარი შედარებით ადრე, ბუნებრივი გზით, დაკარგოს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ალექსეი მიხალჩენკოს თქმით, მათი მეთოდით კვერცხუჯრედები 2-3 საათში მზადდება. შედარებისთვის, აქამდე არსებული მეთოდებით ამ პროცესს შეიძლება რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს.

“თუ ეს ტექნოლოგია მომავალში კლინიკურად პრაქტიკული იქნება, პოტენციალი აქვს, რომ IVF-ს რევოლუციონიზირება მოახდინოს და იმედი მისცეს მრავალ უნაყოფო პაციენტს, რომლებმაც თავიანთი გამეტები (რედ. – კვერცხუჯრედები და სპერმატოზოიდები) დაავადების, ასაკისა თუ კიბოს მკურნალობის გამო დაკარგეს”. – თქვა მიხალჩენკომ.

ობსეტრიკისა და გინეკოლოგიის პროფესორისა და კვლევის თანაავტორის, პაულა ამატოს თქმით, ჯგუფის ტექნიკის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კვერცხუჯრედის კულტურიზაციის ხანგრძლივ დროს თავს არიდებს.

,,თვეების განმავლობაში მრავალი მავნებელი გენეტიკური და ეპიგენეტიკური ცვლილება შეიძლება მოხდეს“, – თქვა ამატომ.

მეცნიერები კვერცხუჯრედებისა და სპერმატოზოიდების ლაბორატორიაში შექმნაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მუშაობენ.

აქამდე, იაპონელმა მკვლევრებმა მამრი თაგვების კანის უჯრედებისგან კვერცხუჯრედები შექმნეს. შედეგად, დაიბადნენ წრუწუნები, რომლებსაც ორი მამა ჰყავდათ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება“ – მიხეილ სარჯველაძე

მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის ჩართულობით მიღწეულია გარკვეული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს ბუნებრივია მივდევთ და სამომავლოდაც, ძირითადად ალბათ ეს პოსტულატები იქნება განმსაზღვრელი, რაც ითქვა წინდაწინ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა.

მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს DRG მეთოდის შესახებ.

„ამასთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება დარგთან აქტიური კომუნიკაცია, ყველა მოსაზრების მოსმენა და შერჩევა საუკეთესო მოდელის, რომელიც წაადგება თითოეულ პაციენტს. მთავარი განმსაზღვრელი გახლავთ პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალური დაცვა. ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა.მან ზურაბ აზარაშვილი შეცვალა, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 მარტს დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით იყო პრობლემები მართვისა და კომუნიკაციის კუთხით.

მე მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი დღეს დილით. მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას. მე ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა, განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებთან. როცა საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა “, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა წინა კვირას დატოვა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„უწყების ნებისმიერი გადაწყვეტილება პაციენტის საუკეთესო ინტერესების, როგორც მთავარი პრიორიტეტის დაცვის გარანტი იქნება“ – მიხეილ სარჯველაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ინფორმაცია მიიღო მათი საჭიროებებისა და მომსახურების პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრისას განიხილეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლო გზები.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ უწყების ნებისმიერი გადაწყვეტილება პაციენტის საუკეთესო ინტერესების, როგორც მთავარი პრიორიტეტის დაცვის გარანტი იქნება. მინისტრის განცხადებით, სწორედ აღნიშნული მიდგომებით იხელმძღვანელებს სამინისტრო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებებზე მუშაობის პროცესში.

შეხვედრაზე იმსჯელეს პაციენტების ჩართულობის საკითხებზეც, სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პაციენტებთან კომუნიკაცია უწყვეტად გაგრძელდება და იდენტიფიცირებული პრობლემების გადასაჭრელად შემდგომ ნაბიჯებს მათთან ერთად განიხილავენ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„ყველა სამსახური მინისტრს გააცნობს მიმდინარე საკითხებს. ასევე ჩავაყენებთ საქმის კურსში რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „ქრონიკასთან“ ჯანდაცვის ახალი მინისტრის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ყველა სამსახური [ჯანდაცვის] მინისტრს გააცნობს მიმდინარე საკითხებს. ასევე ჩავაყენებთ საქმის კურსში რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით – რა გაკეთდა ორი წლის განმავლობაში, რა ეტაპზე ვართ ახლა და რა მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ შედეგები შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო ეფექტურად და წარმატებით წავიდეთ ჯანმრთელობის სტრატეგიის და ასევე სხვა სტრატეგიული მიმართულებებით განსაზღვრული მიზნების შესრულებისკენ“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მიხელ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა. უწყების ახლად დანიშნული ხელმძღვანელი თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა.მან ზურაბ აზარაშვილი შეცვალა, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 მარტს დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით იყო პრობლემები მართვისა და კომუნიკაციის კუთხით.

მე მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი დღეს დილით. მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას. მე ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა, განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებთან. როცა საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა “, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა წინა კვირას დატოვა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი სამოტოტიპის შესახებ? – რა არის პრობლემა?

რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი სამოტოტიპის შესახებ?

(კაცის სომატოტიპოლოგია)

ადამიანი ოდესღაც ველური ბუნების ნაწილი იყო და მისთვის მაღალი აქტივობა ფიზიკური გადარჩენისთვის აუცილებელი გახდა.

ტექნიკური პროგრესის ფონზე ფიზიკური აქტივობა ნელ-ნელა უკანა პლანზე გადავიდა, მაგრამ ადამიანის ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის ის აუცილებელი და შეუცვლელია. უამრავი კვლევა ცხადყოფს, თუ რა მნიშვნელოვანი როლი აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს ადამიანის ცხოვრებასა და მის ხარისხზე, ეს იქნება ფიზიკური კონდენცია, იმუნური სისტემა თუ გონებრივი შესაძლებლობები. ჩვენი შორეული წინაპრები არ ვარჯიშობდნენ, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, მათი ცხოვრების ყოველდღიური ყოფა იყო ვარჯიში.

თანამედროვე რეალობაში ფიზიკური აქტივობების და სპორტის სახეობების დიდი არჩევანია და ყველა ადამიანს შეუძლია მოძებნოს თავისთვის საინტერესო და მიმზიდველი აქტივობა. ყველა ადამიანს სურს, მალე მიაღწიოს სასურველ შედეგსა თუ ფორმებს, მაგრამ ძალიან მცირე პროცენტს გამოსდის ეს. რა არის პრობლემა? სავარჯიშო პროგრამა, კვება, მაღალსტრესული გარემო თუ ცუდი გენეტიკა? რა თქმა უნდა, შეიძლება მიზეზი უამრავი იყოს, როგორც რეალური, ისე გამოგონილი. ვარჯიში რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს, ამისთვის უნდა გავარკვიოთ, რომელი ტიპის სხეულის აგებულება გაქვთ და იმის მიხედვით დავგეგმოთ ვარჯიშის მეთოდები, მოცულობა და კვების რაციონი.

ექტომორფი, მეზომორფი, ენდომორფი.

ეს ტერმინები პირველად გამოიყენა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, უილიამ შელდონმა, 1940 წელს, მართალია, მისი კვლევის მთავარი მიზანი იყო, რომ გამოევლინა ურთიერთკავშირი ადამიანის ფიზიკურ მახასიათებლებსა და ფსიქოლოგიურს შორის, ასევე ქცევისა და ტემპერამენტის ბიოლოგიური ფონის გაგება. მიუხედავად იმისა, რომ შელდონის სომატოტიპოლოგია მეცნიერებში კრიტიკის საგანი გახდა, მათი უმრავლესობის აზრით, არ ჰქონდა საკმარისი მეცნიერული მტკიცებულება მისი მართებულობის, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, სწორედ ამ ტერმინებს იყენებენ ექიმები, ფიზიოლოგები და სპორტსმენები. შელდონის თეორიის მიხედვით, ადამიანის სხეულის ზომა და გარეგნობა შეიძლება შეიცვალოს მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ არა მისი ტიპი. მიუხედავად ძირითადი სამი განსაზღვრული სომატოტიპისა, პრაქტიკულად არ არსებობს სუფთა ექტომორფები, მეზომორფი ან ენდომორფი. ძირითადად, ადამიანის ანატომიური აგებულება, რამდენიმე ტიპის ნიშანს შეიცავს.

ხშირად გვხვდება 2 ტიპის ერთმანეთთან აღრევა, მაგალითად:

ექტომორფის მეზომორფთან, მეზომორფის ენდომორფთან.

1954 წელს შეიქმნა სპეციალური ატლასი, რომლის საფუძველზეც ზრდასრული ადამიანი შეიძლება მივაკუთვნოთ ერთ-ერთ ამ სომატოტიპს. თქვენი სხეულის ტიპის ერთ-ერთი მახასიათებლის, როგორიც არის ძვლების სისქე, განსაზღვრის ერთ-ერთი მარტივი მეთოდი არის თქვენი მაჯის სიგანის გაზომვა.

მიიჩნევა, რომ, წონის მატების ან კლების მიუხედავად, მაჯის გარშემოწერილობა არ იცვლება. გთავაზობთ მაჯის გარშემოწერილობის გაზომვის რამდენიმე მეთოდს:

  1. ერთი ხელის ცერითა და შუა თითებით დაიჭირეთ მეორე ხელის მაჯა. სომატოტიპის მახასიათებელი განისაზღვრება თქვენი თითების მიხედვით: თუ თითები დაფარავს ერთმანეთს, მაშინ თქვენი სომატოტიპი ექტომორფულია, თუ თითები ერთმანეთს შეეხება – მეზომორფული, ხოლო თუ დაშორებულია – ენდომორფული.
  2. გამოიყენეთ საზომი ლენტი.

გაიზომეთ მაჯა ყველაზე ვიწრო ადგილას და შეადარეთ შედეგი ქვემოთ მოცემულ ინდიკატორებს: ექტომორფ მამაკაცებში 18 სმ-ია და ქალებში – 15 სმ-ზე ნაკლები, მეზომორფ კაცებში 18-20 სმ-ია, ქალებში – 15-17 სმ, ენდომორფ კაცებში 20 სმ-ია და ქალებში –17 სმ-ზე მეტი.

სომატოტიპების ცოდნა დაგეხმარებათ სპორტული აქტივობის შერჩევისას. სხეულის სამივე ტიპს აქვს გენეტიკურად განსაზღვრული დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამ ინფორმაციის საფუძველზე წინასწარ შეიძლება განსაზღვროთ, თუ როგორი პოტენციალი ექნება ადამიანს სპორტის რომელიმე კონკრეტულ სახეობაში.

წარმატებული სპორტსმენების ანატომიური თავისებურების და სამი სომატოტიპის დეტალური შესწავლით ჩანს, რომ ექტომორფული სხეულის ტიპი ეფექტურია ისეთ სპორტულს დისციპლინებში, რომლებიც მოითხოვს სიჩქარესა და ამტანობას, მათ აქვთ ოპტიმალური ფიზიკური შესაძლებლობები ისეთი სპორტის სახეობებისთვის, როგორიც არის შორ მანძილზე სირბილი, სიმაღლეზე ხტომა, ტანვარჯიში, ფეხბურთი და ა.შ.

მეზომორფული სხეულის ტიპი ყველაზე დაბალანსებულია და დომინირებს ისეთი სახეობის სპორტში, როგორიცაა: სპრინტერი, ბოდიბილდინგი და ა.შ. ენდომორფები უმეტესად დომინირებენ ისეთ დისციპლინებში, რომლებშიც პრიორიტეტულია ძალა, მაგალითად, რაგბი, ძალოსნობა და ა.შ.

რატომ რეაგირებს ყველა ადამიანი განსხვავებულად ერთსა და იმავე ვარჯიშზე? მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს, მაგრამ, ძირითადად, ეს განპირობებულია იმით, თუ რომელ სომატოტიპს მიეკუთვნება ადამიანი და რა რესურსი აქვს მას გენეტიკურად  წინასწარ განსაზღვრული.

მაგრამ რეალობაში გვხდებიან ისეთი სპორტსმენები, რომლებმაც, წინასწარ განსაზღვრული შეუსაბამო გენეტიკის მიუხედავად, იმ კონკრეტული სპორტის სახეობაში უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს.

როგორც უკვე მიხვდით, სამივე ტიპი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან და საჭიროა განსხვავებული მიდგომა, ვარჯიში და კვების რაციონი.

ექტომორფის მახასიათებელია: თხელი და გრძელი სხეულის აღნაგობა, კანქვეშა ცხიმის დაბალი პროცენტულობა,

თხელი ძვლები და მყესები, ვიწრო მხრები, ბრტყელი მკერდი, სწრაფი ნივთიერებათა ცვლა, რთულად იმატებენ როგორც

კუნთოვან მასას, ისე ცხიმს. მიუხედავად

უამრავი მინუსისა, ექტომორფის სხეული ითვლება ყველაზე ესთეტიკურად,

თუკი შეძლებს კუნთოვანი მასის მომატებას, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს,

ვარჯიშის შეწყვეტისთანავე კუნთოვანი

მასა ბევრად მალე დაეკარგებათ, ვიდრე

სხვა სომატოტიპებს.

ექტომორფის ვარჯიში არ უნდა იყოს ხანგრძლივი და დიდი მნიშვნელობა უნდა დაეთმოს დასვენებას და აღდგენას ვარჯიშებს შორის, რადგან არ გადაიღალოს.

ექტომორფებისთვის სავარჯიშო, ძირითადად, ძალისმიერი მეთოდი გამოიყენება, რომ გაიზარდოს კუნთოვანი მასა და ძალის

მაჩვენებელი. აერობული ტიპის დატვირთვა ძალიან იშვიათად, მხოლოდ გახურების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, თუ კუნთოვანი მასის მატება პრიორიტეტი და არა რომელიმე სხვა სპორტული მიზნის მიღწევა. ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი გამოწვევა ექტომორფისთვის არის კვება, უპირველესად მან უნდა გაზარდოს კალორიულობის მიწოდება, რათა მიიღოს იმაზე მეტი კალორია, ვიდრე ხარჯავს, რითაც შექმნის ენერგიის დადებით ბალანს. ულუფები უმჯობესია იყოს პატარა და ხშირხშირად, რეკომენდებულია 4-7 მიღება კონკრეტული მიზნის მიხედვით, თანაფარდობა დაახლოებით ასეთია: ნახშირწყალი 55%, ცილა 25%, ცხიმი20%

მეზომორფი სხეულის დაბალანსებული აგებულებით გამოირჩევა: განიერი

გულმკერდი და მხრები, ვიწრო წელი, საშუალო სისქის ძვლები, საშუალოზე მაღალი ნივთიერებათა ცვლა. მარტივად შეუძლია კუნთოვანი მასის მომატება, მარტივად იკლებს ცხიმოვან ქსოვილს.

მეზომორფი კარგად რეაგირებს თითქმის ყველანაირი ტიპის აქტივობაზე და, შესაბამისად, კარგად რეაგირებს კუნთოვანი მასის ზრდაზე, ძალის თუ ამტანობის მომატებაზე. ეს დამოკიდებულია, თუ რა ტიპის აქტივობას და მეთოდებს გამოიყენებთ, სამიზნე პრიორიტეტიდან გამომდინარე. მეზომორფის შემთხვევა

რეკომენდებულია საშუალოდ 3-5-ჯერ კვება შემდეგი თანაფარდობით – ნახშირწყალი 40%, ცილა 30%, ცხიმი 30%. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია, თუ რა მიზნები აქვს და, შესაბამისად, მაჩვენებლებიც შეიძლება შეიცვალოს.

ენდომორფი სხეულის ყველაზე მასიური აგებულებით გამოირჩევა, მისი ძირითადი მახასიათებლებია: მსხვილი ძვლები, განიერი წელი, ცხიმის მაღალი პროცენტულობა, ნელი ნივთიერებათაცვლა, მარტივად იმატებს კუნთოვან მასას და ცხიმოვან ქსოვილს. ენდომორფისთვის მთავარი გამოწვევაა დაბალკალორიული კვება, მან ყოველთვის უნდა აკონტროლოს რაციონი, რომელშიც არ უნდა შედიოდეს მარტივი ნახშირწყლები.

ვარჯიშის დროს დიდი ყურადღება ეთმობა ინტენსიურ და აერობულ დატვირთვას (ცხიმის წვისათვის). კვირის განმავლობაში, გარდა ძალისმიერი ვარჯიშებისა, ცალკე უნდა ჩატარდეს აერობული ვარჯიშები. რეკომენდებულია

დღეში 3-4 ულუფა შემდეგი თანაფარდობით:

ნახშირწყლები 25%, ცილა 35%, ცხიმი 40%.

ყველივე ზემოთ მოცემული მახასიათებლების და თავისებურებების გათვალისწინებით, შეგვიძლია უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ სხვადასხვა სავარჯიშო მეთოდი და შევუსაბამოთ კვების რაციონი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მონაცემის საფუძველზე ნუ

განუსაზღვრავთ ადამიანს მისი სხეულის სომატოტიპს, ყველა ადამიანი განსხვავებული, ინდივიდუალური თავისებურებებით გამოირჩევა, შესაბამისად ყველა ადამიანს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა.

მაგალითისთვის, თუკი ადამიანს მსხვილი ძვლები აქვს, რაც ენდომორფის სხეულის აგებულების მახასიათებელია, ეს სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ მას აუცილებლად ნელი ნივთიერებათა ცვლა ექნება და ის კვების მეთოდი გამოვიყენოთ, რომელსაც ენდომორფთან ვიყენებთ. ის შეიძლება უფრო მეზომფრულისკენ იყოს მიდრეკილი, რაც უფრო სწრაფ ნივთიერებათაცვლას გულისხმობს, შესაბამისად, იმის მიხედვით უნდა მოვარგოთ კვების რაციონი და ვარჯიშის მეთოდები, თუ რა სომატოტიპების ნიშნები აქ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, ყველა წინაპრის სასაფლაოს რომ შემოივლი, ყველა წინაპარს რომ პატივს მიაგებ“- გიორგი ფხაკაძე

8 მარტი, 2021

ექსკლუზიური ინტერვიუ

გვესაუბრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე:

„ყველაზე კარგად მახსენდება აღდგომა. ძალიან, ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, ყველა წინაპრის სასაფლაოს რომ შემოივლი, ყველა წინაპარს რომ პატივს მიაგებ, სასაფლაო რომ დალაგებული და დასუფთავებულია. ძალიან მიყვარს ნათესავებთან მისვლა, ჩემს ნათესავებთან ურთიერთობა და პურის ჭამა, განსაკუთრებით სასაფლაოზე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს დღე… ჩემი ბაბუები, ბებიები, დიდი ბაბუები, – მათი საფლავების მონახულება ძალიან მიხარია. ეს რაღაცნაირად გვაერთიანებს. ძალიან მიხარია იმიტომ, რომ წარსულის და მომავლის კავშირია, ნათესავები ნახულობენ ერთმანეთს – ეს ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს ძველი მეგობრები. მაგალითად, მამაჩემის და დედაჩემის ძველი მეგობრები (დედა ცოცხალი აღარ არის). ვფიქრობ, რომ აღდგომის დღესასწაული არის მართლაც ბრწყინვალე დღესასწაული და ყოველთვის მინდა, რომ ვიყო საქართველოში.

-კერძების მომზადება ვერ გამომდის კარგად. ყველაზე მეტად მიყვარს ხაჭაპური, იმერულიც მიყვარს, მაგრამ აჭარული მირჩევნია. რა თქმა უნდა, ხინკალიც ძალიან მიყვარს. როგორც ყველა ქართველს, მიყვარს ხაჭაპური და ხინკალი.

აღდგომის დღესასწაულზე ჩემი ერთი ნათესავი, წყალტუბოში, აცხობს უგემრიელეს, განსხვავებულ პასკას. ამ პასკის ჭამაც ერთი დღესასწაულია ჩემთვის.

– აჭარაში ნამყოფი ვარ და ციხისძირში მიწის ნაკვეთიც მაქვს. ჩემი ოცნება იყო, რომ სახლი ამეშენებინა, მაგრამ ვერ მოვაგვარე ეს საქმე. მე მაინც იმედი მაქვს, როცა დაწყნარდება ყველაფერი, ციხისძირში ავაშენებ ძალიან კომფორტულ, ლამაზ პატარა სახლს, რომელიც იქნება მთლიანად მინის და იქნება ულამაზესი.

მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი. როცა ვმუშაობდი „ევექსში“, ორმოცამდე საავადმყოფო იყო ქსელში და ყველა შემოვლილი მაქვს. ასევე ვმუშაობდი რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში – იქ 20 საავადმყოფო იყო და ოცივე მაქვს შემოვლილი. პრაქტიკულად, საქართველოს რეგიონების 70 საავადმყოფო მაქვს შემოვლილი. საქართველოს რეგიონების საავადმყოფოების 80%-ს ვმართავდი. სასწაული და განსხვავებულია საქართველოს ყველა რეგიონი თავისებურად. ყველა რეგიონის საავადმყოფოში ხომ უმეტესად ადგილობრივი ექიმები არიან, ადგილობრივი ინტელიგენცია თავისებური კოლორიტით, მათგან ბევრ რამეს სწავლობ. ყველა საავადმყოფოში სხვადასხვანაირად გმასპინძლობენ…“

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

რა დაავადებაა მსხვილი ნაწლავის კიბო?

რა დაავადებაა მ ს ხ ვ ი ლ ი ნაწლავის კიბო?
საუბრობს კლინიკური ონკოლოგი, ნათია რატიანი:

„მსხვილი ნაწლავის კიბო, იგივე კოლორექტალური კიბო ეს არის მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც განვითარებას იწვევს მსხვილი ნაწლავის ყველაზე შიგნითა ლორწოვანი გარსიდან, დროთა განმავლობაში იზრდება დაა ხდება მისი ჩაზრდა ნაწლავის კედლის თითქმის ყველა შრეში…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights