სამკურნალო წყალი “ლუგელა” — უნიკალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს კალციუმის ქლორიდის 9,5%-იანი მინერალური წყალია, გამჭვირვალე, უსუნო, ოდნავ მომწარო გემოთი, რომელიც მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზეც არ იყინება.
“ლუგელას” წყაროები მდებარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობისწყლის ხეობაში, სოფელ მუხურიდან 4 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 290 მ სიმაღლეზე. წყალი გამოიყენება ძვლოვანი სისტემის და სახსრების დაავადებების, ალერგიის, ნეფრიტების, სტომატიტების, სისხლდენების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
სააფთიაქო ქსელისთვის “ლუგელას” ჩამოსხმა 1946 წელს დაიწყო. მისგან ამზადებენ კბილის პასტა “ლუგელას”, იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც.
Sheni Network
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. სამკურნალო წყალი “ლუგელა” – გამოიყენება ძვლოვანი სისტემის და სახსრების დაავადებების, ალერგიის, ნეფრიტების, სტომატიტების, სისხლდენების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/03/13/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90/
sheniekimi.ge
