პარასკევი, ივნისი 12, 2026

ყველაფერი, რაც ცოფის აცრის შესახებ უნდა იცოდეთ – WHO-ს რეკომენდაციები

#post_seo_title

ცოფის ვაქცინა…
ცოფის ვაქცინა არის გადაუდებელი პრევენციული საშუალება, რომელიც გამოიყენება ცოფის ვირუსის წინააღმდეგ. ცოფი არის ფატალური ვირუსული დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ყველაზე ხშირად გადადის ცხოველების ნაკბენით ან ნაკაწრით. მისი ნიშნებია ტკივილი, ფებრი, კრუნჩხვები და პარალიზა, რაც საბოლოოდ სიკვდილით სრულდება, თუ დროულად არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა.
ვაქცინაციის მნიშვნელობა:
1. სიცოცხლის გადარჩენა: ცოფის ვაქცინაცია გადარჩენას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნაკბენი ინფიცირებული ცხოველისგანაა.
2. გლობალური ჯანდაცვა: ცოფის ვაქცინაცია ეხმარება ვირუსის გავრცელების შეზღუდვაში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ცოფი ჯერ კიდევ გავრცელებულია.
3. პროფილაქტიკური ღონისძიება: ვაქცინაცია არის საუკეთესო საშუალება ცოფის პრევენციისთვის, განსაკუთრებით ისეთი პროფესიონალებისთვის, როგორებიცაა ვეტერინარები და ცხოველებთან მომუშავე პირები.
4. ცხოველების კონტროლი: ცოფის ვაქცინაცია ხელს უწყობს ცხოველების დაავადებების კონტროლს, რაც ამცირებს ადამიანებზე ვირუსის გავრცელების შანსს.
ვაქცინაციის ტიპები:
პროფილაქტიკური ვაქცინაცია – გამოიყენება რისკის შემცირებისთვის, მაგალითად, ცხოველებთან მომუშავე პირებისათვის.
პოსტ-ექსპოზიციური ვაქცინაცია – გამოიყენება ცხოველის ნაკბენის ან ნაკაწრის შემდეგ, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსის გავრცელება.

გლობალური და ცოფის რეგიონალური სიკვდილიანობის სტატისტიკა –
ცოფი არის ერთ-ერთი ყველაზე ფატალური ვირუსული დაავადება, რომელიც ყოველწლიურად 59,000 ადამიანს კლავს. მისი გავრცელება ყველაზე ხშირად ხდება ძაღლების ნაკბენით და ინფიცირებული ნერწყვით.
გლობალური მონაცემები:
გლობალური სიკვდილიანობა: ყოველწლიურად დაახლოებით 59,000 ადამიანი კვდება ცოფის გამო. ამ რაოდენობის 95% მოდის აფრიკისა და აზიის რეგიონებზე. (WHO).
ბავშვები: დაახლოებით 40% ცოფის მსხვერპლნი არიან ბავშვები 15 წლამდე. (WHO)
რეგიონალური მონაცემები:
აფრიკა და აზია: ეს რეგიონები განიცდიან ყველაზე მაღალ სიკვდილიანობას ცოფისგან. მაგალითად, სამხრეთ აზიაში ყოველ 1,000,000 მოსახლეზე 9.2 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ქვემო საჰარის აფრიკაში – 1.4 შემთხვევა. [Oxford Academic].
ჩინეთი და ლათინური ამერიკა: ბოლო წლებში ამ რეგიონებში ცოფის შემთხვევების რიცხვი შემცირდა, ძირითადად ძაღლების ვაქცინაციის კამპანიების წყალობით. [Oxford Academic].
ამერიკა: ამერიკაში, სადაც ძაღლების საშუალებით ცოფის გადაცემის კონტროლი კარგია, ცოფის ძირითადი წყარო გახდა ღამურები. [WHO].
პრევენცია და მკურნალობა:
ცოფის თავიდან აცილება შესაძლებელია პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PEP) მეშვეობით, რომელიც მოიცავს ჭრილობის საფუძვლიან დამუშავებას, ცოფის ვაქცინის კურსს და, საჭიროების შემთხვევაში, ცოფის იმუნოგლობულინებს. ასევე, ძაღლების ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური სტრატეგია ადამიანებში ცოფის პრევენციისთვის. [WHO].
რეკომენდაციები:
• ცოფის რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა (ვეტერინარები, ბიოლოგები, მცირეწლოვანი ბავშვები) უნდა მიიღონ პროფილაქტიკური ვაქცინაცია.
• ნებისმიერი ადამიანი, ვინც ექცევა ცოფის რისკის ქვეშ, მაგალითად, ცხოველის ნაკბენის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და მიიღოს პოსტ-ექსპოზიციური ვაქცინაცია.
ცოფის ვაქცინა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება ამ სერიოზული დაავადების პრევენციისთვის.
დასკვნა :
ცოფი არის სერიოზული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში, სადაც რესურსები, ხელმისაწვდომობა და განათლება არასაკმარისია. თუმცა სწორი პრევენციული ზომების მიღებით, როგორიცაა ძაღლების ვაქცინაცია და პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა, შესაძლებელია ამ დაავადების კონტროლი და სიკვდილიანობის შემცირება.

https://www.facebook.com/National

წყარო

“შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციაში” პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი საქართველოში

#post_seo_title

2024 წლის 16 ივლისს კლინიკა “შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციაში” გაიმართა პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა, სადაც განიხილეს პაციენტთა კვლევის შედეგები და იმსჯელეს პაციენტთა გამოკითხვის გააქტიურების გზებზე. პაციენტთა საბჭოს შეხვედრას დაესწრნენ საბჭოს წევრები, კლინიკის მხრიდან წარმომადგენლობა, პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი იოსებ დემეტრაშვილი, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი თათია გოჩაძე.

პაციენტთა საბჭოს შეხვედრა

კლინიკა შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია” ერთ-ერთია იმ 20-ზე მეტი კლინიკიდან, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით.

კლინიკა "პინეოში" პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა - კანადური ხარისხი საქართველოში | შენი ექიმი
აკრედიტაცია კანადა საქართველოში

სწორედ “აკრედიტაცია კანადის” ინიციატივით, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში პროფესორი გიორგი ფხაკაძე გახლავთ,
საქართველოს აღნიშნულ კლინიკებში ინერგება უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვის სტანდარტები და მათგან ერთ-ერთია პაციენტთა ჩართულობა კლინიკის განვითარების პროცესებში.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი თათია გოჩაძე; პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი იოსებ დემეტრაშვილი; ჯანმრთელობის ორგანიზაციის წარმომადგენელი, თემურ დონდუა

პაციენტთა ჩართულობა მოიცავს პაციენტთა კმაყოფილების კვლევას და პაციენტთა საბჭოების დანერგვას, რომლებმაც უნდა განიხილონ აღნიშნული კვლევის შედეგები და მიაწოდონ საკუთარი რეკომენდაციები კლინიკას განსახილველად.

პაციენტთა საბჭოს შეხვედრა
პაციენტთა საბჭოს შეხვედრა

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, ყველა აღნიშნულ კლინიკაში უკვე დაწყებულია გამოკითხვა, თითოეულ კლინიკას გააჩნია უნიკალური QR კოდი, რომელიც განთავსებულია კლინიკებში, მათ სოც.ქსელში, ვებგვერდზე და ამასთან ერთად პლათფორმა “შენი ექიმზეც”.

კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/kutaisidial

QR კოდი

 

აღნიშნული QR კოდის დასკანერებით პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ გადავიდნენ გამოკითხვაზე, შეავსონ კითხვარი და დააფიქსირონ საკუთარი აზრი ამა თუ იმ კლინიკაში მიღებული ჯანდაცვის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.

პაციენტთა საბჭოები ყოველთვიურად, რეგულარულად განიხილავენ გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების თუ გამოწვევების გზებს და რეკომენდაციებს გადასცემენ კლინიკის ადმინისტრაციას განსახილველად.
პაციენტთა ჩართულობა საქართველოს ისტორიაში არის პირველი. პირველად ხდება ეს პროცესი და უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტანდარტი ინერგება აკრედიტაცია კანადის ჩართულობით.

#accreditationge #აკრედიტაციაკანადა

#drpkhakadze #sheniekimi

#tatiagochadzeaccreditationcanada

#iosebdemetrashviliaccreditationcanada

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ

ონკოლოგია - მედიკამენტები
#post_seo_title

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება, პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პაციენტებისთვის, ამ პროცედურების გავლა სირთულეს წარმოადგენდა და აუცილებელი იყო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.

„ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ, განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს. ცვლილების შედეგად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიღების გზა მარტივდება – მანამდე მათ, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.

სხდომა ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, პაციენტებისთვის, ამ პროცედურების გავლა სირთულეს წარმოადგენდა და აუცილებელი იყო, ამ მიმართულებით, ნაბიჯების გადადგმა.

დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უახლოეს მომავალში, ბენეფიციარები, მათთვის საჭირო მედიკამენტებს, სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან.

საბჭოს სხდომაზე, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული სიახლე, პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია და ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ასევე, საუბარი შეეხო, სამომავლო გეგმებსა და ონკოლოგიური დაავადებების კიდევ უფრო ეფექტურად მართვისთვის აუცილებელ ღონისძიებებს.

ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს მიზანი, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მართვის უზრუნველყოფაა. მის შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს, საერთაშორისო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე – ონკოლოგები, ჰემატოლოგები და პროფესიული ასოციაციების წევრები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რესპირაციული ინფექციების, განსაკუთრებით გრიპის, სეზონი ცოტა გახანგრძლივდა

რესპირაციული ინფექციები
#post_seo_title

ექიმმა-ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავა “პალიტრანიუსის” ეთერში მიმდინარე დაავადებებზე ისაუბრა და მოსახლეობას რეკომენდაციები გაუზიარა:

„წლევანდელი წელი გამორჩეულია იმით, რომ რესპირაციული ინფექციების, განსაკუთრებით გრიპის, სეზონი ცოტა გახანგრძლივდა.

ამჟამად სხვა რესპირაციული ინფექციები გვაქვს, რომელთა სიმპტომებიც მსგავსია, ახასიათებს ხველა, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება. მიმდინარეობა მსუბუქია და პაციენტებს სახლში მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა სჭირდებათ.

ქრონიკული და ფონური დაავადებების მქონე ბავშვებში აუცილებელია, რომ სიმპტომების შემთხვევაში ექიმს მივმართოთ. წელს ყივანახველის საკმაოდ ბევრი შემთხვევა გვაქვს. ასევე, სხვა ე.წ. ბატონების გამომწვევი ვირუსების საკმაოდ მაღალი გავრცელებაა. პირველ რიგში, გეგმიური ვაქცინაციაა პრევენცია. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ ბავშვებს კალენდარული ვაქცინაცია ჩავუტაროთ, რადგანაც ამ გზით ვაქცინით კონტროლირებადი დაავადებების პრევენციას ხელს შევუწყობთ.

აგვისტო-სექტემბერი მნიშვნელოვანი თვეებია, როდესაც ნაწლავური ინფექციების რაოდენობა იზრდება. წელსაც მოიმატებს. ნაწლავური ინფექციების გავრცელებს ხელს უწყობს ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა. ამიტომ, ხელები დავიბანოთ ან სხვადასხვა ანტისეპტიკური საშუალებით დავიმუშაოთ და ასე მივირთვათ საკვები. მალფუჭებადი პროდუქტების არასწორად გამოყენებამ შესაძლოა, საკვებისმიერი ინტოქსიკაცია და ნაწლავური ინფექციები გამოიწვიოს. ამიტომ, საკვები შესაბამის პირობებში შევინახოთ. ასევე, თუ გვაქვს სიმპტომები, ხალხმრავალ ადგილებს მოვერიდოთ.“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგ “შენის” მორიგი წარმატება – პროფესორი გიორგი ფხაკაძე სიახლით ჟენევიდან

#post_seo_title

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტ გიორგი ფხაკაძის მიერ დაფუძნებული საქართველოში ერთადერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგი “შენი” უკვე ინგლისურენოვანი საზოგადოებისთვისაც არის ხელმისაწვდომი.

ჯერ სრული ერთი წელიც არ გასულა დაფუძნებიდან და მედიაჰოლდინგმა უკვე არაერთ დიდ წარმატებას მიაღწია – 12 ვებგვერდიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა “შენი ექიმი”, რომელიც საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის მნიშვნელოვან საკითხებს აშუქებს.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომპეტენცია და მოტივირებული სარედაქციო გუნდი ქმნის მკითხველისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას ახლა უკვე არამხოლოდ ქართულ, არამედ ინგლისურ ენაზეც.

მედიაჰოლდინგის თორმეტივე ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მედიაკონტენტი ავტომატურად ქვეყნდება სოციალური ქსელის 15-ზე მეტ პლატოფრმაზე.

მხოლოდ Facebook-ზე მთელი ჰოლდინგის ყოველთვიური ე.წ ნახვების რაოდენობა 90 დღეში 8 მილიონს აღწევს.

მედიაჰოლდინგის უდიდესი პერსპექტივისა და განვითარების მანიშნებელია მისი რეიტინგიც – ვებგვერდების ვიზიტორების რეოდენობა.

ჩვენი ვებგვერდებია:

sheniekimi.ge

Sheniambebi.ge

Sheniinterieri.ge

sheniganatleba.ge

shenisofeli.ge

Shenihoroskopi.ge

shenisupra.ge

shenisilamaze.ge

shenidasveneba.ge

sheniemigranti.ge

shenitbilisi.ge

shenistartup.ge

გთავაზობთ მედიაჰოლდინგის დამფუძნებლის, გიორგი ფხაკაძის კომენტარს:

ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს – მედიაჰოლდინგში “შენი”.

ჩვენი ვებგვერდები sheniekimi.ge  და sheniambebi.ge უკვე ინგლისურ ენაზეც არის ხელმისაწვდომი, რადგანაც გვსურს, უფრო მეტ ადამიანს  მივაწოდოთ ინფორმაცია – ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში და არ აქვთ წვდომა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

საინფორმაციო სივრცე საქართველოში მხოლოდ ქართულენოვანია და სხვა ენაზე ინფორმაცია არ მიეწოდება ხალხს. 

ჩვენი დიასპორა ძალიან დიდია და სამწუხაროა, რომ მისი ნაწილი კარგად ვერ ფლობს მშობლიურ ენას. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ინფორმაცია იყოს ყველასათვის, ყველა ქართველისთვის ხელმისაწვდომი. არ აქვს მნიშვნელობა, როდის წავიდნენ საქართველოდან, რამდენი ხანია, საზღვარგარეთ არიან ან იციან ქართული ენა თუ – არა.

აბსოლუტურად ყველა ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველოში.

ეს, რა თქმა უნდა, რთული პროცესი იყო, ამაზე ძალიან ბევრი რესურსი და დრო დაიხარჯა, მაგრამ დღეს ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგი არის პირველი საქართველოში, რომელმაც შეძლო ამის გაკეთება.

 გვჯერა, რომ ამ გზით ჩვენ გავერთიანდებით და უფრო მეტ საერთო ენას ვიპოვით სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებთან”

#drpkhakadze

ლაბორატორიაში შექმნეს სათესლე ჯირკვლები – შესაძლოა, სპერმის გამომუშავება შეძლონ

სათესლე ჯირკვლები
#image_title

მკვლევარებმა ლაბორატორიაში სათესლე ჯირკვლის წყვილის გაზრდა მოახერხეს, მეცნიერებმა ლაბორატორიაში ორი სათესლე ჯირკვალი წარმატებით შექმნეს, – ახალდაბადებული თაგვის სათესლე უჯრედები გამოიყენეს. აღნიშნული ბიოლოგიური მასალიდან ნამდვილი ჯირკვლების მსგავსი სტრუქტურები მალევე გაიზარდა და შესაძლოა, იქ სპერმაც წარმოიქმნას.

ასეთ სტრუქტურებს ორგანოიდები ეწოდება, ისინი სპეციალისტებს ორგანოების ჩამოყალიბებისა და სხვადასხვა დაავადების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. აქამდე სათესლე ჯირკვლების მოდელირებისთვის ლაბორატორიული სისტემა არ არსებობდა, ამიტომ ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი მიღწევა სქესობრივი ფუნქციების სიღრმისეულ კვლევებს გაუხსნის გზას.

ხელოვნური სათესლე ჯირკვლები მათი ფუნქციების განვითარებაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა სქესობრივი დარღვევებისა და უნაყოფობის საწინააღმდეგო თერაპიების შემუშავებაში დაგვეხმაროს.

უჯრედთა ასეთი ორგანოიდული შეჯგუფებების შესაქმნელად, რომლებშიც სათესლე ჯირკვლებში მიმდინარე პროცესები მეორდება, მეცნიერებმა ახალდაბადებული თაგვის უჯრედები სპეციალურ საზრდელ გარემოში მოათავსეს. სულ რაღაც ორ დღეში მცირე ზომის ორგანოიდებში ნამდვილ გონადებში, ანუ რეპროდუქციულ ჯირკვლებში, არსებულის მსგავსი მილოვანი სტრუქტურები ჩამოყალიბდა.

ასეთ ორგანოიდებს მათ ემბრიონულ ფაზამდე ზრდიან, მაგრამ მეცნიერებმა მინიატიურული სათესლე ჯირკვლები შედარებით “მომწიფებულ” ფაზამდე გაზარდეს. საერთო ჯამში მკვლევრებმა ეს ნიმუშები 9 კვირის განმავლობაში შეინარჩუნეს. ამ დროის განმავლობაში ისინი ზომაში გაიზარდა, სანამ უფრო მეტი სისხლის საჭიროების გამო კოლაფსს განიცდიდა.

ავტორებმა ყურადღება სერტოლის უჯრედების განვითარებაზე გაამახვილეს, რომლებიც სპერმის წარმოქმნაში იღებს მონაწილეობას. დადგინდა, რომ 9-კვირიან პერიოდში ამ უჯრედების მომწიფება ისევე მიმდინარეობდა, როგორც ცოცხალ თაგვებში იმავე ფაზების გავლისას.

აღსანიშნავია, რომ ამ მღრღნელებში სპერმის ფორმირებას დაახლოებით 35 დღე სჭირდება, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, ლაბორატორიულ პირობებში გაზრდილ სათესლე ჯირკვლებში ეს მიიღწეს. ექსპერიმენტმა ორგანოიდებში ამის ბიოლოგიური წინაპირობა აჩვენა, კერძოდ მეიოზის, ანუ უჯრედული დაყოფის, რაც სპერმის წარმოსაქმნელად მნიშვნელოვანია.

ავტორები აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია, ამგვარი ორგანოიდები ადამიანის უჯრედებისგანაც შეიქმნას და, პოტენციურად, უნაყოფობის სამკურნალო მეთოდების შემუშავებაში დაეხმაროს.

კვლევა გამოქვეყნდა International Journal of Biological Sciences-ში.

19 საშიში საყოფაცხოვრებო ნივთი, რომლის გამოყენებაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ

საშიში ნივთიერებები
#post_seo_title

თანამედროვე სამყარო ქიმიკატებითაა გაჯერებული. ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ფტალატები: კოსმეტიკა, ჰიგიენური საშუალებები, სათამაშოები და სხვა
ფტალატები თანამედროვე ადამიანს ყველგან თან ახლავს. ისინი გამოიყენება კოსმეტიკური საშუალებების, საპნების, შამპუნების, რეზინის და გასაბერი სათამაშოების, მედიკამენტების, აბაზანის ფარდების, სარეცხი საშუალებების დასამზადებლად. ახალი მანქანის ინტერიერში „გემრიელი“ სუნი ასევე დიდწილად ფტალატების დამსახურებაა. მათ შეუძლიათ შეაღწიონ ბავშვის ორგანიზმში შეფუთვასთან შეხებაში შემავალი საკვებით, ჰაერიდან ან მტვრიდან.

ცხოველებზე ექსპერიმენტების დროს ფტალატებთან კონტაქტმა მათი რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა გამოიწვია. განგაშის გამოცხადება ჯერ ადრეა, რადგან პროდუქტებში, რომლებსაც ადამიანები იყენებენ, ამ ნაერთების კონცენტრაცია ძალიან დაბალია. ყოველ შემთხვევაში, სანამ მათი ზიანი არ დამტკიცდება.

თუმცა, „ზიანი არ არის დადასტურებული” და “უსაფრთხოება დადასტურებულია” განსხვავებული ცნებებია. შეერთებულ შტატებში ჩატარდა კვლევები, რომლის დროსაც ფტალატები მრავალი ადამიანის შარდში აღმოაჩინეს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების ჩათვლით. მათგან თავის დაცვა თითქმის შეუძლებელია, თუ ცივილიზაციისგან შორს არ ცხოვრობ.

ანტიპირენი: გარემო, ცხიმიანი თევზის ზოგიერთი სახეობა
ანტიპირენი ნივთიერებებია, რომელიც ორგანული წარმოშობის მასალებს აალებისგან დაცვის მიზნით ემატება. ისინი სხვადასხვა ტიპისაა, ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშია პოლიბრომირებული დიფენილეთერები. ადრე მათ ხშირად იყენებდნენ ლეიბების და რბილი ავეჯის, ტელევიზორისა და კომპიუტერის ნაწილების დასაცავად.

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, პოლიბრომირებული დიფენილეთერების მოქმედებას განიცდიან. მცირე რაოდენობით ისინი ფარისებრი ჯირკვლისა და ღვიძლის დარღვევებს იწვევენ, ხოლო მაღალი კონცენტრაცია ნერვულ და იმუნურ სისტემებზე მოქმედებს.

ეს ნაერთები ადამიანის ორგანიზმში ცხიმიანი თევზის ზოგიერთის ახეობიდან, დაბინძურებული ჰაერიდან ხვდება. ისინი შეიძლება დედის რძეშიც დაგროვდეს.

ბისფენოლ-A: პლასტმასის ბოთლები და კონტეინერები
1960-იანი წლებიდან ბისფენოლ-A პლასტმასის ბოთლებისა და კონტეინერების წარმოებაში, აგრეთვე ლითონის ქილების და ხუფების შიდა საფარებში გამოიყენებოდა. ადრე ეს ნივთიერება ჩვილების კვების ბოთლებშიც კი იყო და ჩვილის ფორმულის შეფუთვაშიც.

ამ ნივთიერების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეჭვები ექსპერტებს ჯერ 2010 წელს გაუჩნდათ. მალე ბისფენოლ-A-ს გამოყენება ბავშვებისთვის პროდუქტების წარმოებაში აიკრძალა.

არსებობს მტკიცებულება, რომ ქიმიური ნაერთი უარყოფითად მოქმედებს მოზარდებისა და ბავშვების ტვინზე და ქცევაზე. ამჟამად, მეცნიერები თვლიან, რომ BPA უსაფრთხოა დაბალი დოზებით, მაგრამ კვლევა გრძელდება.

Bisphenol-A არ არის ყველა სახის პლასტმასსა და პოლიეთილენში. ხშირად შეუძლებელია ზუსტად იცოდე, შეიცავს თუ არა მას კონკრეტული შეფუთვა. თუ გსურთ დაიცვათ თქვენი შვილი ამ ნივთიერების ზემოქმედებისგან, შეეცადეთ ნაკლებად იყიდოთ კონსერვები, ნუ გაათბობთ საკვებს პლასტმასის ჭურჭელში, მის ნაცვლად კერამიკული და მინის ჭურჭელი გამოიყენეთ.

ტყვია: რამდენიმე საღებავი
ტყვია ტოქსიკური მეტალია, რომელსაც შეუძლია ტვინის დაზიანება, კრუნჩხვები, კომა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. უფრო მეტიც, ბავშვის ორგანიზმი მის მიმართ განსაკუთრებით დაუცველია. ნივთების გარდა, ტოქსიკური ლითონი ხვდება მტვერში და მისი მეშვეობით ადამიანის სხეულში.

საქართველოშიც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენს ქვეყანაში სათამაშოებში, საბავშვო ჭურჭელშიც კი აღმოჩენილია ტყვიის კვალი. ამიტომ ეცადეთ, ისეთი წარმოების სათამაშოები შეიძინოთ, რომლებსაც აწერია, რომ არ შეიცავს ტყვიას.

საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, ჰაერის გამაგრილებელი საშუალებები
საყოფაცხოვრებო ქიმიკატები შეიძლება საშიში იყოს ბავშვის ორგანიზმისთვის მაშინაც კი, თუ ისინი გონივრულად ინახება ზედა თაროზე ან უსაფრთხოდ დახურულ კარადაში.

ბევრი ჰაერის გამაგრილებელი და სარეცხი საშუალება ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს: ეთილენგლიკოლის ეთერებს და ტერპენებს. ჰაერის გამაგრილებელი საშუალებები ასევე შეიძლება შეიცავდეს აზოტის დიოქსიდს და პარადიქლორბენზოლს, რომელიც კანცეროგენია.

საყოფაცხოვრებო ქიმიკატები საშიში ხდება, როდესაც ისინი პატარა, ცუდად განიავებად ადგილებში გამოიყენება. მაგალითად, ტუალეტებსა და აბაზანაში. თუ სახლში ბავშვია, უმჯობესია ჰაერის გამაგრილებელი საშუალებების გარეშე იცხოვროთ.

მავნე წებოები და საღებავები: ხალიჩები
ხალიჩაში წებოვანი ნივთიერებები და საღებავები გამოიყენება, რომელთაგან ზოგიერთი ჰაერში აქროლად ორგანულ ნაერთებს (VOCs) გამოყოფს. ისინი შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის. ყურადღება მიაქციეთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (ცხვირი და ხველა), თავის ტკივილი, თავბრუდახვევა.

ამიტომ, ახალი ხალიჩა კარგად გაწმინდეთ მტვერსასრუტით და სახლიც გაანიავეთ.

ფორმალდეჰიდი: ავეჯი
ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ იაფ. ე.წ. დეესპეს ავეჯს, ყველაზე მეტად ემუქრებათ სახლში ტოქსინების წყაროს შეტანა. დაბალფასიანი მწარმოებლები ასეთ მასალებს ფულის დაზოგვის მიზნით იყენებენ.

ნაფთალინი: წამალი ჩრჩილის წინააღმდეგ
ნაფტალინის ტაბლეტები თითქმის ყველა კარადაშია, სადაც ტანსაცმელი ინახება. ეს ხელს უწყობს ძვირადღირებული ნივთების გადარჩენას მავნე ჩრჩილისგან, მაგრამ ზოგჯერ ის ხდება პატარა ბავშვის ხელში ხვდება

ნაფტალინით მოწამვლა თავის ტკივილის, გულისრევის, ღებინების, ლორწოვანი გარსების გაღიზიანების სახით ვლინდება. ქრონიკული მოწამვლისას ნადგურდება სისხლის წითელი უჯრედები, ირღვევა ღვიძლისა და პანკრეასის მუშაობა.

მცირეწლოვანი ბავშვები ასევე ხშირად ხდებიან ტარაკნების, თაგვების, ვირთხებისა და სხვა ცხოველებისთვის განკუთვნილი შხამის მსხვერპლი. ამერიკელი ექსპერტები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ყოველწლიურად ათიათასობით ასეთ შემთხვევას აფიქსირებენ. ამიტომ ასეთი ნივთიერებები ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილებში უნდა ინახებოდეს. სამწუხაროდ, მოზრდილებს ეს ხშირად ავიწყდებათ.

წყარო:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა - თავშესაფარში 14 ძაღლი მოკვდა
#image_title

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ჰიდროფობიის კლინიკური ნიშნებით ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ცოფის შემთხვევა, – ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა მოკვლევა დაიწყეს.

„დადგინდა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პაციენტის ოჯახს რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან წამოყვანილი ჰყავდა ლეკვი, რომელიც მალევე ავად გახდა და დაუდგენელი დიაგნოზით მოკვდა, ძაღლის სიკვდილის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ მიუღია.

ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ, გამოვლენის კერებში ტარდება ამთვისებელი ცხოველების გადაუდებელი ვაქცინაცია. სააგენტოს რეკომენდაციით, დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შემთხვევა მოხდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოში, სადაც გასულ და მიმდინარე წელს ცოფი არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე ოჯახს საკუთრებაში ჰყავს 4 მეძებარი ძაღლი და 7 კატა, რომლებსაც 2023-2024 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაუტარა ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია.

ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.

ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით.

თუ თქვენს ცხოველს შეამჩნევთ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ჭრილობა სასწრაფოდ ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართეთ რაბიოლოგს. ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.

თქვენი და შინაური ცხოველების სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია ძაღლისა და კატის ყოველწლიური პროფილაქტიკური ვაქცინაცია;

მოერიდეთ გარეულ, მიუსაფარ ან უცხო ცხოველებთან კონტაქტს!

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად ატარებს.

მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით ცოფის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 116 690 ძაღლი და კატა. იძულებითი ვაქცინაცია ჩაუტარდა 9 000 ძაღლს/კატას, 4300 მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვს, ღორს, ცხენსა და კენტჩლიქიან ცხოველს.

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დღეისათვის ვაქცინირებულია 3346 ძაღლი/კატა. გასულ წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის გამოვლენის შემდეგ, კერებში ვაქცინაცია ჩაუტარდა ამთვისებელ ცხოველთა 70%-ზე მეტს და ჩატარდა ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს „წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში“  „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა

#post_seo_title

2024 წლის 10 ივლისს საპატრიარქოს „წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში“  „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა.

„წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში“  „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა

კლინიკის წარმომადგენლები ნანი ჭანტურია და აკაკი ბაქრაძე, ასევე  “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი თათია გოჩაძე კლინიკის პაციენტებს შეხვდენენ და პაციენტთა ჩართულობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

„წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში“  „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა

პაციენტთა საბჭოზე განხილულ იქნა პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყდა, რომ საბჭოს შეხვედრა რეგულარულად – თვეში ერთხელ გაიმართება, რათა განიხილონ პაციენტთა კვლევის შედეგად გამოკვეთილი აქტუალური საკითხები.

პაციენტთა საბჭოს წევრები არიან:

  • ქეთევან მოსულიშვილი
  • მანანა თევდორაშვილი
  • ლურსმანაშვილი ლია
  • ჩოქური მაგდა
  • იობაშვილი ირმა

„წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

აკრედიტაცია კანადა

აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება მოტივირებულია, გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურების ხარისხი.

სწორედ ამ მიზნით, კლინიკის ინიციატივით, პაციენტები თვეში ერთხელ, რეგულარულად შეიკრიბებიან და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც პაციენტთა კვლევის შედეგად იქნება გამოკვეთილი.

პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.

ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“  შეიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარი: საერთაშორისო “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება.

შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას.

ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

„წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრის“ პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/patriarch

ან დაასკანერეთ QR კოდი:

საქართველოს საპატრიარქოს კლინიკა

 

კლინიკა “პინეოში” პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი საქართველოში

#post_seo_title

2024 წლის 10ივლისს კლინიკა “პინეოში” გაიმართა პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა, სადაც განიხილეს პაციენტთა კვლევის შედეგები და იმსჯელეს პაციენტთა გამოკითხვის გააქტიურების გზებზე. პაციენტთა საბჭოს შეხვედრას დაესწრნენ საბჭოს წევრები, კლინიკის მხრიდან წარმომადგენლობა და “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი თათია გოჩაძე.

“პინეოს” პაციენტთა საბჭოს შეხვედრა

კლინიკა “პინეო” ერთ-ერთია იმ 20-ზე მეტი კლინიკიდან, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით.

აკრედიტაცია კანადა
“აკრედიტაცია კანადა” საქართველოში

სწორედ “აკრედიტაცია კანადის” ინიციატივით, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში პროფესორი გიორგი ფხაკაძე გახლავთ,
საქართველოს აღნიშნულ კლინიკებში ინერგება უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვის სტანდარტები და მათგან ერთ-ერთია პაციენტთა ჩართულობა კლინიკის განვითარების პროცესებში.

პაციენტთა ჩართულობა მოიცავს პაციენტთა კმაყოფილების კვლევას და პაციენტთა საბჭოების დანერგვას, რომლებმაც უნდა განიხილონ აღნიშნული კვლევის შედეგები და მიაწოდონ საკუთარი რეკომენდაციები კლინიკას განსახილველად.

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, ყველა აღნიშნულ კლინიკაში უკვე დაწყებულია გამოკითხვა, თითოეულ კლინიკას გააჩნია უნიკალური QR კოდი, რომელიც განთავსებულია კლინიკებში, მათ სოც.ქსელში, ვებგვერდზე და ამასთან ერთად პლათფორმა “შენი ექიმზეც”.

აღნიშნული QR კოდის დასკანერებით პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ გადავიდნენ გამოკითხვაზე, შეავსონ კითხვარი და დააფიქსირონ საკუთარი აზრი ამა თუ იმ კლინიკაში მიღებული ჯანდაცვის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.

პაციენტთა საბჭოები ყოველთვიურად, რეგულარულად განიხილავენ გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების თუ გამოწვევების გზებს და რეკომენდაციებს გადასცემენ კლინიკის ადმინისტრაციას განსახილველად.
პაციენტთა ჩართულობა საქართველოს ისტორიაში არის პირველი. პირველად ხდება ეს პროცესი და უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტანდარტი ინერგება აკრედიტაცია კანადის ჩართულობით.

#accreditationge #აკრედიტაციაკანადა

#drpkhakadze #sheniekimi

#tatiagochadzeaccreditationcanada

#iosebdemetrashviliaccreditationcanada

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights