შაბათი, ივნისი 13, 2026

ასეთ დროს ტკივილი ნორმალური მოვლენა არ არის?

#image_title

მენსტრუაციაზე ლაპარაკს ნელ-ნელა ტაბუ ეხსნება, მის შესახებ ქალები საჯაროდ ლაპარაკობენ, მასზე იღებენ კომიქსებს, ჰიგიენური პაკეტების რეკლამაში კი ლურჯის ნაცვლად წითელი სითხის გამოყენებაც დაიწყეს. საქართველოში მენსტრუაციის შესახებ ხარისხიანი ხელმისაწვდომი ინფორმაცია ცოტაა, ამიტომ გავრცელებულია აზრი, თითქოს პრემენსტრუალური სინდრომი (PMS) ყოველ მეორე ქალს აქვს, რაც არასწორია. მენსტრუაციის დროს ტკივილი ხშირად აღიქმება, როგორც ბუნებრივი და გარდაუვალი მოვლენა, მას ითმენენ, რადგან ეს „ნორმალურია“ ან მკურნალობენ პრეპერატებით, რომლებსაც ხშირად შედეგი არ აქვს. გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის ცნობილი ამ მოვლენაზე თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში.

ასეთ დროს ტკივილი ნორმალური მოვლენა არ არის?

ყოველთვის არა. თუ არანაირი დაავადება არ გაქვთ და არის მხოლოდ ტკივილი, ეს ნორმაა. ასეთი ტკივილი ვლინდება პირველი მენსტრუალური ციკლის დროს ან ოდნავ მერე, რაც უბრალოდ ორგანიზმის თავისებურებაა. ახლა მიჩნეულია, რომ დისკომფორტი წარმოიქმნება სისხლძარღვების სპაზმისაგან. საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი (ენდომეტრიტი) გამოყოფს ნივთიერებებს, რომელსაც „პროსტაგლანდინები“ ჰქვია და რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვას აიძულებს. ამ ზეწოლის გამო ვიწროვდება სისხლძარღვები, საშვილოსნო ნაკლებ სისხლს იღებს და შესაბამისად, ნაკლებ ჟანგბადსაც და ამის შესახებ აგზავნის სიგნალს, მათ შორის ტკივილისას. ასეთ ტკივილს განიცდის ადამიანი სტენოკარდიისა და მიოკარდის ინფარქტის დროსაც, როდესაც გული საკმარისი რაოდენობის სისხლით ვერ მარაგდება. ამ ტკივლის ატანა აუცილებელი არ არის: უმრავლეს შემთხვევაში ექიმი უსიამოვნო განცდისაგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

ასევე არსებობს მოსაზრება, თითქოს ტკივილს საშვილოსნოს „გადახრა“ იწვევს (როდესაც საშვილოსნოს ზედა ნაწილი უკანაა გადახრილი), მაგრამ სინამდვილეში ეს ანატომიური თავისებურება არ შეიძლება მტკივნეული მენსტრუაციის მიზეზი იყოს.

რა დაავადება შეიძლება იწვევდეს ტკივილს?

ყველაზე ხშირი ეს დაავადებებია:

– საშვილოსნოს მიომა. კუნთის უჯრედების წარმონაქმნი, რომელიც იზრდება საშვილოსნოზე ან საშვილოსნოში.
– ქალის მენჯის ღრუს ორგანოების ანთება. ძირითადად წარმოიქმნება ბაქტერიებისაგან, რომლებიც სქესობრივი გზით გადადის.
– ადენომიოზი. დაავადება, რომლის დროსაც ენდომეტრიტი საშვილოსნოს კედელში შეიზრდება.
– ენდომეტრიოზი. ამ დაავადების დროს ქსოვილი, რომელიც ენდომეტრიტს ჰგავს სხვა ორგანოებზე იზრდება: ხშირად საშვილოსნოს მილებზე, საკვერცხეებზე, ქსოვილებზე, რომლებიც მუცლის ღრუს ფარავს, ნაწლავზე და იშვიათად – კიდევ სხვაგან. ენდომეტრიოზის გამო წარმოიქმნება ანთება, შემდეგ ნაწიბურები. მენსტრუაციის დროს ეს კერები სისხლმდენია, რაც იწვევს ტკივილს.

როგორ გავიგო, რომ ტკივილის მიზეზი დაავადებაა?

ამის გარკვევა მხოლოდ ექიმს შეუძლია. შეიძლება გამოიყენოთ ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლები და სხვადასხვა მეთოდი წამლის გარეშე. თუ სამი თვის განმავლობაში შვებას ვერ იგრძნობთ, მიმართეთ ექიმს. თუ არის „განგაშის“ ნიშნები, მით უფრო აუცილებელია ექიმთან მისვლა. მაგალითად, ასეთი ნიშნებია: თუ ტკივილი გაჩნდა 25 წლის შემდეგ; თუ ტკივილი თანდათან ძლიერდება;

არის სხვა ყურადსაღები სიმპტომები, მაგალითად, თუ მენსტრუაციის ციკლი დაირღვა, არარეგულარული გახდა და სისხლდენა ჩვეულებრივზე უხვია.

რა შეიძლება გავაკეთო ექიმის გარეშე?

მიიღეთ ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლები. რეკომენდებულია იმ პრეპარატებით დაიწყოთ, რომლებიც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებათა ჯგუფს განეკუთვნება, თუ რა თქმა უნდა, უკუჩვენებები არ აქვს. ესენია მაგალითად, იბუპროფენი და ნაპროქსენი. ისინი არამხოლოდ ამცირებენ ტკივილს, არამედ ამცირებენ პროსტაგლანდინების რაოდენობას. თუ ტკივილი ძალიან ძლიერია, უკეთესია მათი მიღება მენსტრუაციამდე ერთი ან ორი დღით ადრე (თუ კალენდარს არ აწარმოებთ, სჯობს აწარმოოთ). პარაცეტამოლი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება არ არის, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება დამატებით ან თუ სხვა რამის მიღება არ შეგიძლიათ.

მენსტრუაციის დროს ტკივილთან ბრძოლისათვის ხშირად იყენებენ სპაზმოლიტიკებს, მაგრამ მათი ეფექტიანობა ამ სფეროში დამტკიცებული არ არის და მტკივნეული მენსტრუაციის სამკურნალოდ მათ არც დასავლეთის ქვეყნებში იყენებენ.

მიმართეთ უწამლო მეთოდებს. ისინი ყოველთვის ისეთი ეფექტიანი არ არის, როგორც წამლები, მაგრამ ტკივილის შემსუბუქება შეუძლია. სათბურას მუცელზე დადება – მეთოდია, რომელმაც ყველაზე მეტად დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. ასევე შეიძლება დაგეხმაროთ ვარჯიში, რელაქსაცია და მუცლის მასაჟი. თუ მწეველი ხართ, სასურველია სიგარეტს თავი დაანებოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ მომავალში ტკივილი შემცირდება. სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური დანამატების, მათ შორის ვიტამინების და ბალახის ეფექტიანობა სადავოა. ამასთან, მათი შემადგენლობა ხშირად არაპროგნოზირებადია და მოსალოდნელია სხვადასხვა არასასურველი რეაქცია. გაურკვეველია ასეთ დროს რა უფრო მეტია – პოტენციური რისკი თუ პოტენციური სარგებელი. ამოტომ, ექიმები მათ რეკომენდაციას არ უწევენ.

თუ არაფერმა მიშველა, ექიმი რას იზამს?

თუ ექიმი გადაწყვეტს რომ ტკივილი დაავადების ბრალია, შეიძლება გირჩიოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სხვაგვარად მიღება (უფრო ხშირად) ან რეცეპტით გასაცემ ტკივილგამაყუჩებლებს დაგინიშნავთ.

კიდევ ერთი სტანდარტული საშუალება – ჰორმონალური კონტრაცეპტივებია. ისინი თრგუნავს ოვულაციას და მენსტრუაციულ ციკლს და ენდომეტრიტს პასიურ მდგომარეობაში ამყოფებს, რის გამოც ის არ გამოიმუშავებს ძალიან ბევრ პროსტაგლანდინს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ჰორმონალური კონტრაცეპტივი: ისეთი, რომელიც შეიცავს პროგესტინს და ესტროგენს (კომბინირებულს) და ისეთიც, რომელიც მხოლოდ პროგესტინს შეიცავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოგადგებათ აბებიც, პლასტირებიც, ვაგინალური რგოლებიც, იმპლანტებიც, საშვილოსნოსშიდა სპირალიც და ინექციებიც.

თუმცა კომბინირებული კონტრაცეპტივები ამ თვალსაზრისით უკეთ არის შესწავლილი და მტკივნეული მენსტრუაციის დროს ექიმები ჩვეულებრივ მათ ანიჭებენ უპირატესობას. ამასთან, ექიმის დანიშნულების გარეშე ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება არ შეიძლება: მათ ბევრი უკუჩვენება აქვს.

თუ ტკივილი დაავადების ბრალია?

თითოეულ შემთხვევას თავისი ვარიანტები აქვს: ქალის მენჯის ღრუს ორგანოების ანთება იკურნება ანტიბიოტიკებით; მიომის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს – ქირურგიული მოკვეთა და იმ სისხლძარღვების დაცობა, რომლებიც მიომას სისხლით ამარაგებს (საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაცია); ადენომიოზის სიმპტომებთან გამკლავების ერთადერთი უტყუარი (და რადიკალური) გზა – საშვილოსნოს მოკვეთაა, მაგრამ არსებობს სხვა ნაკლებად ექსტრემალური მეთოდები: წამლებიც და ოპერაციებიც; ენდომეტრიოზის დროს, როდესაც ექიმი ოპერაციას ატარებს დიაგნოზის დასასმელად შეიძლება უმალ მოკვეთოს ენდომეტრიული კერები; კიდევ ერთი ვარიანტია – დროებით ქალის შეყვანა ხელოვნურ მენოპაუზაში. საშვილოსნოს მოკვეთა, აუცილებელია მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში.

ენდომეტრიოზი შეიძლება ულტრაბგერითი კვლევით დამიდგინონ?

სავარადუდოდ, არა. ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება შეიძლება მხოლოდ ლაპარასკოპიული ოპერაცის ან ბიოფსიის დროს, ულტრაბგერითი კვლევისას მისი დანახვა ძალიან რთულია. გამონაკლისია მხოლოდ ენდომეტრიტები და ადენომიოზი. სპეციალისტების თქმით, ექიმები ხშირად არ ფიქრობენ ენდომეტრიოზზე, როდესაც ხედავენ პაციენტს, რომელსაც მტკივნეული მენსტრუაცია აქვს და სთავაზობენ ტკივილის მოთმენას, თუ მარტივი მეთოდები არ შველის. შედეგად, ნამდვილი ენდომეტრიოზი დაუდგენელი რჩება, საშუალოდ, 7 წლის განმავლობაში და ქალები დიდხანს საჭირო მკურნალობას ვერ იღებენ.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიაგნოზისთვის უმალ ოპერაცია უნდა გაიკეთოთ. თუ არსებობს ეჭვი ენდომეტრიოზზე, დასაწყისში ექიმი დაგინიშნავთ სტანდარტულ პრეპარატებს ტკივილის მკურნალობისათვის. თუ სამი თვის განმავლობაში მას ეფექტი არ აქვს და სიმპტომები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გიშლით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ექიიმა დიაგნოსტიკური ოპერაცია შემოგთავაზოთ.

წყარო: Meduza

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რა ნიშნებით ვლინდება პრემენსტრუალური სინდრომი და როგორ ვუმკურნალოთ

#image_title

რა არის პრემენსტრუალური სინდრომი, რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ ვუმკურნალოთ?

ექიმი-რეპროდუქტოლოგიმანანამგალობლიშვილისოციალურ ქსელში საკუთარგვერდზე საუბრობს:

„ყოველი მენსტრუაციის დროს ხასიათი თუ გეცვლებათ, ხდებით უფრო გაღიზიანებული, დეპრესიული და მგრძნობიარე მცირე სტრესზეც, გაქვთ გაძლიერებული მადა, მუცლის შებერილობა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და თუ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე სიმპტომი თითქმის ყოველი მენსტრუაციის წინ მეორდება, ხოლო მენსტრუაციის დაწყებისთანავე თავისით ქრება, პრემენსტრუალური სინდრომი გაქვთ.

მენსტრუალურ ციკლს საკვერცხეების ჰორმონების ციკლური გამოყოფა განაპირობებს, რაც ჩვეულებრივ კავშირშია ნერვულ სისტემასთან. კერძოდ, იმ ნივთიერებების გამოყოფასთან, რომლებიც ჩვენს გუნება-განწყობილებას განაპირობებენ. სეროტონინი, დოფამინი, ადრენალინი – ეს ის ნივთიერებებია, რომლებიც ჩვენს ხასიათზე პირდაპირ მოქმედებენ. ისინი საკვერცხეების ჰორმონებთან ურთიერთკავშირში არიან და როდესაც ეს კავშირი დარღვეულია, ამ შემთხვევაში პრემენსტრუალური სინდრომი ვითარდება. საინტერესოა, რომ არ არსებობს ლაბორატორიული კვლევა, რომლითაც შეგიძლიათ დაადგინოთ, ქალს, რომელსაც პრემენსტრუალური სინდრომი აწუხებს, აქვს ესა თუ ის ჰორმონი მაღალი ან უფრო დაბალი, ვიდრე იმ ქალს, რომელსაც პრემენსტრუალური სინდრომი არ აწუხებს. ამიტომ, პრემენსტრუალური სინდრომის დროს ქალს ჰორმონალური კვლევა ან ვიტამინების კვლევა არ სჭირდება. დარღვევა რეცეპტორულ, უჯრედულ დონეზე ხდება და პერიფერიულად, სისხლში და სხვა ორგანოებში ვერ აისახება. არ არსებობს მეთოდი, რომ ეს განსაზღვრო.

პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ, ძირითადად, ორი ტიპის პრეპარატი ინიშნება. არის ჰორმონალური თერაპია და ფსიქოტროპული. ფსიქოტროპული ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმს ეხმარებიან, რომ გამოიმუშაონ ის ჰორმონები, რომლებიც ჩვენს ხასიათზე დადებითად მოქმედებს. თუ პრემენსტრუალური სინდრომი მსუბუქია, მას მედიკამენტოზური მკურნალობა არ სჭირდება. პრემენსტრუალური სინდრომი ქალების, დაახლოებით, 20-30%-ს აწუხებს, ხოლო არსებობს ძალიან მძიმე პრემენსტრუალური სინდრომი, რომელიც ქალების 2%-ში გვხვდება და მას პრემენსტრუალური დისფორია ეწოდება. ამ შემთხვევაში, ჰორმონალური მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია.

პრემენსტრუალური სინდრომი ყოველ მე-3 ქალს აწუხებს. არსებობს მსუბუქი, საშუალო და მძიმე პრემენსტრუალური სინდრომი. საშუალო და მძიმე პრემენსტრუალური სინდრომის შემთხვევაში, ქალები ხშირად ექიმს მიმართავენ, რომელიც სათანადო მკურნალობას ნიშნავს. ხოლო, მსუბუქი პრემენსტრუალური სინდრომი შეგიძლიათ, სახლის პირობებში თავად მართოთ. ამ დროს სწორი რეჟიმი და კვება მნიშვნელოვანია. ასევე, შეგიძლიათ, გარკვეული პრეპარატები მიიღოთ. ფიზიკური ვარჯიში ყოველდღიურ, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას გულისხმობს. არ არის აუცილებელი მძიმე ვარჯიში იყოს. საკმარისია თუნდაც ყოველდღიურად ფეხით 3-4 კილომეტრი იაროთ. ამოიღეთ რაციონიდან მწარე, მჟავე, მარილიანი საკვები. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მენსტრუაციის დაწყებამდე 15 დღით ადრე. არ მიირთვათ დიდი ულუფები. ჭამეთ ცოტ-ცოტა და ხშირად. თუ პრემენსტრუალური სინდრომის დროს მუცლის შებერილობა არ გაწუხებთ, შეგიძლიათ, ბევრი ხილი და ბოსტნეული ჭამოთ. თავის ტკივილის შემთხვევაში, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები მიიღეთ. მაგალითად, იბუპროფენი. ასევე, შეგიძლია B ჯგუფის ვიტამინი მენსტრუაციის მეორე ფაზაში მიიღოთ. აუცილებლად აწარმოეთ კალენდარი, სადაც ყოველდღიურად ჩაწერთ, მენსტრუაციის რომელ დღეს რომელი სიმპტომები გაწუხებთ. ეს კალენდარი თქვენი მდგომარეობის ანალიზში დაგეხმარებათ. თუ ექიმს მიმართავთ, ეს ძალიან კარგი ინფორმაცია იქნება, რომელიც სწორ შეფასებასა და მკურნალობაში დაეხმარება.“

სასარგებლო ინფორმაცია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

#image_title
იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, დღეს გაგიზიარებთ სასარგებლო ინფორმაციას პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.
ადამიანის პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. ადამიანის პაპილომავირუსებს კიბოს გამოწვევა შეუძლიათ როგორც ქალებში, ისე კაცებში. მათ შორის, საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი გამომწვევი სწორედ ადამიანის პაპილომავირუსია, რომელიც ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილობის მეორე მიზეზს წარმოადგენს ძუძუს კიბოს შემდეგ.
პაპილომავირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება.
ადამიანის პაპილომავირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი პროფილაქტიკური საშუალება პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს პაპილომავირუსის რამდენიმე შტამისგან იცავს, მათ შორისაა მე-16 და მე-18 ტიპები, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი (GACVS) რეგულარულად განიხილავს ფაქტობრივ მონაცემებს აპვ ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ. კომიტეტმა შეისწავლა ამერიკაში, ავსტრალიისა და იაპონიაში ჩატარებული ვაქცინაციის ეპიდზედამხედველობის მონაცემები. ზემოაღნიშნული ყველა წყარო ადასტურებს ვაქცინაციის დადებით შედეგს და უსაფრთხოებას. 2014 წლის მარტში GACVS-მა დაასკვნა, რომ აპვ ვაქცინა უსაფრთხოა.
საქართველოში, აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, 10-11-12 წლის ბავშვები იცრებიან. დამატებითი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი ვაქცინაცია დაფინანსებადია 13-26 წლის ვაჟებისთვის და 13-45 წლის გოგონებისთვის და ქალებისთვის.

გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა და გუ­ლის წას­ვლა (პრე­სინ­კო­პე და სინ­კო­პე)

#image_title

გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა და გუ­ლის წას­ვლა (პრე­სინ­კო­პე და სინ­კო­პე)

პრე­სინ­კო­პე­A ა­რის გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა. გუ­ლის წას­ვლა (სინ­კო­პე) არის ცნო­ბი­ე­რე­ბის უე­ცა­რი, ხან­მოკ­ლე და­კარ­გვა, რა­საც ცნო­ბი­ე­რე­ბის სპონ­ტა­ნუ­რი დაბ­რუ­ნე­ბა მოს­დევს.
მი­ზე­ზე­ბი
პრე­სინ­კო­პეს და სინ­კო­პეს ერ­თი და იგი­ვე გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი აქვს. ცნო­ბი­ე­რე­ბის და­კარ­გვა ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის შე­დე­გი­ა. ეს უკა­ნას­კნე­ლი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ტვი­ნის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბის შე­ფერ­ხე­ბის გა­მო ვი­თარ­დე­ბა. თა­ვის მხრივ, ტვი­ნის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის ან ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, რო­მე­ლიც აფერ­ხებს გუ­ლის­კენ სის­ხლის ნორ­მა­ლურ მი­დე­ნას და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ცი­რებს ტვი­ნის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბას. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბულ რის­კის ჯგუფს ხან­დაზ­მუ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, რად­გან სის­ხლის მი­დე­ნა ტვი­ნის­კენ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მცირ­დე­ბა. სა­კუთ­რივ ტვი­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თუ ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვე­ბი არ არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, იშ­ვი­ა­თად იწ­ვევს გო­ნე­ბის კარ­გვას. კრუნ­ჩხვამ შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს ცნო­ბი­ე­რე­ბის და­კარ­გ­ვა, მაგ­რამ ეს სინ­კო­პედ არ ით­ვლე­ბა.
Mგუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს ტვი­ნის­კენ სის­ხლის მი­დე­ნა შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს, თუ ან გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე შე­იც­ვა­ლა (ძა­ლი­ან შემ­ცირ­და ან მო­ი­მა­ტა), ან რიტ­მი და­ირ­ღვა, ან გულს სის­ხლის ადეკ­ვა­ტუ­რი მო­ცუ­ლო­ბის გა­და­ტუმ­ბვის უნა­რი აღარ შეს­წევს სის­ხლის ნა­კა­დის შე­ფერ­ხე­ბის გა­მო. ამ უკა­ნას­კნე­ლის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს გუ­ლის სარ­ქვლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა (უხ­ში­რე­სად – აორ­ტის სარ­ქვლი­სა), ფილ­ტვში ან, ზოგ­ჯერ, გულ­ში თრომ­ბის გა­ჩე­ნა, იშ­ვი­ა­თად – გუ­ლის სიმ­სივ­ნე (წი­ნა­გუ­ლო­ვა­ნი მიქ­სო­მა).
გულ­ში სის­ხლის დაბ­რუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით შემ­ცირ­დეს; მა­გა­ლი­თად, ხვე­ლის და გა­ჭინ­თვის (ნაწ­ლა­ვე­ბის მოქ­მე­დე­ბის დროს) დროს იზ­რდე­ბა გულმ­კერ­დში­გა წნე­ვა, რაც, თა­ვის მხრივ, გუ­ლის­კენ სის­ხლის მი­დე­ნას ამ­ცი­რებს. ჯან­მრთელ ჯა­რის­კა­ცებს შე­იძ­ლე­ბა აღე­ნიშ­ნოთ გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა ან გუ­ლის წას­ვლა ხან­გრძლი­ვად უძ­რა­ვად დგო­მის გა­მო. ეს იმი­თ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ქვე­და კი­დუ­რე­ბის კუნ­თე­ბი სის­ხლის გუ­ლის­კენ უკუ­დი­ნე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვე­ღარ იღებს. ძლი­ერ­მა ემო­ცი­ამ (მა­გა­ლი­თად, სის­ხლის და­ნახ­ვა) ან ტკი­ვილ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ააქ­ტი­უ­როს ცდო­მი­ლი ნერ­ვი, რის შე­დე­გა­დაც სის­ხლძარ­ღვე­ბი ფარ­თოვ­დე­ბა (დი­ლა­ტა­ცი­ა), გუ­ლის­კენ სის­ხლის მი­დე­ნა მცირ­დე­ბა და ადა­მი­ანს გუ­ლი მის­დის (ვა­ზო­ვა­გუ­სუ­რი სინ­კო­პე). თა­ვის ან ზურ­გის ტვი­ნის ზო­გი­ერ­თმა და­ა­ვა­დე­ბამ, ზო­გი­ერ­თმა მე­დი­კა­მენ­ტმა (უ­პი­რა­ტეს­წი­ლად, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის სა­მკურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი) აგ­რეთ­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სის­ხლძარ­ღვე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა და გუ­ლის წას­ვლა.
გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა ან გუ­ლის წას­ვლა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს სწრა­ფად წა­მოჯ­დო­მამ ან წა­მოდ­გო­მამ. პო­ზი­ცი­ის ცვლი­ლე­ბა ქვე­და კი­დუ­რე­ბის­კენ სის­ხლის მი­დე­ნას იწ­ვევს, რის შე­დე­გა­დაც არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა ქვე­ით­დე­ბა. პო­ზი­ცი­ის შეც­ვლა­ზე სწრა­ფი ადაპ­ტა­ცი­ის უუნა­­რო­ბას ორ­თოს­ტა­ზუ­ლი ჰი­პო­ტენ­ზია ეწო­დე­ბა. ეს პა­თო­­ლო­გია მო­ხუ­ცებ­ში უფ­რო ხში­რი­ა.
ზოგ­ჯერ გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა ან გუ­ლის წას­ვლა ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მი­სას აღი­ნიშ­ნე­ბა. ამ დროს ადა­მი­ა­ნი ან წვე­ბა, ან ძირს ეცე­მა, რაც ზრდის სის­ხლის ტვინ­ში მი­დე­ნას და ცნო­ბი­ე­რე­ბაც სწრა­ფად აღ­დგე­ბა ხოლ­მე.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„ეს ორგანიზმისათვის ძალიან დიდი სტრესია…“ – რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო

#image_title

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმი სრულად და რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო…

საუბრობს ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში  “დილამშვიდობისა საქართველო”:

„ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანები მეტაბოლიზმის მოწესრიგებისა და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების სურვილით უშვებენ არის ის, რომ რაციონიდან ცხიმის სრულად ამოღების გადაწყვეტილებას იღებენ. ეს ორგანიზმისათვის ძალიან დიდი სტრესია.

ცხიმს ძალიან მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს, – ნახშირწყალზე ორჯერ მეტი ენერგეტიკული ღირებულებით ხასიათდება. ცხიმი შედის თავის ტვინისა და ნებისმიერი სხვა ორგანოს უჯრედის სტრუქტურის შემადგენლობაში.

თუ როგორ განვითარდება  ნერვული სისტემა, თავის ტვინი, როგორ იფუნქციონირებს ნებისმიერი ორგანოთა სისტემის უჯრედი, ორგანიზმში ცხიმის შემცველობაზეა დამოკიდებული.

როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში სასქესო ჰორმონები ცხიმისაგან წარმოიქმნება. ქალებში სასქესო ჰორმონები ცხიმოვან ქსოვილში ინახება.

ცხიმს ჯანმრთელობისათვის და მეტაბოლიზმისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ცხიმები ერთმანეთისაგან განსხვავდება. არის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ტრანსცხიმები. ნაჯერია ძირითადად ის ცხიმები, რომლებიც მყარი სახით გვხვდება. მაგალითად, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, ხორცში.

ტროპიკული წარმოების ცხიმები, –  ქოქოსის რძე. უჯერი ცხიმები ყველაზე სასარგებლო ცხიმებია, რომლებიც, ძირითადად, თხევადი სახით გვხვდება. მაგალითად ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, თევზის ცხიმი, სელის ცხიმი, ზეითუნის ზეთი. ყველაზე მეტად უჯერი ცხიმოვანი მჟავები უნდა მოვიხმაროთ.

ყველაზე საშიში ცხიმები საერთოდ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, – ტრანსცხიმებია, რომლებიც ხელოვნურად, გადამუშავების შედეგად მიღებული მყარი ცხიმია. ის დიდი ხნის განმავლობაში ვარგისიანობას ინახავს. ასეთი პროდუქტები გამოიყენება ძეხვეულში, საკონდიტრო ნაწარმში, მაიონეზში. ეს ცხიმები ჯანსაღი არ არის, არც სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისათვის. შეიცავს ტოქსინებს და სხვა მავნე, არაჯანსაღ ნივთიერებებს, რომლებიც შემდგომ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას საფუძვლად უდევს.

იდეალურ შემთხვევაში, ცივი დაწურვის ზეთები გამოვიყენოთ. სჯობს, პროდუქტები ზეითუნის ზეთში გრილზე შევწვათ, ან ფოლგაში გავახვიოთ.“

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

#image_title

მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაიმართება შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან.

„გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ვიზიტი ჟენევაში, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებს, კომიტეტის სხდომებსა და ორმხრივ შეხვედრებს, ასევე, ესწრებიან მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე.

მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. გაიმართება შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან.

ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელს, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანმრთელობის სოციალური განმსაზღვრელი დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრი, ასამბლეის დელეგატებისთვის გამართულ ტრადიციული მიღებას დაესწრო, რომელზეც სიტყვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები გამოვიდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს

#image_title

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორ კაილა ლაზერსონს შეხვდა.

მხარეებმა, ჯანდაცვის სექტორში, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე, ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

ჯანდაცვის მინისტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე, სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პატარებისთვის ექიმთან ვიზიტი სტრესულია – როგორ შევუმსუბუქოთ შფოთვის დონე?

ტყვიის ინტოქსიკაცია
პატარებისთვის ექიმთან ვიზიტი სტრესულია
როგორ შევუმსუბუქოთ შფოთვის დონე?
საუბრობს თამთა ცირამუა:
„ექიმთან სტუმრობა პატარებისთვის არასასიამოვნო მომენტია. ეს სულაც არ არის გასაკვირი. მათ ამისთვის საკმაოდ ბევრი მიზეზი აქვთ.
მაგალითად, ცუდი გამოცდილება, ინფორმაცია, რომელსაც ეკრანებიდან იღებენ ან ზრდასრულებისგან ისმენენ.
ნებისმიერ შემთხვევაში პატარასთვის ექიმთან ვიზიტი სტრესულია.
რამდენიმე მარტივი რჩევა იმისთვის, რომ ბავშვებში შფოთვის დონე დავწიოთ…“

 

27 მაისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეა!

#image_title
27 მაისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეა!
გილოცავთ და მადლობას გიხდით ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის.
გისურვებთ წარმატებას და წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში!

რა არის ნიკოტინი და რა ზიანი მოაქვს მას?

რატომ არ უნდა მოწიოთ?

მოწევა რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამას პატარა ბავშვიც გეტყვით. ჩვენი გარემო სავსეა სიგარეტისა და ნიკოტინის შემცველი საშუალებების ანტიპროპაგანდით. რეკლამები, ბანერები, სიგარეტის კოლოფზე დატანილი სურათები თუ უბრალოდ მშობლების გაფრთხილებები – მოწევის მავნებლობაზე, ბევრი გზით შეიძლება გაგეგოთ. თუმცა, დაინტერესებულხართ ამის მიზეზით?

დღეს ჩვენს ბაზარზე ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მრავალსახეობაა, როგორიცაა “ელექტრონული სიგარეტი, აიქოსი, კლასიკური სიგარეტები”.

თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ სხვადასხვა სეგმენტისა და ასაკის ადამიანები გახადონ დამოკიდებული ნიკოტინზე და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ასაკის ან როგორი ჯანმრთელობის მქონე იქნება მათი მომხმარებელი, მთავარია მათი ყულაბა სისტემატურად გამდიდრდეს კიდევ რამდენიმე ლარით, რადგან მწეველი ადამიანი ყოველთვის იყიდის სიგარეტს.

მოკლედ რომ აგიხსნათ, თუ რა არის ნიკოტინი და რა ზიანი მოაქვს მას.

ეს ასე გამოიყურება:

ნიკოტინს შეიცავს თამბაქოს მცენარე და ის ერთგვარი დაცვითი მექანიზმია მისთვის, რადგან ზუსტად ნიკოტინი, თავისი მომწამვლელი თვისებებით, არ აძლევს პარაზიტებს მცენარის დაზიანების საშუალებას.

ალბათ, თქვენ ასევე გსმენიათ მითი იმის შესახებ, რომ ნიკოტინს ჩვენი ორგანიზმიც გამოყოფს! ეს, რა თქმა უნდა, თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მორიგი მარკეტინგული ხრიკია.

საქმე იმაშია, რომ ჩვენი ორგანიზმის მიერ ხდება ვიტამინ b-3-ის სინთეზირება (ნეოცინი-ნიკოტინის მჟავა), რომელსაც არანაირი საერთო აქვს რეალურ ნიკოტინთან.

(ადიქცია)

ნიკოტინი იწვევს როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას.

გააგრძელეთ კითხვა:

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights