სასარგებლო ინფორმაცია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე
გულის წასვლის შეგრძნება და გულის წასვლა (პრესინკოპე და სინკოპე)
გულის წასვლის შეგრძნება და გულის წასვლა (პრესინკოპე და სინკოპე)
პრესინკოპეA არის გულის წასვლის შეგრძნება. გულის წასვლა (სინკოპე) არის ცნობიერების უეცარი, ხანმოკლე დაკარგვა, რასაც ცნობიერების სპონტანური დაბრუნება მოსდევს.
მიზეზები
პრესინკოპეს და სინკოპეს ერთი და იგივე გამომწვევი მიზეზები აქვს. ცნობიერების დაკარგვა ტვინის ფუნქციის დარღვევის შედეგია. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, ტვინის სისხლით მომარაგების შეფერხების გამო ვითარდება. თავის მხრივ, ტვინის სისხლით მომარაგება შეიძლება შემცირდეს გულის დაავადების ან ისეთი მდგომარეობის გამო, რომელიც აფერხებს გულისკენ სისხლის ნორმალურ მიდენას და, შესაბამისად, ამცირებს ტვინის სისხლით მომარაგებას. ამ მხრივ განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს ხანდაზმულები წარმოადგენენ, რადგან სისხლის მიდენა ტვინისკენ ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. საკუთრივ ტვინის დაავადებები, თუ ტვინის სისხლძარღვები არ არის დაზიანებული, იშვიათად იწვევს გონების კარგვას. კრუნჩხვამ შეიძლება განაპირობოს ცნობიერების დაკარგვა, მაგრამ ეს სინკოპედ არ ითვლება.
Mგულის დაავადებების დროს ტვინისკენ სისხლის მიდენა შეიძლება შემცირდეს, თუ ან გულისცემის სიხშირე შეიცვალა (ძალიან შემცირდა ან მოიმატა), ან რიტმი დაირღვა, ან გულს სისხლის ადეკვატური მოცულობის გადატუმბვის უნარი აღარ შესწევს სისხლის ნაკადის შეფერხების გამო. ამ უკანასკნელის მიზეზი შეიძლება იქნეს გულის სარქვლების დაზიანება (უხშირესად – აორტის სარქვლისა), ფილტვში ან, ზოგჯერ, გულში თრომბის გაჩენა, იშვიათად – გულის სიმსივნე (წინაგულოვანი მიქსომა).
გულში სისხლის დაბრუნება შეიძლება სხვადასხვა მიზეზით შემცირდეს; მაგალითად, ხველის და გაჭინთვის (ნაწლავების მოქმედების დროს) დროს იზრდება გულმკერდშიგა წნევა, რაც, თავის მხრივ, გულისკენ სისხლის მიდენას ამცირებს. ჯანმრთელ ჯარისკაცებს შეიძლება აღენიშნოთ გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა ხანგრძლივად უძრავად დგომის გამო. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ქვედა კიდურების კუნთები სისხლის გულისკენ უკუდინების პროცესში მონაწილეობას ვეღარ იღებს. ძლიერმა ემოციამ (მაგალითად, სისხლის დანახვა) ან ტკივილმა შეიძლება გაააქტიუროს ცდომილი ნერვი, რის შედეგადაც სისხლძარღვები ფართოვდება (დილატაცია), გულისკენ სისხლის მიდენა მცირდება და ადამიანს გული მისდის (ვაზოვაგუსური სინკოპე). თავის ან ზურგის ტვინის ზოგიერთმა დაავადებამ, ზოგიერთმა მედიკამენტმა (უპირატესწილად, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატები) აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების გაფართოება და გულის წასვლა.
გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა შეიძლება განაპირობოს სწრაფად წამოჯდომამ ან წამოდგომამ. პოზიციის ცვლილება ქვედა კიდურებისკენ სისხლის მიდენას იწვევს, რის შედეგადაც არტერიული წნევა ქვეითდება. პოზიციის შეცვლაზე სწრაფი ადაპტაციის უუნარობას ორთოსტაზული ჰიპოტენზია ეწოდება. ეს პათოლოგია მოხუცებში უფრო ხშირია.
ზოგჯერ გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა ფეხზე წამოდგომისას აღინიშნება. ამ დროს ადამიანი ან წვება, ან ძირს ეცემა, რაც ზრდის სისხლის ტვინში მიდენას და ცნობიერებაც სწრაფად აღდგება ხოლმე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„ეს ორგანიზმისათვის ძალიან დიდი სტრესია…“ – რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო
რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმი სრულად და რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო…
საუბრობს ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში “დილამშვიდობისა საქართველო”:
„ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანები მეტაბოლიზმის მოწესრიგებისა და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების სურვილით უშვებენ არის ის, რომ რაციონიდან ცხიმის სრულად ამოღების გადაწყვეტილებას იღებენ. ეს ორგანიზმისათვის ძალიან დიდი სტრესია.
ცხიმს ძალიან მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს, – ნახშირწყალზე ორჯერ მეტი ენერგეტიკული ღირებულებით ხასიათდება. ცხიმი შედის თავის ტვინისა და ნებისმიერი სხვა ორგანოს უჯრედის სტრუქტურის შემადგენლობაში.
თუ როგორ განვითარდება ნერვული სისტემა, თავის ტვინი, როგორ იფუნქციონირებს ნებისმიერი ორგანოთა სისტემის უჯრედი, ორგანიზმში ცხიმის შემცველობაზეა დამოკიდებული.
როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში სასქესო ჰორმონები ცხიმისაგან წარმოიქმნება. ქალებში სასქესო ჰორმონები ცხიმოვან ქსოვილში ინახება.
ცხიმს ჯანმრთელობისათვის და მეტაბოლიზმისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ცხიმები ერთმანეთისაგან განსხვავდება. არის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ტრანსცხიმები. ნაჯერია ძირითადად ის ცხიმები, რომლებიც მყარი სახით გვხვდება. მაგალითად, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, ხორცში.
ტროპიკული წარმოების ცხიმები, – ქოქოსის რძე. უჯერი ცხიმები ყველაზე სასარგებლო ცხიმებია, რომლებიც, ძირითადად, თხევადი სახით გვხვდება. მაგალითად ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, თევზის ცხიმი, სელის ცხიმი, ზეითუნის ზეთი. ყველაზე მეტად უჯერი ცხიმოვანი მჟავები უნდა მოვიხმაროთ.
ყველაზე საშიში ცხიმები საერთოდ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, – ტრანსცხიმებია, რომლებიც ხელოვნურად, გადამუშავების შედეგად მიღებული მყარი ცხიმია. ის დიდი ხნის განმავლობაში ვარგისიანობას ინახავს. ასეთი პროდუქტები გამოიყენება ძეხვეულში, საკონდიტრო ნაწარმში, მაიონეზში. ეს ცხიმები ჯანსაღი არ არის, არც სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისათვის. შეიცავს ტოქსინებს და სხვა მავნე, არაჯანსაღ ნივთიერებებს, რომლებიც შემდგომ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას საფუძვლად უდევს.
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა
მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაიმართება შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან.
„გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ვიზიტი ჟენევაში, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებს, კომიტეტის სხდომებსა და ორმხრივ შეხვედრებს, ასევე, ესწრებიან მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე.
მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. გაიმართება შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან.
ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელს, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანმრთელობის სოციალური განმსაზღვრელი დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა.
ჯანდაცვის მინისტრი, ასამბლეის დელეგატებისთვის გამართულ ტრადიციული მიღებას დაესწრო, რომელზეც სიტყვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები გამოვიდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორ კაილა ლაზერსონს შეხვდა.
მხარეებმა, ჯანდაცვის სექტორში, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე, ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.
ჯანდაცვის მინისტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე, სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდება.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პატარებისთვის ექიმთან ვიზიტი სტრესულია – როგორ შევუმსუბუქოთ შფოთვის დონე?
27 მაისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეა!

რა არის ნიკოტინი და რა ზიანი მოაქვს მას?
რატომ არ უნდა მოწიოთ?
მოწევა რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამას პატარა ბავშვიც გეტყვით. ჩვენი გარემო სავსეა სიგარეტისა და ნიკოტინის შემცველი საშუალებების ანტიპროპაგანდით. რეკლამები, ბანერები, სიგარეტის კოლოფზე დატანილი სურათები თუ უბრალოდ მშობლების გაფრთხილებები – მოწევის მავნებლობაზე, ბევრი გზით შეიძლება გაგეგოთ. თუმცა, დაინტერესებულხართ ამის მიზეზით?
დღეს ჩვენს ბაზარზე ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მრავალსახეობაა, როგორიცაა “ელექტრონული სიგარეტი, აიქოსი, კლასიკური სიგარეტები”.
თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ სხვადასხვა სეგმენტისა და ასაკის ადამიანები გახადონ დამოკიდებული ნიკოტინზე და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ასაკის ან როგორი ჯანმრთელობის მქონე იქნება მათი მომხმარებელი, მთავარია მათი ყულაბა სისტემატურად გამდიდრდეს კიდევ რამდენიმე ლარით, რადგან მწეველი ადამიანი ყოველთვის იყიდის სიგარეტს.
მოკლედ რომ აგიხსნათ, თუ რა არის ნიკოტინი და რა ზიანი მოაქვს მას.
ეს ასე გამოიყურება:
ნიკოტინს შეიცავს თამბაქოს მცენარე და ის ერთგვარი დაცვითი მექანიზმია მისთვის, რადგან ზუსტად ნიკოტინი, თავისი მომწამვლელი თვისებებით, არ აძლევს პარაზიტებს მცენარის დაზიანების საშუალებას.
ალბათ, თქვენ ასევე გსმენიათ მითი იმის შესახებ, რომ ნიკოტინს ჩვენი ორგანიზმიც გამოყოფს! ეს, რა თქმა უნდა, თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მორიგი მარკეტინგული ხრიკია.
საქმე იმაშია, რომ ჩვენი ორგანიზმის მიერ ხდება ვიტამინ b-3-ის სინთეზირება (ნეოცინი-ნიკოტინის მჟავა), რომელსაც არანაირი საერთო აქვს რეალურ ნიკოტინთან.
(ადიქცია)
ნიკოტინი იწვევს როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას.
როგორია სტრესის გავლენა მხედველობაზე
სტრესის დროს სხეულის ყველა კომპენსატორული მექანიზმის მუშაობა უარესდება და აკომოდაცია (თვალის უნარი შეცვალოს ფოკუსი, რათა უზრუნველყოს გამოსახულების სიცხადე სხვადასხვა მანძილზე) ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია.
თუ ადამიანს ჰქონდა მსუბუქი მიოპია, რომელიც არ ვლინდებოდა კლინიკური სიმპტომებით, ან დაბალი ან საშუალო ხარისხის შორს მხედველობა და კარგად ხედავდა აკომოდაციის წყალობით, მაშინ ეს მექანიზმი შეიძლება დაირღვეს სტრესის გამო.
ამ შემთხვევაში შეინიშნება მხედველობის მკვეთრი გაუარესება. ამრიგად, ხშირად მშობიარობის სტრესისა და მშობიარობის შემდეგ ძილის ნაკლებობის ფონზე, ქალები პირველად აღმოაჩენენ, რომ მათ აქვთ მხედველობის პრობლემები.











