ქეცი (ფავუსი) – წარმოადგენს თმის, კანის, ფრჩხილების სოკოვან დაავადებას, რომელიც ხანგრძლივი მიმდინარეობით ხასიათდება.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი;
· ინფექციური დაავადებები;
· ინტოქსიკაციის ფონზე დაავადება;
· არასრულფასოვანი და არარეგულარული კვების გამო დაავადება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· დაავადებული თმა თხელდება, უხეშდება, თითქოს დამტვერილია;
· დაზიანებული თმა არ არის მტვრევადი და ინარჩუნებს სიგრძეს;
· დაავადებულს თავზე ცუდი სუნი ასდის;
· კანზე ვითარდება ატროფიული ზედაპირი;
· ზოგჯერ ვითარდება რეგიონარული ლიმფოდენტები;
· დაზიანებულ ადგილს ახასიათებს დიფუზიური დახეთქვა;
· შესაძლოა შინაგანი ორგანოების დაზიანებაც.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს მიკოლოგი, რომელიც ახდენს პაციენტის ვიზუალურ დათვალიერებას. ქეცის რიგი ფორმებისას საჭიროა ასევე სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობისთვის იყენებენ გარე მოხმარების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს. დაზიანებულ ადგილებს ამუშავებენ იოდით, ასევე სოკოს საწინააღმდეგო მალამოებით.
საშიშროება
დროული მკურნალობის გარეშე დაავადება შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს და მოხდეს შინაგანი ორგანოების დაზიანებაც, რაც დიდი ალბათობით ლეტალურ შედეგსაც კი გამოიწვევს.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია მიკოლოგისა და თერაპევტის კონსულტაცია. თუ ქეცი აღმოაჩნდება ადამიანს, მისი ოჯახის ყველა წევრმა უნდა გაიაროს კონსულტაცია, რათა მოხდეს სოკოს პრევენცია.
ქეცი (ფავუსი)
ქერტლი
ქერტლი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავის თმიანი ნაწილის საფარის აქტიური გამოშრობა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· Malassezia Furfur-ის სოკო;
· ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა;
· სოკოვანი დაავადებების, ფსორიაზის გართულება;
· არასწორი კვება;
· თავის იშვიათი დაბანა;
· ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები;
· თმის მოვლის არასწორად შერჩეული საშუალებები;
· თმის ხშირი შეღებვა;
· იმუნიტეტის დაქვეითება;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
· ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· თავის კანზე ცხიმიანი ან გამომშრალი თეთრი ნადების გაჩენა;
· თმის სიმშრალე, ცხიმიანობა ან მტვრევადობა;
· თმის ფერის გახუნება;
· თავის კანის ქავილი;
· თმის ცვენა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ტრიქოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· თავის კანის დათვალიერება;
· სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
· თავის კანის ნაცვეთის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· თმის მოვლის სამკურნალო საშუალებებს;
· გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს;
· თავის კანის მიკრომასაჟს;
დიეტა
მკურნალობის დროს რაციონში საჭიროა შემდეგი პროდუქტების შეტანა:
· ზღვის პროდუქტები, თევზი;
· ავოკადო, ბანანი;
· სტაფილო, პომიდორი, კომბოსტო;
· თხილი, არაქისი, ფინიკი;
· რძის პროდუქტები.
საჭიროა ცომეულის, ტკბილეულის, ცხარე საკვების გამორიცხვა.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავდების მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს:
· ნაწილობრივი ან სრულად გამელოტება;
· თავის კანის და რბილი ქსოვილების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების განვითარება.
რისკის ჯგუფი
· სებორეის მქონე ადამიანები;
· მამაკაცები;
· ახალშობილები;
· მოზარდები;
· ადამიანები, ვინც ხშირად იცავს დიეტას;
· ადამიანები, ვისაც გადატანილი აქვთ ინფარქტი და ინსულტი;
· ნევროლოგიური დაავადებების მქოე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დაავადების დროული მკურნალობა;
· დაბალანსებული კვების ქონა;
· ძლიერი სტრესის და დეპრესიის თავიდან აცილება;
· თმის შამპუნის და მოვლის საშუალებების სწორად შერჩევა;
ქალიაზიონი
ქალიაზიონი – წარმოადგენს თვალის ქუთუთოს შესიებას, რომელიც პროვოცირებულია ცხიმოვანი ჯირკვლების გაჭედვით, რაც ამ ადგილებში სითხის დაგროვებას იწვევს.
მიზეზები
· ორგანიზმის გადაციება;
· ბლეფარიტი;
· იმუნიტეტის დაქვეითება;
· გაციება;
· პირადი ჰიგიენის ნორმების დარღვევა;
· კონტაქტური ლინზების ტარება;
· კანის ცხიმიანობის გაზრდა;
· ორგანიზმის დასუსტება სხვადასხვა დაავადებებით.
სიმპტომები
· ქუთუთოს ტკივილი;
· ქუთუთოს დაწითლება;
· კონიუქტივიტი;
· დაჩირქება;
· კანის გასქელება;
· პალპაციის დროს შეგრძნებადი ბურთულოვანი წარმონაქმნი;
· წარმოქმნილი ნახვრეტიდან ჩირქდენა;
· მხედველობის დაქვეითება;
· თვალის დახამხამების შეუძლებლობა;
· თვლის ასტიგმატიზმი;
· ქუთუთოს გარშემო მომრგვალო წარმონაქმნი.
დიაგნოსტიკა
· პროფესიონალ ოფთალმოლოგთან კონსულტაციის გავლა;
· მხედველობის კომპიუტერული შემოწმება;
მკურნალობა
· თბილი, მშრალი კომპრესები;
· ქუთუთოების მსუბუქი მასაჟი;
· ულტრამაღალი სიხშირის თერაპია;
· მედიკამენტოზური თერაპია;
· ჩაწვეთება;
· სპეციალური მალამოების გამოყენება;
· კორტიკოსტეროიდების ინექცია;
· ოპერატიული ჩარევა;
საშიშროება
დაავადების მთავარი საშიშროება არის კისტის ფორმირების პერსპექტივა, რაც მთელი ორგანიზმისთვის შეიძლება გახდეს საშიში.
პროფილაქტიკა
· პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
· თუ ხმარობთ – კონტაქტური ლინზების და ხსნარის რეგულარულად გამოცვლა;
· ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივად გაკონტროლება.
ქალა-ტვინის ტრავმა
ქალა-ტვინის ტრავმა – თავის ქალის და მისი შიგთავსის ტრავმატული დაზიანება.
დაავადებას გააჩნია კლინიკური ფორმები:
· თავის ტვინის შერყევა;
· თავის ტვინის მსუბუქი ფორმით დაზიანება;
· თავის ტვინის საშუალო ფორმით დაზიანება;
· თავის ტვინის მძიმე ფორმით დაზიანება;
· დიფუზურ-აქსონალური დაზიანება;
· თავის ტვინის შეკუმშვა.
მიზეზები
დაავადება ჩნდება თავის ქალის ტრავმის შედეგად.
სიმპტომები
· გონების დაკარგვა;
· თავის ძლიერი ტკივილი;
· გულის რევა და ღებინება;
· ძლიერი თავბრუსხვევა;
· რბილი ქსოვილების ჰემატომა;
· კრუნჩხვა;
· მეხსიერების დაკარგვა;
· სინათლის შიში;
· მეტყველების არევა;
· სიარულის არევა;
· მხედველობის დაქვეითება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· ნევროლოგიური დათვალიერება;
· თავის ტვინის კტ;
· თავის ტვინის მრტ;
· ექო-ენციფალოსკოპია;
· ლუმბალური პუნქცია.
მკურნალობა
· ქირურგიული ჩარევა;
· დეჰიდრატაციული თერაპია;
· კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები;
· მიკრორელაქსანტები.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· პოსტტრავმული ტკივლი;
· ეპილეპსია;
· ვეგეტატიური მდგომარეობა.
დიდია ლეტალური შედეგის რისკი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა.
ფუნქციონალური დისპეპსია
ფუნქციონალური დისპეპსია – მდგომარეობა, როცა პაციენტს უჩნდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არეში უსიამოვნო შეგრძნება ან ტკივილი, რაიმე კონკრეტული დაავადების არსებობის გარეშე.
მიზეზები
· ემოციური სტრესი და ფსიქოლოგიური ტრავმები;
· მარილმჟავას სეკრეციის გაზრდილი ფუნქცია;
· კუჭის კედლების ფენების გაზრდილი მგრძნობელობა გაჭიმვაზე.
სიმპტომები
· დიარეა;
· მეტეორიზმი;
· შეკრულობა;
· წამოვლითი ტკივილები მუცლის არეში.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია;
· სისხლის კლინიკური ანალიზი;
· კალას საერთო აალიზი;
· საჭმლის მომნელებელი სისტემის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· ელექტროგასტროგრაფია;
· კუჭის რენტგენი;
· მჟავიანობის დადგენა;
· კუჭის მანომეტრია.
მკურნალობა
· დიეტის დაცვა და კვების რეჟიმის ნორმალიზება;
· მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
· პროკინეტიკების გამოყენება საჭიროების შესაბამისად.
დიეტა
საჭიროა დიეტის დაცვა და რაციონიდან შემდეგი პროდუქტების გამორიცხვა:
· შებოლილი;
· მლაშე;
· დაკონსერვებული;
· მარინადი;
· ცხარე;
· საკონდიტრო ნაწარმი.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს გასტრიტი,
რისკის ჯგუფი
· მწეველები;
· ალკოდამოკიდებულები;
· არარეგულარული კვების მქონე პირები;
· ისინი, ვინც ხშირად მიირთმევენ ფასტფუდს.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის საჭიროა ბავშვებისთვის პატარაობიდანვე სწორად კვების მიჩვევა.
რა არის ფსორიაზი და როგორ ვლინდება, როგორია მისი რისკ-ფაქტორები? – გვხვდება თუ არა ფსორიაზი ბავშვებში?
ფსორიაზი – არაინფექციური ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს კანის საფარს.
ფსორიაზი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომლის მსუბუქი თუ მწვავე ფორმები მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2-3%-ს მაინც გამოუცდია. ის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის, თუმცა პაციენტებს დიდ დისკომფორტს უქმნის და მნიშვნელოვნად აუარესებს მათი ცხოვრების ხარისხს. გარდა ამისა, საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ დაავადება გადამდებია. შესაბამისად, ფსორიაზით დაავადებულთა მიმართ ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა.
დაავადების წარმოშობის კონკრეტული მიზეზები დადგენილი არ არის, თუმცა ექიმები თვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს:
· სტრესი, ნეგატიური ემოციური მდგომარეობა;
· ენდოკრინული პათოლოგიები;
· მემკვიდრეობა;
· იმუნური სისტემის დაქვეითება.
რა იწვევს დაავადებას და როგორია მისი რისკ-ფაქტორები?
მართალია, ჩვენთვის ფსორიაზის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც მისი განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ესენია:
- გენეტიკური წინასწარგანწყობა – დაავადების მქონე პაციენტთა სამედიცინო ისტორიის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ გენეტიკა მის განვითარებაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. შემთხვევათა 60-70% სწორედ გენეტიკით არის განპირობებული.
- გარემო ფაქტორები – მისი პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ამინდისა და კლიმატური პირობების ცვლილებამ.
- სტრესი – ძლიერი სტრესი და შფოთვები შეიძლება დაავადების გამომწვევ მიზეზად იქცეს. ასევე, ადამიანები, რომელთაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები ფსორიაზის განვითარების რისკ-ჯგუფში შედიან.
- ასაკი – მცირეწლოვან ბავშვებში ის იშვიათად ვითარდება, ის უმეტესად 15-30 წლის ასაკში იჩენს ხოლმე თავს.
- ინფექციები – ბაქტერიითა თუ ვირუსით გამოწვეული ინფექციები ფსორიაზის განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია.
- კანის დაზიანება ან ტრავმა – განაკაწრმა, ჭრილობამ, დამწვრობამ ან რაიმე სახის ტრავმამ შეიძლება დაავადების პროვოცირება მოახდინოს.
- მედიკამენტები – გარკვეული პრეპარატები ფსორიაზის კიდევ ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. ეს შეიძლება იყოს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები, ბეტა-ბლოკატორები, ლითიუმისა და ანტიმალარიული პრეპარატები და სხვა.
- ალკოჰოლი და თამბაქო – მწეველობა და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება ზოგჯერ ფსორიაზის განვითარებასა და გამწვავებასთან უწყობს ხელს.
- ჰორმონალური ცვლილებები – პუბერტატის, ორსულობისა და მენოპაუზის პერიოდში, შესაძლოა, მისი პროვოცირება მოხდეს.
სიმპტომები
· ფრჩხილი იფარება ნანემსარის ტიპის ლაქებით;
· ფრჩხილი იცვლის ფერს, დაავადება ჰგავს სოკოვან დაავადებას.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც ის ახდენს პაციენტის საერთო დათვალიერებას, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობის შემოწმებას, დაავადებული კერების შესწავლას.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· საერთო თერაპიას;
· ადგილობრივ თერაპიას;
· ფიზიოთერაპიას.
დიეტა
გამწვავებული ფსორიაზისას დაშვებულია შემდეგი პროდუქტების მიღება:
· ხილი;
· ხილის წვენი;
· ბოსტნეული;
· მწვანილი;
· კენკრა;
· უცხიმო ხორცი – დღეში 200 გრ;
· ნებისმიერი სახეობის თხილი;
· უცხიმო თევზი;
· რძის პროდუქტები;
· ჭვავის პური;
· ზღვის კომბოსტო.
პაციენტმა არ უნდა მიიღოს:
· შებოლილი პროდუქტი;
· წითელი თევზი;
· ცხოველური ცხიმები;
· კვერცხი;
· ღორისა და იხვის ხორცი;
· ცომეული.
საშიშროება
ფსორიაზი სერიოზული, მაგრამ არა სასიკვდილოა. ის ადაბლებს ცხოვრების ხარისხს, რადგან მისით დაზიანებული კანი და ფრჩხილები საკმაოდ უსიამოვნოდ გამოიყურება. დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია – ის ქრონიკული დერმატოლოგიური დაავადებაა, რომელიც მუდმივად „მიძინებულ“ მდგომარეობაში უნდა ვამყოფოთ.
რისკის ჯგუფი
· კანის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
· კანის ტრავმების მქონე პირები;
· ცენტრალური ნერვული და ვეგეტატიური სისტემების დარღვევების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· კანის დატენიანება;
· ცივ და მშრალ შენობებში დიდხან ყოფნისგან თავის შეკავება;
· ლიტიების და ბეტა-ბლოკატორების მიღებისგან თავის შეკავება.
როგორ ხდება ფსორიაზის დიაგნოსტიკა?
ფსორიაზის დიაგნოზი ემყარება კლინიკურ ნიშნებს, მორფოლოგიური ელემენტების ტიპურ ლოკალიზაციას და სხვა. ფსორიაზზე ეჭვს ადასტურებს ე.წ. ფსორიაზული ტრიადა:
- პირველ ეტაპზე მოვფხეკთ ფსორიაზულ წითელ პაპულას, რომელზეც ქერცლი არ შეინიშნება. რაც უფრო მეტად მოვფხეკთ მას, მით უფრო სქელი ქერცლით დაიფარება;
- ქერცლის მოფხეკას რომ გავაგრძელებთ, გამოჩნდება აპკით დაფარული პაპულა. ამას ფსორიაზული აპკის ფენომენს ვუწოდებთ;
- აპკის მოცილებისას გამოჟონავს სისხლი, რაც მედიცინაში წერტილოვანი სისხლდენის ფენომენის სახელწოდებით არის ცნობილი.
იშვიათად შემთხვევაში, ბიოფსიასაც მიმართავენ.
ყელიდან ნაცხის აღება β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკებისთვის შესაძლოა დაგვჭირდეს წვეთისებრი ფსორიაზის დროს.
რადიოლოგია და რევმატოიდული ფაქტორების განსაზღვრა გვეხმარება ართრიტის შესაფასებლად.
ედს-ის განსაზღვრა – მომატებულია პუსტულარული და ერითომატოზული ფსორიაზის დროს;
შარდმჟავას განსაზღვრა – მომატებულია პუსტულარული ფსორიაზის დროს.
გვხვდება თუ არა ფსორიაზი ბავშვებში?
ფსორიაზი შესაძლოა გამოვლინდეს, ნებისმიერი სქესისა და ასაკის პაციენტებში. თუმცა, დაავადება ყველაზე ხშირად ვლინდება 15-30 წლის ასაკში.
ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ფსორიაზზე. ის არ არის გადამდები დაავადება! ფსორიაზი არ არის განაჩენი. თანამედროვე მედიცინის წყალობით, შესაძლებელია მისი მართვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
რეინოს სინდრომი
რეინოს სინდრომი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კიდურებში არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
მიზეზები
· რევმატოლოგიური დაავადებები;
· სისხლძარღვების დაავადებები;
· ხშირი გადაციება;
· ენდოკრინული სისტემის დარღვევა;
· ორგანიზმის ინტოქსიკაცია.
სიმპტომები
· ემოციური მდგომარეობისას კიდურებში სისხლის მიწოდების დარღვევა;
· თითების გაუფერულება;
· თითებში ჩხვლეტა და გრძნობის დაკარგვა;
· თითების კანის მოლურჯო ფერი;
· თითებში ტკივილი;
· გათბობისას თითები წითლდება;
· სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ტუჩებზე, ცხვირის ნესტოებთან და ყურებზე.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს თერაპევტი, რისთვისაც საჭიროა:
· პროვოკაციული სინჯი სიცივეზე;
· სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
· რეოვაზოგრაფია;
· პლეტიზმოგრაფია;
· ლაზერულ-დოპლერული ფლოუმეტრია.
მკურნალობა
· ძირითადი დაავადების მკურნალობა;
· სისხლძარღვების გასაფართოვებელი საშუალებები;
· ფიზიოთერაპია;
· თრომბის საწინააღმდეგო პრეპარატები;
· სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები;
· ქირურგიული ჩარევა;
· ექსტრაკორპორალური ჰემოკორექცია.
საშიშროება
დაავადების ძირითადი საშიშროებაა ტროფიკული წყლულის, სეპსისის, ჩირქოვანი ვარიკოტრომბოფლებიტის გაჩენა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· ცივ სეზონზე ხელთათმანების ტარება;
· სისხლძარღვების შესავიწროვებელი პრეპარატების მიღება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ;
· სტრესული სიტუაციებისგან თავის დაცვა.
რევმატიზმი
რევმატიზმი – დაავადება, რომელიც ხასიათდება დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი ინფექციურ-ალერგიული სისტემური დაზიანებით.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
· გულის რევმატიზმი;
· სისხლძარღვების რევმატიზმი;
· სახსრების რევმატიზმი;
· კანის რევმატიზმი;
· ვენტრალური ნერვული სისტემის რევმატიზმი;
· სეროზული საფარის რევმატიზმი.
მიზეზები
· ინფექციური დაავადებები;
· იმუნური სისტემის დაქვეითება;
· ორგანიზმის გადაციება.
სიმპოტმები
· სხეულის ტემპერატურის 39 გრადუსამდე აწევა;
· საერთო სისუსტე;
· სწრაფი დაღლა;
· ჭარბი ოფლიანობა;
· თავის ტკივილი;
· სახსრების ტკივილი, გაწითლება, სახსრების შეშუპება, მოძრაობის დაქვეითება;
· გულის ტკივილი, გახშირებული გულისცემა;
· კუნთების კანკალი, კუნთების სისუსტე;
· ღია ვარდისფერი გამონაყარი კანზე, სახსრების კანქვეშ კვანძების გაჩენა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს რევმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· სასუნთქი გზებიდან ნაცხის დათესვა;
· ელექტროკარდიოგრაფია;
· ექოკარდიოგრაფია;
· ფილტვების რენტგენი.
მკურნალობა
· არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
· კორტიკოსტეროიდები;
· ანტიბიოტიკები;
· იმუნიტეტის გასაძლიერებელი პრეპარატები.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება გახდეს:
· არითმია;
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· გულის უკმარისობა;
· თავის ტვინის იშემია;
· ელენთის და თირკმელების ინფარქტი;
· მაგისტრალური სისხლძარღვების თრომბოემბოლია.
რისკის ჯგუფი
· 7-15 წლის ასაკის ბავშვები;
· ქალები;
· ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებების მქონე ადამიანები;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
· ორგანიზმის გაკაჟება;
· გაზაფხულ-შემოდგომის პერიოდში ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება.
რეიტერის სინდრომი
რეიტერის სინდრომი – აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ხასიათდება სახსრების ანთებით და შინაგანი ორგანოების დაზიანებით.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· შარდსასქესო გზების, კუჭ-ნაწლავის, ცხვირ-ხახის ინფექციები;
· სხვა ლოკალიზაციის ინფექციების არსებობა.
სიმპტომები
· სახსრების დაავადებების განვითარება;
· შარდსასქესო სისტემის დაავადებების განვითარება;
· კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანება;
· სხვა ორგანოების დაზიანება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს რევმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
· კალას და შარდის საერთო ანალიზი;
· სახსრების სითხის გამოკვლევა;
· სახსრების რენტგენი.
მკურნალობა
· ანტიბიოტიკები;
· არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
· გლუკოკორტიკოსტეროიდები;
· ციტოსტატიკები.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· სახსრების დისფუნქცია;
· მხედველობის დაქვეითება;
· უნაყოფობა;
· ერექციული დარღვევები;
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ნაწლავების და უროგენიტალური ინფექციების შეჩერება;
· ენტეროკოლიტისა და ურეტრიტის დროული მკურნალობა.
რეფსუმის სინდრომი – წარმოადგენს იშვიათ მემკვიდრეობით დაავადებას, რომლის დროს ორგანიზმში გროვდება ფიტანის მჟავა, ანუ ცხიმების დაყოფის პროდუქტი
რეფსუმის სინდრომი – წარმოადგენს იშვიათ მემკვიდრეობით დაავადებას, რომლის დროს ორგანიზმში გროვდება ფიტანის მჟავა, ანუ ცხიმების დაყოფის პროდუქტი.
რეფსუმის სინდრომი წარმოადგენს იშვიათ მემკვიდრეობით დაავადებას, რომლის დროს ორგანიზმში გროვდება ფიტანის მჟავა — ცხიმების დაყოფის პროდუქტი. ეს სინდრომი იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს და საჭიროებს დროულ დიაგნოზსა და მკურნალობას.
მიზეზები
ძირითადი მიზეზი არის მემკვიდრეობითი ფაქტორი, რომელიც ადამიანს გადაეცემა აუტოსომურ-რეცესიული ფორმით.
სიმპტომები
· ნათხემის ატაქცია;
· სიყრუე;
· ანსომნია;
· მხედველობის დაქვეითება;
· პარეზების განვითარება;
· ძვლებისა და კანის საფარის ცვლილება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ნევროლოგის კონსულტაცია;
· შარდის ანალიზი მასში ფიტანის მჟავას დონის დასადგენად;
· სისხლის ანალიზი მასში ფიტანის მჟავას დონის დასადგენად.
მკურნალობა
· ქლოროფილის შემცველი მწვანე ბოსტნეულისა და ხილის გამოყენების შეზღუდვა;
· დიეტა, რომელიც გულისხმობს საკვებად დაბალცხიმიანი პროდუქტების გამოყენებას;
· პლაზმოფარეზი – სისხლიდან ფიტანის მჟავის განდევნა.
საშიშროება
დაავადება ხელს არ უშლის სრულფასოვან ცხოვრებას. მთავარია დროულად მოხდეს დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის დაწყება. ასეთ დროს შედეგი ყოველთვის დადებითია და ხდება რიგი გართულებების თავიდან აცილება.
პროფილაქტიკა
გამომდინარე იქედან, რომ დაავადება მემკვიდრეობითი ხასიათისაა, რაიმე კონრეტული პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს.







