ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები სამინისტროსა და თანამშრომლების ხედვების შეჯერებით იქნება მიღებული“

„ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელებსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა“.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე კლინიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასეს, განიხილეს ის საჭიროებები, რაც დაწესებულების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.

„იმსჯელეს აქტუალურ საკითხებზე, ადამიანური რესურსების, ინფრასტრუქტურული, კლინიკური და მენეჯმენტის მიმართულებით.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა გადაიჭრას ის საკითხები, რომლებიც კლინიკის სრულფასოვნად ამოქმედებისთვის არის აუცილებელი. მისივე განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები სამინისტროსა და თანამშრომლების ხედვების შეჯერებით იქნება მიღებული. სამუშაო შეხვედრები პერმანენტულად გაგრძელდება, რომლებზეც კლინიკის წინაშე არსებული აქტუალური საკითხი გადაწყდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის თანახმად, ადამიანები ცხოველებს უფრო მეტ ვირუსს გადასცემენ, ვიდრე პირიქით

ცხოველიდან ადამიანში გადმოსული ვირუსით გამოწვეული არაერთი დაავადება არსებობს, როგორიც COVID-19 და ებოლაა. ამის მიუხედავად, ახალი კვლევის თანახმად, მათ თავად ჩვენ უფრო ხშირად ვაინფიცირებთ, რაც მეცნიერებმა ვირუსული გენომების შესწავლის შედეგად დაადგინეს.

სპეციალისტებმა საერთო ჯამში თითქმის 12 მილიონი გაშიფრული ვირუსული გენომი გააანალიზეს, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომ ბაზებშია თავმოყრილი. მიღებული შედეგები ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ ადამიანები ზოონოზური ვირუსების მხოლოდ პასიური მიმღებლები ვართ. ეს იმიტომ, რომ, რეალურად, ვირუსები ჩვენგანაც ვრცელდება, თანაც საკმაოდ აქტიურად. ეს ეხება როგორც შინაურ, ისე ველურ ცხოველებს.

„ადამიანი ისე უნდა განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი კვანძი ვირუსის მატარებელი სხეულების უზარმაზარ ქსელში, რომელშიც პათოგენები დაუსრულებლად მიმოიცვლება”, – აცხადებენ ავტორები.

მათი თქმით, ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანის მიერ ცხოველის დაინფიცირების შემთხვევები, რასაც ანთროპონოზი ეწოდება, დაახლოებით ორჯერ ხშირია, ვიდრე პირიქით.

როცა ვირუსი ადამიანიდან ცხოველებში ან მათგან ჩვენში ვრცელდება, ეს პათოგენში გენეტიკურ ან მუტაციურ ცვლილებებს იწვევს, რაც მათ ახალ ორგანიზმთან ადაპტაციას უადვილებს. პოტენციურად, ეს შესაძლოა, ახალი დაავადებების გაჩენას დაედოს საფუძვლად, რომელთა განკურნების მეთოდებიც ჯერ არ გვაქვს. შესაბამისად, მსგავს პროცესებში გარკვევა ეპიდემიებისა და პანდემიების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია.

„სამომავლოდ მთავარი გამოწვევა სხვადასხვა დისციპლინაში არსებული ცოდნისა და ინსტრუმენტების გაერთიანებაა, მათ შორის გენეტიკის, ეპიდემიოლოგიისა და ეკოლოგიის, რათა უკეთ გავიგოთ, როგორ ვრცელდება ვირუსები სახეობებს შორის”, – ამბობენ მეცნიერები.

მათი თქმით, ამ გზით ვირუსების ევოლუციის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვების საშუალება გვექნება და უკეთ მოვემზადებით იმ ახალი დაავადებებისთვისაც, რომლებიც შესაძლოა, მომავალში გაჩნდეს. ამასთანავე, არსებობს რისკი, რომ ჩვენგან გავრცელებულ ინფექციებს ცხოველთა პოპულაციებზე უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს.

ვაქცინების შესახებ – ვაქცინაციის ისტორია

ვაქცინაციის ისტორია

იმუნიზაცია ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილის დაჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისაგან.

ინფექციებთან ბრძოლაში პირველი წარმატებები მიაღწეულ იქნა უფრო ადრე, ვიდრე დაავადებათა გამომწვევები იქნებოდა აღმოჩენილი. მხედველობაშია ცნობილი ინგლისელი ექიმის, ედუარდ ჯენერის, 1796 წელს შექმნილი ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა და ცნობილი ფრანგი მეცნიერის, ლუი პასტერის მიერ 1885 წელს შექმნილი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა.

ჯენერისა და პასტერის მიგნებები შემთხვევით ხასიათს ატარებდნენ. მეცნიერებს კიდევ დიდი დრო და შრომა დასჭირდათ ყველაფრის გასაგებად და გამომწვევებთან გეგმაზომიერი და თანმიმდევრული ომის გამოსაცხადებლად.
ამჟამად ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ხელთ გვაქვს ერთერთი ძირითადი საშუალება – ვაქცინაცია, რომელიც სხვა მეთოდებს შორის უძველესი და სანდოა. იმუნიზაცია, როგორც მეცნიერება, უკვე ცნობილია 200 წელი დააქამდე ერთგულად ემსახურება კაცობრიობას. ვაქცინაციის წყალობით დამარცხებულია ყვავილი, თითქმისგანადგურებულია პოლიომიელიტი, მკვეთრადაა შემცირებული წითელათი, ცოფით და წითურათი ავადობა. ამ ვირუსულ დაავადებებთან ერთად აღნიშვნის ღირსია სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები – შავი ჭირი, ქოლერა, ტუბერკულოზი, დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ტულარემია, ჯილეხი – აი არასრული სია დაავადებებისას, რომელთან ბრძოლაშიც გაიმარჯვეს ვაქცინებმა.

ვაქცინების შესახებ

დაავადებების გამომწვევებთან ბრძოლა ეფექტური აღმოჩნდა მათივე საშუალებით. საჭირო იყო მხოლოდ გვესწავლა, როგორ მოგვესპო მათში დამაავადებელი თვისებები. გამომწვევთა ასეთ უვნებელ „ორეულებს“ ეწოდებთ ვაქცინები. ვაქცინა ორგანიზმში შეყვანისას არ იწვევს დაავადებას და, ასე ვთქვათ, ასწავლის მას გაუმკლავდეს თავის საშიშ „მოძმეებს“. ანუ ასე ვითარდება ხელოვნურად შექმნილი ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიტეტი. მისი ხანგრძლივობა განსხვავებულია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.

ზოგადი ინფორმაცია მართვადი ინფექციების შესახებ

იმუნიზაცია ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას წარმოადგენს და მისი მიზანია მოსახლეობის დაცვა ინფექციური დაავადებებისაგან. მსოფლიოში იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის (იგპ, EPI) ფარგლებში 20 წლის განმავლობაში ვაქცინაციით ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა სიკვდილის სულცოტა 3 მილიონი შემთხვევა. ამას გარდა, ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვია გადარჩენილი სიბრმავის, ინვალიდობის,გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებსაგან.
სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მსოფლიოში 80–იან წლებში ავადდებოდა:

  • წითელათი 25 მლნ ადამიანი, ხოლო კვდებოდა 2,5 მლნ;
    •ყივანახველათი – 700 000 ადამიანი;
    •ახალშობილთა ტეტანუსით – 1,1 მლნ ადამიანი;
    •პოლიომიელიტით ინვალიდდებოდა 500 000 ადამიანი;
    დღეს ყოველწლიურად:
    •ტეტანუსით ავად ხდება 300 000 – 500 000 ადამიანი, აქედან იღუპება 45%.
    •წითელათი მეტი ბავშვი იღუპება ვიდრე საომარი მოქმედებებისას და შიმშილობის შედეგად,
    •2001 წელს აღირიცხა 30 მლნ წითელას შემთხვევა და მ.შ. გარდაიცვალა 745 000;
    •ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვი იღუპება პნევმოკოკური და როტავირუსული ინფექციებით
    აცრების შედეგად:
    •ყვავილი, ლიკვიდირებულია 1978 წელს. ყოველწლიურად მსოფლიოში კვდებოდა 5 მილიონამდე ადამიანი.
    •ამერიკის რეგიონში 2002 წელს მოხდა წითელას ლიკვიდაცია ზუსტად 12 წლის განმავლობაში. 1990 წელს ამ რეგიონში დაფიქსირდა წითელას მასშტაბური აფეთქება – დაავადების 250 000-ზე მეტი და გარდაცვალების 10 000-ზე მეტი შემთხვევა;
    •წითელას საწინააღმდეგო აცრების შედეგად სიკდილს გადაურჩა 2 მლნ–ზე მეტი ბავშვი, ხოლო დაინვალიდებას 350 000 ბავშვი;
    •1988 წლიდან პოლიემიელიტის ინციდენტობა შემცირდა 99%–ით ანუ 350 000 შემთხვევიდან 1352 შემთხვევამდე 2010 წლისათვის; მხოლოდ სამი ქვეყანა (ავღანეთი, ნიგერია და პაკისტანი) რჩება პოლიომიელიტისადმი ენდემურ კერებად, მაშინ როდესაც 1988 წელს მათი რიცხვი შეადგენდა 125-ს;
    •2002 წელს ევროპის რეგიონი და მათ შორის საქართველო გამოცხადდა პოლიმიელიტისაგან თავისუფალ ზონად. ქვეყანაში ველური პოლიომიელიტის ვირუსით გამოწვეული ბოლო ადგილობრივი შემთხვევა აღრიცხული იქნა 1992 წელს, ხოლო შემოტანილი შემთხვევა – 2001 წლის ბოლოს.
    • ნეონატალური ტეტანუსით გარდაცვალების 790 000 შემთხვევიდან (1988 წელი), შემცირდა 59 000-მდე
    იგპ-ს ფარგლებში ვაქცინების უსაფრთხო შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის მომზადდა ჯანდაცვისმიოლიონობით სპეციალისტი, შეიქმნა „ცივი ჯაჭვის“ სისტემა, ვაქცინებით უზრუნველყოფის და მათი ხარისხისკონტროლის გლობალური სისტემა, ასევე დანერგილია ლაბორატორიული და ეპიდზედამხედველობის ქსელი.
    რომელი დაავადებების საწინააღმდეგოდ ტარდება აცრები
    დროულად ჩატარებული აცრები ვაქცინაციით მართვადი დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.
    პროფილაქტიკური აცრები ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის (თავდაცვის უნარის) ჩამოყალიბებას კონკრეტულიდაავადების მიმართ. მშობელმა უნდა იცოდეს რატომ, როდის, სად და რამდენჯერ უნდა აიცრას ბავშვი.
    ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #183/ნ 25.06. 2010წ). რუტინული ვაქცინაციის სქემა დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე.
    სახელმწიფო უზრუნველყოფს 11 ინფექციის – ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, ბ ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ საწინააღმდეგო ვაქცინაციას.2014 წლიდან დაგეგმილია პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვა. ჩამოთვლილი დაავადებების პროფილაქტიკა ხორციელდება 8 ვაქცინის საშუალებით, ესენია: BCG (ტუბერკულოზი), Hep B ( ბ ჰეპატიტი), DPT-HIb-HepB ( დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ, ბ ჰეპატიტი) DT (დიფთერია, ტეტანუსი), Td (ტეტანუსი, დიფთერია), OPV(პოლიომიელიტი), MMR ( წითურა, წითელა, ყბაყურა), და Rota (როტავირუსული ინფექცია);
    პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით საქართველოში:
    BCG აცრა კეთდება დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში;
    Hep B (მონო) – დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში;
    DPT-HIb-HepB – 2.3.4 თვის ასაკში;
    OPV – 2, 3, 4, 18 თვის, 5 წლის ასაკში;
    ROTA – 2, 3 თვის ასაკში;
    MMR – 12 თვის და 5 წლის ასაკში;
    DT – 5 წლის ასაკში;
    Td – 14 წლის ასაკში და შემდეგ ყოველ 5 წელიწადში 55 წლის ასაკამდე.
    იმუნიზაცია სრულყოფილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ:
    – 1 წლამდე ასაკში ბავშვს ჩატარებული აქვს 10 აცრა: ბცჟ, ჰეპ ბ(0),
    3 (დყტ+ჰეპ ბ+ჰიბ), 3 ოპვ და 2 როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა;
    – 1 წლიდან 2 წლამდე ასაკში 3 აცრა: წწყ, დყტ და ოპვ ;
    – 5 წლის ასაკში 3 აცრა: დტ, ოპვ და წწყ;
    – 14 წლის ასაკში 1 აცრა – ტდ.
    იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი –ბავშვს სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი. ამ შემთხვევაში ბავშვი დაცულიიქნება იმ ინფექციური დაავადებებისაგან , რომლის წინააღმდეგაც მას აცრები ჩაუტარდა.
    ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამოდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება, ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.
    დაუშვებელია აცრების გადავადება ისეთი ცრუ უკუჩვენებების გამო, როგორიცაა გაციება, ხველა, სურდო, ალერგია,ქრონიკული დაავადებები და ა.შ.
    საქართველო განაგრძობს ახალი ვაქცინების დანერგვას ქვეყნის იმუნიზაციის კალენდარში. 2013 წელს დაიწყო იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
    2014 წლიდან GAVI-ს მხარდაჭერით იგეგმება პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება.
    იმუნიზაციის უსაფრთხოება
    თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, თუმცა ყველას აქვს იმუნიზაციის შემდეგ არასასურველი მოვლენების განვითარებისიშვიათი რისკი.
    იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული არასასურველი მოვლენები იმდენად უმნიშვნელოა დაავადებისა და მისგანგამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა დაეფექტურობა უდაოა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დროულად ჩატარების შემთხვევაში მცირდება აცრის შემდგომი არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი.
    აცრის შემდეგ 1-3 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა მოიმატოს 38.50C-მდე, შეინიშნებოდეს ზოგადი აგზნებადობა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა. ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მის ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე მეტყველებს.
    აცრის შემდგომ არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
    საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიოორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და სერთიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა,მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და/ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოებისმაჩვენებლით. თუმცა ვაქცინის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაქცინირებული პირის (რეციპიენტის) ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე სრულყოფილი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით. პროგამულივაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, რადგან ამ ვაქცინის ღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფოიმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში;
    ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას ახდენს ასევე ვაქცინაციის პროცესის განხორციელების წესების დაცვა, ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირების შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა ვაქცინისმოწოდების ყველა ეტაპზე მწარმოებლიდან მიმღებ ორგანიზმამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ აცრები ტარდება ერთჯერადი ავტობლოკირებადი შპრიცების საშუალებით იმუნიზაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ყოველივე ზემოთაღნიშნული, მომსახურების მიწოდების სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, განაპირობებს ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას და მის პრაქტიკულ უსაფრთხოებას.
    ინფორმაცია საქართველოში წითელას გავრცელების შესახებ შესახებ 2015 წლისათვის ევროპის რეგიონში უნდა განხორციელდეს წითელასა და წითურას ელიმინაცია, რომლის ძირითადი სტრატეგიებია:
    – წითელა/წითურას შემცველი ვაქცინით არანაკლებ 95% მოცვის მაჩვენებლის მიღწევა ორივე ასაკობრივ ჯგუფში ნაციონალურ და სუბნაციონალურ/რაიონულ დონეებზე გეგმიური იმუნიზაციის საშუალებით;
    – აუცრელი ან არასრულად ვაქცინირებულთათვის იმუნიზაციის შესაძლებლობის მიცემა გეგმიური ან იმუნიზაციის დამატებითი ღონისძიებების მეშვეობით;
    – ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის გაძლიერება წითელა/წითურას ყველა შემთხვევის აღმოჩენის და დადასტურების მიზნით;
    ევროპის რეგიონში წითელას ელიმინაციის ფარგლებში, 2008 წელს საქართველოში ჩატარდა იმუნიზაციის მასობრივი კამპანია. წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინის 1 დოზით აცრას ექვემდებარებოდა 6 -27 წლის ასაკის მილიონამდე ადამიანი. კამპანიის მოცვის მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 50,48%, ხოლო ქალაქ თბილისში აიცრა მხოლოდკონტინგენტის 16% . ერთერთი ძირითადი ფაქტორი, რამაც განაპირობა საზოგადოების უნდობლობა აცრის მიმართ,იყო სატელევიზიო მედიის დაუზუსტებელი ინფორმაცია და არაკორექტული გამოსვლა კამპანიის მიმდინარეობისპერიოდში.
    აცრების კალენდრის მიხედვით, 2004 წლიდან წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოებს 1 და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურის (წწყ) ვაქცინით. გარდა ამისა, 2004-2007 წლებში ჩატარდა მცირე კამპანიური ხასიათის აცრები წწყ ვაქცინით 13-14 წლის ასაკის მოზარდებში და ამის ძირითადი მიზეზი გახდა, ის რომ 1991-1994 წწ საერთოდ მოშლილი იყო გეგმიური ვაქცინაციის პროცესი.

2004-2005 წლებში დაფიქსირდა წითელას დიდი ეპიდაფეთქება საქართველოში – 8 391 შემთხვევა, რომელთაგან 9 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად.

ბოლო წლებში, დაგროვდა რუტინულად (გეგმიურად) არასრულყოფილად ვაქცინაცირებულთა საკმაოდ დიდიკოჰორტა (დაახლოებით 40 000), რომლის 32% დედაქალაქის მოსახლეობაზე მოდის. 2009 წელს ჩატარებულისეროლოგიური კვლევის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, არაიმუნურია 10-40 წლის ასაკის დაახლოებით300 000 ადამიანი. ასევე დაბალი იყო რუტინული ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი 2012 წლისათვის. ყოველივე ამან განაპირობა 2013-2014 წლებში წითელას მიმართ ეპიდსიტუაციის გამწვავება.

2013 წელს წითელას შემთხვევების უჩვეულო მატება დაიწყო თებერვალში (59 შემთხვევა) და მაქსიმალურ რაოდენობას მიაღწია მაისში (2410 შემთხვევა). გატარებული პრევენციული ღონისძიებებიდან (როგორც ეპიდზედამხედველობის, ასევე იმუნიზაციის მიმართულებით) და ინფექციის სეზონურობიდან გამომდინარე, ქვეყანაში ივნისიდან აღინიშნა დაავადების შემთხვევების კლების ტენდენცია, მაგრამ 2013 წლის დეკემბრიდან ისევ დაფიქსირდა დაავადების შემთხვევებისმატება და 2014 წლის იანვრიდან დღემდე 1178 (ინციდენტობა-26,3) შემთხვევა არის აღრიცხული. 2013 წელს დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ისევე როგორც 2013 წელს, 2014 წელშიც დაავადების შემთხვევები აღირიცხა თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. შემთხვევების რაოდენობა ისევ და ისევ ყველაზე მაღალია 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში (346 შემთხვევა, 29,4%), ხოლოინციდენტობა ყვლაზე მაღალია 0-1 წლის ასაკობრივ ჯგუფში (138 შემთხვევა, ინციდენტობა – 244,7). მიმდინარე წელსჰოსპიტალიზირებულია 493 (41,8%) დაავადებული. ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადების 264 (22,4%)შემთხვევა.

რაც შეეხება შემთხვევების რაოდენობას და შესაბამისად ინციდენტობას რეგიონულ ჭრილში, დღეისათვის არსებული მონაცემებით, ყველაზე მაღალი ავადობით გამოიჩევა
– თბილისი (499 შემთხვევა; ინციდენტობა – 42,6);
– სამეგრელო (157 შემთხვევა; ინციდენტობა – 32,9)
– შიდა ქართლი (143 შემთხვევა; ინციდენტობა – 45,6).
დღეისათვის სულ (2013-2014წწ) ქვეყანაში აღრიცხული არის წითელას 8 733 შემთხვევა, ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე – 194,8.
ქ. თბილისში დაფიქსირდა წითელას 4 074 შემთხვევა, ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე- 347,8.
არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია იმ პრევენციული ღონისძიებების უფრო სწრაფად, ზუსტად და მიზანმიმართულად გატარება, რომელიც ქვეყნის მაშტაბით არის დაგეგმილი საქართველოს მთავრობის განკარგულებებით,,წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ .
ქვეყანაში დავადების შემდგომი გავრცელების შეჩერებისა და წითელას ელიმინაციის მიზნით სავალდებულოა იმუნიზაციისა და ეპიდზედამხედველობის სისტემის განსაზღვრულ რეჟიმში მუშაობა: ორი დოზით ვაქცინაციის 95%-იანი მოცვა და დაავადების თითოეულ შემთხვევაზე ზედამხედველობის დამყარება, ლაბორატორიული გამოკვლევის ჩათვლით.
2013 წლის ნოემბერ – დეკემბრის თვეებში – წითელას საწინააღმდეგო კამპანიის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა დამხმარე ზედამხედველობის ღონისძიებები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი წითელას საწინააღმდეგო აცრებით მოცვის მაჩვენებლის ზრდას, თუმცა მოცვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია (74%) დასახულ მიზანთან შერდარებით (95%). როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2014 წლის დასაწყისიდან დღემდე კვლავ შეინიშნება წითელას შემთხვევბის მატება, რადგან დაბალია მოსახლეობის, და მათ შორის სამედიცინო პერსონალის, მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაციისათვის. ასევე ნაკლებია ინტერესი სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელების მხრიდან წითელას დამატებითი ვაქცინაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით. მაშინ როდესაც ზუსტადამ სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის წარმატებით განხორციელების პროცესში.

უნდა გვახსოვდეს რომ:

  • წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებითმაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (საბავშვო ბაღები, სკოლები, დაწესებულებები)!
    • წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირადრთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით. მძიმე გართულებებიდან ყოველი მე-4-5 შემთხვევამთავრდება სიკვდილით!
    • ამჯამად მიმდინარეობს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება წითელას გავრცელების შეჩერების მიზნით: 1-14 წლის ასაკის არასრულად იმუნიზებულ პირთა, სამედიცინო პერსონალის და კონტაქტების ერთჯერადი უფასო ვაქცინაცია!
    • მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები, რათა ერთად შევაჩეროთ წითელა!
    წყარო:http://ncdc.ge

წყარო:

“ჩვენი კლინიკის მიზანი საქართველოში რობოტული ქირურგიის დანერგვაა”- წმინდა მიქაელის საავადმყოფოს ორთოპედ-ტრავმატოლოგიური განყოფილების უფროსი გიორგი კერესელიძე

2024 წლის 26 მარტს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს” მედ-პერსონალთან და მენეჯმენტთან.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს მართავს.

ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს” ორთოპედ-ტრავმატოლოგიური განყოფილების უფროს გიორგი კერესელიძეს ესაუბრა:

 “დღევანდელმა შეხვედრამ ნამდვილად კარგად ჩაიარა, ძალიან ინფორმაციული იყო. ჩვენი კლინიკა გადის ყველა ეტაპებს, რათა შემდეგ წელს უკვე შესაძლებელი გახდეს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება.

 აკრედიტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ კლინიკისთვის, არამედ პაციენტებისთვისაც. შესაბამისი აკრედიტაციის მქონე კლინიკაში პაციენტი მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ნებისმიერ სფეროსა და დარგში.

ამ ეტაპზე ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში კეთდება ბევრი ისეთი ტრავმატოლოგიური ოპერაცია, რომელიც საკმაოდ რთულ ჩარევებს გულისხმობს.

  რაც შეეხება ჩვენი კლინიკის ინოვაციურ ხედვას, ეს ჯერ კიდევ მომავლის მედიცინაა, თუმცა აქ საუბარია რობოტულ ქირურგიაზე.

 ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს მსგავს ქირურგიაზე გადაწყობა და აუცილებლად დაინერგება ახლო მომავალში.
  რობოტული ქირურგია, ხალხისთვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ, არ ნიშნავს იმას, რომ რობოტი ატარებს ოპერაციას. ოპერაციას ატარებს ქირურგი რობოტის დახმარებით. რობოტული ქირურგია დაყვანილია მინი ინვაზიურ და უშეცდომო მოძრაობებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, პაციენტის შემდგომ, პოსტოპერაციულ მდგომარეობაზე და რეაბილიტაციაზე აისახება.
   ეს პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს, მათ შორის, თურქეთიც აქტიურად იყენებს, ასევე, გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ა.შ. ყველას გვინდა, რომ ეს საქართველოშიც დაინერგოს და, იმედია, მივაღწევთ ამ შედეგს.

“აკრედიტაცია კანადა” იყო სტიმული ჩვენი კლინიკის რებრენდინგისა” – წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოს საერთაშორისო ხარისხის მართვის მენეჯერი, ნინო ენდელაძე

2024 წლის 26 მარტს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს” მედ-პერსონალთან და მენეჯმენტთან.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს მართავს.

“შენი პულსი” ესაუბრა “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს” საერთაშორისო ხარისხის მართვის მენეჯერს, აკრედიტაცია კანადის მიმართულებით, აუდიტორ ნინო ენდელაძეს:

“ამ ეტაპზე აქტიური კომუნიკაცია მაქვს საერთაშორისო ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადასთან”.
  დღევანდელი შეხვედრა ემსახურება პრაქტიკულ სამუშაო მოდელს, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის ტექნიკას, მიმართულებებს, ძირითად ასპექტებს.
 ჩვენთან არის ბატონი ალექსანდრე ბურიანი,რომელიც დეტალურად გვიხსნის სამუშაო პროცესს – როგორ უნდა ვიყოთ ჩართული პროცესში, რა ევალებათ სამედიცინო დაწესებულებებს საკუთარი ხარისხის განვითარებისათვის, რომ   უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში აქტიურად განვავითაროთ ხარისხი – სწორად ამას უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამა.
 ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ აკრედიტაცია კანადასთან, ჩვენი პრიორიტეტი იყო ის, რომ  აკრედიტაციის სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით, “აკრედიტაცია კანადას” ჰყავს ქართული ჯგუფი, რომელიც  დატრენინგებულია  და ქართულ ენაზე გატარდა ის ღონისძიებები, რაც ძალიან დიდი კომფორტია სამედიცინო ბაზარზე.

ეს პროგრამა სამედიცინო პერსონალისთვის არის კომფორტული იმიტომ, რომ მარტივად გასაგებია.

  ხელმისაწვდომობა ყველანაირი სტანდარტის და მათი მიყვანა მედპერსონალამდე, პაციენტამდე, მოსახლეობამდე – ეს არის ჩვენი პრიორიტეტი.
   სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთობლივად ვთანამშრომლობთ, გავაგრძელებთ კიდევ თანამშრომლობას და შესაბამისად, ეს დადებითი მხარე მინდა აღვნიშნო, რომ “აკრედიტაცია კანადამ” ძალიან ბევრი რამ გააკეთა სამედიცინო მიმართულების განსავითარებლად… ვცდილობთ, რომ 2-3 წელიწადში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გვქონდეს  საქართველოში, რათა არ მოხდეს პაციენტების გადინება საზღვარგარეთ. აქ შევქმნათ ის სერვისები სამედიცინო მომსახურებისა, რომელიც მნიშვნელოვანია განვითარებისთვის.

  რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, მისი ისტორია თითქმის ორ საუკუნეს ითვლის.  ოფიციალურად 1868 წელს გაიხსნა, მაგრამ პირველი ჩანაწერები არქივში 1844 წლით თარიღდება. ჩვენს სამედიცინო დაწესებულებასთან გარდაიცვალა ნიკო ფიროსმანი… ასევე, ამ დაწესებულებაში მკურნალობდა არაერთი გამოჩენილი ადამიანი და ჩვენ გვინდა, რომ ეს საუკუნოვანი ისტორია იყოს ჩვენი გზამკვლევი მომავალში.
  გამომდინარე იქიდან, რომ  ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ, ჩვენ არ გვსურს, ამ ისტორიული ხაზის გამო სამედიცინო კლინიკამ შეაჩეროს განვითარება, პირიქით, ეს არის ჩვენი სტიმული, რომ განვვითარდეთ. ჩვენს მისიას წარმოადგენს ხარისხიანი ჯანდაცვა, მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, რომ  კმაყოფილების ინდექსი იყოს მაღალი და ჯანსაღ გარემოში გაეწიოთ პაციენტებს სრული მომსახურება.
  აქედან გამომდინარე, ჩვენ არა მხოლოდ აკრედიტაციისა და საერთაშორისო სტანდარტების დახმარება გვინდა, არამედ სამინისტროსთანაც ვცდილობთ აქტიურ კომუნიკაციას, თანამშრომლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ აქტიურად
   იყვნენ ჩართულები ჩვენი სამედიცინო სფეროს განვითარებაში.
   ჩვენი პრიორიტეტი არის ის, რომ მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება მივიყვანოთ თანამედროვე სტანდარტებამდე და საერთაშორისო ხარისხის სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს.
 “აკრედიტაცია კანადა” იყო სტიმული ჩვენი კლინიკის რებრენდინგისა. რადგანაც საუკუნოვან საქმიანობას ვეწევით, არ გვაქვს უფლება, არ განვვითარდეთ. და ეს რეკომენდაცია სწორედ “აკრედიტაცია კანადისგან” მივიღეთ.

 

ვარჯიშის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე

მენტალური ჯანმრთელობა: ფიტნეს სექტორის როლი ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი გონების საზრდოობაში

„ევროპა აქტივის” ფიტნესისა და ფიზიკური აქტივობის ეკოსისტემაში ყველასთვის ინკლუზიური და მიმღები გარემოს წახალისებისა და დაცვის პირობითი ვალდებულების, ასევე „ევროპა აქტივის” ინკლუზიურობის კალენდრის ფარგლებში მენტალური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის მეოთხე გამოცემას გთავაზობთ. ეს ჩვენს ევროპულ საქმიანობას უკავშირდება და ჩვენ მიერ დადებული  #HealthyLifestyle4All პირობის ფარგლებში განხორციელებული ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ნაწილია.

 Lenus Health-ის ჯანდაცვის ინოვაციების დირექტორი, დოქტორი იმრან რაშიდი, „ევროპა აქტივის” გუნდს ამ თემის შესახებ საუბარზე დათანხმდა.

მენტალური ჯანმრთელობის ევროპული კვირეული (EMHW)  არის შესაძლებლობა ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის, რომ მენტალური ჯანმრთელობის აღიარების, აღნიშვნისა და დაცვისთვის გაერთიანდნენ. როგორც „ევროპა აქტივის” ინკლუზიური სამუშაოების ნაწილი, ფიტნეს სექტორს ამ მნიშვნელოვანი საქმის მხარდასაჭერად იდეალური პოზიცია უკავია. მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების ზრდასთან ერთად, ჯანსაღი გონებისა და სხეულების განვითარებაში დასახმარებლად ფიტნეს ექსპერტებისთვის ამაზე კრიტიკული დრო არასდროს ყოფილა.

ვარჯიშის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე

მენტალურ ჯანმრთელობაზე რეგულარული ფიზიკური აქტივობის დადებითი გავლენა მრავალმა კვლევამ აჩვენა. ცნობილია, რომ ვარჯიში შფოთვას, დეპრესიას და სტრესს ამცირებს და საერთო ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აუმჯობესებს. როგორც დაბალანსებული ცხოვრების წესის აუცილებელ კომპონენტს, ვარჯიშს კოგნიტური ფუნქციის გაძლიერება, თვითშეფასების გაზრდა და სოციალური კავშირების გამყარება შეუძლია.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

“ჩვენი კლინიკა ერთ წელზე მეტია, თანამშრომლობს “აკრედიტაცია კანადასთან” და უკვე კარგი შედეგი გვაქვს” – “კონსილიუმ მედულას” დირექტორი ნიკოლოზ ფრუიძე

2024 წლის 26 მარტს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა კლინიკა “კონსილიუმ მედულაში”.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული. ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლები გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით საქართველოში იმყოფებიან და კლინიკებთან შეხვედრებს მართავენ.

ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” კლინიკა “კონსილიუმ მედულას” დირექტორს ნიკოლოზ ფრუიძეს ესაუბრა:

“მიმაჩნია, რომ ხარისხი არის ის ძირითადი და მთავარი რამ, რისი კონტროლიც სახელმწიფოს პრეროგატივაა. ქვეყანაში ხარისხის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებაა.

ხარისხის კონტროლი სხვადასხვაგვარად შეიძლება განხორციელდეს: შესყიდვით, სხვადასხვა პროფესიული ასოციაციებისა და დარგის ექსპერტების მეშვეობით, მაგრამ მთავარია, ქვეყანაში არსებობდეს მოთხოვნა ხარისხის მაღალი სტანდარტის დაცვაზე. მივესალმები, რომ დღის წესრიგში დადგა სამედიცინო დაწესებულებების, კლინიკების ხარისხის კონტროლის საკითხი. რაც შეეხება აკრედიტაციას, ეს ერთ-ერთი მოქმედი ბერკეტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეფექტიანად მუშაობს და ჩვენც აუცილებლად უნდა დავნერგოთ.

არ მგონია, რომ ერთიანად, ერთსა და იმავე დროს აკრედიტაციის გავლა ყველამ შეძლოს, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი შესაძლებელია. ამისათვის სხვადასხვა მიდგომა არსებობს, საჭიროა გადავხედოთ საერთაშორისო გამოცდილებას და საუკეთესო მეთოდის ინტერპოლირება მოვახდინოთ. ჩვენი კლინიკა ერთი წელია, რაც თანამშრომლობს “აკრედიტაცია კანადასთან” და უკვე საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. ჩვენ თავადვე ვხედავთ, როგორი პროგრესი გვაქვს ამ გზაზე.

პროფესიონალები, რომლებიც გვეხმარებიან ხარისხის სისტემის დანერგვაში და შემდგომ, საბოლოო მიზნის მიღწევაში, აკრედიტაციის გავლაში დიდი გამოცდილების მქონე ექსპერტები არიან. მთელი ჩვენი გუნდი, ექიმებიც და მედპერსონალიც აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში, იმედი გვაქვს, რომ არამარტო ფორმალურად გავივლით აკრედიტაციას, არამედ სწორედ აკრედიტაცია იქნება ისეთი მაღალი სტანდარტის ხარისხის ვალიდაცია, როგორიც გვინდა ჰქონდეს კლინიკა “კონსილიუმ მედულას”.

“აკრედიტაციის პროცესში ჩვენი კლინიკის ყველა თანამშრომელი ჩართულია” – “კონსილიუმ მედულას” კომუნიკაციების დირექტორი მარიამ თაბაგარი

რა არის, გულის უკმარისობა?

გულის დაავადებები - გულის დაავადებათა სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე
#post_seo_title

რა არის, გულის უკმარისობა?

„გულის უკმარისობა გახლავთ კომპლექსური კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება და ვითარდება ისეთი ფუნქციური დარღვევის შედეგად, რომელიც ახლავს გულის კუმშვადი ფუნქციის დაქვეითებას…“

რით ვიმოსებით? – არანაკლებ მნიშვნელოვანია საკვებზე, სასმელზე, ჰაერზე…

რით ვიმოსებით?
ტანსაცმლის ქიმია აკადემიკოს რამაზ გახოკიძის საავტორო პროექტში…
„რითიც ჩვენ ვიმოსებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია საკვებზე, სასმელზე, ჰაერზე.
ბუნებრივი აბრეშუმი ეს არის უდიდესი მიღწევა.
ზამთარში ინარჩუნებს სითბოს, ზაფხულში სიგრილეს ინარჩუნებს…“
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights