ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

რექტოცელე

რექტოცელე – დაავადება, რომელიც ხასიათდება სწორი ნაწლავის წინა კედლის პროტრუზიით. რექტოცელე უვითარდებათ მხოლოდ ქალებს.

მიზეზები
·         ფეხმძიმობა, მშობიარობა;
·         ესტროგენის ჰორმონის დონის დაწევა;
·         თეძოს თანდაყოლილი დეფექტები;
·         ხანგრძლივი შეკრულობა;
·         სასქესო გზების დაავადებები;
·         ანალური გზის ფუნქციის დარღვევა;
·         მუცლის ღრუში წნევის დარღვევა;
·         ქრონიკული ბრონქიტი, რომელსაც ახლავს ხშირი ხველა;
·         მუდმივად სიმძიმის აწევა.

სიმპტომები
·         დეფეკაციის გართულება;
·         დეფეკაციის შემდეგ ნაწლავის დაუცლელობის შეგრძნება;
·         ხშირი მოთხოვნილება დეფეკაციისკენ;
·         სქესობრივი აქტის დროს ტკივილი;
·         ხველისა და ცემინების დროს შარდის შეუკავებლობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სწორი ნაწლავის გამოკვლევა;
·         საშოს გამოკვლევა;
·         რექტორომანოსკოპია;
·         ანალური გზის გამოკვლევა.

მკურნალობა
·         პროკინეტიკები, ეუბიოტიკები;
·         მენჯის გასამკვრივებელი ვარჯიშები;
·         დიეტის დროს რაციონში შედის მცენარეული უჯრედების შემცველი პროდუქტები;
·         ქირურგიული ჩარევა.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         ქრონიკული ბუასილი;
·         ანალური ნაპრალი;
·         სწორი ნაწლავის გახეთქვა;
·         ქრონიკული კრიპტიტი.

რისკის ჯგუფი
·         ქალები ფეხმძიმობისა და პოსტსამშობიარო პეროდში;
·         ქალები მენოპაუზის პერიოდში;
·         ქალები, რომლებსაც აწუხებთ მუცლის ღრუს წნევის აწევის გამომწვევი დაავადებები;
·         ქალები, რომლებსაც აწუხებთ საშოს და საშვილოსნოს კედლების გამოვარდნის პრობლემები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         შეკრულობის დროული მკურნალობა;
·         მძიმიე ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა.

რინიტი

რინიტი (სურდო) – ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესი და ყველაზე გავრცელებული დაავადება.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
·         კატარალური;
·         ვირუსული;
·         ალერგიული;
·         ატროფიული;
·         ჰიპერტონიული;
·         მედიკამენტოზური.
 
მიზეზები
·         გადაციება;
·         ვირუსული ინფექციებით ხშირი დაავადება;
·         ცხვირის ლორწოვანი გარსის ტრავმები;
·         მტვრიან ან კვამლიან ადგილას დიდ ხნით ყოფნა.
 
სიმპტომები
·         სუნთქვის გართულება;
·         ყნოსვის დაქვეითება ან დაკარგვა;
·         ცხვირის ქავილი;
·         ცხვირიდან ლორწოვნი გამონადენი;
·         ცხვირში ქერქების გაჩენა;
·         ზედა ტუჩთან და ნესტოების გარშემო კანის დაწითლება.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ოტოლარინგოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         რინოსკოპია;
·         ცხვირის გამონადენის აბქტერიოლოგიური გამოკვლევა;
·         ალერგიული სინჯები.
 
მკურნალობა
·         კარგი კვება;
·         ცხვირის გამორეცხვა;
·         ვხვირის საცხები და წვეთები;
·         ვხვირის სისხლძარღვების შემავიწროვებელი წვეთები;
·         ინჰალაცია.
ქრონიკული რინიტისთვის:
·         მოწვა;
·         ულტრა-ბგერითი დეზინტეგრაცია;
·         კრიოთერაპია.
 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         ჰაიმორიტი;
·         ხროტინი, ხვრინვა;
·         ძილის დროს სუნთქვის შეჩერება;
·         რევიდივირებადი ოტიტი, რომელიც იწვევს სიყრუეს;
·         ცხვირის პოლიპები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ორგანიზმის გაკაჟება;
·         გადაციებისგან თავის დაცვა;
·         შენობაში ოპტიმალური ტემპერატურისა და სინესტის დაცვა;
·         დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტის შეზღუდვა.

რინოფიმა

რინოფიმა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ჩნდება ცხვირის ყველა ელემენტის ჰიპერტროფიის ფორმით.   
 
მიზეზები
·         როზაცეას გართულებული დაავადება;
·         ჰორმონალური ფონის დარღვევა;
·         ჰიპოვიტამინოზი;
·         სტრესული სიტუაციები;
·         გადახურება;
·         გადაციება;
·         მაღალი ტენიანობა;
·         ზედმეტი სიმშრალე;
·         ჰაერის დამტვერვა;
·         სპირტიანი სასმლის გამოყენება;
·         კანის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიები.~
 
სიმპტომები
·         პათოლოგიის კერები, რომლებიც ლოკალიზდება ცხვირის ნესტოებთან;
·         პათოგენური წანაზარდები კანზე;
·         გაფართოვებული ფორები;
·         ჩირქოვანი მასა ცხვირში;
·         ახალი წარმონაქმნების ცუდი სუნი;
·         კანის საფარის გასქელება.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ოტოლარინგოლოგი, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგის ჩარევაც. გამოკვლევისთვის საჭიროა ჰიპერტროფირებული ჯირკვლებიდან გამონადენის ციტოლოგიური გამოკვლევა.
 
მკურნალობა
·         ქირურგიული ჩარევა;
·         ლაზერული თერაპია;
·         ცხვირის რინოფიმას რადიოტალღური მეთოდით მკურნალობა;
·         პლასტიკური ოპერაცია, რომელიც გაასწორებს ცხვირის ფორმას.
 
საშიშროება
რინოფიმა – ეს არის დაავადება, რომელიც ნეგატიურად აისახება არამარტო ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ მის გარეგნობაზეც. მისი უყურადღებოდ დატოვება იწვევს რიგი გართულებების გამოწვევას, რომელთაგან ერთ-ერთი, მაგალითად შეშუპება შეიძლება გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეში და გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         სებორეას თერაპია;
·         ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან თავის დაცვა;
·         კოსმეტოლოგთან ვიზიტი;
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
·         იმუნიტეტის გაძლიერება;
·         აღნიშნული პრობლემის გამომწვევი პათოლოგიების დროული მკურნალობა.

დაავადება წარმოიქმნება ორგანიზმში არასაკმარისი რკინის მოხვედრით, რაც იწვევს ერითროციტების შემცირებას

დაავადება წარმოიქმნება ორგანიზმში არასაკმარისი რკინის მოხვედრით, რაც იწვევს ერითროციტების შემცირებას

რკინადეფიციტური ანემია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლში ერითროციტების და ჰემოგლობინის დაბალი დონე, რაც გამოწვეულია ორგანიზმში რკინის ნაკლებობით და გარკვეული ტროფიკული აშლილობით.

მიზეზები
დაავადება წარმოიქმნება ორგანიზმში არასაკმარისი რკინის მოხვედრით, რაც იწვევს ერითროციტების შემცირებას. რკინადეფიციტური ანემიის მიზეზებია:
·         სისხლში ერითროციტების სისცოცხლისუნარიანობის მოშლა ან შემცირება (ნორმით  – 4 თვე);
·         სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვა (მწვავე ან ქრონიკული);
·         ალერგიული რეაქციების სიმრავლე;
·         ხშირი მრვი (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია);
·         ფეხმძიმობის პერიოდი, მენსტრუაცია, მოზარდობის პერიოდი ბავშვებში;
·         კუჭ-ნაწლავის მიერ რკინის შეწოვის პროცესის დარღვევა;(გასტრიტის დროს).

რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
·         სწრაფი დაღლა;
·         საერთო სისუსტე;
·         შრომისუნარიანობის დაქვეითება;
·         გონების დკარგვა;
·         ყურებში ხმაურის შეგრძნება;
·         თვალებში ნაპერწკლების დანახვა;
·         მუდმივი თავის ტკივილი;
·         ხუთვა;
·         გახშირებული გულისცემა (მშვიდად ყოფნის და მცირედი დატვირთვის დროსაც);
·         ცივი კიდურები;
·         კანის სიფერმკრთალე სილურჯის თანხლებით;
·         ტუჩის კუთხეებში დამსკდარი ადგილები;
·         ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა;
·         ყნოსვისა და გემოს დარღვევა;
·         ენის ტკივილი და დაბუჟება.

დიაგნოსტიკა
 «რკინადეფიციტური ანემიის» არსებობისას დიაგნოსტიკას აკეთებს ექიმი-ჰემატოლოგი, რის შედეგადაც ნიშნავს:
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზს.
პარალელურად შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი გამოკვლევები:
·         საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა;
·         ნაწლავის ლორწოვანი გარსის ბიოპსია;
·         კოლონოსკოპია;
·         რექტორომანოსკოპია;
·         ნაწლავის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         რკინის შემცველ პრეპარატებს;
·         პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ვიტამინს – В12;
·         გლუკოკორტიკოსტეროიდებს;
·         ფარული სისხდენის შეწყვეტა და მკურნალობა;
·         სისხლის გადასხმა.

საშიშროება
თუ დროულად არ დადგინდება როგორ უნდა განიკურნოს რკინადეფიციტური ანემია, ამან შეიძლება მიგვიყვანოს საშიშ გართულებებამდე:
·         მეორადი ინფექციების განვითარება (პნევმონია, გრიპი);
·         სწორი ნაწლავის ანთება;
·         ტრომბოზი;
·         ანემიური კომა.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ჯანსაღი ცხოვრების წესი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როზაცეა

როზაცეა (ვარდისფერი აკნე) – ეს არის სახის კანის ქრონიკული დაავადება, რომელსაც აქვს არაინფექციური და ხშირ შემთხვევაში ანგიონერვოტული ხასიათი.
 
მიზეზები
·         ცხარე საკვებისა და სანელებლების ხშირი გამოყენება;
·         ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
·         ცხელი სასმელები;
·         ქიმიური პილინგი;
·         კორტიკოსტეროიდების შემცველი გარე მოხმარების საშუალებების გამოყენება;
·         აგრესიული შემცველობის კოსმეტიკური საშუალებები;
·         რიგი მედიკამენტების მიღება;
·         ზემდეტი ინსოლაცია;
·         სტრესი;
·         ძლიერი ქარი;
·         მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება;
·         ფიზიკური დატვირთვა.
შინაგანი მიზეზები:
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
·         ენდოკრინული დაავადებები;
·         იმუნური სისტემის მოშლა;
·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია;
·         კანის ინფექციები.
 
სიმპტომები
·         კანზე ჰიპერემიული ადგილების გაჩენა;
·         კნზე წვრილი მოწითალო ან ჩირქოვანი პაპულების გაჩენა;
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი გარეგანი დათვალიერების საფუძველზე.
 
მკურნალობა
·         დასაბანად თბილი წყლის გამოყენება;
·         მზეზე დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.
·         სიცივეში ცხიმიანი საცხების გამოყენება.
·         საუნებსა და აბანოებში სიარულისგან თავის შეკავება.
·         ხანგრძლივი და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება.
·         სახისთვის რბილი პირსახოცის გამოყენება.
·         მამაკაცებისთვის რეკომენდირებულია ელექტრონული საპარსის გამოყენება.
·         სახის საცხები არ უნდა შეიცავდნენ ჰორმონალურ დანამატებს.
·         სახის საცხები არ უნდა შეიცავდნენ სისხლძარღვების გასაფართოვებელ საშუალებებს.
 
რისკის ჯგუფი
·         ქერა, ღია კანის ფერის ადამიანები;
·         ქალები მენოპაუზის დროს;
·         ალერგიული დერმატიტის მქონე პირები;
·         ჩრდილოეთის მაცხოვრებლები;
·         ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის მქონე პირები;
·         გასტრიტის და დუოდენდიტის პრობლემების მქონე პირები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         დიეტის დაცვა;
·         სახის კანზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების შეზღუდვა;
·         როზაცეას გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;
·         კანის მოსავლელად ნატურალური კომპონენტების შემცველი საშუალებების გამოყენება, რომელბიც არ გმოიწვევს სახის კანის გაღიზიანებას.

როტაციზმი

როტაციზმი, ენაბორძიკობა – მეტყველების დარღვევა, რომელსაც ახასიათებს ბგერა «რ»-ს  გამოთქმის დარღვევა, წარმოადგენს დისლალიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას. უმეტეს შემთხვევაში არ არის თანდაყოლილი.
 
მიზეზები
აღნიშნული პათოლოგიის გამომწვევი მიზეზებია:
·         მექანიკური ფაქტორი;
·         ფუნქციონალური ფაქტორი;
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ახორციელებს ექიმი-ლოგოპედი, რისთვისაც საჭრიოა გაირკვეს:
·         ბგერითი ანალიზის დონე;
·         ბგერათა წარმოთქმის განსაკუთრებულობა;
·         არტიკულარული აპარატის მდგომარეობა და მოძრაობა;
·         სმენისა და მხედველობის მდგომარეობა;
·         ფსიქოსამეტყველო განვითარების თავისებურებები;
·         სიტყვათა მარაგი;
·         გრამატიკის, წერის, კითხვის თავისებურებები;
·         მხედველობითი აღქმის უნარი.
 
მკურნალობა
ენაბორძიკობის გამოსწორება ხანგრძლივი და რთული პროცესია. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო დიდია პათოლოგიის გამოსწორების შანსი.  მკურნალობის პერიოდში ექიმი ატარებს ლოგოპედიურ, ფსიქო-კორექტულ, პედაგოგიურ, კომუნიკაციურ სამუშაოებს:
·         ბგერების დაყენება;
·         ენის მასაჟი;
·         ენის წინა ნაწილის ვიბრაციის განსახორციელებელი სავარჯიშოები;
·         ბგერა «რ»-ს ავტომატიზაციის სავარჯიშოები;
·         არტიკულაციური ვარჯიში.
ზრდასრულებში ენაბორძიკობა აღენიშნება 2%-ს. ზრდასრულ ასაკში დეფექტის გამოსასწორებლად შეიძლება საჭირო გახდეს ენის კუნთებზე ქირურგიული ჩარევა.
 
პროფილაქტიკა
აღნიშნული დეფექტის შემდგომში თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია ბავშვის მეტყველების განვითარებაზე თავიდანვე ზრუნვა და ლოგოპედთან დროულად მისვლა.

რძიანა

რძიანა – წარმოადგენს დაავადებას, რომელიც გამოწვეულია საფუარისმაგვარი სოკოს Candida-ს ორგანიზმში მოხვედრით.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკების გამოყენება.
·         იმუნიტეტის დეფიციტი და დაქვეითება.
·         თანმდევი ქრონიკული ინფექციები.
·         შაქრიანი დიაბეტი.
·         ფეხმძიმობა.
·         ჰორმონალური დარღვევები.
·         ჰერპესის ვირუსი.
·         არასწორი კვება.
·         ალერგია.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         გამონადენი ხდება ხაჭოსებრი, იზრდება მოცულობა და აქვს ცუდი სუნი.
·         ტკივილი შარდვისას.
·         საშოს წვა და ქავილი.
·         სასქესო ბაგეების შეშუპება და სიწითლე.
·         ტკივილი სქესობრივი აქტისას.
რძიანას სიმპტომები მამაკაცებში:
·         დაავადება აზიანებს სასქესო ორგანოს თავს და გვერდით ნაწილებს, რის გამოც ამ ადგილებში იგრძნობა წვა და ქავილი.
·         თეთრი ნადები სასქესო ორგანოს თავზე.
·         სიწითლე, ჰიპერთერმია.
·         ტკივილი შარდვისას.
·         ტკივილი სქესობრივი აქტისას.
·         არასასიამოვნო სუნი.
·         სასქესო ორგანოს თავის სიმშრალე.
·         ზოგჯერ ვლინდება წვრილი წითელი გამონაყარი.
თუ მსგავს სიმპტომებს აღმოაჩენთ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
 
დიაგნოსტიკა
რძიანას ცუდი სუნისას და არასასიამოვნო სიმპტომების გაჩენისას ქალებში, საჭიროა სასწრაფოდ სპეციალისტთან მისვლა. ქალებშიც და კაცებშიც რძიანას დიაგნოსტიკა ხდება ერთნაირად – იღებენ ნაცხს და უტარებენ ანალიზს პათოგენული მიკროფლორის დასადგენად. დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ურლოგი (მამაკცებში) და ექიმი-გინეკოლოგი (ქალებში);
თუ მამაკაცებს უდგინდებათ სოკოს უმნიშვნელო რაოდენობაც კი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ინფექციის მატარებლები არიან.
 
რძიანა ფეხმძიმობისას
ფეხმძიმობის დროს ხდება საშოს მიკროფლორის ცვლილება, ქვეითდება იმუნიტეტი, ზოგჯერ ჰორმონალური დარღვევებიც აღინიშნება, ამიტომ ფეხმძიმობისას რძიანა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. შესაბამისად საჭიროა გინეკოლოგის მუდმივი კონტროლი, რომელიც პაციენტს ჩაუტარებს დიგანოსტიკას და დაადგენს მკურნალობის ზუსტ მეთოდს, რათა არ მოხდეს ნაყოფის დაზიანება.
 
რძიანა ახალშობილებში
რძიანა ხშირად უჩნდებათ ახალშობილებს, მას იგივე მიზეზები აქვს, რაც ზრდასრულებში – სოკო Candida. ყველაზე ხშირად ზიანდება სასქესო ორგანოები და პირის ღრუ. 
ჩვილებში დაავადების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს შემდეგმა ფაქტორებმა:
·         ცხელი, მშრალი ჰაერი. თუ ბავშვი ხშირად ტირის, მას უშრება პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, რაც ხელსაყრელი პირობაა სოკოს გაჩენისთვის.
·         ლორწოვანის მექანიკური ტრავმა.
·         ხშირი რეგურგიტაცია.
·         ანტიბიოტიკებით და ჰორმონებით მკურნალობა.
 
რძიანას მკურნალობა ჩვილებში
ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა გართულებების თავიდან აცილების მიზნით. ძუძუთი კვების დროს დედა უნდა გაესინჯოს დაავადებაზე, ხშირად ამ პერიოდში რძიანა ლოკალიზდება ძუძუს თავებზე. ადეკვატური მკურნალობისას ბავშვს რძიანა უქრება 10 დღის განმავლობაში.
 
მკურნალობა
დაავადების მკურნალობის დაწყება საჭიროა ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ. ექიმთან ვიზიტამდე რეკომენდირებულია სქესობრივი აქტისგან თავის შეკავება.
მკურნალობა უნდა გაიარონ ორივე პარტნიორმა.
 
საშიშროება
დაავადებას დიდი ზიანი არ მოაქვს ორგანიზმისთვის, მაგრამ ფეხმძიმობის დროს ის საშიშია, რამდენადაც:
·         ჩნდება მუცლის მოშლის საშიშროება;
·         მაღალია ჩვილის კანდიდოზით დაბადება.
 
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         სუსტი იმუნიტეტის მქონე ქალები;
·         ფეხმძიმობის გვიან პერიოდში მყოფი ქალები;
·         დღენაკლული ჩვილები.
 
პროფილაქტიკა
·         ანტიბიოტიკების მიღებისას სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა;
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
·         შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის გამორიცხვა;
·         დაბალანსებული კვება;
·         იმუნიტეტის გაძლიერება;
·         ნატურალური ქსოვილის შიდა თეთრეულის ტარება.

სათესლე ბაგირაკის გადაგრეხა

სათესლე ბაგირაკის გადაგრეხა – გვხვება 500-დან 1 შემთხვევაში. აღნიშნულ პრობლემას ასევე ეძახიან საკვერცხის გადაგრეხას, რადგან სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო ზიანდება საკვერცხე. 

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         ანატომიური თავისებურებები;
·         ხტომა;
·         მკვეთრი მოძრაობები;
·         მუცლის პრესის დაჭიმულობა;
·         ბაგირაკის ტრავმები;
·         ბაგირაკის დაზიანება;
·         კრიპტორქიზმი.

სიმოტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია:
·         ტკივილი ბაგირაკის არეში;
·         ღებინება;
·         მუცლის არეში ტკივილი;
·         ტემპერატურის აწევა;
·         ბაგირაკის შეშუპება;
·         ზემოთ აქაჩული საკვერცხე;
·         ციებ-ცხელება;
·         საერთო სისუსტე;
·         საკვერცხის გადიდება ზომაში;
·         ბაგირაკის დაწითლება.

დიაგნოსტიკა
აღნიშნული პრობლემის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:
·         უროლოგის მიერ პაციენტის გამოკვლევა;
·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა კვანძის დიფერენციალური გამოკვლევისთვის;
·         საკვერცხეების სცინტიგრაფია;
·         საშარდე სისტემის გამონადენის გამოკვლევა.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         პრობლემის გაჩენიდან 3-4 საათის განმავლობაში სასწრაფო ოპერაციის გაკეთებას;
·         ოქრიპექსიას;
·         საკვერცხის მოცილებას;
·         ერთი საკვერცხის გადახლართვისას მეორეს დაფიქსირებას.

საშიშროება
სათესლე ბაგირაკის გადაგრეხის გართულება საკმაოდ სერიოზულია. ამიტომ პაციენტმა უნდა მიიღოს დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება. სპეციალისტების რჩევაა სასწრაფო ოპერატიული ჩარევა თავიდანვე, რათა არ მოხდეს შემდგომი გართულებები. 

პროფილაქტიკა
ერთად-ერთი საშუალება იმისათვის, რომ სათესლე ბაგირაკი გადარჩეს არის დეტორსია – გადაგრეხილი ნაწილის გახსნა ქირურგიული ან კონსერვატიული მეთოდით. წარმატებულად ჩარევის შემთხვევაში ტკივილი საკმაოდ იკლებს, ჯირკვლებიც ფუნქციას ინარჩუნებს.

საკვერცხეების დისფუნქცია

საკვერცხეების დისფუნქცია – წარმოადგენს საკვერცხეების ჰორმონალური ფუნქციის დარღვევას, რაც გამოწვეულია ენდოკრინული ან ანთებითი პრობლემების გამო. საკვერცხეების დისფუნქციის დროს აღინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა – ის ან ხანგრძლივია (დაახლოებით 35 დღე), ან შემცირებული (21 დღეზე ნაკლები). მენსტრუალური ციკლი ასეთი დაავადების დროს ძალიან მტკივნეულია, ჭარბი სისხლდენით. 
დაავადების დროს ფეხმძიმობა ძალიან სახიფათოა. პრაქტიკულად დაფეხმძიმება შეუძლებელია, მაგრამ თუ ჩასახვა მოხდება, ქალს მუცლის მოშლის დიდი შანსი აქვს. დაავადების განკურნების შემდეგ დიდია დაფეხმძიმების შანსი. სწორედ ამიტომ საჭიროა პრობლემის დროულად დიაგნოსტირება და მისი აღმოფხვრა. 
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
·         ენდოკრინული დაავადებები;
·         ქრონიკული სტრესი;
·         დაღლილობა;
·         აბორტი;
·         ფეხმძიმობის მედიკამენტოზური გზით მოშლა;
·         საშვილოსნოში არასწორად ჩადგმული სპირალი;
·         ისეთ მედიკამენტების მიღება, რომლებიც იწვევენ მენსტრუალური ციკლის მოშლას.
 
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         არარეგულარული მენსტრუაცია;
·         მენსტრუაციის არქონა;
·         მენსტრუაციის დროს ინტენსიური სისხლდენა;
·         მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერი ტკივილი;
·         წელის არეში დისკომფორტი;
·         ოვულაციის დღეებში ტკივილები;
·         წინამენსტრუალური სინდრომის გართულებები;
·         სისხლდენა საშვილოსნოდან;
·         მენსტრუალური ციკლი ექვსი თვის შემდეგ;
·         მუცლის მოშლა.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება:
·         გინეკოლოგის კონსულტაცია;
·         ჰორმონების ანალიზი;
·         მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         საშვილოსნოს ყელის ქსოვილების ბიოპსია და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
 
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         მენსტრუალური ციკლის ბოლო მესამედში პროჰესტერონომების თერაპია;
·         მენსტრუაციის შემდეგ ჰორმონალური პრეპარატების მიღება;
·         ორალური კონტრაცეპტივების მიღება;
·         ფიზიოთერაპია;
·         რეფლექსოთერაპია;
·         ჰომეოპათიური პრეპარატების მიღება;
·         საკვერცხეების დისფუნქციის გამომწვევი დაავადებების მკურნალობა.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         უნაყოფოფბა;
·         ენდომეტრიოზი;
·         საშვილოსნოს მიომა;
·         სარძევე ჯირკვლების კიბო;
·         მასტოპათია;
·         ონკოლოგიური დაავადებები.
 
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა;
·         გინეკოლოგთან დროული ვიზიტი;
·         ენდოკრინოლოგთან დროული ვიზიტი;
·         ქალური დაავადებების დროული მკურნალობა;
·         შემთხვევითი და დაუცველი სქესობრივი კავშირებისთვის თავის არიდება.

სალმონელოზი

სალმონელოზი – საჭმლის მომნელებელი სისტემის დამაზიანებელი მწვავე ინფექციური დაავადება.
 
მიზეზები
·         კულინარიულად დაუმუშავებელი საკვების მიღება;
·         დაინფიცირებული წყლის გამოყენება;
·         დაინფიცირებული მტვრის შესუნთქვა;
·         დაინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტი.
 
სიმპტომები
·         სხეულის ტემპერატურის სწრაფი აწევა;
·         სისუსტე;
·         თავის ტკივილი;
·         კუნთებში ტეხვა;
·         მუცლის ზედა ნაწილში მჩხვლეტავი ტკივილი;
·         გულის რევა, ღებინება;
·         დიარეა;
·         კალა ხდება ქაფისებრი და მომწვანო ფერის;
·         მუცლის შებერილობა;
·         ენა გამომშრალი, ნადებით;
·         კალაში სისხლისა და ლორწოს ნარევი;
·         ბრადიკარდია;
·         ჭარბი ოფლიანობა.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
·         შარდის ანალიზი;
·         კალას და ნაღებინები მასის ბაქტერიული გამოკვლევა;
·         იმუნოფერმენტული ანალიზი;
·         კოპროგრამა.
 
მკურნალობა
·         კუჭ-ნაწლავის გამორეცხვა;
·         სითხისა და მარილების აღმდგენი პრეპარატები;
·         ანტიბიოტიკები;
·         ბიოპრეპარატები.
 
დიეტა
მკურნალობისას პაციენტებს ენიშნებათ დიეტა №4, რომელიც რაციონიდან გამოირცხავს შემდეგ პროდუქტებს:
·         ცომეული;
·         ტკბილი ცომეული;
·         ცხიმიანი ხორცის სახეობები;
·         კონსერვები, შებოლილი;
·         კვერცხი;
·         ცხიმები;
·         ბოსტნეული;
·         მსუყე წვნიანები;
·         კენკრა, ხილი;
·         ტკბილეული, თაფლი;
·         ყავა, კაკაო;
·         გაზიანი სასმელი, ბურახი;
·         სპირტიანი სასმელი.
 
საშიშროება
·         ფილტვების, თავის ტვინის შეშუპება;
·         ინფექციურ-ტოქსიკური შოკი;
·         ჩირქოვანი გართულებები;
·         თირკმელების, ღვიძლის, გულსისხლძარღვთა უკმარისობა.
 
რისკის ჯგუფი
·         1 წლამდე ასაკის ბავშვები;
·         სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები;
·         კუჭის წვენის დეფიციტური გამომუშავების მქონე პირები.
 
პროფილაქტიკა
·         ჰიგიენის ნორმების დაცვა;
·         სალმონელოზის მკურნალობა შინაურ ცხოველებში;
·         წყლის წარმომავლობის გაკონტროლება.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights