კონსილიუმ მედულა
ნახეთ, როგორ მუშაობს იმუნოთერაპია ე.წ. “ჩექ-ფოინთ” ინჰიბიტორების მაგალითზე.
უყურეთ ჩვენს უახლეს ვიდეოს და გაიგეთ მეტი, კიბოს მკურნალობის ამ ინოვაციური მეთოდის შესახებ.
კონსილიუმ მედულა
ნახეთ, როგორ მუშაობს იმუნოთერაპია ე.წ. “ჩექ-ფოინთ” ინჰიბიტორების მაგალითზე.
უყურეთ ჩვენს უახლეს ვიდეოს და გაიგეთ მეტი, კიბოს მკურნალობის ამ ინოვაციური მეთოდის შესახებ.
“ცხოვრების ჯანსაღი წესი არ არის მხოლოდ სირბილი და ჯანსაღი კვება, ეს არის, რა თქმა უნდა, ცურვა.
ცურვის დროს ადამიანის მთელი სხეული, ყველა კუნთი ვარჯიშობს. ცურვა ყველაზე მარტივი, სწრაფი და საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ივარჯიშოთ…”
ბიოლოგიური გულისა და სილიკონის რობოტული ტუმბოს კომბინაციით, მკვლევარებმა შექმნეს ბიორობოზური გული, რომელიც მუშაობს როგორც ნამდვილი, ფოკუსირებულია გულის მარცხენა მხარეს არსებულ სარქველზე. გულის სარქვლის სიმულატორი, რომელიც წარმოდგენილია 10 იანვარს ჟურნალში Device, შეუძლია მიბაძოს ჯანმრთელი ან დაავადებული გულის სტრუქტურას, ფუნქციას და მოძრაობას, რაც საშუალებას აძლევს ქირურგებსა და მკვლევარებს აჩვენონ სხვადასხვა ინტერვენცია რეალურ დროში მონაცემების შეგროვებისას.
ნამდვილი გულის ქსოვილისა და რბილი რობოტული ტექნოლოგიის შერწყმით, მეცნიერებმა ბიორობოტული გული შექმნეს, რომელიც ცოცხალი ორგანოს მსგავსად მუშაობს. მსგავსი მოდელის შექმნა აქამდე შეუძლებელი იყო და მეცნიერების თქმით, ამას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
ბიორობოტული გულის ადამიანზე გამოყენებამდე ჯერ კიდევ კვლევებია საჭირო. ტექნოლოგიას სიმულატორებსა და ცხოველების მოდელებზე გამოცდიან.
ამჟამინდელი სიმულატორების ვარგისიანობის ვადა მცირეა, შესაბამისად, მათი გამოცდა მხოლოდ რამდენიმე საათის გამავლობაშია შესაძლებელი. ცხოველებზე ცდები ძვირი, შრომატევადი და მორალური კუთხით საკამათოა.
სწორედ აქედან გაჩნდა იდეა ცხოველების გამოყენების აუცილებლობის შემცირების. და აი დღეს, ჩვენ სულ უფრო მეტი ორგანო გვაქვს, რომელსაც ლაბორატორიაში ზრდიან, ასევე გახშირდა კომპიუტერული მოდელები.
“ახალ სიმულატორს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მათთვის, ვინც გულის სარქვლის სხვადასხვა მდგომარეობასა და ინტერვენციებს სწავლობს. ეს შეიძლება იყოს ქირურგიული ტრენინგის პლატფორმა კლინიკოსებისთვის, სამედიცინო სტუდენტებისთვისა და სტაჟიორებისთვის”, — თქვა კვლევის უფროსმა ავტორმა და ბიოსამედიცინო ინჟინერმა ელენ როშმა.
გუნდი ფოკუსირებული იყო დაავადებაზე, რომელსაც მიტრალური რეგურგიტაცია ეწოდება. ეს გავლენას ახდენს დაახლოებით 24,2 მილიონ ადამიანზე. ამ დარღვევის დროს, მიტრალური სარქველი მარცხენა წინაგულსა და გულის პარკუჭს შორის არ იხურება სწორად, რაც ნიშნავს, რომ სისხლი შეიძლება არასწორი გზით მიედინება.
პაციენტებისთვის ამან შეიძლება გამოიწვიოს მრავალი სიმპტომი, ქოშინით დაწყებული კიდურების შეშუპებით გაგრძელებული და გულის უკმარისობაც კი. პრობლემის გამოსასწორებლად ქირურიგიული ჩარევა შესაძლებელია, მაგრამ სარქვლის უაღრესად რთული სტრუქტურის გამო ოპერაცია რთულია.
ჯანმრთელი და დაავადებული მიტრალური სარქვლის შესწავლის ახალი ხერხის შესაქმნელად, მკვლევრებმა ღორის გული გამოიყენეს. გულიდან სქელი კუნთი ამოიღეს, რომელიც აკრავს მარცხენა პარკუჭს და ჩაანაცვლეს ის რობოტული სილიკონის ტუმბოთი. გაბერვისას ტუმბო იკუმშება და ამუშავებს გულს, როგორც ამას ნამდვილი კუნთი აკეთებს, სისხლის ამოტუმბვის ძალით.
2 წლის გოგონა, რომელიც რესპირატორულ ვირუსულ დაავადებას ებრძოდა, სახლში მკურნალობის დროს გარდაიცვალა.
გაირკვა, რომ მშობლები მას ორი დღის განმავლობაში პარაცეტამოლის ჭარბ დოზას აძლევდნენ, რამაც ღვიძლის დაზიანება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია ბურიატიის რეგიონალური ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა.
„ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მაგრამ ბავშვი ღვიძლის დაზიანებით გარდაიცვალა, სხეულმა გართულებებს ვერ გაუძლო“, – ნათქვამია უწყების ანგარიშში.
ექიმები ბავშვისთვის ღვიძლის გადანერგვას გეგმავდნენ, მაგრამ ოპერაცია სხეულმა ვერ გადაიტანა.
ზაკამენსკის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს პრესსამსახურმა 20 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი წლის ბავშვი პარაცეტამოლით მოიწამლა. ის “უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში” 17-18 მარტის ღამეს სასწრაფო დახმარების სპეციალური რეისით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„გამოკვლევამღვიძლის ფუნქციის ტესტებში კრიტიკული ცვლილებები გამოავლინა. ღვიძლი მთლიანად განადგურდა ჩვენს თვალწინ“, – განმარტეს სამედიცინო დაწესებულებაში.
მიზეზი პარაცეტამოლის ჭარბი დოზა იყო. ვირუსით დაავადებული ბავშვი მიიღო თითო კილოგრამ წონაზე 200 მგ პრეპარატს ორი დღის განმავლობაში იღებდა, რაც რამდენჯერმე აღემატება ბავშვებისთვის დასაშვებ მაქსიმალურ დოზას.
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში კითხვის პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და გენეტიკის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა:
„ეს არის ნეირობიოლოგიური მდგომარეობა. არის თუ არა ეს მემკვიდრეობითი? ლიტერატურაში ყველაზე დიდი მოცულობა არის კითხვის კვლევების. ტერმინს „დისლექსია“ დღეს უკვე ნაკლებად ხმარობენ. ეს იგივეა, რაც კითხვის უნარის დაქვეითება. ყველაზე ბევრი კვლევა არის დისლექსიაზე, რომ ეს არის გენეტიკური და გადადის მამაკაცის ხაზით. ვერ/არ აზუსტებენ, რომელი გენები აკონტროლებენ ამას. ხშირად ისტორია არის, რომ მამაკაცის ხაზით ან ერთ, ან მეორე მხარეს აქვთ ხოლმე კითხვისა და წერის პრობლემები, მათემატიკის ნაკლებად.“
„რა იწვევს ამ ნეირობიოლოგიურ მდგომარეობას? მხოლოდ ერთი ფაქტორი არასდროს არ არის ხოლმე გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია მუცლად ყოფნისას თავის ტვინის პრენატალური განვითარების თავისებურებები. ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში ყალიბდება და გადის ხუთ ეტაპს. როდესაც ნეირონების დიდი ნაწილი არ კვდება და ბევრი ნეირონი რჩება, ეს ცუდია. როდესაც ბევრი ნეირონი კვდება და ცოტა რჩება, ესეც ცუდია. ნეირონების მიგრაცია – აქ არის ჩვენი უბედურება. ნეირონები გამრავლების შემდეგ შეიძლება მოხდეს ისე, რომ შუბლის ნეირონს აერიოს გზა და წავიდეს კეფაში, საფეთქლის ნეირონს აერიოს გზა და წავიდეს შუბლში. წარმოიდგინეთ, რა ხდება ასეთი ადამიანის ტვინში. ტვინი არ არის დაზიანებული. ნეირონული ქსოვილი დაზიანებული არ არის. ტვინის ფუნქციები დროზე არ ყალიბდება, რაც იწვევს დასწავლის პრობლემებს. მეორე მიზეზი არის თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრია. ტვინის ორ ჰემისფეროს თავისი ფუნქციები აქვს. ორივე ტვინი მონაწილეობს ნებისმიერ ჩვენს ქცევაში. კითხვის ათვისებას ორივე ჰემისფერო სჭირდება. კითხვა მარჯვენა ჰემისფეროთი იწყება. ასოები უნდა გაარჩიო. ცუდი მკითხველისთვის შემდეგ მარცხენა ჰემისფეროზე გადასვლა არ ხდება, ის რჩება ამ სტრატეგიაზე“ – ამბობს თამარ გაგოშიძე.
#აქტიური #აქტიურისხეულიაქტიურიგონება #activebodyactivemind

《შენი უფლებების》ფარგლებში გთავაზობთ ნინო ლიპარტიას სტატიას, რომელიც გახლავთ ადვოკატი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” თავმჯდომარე.

“ინფორმირებული თანხმობის არსი მდგომარეობს შემდეგში – მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან პაციენტის ავტონომიურობის უფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. მისი ერთ-ერთი გამოხატულებაა სავალდებულო თანხმობის არსებობა სამედიცინო ჩარევის ან ექსპერიმენტში ჩართვასთან დაკავშირებით.
სრულწლოვანი, ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე პაციენტის თანხმობა სამედიცინო მკურნალობის დაწყების წინაპირობაა და მედიცინის ფუნდამენტური პრინციპია.
ინფორმირებული თანხმობა:
ა) ამტკიცებს და იცავს პაციენტის ავტონომიურობის უფლებას;
ბ) ხაზს უსვამს პაციენტის ღირსებას;
გ) ინფორმირებული ჩართულობა გავლენას ახდენს სამედიცინო სერვისის ხარისხზე;
დ) პაციენტის თანხმობის სავალდებულოობა ამცირებს უფლების ბოროტად გამოყენების შანსს.
პაციენტის ინფორმირებული თანხმობა, როგორც ტერმინი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დამკვიდრდა.

ტერმინი „ნებაყოფლობითი თანხმობა“ ნიურნბერგის კოდექსით დადგინდა. ის მიიღეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, ნაცისტური რეჟიმის ექიმების მსჯავრდების შედეგად, რომლითაც დადგინდა, რომ ისინი საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილ პირებზე ახორციელებდნენ შემაძრწუნებელ სამედიცინო ექსპერიმენტებს.
ნიურნბერგის კოდექსით დადგენილ იქნა ადამიანებზე კვლევის განხორციელებისას სავალდებულო 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ეთიკური პრინციპი, რომლებიც გათვალისწინებული იყო 1947 წელს გერმანელი ექიმების მიმართ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ინფორმირებული თანხმობის მიღება წინ უძღვის სამედიცინო მომსახურების გაწევას. პაციენტის უფლებების შესახებ კანონის მიხედვით, მისი მიღება აუცილებელია შემდეგი სამედიცინო მომსახურების გაწევისას:
ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა;
ბ) აბორტი;
გ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;
დ) მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია;
ე) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;
ვ) ექსტრაკორპორული განაყოფიერება;
ზ) გენეტიკური ტესტირება;
თ) გენური თერაპია;
ი) სხივური თერაპია;
კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია;
ლ) ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი საჭიროდ თვლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.
პაციენტისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსს, გადაცემის წესს, დროსა და ადგილს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.
ინფორმაციული თანხმობის დოქტრინა ხაზს უსვამს შემდეგ მნიშვნელოვან კომპონენტებს:
ინფორმაციის მიწოდება, გაგება, ნებაყოფლობითობა, კომპეტენცია და შეთანხმება შემოთავაზებული პროცედურის ან ჩარევის შესახებ.
გამოხატული თანხმობა შეიძლება გაცხადებულ იქნას ვერბალურად ან წერილობით. ნებისმიერი ფორმის თანხმობისას აუცილებელია ჩანდეს, რომ პაციენტი დაეთანხმა კონკრეტულ ჩარევას. აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ იგი იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, ფლობდა შესაბამის ცოდნას და გაიაზრა შემოთავაზებული სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობის შესახებ.
პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ფორმა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ივსება ერთობლივად პაციენტისა და ექიმის მიერ, მას შემდეგ, რაც მკურნალი ექიმი მიაწოდებს პაციენტს ამომწურავ ინფორმაციას სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ.
ექიმმა პაციენტს ასევე უნდა განუმარტოს:
ა) სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგები;
ბ) პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკი;
გ) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტები და ამ უკანასკნელთა თანმხლები რისკი და შესაძლო ეფექტიანობა;
დ) სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგები;
ე) სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური და სოციალური საკითხები.
იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არ შეუძლია თანხმობის მიცემა, – ფორმას ავსებს და თანხმობის მიღება ხდება პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლისაგან. ამ უკანასკნელთა არარსებობის შემთხვევაში ექიმი აკეთებს ჩანაწერს პაციენტის სამედიცინო ბარათში, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ინფორმირებული თანხმობის მოპოვება შეუძლებელი აღმოჩნდა.
ინფორმირებული თანხმობის არარსებობა პაციენტის მხრიდან ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისათვის კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს, რომელიც გამოწვეულია პაციენტის უფლებების დარღვევით.
ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ „ნებისმიერ გონიერ ინდივიდს აქვს უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი სხეულის ბედი. სამედიცინო ჩარევისას ექიმის მიერ ამ უფლების უგულებელყოფა შეურაცხყოფს მის პიროვნულ ღირსებას. პაციენტის უფლება ინფორმაციაზე, როგორც ადამიანური ღირსების განმსაზღვრელი ელემენტი, თავსდება სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის დაცვის სფეროში და მის ხელყოფას იწვევს. სწორედ ღირსების შელახვის გამო დაეკისრა მოპასუხეს მორალური ზიანის ანაზღაურება.“
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ხაზი გაესვა, რომ პაციენტს აქვს უფლება, მიიღოს შეთავაზებული მკურნალობა, უარი განაცხადოს მასზე ან უკან გამოითხოვოს მისი გაცხადებული თანხმობა.
ამ პროცესის დროს სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პატივი სცეს პაციენტის ღირსებას, არ მოახდინოს მისი თვითგამოხატვის უფლების ხელყოფა და ჩარევა განახორციელოს მხოლოდ მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
ავტორი: თინათინ თავხელიძე
shenisilamaze.ge ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან, რომელიც მკითხველს მნიშვნელოვან და პრაქტიკულ რჩევებს უზიარებს წონის კლებასთან დაკავშირებით.
ანა ზარანდია ბარიატრიულ ქირურგიაზეც საუბრობს, რაც ბოლო დროს საზოგადოებაში აქტუალური განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ამ თემაზე საუბარი ღიად დაიწყო.
გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:
-ბოლო დროს განსაკუთრებით იმატა იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც თითქოს მარტივ გზას ირჩევენ წონასთან საბრძოლველად და მიმართავენ ბარიატრიულ ქირურგიას.
რეალურად კი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა მძიმე გართულებებისა ფატალური შედეგის სახით.
თქვენ, როგორც ენდოკრინოლოგს, რა მოსაზრება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? რა შემთხვევაშია გამართლებული და საინტერესოა, რამდენად ჭარბი უნდა იყოს ადამიანის წონა, რომ ამ მეთოდს მიმართოს?
— ბარიატრიული ოპერაციის მიმართ ასეთი მზარდი ინტერესი, ვფიქრობ, განპირობებულია იმით, რომ თითქოს მიჩნეულია წონის კორექციის უფრო მარტივ მეთოდად, რასაც გარკვეულწილად ვერ დავეთანხმები.
ისევე, როგორც ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის, ბარიატრიული ქირურგიის დროსაც დამახასიათებელია მძიმე გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები. პაციენტები აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულები ყველა შესაძლო გართულებების შესახებ ექიმის მხრიდან, რათა დროულად მოხდეს გართულების შემდეგ შესაბამისი რეაგირება.
რა თქმა უნდა, მხოლოდ წონა არ წარმოადგენს ბარიატრიის ჩვენებას, მხოლოდ წონა მაშინ არის საკმარისი მიზეზი, როდესაც სხეულის მასის ინდექსი მეტია 40 კგ/მ2 ანუ როცა უკვე არის მორბიდული სიმსუქნე. ასევე, როცა საუბარია პირველი და მეორე ხარისხის სიმსუქნეზე, ეს არის სხეულის მასის ინდექსი 30%- ზე მეტი და მას თან ახლავს წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა: დისლიპიდემია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2, არტერიული ჰიპერტენზია, ძილის ობსტრუქციული აპნოე… ამ მოცემულობაშიც შესაძლებელია გაიცეს ბარიატრიული ქირურგიის ჩვენება.
მე ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, თავიანთი ცხოვრების წესის მოდიფიკაციას და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მეთოდს აირჩევენ ისინი წონასთან საბრძოლველად, რადგან ქირურგიული ჩარევის შემდეგაც უცილებლად გვჭირდება იგივე დამოკიდებულება და ჩვევები კვების მიმართ, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესში მოიაზრება.
აქვე დავამატებდი, რომ მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი, რაც გვსურს, რა თქმა უნდა, მცდარია.
პაციენტებს რომ აკმაყოფილებთ მცირე რაოდენობის საკვები, ძალიან კარგია, თუმცა არჩეული საკვები უნდა იყოს მაქსიმალურად სასარგებლო. ზუსტად იმ მიზეზით, რომ არ განვითარდეს ნუტრიენტების დეფიციტი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისათვის.
ყოველთვის აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას მივირთმევთ, თუნდაც იყოს ერთი და იგივე კალორაჟი. მაგალითად, 1 ცალი დონატი, რომელიც დაახლოებით 200-დან 250-მდე კილოკალორიას შეიცავს, იგივე კალორია შეიძლება ჰქონდეს 2 ცალ ვაშლს ან ფორთოხალს, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ წონის შენარჩუნებაზე, არჩევანი აუცილებლად უნდა გაკეთდეს ჯანსაღზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დონატი, რომელიც კალორაჟით იმდენივეა, რაც, დავუშვათ, 2 ცალი ვაშლი, აუცილებლად გამოიწვევს წონის მატებას ზუსტად იმიტომ, რომ თვისობრივად შეიცავს განსხვავებულ ნივთიერებებს.
ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ აქ