ლეტალური «ხორცის მჭამელი» ბაქტერიის აფეთქება იაპონიაში: გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ).
რა რისკ ფაქტორებია ფქოდის განვითარების და რამდენად საყურადღებოა ის?
დეტალებს ,,საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი”-ს ფტიზიატრ-პულმონოლოგი, მირანდა ორმოცაძე განმარტავს:
რა არის მელანომა? როგორ დგინდება მელანომის დიაგნოზი ?
როგორია მკურნალობის მეთოდი და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის?
ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს პინეო სამედიცინო ეკოსისტემის კლინიკური ონკოლოგი მარიტა გუგუნავა.
#sheniekimi #drpkhakadze #melanoma #მელანომა #კანისკიბო #ულტრაიისფერისხივები #პრევენცია #მკურნალობა #ონკოლოგია
2024 წლის 14 ივნისს კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში“ „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყვიტეს, რომ საბჭოს შეხვედრა რეგულარულად – თვეში ერთხელ გაიმართება, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება კლინიკის განვითარებისთვის.

„პინეო“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

ამიტომ მოტივირებულია, გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურების ხარისხი, აქედან გამომდინარე, კლინიკის ინიციატივით, პაციენტები თვეში ერთხელ, რეგულარულად შეიკრიბებიან და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც პაციენტთა კვლევის შედეგად იქნება გამოკვეთილი.

პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.
ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.

პაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად გააშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.

„შენი ექიმი“ „პინეოს“ პაციენტთა საბჭოს წევრებს ესაუბრა და გთავაზობთ მათ კომენტარებს დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით:
ირმა მდინარაძე:

„ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ჩართულობა… ვფიქრობ, წინ ძალიან საინტერესო და წარმატებული პროცესი გველოდება.“
ანი დოლიძე:
„ძალიან მომწონს ეს ინიციატივა და სიამოვნებით ჩავერთე ამ პროცესში, რადგან მიმაჩნია, რომ პაციენტის მოსაზრების გათვალისწინებას კლინიკის განვითარების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს“.
ლელა მჭედლიშვილი:

„ვარ კმაყოფილი „პინეოს“ ექიმების მზრუნველობით ჩემ მიმართ და დარწმუნებული ვარ, ამ ჩართულობის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდება ურთიერთობები ექიმებსა და პაციენტებს შორის, ასე რომ დადებითად ვაფასებ ამ პროცესს“.
ლაშა სილაგავა:

„მივესალმები პაციენტთა ჩართულობას კლინიკის განვითარების პროცესში და ვაპირებ, აქტიურად მივიღო მონაწილეობა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პაციენტთა ანონიმურობის საკითხის თემის განხილვაც…“
ნინო რატიანი – “პინეოში” საერთაშორისო აკრედიტაციის ხელმძღვანელი:
“ვფიქრობ, პაციენტების თანამონაწილეობა აუცილებელი პირობაა კლინიკის განვითარების პროცესში, ასევე პრიორიტეტების განსაზღვრისთვის… პაციენტის მხრიდან დანახული პროცესი ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელია. ასე რომ, დადებითად ვაფასებ აღნიშნულ წამოწყებას”.

ნათია გელაშვილი, კლინიკა “პინეოს” აკრედიტაციის სპეციალისტი:
“ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო. პაციენტების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროცესის მიხედვით, გათვალისწინებული იქნება მათი რეკომენდაციები, რაც ჩვენი კლინიკის სერვისს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ამიტომ დადებითად ვაფასებ ამ წამოწყებას…”
ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“ შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.
რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.
გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა;0 შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მკვლევარი: საერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება. შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.
ახალი კვლევა ასეთი პაციენტებისთვის იმედის მომცემია, რადგან მეცნიერთა მიერ გამოცდილმა პრეპარატმა პარკინსონთან ასოცირებული გართულებული მოძრაობის პროგრესირება გარკვეულწილად შეანელა.ეს მედიკამენტი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, GLP-1 რეცეპტორის გამააქტიურებელი ფარმაკოლოგიური საშუალებების ტიპს მიეკუთვნება და ნეირონების დაცვის პოტენციალი აქვს.
ესაა ლიქსისენატიდი, რომელიც Adlyxin-ისა და Lyxumi-ს ბრენდის სახელით იყიდება. კლინიკურ კვლევაში პარკინსონის ადრეული სტადიის მქონე 156 ადამიანი ჩართეს, რომელთა ნაწილსაც ამ პრეპარატს აძლევდნენ (ინიექციის სახით), ნაწილს კი — პლაცებოს. ერთ წელში პირველ ჯგუფში შემავალი პაციენტების მდგომარეობის ანალიზმა აჩვენა, რომ მათ, მეორე ჯგუფისგან განსხვავებით, მოძრაობის პრობლემები არ გართულებიათ.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ეფექტი ძნელად შესამჩნევია და მხოლოდ პროფესიონალების მიერ შეიძლება, გამოვლინდეს. ამისთვის სპეციალისტებმა პაციენტებს რამდენიმე დავალება მისცეს, მაგალითად, მათ წინ უნდა გაევლოთ, ფეხზე ამდგარიყვნენ, ხელები აემოძრავებინათ და ა.შ.
მეცნიერების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დაავადება ნელა პროგრესირებს, არაა გამორიცხული, დამატებით 1 წელში მედიკამენტის დადებითი გავლენა უფრო კარგად გამოჩნდეს. ისინი ამბობენ, რომ ეს პირველი ასეთი “მკაფიო” შედეგია, რომელიც ნეიროდამცველობითი ეფექტით შეიძლება, აიხსნას. ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, ის ექსპერტებისგან მსგავს შეფასებას ჯერ, ალბათ, ვერ მიიღებს.
რაც შეეხება პრეპარატის უკუჩვენებებს, ყველაზე მეტად ეს იყო თავბრუსხვევა, გულისრევა და გულძმარვა. ასევე, კვლევის საკმაოდ ბევრ მონაწილეს წონის კლებაც დაუფიქსირდა. მეცნიერები ამბობენ, რომ პარკინსონის სამკურნალოდ ამ მედიკამენტის გამოსაყენებლად კიდევ ბევრი ცდის ჩატარებაა საჭირო, რათა მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში დავრწმუნდეთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში New England Journal of Medicine გამოქვეყნდა.
როგორც წესი, ტატუს ყველაზე მძიმე გვერდით ეფექტად სინანული ითვლება. თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, სანერვიულო ამაზე ბევრად მეტი შეიძლება იყოს.
ტატუები ახლა ძალიან პოპულარულია. და მაინც, ძალიან ცოტა რამ ვიცით ჯანმრთელობაზე მათი გრძელვადიანი ეფექტის შესახებ. ტატუს მელანში შემავალმა საშიშმა ქიმიურმა ნივთიერებებმა ბოლო დროს ყურადღება მიიპყრო. ამასთან, კვლევები აჩვენებს, რომ კანში შეყვანილი მელანი მხოლოდ იქ არ რჩება.

ტატუს მელანს ორგანიზმი უცხოდ აღიქვამს, რომლის მოშორებაც აუცილებელია. შედეგად ვიღებთ იმუნურ რეაქციას, რომელიც მელნის დიდი ნაწილის ლიმფურ კვანძებში მოხვედრას განაპირობებს. თუმცა, უცნობია, როგორ მოქმედებს ლიმფურ სისტემაში დალექილი ეს მელანი.
ამ ყველაფერზე მეტის გასაგებად, შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კრისტელ ნილსენმა ახალი კვლევა ჩაატარა. მას აინტერესებდა ზრდიდა თუ არა ტატუს ფაქტორი ავთვისებიანი ლიმფომას რისკს. ეს კიბოს იშვიათი ფორმაა, რომელიც სისხლის თეთრ უჯრედებს აზიანებს.
შვედეთში ტატუ ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. ამ მაჩვენებლით შვედეთი ტატუების რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავეა. ამასთან, ამ ქვეყნის ეროვნულ რეესტრში შეყვანილია კიბოს დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი.
“ჩვენმა კვლევამ მოიცვა შვედეთში მცხოვრები ყველა ის ადამიანი, ვისაც 2007-დან 2017 წლამდე ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს. ლიმფომის მქონე ადამიანების საკონტროლო ჯგუფად (შედარებისთვის), ლიმფომის არ მქონე ადამიანები შეირჩნენ”, — თქვა ნილსენმა.
მონაწილეებს კითხვარი შეავსებინეს, რომელიც მოიცავდა ცხოვრების სტილს, მათ შორის იმას, თუ როდის გაიკეთეს პირველი ტატუ და რა ზომისა თუ ფერის იყო მათი ტატუები. კვლევაში ჯამში 5 591-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 1 398 ლიმფომის მქონე პაციენტი იყო, ხოლო დანარჩენი საკონტროლო ჯგუფიდან.
შედეგად დადგინდა, რომ ტატუს მქონე ადამიანებს 21%-ით მაღალი ჰქონდათ ლიმფომის რისკი, ვიდრე ტატუს არ მქონეებს.
გასათვალისწინებელია, რომ ლიმფომა ძალიან იშვიათი დაავადებაა. მაგალითისთვის, 2022 წლის მონაცემებით, შვედეთში ლიმფომას დიაგნოზი 100 000-დან მხოლოდ 22-ს დაუსვეს.
ზომას არ აქვს მნიშვნელობა
მნიშვნელოვანია, რომ ტატუს ზომას მნიშვნელობა არ ჰქონდა. კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი სხვა რამ იყო — დრო. რისკი შედარებით მაღალი იყო ახალი ტატუსა (ბოლო ორი წლის განმავლობაში გაკეთებული) და ძველი ტატუს (ათ წელზე დიდი ხნის წინ გაკეთებული) შემთხვევაში.
მხოლოდ ერთი კვლევიდან გამომდინარე შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა ჯერ ადრეა. ამისთვის მეტი კვლევაა საჭირო. თუმცა, ახალი კვლევა საინტერესოა და ის ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.
თავის თმიან საფარველზე დაახლოებით 100 000 თმის ფოლიკულია მოთავსებული. ყოველი მათგანი გადის სიცოცხლის საკუთარ ციკლს, რაც მოიცავს ზრდის პროცესს და დასვენებას.
ყოველ მოცემულ მომენტში თმის ფოლიკულის უმრავლესობა იმყოფება ზრდის ფაზაში, რომელიც 2-დან 6 წლამდე გრძელდება.
ამას მოსდევს მოსვენების ფაზა, როცა თმის ზრდა ჩერდება. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 100 დღეა და ის სრულდება თმის ღერის ფოლიკულიდან მოწყვეტით, სადაც იწყება ახალი ღერის ფორმირება.
ნორმად ითვლება ყოველდღიურად 50-100 ღერი თმის დაცვენა და ეს დანაკარგი მუდმივად ბალანსდება ახალი თმის ამოსვლით.
მამაკაცებში თმის ცვენის შემთხვევათა 90% დაკავშირებულია მემკვიდრეობით სიმელოტესთან, ქალების შემთხვევაში კი თმის ცვენის უკან მრავალი მიზეზი შეიძლება იმალებოდეს.
მათ შორის ისეთებიც, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე და მკურნალობას საჭიროებს.
ამიტომ უმჯობესია თმის ცვენის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ამ მდგომარეობების გამორიცხვით დაიწყოს, რაც პროცესში ენდოკრინოლოგის აქტიურ ჩართულობასაც გულისხმობს, რადგან ხშირად თმის ცვენა სწორედ ენდოკრინული დარღვევების ერთ-ერთი სიმპტომია.
თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზი ქალებში არის მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების სიჭარბე ან მათ მიმართ მგრძნობელობის მომატება, რაც ანდროგენული ალოპეციის სახელით არის ცნობილი.
თმის ფოლიკულების სასიცოცხლო ციკლის მიმდინარეობა ანდროგენების მნიშვნელოვანი ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული.
ქალის ორგანიზმში ანდროგენების სიჭარბის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი.
მისი დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გარდა თმის ცვენისა, მას აქვს მრავალი უარყოფითი შედეგი: უშვილობა, ინსულინრეზისტენტობის სინდრომი და სხვა.
ანდროგენული ალოპეციის შემთხვევების მეორე დიდი ჯგუფი გენეტიკურია.
ამ დროს არ არის აუცილებელი ტესტოსტერონის რაოდენობის მატებას ჰქონდეს ადგილი, რადგან გენეტიკურადაა განპირობებული მის მიმართ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა, ისე, რომ ნორმული რაოდენობაც კი მაინც ხდება პრობლემების, მათ შორის თმის ცვენის გამომწვევი.
ასეთი ტიპის გენეტიკური ალოპეციის განკურნება შეუძლებელია.
სხვადასხვა ადგილობრივ თუ სისტემურ სამკურნალო საშუალებებს აქვს ეფექტი მხოლოდ ხანგრძლივი გამოყენებისას და მხოლოდ მათი მიღების პერიოდში.
მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მიღწეული შედეგი ვერ ნარჩუნდება.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ჩარევა, ვიდრე თმის ფოლიკულში შეუქცევადი ცვლილებები დაიწყება და მისი ფუნქცია ჯერ კიდვ შენარჩუნებულია.
ასევე, თმის ცვენა ვლინდება, როცა ადგილი აქვს ჰორმონული ბალანსის დარღვევას: ტესტოსტერონის სიჭარბე არ არის, მაგრამ სახეზეა ესტროგენების ნაკლებობა.
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებიდან თმის ცვენის გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ჰიპერთირეოზი, ასევე ჰიპოთირეოზი.
თუ ვიცით, რომ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციას არ აქვს ხანგრძლივი ანამნეზი და მისი აღმოჩენა დაავადების აღმოცენებიდან მალევე ხდება, მაშინ ნაკლებად სავარუდოა ის თმის ცვენის მიზეზი იყოს.
მაგრამ ხშირად დავადების დიაგნოსტიკა ვერ ხდება თვეების და წლების მანძილზე, ან დიაგნოზის მიუხედავად არ ტარდება სათანადო მკურნალობა დიდი ხნის განმავლობაში.
სწორედ ასეთი შემთხვევების დროს ხშირად სიმპტომებს შორის გვაქვს გაძლიერებული თმის ცვენა, რომელიც დიფუზურია, მოცავს თმის მთლიან საფარველს, არ ახასიათებს ერთ კონკრეტულ ადგილას ლოკალიზება და უმეტესად განკურნებადია.
ჰიპერთირეოზის ან ჰიპოთირეოზის წარმატებული კომპენსირების შემდეგ ასევე წარმატებულად ხდება თმის დაკარგული მოცულობის აღდგენა.
მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ პროცესს შედარებით ხანგრძლივი დრო – რამდენიმე თვემდე შეიძლება დასჭირდეს და სასურველი შედეგის მიღებამდე მკურნალობის პერიოდში მოთმინებას მოითხოვს პაციენტის მხრიდან.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ერთ-ერთი მახასიათებელი სიმპტომია ასევე წარბის თმის შეთხელება მის გარეთა მესამედში.
ის ფაქტი, რომ თმის ცვენა დაავადების დაწყებიდან რამდენიმე თვეში ხდება თვალსაჩინო, განპირობებულია თმის ციკლის თავისებურებებით.
ამავე მიზეზით, ზოგჯერ შესაძლებელია თმის ცვენის დასაწყისი დაემთხვეს სხვა სიმპტომების საფუძველზე დიაგნოზის დასმის და მკურნალობის დაწყების მომენტს.
ჰიპოთირეოზის მაგალითზე, ასეთ დროს ხშირად შეცდომით ხდება თიროქსინის პრეპარატის დადანაშაულება პაციენტის მხრიდან და მისი მიღების შეწყვეტა, რაც, ცხადია, დიდი შეცდომაა და მომავალში თმის ცვენის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს.
თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აუტოიმუნური ხასიათისაა (ჰაშიმოტოს თირეოიდიტი ან გრეივსის დაავადება), შესაძლოა მას ახლდეს სხვა სისტემების აუტოიმუნური დარღვევებიც, მათ შორის ბუდობრივი ალოპეცია, რაც შემოფარგლულ ადგილებში თმის ცვენით გამოიხატება, თუმცა ამ დროს ზოგადად იმუნური სისტემაა დამნაშავე და არა ფარისებრი ჯირკვალი.
პროლაქტინის პირდაპირ გავლენას თმის ცვენის პროცესზე ადასტურებს თმის ფოლიკულებში განლაგებული პროლაქტინის რეცეპტორები.
გარდა ამისა, პროლაქტინი ჩართულია ანდროგენების მეტაბოლიზმშიც და მისი რაოდენობის სიჭარბე იწვევს ტესტოსტერონის გამომუშავების სტიმულირებას.
სხვადასხვა წარმომავლობის მწვავე ან ქრონიკული სტრესი იწვევს თირკმელზედა ჯირკვლიდან კორტიზოლის გამოყოფის სტიმულაციას.
კორტიზოლი კი თავის მხრივ იწვევს თმის ფოლიკულების საგრძნობი რაოდენობის ნაადრევ გადასვლას ზრდის ფაზიდან მოსვენების ფაზაში, რასაც ასევე საგრძნობი თმის ცვენა მოჰყვება.
სტრესი იწვევს აგრეთვე სხვა მიზეზით გამოწვეულ, მაგალითად, ანდროგენული თმის ცვენის გაუარესებასაც.
სტრესორად შეიძლება განვიხილოთ როგორც სხვადასხვა ფსიქოსოციალური, ასევე ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებაც, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა, ტრამვა და ასევე მშობიარობა.
სტრესით გამოწვეული თმის ცვენა არის შედარებით სწრაფად აღმოცენებადი, დიფუზური და დროებითი.
დროის მცირე მონაკვეთში გამოხატული კლება წონაში წარმოადგენს სტრესს ორგანიზმისთვის და ის ახდენს შესაბამისი ჰორმონების მობილიზებას, რაც მოქმედებს თმის ფოლიკულების სასიცოცხლო ციკლზეც.
მდგომარეობა დროებითია და დაახლოებით 6 თვეში თმის მოცულობა თავისით აღდგება.
ამავე დროს, ხშირად წონაში სწრაფი კლება ხდება არაჯანსაღი კვების რეჟიმით, რაც იწვევს ორგანიზმის გამოფიტვას, ცილების და მისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, რაც თმის ჯანმრთელობაზეც აისახება.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კვების რეჟიმის გაჯანსაღება.
ვიტამინებისა და მინერალების ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა უფრო გააუარესოს თმის ცვენა.
მშობიარობიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ, დედების უმრავლესობას ეწყება შესამჩნევად გაძლიერებული თმის ცვენა.
ეს მოვლენა ფიზიოლოგიურია და განპირობებულია ბავშვის გაჩენის შემდეგ ორგანიზმში ესტროგენების დონის მკვეთრი დაქვეითებით.
მთელი ორსულობის განმავლობაში ესტროგენების დონე მნიშვნელოვნად მაღალია, რის შედეგადაც თმის ზრდის ფაზა ხანგრძლივდება.
ამ პერიოდში ცვენა მინიმალურია და ხდება ფოლიკულების სასიცოცხლო ციკლის სინქრონიზაცია, რასაც მოსდევს მშობიარობის შემდეგ ესტროგენის დონის მკვეთრი დაცემის შედეგად თმის ფოლიკულების დიდი რაოდენობის ერთდროული გადასვლა მოსვენების ფაზაში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ფაზა გრძელდება 100 დღემდე და სწორედ მშობიარობიდან დაახლოებით 100 დღის შემდეგ იწყება თმის მასიური ცვენა.
დამატებითი მიზეზი თმის ცვენისთვის შესაძლოა ასევე იყოს მშობიარობის სტრესიც.
მართალია, თმის ცვენა ამ დროს ძალიან შემაწუხებელია და ამასთანავე ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებაც აზრს და ეფექტს მოკლებულია, მაგრამ კარგი ამბავი არის ის, რომ მდგომარეობა დროებითია და დედების უმრავლესობა ამჩნევს, რომ თმა უბრუნდება ჩვეულ სისქეს უკვე ბავშვის პირველი დაბადების დღისთვის, ან უფრო ადრეც.
თმის შეთხელებასთან დაკავშირებული უსიამოვნო განცდების შესამსუბუქებლად ამ დროს რეკომენდირებულია ისეთი შამპუნის და თმის მოვლის საშუალებების გამოყენება, რომელსაც აქვს მოცულობის გაზრდის ეფექტი, ასევე ვარცხნილობის დროებით შეცვლა – მოკლე თმა უფრო მოცულობითი სჩანს.
თუ მშობიარობიდან ერთი წლის შემდეგ პრობლემა უცვლელია და თმის ცვენა ისევ პროგრესირებს, უკვე სავარაუდოა სხვა პათოლოგიური მიზეზის არსებობა და საჭიროა ექიმთან ვიზიტი მდგომარეობის შესაფასებლად.
ამრიგად, ზოგიერთი ტიპის თმის ცვენა, როგორიცაა ორსულობის შემდგომი და ასაკობრივი თმის ცვენა, უბრალოდ ჩვენი ნორმალური ცხოვრების ნაწილია.
თმის ზრდა ჩარევის გარეშე აღსდგება, თუ:
თმის ცვენის, ისევე როგორც ყველა სხვა მდგომარეობის ეფექტური მკურნალობისთვის, ცხადია, აუცილებელია პირველ რიგში მიზეზის დადგენა და მისი აღმოფხვრა.
პაციენტის დეტალური გამოკითხვის და სხვა სიმპტომების განხილვის საფუძველზე ექიმი წყვეტს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რომელი გამოკვლევების ჩატარება იქნება მიზანშეწონილი და ეფექტური.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)