„2-3 დღის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც FDA-მ ტატუსთან დაკავშირებით ყველას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. გავითვალისწინოთ, რომ ეს ამერიკაში ხდება. დალუქული მელნები, ტატუს ფლაკონები შემოწმდა და დაახლოებით, მესამედი 22 ტიპის სხვადასხვა ბაქტერიით აღმოჩნდა დაბინძურებული, რაზეც სერიოზული განგაში ატყდა. სპეციალური სლოგანიც შექმნეს: “სანამ მელანს შეიყვან, იფიქრე.” კვლევის საჭიროება გამოიწვია იმან, რომ კანის სხვადასხვა გართულების შესახებ ბევრი ინფორმაცია დაგროვდა. ერთ-ერთი კომპონენტი თავად ტატუს გაკეთების პროცესში დაშვებული შეცდომები და ამ გზით, ორგანიზმში ინფექციის შეჭრა იყო. მეორეც, გაჩნდა ეჭვი, თავად მასალაშიც ხომ არ არის პრობლემა. ყველამ ვიცით, რომ პროცედურების დროს დაშვებული შეცდომები შეიძლება, კანის სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის მიზეზი გახდეს. ამავდროულად, შესაძლოა, სისხლით გადამდები ინფექციების წინაპირობაც იყოს. კანის ინფექციებიდან აღსანიშნავია სტაფილოკოკები, ასევე შეიძლება, ადამიანს ვირუსული ინფექციებიც გადაეცეს. მაგალითად, პაპილომა ვირუსი, ჰერპესის ვირუსი. სისხლის გზით გადამდები ინფექციებიდან B და C ჰეპატიტი და აივ-ინფექცია. შარშან მწვავე, ანუ ახალი B და C ჰეპატიტები რომ შემოდიოდა, შესაძლო მიზეზებს ვიკვლევდით. პირველ ადგილზე სტაციონარში 24 საათზე მეტი ყოფნა გავიდა, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე ეს პრობლემა გვაქვს. ამის შემდეგ იყო ტატუ-პირსინგი, რომელიც პაციენტებს ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ გაკეთებული. წარმოიდგინეთ, რისკი ინექციურ ნარკომანიაზე მეტი იყო.
ტატუს გაკეთებისას თუნდაც პროცედურები ზედმიწევნით დაცული იყოს, რაც საკმაოდ ხშირად ირღვევა, კანის ზედაპირის მომზადებაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კანი კარგად არ არის გასუფთავებული, შეიძლება ორგანიზმში ჩვენივე კანზე არსებული ინფექცია შეიჭრას. მაგრამ, ამ ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ საღებავში, ფლაკონში შეიძლება, სხვადასხვა ბაქტერია იყოს. შესაბამისად, რაც არ უნდა სწორად მოხდეს პროცედურების დაცვა, თუ მელანია ინფიცირებული, მაშინ ბაქტერიული ინფექცია მაინც განვითარდება“
დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას ადგილზე, საავადმყოფოში მიიღებენ. ამისთვის დიდი მადლობა მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს, ვინც ამ პროექტზე იმუშავა, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება ხალხის ინტერესებზეა მორგებული.
მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ გაპარტახებული ჯანდაცვის სისტემა ჩაიბარა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანდაცვა საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე იყოს მორგებული.
„მიხეილ სარჯველაძე, ამ სახელის გაგონებაზე ადამიანებს სახე უნათდებათ. დღესაც ეს მოხდა, დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას ადგილზე, საავადმყოფოში მიიღებენ. ამისთვის დიდი მადლობა მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს, ვინც ამ პროექტზე იმუშავა. დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება ხალხის ინტერესებზეა მორგებული.
გავიხსენოთ სააკაშვილის მმართველობის დროს რა დღეში იყო ჯანდაცვის სისტემა, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ჰქონდათ მორგებული მთელი მისი ბიუჯეტი, მონოპოლია ჰქონდათ მედიკამენტებზე, საავადმყოფოებს საკუთრებაში იფორმებდნენ და ა.შ. ფაქტობრივად “მაფია” მართავდა ამ სექტორს.
მმართველმა პარტიამ გაპარტახებული ჯანდაცვის სისტემა ჩაიბარა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანდაცვა საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე იყოს მორგებული“, – წერს ნინო ფოჩხუა.
ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის ექიმი ქეთევან თავაძე
თირკმელების ქრონიკული დაავადების მე-4, მე-5 სტადიის მქონე პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება ნორმოციტული ნორმოქრონული ანემია.
ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
საერთო სისუსტე, დაღლილობა, თავბრუხვევა,სუნთქვის გახშირება, ძილის დარღვევა. რენული ანემია პაციენტების ავადობისა და სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. თ.ქ.დ დროს ანემიის განვითარების წამყვანი პათოფიზიოლოგიური მექანიზმია დაავადებული თირკმელების მიერ ერითროპოეტინის გამომუშავების შემცირება.ერითროპოეტინის დეფიციტის გარდა,რენული ანემიის განვითარება შეიძლება მრავალი სხვა ფაქტორი უწყობდეს ხელს.
ერითროპოეზის დაქვეითება, ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება, რკინის დეფიციტი, ფოლიუმის მჟავის და B12ვიტამინის დეფიციტი, ალუმინით ქრონიკული ინტოქსიკაცია, ჰიპოთირეოზი, ჰემოგლობინოპათიები.
თ.ქ.დ მქონე პაციენტებში აუცილებელია ჰემოგლობინის რეგულარული კონტროლი.ანემია განისაზღვრება, როგორც ჰემოგლობინის მაჩვენებელი ნაკლებია 13,5გ/დლ მამაკაცებში,ქალებში ნაკლებია 12 გ/დლ.
ანემიის სიმძიმის, ტიპის დასადგენად უნდა ჩატარდეს კვლევები. ჰემოგლობინის განსაზღვრა, ერითროციტების გამოკვლევა, რეტიკულოციტების რაოდენობის განსაზღვრა, ფერიტინის კონც. განსაზღვრა, ტრანსფერინის გაჯერების ინდექსი, C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა, დიალიზის ადექვატურობის შეფასება.
ერითროპოეტინის დეფიციტის შედეგად განვითარებული რენული ანემიის დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელია ორი კრიტერიუმი. თირკმლების ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითება. ლაბორატორიული გამოკვლევებით ანემიისა და სხვა მიზეზების გამორიცხვა.
გაიდლაინების მიხედვით ჰემოგლობინის სამიზნე კონცენტრაცია მეტია 11გ/დლ,სიფრთხილეა ,საჭირო როცა ეს მაჩვენებელი აჭარბებს 13გ/დლ.
დიდი მნიშვნელობა აქვს რკინის შემცველობის განსაზღვრას.ფერიტინი მედია 100მკმლ/ლ,ტრანსფერინის გაჯერების ინდექსი მეტია 20 .რკინის ანალიზის შესასწავლად სისხლი აღებული უნდა იყოს ინტრავენური რკინის გაკეთებიდან ერთი კვირის შემდეგ,ფერიტინის რეკომენდირებული ზედა ზღვარია 800 მკგ/ლ,ფერიტინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს რკინით ინტოქსიკაციას და ჰემოსიდეროზის განვითარების რისკს.ფერიტინი მიეკუთვნება მწვავე ფაზის პროტეინს და ანთებამ შეიძლება გაზარდოს 2-4 ჯერ,ფერიტინთან ერთად უნდა განისაზღვროს C-რეაქტიული ცილა,რენული ანემიის მკურნალობის დროს საჭიროა-რენული ანემიის კორექცია,ჰემოტრანსფუზიის მინიმუმამდე დაყვანა,ურემიის სიმპტომების გაუმჯობესება.
ერითროპოეტინის საწყისი დოზა დამოკიდებულია პაციენტის წონაზე,ანემიის ხარისხზე,მიზეზზე. საწყისი დოზა 50-100ერთ/კგ კვირაში 2-3 ჯერ.შესაძლებელია მკურნალობა ორი მიდგომით.დასაწყისში მცირე დოზის გამოყენება და შემდეგ ზრდა საჭიროებისამებრ ან მაღალი დოზით დაწყება და თანდათან კლება.ორგანიზმში შეყვანა ხდება ინტრავენურად ან კანქვეშ. ჰემოგლობინის შემოწმება საჭიროა 2-4 კვირაში ერჯერ.
საწყისი მატება უნდა იყოს 1-2 გ/დლ თვეში, თუ არ ხერხდება დოზა უნდა გაიზარდოს 25%. და თუ ჰემოგლობინმა აიწია სწრაფად ზედმეტად სასურველია სასურველია დოზის შემცირება 25-50%-ით შემანარჩუნებელ ფაზაში როცა ჰემოგლობინი სტაბილურია ანალიზი საჭიროა 1-2 თვეში.
ერითროპოეტით მკურნალობის გვერდითი მოვლენებია არტერიული ჰიპერტენზია,გენერალიზებული კრუნჩხვები,გრიპის მაგვარი სიმპტომები,თრომბოზებისკენ მიდრეკილება,ერითროპოეტინის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნა.
რკინის თერაპია-რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოქმნისთვის, რკინის დეფიციტისას მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება, სისხლის ქრონიკული დანაკარგი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში,რომლებსაც წელიწადში 2000მგ ინტრავენური რკინა ესაჭიროება, რკინის პერორალური მედიკამენტები ვერ უზრუნველყოფს რკინის დეფიციტს. ერითროპოეტინით მკურნალობა ხშირად რკინის დეფიციტს განაპირობებს .ინტრავენური რკინა აუმჯობესებს ერითროპოეზზს.
ჰემოტრანსფუზია მაქსიმალურად უნდა იქნეს აცილებული.პრაქტიკაში ერითროპოეტინის მასტიმულირებელმა აგენტებმა მკვეთრად შეამცირეს ჰემოტრანსფუზიის საჭიროება ჰემოტრანსფუზია უნდა ხდებოდეს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში-ჰემორაგიით შედეგად განვითარებული მწვავე ანემია,ანემიის თანმხლები სიმპტომების არსებობისას სტენოკარდია ქოშინი.ჰემატოლოგიური დაავადების განპირობებული რეზისტენტობა ერითროპოეტინის მიმართ,ერითროპოეტინის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნის შედეგად განვითარებული აპლაზიური ანემია.
აქვე მინდა ასღვნიშნო, რომ ამ და სხვა ნეფროლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად შეგიძლიათ გვეწვიოთ შპს“ ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციას“. ისარგებლოთ ექიმთან ვიზიტით, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევებით
ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს:
🦠 ახალი სასიკვდილო ვირუსი ინდოეთში!
🦠 სიკვდილიანობა ძირითადად ბავშვებში!
🦠 წამალი/ ვაქცინა არ არსებობს ამ ვირუსის წინაადმდეგ!
🦠 ჩანდიპურას ვირუსისა და მწვავე ენცეფალიტის სინდრომის (AES) შემთხვევებმა გამოიწვია დაახლოებით 28 სიკვდილი ინდოეთის 3 შტატში: გუჯარატში, რაჯასტანში და მადჰია პრადეში.
🦠 ჩანდიპურას ვირუსი იწვევს ცხელებას, გრიპის მსგავსი სიმპტომებით, სხეულის ტკივილებით, დიარეით, ღებინებათა და მწვავე ენცეფალიტით. ის გადადის ვექტორებით, მათ შორის კოღოებით, ტკიპებითა და ქვიშის ბუზებით.
📌 https://www.thehindu.com/news/national/gujarat/centre-reviews-chandipura-virus-situation-to-send-team-to-gujarat/article68427028.ece/amp/
📌 https://www.ndtv.com/india-news/16-dead-due-to-chandipura-virus-50-cases-reported-gujarat-minister-6150410/amp/1
📌 https://www.deccanherald.com/india/gujarat/chandipura-virus-death-toll-rises-to-16-gujarat-cm-holds-high-level-review-meeting-3111282
📌 https://www.indiatoday.in/amp/india/story/gujarat-reports-first-death-due-to-chandipura-virus-2568255-2024-07-17
📌 https://amp.scroll.in/latest/1070877/gujarat-suspected-chandipura-virus-deaths-rise-to-20
📌 https://timesofindia.indiatimes.com/city/vadodara/4-year-old-dies-of-suspected-chandipura-virus/amp_articleshow/111894840.cms
📌 https://www.indiatvnews.com/amp/gujarat/chandipura-virus-gujarat-killed-reported-cases-health-minister-rushikesh-patel-latest-updates-2024-07-21-942842
📌 https://indianexpress.com/article/cities/ahmedabad/second-death-chandipura-virus-gujarat-9463168/lite/
📌 https://www.hindustantimes.com/india-news/health-ministry-reviews-chandipura-virus-encephalitis-cases-in-3-states-101721492743852-amp.html
📌
Chandipura Virus Infection Death Toll Reaches 15: Why Does It Have Fatal Outcomes In Kids? Https://Timesofindia.indiatimes.com/Life-Style/Health-Fitness/Health-News/Chandipura-Virus-Infection-Death-Toll-Reaches-15-Why-Does-It-Have-Fatal-Outcomes-In-Kids/Amp_articleshow/111842120.Cms
2024 წლის 18 ივლისს ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლების (პუშკინის ქუჩა; ბაგრატიონის ქუჩა) – ამბულტორიის ცენტრალური რეგისტრატურის თანამშრომლებისთვის და მითერებისთვის (კორდინატორები) “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა, თათია გოჩაძემ ტრენინგი გამართა.
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი მართავს ტრენინგს
ტრენინგი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტანდარტს – პაციენტის ჩართულობას კლინიკების განვითარების პროცესში.
ტრენინგი ჩაუტარდათ:
დიანა კახიძეს ( რეგისტრატორი) ნინო ნაკაშიძეს (რეგისტრატორი) მეგი ლაზიშვილს (მითერი)
“აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით საქართველოში 20-ზე მეტი კლინიკა გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს და აღნიშნულ კლინიკებში პაციენტთა ჩართულობის სტანდარტის ფარგლებში მიმდინარეობს პაციენტთა გამოკითხვა QR კოდის დასკანერების საფუძველზე; კლინიკებში იქმნება პაციენტთა საბჭოები, რომლებიც განიხილავენ პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შედეგებს და საკუთარ რეკომენდაციებს გადასცემენ კლინიკის ადმინისტრაციას განსახილველად.
აღნიშნული სტანდარტი საქართველოს ისტორიაში პირველად ინერგება – ინიციატივა ეკუთვნის ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რომელიც საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მააკრედიტირებელ ორგანიზაციას – “აკრედიტაცია კანადას”.
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი კლინიკის პერსონალს უტარებს ტრენინგს პაციენტთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით
იმისათვის, რომ პაციენტთა ჩართულობის სისტემის პროექტი იყოს მდგრადი და შედეგიანი, “აკრედიტაცია კანადა” ატარებს ტრენინგებს პაციენტთა გამოკითხვაში ჩართვის მაქსიმალურად გასააქტიურებლად.
#accreditationge #აკრედიტაციაკანადა
#drpkhakadze #sheniekimi
#tatiagochadzeaccreditationcanada
18 ივლისს ბათუმში სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლების (პუშკინის ქუჩა; ბაგრატიონის ქუჩა) პაციენტთა საბჭოების მორიგი შეხვედრა გაიმართა – სადაც განიხილეს პაციენტთა კვლევის შედეგები და იმსჯელეს პაციენტთა გამოკითხვის გააქტიურების გზებზე.
პაციენტთა საბჭოს შეხვედრა
პაციენტთა საბჭოს შეხვედრას დაესწრნენ საბჭოს წევრები, კლინიკის მხრიდან წარმომადგენლობა, პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი იოსებ დემეტრაშვილი, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი თათია გოჩაძე.
“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლის შეხვედრა პაციენტთა საბჭოსთან
სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლები (პუშკინის ქუჩა; ბაგრატიონის ქუჩა) იმ კლინიკებს შორისაა, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით.
აკრედიტაცია კანადა საქართველოში
სწორედ “აკრედიტაცია კანადის” ინიციატივით, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში პროფესორი გიორგი ფხაკაძე გახლავთ,
საქართველოს აღნიშნულ კლინიკებში ინერგება უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვის სტანდარტები და მათგან ერთ-ერთია პაციენტთა ჩართულობა კლინიკის განვითარების პროცესებში.
პაციენტთა საბჭოს შეხვედრა
პაციენტთა ჩართულობა მოიცავს პაციენტთა კმაყოფილების კვლევას და პაციენტთა საბჭოების დანერგვას, რომლებმაც უნდა განიხილონ აღნიშნული კვლევის შედეგები და მიაწოდონ საკუთარი რეკომენდაციები კლინიკას განსახილველად.
რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, ყველა აღნიშნულ კლინიკაში უკვე დაწყებულია გამოკითხვა, თითოეულ კლინიკას გააჩნია უნიკალური QR კოდი, რომელიც განთავსებულია კლინიკებში, მათ სოც.ქსელში, ვებგვერდზე და ამასთან ერთად პლათფორმა “შენი ექიმზეც”.
კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე:
https://www.surveymonkey.com/r/medcentri
მედცენტრი
https://www.surveymonkey.com/r/repheralmedcentri
რეფერალური ჰოსპიტალი მედცენტრი, ბათუმი
აღნიშნული QR კოდის დასკანერებით პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ გადავიდნენ გამოკითხვაზე, შეავსონ კითხვარი და დააფიქსირონ საკუთარი აზრი ამა თუ იმ კლინიკაში მიღებული ჯანდაცვის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.
პაციენტთა საბჭოები ყოველთვიურად, რეგულარულად განიხილავენ გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების თუ გამოწვევების გზებს და რეკომენდაციებს გადასცემენ კლინიკის ადმინისტრაციას განსახილველად.
პაციენტთა ჩართულობა საქართველოს ისტორიაში არის პირველი. პირველად ხდება ეს პროცესი და უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტანდარტი ინერგება აკრედიტაცია კანადის ჩართულობით.
გულის უეცარი გაჩერება- პრევენციის ახალი მეთოდი
ფინეთის ტამპერეს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ახალი ალგორითმი, რომელიც გულის უეცარი გაჩერების რისკის პროგნოზირებას ახდენს
გულის უეცარი გაჩერების პროგნოზირების ახალი მეთოდი
გულის უეცარ გაჩერებას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მაგრამ ამის წინმსწრები ნიშნების დაფიქსირება რთულია. ფინეთის ტამპერეს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ახალი ალგორითმი, რომელიც შესაძლოა, მსგავსი რისკის პროგნოზირებაში დაგვეხმაროს. ეს მეთოდი ე.წ. დეტენდენციური ფლუქტუაციის ანალიზს (DFA2 a1) ეყრდნობა, რისი მეშვეობითაც დროთა განმავლობაში გულისცემის რიტმის ცვლილებას ავლენს.
კვლევის შედეგები და მნიშვნელობა
სპეციალისტებმა 2,794 ზრდასრული ადამიანის მონაცემები გამოიყენეს, დაკვირვების პერიოდი კი საშუალოდ 8.3 წელი იყო. შედეგად დადგინდა, რომ DFA2 a1 გულის უეცარი გაჩერების “ძლიერი და დამოუკიდებელი” მაპროგნოზირებელია. მსგავსი ასოციაცია ყველაზე მკაფიო მაშინაა, როცა სხეული მოსვენებულ მდგომარეობაშია, რადგან ფიზიკური აქტიურობისას სხვაგვარი მაჩვენებლები მიიღება. მაღალი რისკის ინდივიდებში მოსვენებისას არსებული გულისცემის რიტმის ინტერვალები ფიზიკურად დატვირთული ჯანმრთელი ადამიანებისას ჰგავს.
მეთოდის უპირატესობები
მეცნიერებმა DFA2 a1 ანალიზის შედეგები გულის უეცარ გაჩერებასთან სტატისტიკური მეთოდებით დააკავშირეს. გაითვალისწინეს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, როგორიცაა ასაკი, გულის უკვე არსებული პრობლემები და სხვა. უნდა ითქვას ისიც, რომ რიტმზე დაკვირვებას მხოლოდ 1 წუთი სჭირდება და ამის გაკეთება სენსორებითაცაა შესაძლებელი, რომლებიც ჭკვიან საათებშიც დამონტაჟდება, რაც ნიშნავს, რომ ამისთვის კლინიკაში მისვლა საჭირო არ იქნება.
ალგორითმის გამოყენება და მომავალი კვლევები
ახალი ალგორითმი ამჟამად გამოყენებად მეთოდებზე ზუსტია. როგორც წესი, ისინი კარდიოპულმონარულ მონაცემებს ეყრდნობა, ანუ ზომავს, რამდენად შეუძლია ადამიანის ორგანიზმს კუნთებში ჟანგბადის გადატანა და რა რაოდენობით მოიხმარს მას ფიზიკური დატვირთვისას. ავტორები გეგმავენ, რომ მომდევნო ეტაპზე კვლევაში უფრო მეტი ინდივიდი ჩართონ და თავიანთი მეთოდი გულის სხვა პრობლემებზეც გამოცადონ. საბოლოოდ, შესაძლებელია მივიღოთ ინსტრუმენტი, რომელიც მრავალი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძესთან ერთად თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანაჰიტ ავანესიანი ადგილზე გაეცნო სამედიცინო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ სერვისებს, რასაც პაციენტები სახელმწიფო დაფინანსებით იღებენ.
„კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი წივწივაძემ, სომხეთის დელეგაციის წევრებს სხვადასხვა განყოფილებები დაათვალიერებინა და კლინიკაში არსებული თანამედროვე მიდგომებისა და აპარატურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
თოდუას კლინიკაში ვიზიტისას, ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებსაც შეხვდა, რომლებმაც ონკოლოგიური მიმართულებით გატარებული ცვლილებებისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ სერვისები მათთვის ბევრად ხელმისაწვდომი გახდა.
თოდუას კლინიკაში, მინისტრთან და სომხეთის დელეგაციასთან ერთად, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძეც იმყოფებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
18 ივლისს “ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკისა” და “საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის” პაციენტთა საბჭოების მორიგი შეხვედრა გაიმართა – სადაც განიხილეს პაციენტთა კვლევის შედეგები და იმსჯელეს პაციენტთა გამოკითხვის გააქტიურების გზებზე.
პაციენტთა საბჭოს შეკრება
პაციენტთა საბჭოს შეხვედრას დაესწრნენ საბჭოს წევრები, კლინიკის მხრიდან წარმომადგენლობა, პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი იოსებ დემეტრაშვილი, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი თათია გოჩაძე.
პაციენტთა საბჭოს შეხვედრა
“ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა” და “საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრი” იმ კლინიკებს შორისაა, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით.
აკრედიტაცია კანადა საქართველოში
სწორედ “აკრედიტაცია კანადის” ინიციატივით, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში პროფესორი გიორგი ფხაკაძე გახლავთ,
საქართველოს აღნიშნულ კლინიკებში ინერგება უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვის სტანდარტები და მათგან ერთ-ერთია პაციენტთა ჩართულობა კლინიკის განვითარების პროცესებში.
პაციენტთა ჩართულობა მოიცავს პაციენტთა კმაყოფილების კვლევას და პაციენტთა საბჭოების დანერგვას, რომლებმაც უნდა განიხილონ აღნიშნული კვლევის შედეგები და მიაწოდონ საკუთარი რეკომენდაციები კლინიკას განსახილველად.
რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, ყველა აღნიშნულ კლინიკაში უკვე დაწყებულია გამოკითხვა, თითოეულ კლინიკას გააჩნია უნიკალური QR კოდი, რომელიც განთავსებულია კლინიკებში, მათ სოც.ქსელში, ვებგვერდზე და ამასთან ერთად პლათფორმა “შენი ექიმზეც”.
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის QR კოდი
https://www.surveymonkey.com/r/saojakhomedcentri
საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრი
აღნიშნული QR კოდის დასკანერებით პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ გადავიდნენ გამოკითხვაზე, შეავსონ კითხვარი და დააფიქსირონ საკუთარი აზრი ამა თუ იმ კლინიკაში მიღებული ჯანდაცვის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.
პაციენტთა საბჭოები ყოველთვიურად, რეგულარულად განიხილავენ გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების თუ გამოწვევების გზებს და რეკომენდაციებს გადასცემენ კლინიკის ადმინისტრაციას განსახილველად.
პაციენტთა ჩართულობა საქართველოს ისტორიაში არის პირველი. პირველად ხდება ეს პროცესი და უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტანდარტი ინერგება აკრედიტაცია კანადის ჩართულობით.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის რიგით 65-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა.
საქპატენტის ხელმძღვანელმა WIPO-ს გენერალურ დირექტორს უწყებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე ინსტიტუციური თუ საკანონმდებლო რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქპატენტისა და WIPO-ს თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები.
სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი ჰარმონიზაციისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელ თითქმის ყველა საკანონმდებლო აქტში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირველად საქართველოში მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „პატენტრწმუნებულთა შესახებ“. შედეგად, ქვეყანაში ჩამოყალიბდება სრულიად ახალი, თანამედროვე ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება პატენტრწმუნებულების პროფესიულ განვითარებაზე, სიახლეების დანერგვასა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების უკეთ დაცვაზე.
საქპატენტის თავმჯდომარემ WIPO-ს გენერალურ დირექტორს აცნობა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ცვლილებები განხორციელდა საკანონმდებლო აქტებში და დღეს საქართველოს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება „უსინათლო, მხედველობა შეზღუდული და ბეჭდვითი ინფორმაციის აღქმის შესაძლებლობის სხვა დარღვევების მქონე პირთათვის გამოქვეყნებულ ნაწარმოებებთან ხელმისაწვდომობის გაადვილების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულებას. უახლოეს პერიოდში დასრულდება შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურები მარაკეშის ხელშეკრულების საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების მიზნით. შესაბამისად, გაიზრდება უსინათლო, მხედველობა შეზღუდული და ბეჭდვითი ინფორმაციის აღქმის შესაძლებლობის სხვა დარღვევების მქონე პირთათვის გამოქვეყნებულ ნაწარმოებებთან ხელმისაწვდომობა.
ამასთანავე, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქპატენტისა და WIPO-ს ერთობლივ პროექტზე „საქართველოში შერჩეული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების კოლექტიური მართვის, ბრენდინგისა და კომერციალიზაციის შესახებ“, რომელიც ახლახან დასრულდა და მიზნად ისახავდა ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების მწარმოებლების, ფერმერებისა და ასოციაციების მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში შერჩეული იყო ადგილწარმოშობის დასახელება „თუშური გუდა“, რომლის მწარმოებელთათვის ჩატარდა არაერთი ტრენინგი, რომელიც ეხებოდა ასოციაციის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ კონკრეტულ მიმართულებებს.
სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის რატიფიცირების მიზნით, მიმდინარეობს შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურები, რომლის შედეგად საქართველო გახდება ჟენევის აქტის ხელშემკვრელი მხარე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქპატენტის სასწავლო ცენტრისა და WIPO-ს აკადემიის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგებსა და ინტელექტუალური საკუთრების განათლების სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება ერთობლივი პროექტები ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ სამაგისტრო პროგრამის საქართველოში დანერგვის მიმართულებით, ასევე, მომზადდა დისტანციური სწავლების კურსი მოსამართლეთათვის, ტრენერთა გადამზადების პროგრამა და გეოგრაფიული აღნიშვნების აღმასრულებელ პროგრამაზე სპეციალიზებული საერთაშორისო კურსი. საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დაგეგმილია ძირეული განახლება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი სასაქონლო ნიშნების ონლაინ კურსისა და, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დისტანციური სწავლების ზოგადი კურსის – DL101GE, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში წარმატებით ხორციელდება საქპატენტის სასწავლო ცენტრისა და WIPO-ს აკადემიის აქტიური თანამშრომლობის შედეგად.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე, გრძელვადიან ინიციატივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რაც საქართველოს დაეხმარება ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში.