ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

ღორის თირკმელი ცოცხალ პაციენტს გადაუნერგეს

62 წლის რიჩარდ სლეიმენი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ღორის თირკმლის ტრანსპლანტატი მიიღო. მასაჩუსეტსის General Hospital-ში შესაბამისი ოპერაცია 16 მარტს ჩატარდა. პაციენტი თავს კარგად გრძნობს და შესაძლოა, მალე საავადმყოფოდან გაწერონ.

ჩატარებული პროცედურის წარმატებულობა იმედს იძლევა, რომ ერთ დღეს ღორის ორგანოების ტრანსპლანტატები გავრცელებულ პრაქტიკად იქცევა და მისი საშუალებით ასიათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდება. ამ მომენტისთვის, მხოლოდ აშშ-ში, თირკმლის გადანერგვის მომლოდინეთა რიგში 93 000 ადამიანია.

რამდენიმე წელია, რაც მეცნიერები გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორების შესაქმნელად მუშაობენ. ეს იმისათვის, რომ კრიტიკული საჭიროების შემთხვევაში, ღორის ორგანოების ადამიანში გადანერგვა იყოს შესაძლებელი. ამ მხრივ ბოლო წლებში არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, მათ შორის ორ მკვდარ რეციპიენტზე, რომლებიც ჯერ კიდევ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ მიერთებული. ხოლო 2022 წელს პაციენტს პირველად გადაუნერგეს ღორის გული. ის ოპერაციიდან ორ თვეში მოკვდა. 2023 წელს, ღორის გულის მეორე რეციპიენტმა, კი ექსპერიმენტული ოპერაციის შემდეგ, 6 კვირა იცოცხლა. გასათვალისწინებელია, რომ ამ ექსპერიმენტული პროცედურების შედეგებიდან მეცნიერები ჯერ კიდევ ბევრ ახალ რამეს სწავლობენ, მომავალში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

მასაჩუსეტსში ღორის თირკმლის ტრანსპლანტატის გადანერგვა ცოცხალ ადამიანზე მსგავსი პროცედურის ჩატარების პირველი შემთხვევაა. 4-საათიანი ოპერაციის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. საავადმყოფოს განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ შესაძლოა ის სტაციონარიდანაც მალე გაწერონ.

“მე ეს აღვიქვი არა მხოლოდ როგორც ჩემი დახმარების გზა, არამედ ტრანსპლანტატის მომლოდინე ათასობით ადამიანისთვის იმედის გაჩენის საშუალება”, — ამბობს პაციენტი.

მასაჩუსეტსელ პაციენტს მეორე ტიპის დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევის ისტორია აქვს. ის 7 წლის განმავლობაში დიალიზზე იყო, სანამ 2018 წელს ადამიანისგან თირკმლის ტრანსპლანტატს მიიღებდა. დონორის თირკმლის გადანერგვიდან 5 წელიწადში ორგანომ შეფერხებით დაიწყო მუშაობა და 2023 წელს პაციენტს დიალიზის გაგრძელება მოუწია. ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო და კლინიკაში რეგულარულ ვიზიტებს მოითხოვდა.

“მას უნდა მოეცადა 5-6 წელი მორიგი ადამიანი დონორის თირკმლისთვის. მას ამდენი დრო აღარ ჰქონდა და ვეღარ გადარჩებოდა”, — ამბობს დოქტორი უინფრედ უილიამსი, Mass General-ის ნეფროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი და პაციენტის ექიმი, The New York Times-ისთვის გაკეთებულ კომენტარში.

იმ რისკის გათვალისწინებით, რომელიც პაციენტის სიცოცხლესთან დაკავშირებით არსებობდა, ექიმებმა მასთან ღორის თირკმლის გადანერგვის შესაძლებლობა განიხილეს. პროცედურასთან დაკავშირებული პოტენციური რისკისა და სარგებლის შეწონვით, საბოლოოდ მან ღორის თირკმლის გადანერგვა გადაწყვიტა.

რაც შეეხება თვითონ თირკმელს, ის ბიოტექტონოლოგიური კომპანია eGenesis-მა უზრუნველყო. კომპანია ადამიანისთვის გამოსადეგ ორგანოების გამოყვანაზე ზრუნავს. eGenesis ცნობილ გენის რედაქტირების ტექნოლოგია — CRISPR-ს იყენებს, იმისათვის რომ ღორების გენები შეცვალოს.

ღორის გენეტიკური მოთვინიერება
ადამიანის ორგანიზმისთვის მისაღები ორგანოების შესაქმნელად მეცნიერები ღორის უჯრედებში სამ გენს ცვლიან. ესაა ნახშირწყლებისა და შაქრის წარმოებაზე პასუხისმგებელი გენები, რომლებზეც ადამიანის იმუნური სისტემა მწვავედ რეაგირებს და ორგანოში მათი არსებობის შემთხვევაში ტრანსპლანტატის ე.წ. უკუგდებას იწვევს.

მეორე მხრივ, მეცნიერები გენმოდიფიცირებისთვის განკუთვნილ ღორის უჯრედებში ადამიანის შვიდ გენს ამატებენ, რითაც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ ტრანსპლანტატის უკუგდების პრევენციას ცდილობენ. ბოლოს კი ისინი ღორის გენომში “გამორთავენ” ვირუსული დნმ-ის ფრაგმენტებს, ე.წ. ენდოგენურ რეტროვირუსებს. eGenesis-ის მიხედვით,ეს ვირუსები ღორისთვის უვნებელია, თუმცა ადამიანისთვის პოტენციურად ზიანის მომტანია.

როგორც CNN-იტყობინება, მეცნიერებს ღორის დნმ-ში ჯამურად 69 ჩასწორება სჭირდებათ, იმისათვის რომ მის ორგანიზმში გაზრდილი ორგანოები ადამიანის ტრანსპლანტატად გამოსადეგი იყოს.

აღსანიშნავია, რომ ტრანსპლანტაციის პროცედურას თან ახლავს ანტისხეულებზე დაფუძნებული მკურნალობა და იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატები, იმისათვის რომ ორგანოს უკუგდების პრევენცია მოხერხდეს.

“იმედი გვაქვს, რომ დიალიზი მოძველებულ პრაქტიკად იქცევა”, — ამბობს დოქტორი ლეონარდო რიელა, Mass General-ის თირკმლის ტრანსპლანტაციის მიმართულების სამედიცინო ხელმძღვანელი, The Washington Post-თან ინტერვიუში.

სლეიმენის ოპერაცია “ასვევე არის პოტენციური გარღვევა ჩვენი სფეროსთვის დამახასიათებელი პრობლემის გადაჭრის კუთხით; მაგალითად, თირკმლის გადანერგვის შესაძლებლობაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის მხრივ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პაციენტებისთვის; ასევე ტრანსპლანაციისთვის გამოსადეგი ორგანოების უკიდურესი დეფიციტის და სხვა სისტემური ბარიერების პირობებში”, — დასძენს უილიამსი განცხადებაში.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

„ფორმა 100“-ის შევსება ხმით“ – ექიმები ძალიან დიდ დროს ხარჯავენ დოკუმენტაციის შედგენაში

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

ჯანდაცვის სექტორში ხელოვნური ინტელექტი საქართველოშიც აქტუალური ხდება. ერთ-ერთ ასეთ პროექტზე მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია მუშაობს.

ლაბორატორიის დამფუძნებლის რატი სხირტლაძის განმარტებით,  საუბარია პროდუქტზე Speech To Text, რომელიც ხმის ტექსტად ტრანსფორმაციას გულისხმობს და რომლის „გაქართულებაზე“ მუშაობა დაწყებულია.

„ესაა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი მედიცინაში, რადგან ექიმები ძალიან დიდ დროს ხარჯავენ დოკუმენტაციის შედგენაში. გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ექიმებისა და ექთნების დროის 50%-ზე მეტი სწორედ დოკუმენტაციის შევსებას მიაქვს. როცა კითხეს, რა შეუმსუბუქებდა სამუშაოს და რა გაზრდიდა მათ შრომის ნაყოფიერებას, მათ თქვეს, რომ სურთ დოკუმენტაციის პროცესის ჩამოშორება, რის შემდეგაც გაცილებით ბევრ პაციენტს მოემსახურებოდნენ. სწორედ ამიტომ დაიწყო Speech To Text-ის აქტიური გამოყენება მედიცინაში. ამასთან, რასაც ექიმები აკეთებენ, მაგალითად ფორმა 100, ამ დოკუმენტაციის დიდი ნაწილი ნარატიულია, რასაც, გინდა-არ გინდა, სჭირდება წერა, ფიქრი, გრამატიკულად გამართვა და ა.შ.“ – აღნიშნავს რატი სხირტლაძე და განმარტავს, რომ სისტემა უნდა იყოს ქართულ ტერმინოლოგიაზე მორგებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ შეცდომას დაუშვებს, რომელთა შესწორებას დიდი დრო დასჭირდება.

„ვამუშავებთ როგორც სამედიცინო ლექსიკონებს, ისე უამრავ ფორმა-100-ს – რა თქმა უნდა ანონიმიზირებულს. ვიწყებთ სამედიცინო წიგნების დამუშავებას. ჩაფიძის კლინიკაში დავიწყეთ ტესტირება და ექიმები ძალიან დიდი ენთუზიაზმით არიან ამაში ჩართულები,“- აღნიშნა სხირტლაძემ.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

„საქართველოს უკანასკნელ პერიოდში, ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს“

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. უწყების ხელმძღვანელმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა“, ინფიცირების შემთხვევების ეფექტური დიაგნოსტიკა, მკურნალობა და საქართველოში ინფექციასთან ბრძოლისთვის გატარებული ღონისძიებები განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს უკანასკნელ პერიოდში, ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. ქვეყანა უზრუნველყოფს ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის თანამედროვე დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას. კერძოდ, საქართველომ, 2015 წელთან შედარებით შეძლო ტუბერკულოზის ინციდენტების 50%-ით შემცირება. მომსახურებები ფინანსდება სრულად სახელმწიფოს მიერ და პაციენტის მხრიდან არ ითვალისწინებს თანაგადახდას.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივითა და აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას, სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩვენი ქვეყანა, შესაძლოა, მალე ფაგების ინდუსტრიაში მსოფლიო ბაზრის ლიდერი გახდეს

ფაგები, ანუ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალება – გვერდითი და უკუჩვენებების გარეშე, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით არ არის რეზისტენტული. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ლაბორატორია საქართველოში შეიქმნა.

საქართველოში წარმოებულ ფაგებზე მოთხოვნა, მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა მალე შესაძლოა ფაგების ინდუსტრიაში მსოფლიო ბაზრის ლიდერი გახდეს. ფაგებით მკურნალობის უნიკალური მეთოდი, რომელსაც შესაძლოა მალე რენესანსის ხანა დაუდგეს.

ბაქტერიის ბუნებრივი მტრებით – ფაგებით მკურნალობის უნიკალური მეთოდი, რომელიც ქვეყანას ქართველმა მეცნიერმა გიორგი ელიავამ ჯერ კიდევ საუკუნის წინ დაუტოვა.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

საშარდე გზების ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული ბავშვებში – სიმპტომები, რისკის ჯგუფები, დიაგნოზი, მკურნალობა

საშარდე გზების ინფექცია ბავშვებში
საშარდე გზების ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული ბავშვებში. ამ მდგომარეობის განვითარების რამოდენიმე მიზეზი არსებობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება როცა ბაქტერიები აღმავალი გზით შარდის ბუშტში ან თირკმელებში ხვდება. შარდის ბუშტის ანთებას ცისტიტი, ხოლო თირკმელის ანთებას პიელონეფრიტი ჰქვია.
სიმპტომები ცისტიტის დროს:
ტკივილი, წვა, არასასიამოვნო შერგძნება შარდვისას
ხშირი შარდვა მცირე პორციებით
შარდვის გახშირება ღამის საათებში
ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
ამღვრეული შარდი, ან სისხლი შარდში
თუ ამას დაერთო ინტოქსიკაცია, გულისრევა, ღებინება, უმადობა, ტკივილი წელის არეში ან მუცლის გვერდითა მიდამოში და, რაც მთავარია, ცხელება, რომელიც 38.5 გრადუსს აჭარბებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია თირკმელშიც გავრცელდა და პიელონეფრიტთან გვაქვს საქმე.
რისკის ჯგუფები:
გოგონები. ეს დაკავშირებულია შარდის არხის ანატომიურ თავისებურებებთან: ქალებში ის უფრო ფართო და მოკლეა
საშარდე გზების ანომალია
შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება შარდის ბუშტიდან თირკმელში)
პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა
ოჯახური ანამნეზი
დიაგნოზი:
შარდის კლინიკური ანალიზი
შარდის ბუშტის და თირკმელების ექოსკოპია
შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა
მკურნალობა:
ანტიბიოტიკი
ტკივილგამაყუჩებელი
სიცხის დამწევი
საშარდე გზების ინფექცია კარგად ექვემდებარება მკურნალობას, მაგრამ მნიშვნელოვანია დროულად დავიწყოთ თერაპია.
შესაბამისი მკურნალობის გარეშე საშარდე გზების ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება.
პროფილაქტიკა:
ბავშვის საფენის ხშირი გამოცვლა
პირადი ჰიგიენის დაცვა
ნაწლავთა რეგულარული მოქმედება
სწორი ჩაბანა, განსაკუთრებით გოგონებისთვის – წინიდან უკან და არა უკნიდან წინ
ნატურალური ბამბის საცვლების ხმარება

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

ბავშვებში საშარდე გზების ინფექციები – როგორ ავარიდოთ საშარდე გზების ინფექციები

ბავშვებში საშარდე გზების ინფექციები.

საუბრობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა ჭანტურაია გადაცემაში „პირადი ექიმი“ ისაუბრა:

-„რეალუჯრად, ზამთარში სახლში არის „ზაფხული“. ბავშვის წონა რომ მცირეა, თბილ ოთახში ყოფნისას რა სითხეც აორთქლება, მისთვის საკმაოდ მაღალი პროცენტია. შეიძლება, დილიდან საღამომდე ტუალეტში არ შევიდეს.

სტატისტიკურად დადასტურებული არ არის, თუმცა,  რეკომენდაციაა, –  ბავშვმა 4 საათში ერთხელ მაინც მოშარდოს, იმდენი შარდი გამოყოს, რომ ბუშტი გამოირეცხოს იმიტომ, რომ დაცლას მნიშვნელობა აქვს. ბაქტერიების გამრავლებას 6 საათი მაინც სჭირდება.

შარდის ბუშტი 6 საათამდე თუ იცლება, ბაქტერიები გამრავლებას იმდენად ვერ ასწრებენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია რეჟიმული შარდის ბუშტის დაცლაა. ბავშვს თუ არ ეშარდება, იძულება ძნელია.

ბავშვმა სითხე უნდა მიიღოს და 4 საათში ერთხელ მაინც მოშარდოს (4-5 მოშარდვაა დღეში). ეს არის ერთ-ერთი პრევენცია, რომ საშარდე გზის ინფექციების განვითარების რისკი შემცირდეს.

ბავშვს საშარდე გზის ინფექციის პრობლემა ერთხელ მაინც თუ ჰქონდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეში 4-5-ჯერ მოშარდოს.  ზამთარში მაინც თბილ გარემოშია, გათბობაა ბაღებსა და სკოლებში, ამიტომ ბავშვი რეალურად, ზაფხულის პირობებშია და სითხის მიღება მნიშვნელოვანია. ბავშვის წონა რომ მცირეა, თბილ ოთახში ყოფნისას რა სითხეც აორთქლება, მისთვის საკმაოდ მაღალი პროცენტია. შეიძლება, დილიდან საღამომდე ტუალეტში არ შევიდეს“, – განაცხადა ზაზა ჭანტურაიამ.

როგორც მან აღნიშნა, საშარდე გზების ინფექცია მრავალფეროვანი სპექტრია.

„ბავშვები მცირე ასაკში თუ იმდენ სითხეს ვერ იღებენ, რომ გაუწყლოება თავიდან აირიდონ, საჭირო ხდება ჰოსპიტალიზაცია. თუ ბავშვი ზოგადად ცუდადაა, აუცილებლად ექიმი სჭირდება“- განაცხადა უროლოგმა, მედიცინის დოქტორმა ზაზა ჭანტურაიამ.

ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი გლო­მე­რუ­ლე­ბის და­­ა­ვა­­დე­ბაა, რომ­ლის დრო­საც ცი­ლის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა გა­მო­ი­ყო­ფა შარ­დით

ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი

ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი გლო­მე­რუ­ლე­ბის და­­ა­ვა­­დე­ბაა (გლო­მე­რუ­ლე­ბი უწ­ვრი­ლე­სი სის­ხ­ლ­ძარ­ღვე­ბის გრო­ვე­ბია თირ­კმელ­ში, რო­მელ­თა ფო­რებ­შიც სის­ხლი იფილ­ტრე­ბა), რომ­ლის დრო­საც ცი­ლის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა გა­მო­ი­ყო­ფა შარ­დით. ეს იწ­ვევს სითხ­ის დაგ­რო­ვე­ბას ორ­გა­ნიზ­მში (შე­შუ­პე­ბას) და სის­ხლში ერ­თ-ერ­თი ცი­ლის – ალ­ბუ­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბას, ცხი­მე­ბის სი­ჭარ­ბეს­თან ერ­თად.
ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი თირ­კმლე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბ­­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ონ;
პა­ცი­ენტს აწუ­ხებს სა­ერ­თო სი­სუს­ტე, შე­შუ­პე­­ბა და, ზოგ­ჯერ, კუნ­თე­ბის გან­ლე­ვა;
დი­აგ­ნო­ზი შარ­დი­სა და სის­ხლის ანა­ლი­ზებს, ზოგ­ჯერ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თი კვლე­ვე­ბი­სა და თირ­კმლის ბი­ოფ­სი­ის შე­დე­გებს ეფუძ­ნე­ბა;
თუ ადა­მი­ანს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რო­მე­ლიც ნეფ­რო­ზულ სინ­დრომს იწ­ვევს, თა­ვი­დან­ვე ინიშ­ნე­ბა ან­გი­ო­ტენ­ზინ­-გარ­დამ­ქმნე­ლი ფერ­მენ­ტის ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი და ან­გი­ო­ტენ­ზინ II-ს რე­ცეპ­ტო­რის ბლო­კე­რე­ბი თირ­კმლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის Yთა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად;
იგი­ვე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ამ სინ­დრო­მის სამ­კურ­ნა­ლოდ.
ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში, თან­და­თა­ნო­ბით ან უეც­რად გან­ვი­თარ­დეს. ბავ­შვებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად 18 თვი­დან 4 წლამ­დე ვლინ­დე­ბა, უფ­რო ხში­რია ბი­ჭებ­ში. ზრდას­რუ­ლებ­ში ორი­ვე სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ნაბა­რი სიხ­ში­რით ავად­დე­ბი­ან.
შარ­დით ცი­ლის და­კარ­გვას (პრო­ტე­ი­ნუ­რი­ა) მო­ჰ­­­ყვე­ბა ორ­გა­ნიზ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცი­­­ლე­­­ბის, მა­გა­ლითად ალ­ბუ­მი­ნის, ნაკ­ლე­ბო­ბა სის­­­ხლში და ცხი­მე­ბის (ლი­პი­დე­ბის) სი­ჭარ­ბე, სი­ს­­­ხ­ლის შე­დე­დე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და ინ­ფექ­ცი­­­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ტი ალ­ბა­თო­ბა. სის­ხლში ალ­­ბუ­­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა ორ­გა­ნიზ­მში შე­შუ­პე­ბას და ნა­ტ­­რი­­უ­­მის შე­კა­ვე­ბას იწ­ვევს.
მი­ზე­ზე­ბი
ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი შე­იძ­ლე­ბა იყოს პირ­ვე­ლა­დი, ანუ აზი­ა­ნებ­დეს მხო­ლოდ თირ­კმლებს ან მე­ო­რა­დი – ­სხვა და­ავა­დე­ბე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან უხ­ში­რე­სია შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, სის­ტე­მუ­რი წი­თე­ლი მგლუ­რა და ზო­გი ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ა. ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი გლო­მე­რუ­ლო­ნეფ­რიტ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, აგ­რეთ­ვე ზო­გი­ერ­თმა თირ­კმლებ­ზე ტოქ­სი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის მქო­ნე მე­დი­კა­მენ­ტმა, გან­სა­კუთ­რე­ბით არას­ტე­რო­ი­დულ­მა ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა (ა­ასს). ზოგ­ჯერ სინ­დრო­მი ალერ­გი­ის შე­დე­გი­ა, მა­გა­ლი­თად მწე­რე­ბის ნაკ­ბენ­ზე, შხა­მი­ა­ნი მუ­ხის ან შხა­მი­ანი თუ­თუ­ბოს საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის ზო­გი­ერ­თი სა­ხე მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თია.
სიმ­პტო­მე­ბი
იწყ­ე­ბა უმა­დო­ბით, შე­უძ­ლოდ ყოფ­ნით, ქუ­თუ­თო­ე­ბის და სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლე­ბის შე­შუ­პე­ბით სხე­ულ­ში ნატ­რი­უ­მი­სა და წყლის შე­კა­ვე­ბის გა­მო, მუც­ლის ტკი­ვი­ლით, კუნ­თე­ბის გან­ლე­ვით (ატ­რო­ფი­ა) და ქა­ფი­ა­ნი შარ­დით. შე­საძ­ლოა მუც­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბის გაზ­რდა მას­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სითხ­ის დაგ­რო­ვე­ბის გა­მო (ას­ცი­ტი). სითხე შე­იძ­ლე­ბა ფილ­ტვის გარ­შე­მო არ­სე­ბულ სივ­რცე­შიც დაგ­როვ­დეს (პლევ­რუ­ლი გა­მო­ნა­ჟო­ნი), რაც ქო­შინს იწ­ვევს. სხვა სიმ­პტო­მე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა: მუხ­ლე­ბი­სა და, მა­მა­კა­ცებ­ში, სა­თეს­ლე პარ­კის შე­შუ­პე­ბა. ხში­რად, სითხ­ე, რო­მე­ლიც შე­შუ­პე­ბას იწ­ვევს, მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა. ღა­მით ის სხე­უ­ლის ზე­და ნა­წი­ლებ­ში გროვ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, ქუ­თუ­თო­ებ­ში, დღი­სით, რო­ცა ადა­მი­ა­ნი ფეხ­ზეა ან ზის, სითხე სხე­უ­ლის ქვე­და ნა­წილ­ში, მა­გა­ლი­თად, კო­ჭე­ბის გარ­შე­მო გროვ­დე­ბა. შე­შუ­პე­ბის გა­მო შე­იძ­ლე­ბა არ ჩან­დეს კუნ­თე­ბის გან­ლე­ვა, რო­მე­ლიც თან­და­თან პროგ­რე­სი­რებს.
ბავ­შვებ­ში არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, რო­გორც წე­სი, და­ბა­ლია და შე­იძ­ლე­ბა უფ­რო დაქ­ვე­ით­დეს წა­მოდ­გო­მის დროს (ორ­თოს­ტა­ტუ­ლი ჰი­პო­ტენ­ზი­ა). ზოგ­ჯერ შო­კიც ვი­თარ­დე­ბა. ზრდას­რუ­ლებ­ში არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ბა­ლი, ნო­რ­­მა­ლუ­რი ან მა­ღა­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია შარ­დის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა და თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, თუ სის­ხლძარ­ღვე­ბი­დან იმ­დე­ნი სითხე გა­ი­ჟო­ნა ქსო­ვი­ლებ­ში, რომ სის­ხლის მო­ცუ­ლო­ბა შემ­ცირ­და და თირ­კმლე­ბი კარ­გად ვე­ღარ მა­რაგ­დე­ბა სის­ხლით. ზოგ­ჯერ თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა და შარ­დის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა უეც­რად ვი­თარ­დე­ბა.
შარ­დთან ერ­თად ნუტ­რი­ენ­ტე­ბიც გა­მო­ი­ყო­ფა, რა­მაც ორ­გა­ნიზ­მში მა­თი ნაკ­ლე­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ბავ­შვებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ზრდის შე­ფერ­ხე­ბა. კალ­ცი­უ­მი ძვლე­ბი­დან იკარ­გე­ბა. თმა და ფრჩხი­ლე­ბი მსხვრე­ვა­დი ხდე­ბა და თმის ცვე­ნა იწყ­ე­ბა. ფრჩხი­ლებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ჰო­რი­ზონ­ტა­­ლუ­რი, თეთ­რი ხა­ზე­ბი გაჩ­ნდეს, რი­სი მი­ზე­ზიც უც­ნო­ბი­ა.
მუც­ლის ღრუს ამომ­ფენ და ორ­გა­ნო­ე­ბის მფა­რავ გარ­სზე – პე­რი­ტო­ნე­უმ­ზე შე­იძ­ლე­ბა ინ­ფექ­ცია და ან­თე­ბა გან­ვი­თარ­დეს. ხში­რია ოპორ­ტუ­ნის­ტუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი (ი­სი­ნი, რო­მელ­თაც, ჩვე­უ­ლებ­რივ, უვ­ნე­ბე­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი იწ­ვე­ვენ). ინ­ფექ­ცი­ე­ბის რის­კი, რო­გორც ჩანს, იმი­ტომ იზ­რდე­ბა, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი შარ­დთან ერ­თად გა­მო­ი­ყო­ფა და თან საკ­მა­რი­სად არ წარ­მო­იქ­მნე­ბა. სის­ხლის თრომ­ბის წარ­მოქ­მნის რის­კი იზ­რდე­ბა (თრომ­ბო­ზი), გან­სა­კუთ­რე­ბით თირ­კმლე­ბის მთა­ვარ ვე­ნა­ში. უფ­რო იშ­ვი­ა­თად, შე­დე­დე­ბის უნა­რი ქვე­ით­დე­ბა და სის­ხლი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ვე­ღარ დედ­დე­ბა, რაც სის­ხლდე­ნას იწ­ვევს. მა­ღალ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას გუ­ლი­სა და თა­ვის ტვი­ნის მხრივ თან ახ­ლავს გარ­თუ­ლე­ბე­ბი, უფ­რო ხში­რად შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით ან სის­ტე­მუ­რი წი­თე­ლი მგლუ­რა­თი და­ა­ვა­დე­ბულ პი­რებ­ში.

დი­აგ­ნო­ზი
ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის დი­აგ­ნო­ზი სიმ­პტო­მე­ბის, გა­სინ­ჯვი­სა და ანა­ლი­ზე­ბის შე­დე­გებს ეფუძ­ნე­ბა. ზოგ­ჯერ უფ­რო­სი ასა­კის პი­რებ­ში ეს სინ­დრო­მი თავ­და­პირ­ვე­ლად გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა ჰგო­ნი­ათ, რად­გან შე­შუ­პე­ბა ამ უკა­ნას­კნე­ლის დრო­საც ვი­თარ­დე­ბა და უფ­რო ხში­რია მო­ხუ­ცებ­ში. და­კარ­გუ­ლი ცი­ლის რა­ო­დე­ნო­ბის გან­საზღ­ვრის კარ­გი მე­თო­დია შარ­დის შეგ­რო­ვე­ბა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ეს ბევ­რის­თვის რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი­ა. მე­ო­რე გზაა ცი­ლის დანა­კარ­გის მი­ახ­ლო­ე­ბით გა­მოთ­ვლა შარ­დის ნი­მუ­შის ანა­ლი­ზით, მას­ში ცი­ლი­სა და კრე­ა­ტი­ნი­ნის (ნარ­ჩე­ნი პრო­დუქ­ტი) რა­ო­დე­ნო­ბის შე­ფარ­დე­ბით. ასე­ვე სა­ჭი­როა სის­ხლი­სა და შარ­დის სხვა ანა­ლი­ზე­ბი, რა­თა დად­გინ­დეს, კი­დევ რა ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია სინ­დრომ­მა. სის­ხლში ალ­ბუ­მი­ნის დო­ნე და­ბა­ლი­ა, რად­გან ეს სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცი­ლა შარ­დით იკარ­გე­ბა და, იმავ­დრო­უ­ლად, მი­სი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლი­ა. შარ­დის ანა­ლი­ზით ვლინ­დე­ბა ცი­ლის, უჯ­რე­დე­ბი­სა და ცხი­მე­ბის გრო­ვე­ბის (ცი­ლინ­დრების) არ­სე­ბო­ბა, ნატ­რი­უ­მის შემ­ცვე­ლო­ბა და­ბა­ლი­ა, კა­ლი­უ­მი­სა – მა­ღა­ლი.
სის­ხლში ლი­პი­დე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია გაზრ­­დი­ლი­ა, ზოგ­ჯერ ნორ­მას 10-ჯე­რაც კი აჭარ­ბებს. ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა შარ­დშიც იზ­რდე­ბა. შე­საძ­ლოა ანე­მია გან­ვი­თარ­დეს. სის­ხლის შე­მა­დე­დე­ბე­ლი ცი­ლე­ბის დო­ნე შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი ან და­ბა­ლი იყოს.
ექი­მი იკ­ვლევს ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის ყვე­ლა შე­საძ­ლო მი­ზეზს, მათ შო­რის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც. სის­ხლი­სა და შარ­დის ანა­ლი­ზებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს გა­მომ­წვე­ვი და­ა­ვა­დე­ბა. ხში­რად ტარ­დე­ბა თირ­კმლე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თი კვლე­ვე­ბი – ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია ან მაგ­ნი­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ა. თუ ადა­მი­ან­მა წო­ნა­ში და­იკ­ლო და ხან­დაზ­მუ­ლი­ა, უნ­და გა­მო­ი­რიცხ­ოს სიმ­სივ­ნე. გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი­სა და თირ­კმლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხის და­სად­გე­ნად გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­სა­დე­გია ორ­გა­ნოს ბი­ოფ­სი­ა.
პროგ­ნო­ზი
პროგ­ნო­ზი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ნეფ­რო­ზუ­ლი სი­ნ­­დრო­მის მი­ზე­ზის, პა­ცი­ენ­ტის ასა­კის, თირ­კმლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის სა­ხი­სა და ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით. თუ სინ­დრო­მის მი­ზე­ზი გან­კურ­ნე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბა­ა, მა­გა­ლი­თად ინ­ფექ­ცი­ა, სიმ­სივ­ნე ან მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, მან შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი უკუ­გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნი­ცა­დოს. ბავ­შვთა ასაკ­ში ეს შემ­თხვე­ვა­თა ნა­ხე­ვარ­ში ხდე­ბა, დი­დებ­ში კი – უფ­რო იშ­ვი­ა­თად. თუ გა­მომ­წვე­ვი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი ეფექ­ტუ­რი­ა, ზოგ­ჯერ სინ­დრო­მის პროგ­რე­სი­რე­ბა ნელ­დე­ბა, უფ­რო იშ­ვი­ა­თად მდგო­მა­რე­ო­ბა ნა­წი­ლობ­რივ ან მთლი­ა­ნად სწორ­დე­ბა.
რო­ცა სინ­დრომს აივ ინ­ფექ­ცია იწ­ვევს, ის შე­უ­პოვ­რად პროგ­რე­სი­რებს და ხში­რად თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა 3-4 თვე­ში ვი­თარ­დე­ბა. ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მით იბა­დე­ბი­ან, იშ­ვი­ა­თად ცოცხ­ლო­ბენ ერთ წელ­ზე მეტს, თუმ­ცა­ღა ზო­გი­ერ­თი გა­დარ­ჩე­ბა დი­ა­ლი­ზის ან თირ­კმლის გა­და­ნერ­გვის გზით.
რო­ცა გა­მომ­წვე­ვი სის­ტე­მუ­რი წი­თე­ლი მგლუ­რა ან შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­ა, მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად შარ­დით და­კარ­გუ­ლი ცი­ლის რა­ო­დე­ნო­ბა აღარ იმა­ტებს ან მცირ­დე­ბა. თუმ­ცა ზოგ­ჯერ მკურ­ნა­ლო­ბა უე­ფექ­ტოა და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა ვი­თარ­დე­ბა. იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­ცა ნეფ­რო­ზულ სინ­დრომს ინ­ფექ­ცი­ა, ალერ­გია ან ჰე­რო­ი­ნის ინ­ტრა­ვე­ნუ­რი მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს, პროგ­ნო­ზი სხვა­დას­ხვა­ა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად ად­რე და ეფექ­ტუ­რა­დაა გა­მომ­წვე­ვი და­ა­ვა­დე­ბა ნამ­კურ­ნა­ლე­ბი.
პრე­ვენ­ცია და მკურ­ნა­ლო­ბა
პრე­ვენ­ცი­ი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი სა­­შუ­ა­ლე­ბე­ბი­ა: ან­გი­ო­ტენ­ზინ­-გარ­დამ­ქმნე­ლი ფე­რ­­მენ­ტის ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი (აგფ ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი – ენ­ა­­ლაპ­რი­ლი, ქვი­ნაპ­რი­ლი, ლი­ზი­ნოპ­რი­ლი) ან ან­­გი­­ო­­ტენ­ზინ II-ს რე­ცეპ­ტო­რის ბლო­კე­რე­ბი (არბ – კან­­დე­სარ­ტა­ნი, ლო­სარ­ტა­ნი, ვალ­სარ­ტა­ნი), ერ­­თად ან ცალ­-ცალ­კე. რო­ცა სის­ტე­მუ­რი წი­თე­ლი მგლუ­რა­თი ან შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ანს მსუ­ბუ­ქად ან სა­შუ­ა­ლოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი პრო­ტე­ი­ნუ­რია აქვს, აგფ ინ­ჰი­ბი­ტო­რი ან არბ რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე ინიშ­ნე­ბა, რა­თა პრო­ტე­ნი­უ­რი­ამ არ იმა­ტოს და თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცია არ გა­უ­ა­რეს­დეს.
რო­ცა ადა­მი­ანს უკ­ვე აქვს ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი, მა­საც აგფ ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბით ან არ­ბ-თი მკურ­ნა­ლო­ბენ, რაც სიმ­პტო­მე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას იწ­ვევს, შარ­დით გა­მო­ყო­ფი­ლი ცი­ლის რა­ო­დე­ნო­ბა და სის­ხლში ლი­პი­დე­ბის დო­ნე მცირ­დე­ბა. თუმ­ცა, თირ­კმლე­ბის სა­შუ­ა­ლო ან მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბის დროს ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი კა­ლი­უ­მის რა­ო­დე­ნო­ბას ზრდის სის­ხლში. ამან შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბა – გუ­ლის რიტ­მის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს.
ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის არა­მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ცი­ლი­სა და კა­ლი­უ­მის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, რო­მელ­შიც ნა­ჯე­რი ცხი­მე­ბის, ნატ­რი­უ­მი­სა და ქო­ლეს­ტე­რო­ლის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა უნ­და იყოს. ზოგ­ჯერ პა­ცი­ენტს ცი­ლის მი­ღე­ბის შეზღ­უდ­ვა­საც ურ­ჩე­ვენ.
თუ მუც­ლის ღრუ­ში სითხე დაგ­როვ­და, კუ­ჭის მო­ცუ­ლო­ბა მცირ­დე­ბა და ადა­მი­ანს ხში­რად უწევს საკ­ვე­ბის მცი­რე ულუ­ფე­ბის მი­ღე­ბა. მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შარ­დმდე­ნე­ბი ინიშ­ნე­ბა. ისი­ნი ამ­ცი­რებს სითხ­ის შე­კა­ვე­ბას და შე­შუ­პე­ბას, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნის რის­კი გა­ზარ­დოს. ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ექი­მი ან­ტი­კო­ა­გუ­ლანტს – შე­დე­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბას, ნიშ­ნავს. ინ­ფექ­ცი­ე­ბი სი­ცოცხ­ლის­თვის სა­ში­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს და მა­თი მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ არის სა­ჭი­რო.
თუ­კი შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, და­ა­ვა­დე­ბის მი­ზეზს ებ­რძვი­ან. მა­გა­ლი­თად, ინ­ფექ­ცი­ის მკურ­ნა­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა მის მი­ერ გა­მოწ­ვე­უ­ლი ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის უკუ­გან­ვი­თა­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. თუ მი­ზე­ზი სიმ­სივ­ნე­ა, მი­სი გან­კუ­რ­ნე­ბა თირ­კმლის­მი­ერ პრობ­ლე­მა­საც მო­აგ­ვა­რებს. რო­ცა ჰე­რო­ი­ნის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე შეწყ­ვეტს ამ ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­კურ­ნოს. თუ სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ან მე­დი­კა­მენ­ტე­ბია მი­ზე­ზი, მა­თი მოხ­სნა შე­საძ­ლოა ეფექ­ტუ­რი გა­მოდ­გეს. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ალერ­გი­ულ­ნი არი­ან შხა­მი­ან თუ­თუ­ბო­ზე, შხა­მი­ან მუ­ხა­ზე ან მწე­რე­ბის ნაკ­ბენ­ზე, უნ­და მო­ე­რი­დონ ამ გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლებს. თუ გან­კურ­ნე­ბა­დი მი­ზე­ზის პოვ­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა, პა­ცი­ენტს შე­იძ­ლე­ბა და­ე­ნიშ­ნოს კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი და იმუ­ნი­ტე­ტის დამ­თრგუნ­ვე­ლი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად ციკ­ლო­ფოს­ფა­მი­დი. თუმ­ცა, კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი თა­ვა­დაც იწ­ვევს დარ­ღვე­ვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­ში, მა­გა­ლი­თად ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა­სა და სქე­სობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბას.

მე­ო­რა­დი ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი

დაავადებები:­
ამი­ლო­ი­დო­ზი
სიმ­სივ­ნე (ლიმ­ფო­მა, ლე­ი­კე­მია ან სო­ლი­დუ­რი სიმ­სივ­ნე­ე­ბი)
შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი*
პრე­ეკ­ლამ­ფსია (ორ­სულ­თა ტოქ­სი­კო­ზი)
გლო­მე­რუ­ლო­ნეფ­რი­ტის ზო­გი­ერ­თი ფორ­მა (მათ შო­რის სწრა­ფად პროგ­რე­სი­რე­ბა­დი)
სის­ტე­მუ­რი წი­თე­ლი მგლუ­რა*
ვას­კუ­ლი­ტე­ბი (ჰე­ნოხ­-შონ­ლა­ი­ნის პურ­პუ­რა, ვე­გე­ნე­რის გრა­ნუ­ლო­მა­ტო­ზი ან მიკ­როს­კო­პუ­ლი პო­ლი­ან­გი­ი­ტი)
ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი (B* და ჩ* ჰე­პა­ტი­ტი, ადა­მი­ა­ნის იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის ვი­რუ­სი *)
მე­დი­კა­მენ­ტე­ბი:
ოქ­რო
არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნააღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (ა­ასს)*
პე­ნი­ცი­ლა­მი­ნი
ჰე­რო­ი­ნის ინ­ტრა­ვე­ნურად მოხ­მა­რე­ბა
ალერ­გი­ა:
მწე­რის ნაკ­ბენ­ზე
მცე­ნა­რე­ე­ბის მტვერ­ზე
შხა­მი­ან თუ­თუ­ბო­სა და შხა­მი­ან მუ­ხა­ზე
*ვარ­სკვლა­ვით აღ­ნიშ­ნუ­ლია ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზე­ბი

ფრჩხილ­-კვი­რის­ტა­ვის სინ­დრო­მი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

კლინიკების დაფინანსების წესი შეიცვლება – რას ცვლის ახალი ჯანდაცვის მინისტრი

კლინიკები- ჯარიმები

ჯანდაცვის ასოციაციის წევრი – კლინიკა “ლიდერმედის” გენერალური დირექტორი გიორგი ამბროლიანი კლინიკების დაფინანსების წესის ცვლილებაზე საუბრობს.

იხილეთ ვრცლად –https://tinyurl.com/ystmmr7m

ფრჩხილ­-კვი­რის­ტა­ვის სინ­დრო­მი იშ­ვი­ა­თი გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა­ა, რო­მე­ლიც თირ­კმლე­ბის, ძვლე­ბის, სახ­სრე­ბი­სა და ფრჩხი­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და­რ­ღვე­ვას იწ­ვევს

ფრჩხილ­-კვი­რის­ტა­ვის სინ­დრო­მი

ფრჩხილ­-კვი­რის­ტა­ვის სინ­დრო­მი (ოს­ტე­ო­ო­ნი­ქო­დის­პლა­ზი­ა, არ­თრო­-ო­ნი­ქო­დის­პლა­ზია და ონი­ქო­ოს­ტე­ო­დის­პლა­ზი­ა) იშ­ვი­ა­თი გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა­ა, რო­მე­ლიც თირ­კმლე­ბის, ძვლე­ბის, სახ­სრე­ბი­სა და ფრჩხი­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და­რ­ღვე­ვას იწ­ვევს.
ფრჩხილ­-კვი­რის­ტა­ვის სინ­დრო­მის გა­მომწ­ვე­­ვი გე­ნი დო­მი­ნან­ტუ­რი­ა. ხში­რად, ამ და­ა­ვა­დე­­ბის მქო­ნე ადა­მი­­ა­ნებს ერ­თი ან ორი­ვე კვი­რის­ტა­ვი არა აქვთ, მკლავ­ზე ერ­თ-ერ­თი სხი­ვის ძვა­ლი ამო­ვარ­დნი­ლია იდაყ­ვის სახ­სრი­­დან და მენ­ჯის ძვა­ლი დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი­ა. მათ ან სა­ერ­თოდ არა აქვთ ფრჩხი­ლე­ბი, ან ცუ­დად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი – უს­წორ­მას­წო­რო და ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი­ა. პა­ცი­ენ­ტე­ბის 30-40%-ის შარ­დში ცი­ლის არ­სე­ბო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა, რის გა­მოც ექი­მი თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ის გა­მოკ­ვლე­ვას იწყ­ებს. თირ­კმლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მქო­ნე­თა 30%-ში 50-60 წლის ასა­კის­თვის უკ­მა­რი­სო­ბა ვი­თარ­დე­ბა. დი­აგ­ნო­ზი ძვლე­ბის რენ­ტგე­ნოგ­რა­ფი­ით და თირ­კმლის ქსო­ვი­ლის ბი­ოფ­სი­ით დას­ტურ­დე­ბა.
ამ სინ­დრო­მის ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის კონ­ტრო­ლით შე­საძ­ლოა თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის სიჩ­ქა­რის შე­ნე­ლე­ბა. თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დი­ა­ლი­ზი ან გა­და­ნერ­გვაა სა­ჭი­რო. მათ, ვი­საც შვი­ლე­ბის ყო­ლა უნ­დათ, გე­ნე­ტი­კურ ტეს­ტი­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ დე­ფექ­ტუ­რი გე­ნის გა­მო­სავ­ლე­ნად.

მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ნეფ­რი­ტი (ალ­პორ­ტის სინ­დრო­მი)

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ნეფ­რი­ტი (ალ­პორ­ტის სინ­დრო­მი) გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა­ა, რომ­ლის დრო­საც თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცია დარ­ღვე­უ­ლი­ა

მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ნეფ­რი­ტი
(ალ­პორ­ტის სინ­დრო­მი)

მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ნეფ­რი­ტი (ალ­პორ­ტის სინ­დრო­მი) გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა­ა, რომ­ლის დრო­საც თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცია დარ­ღვე­უ­ლი­ა, შარ­დთან ერ­თად სის­ხლი გა­მო­ი­ყო­ფა და ზოგ­ჯერ სიყ­რუე და მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა.
მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ნეფ­რი­ტი, რო­გორც წე­სი, X ქრო­მო­სო­მა­ზე არ­სე­ბუ­ლი ერ­თ-ერ­თი გე­ნის დე­ფექ­ტის შე­დე­გი­ა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ მუ­ტა­ცია არა­სას­ქე­სო, ავ­ტო­სო­მურ ქრო­მო­სო­მა­ზეც შეიძ­ლე­ბა იყოს. ის, თუ რამ­დე­ნად მძი­მედ გა­მოვ­ლინ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა, სხვა ფაქ­ტო­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ქა­ლებ­ში, თუ­კი მხო­ლოდ ერთ X ქრო­მო­სო­მა­ზეა გე­ნი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ხში­რად სიმ­პტო­მე­ბი არ ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა­ღა თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა მეტ­-ნაკ­ლე­ბად დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი­ა. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში სის­ხლი შარ­დში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით მა­ინც არის. მა­მა­კა­ცებ­ში ერ­თი დე­ფექ­ტუ­რი გე­ნიც კი მძი­მე სიმ­პტო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას იწ­ვევს, რად­გან მათ არა აქვთ მე­ო­რე X ქრო­მო­სო­მა, რო­მელ­საც დე­ფექ­ტის კომ­პენ­სა­ცია შე­ეძ­ლე­ბო­და. ამ დროს თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა 20-30 წლის ასაკ­ში ვი­თარ­დე­ბა.

ბევრ ადა­მი­ან­ში, რო­მელ­თა დე­ფექ­ტუ­რი გე­ნიც ავ­ტო­სო­მურ ქრო­მო­სო­მა­ზე­ა, სის­ხლი­ა­ნი შარ­დვის გარ­და სხვა სიმ­პტო­მი არ ვლინ­დე­ბა, თუმ­ცა შარ­დში შე­იძ­ლე­ბა იყოს ცი­ლა, სის­ხლის თეთ­რი უჯ­რე­დე­ბი და ცი­ლინ­დრე­ბი (უჯ­რედ­თა გრო­ვე­ბი). თუ­კი გე­ნის მუ­ტა­ცია ორ ქრო­მო­სო­მა­ზე­ა, თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცია თან­და­თან უა­რეს­დე­ბა და, რო­გორც წე­სი, უკ­მა­რი­სო­ბა ვი­თარ­დე­ბა.
მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ნეფ­რი­ტის დროს სხვა ორ­გა­ნო­ე­ბიც შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ან­დეს. ხში­რია სმე­ნის პრობ­ლე­მე­ბი; რო­გორც წე­სი, ადა­მი­ა­ნებს არ ეს­მით მა­ღა­ლი სიხ­ში­რის ბგე­რე­ბი. უფ­რო იშ­ვი­ა­თი­ა, მაგ­რამ მა­ინც ვლინ­დე­ბა კა­ტა­რაქ­ტა. რქო­ვა­ნას, ბრო­ლის ან ბა­დუ­რას და­ზი­ა­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სიბ­რმა­ვე გა­მო­იწ­ვი­ოს. სხვა დარ­ღვე­ვე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა: თრომ­ბო­ცი­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა (თრო­მ­­ბო­­ცი­ტო­პე­ნი­ა) და რამ­დე­ნი­მე ნერ­ვის ერთ­დრო­უ­ლად და­ზი­ა­ნე­ბა (პო­ლი­ნე­ი­რო­პა­თი­ა). თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია დი­ა­ლი­ზის დაწყ­ე­ბა ან თირ­კმლის გა­და­ნერ­გვა. მათ, ვინც შვი­ლის ყო­ლას აპი­რებს, დე­ფექ­ტუ­რი გე­ნის გა­მო­სავ­ლე­ნად გე­ნე­ტი­კურ ტეს­ტი­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ.

უსიმ­პტო­მო პრო­ტე­ი­ნუ­რი­ი­სა და ჰე­მა­ტუ­რი­ის სინ­დრო­მი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights