რეინოს სინდრომი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კიდურებში არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
მიზეზები
· რევმატოლოგიური დაავადებები;
· სისხლძარღვების დაავადებები;
· ხშირი გადაციება;
· ენდოკრინული სისტემის დარღვევა;
· ორგანიზმის ინტოქსიკაცია.
სიმპტომები
· ემოციური მდგომარეობისას კიდურებში სისხლის მიწოდების დარღვევა;
· თითების გაუფერულება;
· თითებში ჩხვლეტა და გრძნობის დაკარგვა;
· თითების კანის მოლურჯო ფერი;
· თითებში ტკივილი;
· გათბობისას თითები წითლდება;
· სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ტუჩებზე, ცხვირის ნესტოებთან და ყურებზე.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს თერაპევტი, რისთვისაც საჭიროა:
· პროვოკაციული სინჯი სიცივეზე;
· სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
· რეოვაზოგრაფია;
· პლეტიზმოგრაფია;
· ლაზერულ-დოპლერული ფლოუმეტრია.
მკურნალობა
· ძირითადი დაავადების მკურნალობა;
· სისხლძარღვების გასაფართოვებელი საშუალებები;
· ფიზიოთერაპია;
· თრომბის საწინააღმდეგო პრეპარატები;
· სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები;
· ქირურგიული ჩარევა;
· ექსტრაკორპორალური ჰემოკორექცია.
საშიშროება
დაავადების ძირითადი საშიშროებაა ტროფიკული წყლულის, სეპსისის, ჩირქოვანი ვარიკოტრომბოფლებიტის გაჩენა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· ცივ სეზონზე ხელთათმანების ტარება;
· სისხლძარღვების შესავიწროვებელი პრეპარატების მიღება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ;
· სტრესული სიტუაციებისგან თავის დაცვა.
რეინოს სინდრომი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. რეინოს სინდრომი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 27]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
