ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

მეცნიერებმა გენური ინჟინერიის მეშვეობით თანდაყოლილი სიყრუით დაბადებულ ბავშვებს სმენა აღუდგინეს

ხუთმა სკოლამდელი ასაკის ბავშვმა, რომლებიც თანდაყოლილი სიყრუით დაიბადნენ, გენური ინჟინერიის დახმარებით, სმენის საშუალება მიიღო და პირველი სიტყვებიც წარმოთქვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თანდაყოლილი სიყრუის განკურნების რევოლუციური მეთოდი ჰარვარდის მედიცინის სკოლისა და ფუდანის უნივერსიტეტის (ჩინეთი) მეცნიერებმა შეიმუშავეს. უკვე ჩატარდა კლინიკური ცდები, რომელთა შედეგებიც ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა.

თანდაყოლილი სიყრუე შესაძლოა 1500-მდე სხვადასხვა მუტაციამ გამოიწვიოს, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია იმ გენეტიკურ ხარვეზზე, რომელიც შიდა ყურსა და თავის ტვინს შორის ნერვულ კავშირს აზიანებს – მუტაცია DFNB9. შედეგად, ორგანიზმის კარგავს იმ ცილის წარმოების უნარს, რომელიც აუცილებელია ნერვული იმპულსების სმენის რეცეპტორებიდან ტვინში გადასაცემად. აქამდე ასეთ ბავშვებს მხოლოდ პროთეზირებით ეხმარებოდნენ – მათ თავში იმპლანტს უნერგავდნენ, თუმცა ეს პრობლემას ბოლომდე არ წყვეტდა. „ხელოვნური ყური“ ბავშვებს ტონის განსხვავებისა და ინტონაციის დაჭერის საშუალებას არ აძლევდა. მაგალითად, მათ მუსიკის აღქმა უჭირდათ.

ახლა კი მეცნიერებმა უსაფრთხო ვირუსის გენომში დაზიანებული გენის ჯანსაღი ასლი ჩანერგეს და პაციენტების შიდა ყურში ინიექციის მეშვეობით მოათავსეს. ისინი განმარტავენ, რომ უჯრედში მოხვედრისთანავე ვირუსი დნმ-ის დაზიანებული ნაწილის „რემონტს“ იწყებს და გენის „დეფექტურ“ ასლს ჯანსაღით ცვლის, რომელიც უჯრედის ყოველი დაყოფის შემთხვევაში ნორმალურ გამრავლებას იწყებს. შესაბამისად, იწყება აუცილებელი ცილის წარმოება და ყურში წარმოქმნილი ნერვული სიგნალების ტვინში გადაცემა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბავშვებმა ხმებზე რეაგირება ოპერაციიდან რამდენიმე თვეში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა 6 ასეთი ოპერაცია ჩაატარეს, თუმცა ერთ შემთხვევაში მკურნალობა წარუმატებელი იყო. სპეციალისტები ამის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა განმეორებითი პროცედურა მეექვსე პაციენტის შემთხვევაშიც წარმატებით დასრულდეს.

მეთოდის ავტორები აცხადებენ, რომ შესაძლოა მათი მეთოდი აშშ-ში უკვე უახლოეს წლებში დაამტკიცონ.

რა არის ნიკოტინი და რა ზიანი მოაქვს მას…

რატომ არ უნდა მოწიოთ?

მოწევა რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამას პატარა ბავშვიც გეტყვით. ჩვენი გარემო სავსეა სიგარეტისა და ნიკოტინის შემცველი საშუალებების ანტიპროპაგანდით. რეკლამები, ბანერები, სიგარეტის კოლოფზე დატანილი სურათები თუ უბრალოდ მშობლების გაფრთხილებები – მოწევის მავნებლობაზე, ბევრი გზით შეიძლება გაგეგოთ. თუმცა, დაინტერესებულხართ ამის მიზეზით?

დღეს ჩვენს ბაზარზე ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მრავალსახეობაა, როგორიცაა “ელექტრონული სიგარეტი, აიქოსი, კლასიკური სიგარეტები”.

თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ სხვადასხვა სეგმენტისა და ასაკის ადამიანები გახადონ დამოკიდებული ნიკოტინზე და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ასაკის ან როგორი ჯანმრთელობის მქონე იქნება მათი მომხმარებელი, მთავარია მათი ყულაბა სისტემატურად გამდიდრდეს კიდევ რამდენიმე ლარით, რადგან მწეველი ადამიანი ყოველთვის იყიდის სიგარეტს.

მოკლედ რომ აგიხსნათ, თუ რა არის ნიკოტინი და რა ზიანი მოაქვს მას.

გააგრძელეთ კითხვა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში (ISS) E. bugandensis-ის სახელით ცნობილი ბაქტერიის 13-მა შტამმა მუტაცია განიცადა. ისინი ახლა დედამიწაზე არსებული იმავე მიკრობებისგან საგრძნობლად განსხვავდებიან.

ორწლიანი კვლევისას მეცნიერებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში აღმოაჩინეს წამლის მიმართ მდგრადი E. bugandensis-ის 13 შტამი. ბაქტერია სადგურის ფარგლებში სხვადასხვა ადგილას აღმოაჩინეს.

ISS ბაქტერიების გადარჩენისა და ადაპტაციის შესასწავლად იდეალური ადგილია. შესაძლოა, მიკროგრავიტაციაში ამგვარ ორგანიზმებს რეზისტენტობა ჩამოუყალიბდეთ, რაც ასტრონავტთა ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საფრთხის შემცველია.

ISS შტამების ანალიზმაგამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები. მაგალითად, საშუალოდ 578 რთული მუტაცია.

პლანეტაზე მობინადრე შტამებთან შედარებამ საერთო ჯამში საშუალოდ 578 რთული მუტაცია გამოავლინა. ეს ნიშნავს, რომ ორბიტაზე განლაგებულ სადგურში ბაქტერიებს სხვაგვარი გენეტიკური ვარიაციები აქვთ. კერძოდ, მათში უფრო მეტი ისეთი გენია, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციებთანაა დაკავშირებული, მაგალითად ამინომჟავების გადატანასთან.

ამ მიკრობებში აღმოაჩინეს გენები, რომლებიც დედამიწაზე არსებულ შტამებში არაა. ეს მიუთითებს, რომ ისინი გადასარჩენად კოსმოსის პირობებთან ადაპტირდნენ. მათში 23 სხვადასხვა პრეპარატის მიმართ რეზისტენტობაც გამოავლინეს, 13-ივე გენომში კი ACT-77-ის ჯგუფში შემავალ გენს მიაკვლიეს, რომელიც ძლიერ რეზისტენტობაზე მიანიშნებს.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, ზოგიერთმა ორგანიზმმა გამოიყენა ამ მექანიზმების კომბინაციები ანტიბიოტიკების მიმართ წინააღმდეგობის მოსაპოვებლად. ამ ბაქტერიებში ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობის 4 მექანიზმი დაფიქსირდა, ესენია: სამიზნის შეცვლა, ანტიბიოტიკის სეკრეცია, ანტიბიოტიკების შემცირებული შეღწევადობა და მათი ინაქტივაცია. ზოგ ორგანიზმში ამ მექანიზმების კომბინაცია ჩამოყალიბდა, მაგრამ ისინი მათთვის უნიკალური არაა, რადგან დედამიწაზეც ფიქსირდება.

მეცნიერებმა ის მიკრობებიც შეისწავლეს, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში E. bugandensis-თან თანაცხოვრობენ, რათა იქაური ბიოუსაფრთხოების შესახებ მეტი გაეგოთ. მათ შორის მეტაბოლური ურთიერთქმედების ანალიზისას შენიშნეს, რომ ზოგიერთი ბაქტერია E. bugandensis-გან უფრო მეტ სარგებელს იღებდა, ვიდრე სხვები, ანუ ის ISS-ში, სავარაუდოდ, მიკროორგანიზმების ბალანსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Microbiome გამოქვეყნდა.

გიორგი ფხაკაძეს თბილისის რეზიდენციაში ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის პრეზიდენტი ესტუმრა

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

პროფესორ გიორგი ფხაკაძეს თბილისის რეზიდენციაში ესტუმრა ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტი, პროფესორი ჰარმ პიტერი.

ახალი რეგულაციით, კლინიკებს უნდა ჰყავდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – ნინო ენდელაძის რეკომენდაციები

“შენი უფლებების” ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრისაერთო სპეციალიზაციის ადვოკატისამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრიდოქტორანტინინო ენდელაძე გთავაზობთ სტატიას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ სამედიცინო სექტორში:

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის (06/14/2023 N 3144) მუხლი 33. პუნქტი 1-ის თანახმად, რომელიც ძალაშია 2024 წლის 1 მარტიდან, განისაზღვრა ის დაწესებულებები, რომელთაც  საქმიანობის განხორციელებისას აუცილებელია, ჰყავდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

ამ დაწესებულებებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულება, რადგან ის ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან/და ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემი არის – ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, აგრეთვე მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე ინფორმაცია, თუ ის მონაცემთა სუბიექტის ფიზიკური ანფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას იძლევა.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვისას ვიცოდეთ, რომ პაციენტმა ხელმოწერით უნდა გამოხატოს ნება ხოლო, თავის მხრივ სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, ჯანდაცვის მინისტრის 108/ნ ბრძანების „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ და  01-41/ნ ბრძანების „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ”, თანახმად წარმოებულ სამედიცინო ბარათის გახსნისას, სამედიცინო მომსახურების მიმღებს ხელმოსაწერად წარუდგინოს, ,,პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა პერსონალურ მონაცემთა და სამედიცინო ინფორმაციის  მესამე პირთათვის გადაცემის შესახებ’’ ფორმა, სადაც დეტალურად იქნება განმარტებული სამედიცინო მომსახურების გამწევი და მიმღები მხარის უფლება-მოვალეობები.

წარმოგიდგენთ, რამდენიმე რეკომენდაციას – თუ რა უნდა ვიცოდეთ პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაციის სხვა პირზე  გადაცემისას. სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისას ჩვენს სახელზე გაცემულ სამედიცინო ბარათში  პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის   თანხმობა გაიცემა:

  • პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებაზე, (შეგროვებაზე, ჩაწერაზე, სისტემატიზაციაზე, შენახვაზე, დაზუსტებაზე (განახლება, შეცვლა) მათი მესამე პირებზე შესანახად ან/და დასამუშავებლად გადაცემაზე);
  • სამედიცინო მომსახურების ჩატარებისა და სამედიცინო მომსახურების ღირებულების დაფინანსების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნით;
  • ელექტრონულ ისტორიაზე წვდომის მიზნით, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
  • მკურნალობის პერიოდში პაციენტის სტატუსის თაობაზე (ღია თუ დახურული);
  • მკურნალობის პროცესში ქმედუუნაროდ გახდომის შემთხვევაში გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია ვის მიეწოდოს მათ შორის მატერიალური ფორმით (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა).
  • საკვლევი ნიმუშის ლაბორატორიაში გაგზავნის და ლაბორატორიული მომსახურების ჩატარების მიზნით.

 

დაბოლოს:

  • თანხმობა ამ ინფორმაციის მიღებაზე და სათანადო ენაზე განმარტების მიღების თაობაზე.

გვახსოვდეს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად:

,,მუხლი 6. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება:

დ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრევენციული,პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის, მომსახურების,სამედიცინო მოწყობილობების და პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის მიზნებით საქართველოს კანონმდებლობის ან ჯანმრთელობის დაცვისსპეციალისტთან დადებული ხელშეკრულების (თუ ამ მონაცემებს ამუშავებს პირი, რომელსაც პროფესიული საიდუმლოებისდაცვის ვალდებულება ეკისრება) შესაბამისად;’’

საქართველოს კანონი  ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’.

 

 

სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში – პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium.

პიცერიაში ჩატარდა ინსპექტირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს „სიფუდ გრუპ თელავი“ (ს/კ 431167364, მის: თელავის რაიონი, სოფ. კისისხევი, მწარმოებელი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარხნის კოდი 3700/03262). სააგენტომ შპს „TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი.

გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „სიფუდ გრუპ თელავიდან“ აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.

სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. ალექსანდრე მესხი კლინიკის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ახალი ხელმძღვანელი სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს. ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე მესხს, წარმატება უსურვა და სამინისტროს სახელით, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალმა დირექტორმა, მიხეილ სარჯველაძეს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, კლინიკის გუნდთან ერთად, აქტიურად იმუშავებს.
ალექსანდრე მესხი ეკონომიკის მაგისტრია. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, სადაც სხვადასხვა წლებში, წამყვან მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა.

ანელებს თუ არა D ვიტამინი დაბერების პროცესს — ახალი კვლევა

როგორ არის შესაძლებელი დაბერების შენელება ან სხეულის ბიოლოგიური საათის უკან გადაწევა ასაკის მატების მიუხედავად. წარმოიდგინეთ, რომ ეს ისეთი მარტივი შეიძლება იყოს, როგორც დღეში ერთი აბის დალევაა.

რატომ უნდა მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდანვე?

რა მოხდება თუ ბავშვს თავისუფლებას შევუზღუდავთ? რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს საშუალება იყოს დამოუკიდებელი? ამ თემაზე გვესაუბრება პიროვნული განვითარების ცენტრ “კარპე დიემის” ფსიქოლოგი ნინო მჟავანაძე

რას გულისხმობს ბავშვის დამოუკიდებლობა?

დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის ცნების სწორად განსაზღვრა. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ დამოუკიდებლობა არ ნიშნავს შეუზღუდავ თავისუფლებას, ის გულისხმობს ადამიანის მიერ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას და მასზე პასუხისმგებლობის აღებას.
დამოუკიდებლობა, როგორც უნარი, შეგვიძლია განვიხილოთ ორ ჭრილში: ბავშვს აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები: თვითმოვლა, გადაადგილება, დასუფთავება, კვება,ფულის გამოყენება და ა.შ. და ასევე, დამოუკიდებლობაში იგულისხმება ისეთი უნარების განვითარება, როგორიც არის: პრობლემის გადაწყვეტა, ემოციების მართვა, დროის მენეჯმენტი და ა.შ.

რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს საშუალება, იყოს დამოუკიდებელი?

ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, განვითარების ყველა ეტაპზე ბავშვს ჰქონდეს გარკვეული სახის დამოუკიდებლობა. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ადრეული ასაკიდან ბავშვები თავად იჩენენ ინიციატივას დამოუკიდებლად განახორციელონ სხვადასხვა ქცევა. თუ გავიხსენებთ 2 წლამდე ასაკის პერიოდს, ამ დროს ბავშვი ხშირად იყენებს სიტყვას „მე“ ,„მე თვითონ“ და უარს ამბობს დახმარებაზე. ამ ქცევით თითქოს ის ერთი მხრივ, საზღვარს ავლებს მასსა და სხვა ადამიანს შორის და მეორე მხრივ, ცდილობს აღმოაჩინოს საკუთარი ძალები და შესაძლებლობები. უფროსების მხრიდან მოცემული ინიციატივების ხელშეწყობამ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს შემდგომში ბავშვის პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბებაზე. სასურველია ბავშვი დაბალი ასაკიდანვე მივაჩვიოთ გადაწყვეტილების მიღებას, ამისათვის შეგვიძლია შევთავაზოთ მას სხვადასხვა სახის არჩევანი. მაგალითად: რომელი ტანისამოსის ჩაცმა ურჩევნია, რომელი ფერი მოსწონს მეტად, სასეირნოდ ურჩევნია წასვლა თუ კინოში და ასე შემდეგ. უფროსისთვის სასურველი ორი ალტერნატივიდან ბავშვის მიერ ერთის არჩევა, ბავშვს მეტად დააფიქრებს საკუთარ ინტერესებზე და ასევე გაუჩენს განცდას, რომ მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, რაზეც თავად არის პასუხისმგებელი.

რა როლი ეკისრება მშობელს ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარებაში?

ყველა მშობლის განზრახვას და მიზანს წარმოადგენს საკუთარი შვილების კეთილდღეობაზე ზრუნვა. მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა ამ მიზნის მიღწევის პროცესში ბავშვის პირადი სივრცის საზღვრები დაირღვეს. მართალია, მცირე ასაკში მოტორული განვითარების გამო, კვების უნარი არ არის ისეთი დახვეწილი, როგორც მოგვიანებით, მაგრამ სამაგიეროდ მშობლის მხრიდან ამ ქცევის წახალისება, ბავშვს აღმოაჩენინებს, რომ მას უფროსის დახმარების გარეშე უკვე შეუძლია სხვადასხვა ქცევის განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ ამ ასაკში რაიმეს კეთების მოტივაცია ბავშვებში ძალიან მაღალია, მაგალითად: სიარულის სწავლისას, მიუხედავად ხშირი დავარდნისას მიღებული წარუმატებლობისა, ბავშვი მაინც დგება და აგრძელებს სიარულს. უფროსები უნდა ვეცადოთ, სწორედ ეს მოტივაცია შევანარჩუნებინოთ სხვადასხვა ქცევასთან მიმართებაში და არ დავუწესოთ შეზღუდვები.
საქართველოში ხშირია, სქესის სტერეოტიპული შეზღუდვა, როდესაც მამრობითი სქესის ბავშვი ინტერესდება ცოცხით ან ჭურჭლით, ამ დროს ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიც არის: „ეს ბიჭის საქმე არ არის“, „გოგო ხომ არ ხარ“ და ასე შემდეგ. ეს იწვევს ბავშვში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარების დაბლოკვას.

რა მოხდება, თუ ბავშვს არ მივცემთ საშუალებას დამოუკიდებლად განახორციელოს სხვადასხვა ქმედება

მოზარდის მაგივრად სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლოა ერთი მხრივ გარკვეული კომფორტი შეუქმნას ბავშვს და მეორე მხრივ შესაძლოა შეაფერხოს იმ უნარების განვითარება, რაც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელია. უფროსები სულ შვილების გვერდით, სამწუხაროდ, ვერ ვიქნებით და საჭიროა მათი მომზადება ამისთვის. მუდმივმა ჰიპერმზრუნველობამ მშობლის მხრიდან შესაძლოა მიგვიყვანოს ისეთ შედეგებამდე, როგორიც არის:
•    განცდა, რომ ნებისმიერი ქმედებისთვის მჭირდება დახმარება და არ მაქვს საკმარისი უნარი თავად შევძლო იგივე. ასევე ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს თვითრწმენის, თვითცნობიერების და თვითშეფასების ნაკლებობა.
•    ჰიპერმზრუნველობისას ბავშვში იკლებს მოტივაცია და უხეშად რომ ვთქვათ, ეს იწვევს მდგომარეობას, რასაც სიზარმაცეს ვეძახით. ბავშვს უჩნდება განცდა, რომ მის მაგივრად ყველაფერს ყოველთვის სხვა გააკეთებს.

როგორ უნდა შეძლოს მშობელმა, მხარი დაუჭიროს ბავშვის დამოუკიდებლობას?

სანამ ბავშვი დამოუკიდებლად მისაღები გადაწყვეტილების წინაშე მარტო აღმოჩნდება, მნიშვნელოვანია მას მანამდეც მივცეთ საშუალება გადადგას დამოუკიდებელი ნაბიჯები. ამ პროცესში ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება გამოხატოს საკუთარი თავი და შეფასების გარეშე გავუზიაროთ ჩვენი დამოკიდებულებები მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ვაგრძნობინოთ მხარდაჭერა და თანადგომა, მასთან ერთად გავიზიაროთ ბედნიერი წუთები და შეცდომების დაშვებისას კი თანავუგრძნოთ. უფროსის მიერ ბავშვისთვის ნათქვამი ფრაზები: „ხომ გეუბნებოდი“, „ვიცოდი, რომ ცუდად დამთავრდებოდა“ „სულ ისე იქცევი, როგორც შენ გინდა“ და ასე შემდეგ, არასდროს გვაქცევს ბავშვების მეგობრად და ისეთ ადამიანად, რომელსაც დასახმარებლად და რჩევისათვის მიმართავენ.

რა უნარები შეიძლება განუვითაროს ბავშვს დამოუკიდებლობის ხელშეწყობამ?

დამოუკიდებლობის მიცემა მხოლოდ ყოფითი ცხოვრებისეული უნარების ათვისებას არ გულისხმობს. ბავშვმა უნდა ისწავლოს პრობლემების გადაწყვეტა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობის უნარი არის საფუძველი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად ჩამოყალიბებისა. ადამიანის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს შესაბამისი შედეგი მოჰყვება და ამ შედეგების მიხედვით წარიმართება შემდეგ ჩვენი ცხოვრება. თუ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს პასუხისმგებლობის განცდა ჩამოუყალიბდეთ და მომავალში საკუთარ ცხოვრებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, აუცილებელია მივცეთ საშუალება, გაგვიზიარონ საკუთარი სურვილები და მიიღონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები.
საინტერესოა, რომ „ცხოვრების უნარები“ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ WHO (1999) განისაზღვრა, როგორც პოზიტიური და ადაპტური ქცევის განხორციელებისათვის საჭირო უნარები, რომლებიც ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად გაუმკლავდეს ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნებსა და სირთულეებს. მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულია „ცხოვრების უნარების“ ძირითადი ჩამონათვალი, რომელიც მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და განვითარებისთვისაა აუცილებელი:

• გადაწყვეტილების მიღება;
•კრეატიული აზროვნება;
•ეფექტური კომუნიკაცია;
•თვითცნობიერება;
•ემოციების მართვა/გამკლავება;
•პრობლემის გადაჭრა;
•კრიტიკული აზროვნება;
• ინტერპერსონალური ურთიერთობების უნარები;
• ემპათია;
•სტრესთან გამკლავება;

აღსანიშნავია, რომ ეს კომპეტენციები უფრო მეტია, ვიდრე ცოდნა და უნარი. ის მოიცავს შესაძლებლობას, რომ ინდივიდმა დაძლიოს გარემოდან წამოსული ყველანაირი მოთხოვნები და მოახდინოს ფსიქოსოციალური რესურსების მობილიზება სიტუაციის გათვალისწინებით.
დამოუკიდებლობის უნარი ასევე ეხმარება ბავშვს გაუმკლავდეს იმედგაცრუებას და შეცდომები მიიღოს, როგორც გამოცდილება და სწავლის გზა.

რამდენად სასურველია, ყველა გარემოში მივცეთ ბავშვს დამოუკიდებლობა? 

დღესდღეობით ჩვენს საზოგადოებაში არსებული რეალობა საკმაოდ დაუცველად გამოიყურება. მშობლებისათვის, ბუნებრივია, რთულია, ყველა გარემოში ერთნაირად მიანიჭონ ბავშვს დამოუკიდებლობა, მაგრამ აუცილებელია ყოველთვის მოხდეს იმ მიზეზების ახსნა, თუ რატომ შეიძლება დავუწესოთ ბავშვს რაიმე სახის შეზღუდვა.
უფროსებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვისთვის სასიამოვნო გარემოში ყოფნა ამარტივებს ახალი ინფორმაციის ათვისებას და საჭირო უნარებისა განვითარებას.

რა უნდა ვიცოდეთ მუცლის კედლის თიაქრებზე? – ინტერვიუ აბდომინურ ქირურგთან

მუცლის კედლის თიაქარი საკმაოდ გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა. ის პოპულაციის 1.5-2%-ს უვითარდება, თუმცა მისი განვითარების რისკი, მოსახლეობის დაახლოებით 4-5%-ს აქვს. გარდა იმისა, რომ თიაქარი პაციენტს დიდ დისკომფორტს უქმნის, მან, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა საკმაოდ სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

რა არის მუცლის კედლის თიაქარი და რა ახდენს მის პროვოცირებას? როგორია დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესი? – პათოლოგიაზე დეტალურად თოდუას კლინიკის აბდომინური ქირურგი, ბესარიონ მეტონიძე გვესაუბრა.

გთხოვთ, პირველ რიგში, აგვიხსენით, რა არის მუცლის კედლის თიაქარი?

მკითხველისთვის გასაგებად რომ ავხსნათ, მუცლის კედელი რამდენიმე შრისგან შედგება, ესენია: ე.წ. პერიტონეუმი, რომლითაც დაფარულია მუცლის ღრუს ორგანოები; ფასციები ანუ შემაერთებელ-ქსოვილოვანი ფურცლები, რომელთა შორისაც არის მოთავსებული კუნთები და რომლებიც ქმნის მყარ გარსს მუცლის კედლისთვის; კანქვეშა ცხიმი და კანი. უმეტესად იმ ადგილებში, სადაც ჩვენ მიერ ჩამოთვლილი შრეების შეერთება ხდება, შეიძლება გაჩნდეს დეფექტი ხვრელის სახით. ამ ხვრელების საშუალებით კი მუცლის ღრუს ორგანოები კანქვეშა სივრცეში გამოდიან, რაც გამობერილობას ქმნის. სწორედ ამ პათოლოგიას ვუწოდებთ თიაქარს.

თიაქარი შედგენა შემდეგი კომპონენტებისგან: თიაქრის კარი, თიაქრის პარკი, თიაქრის შიგთავსი (მუცლის ღრუს სხვადასხვა ორგანოს სახით).

როგორია მუცლის კედლის ძირითადი თიაქრების ჩამონათვალი?

თავისი ლოკალიზაციის მიხედვით გამოვყოფთ: ეპიგასტრიუმის, ჭიპის, საზარდულის, ბარძაყის, პოსტოპერაციულ ანუ ინციზიურ თიაქრებს. მუცლის კედლის თიაქრებს, ასევე, განეკუთვნება შპიგელის ხაზის თიაქარი, რომელიც სწორი კუნთის ბუდის ლატერალურად ვითარდება და ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ტიპებს შორის ყველაზე იშვიათია. აღსანიშნავია ისიც, რომ საზარდულის თიაქარი უფრო მეტად კაცებშია გავრცელებული, ბარძაყის თიაქარი კი უმეტესად ქალებში გვხდება.

რა ახდენს ამ პათოლოგიის პროვოცირებას?

მუცლის კედლის თიაქრების მთავარი მაპროვოცირებელი მუცლის ღრუში წნევის მატებაა, რაც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ესენია, ძლიერი ქრონიკული ხველა, ორსულობა, არასწორი ვარჯიში, სიმძიმეების აწევა და ა.შ. საქმე ისაა, რომ მუცლის ღრუში წნევის მატებისა და კედლის დაჭიმულობის დროს, ჩვენს მიერ აღწერილ ზონებში, ხდება ან დეფექტების გაჩენა ან არსებული ხვრელების გაგანიერება, რომლებიც შემდგომში წარმოადგენენ თიაქრის კარს.

რა გართულებებამდე შეიძლება მივიდეს არანამკურნალები თიაქარი?

ხშირად, როცა პაციენტი მოსვენებულ მდგომარეობაშია, მუცლის კედელზე გამოსული ორგანოები თავისით ან ხელის დახმარებით უბრუნდება ჩვეულ ადგილს, მუცლის ღრუში. თუმცა არის შემთხვევები, როცა თიაქარი იჭედება და ვეღარ ხერხდება ორგანოს უკან ჩაბრუნება. ასეთ დროს, შესაძლოა, მის ირგვლივ წარმოიქმნას შეშუპება და ანთებითი პროცესი, რაც შემდგომში ისეთ სერიოზულ გართულებებს იწვევს, როგორებიცაა ჩაჭედილი ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევა,  განგრენა პერფორაციით, პერიტონიტი, გაუვალობა და ა.შ. ამიტომ თიაქრის ჩაჭედვისთანავე აუცილებელია, პაციენტმა მიმართოს ექიმს, რათა დროულად მოხდეს ადეკვატური მკურნალობა.

რა სიმპტომებით გამოიხატება მუცლის კედლის თიაქარი?

ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი მუცლის კედელზე თვალით ხილული გამობერილობაა. მას, ასევე, შეიძლება ახლდეს პერიოდული ტკივილი, მოქაჩვის შეგრძნება, დისკომფორტი, შებერილობა, ნაწლავების მოქმედების გაძნელება, ბოყინი და ა.შ. თიაქრის ჩაჭედვის დროს კი ნაწლავთა მოქმედება, შესაძლოა, სრულიად შეჩერდეს და სახეზე გვქონდეს გაუვალობა.

რა სადიაგნოსტიკო საშუალებებს მიმართავთ თიაქრის დროს?

დიაგნოსტირება თავდაპირველად ხელით გასინჯვით იწყება. თიაქრებს ძალიან დამახასიათებელი აღწერილობა აქვს, ამიტომ ქირურგი მათ ამოცნობას ხშირად მარტივად ახერხებს. ზოგიერთ შემთხვევებში ვიყენებთ ისეთ ინსტრუმენტულ კვლევებს, როგორებიცაა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია. მათი დახმარებით განვსაზღვრავთ თიაქრის ზომას, მის შიგთავსსა და ა.შ. საბოლოოდ, ამგვარი ინფორმაცია მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში გვეხმარება.

როგორ ხდება თიაქრების მკურნალობა?

თიაქრის დროს მკურნალობის ერთადერთ მეთოდს – ქირურგიას მივმართავთ. ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ღია წესით, ლაპარასკოპიული ან რობოტ ასისტირებული მიდგომით. ცხადია, უმჯობესია, მკურნალობა მცირე ინვაზიური პროცედურით წარიმართოს, თუმცა, ზოგჯერ თიაქრის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ოპერაციის ღია წესით ჩატარება უფრო უპრიანია. ძირითადად თიაქრების გიგანტური ზომების და მოსალოდნელი ძლიერი შეხორცებების შემთხვევაში. მთავარია, ქირურგმა სწორად შეარჩიოს მეთოდი და, რაც მთავარია, ხელი მიუწვდებოდეს ყველა შესაძლო ოპერაციულ მიდგომაზე. საბედნიეროდ, თოდუას კლინიკაში, გვაქვს საშუალება ჩავატაროთ ოპერაციები როგორც ღია წესით, ისე მცირე ინვაზიური მიდგომით.

ოპერაციას, პირველ რიგში, თიაქრის გაკვეთით (თიაქარკვეთით) ვიწყებთ. სიცოცხლისუნარიანი ორგანოები და ქსოვილები  უკან, მუცლის ღრუში ბრუნდება. თუ ორგანო დაზიანებულია, მისი რეზექცია ანუ ამოკვეთა ხდება. ოპერაციის  შემდეგი ეტაპია თიაქარპლასტიკა, რაც დეფექტის გამაგრებას გულისხმობს. ამისთვის ვიყენებთ როგორც პაციენტის საკუთარ ქსოვილებს, ისე სპეციალურ ხელოვნურ ბადეებს, რაც კარგ შედეგს გვაძლევს – ისინი ერთად უფრო მყარ დაბრკოლებას ქმნის და მინიმუმამდე ამცირებს თიაქრის ხელახლა გაჩენის (რეციდივის) ალბათობას.

რამდენად რთულია პოსტოპერაციული პერიოდი პაციენტისთვის?

რა თქმა უნდა, რეაბილიტაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის იყო თიაქარი და რა მიდგომით ჩატარდა ოპერაცია. ე.წ. ღია წესის დროს, პაციენტს შეიძლება 3-4 დღე მოუხდეს კლინიკაში დაყოვნება. ლაპარასკოპიის შემთხვევაში კი, ხშირად პაციენტებს მეორე დღესვე ვწერთ. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს უწევთ პოსტოპერაციული ქამრის ტარება 2-3 თვის განმავლობაში.

რეაბილიტაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, იმ რეკომენდაციების დაცვაც, რომელსაც ექიმი ოპერაციის შემდეგ გასცემს. აუცილებელია, პაციენტმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავი შეიკავოს სიმძიმეების აწევისგან, ვარჯიშისგან ან ისეთი ფიზიკური აქტივობისგან, რაც მუცლის კედლის ძლიერ დაჭიმულობა

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights