ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

შეხვედრაზე DRG-ის დაფინანსების სისტემა, სექტორში არსებული რეგულირების მექანიზმები, სტანდარტები, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოტენციალი განიხილეს

სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა ბათუმში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

შეხვედრაზე DRG-ის დაფინანსების სისტემა, სექტორში არსებული რეგულირების მექანიზმები, სტანდარტები, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოტენციალი განიხილეს. ისაუბრეს გურიისა და აჭარის რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმებზე.

ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს DRG დაფინანსების მოდელის კონკრეტული ხედვა წარუდგინა. მისი განცხადებით, პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მათი მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა. მიხეილ სარჯველაძემ იმედი გამოთქვა, რომ საჯარო და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, დღის წესრიგში არსებულ თითოეულ საკითხზე სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

შეხვედრები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრები. ასევე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ ხელმძღვანელი ნინო სარიშვილი.

 

პროფესორი გიორგი ფხაკაძე დაესწრო თბილისში ახალი კლინიკის – ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის გახსნას

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ჟორდანიას კლინიკა აკრედიტაციის პროცესს მსოფლიოში უძლიერესი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადას” ჩართულობით გადის.

მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საბურთალოზე მდებარეობს და 100 საწოლითაა წარმოდგენილი, ჯანდაცვის სექტორისთვის მნიშვნელოვანი ახალი სტრატეგიული ობიექტი იქნება, კლინიკის ადგილმდებარეობა კი, მის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი „ვივო მედიქალ ჯგუფის“ ახალი წარმატებული პროექტია, რომლის დაგეგმარება და აღჭურვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელდა.

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საბურთალოს ტერიტორიაზე მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და სამშობიაროა. ის პაციენტებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია. მნიშვნელოვანია ის, რომ კლინიკა ინარჩუნებს მის მთავარ მიმართულებას – ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ამავდროულად, გააერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: ორსულთა მეთვალყურეობა, გინეკოლოგია, გინეკოლოგიური ქირურგია, უროლოგია, მამოლოგია , მეანობა -ნეონატოლოგია.

გარდა საერთაშორისო დონის ხარისხის სამედიცინო სერვისებისა, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ცნობილი დარგის სპეციალისტებითაც გამოირჩევა. ახალ სამედიცინო ცენტრს ქმნიან ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან: მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე,რეპროდუქტოლოგი ნანა ჯანელიძე, გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი, ზოგადი ქირურგი- მამოლოგი სოსო სანიკიძე, ქირურგი-გინეკოლოგი დავით ყარსიმაშვილი, უროლოგი გიორგი ხვადაგიანი და დარგის სხვა წამყვანი სპეციალისტები.

„ჩვენი სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტიანი მკურნალობის გარანტია. ამას არა მხოლოდ ქართველი პაციენტების მზარდი ინტერესი მოწმობს, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქე პაციენტების მაღალი მომართვაც. ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის მუდმივი განვითარება ჩვენი გუნდის პრიორიტეტია. შესაბამისად, ჩვენი ჩანაფიქრი დღეს უკვე რეალობად ვაქციეთ“,- განაცხადა „ვივო მედიქალ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა.

ჟორდანიას ბრენდს ჯანმრთელობის სფეროში განვითარების 66-წლიანი ისტორია აქვს – წარმატებული კლინიკის ისტორია იოსებ ჟორდანიას სახელს უკავშირდება. მასზე საუბარი გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო როგორც ადამიანზე, რომელიც უამრავ ადამიანს უანგაროდ ეხმარებოდა და დღემდე გრძელდება, როგორც მოწინავე კლინიკის ფუძემდებელზე.

ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრია, რომლის ისტორიაც 1958 წლიდან იწყება, როდესაც პროფესორმა იოსებ ჟორდანიამ ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი დააარსა.

კლინიკის არსებობის განმავლობაში სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, 2016 წლიდან კი, ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის VIVO Medical Group- ში გაერთიანების შემდეგ, კლინიკა სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.

სად მიაქვთ პლაცენტა მშობიარობის შემდეგ? ამის გაკეთება კატეგორიულად აკრძალულია!

სამშობიაროების ნაწილი შესაძლოა, გარკვეული რეგულაციებისგან გათავისუფლდეს

ზოგიერთი მომავალი დედა იმდენად შეშფოთებულია ბავშვის დაბადებაზე, რომ ფიქრობს ფაქტობრივად ყველა ნიუანსზე: ირჩევს სამშობიარო სახლს, მეან-გინეკოლოგს, კარგ პალატას, აგროვებს ნივთებს, რაც საჭირო იქნება საავადმყოფოში, ფიქრობს სახლში გაწერის შემთხვევაში ინტერიერის მორთვაზე და ა, შ… ეს ყველაფერი მის გონებაში იმიტომ ხდება, რომ ბავშვის დაბადება სასიამოვნო მოვლენად იქცეს და არა კოშმარულ მოგონებად.

მშობიარობის შემდეგ ცოტა ქალს თუ აწუხებს კითხვა რა ხდება მშობიარობის შემდეგ ამ უნიკალურ ორგანოზე, რომელსაც პლაცენტა ეწოდება. ექიმები ბევრ ქალს ტექნიკურად აწერინებენ ხელს საბუთზე, რომელიც ავალდებულებს მათ დატოვონ პლაცენტა სამედიცინო კვლევისთვის.

გააგრძელეთ კითხვა

როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად მარხვის შემდეგ და თავიდან ავიცილოთ წონაში მატება?

აღდგომის დღესასწაულს, რომელსაც ყველა მართმადიდებელი განსაკუთრებული სიყვარულით აღვნიშნავთ, თან ახლავს ყველასათვის საყვარელი პასკა,
#post_seo_title

როცა ვსაუბრობთ წონის მატებასა და ზედმეტ კილოგრამებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენს ნაწლავში მობინადრე ბაქტერიები გავლენას ახდენენ ჩვენს მადაზე, თუ რამდენ კალორიას ავითვისებთ და როგორ მოვინელებთ მიღებულ საკვებს.

აღდგომის დღესასწაულს, რომელსაც ყველა მართმადიდებელი განსაკუთრებული სიყვარულით აღვნიშნავთ, თან ახლავს ყველასათვის საყვარელი პასკა, აღდგომის კვერცხი, ნოყიერი, გემრიელი საკვები, რაც დიდი გამოცდაა მარხვის შემდგომ ჩვენი კუჭ-ნაწლავისთვის. სწორედ ამ პერიოდში  სააღდგომო სუფრა კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ისეთ ჩივილებს, როგორებიცაა: მუცლის შებერილობა, ყაბზობა, დიარეა და, რაც მთავარია,  ზედმეტი კილოგრამები. როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად მარხვის შემდეგ და თავიდან ავიცილოთ წონაში მატება?– ამ თემაზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ლაშა უჩავა.

  • რა უნდა გავითვალისწინოთ მარხვის შემდგომ კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე გადასვლისას?

ლაშა: მარხვის პერიოდში ადამიანთა უმრავლესობა იღებს ცომეულს, ნახშირწყლებს, პარკოსნებს, ე.წ. სამარხვო შოკოლადსა და სხვადასხვა პროდუქტს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ერთ-ერთი პირველია, რომელზეც მარხვის დასრულების შემდეგ უნდა ვიზრუნოთ, რადგან ცხოველური და რძის ნაწარმის შეზღუდვის ფონზე  მასში მცირდება მეგობარი ბაქტერიებისა და მათი ჩართულობით გამომუშავებული ფერმენტების რაოდენობაც. ასეთ დროს ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა ორგანიზმისთვის საკმაოდ სტრესული და რთული პროცესია. ერთი კვირა მაინც არის საჭირო, ორგანიზმი პირვანდელ მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს და ცხოველური სურსათის მონელებისთვის აუცილებელი მეგობარი ბაქტერიები და ფერმენტები აღიდგინოს. არ არის რეკომენდებული, მეორე დღესვე მივირთვათ ყველა სახის პროდუქტი. როცა  ვსაუბრობთ აღდგომაზე, როდესაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტი აღდგომის კვერცხი და პასკაა, დასაწყისისთვის უმჯობესია, მივირთვათ ერთი ნაჭერი პასკა და ერთი მოხარშული კვერცხი. სასურველია, პირველ ეტაპზე საკვებ რაციონში ჩავრთოთ რძის პროდუქტები – მაწონი, კეფირი, იოგურტი, შემდეგ კი თანდათან გადავიდეთ რძეზე, ხაჭოზე, ნაღებზე, კარაქზე, ყველზე, მოხარშულ, ჩაშუშულ ან გამომცხვარ ხორცეულზე. გარნირად შეგვიძლია მივირთვათ ბოსტნეული. პირველი ორი დღის განმავლობაში არ არის რეკომენდებული მჟავე საკვები,  უნდა მოვერიდოთ ნაყროვანებას.

  • მარხვის შემდეგ,ხშირად უამრავი ადამიანი უჩივის წონის მატებას, მუცლის შებერილობას, გადავსების შენგრძნებას, ყაბზობას ან დიარეას. რითი უკავშირდება საკვების რაციონის ცვლილება აღნიშნულ ჩივილებს?

ლაშა: დიახ, ამ პერიოდში აღნიშნულ პრობლემებს უამრავი ადამიანი უჩივის და ეს გასაკვირიც არ არის. მოდი, მარტივად ავხსნათ მეგობარი ბაქტერიებისა და კუწ-ნაწლავის მიკროფლორის  გავლენა სხვადასხვა პრობლებზე. როცა ვსუბრობთ წონის მატებასა და ზედმეტ კილოგრამებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენს ნაწლავში მობინადრე ბაქტერიები გავლენას ახდენენ ჩვენს მადაზე, თუ რამდენ კალორიას ავითვისებთ და როგორ მოვინელებთ მიღებულ საკვებს. ნაწლავის მიკროფლორა ჩართულია მაძღრობისა და დანაყრების ჰორმონების, კორტიზოლისა და ინსულინის, დონის რეგულირებაში, აკონტროლებს საკვებიდან მეტაბოლიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების ათვისებასა და სინთეზს, ასევე ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, შაქრისა და სხვადასხვა მავნე ნივთიერების დაშლას. კვლევებით დადასტურებულია, რომ მხოლოდ ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორა გვიცავს ჭარბი წონის, ვისცერალური „მუცლის“ ცხიმის ჭარბი განვითარებისაგან, ზედმეტი კალორაჟის ათვისებისაგან და ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას. შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორაზე.

რაც შეეხება მუცლის შებერილობას, გადავსების შეგრძნებას, ყაბზობასა და დიარეას, ნაწლავის მიკროფლორა მიღებული საკვების მონელებისა და ნაწალვის პერესტალტიკის ანუ მოქმედების რეგულირებით აღადგენს დეფეკაციის პროცესს და იცავს ყაბზობისა და დიარეისაგან, ასევე გვიცავს ნაწლავებში მავნე აირების დაგროვებისაგან და აადვილებს უკვე დაგროვილი აირების გამოდევნას–ახდენს შებერილობის, კოლიკის, მუცლის გადავსების კუპირებას. ისეთი მდგომარეობები, როგორებიცაა: არაბალანსირებული, არაჯანსაღი კვება, სტრესი,  სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა და აქვე უნდა ვთქვათ, რომ რაციონის ცვლილება და დიეტაც თავისებური სტრესია ორგანიზმისთვის, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, მედიკამენტები და ა.შ. იწვევს დისბიოზს – ანუ ამცირებენ ნაწლავში მეგობარი ბაქტერიების რაოდენობას. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ დისბიოზი მჭიდროდ უკავშირდება ჭარბი წონის – სიმსუქნის, მეტაბოლური სინდრომის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სხვა მრავალი დაავადების განვითარებას.  სწორედ ამიტომ, როგორც მარხვის, ასევე დიეტებისა და,ზოგადად, რაციონის ცვლილების დროს, ჩემს პაციენტებს ხშირად ვურჩევ ნაწლავის მიკროფლორის აღდგენას პრობიოტიკების გამოყენებით.

  • პრობიოტიკები ახსენეთ, არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები პრობიოტიკების შესახებ?

ლაშა: დიახ, პრობიოტიკები თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხია და ბევრი საყურადღებო ნიუანსია მათ ირგვლივ. ჩემს პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებ „ბიოპრონ 9 პრემიუმს“, რომელიც ევროპაში უკვე 20 წელია წარმოდგენილია და მზადდება ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის სრული დაცვით. აი, რას ვგულისხმობ: ნაწლავში დაახლოებით 50 მილიარდამდე ბაქტერიის საშუალოდ 150 შტამი ანუ ოჯახი ცხოვრობს, ამიტომ მათი რაოდენობრივი ზრდის ხელშეწყობისთვის აუცილებელია, რომ პრობიოტიკში თოთოეული ბაქტერიული შტამი 1 მილიარდზე მეტი იყოს. „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ ყოველი კაფსულა კი შეიცავს 10 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიის 9 შტამს, ანუ დღეში 2 კაფსულა ნაწლავის მიკროფლორას ამდიდრებს 20 მილიარდი მეგობარი ბაქტერიით.  ასევე, მნიშვნელოვანია ბაქტერიების შემადგენლობა, რადგან რეკომენდებულია, რომ პრობიოტიკში შედიოდეს ზუსტად ის ბაქტერიები, რომლებიც შეესაბამება ჯანსაღ მიკროფლორას და მოქმედებს ზუსტად იმ პრობლემაზე, რომლის გამოც პრეპარატს ვიღებთ. „ბიოპრონ 9 პრემიუმში“ შემავალი ბაქტერიები შესწავლილია გენეტიკურ დონეზე და ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით. თუ ვსაუბრობთ ჭარბი წონის პრევენციაზე, კლინიკურად დადასტურებულია,რომ  ,,ბიოპრონ 9 პრემიუმში“ შემავალი 4 ბაქტერიული შტამის კომბინაცია  ამცირებს ვისცერალური (მუცლის) ცხიმის განვითარების რისკს, ხელს უწყობს წელისა და ბარძაყის გარშემოწერილობის შემცირებას და სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნებას. ასევე იდეალურია „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ დისბიოზის პროფილაქტიკისა და საკვების მონელების ხელშეწყობისთვის, რადგან შემადგენლობა ზუსტად შეესაბამება ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას, შესაბამისად, ახდენს დისბიოზის, შებერილობის, ყაბზობის, დიარეისა და სხვა შემაწუხებელი სიმპტომების კუპირებას. პრობიოტიკები მგრძნობიარეა კუჭის მჟავე გარემოს მიმართ და ადვილად იღუპებიან, ამიტომ „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური კაფსულით, რომელიც უზრუნველყოფს ბაქტერიებს სიცოცხლისუნარიანობასა და ნაწლავის კედელზე ოპტიმალურ კოლონიზაციას-დასახლებას.  მარტივად რომ ვთქვათ, „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ 2 კაფსულა დღეში კვების დროს  დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ სააღდგომო სუფრას, ხელი შეუწყოთ ნოყიერი საკვების მონელებას,  გაატაროთ აღდგომის დღესასწაული ბედნიერებმა, შემაწუხებელი ჩივილების გარეშე, და, რაც მთავარია, აირიდოთ თავიდან ზედმეტი კოლოგრამები.

ჩახუტება ჯანმრთელობის ნამდვილი ელექსირი …

ჩახუტება ჯანმრთელობის ელექსირი
#image_title

ჩახუტება, თურმე, ჯანმრთელობის ნამდვილი ელექსირი ყოფილა!

ახალმა მიმოხილვამ, რომელმაც 212 სამეცნიერო კვლევა გააანალიზა, დაადგინა, რომ ფიზიკურ შეხებას შეიძლება ჰქონდეს მკვეთრი სარგებელი ადამიანის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
ამ კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ შეხება ხელს უწყობს ფიზიკური ტკივილის შემცირებას, ისევე როგორც შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქებას ბავშვებსა და მოზრდილებში!
ეს სარგებელი ყველაზე მეტად ასოცირდება თავისა და სახის ნაწილზე შეხებასთან და მიიღწევა სხვა ადამიანთან, ცხოველებთან და თუნდაც საგნებთან, როგორიცაა, მაგალითად, მძიმე საბანი, ფიზიკური კონტაქტით.
როგორც ვხედავთ, ჩახუტება მხოლოდ სიყვარულის გამოხატვის ჟესტი კი არა, ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების შესაძლებლობაცაა.
ასე რომ, ცუდ ხასიათზე ყოფნისას, ჩავეხუტოთ შვილს, საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრს, მეგობარს, ძაღლს, ან თუნდაც საბანს, და თავს ბევრად უკეთესად ვიგრძნობთ!
კვლევის შესახებ წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
Touch has been recognized as a potent practice that promotes mental and physical fitness.
A comprehensive review of 212 scientific studies reveals that physical touch can have significant benefits for both physical and mental well-being.
The analysis indicates that touch can reduce physical pain and alleviate symptoms of anxiety and depression in individuals of all ages. Particularly beneficial regions for touch include the head and face. Furthermore, these benefits extend to interactions with other humans, animals, and even objects such as weighted blankets.
Therefore, when in need of a mood boost, consider seeking the comfort of a loved one through a heartfelt hug.

ორსულობის პირველი ნიშნები – როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ფეხმძიმედ ხართ?

ორსულობის პერიოდის ოფთამლოლოგიური პრობლემები

ქალები, რომლებიც შვილის გაჩენას გეგმავენ, ორსულობის პირველ ნიშნებს მოუთმენლად ელიან. მართლაც, თუ საკუთარ ორგანიზმს ყურს დაუგდებთ, იმ სიმპტომების ამოკითხვა, რომლებიც ორსულობის დადგომას მოსდევს, არ გაგიჭირდებათ.

სანამ მათ ბლოგში უფრო დეტალურად გაგაცნობთ, გაითვალისწინეთ, რომ ორსულობის ყველაზე ადრეული ნიშნები ხშირად პრემენსტრუალურ სინდრომს ჰგავს, ამიტომ მათი არსებობა აუცილებლად ფეხმძიმობას არ ნიშნავს. ამასთან ერთად, მათი გამოვლენის დრო ინდივიდუალურია – ზოგიერთი ქალი ნიშნებს მალევე გრძნობს, ზოგიერთისთვის კი ორსულობის პირველი თვე და ზოგჯერ მეტიც სრულიად უსიმპტომოა.

მაშ ასე, როგორია ორსულობის პირველი ნიშნები, რომლებიც შესაძლოა ფეხმძიმობას გვამცნობდნენ და რატომ იჩენს ესა თუ ის სიმპტომი თავს ორსულობის დადგომისას?

დაგვიანებული მენსტრუაცია

 ხშირად, მენსტრუაციის დაგვიანება ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანია. თუ შვილის გაჩენა უკვე დაგეგმილი გაქვთ და ციკლის დაწყებამ ერთი კვირით და მეტით დაიგვიანა, მაშინ ორსულობის ტესტის გაკეთების მიზეზი ნამდვილად გაქვთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მენსტრუალური ციკლი მანამდე რეგულარული და მოწესრიგებული იყო. საქმე ისაა, რომ კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგ, წარმოიქმნება ჰორმონი ქორიონულ გონადოტროპინი (hCG), რომელიც სხეულს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის შესახებ უგზავნის სიგნალს.

მკერდის შეშუპება და მომატებული მგრძნობელობა

 შეშუპება, მგრძნობელობის გაზრდა, ტკივილი და დისკომფორტი მკერდის არეში ბევრი ქალისთვის კარგად ნაცნობი სიმპტომია, რადგან მსგავსი შეგრძნებები პრემენსტრუალური სინდრომისთვისაც ხშირად არის დამახასიათებელი. მეორე მხრივ, შეშუპებული და მგრძნობიარე მკერდი შეიძლება ორსულობის მაცნეც იყო. მას ადრეული ფეხმძიმობისას ჰორმონალური ცვლილებები და სისხლის გაძლიერებული მიმოქცევა იწვევს. შესაძლოა ამ სიმპტომს თან ახლდეს არეოლების გამუქება და დიამეტრში გაზრდაც.

დაღლილობა და სისუსტე

 ამაში დამნაშავე პროგესტერონი და ორსულობის სხვა ჰორმონებია, რომლებიც სხეულზე დამამშვიდებლად მოქმედებს. მეორე მხრივ, ორსულობისას ქალის ორგანიზმი უფრო მეტი ენერგიის ხარჯვას იწყებს, რათა ნაყოფის ზრდასა და განვითარებას შეუწყოს ხელი. ეს კი, ბუნებრივია, ფიზიკურ გადაღლას იწვევს.

გულისრევის შეგრძნება და ღებინება

 გულისრევის შეგრძნება ღებინებით ან მის გარეშე, ორსულობას ხშირად ახასიათებს. ზოგიერთ ქალს ის 6 კვირის შემდეგ ეწყება, ზოგჯერ კი მან საწყის ეტაპზევე შეიძლება იჩინოს თავი. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალების გარკვეულ ნაწილს მსგავსი სიმპტომი ფეხმძიმობისას არასდროს გამოუცდია.

სპეციალისტების თქმით, გულისრევასა და ღებინებას ჰორმონალური ცვლილებები იწვევს, განსაკუთრებით კი ქორიონული გონადოტროპინისა (hCG) და ესტროგენის დონის მომატება ორგანიზმში. გულისრევის შეგრძნებამ ქალი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება შეაწუხოს, თუმცა ყველაზე ხშირად ის მაინც დილაობით იჩენს თავს.

გახშირებული შარდვა

 ფეხმძიმობისას სისხლის მოცულობა სხეულში იზრდება, ასევე, აქტიურდება მისი დინება. შესაბამისად, თირკმელიც მეტი სისხლის გაფილტვრასა და მეტი შარდის წარმოქმნას იწყებს. ეს ნიშანი, როგორც წესი, ჩასახვიდან 2-3 კვირაში ხდება შესამჩნევი.

მოშარდვის მომატებული მოთხოვნილება, სავარაუდოდ, ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრშიც გაგრძელდება, რადგან საშვილოსნოს ზრდასთან ერთად, ის შარდის ბუშტსაც მეტად დააწვება და სულ უფრო ნაკლებ ადგილს დატოვებს შარდისთვის.

გუნება-განწყობის ცვალებადობა

ჰორმონალურმა ცვლილებებმა შესაძლოა თქვენს ხასიათზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს, გაგხადოთ უჩვეულოდ ემოციური და გულჩვილი, ამაღლებული განწყობილება კი სწრაფადვე უგუნებობამ შეცვალოს. ეს სიმპტომი ორსულობის მეოთხე კვირისთვის იჩენს ხოლმე თავს, თუმცა ზოგიერთი ქალისთვის ის ფეხმძიმობის დადგომიდან მალევე ხდება შესამჩნევი.

მუცლის შებერილობა

 განსხვავებულმა ჰორმონალურმა ფონმა შეიძლება მეტეორიზმი გამოიწვიოს. საქმე ისაა, რომ ჰორმონი პროგესტერონი, რომლის დონეც ორსულობისას მატულობს, საჭმლის მომნელებელი სისტემის შენელებას იწვევს. ამ დროს საკვებ ნივთიერებებს სისხლში გადასაადგილებლად მეტი დრო სჭირდება, რასაც მუცლის შებერილობამდე, ზოგჯერ, ყაბზობამდეც მივყავართ.

მცირე რაოდენობის გამონადენი

განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების პროცესში, ხშირია მენსტრუაციის მსგავსი სპაზმები, რაც საშოდან გამონადენს ან სისხლდენას იწვევს. ის ქალების დაახლოებით 30%-ს აღენიშნება და შეიძლება თავი იჩინოს ჩასახვიდან დაახლოებით 6-14 დღეში.  როგორც წესი, გამონადენი არის ვარდისფერი ან მოყავისფრო.

ყნოსვის გამძაფრება და საჭმლისადმი ზიზღი

ესტროგენმა და სხვა ჰორმონებმა ორსულობისას შესაძლოა ყნოსვის გაძლიერება გამოიწვიოს, რის გამოც მსუბუქი და თქვენთვის საყვარელი სუნი მძიმე და აუტანელი გახადოს. ასეთ დროს ხშირია, გარკვეული საკვებისადმი ზიზღის გაჩენაც. ეს შეგრძნება, ჩვეულებრივ, მეორე ტრიმესტრიდან ქრება.

ბაზალური ტემპერატურის მომატება

ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე ბაზალური ტემპერატურა დაახლოებით 1°-ით იმატებს. ის, ჩვეულებრივ, ასე რჩება ორსულობის განმავლობაშიც. ამის მიზეზიც გარკვეული ჰორმონების გააქტიურებაა.

თუ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ორსულობის ნიშნები გეცნოთ, მაშინ მათი გადამოწმების დროა. თავიდან ამაში ორსულობის ტესტი დაგეხმარებათ, შემდეგ კი სისხლის ანალიზი ჰორმონ ქორიონული გონადოტროპინის (hCG) დონის განსასაზღვრად.

თუკი გსურთ, ორსულობის დადგენის პროცესი მარტივად წარიმართოს ჩაეწერეთ ექიმთან ონლაინ და მიიღეთ სწრაფი მომსახურება თოდუას კლინიკაში. ულტრათანამედროვე აპარატურისა და ლაბორატორიის დახმარებით კი, მიიღეთ ზუსტი პასუხი ყველა საჭირო კვლევაზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ფეხმძიმობასთან ერთად, საჭიროა, განსაკუთრებით იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობასა და თქვენი პატარის ჯანსაღ განვითარებაზე. ამაშიც თოდუას კლინიკის ექიმები დაგეხმარებიან, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ოჯახის დაგეგმვისა და ორსულობის მართვის მიმართულებით.

მაშ ასე, მოემზადეთ უნიკალური გამოცდილებისა და ახალი თავგადასავლებისთვის, რომლებიც ორსულობასა და დედობას მოაქვს.

როგორ მოვუაროთ ჩვილის კანს

კანი აკავშირებს ჩვენს შინაგან სამყაროს სამყაროსთან, რომელშიც ვცხოვრობთ. ის გვიცავს გარეგანი ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ეხება და აღიქვამს.

ახალშობილის კანი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ფაზაშია. ის ხუთჯერ უფრო თხელია, ვიდრე ზრდასრული ადამიანისა, ვერც მისი რქოვანა (სულ ზემოთა) შრე უზრუნველყოფს სათანადო დაცვას, ამიტომ ახალშობილის კანი გაცილებით მგრძნობიარეა გარემო ფაქტორების მიმართ. მაშასადამე, უფრო მეტი მოვლაც სჭირდება.

როგორ მოვუაროთ ჩვილის კანს?

ბანა

ჩვილის კანის მოვლა გულისხმობს მის დაცვას გამონაყოფებთან (შარდსა და განავლოვან მასებთან) ხანგრძლივი კონტაქტისგან, მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებისგან, ხანგრძლივი სისველისგან, ხახუნისგან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნაკეცებს, საზარდულისა და დუნდულების მიდამოს.

ყოველდღიური ჰიგიენა, რომლის ზედმიწევნით დაცვაც აუცილებელია, გულისხმობს რეგულარულ დაბანას`ჩაბანას, კანის სათანადო დამუშავებას (ახალშობილობის პერიოდში ამას ემატება ჭიპის მოვლაც), გარემო ტემპერატურის შესაბამისად ჩაცმას.

ჩვილების ყველაზე გავრცელებული პრობლემა საფენისმიერი დერმატიტია, რომელიც შესაძლოა საშიში ინფექციით გართულდეს. საფენის ხშირი ცვლა, ყოველი გამოცვლისას ჩაბანა და საფენქვეშა მალამოს წასმა კანის დაცვის საუკეთესო გზაა. კარგი იქნება, დროდადრო პატარა რამდენიმე წუთით უსაფენოდაც გააჩეროთ.

სასქესო ორგანოს ინფიცირების თავიდან ასაცილებლად გოგონები ჩაბანეთ წინიდან უკან.

ჩაბანის შემდეგ კანი ფაქიზად, მაგრამ გულდასმით გაამშრალეთ ბამბის რბილი პირსახოცით. არ გამოგრჩეთ ნაკეცები.

ჭიპის შეხორცების შემდეგ ჩვილის დაბანა ყოველდღე შეიძლება, თუმცა დღეგამოშვებითაც საკმარისია, დანარჩენ დღეებში კი შეგიძლიათ რბილი ფლანელის ნაჭერი დაასველოთ და იმით გაუწმინდოთ სახე, ყელი და საზარდულის ნაკეცები.

წყლის ტემპერატურა 37-380ც უნდა იყოს. ყოველთვის საპნით ბანა არ არის საჭირო, აი ლოსიონი კი სასურველია, ყოველი დაბანის შემდეგ წაუსვათ, თუ შეამჩნიეთ, რომ კანი გამომშრალი აქვს. სხვა შემთხვევაში კვირაში ორჯერ ეყოფა.

ჩაცმა

დაბადებისას საოფლე ჯირკვლები ბოლომდე არ არის ფორმირებული, ახალშობილის სხეულს უჭირს სითბური ბალანსის დამყარება, ამიტომ დიდია რისკი, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა – სხეულის გადახურება განვითარდეს. თავისუფალი, მსუბუქი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი უფრო იოლად აგვაცილებს თავიდან. ნუ ჩააცმევთ ახალშობილს ხელთათმანებს, ნუ შებოჭავთ მოჭერილი ტანსაცმლით, მიეცით საშუალება, კანითაც შეიცნოს გარე სამყარო.

სიწითლე, ქერცლი, გამონაყარი

როგორ მოვიქცეთ, თუ კანზე უჩვეულო სიწითლე ან გამონაყარი შევამჩნიეთ?

კანის ზოგიერთი ცვლილება ფიზიოლოგიურია, მკურნალობა არ სჭირდება, ზოგიერთი კი პედიატრის მეთვალყურეობას მოითხოვს.

ახალშობილთა აკნე

ახალშობილთა აკნეს იწვევს ჰორმონები, რომლებსაც ახალშობილი მუცლად ყოფნის პერიოდში დედისგან იღებს. წითელი და თეთრი ფერიმჭამელები ყველაზე ხშირად ლოყებზე ჩნდება, თუმცა შუბლზე, ნიკაპზე, გულმკერდსა და ზურგზეც შეიძლება ვნახოთ. ახალშობილთა აკნეს სამედიცინო ჩარევა არ სჭირდება, რამდენიმე კვირაში თავისთავად გაივლის.

როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარას?

• დაბანეთ სახე თბილი წყლით და ნაზად გაუმშრალეთ.

• ნუ წაუსვამთ ზეთოვან ლოსიონს.

• მისი ტანსაცმელი რეცხეთ სპეციალური საბავშვო სარეცხი საშუალებით.

მოიკრიბეთ მოთმინება – მალე ყველაფერი გაივლის. ნუ აფორიაქდებით, გახსოვდეთ, რომ აკნე პატარას არ აწუხებს.

ეგზემა

რატომ უჩნდებათ ბავშვებს ეგზემა, არავინ იცის. ვარაუდობენ, რომ მას საფუძვლად უდევს გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომბინაცია. ის განსაკუთრებით ხშირად აქვთ ბავშვებს, რომელთა ოჯახური ანამნეზი ეგზემით, ალერგიული დერმატიტით ან ასთმით არის დატვირთული. წითელი მქავანა გამონაყარი შესაძლოა ლოკალიზდეს სახეზე, იდაყვებზე, მკერდზე, მკლავებზე, მუხლებზე. დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოშრეს და აიქერცლოს.

ეგზემა არ იკურნება, თუმცა შესაძლებელია მისი რემისიის მდგომარეობაში გადაყვანა და შემდგომი გამწვავების თავიდან აცილება, რისთვისაც ბავშვი უნდა მოვარიდოთ პოტენციურ გამღიზიანებლებს: ცხელ შხაპს, ზეთოვან და სურნელოვან მოვლის საშუალებებს, ალერგენებს, დავაჭრათ ფრჩხილები, რომ არ დაიკაწროს და შემდგომ ამ ადგილას ანთება არ განუვითარდეს და ა.შ.

სებორეული დემატიტი

სებორეული დემატიტი ორი კვირიდან თორმეტ თვემდე ასაკში ვითარდება. ჩვეულებრივ, გამონაყარი თავის თმიან ნაწილზე ჩნდება (ზოგიერთ ქვეყანაში მას აკვნის ქუდსაც (ცრადლე ცაპ) უწოდებენ), თუმცა გვხვდება შუბლის, წარბებისა და ლოყების კიდეებთან, ყურის უკან. სებორეა ცხიმის ჯირკვლების ჭარბი სეკრეციის შედეგია. ამ დროს კანი მოწითალოა. შესაძლოა, წარმოიქმნას ყვითელი ქერქი.

განასხვავებენ სებორეული დერმატიტის მსუბუქ და მძიმე ფორმებს. მსუბუქი ფორმის დროს კანის მცირე უბანია შეწითლებული და აქერცლილი, მძიმეს შემთხვევაში კი კანისმიერი ცვლილებები მკვეთრია და სხეულის დიდ ნაწილს მოიცავს. მძიმე ფორმის დროს საჭიროა პედიატრის კონსულტაცია და სამედიცინო ჩარევა, მსუბუქს კი შეგიძლიათ სახლის პირობებშიც ებრძოლოთ.

თავის თმიანი ნაწილიდან ქერქის მოსაშორებლად შეათბეთ მინერალური ზეთი, ბამბით წაუსვით ჩვილს თავის თმიან ნაწილზე, რამდენიმე საათი დაუტოვეთ და მერე თმა რბილი ჯაგრისით ჩამოვარცხნეთ, დასაბანად კი დამარბილებელი საბავშვო შამპუნი გამოიყენეთ. ყოველდღიური ბანა აქერცლილი კანის მოშორებას გაგიადვილებთ.

ნასიცხი

ნასიცხს მედიცინაში მილიარიას უწოდებენ. ჩახუთული კანის სინდრომი სხვა ასაკშიც შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ჩვილებთან ყველაზე ხშირია, რადგან ჩვილის საოფლე ჯირკვლები ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული.

ნასიცხს მკურნალობა უმეტესად არ სჭირდება, მცირედი დახმარებით თავისთავად ჩაცხრება. ის, ჩვეულებრივ, ჩნდება სახეზე, კისერზე, მკლავებზე, ფეხებზე, მკერდზე, ხშირად თან ახლავს გამაღიზიანებელი ქავილი.

• კანის დასამშვიდებლად და გასაგრილებლად ბავშვი დაბანეთ ნელთბილი წყლით.

• ერიდეთ ლოსიონებსა და პუდრებს.

• ხშირად გააშიშვლეთ პატარა ჰაერის აბაზანის მისაღებად, ეს დრო კი თუმმყ თიმე-სთვის გამოიყენეთ.

ნასიცხის თავიდან ასაცილებლად:

• პატარას რაც შეიძლება ხალვათად ჩააცვით;

• სიცხეში გარეთ დიდხანს ნუ დატოვებთ;

• ცხელ დღეს მანქანით მგზავრობისას ჩართეთ კონდენციონერი.

• კარგად გაანიავეთ ბავშვის საძინებელი, შეინარჩუნეთ სიგრილე.

მილია

მილია წვრილი თეთრი ცისტებია, რომლებიც ხშირად აქვთ ჩვილებს, თუმცა შეიძლება ნებისმიერ სხვა ასაკშიც შეგვხვდეს. ჩნდება უმეტესად ცხვირზე, ნიკაპზე, ლოყებზე, იშვაითად – ტანზე, კიდურებზე და პირის ღრუშიც კი. პირის ღრუში არსებულ მილიებს ეპშტეინის მარგალიტებს უწოდებენ.

მილია მკურნალობას არ მოითხოვს, რამდენიმე კვირაში ან თვეში თავისთავად ქრება.

როგორ მოვუაროთ ზაფხულში

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის მცხუნვარე მზე გვახალისებს, ორგანიზმს დ ვიტამინის წარმოქმნაში ეხმარება და ნივთიერებათა ცვლასაც აუმჯობესებს, მზეზე დიდხანს ყოფნა ზრდასრული ადამიანისთვისაც არ არის უსაფრთხო, ჩვილის კანი კი, როგორც გითხარით, მოზრდილისაზე ხუთჯერ თხელია. მცირეა მასში მელანინის შემცველობაც (მელანინი კანის ყავისფერი პიგმენტია, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს, მათ სითბოდ გარდაქმნის და გარკვეული ხნის განმავლობაში იცავს კანს).

* ზაფხულის ცხელ დღეებში გირჩევთ მზეზე მხოლოდ დილა-საღამოს გახვიდეთ, მაშინ, როდესაც მზის სხივები ვერტიკალურად არ ეცემა (დილის 11 სთ-მდე ან საღამოს 17 სთ-ის შემდეგ).

•  შინიდან გასვლამდე აუცილებლად წაუსვით ბავშვს სპეციალური კრემი ან ლოსიონი, რომელიც კანს ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცავს. დამცავის შეძენისას დააკვირდით, უზრუნველყოფს თუ არა ის ფართო სპექტრის (UVA`UVB) დაცვას. გაითვალისწინეთ ბავშვის კანის ფოტოტიპი: რაც უფრო ბაცია კანი, დაცვის მით უფრო მაღალი ინდექსი დასჭირდება (ჩვეულებრივ, 50+ შPF)

• აუცილებელია ქუდი და მზის სათვალეც. სათვალეს პატარები ხშირად არ იჩერებენ. გამოსავალია პანამა – ფარფლებიანი ტილოს ქუდი, რომელიც თვალებსაც აარიდებს სხივებს.

• ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს ბეტა კაროტინის შემცველი საკვებიც – სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, გოგრა და ისპანახი.

არ დაგავიწყდეთ, პატარას ხშირად ასვათ წყალი, განსაკუთრებით – ზაფხულის ცხელ დღეებში.

ცივი დღეები

წელიწადის ცივ დროს კანს არანაკლებ სჭირდება დაცვა. ალბათ შეგიმჩნევიათ, ზამთარში გარეთ სეირნობისას როგორ უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი პატარებს. ეს იმიტომ, რომ ზამთარში ის უფრო მეტად რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე: ტემპერატურაზე, წყალთან ხშირ კონტაქტზე… დედებს, რომლებსაც თავის მოვლა უყვართ, ეცოდინებათ, რომ კანი ზამთარშიც მოითხოვს დატენიანებას. იგივე ითქმის ბავშვის კანზეც. რას გულისხმობს ეს? წაუსვით დამატენიანებელი დაბანისთანავე. ის არა მარტო ანოტივებს კანს, არამედ ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს, ბოჭავს წყალს და კანს უფრო გამძლეს ხდის გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების მიმართ.

თამთა კაპანაძე

წყარო:

მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი – რატომ ვკარგავთ მეხსიერებას ალკოჰოლის დალევის შემდეგ

ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს კიბო
#post_seo_title

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მეხსიერების დაქვეითება ალკოჰოლის მოხმარების საკმაოდ გავრცელებული შედეგია. მიზეზების გასაგებად, მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი 18-დან 22 წლამდე ასაკის 79 მოხალისე სტუდენტზე.

ყველა მათგანი აღჭურვილი იყო მაჯის სენსორებით, რათა ეკონტროლებინათ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დონე. მათ ასევე სთხოვეს შეევსოთ კითხვარები ყოველ დილით, სადაც ეწერა, სვამდნენ თუ არა წინა ღამეს და ახსოვდათ თუ არა საღამოს მოვლენები.

ექსპერიმენტის დროს, რომელიც ერთი თვე გაგრძელდა, დაფიქსირდა ალკოჰოლის დალევის 486 ეპიზოდი, საიდანაც 147-ს მოჰყვა ამნეზია. ექსპერიმენტის მონაწილეთა 69.3%-ს ამ დროის განმავლობაში ერთხელ მაინც განუცდია „ალკოჰოლური აშლილობა”.

ყველა შეგროვებული მონაცემების შედარებით, კვლევის ავტორებმა შეძლეს გამოეჩინათ სამი ძირითადი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მეხსიერების დაკარგვაზე დალევის შემდეგ: ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მაჩვენებელი, მისი ხანგრძლივობა და პიკური მნიშვნელობა.

მკვლევრების აზრით, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიხშირის სწრაფი ზრდა ზრდის მეხსიერების დაკარგვის რისკს 2,69-ჯერ. სისხლში ალკოჰოლის პიკური კონცენტრაცია ზრდის გათიშვის რისკს 2,93-ჯერ. მაგრამ ინტოქსიკაციის ხანგრძლივობას აქვს ყველაზე ძლიერი ეფექტი: ალკოჰოლის ხანგრძლივი მიღებისას დროებითი ამნეზიის რისკი 4,16-ჯერ იზრდება.

ამავდროულად, კვლევის ავტორებმა აღიარეს, რომ მიღებული შედეგების რეპრეზენტაციულობა იდეალური არ არის.

ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მოსწავლეებმა შესაძლოა ვერ გააცნობიერონ, რომ მათ ჰქონდათ მეხსიერების დაქვეითება და აშკარად არ ჩაწერეს ეს კითხვარში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ყველაფერი, რაც კი ანესთეზიის შესახებ გაინტერესებთ

ქირურგიული მანიპულაციები და სხვადასხვა დიაგნოსტიკური პროცედურები წარმოუდგენელია ანესთეზიის გარეშე.

ანესთეზია ხელოვნური გზით ტკივილის შეგრძნების დათრგუნვაა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ქირურგიული ჩარევებისთვის ფუნქციონირებს ულტრათანამედროვე ვენტილაცია–კონდიცირების სისტემითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ოთხი საოპერაციო ბლოკი, უახლესი ანგიოგრაფიული ლაბორატორია და სისხლძარღვთა საოპერაციო.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს რევაზ ვაჩეიშვილი.

ჩვენი კლინიკის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია კომპანია Drager–ის წარმოების საანესთეზიო აპარატებით, სისხლის გაზების ანალიზატორებით, საინფუზიო მოწყობილობებით, ინვაზიური და არაინვაზიური, ახალი თაობის კარდიომონიტორებით.

ანესთეზიოლოგიურ დეპარტამენტში გამოიყენება ანესთეზიის შემდეგი სახეები:

ზოგადი ბალანსირებული ანესთეზია;

ტოტალური ინტრავენური ანესთეზია;

რეგიონული ანესთეზიის სხვადასხვა მეთოდები;

ინტრავენური სედაცია ამბულატორიულ ქირურგიაში და საოპერაციოს გარეთ დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარებისთვის;

ტკივილის სინდრომის ეტიოპათოგენეზური პროფილაქტიკა და მკურნალობა;

მექანიკური ვენტილაციით მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ფილტვის მწვავე დაზიანებისა და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე პაციენტებში;

ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის ახალი მეთოდები;

ანესთეზიის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რეზი ვაჩეიშვილი.

– რას გულისხმობს ტერმინი ანესთეზია?

– ტერმინი ანესთეზია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს „უგრძნობლობას“.

 – რას გვეტყვით ანესთეზიისთვის მოსამზადებელ პროცედურებზე?

– თითოეული ანესთეზიის სახეობა ირჩევა პაციენტის ქირურგიული ოპერაციის მიხედვით. ანესთეზიის დაწყებამდე ექიმი ანესთეზიოლოგი ეცნობა პაციენტის ისტორიას, კრეფს ანამნეზს ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცხოვრების სტილის, ალერგიის, მავნე ჩვევებისა თუ მისი თანმხლები დაავადებების შესახებ და ა.შ.

 – პაციენტები აცხადებენ, რომ ნარკოზის შემდეგ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ. კიდევ რა გართულებები შეიძლება გამოვლინდეს?

– როგორც ყველა დარგში ანესთეზიის დროსაც არსებობს გვერდითი ეფექტები და გართულებები. რასაკვირველია, ეს რისკები ექიმ ანესთეზიოლოგს დაჰყავს მინიმუმამდე. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ოპერაციის შემდეგ მალევე ქრება და არ გრძელდება დიდხანს.  საუბარია: გულისრევაზე, ღებინებაზე, კანკალსა და შემცივნების შეგრძნებაზე, მეხსიერების დაქვეითებაზე, შარდის ბუშტის პრობლემაზე, ყელისა და თავის ტკივილზე, ტუჩის ან კბილის დაზიანებაზე. თანამედროვე აპარატურითა და მედიკამენტებით ისეთი, როგორიც ჩვენს კლინიკაშია, გართულებები მინიმუმამდეა დაყვანილი. ამასთან, შესაძლო გართულებებს წარმოადგენს საანესთეზიო საშუალებების მიმართ სერიოზული ალერგიული რეაქცია.

აღსანიშნავია, რომ გეგმიური ოპერაციების დროს რისკები და გართულებები მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან ანესთეზიოლოგი წინასწარ აფასებს მდგომარეობას და პაციენტს აძლევს გარკვეულ რეკომენდაციებს, მაგალითად, რომ უნდა დაიკლოს წონაში, შეწყვიტოს სიგარეტის მოწევა, ჩაიტაროს ალერგოლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის კონსულტაცია.

 – რას გვეტყვით ანესთეზიის სახეებზე?

– არსებობს ანესთეზიის სხვადასხვა სახეები: სპინალური ანესთეზია, ეპიდურული ანესთეზია, რეგიონული ანესთეზია, ინტრავენური ანესთეზია სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით, ზოგადი ბალანსირებული ანესთეზია და ა.შ.

ენდროტრაქეალური ნარკოზი გულისხმობს სასუნთქი გზების პროთეზირებას, ინტუბირებას და აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანას. ამ დროს პაციენტს აპარატი საჭირო მოცულობით აწვდის აირსა და ჟანგბადის კონცენტრაციას. არსებობს ენდოტრაქეალური ანესთეზიის კომბინირებული და ბალანსირებული სახეობები. ენდოტრაქეალური ნაჩვენებია პაციენტების ჯანმრთელობის ზოგადი მძიმე მდგომარეობის დროს. მუცლის ღრუზე ოპერაციების ჩატარებისას, მედიკამენტები ინდივიდუალურად შეირჩევა პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე.

რეგიონული ანესთეზიის დროს მგრძნობელობა ითიშება სხეულის გარკვეულ ნაწილში, შესაბამისად, პაციენტი აბსოლიტურად საღ გონებაზეა. ანესთეტიკი შეგვყავს უშუალოდ ნერვულ წნულში და ხდება ამა თუ იმ ორგანოს გაუტკივარება. ამ მეთოდს ფართოდ ვიყენებთ ზედა კიდურებზე ოპერაციის დროს.

სპინალური ანესთეზიის დროს საანესთეზიო საშუალება შედის ზურგის ტვინის მახლობელ სივრცეში. პრეპარატი აღწევს ნერვულ ბოჭკოებში და ბლოკავს ნერვული იმპულსის გადაცემას. გაუტკივარების ეს სახე უფრო ხშირად გამოიყენება მენჯის ღრუს ორგანოებსა და ქვემო კიდურების ოპერაციის დროს. ანესთეზიისას პაციენტი წევს გვერდზე ან ზის. ნემსის შეყვანა აბსოლიტურად უმტკივნეულოა. ბლოკის დადგომის შემდეგ სურვილისამებრ, პაციენტი შეიძლება იყო გონზე (არ განიცდიდეს რაიმე სახის ტკივილს) ან შეუძლია დაიძინოს.

ინტრავენური ანესთეზია გამოიყენება მცირე მასშტაბის მანიპულაციებისა და ოპერაციების დროს. ამ შემთხვევაში პაციენტი იძინებს მედიკამენტის საშუალებით და შენარჩუნებულია სპონტანური სუნთქვა.

ეპიდურული ანესთეზია განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ დანერგილი მეთოდია. ამ დროს ანესთეტიკი შეჰყავთ ხერხემლის გარკვეულ სივრცეში, რომელსაც ეპიდურული სივრცე ეწოდება. ვბლოკავთ იმ ნერვებს, რომლებიც იმპულსებს თავის ტვინისკენ გზავნიან. ეპიდურულ ანესთეზიას აქვს ბევრი დადებითი მხარე, მაგალითად, პაციენტი არის ნათელ გონებაზე, მშობიარობის დროს აღიქვამს და შეიგრძნობს შვილის დაბადების ბედნიერებას. ეპიდურულ ანესთეზიას ხშირად ვიყენებთ მასშტაბური ოპერაციების შემდეგ პოსტოპერაციულ პერიოდში.

წყარო:

„კონსილიუმ მედულას“ გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

კლინიკა “კონსილიუმ მედულას” გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ონკოგინეკოლოგმა და მამოლოგმა, პროფესორმა ალექსანდრე ბერიშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ძუძუს კიბო ახალგაზრდებში – თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები“, რომელიც ევროპის ონკოლოგთა სკოლის, საქართველოს ონკოლოგთა სკოლის, თოდუას სამედიცინო ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით თბილისში ჩატარდა.

კონფერენციაზე უცხოელმა და ქართველმა ონკოლოგებმა განიხილეს ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. კონფერენციის სპიკერთა შორის იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები: ვალერიო ნარდონე (კამპანიის უნივერსიტეტი), ფატიმა კარდოზო (შანპალიმოს კლინიკა, ლისაბონის უნივერისტეტი), მატეო ლამბერტინი (სანმარტინოს ჰოსპიტალი და გენუის უნივერსიტეტი), ედუარდო ბონჩი (შანპალიმოს კლინიკა, ლისაბონის უნივერისტეტი), იულიუ ჰატიეგანუს მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტი, კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი).

პროფესორმა ალექსანდრე ბერიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო მამოგრაფიის კონტროლით ვაკუუმ ასისტირებული, სტერეოტაქტიკური ბიოფსიების ჩატარებაში კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ გამოცდილება და მიღებული შედეგები.

სარძევე ჯირკვლის ვაკუუმ ასისტირებული ბიოფსია (VAB /Vacuum-assisted breast biopsy) ამბულატორიული პროცედურაა, რომელიც ტარდება სპეციალური აპარატით, მამოგრაფიის კონტროლით. პროცედურის ჩატარების ჩვენებაა რადიოლოგიურად გამოვლენილი ძუძუს არაპალპირებადი მცირე ზომის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტირება, ასევე, რადიოლოგიურად აღწერილი მიკროკალცინატების ჯგუფების გენეზის დადგენა ონკოლოგიური დაავადების გამოსარიცხად. პროცედურის ბოლოს, სიმსივნის სარეცლის მარკირების მიზნით, შესაძლებელია მასში მეტალის კლიპის იმპლანტაცია. მეთოდის დიაგნოსტიკური ღირებულება  98 პროცენტს უტოლდება. სარძევე ჯირკვლის ვაკუუმ ასისტირებული ბიოფსიის პროცედურა ქირურგიული ჩარევის უსაფრთხო ალტერნატივაა.

ეწვიეთ პროფესორ ალექსანდრე ბერიშვილის გვერდს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights