შაბათი, ივნისი 13, 2026

„სტუმრებს ბავშვის კოცნის უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ“

„სტუმრებს ბავშვის კოცნის უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ“
#post_seo_title

ამ რჩევების შესრულება დაეხმარება მშობლებს ბავშვის ჯანმრთელობის დაცვაში და თავიდან აარიდებთ საფრთხეებს, რომლებიც დაკავშირებულია ზედმეტი ემოციური და ფიზიკური ზემოქმედებებით. „სტუმრებს ბავშვის კოცნის უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ“ – პედიატრი

იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ იმ მავნე ჩვევებზე ისაუბრა, რომელიც მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რათა მთელი რიგი გართულებები აცილონ თავიდან. მაგალითად აქ საუბარია ბავშვის მაღლა აგდების ჩვევაზე, რომელიც როგორც წესი, ბავშვებს ძალიან ახარებთ.

„ძალიან ხშირად უყვართ ჩვენთან ბავშვების ზემოთ აგდება, დაჭერა, თამაში. ეს არის სერიოზული გართულების რისკი. ამას შენჯღრეული ბავშვის სინდრომი ჰქვია. ჩვენ ბავშვს ვეთამაშებით, განა ცუდ რამეს ვაკეთებთ. ბავშვს ზემოთ აგდება და დაჭერა უხარია, მაგრამ ეს არის სერიოზული რისკი” – ამბობს პედიატრი.
ასევე ივანე ჩხაიძემ ისაუბრა სტუმრების შესახებ და განმარტა, რომ ვირუსული ინფექციების აქტივაციის პერიოდში, სტუმრებს ბავშვების გადაკოცნის უფლება არ უნდა მივცეთ:

„სტუმრებს ბავშვის კოცნის უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ. ოჯახის წევრი სხვა არის. მიკრობიომა, რომელიც ოჯახშია გავრცელებული, სხვა არის, მით უმეტეს, დედისა და ბავშვის კავშირი. ძალიან ბევრი ელემენტი გადაეცემა კანიდან, ძუძუდან. მით უმეტეს, ახლა, საერთოდ არ უნდა მივიდეს არცერთი უცხო ბავშვთან. ეს კატეგორიულად გამორიცხულია. ათი მწვანე პასპორტი რომ აჩვენოს, არ უნდა მივიდეს ახლოს ბავშვთან. ეს ასეა პანდემიის გარეშეც და ახლა, მით უმეტეს“, – ამ თემებზე ივანე ჩხაიძემ POSTV-ის ეთერში ისაუბრა.

სტუმრებს შეუზღუდეთ ბავშვებთან პირდაპირი კონტაქტი, განსაკუთრებით იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ვირუსული ინფექციების აქტივობა მაღალია.

სტუმრების მიერ ბავშვის კოცნის უფლების არ მიცემა მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მშობლების ყურადღება ამ დეტალზე ხელს შეუწყობს ბავშვის დაცვას შესაძლო ჯანმრთელობის პრობლემებისგან და დაიცავს მათ ვირუსული ინფექციებისგან.

#drpkhakadze

15 რჩევა – როგორ უნდა გაუმკლავდეთ ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას

რა შემთხვევაშია ბავშვის შიში საგანგაშო, როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი
#post_seo_title

როგორ უნდა გაუმკლავდეთ ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას: რჩევები და სტრატეგიები. 15 რჩევა

მუდმივი ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას – ესაუბრეთ მის გრძნობებსა და ემოციებზე, ასწავლეთ სტრესთან გამკლავება და მაგალითით აჩვენეთ, რომ დახმარების თხოვნა ნორმალურია.

კვების კონტროლი, სპორტი, ძილის რეჟიმი და ემოციური რეგულირება.

ბავშვებს მრავალი ემოციისა და გამოწვევის დაძლევა უწევთ, რაც მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს. ძლიერი ფსიქიკით აღჭურვიფსიქიკური გამძლეობის გაზრდისათვის, თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

აქ მოცემულია 15 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი შვილის ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში:

  1. აკონტროლეთ კვება
    კვება პირდაპირ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მიაწოდეთ ბავშვს მეტი ბოსტნეული და ცილები, შეამცირეთ შაქრის მოხმარება.
  2. ჩართეთ სპორტი
    ფიზიკური ვარჯიშის დროს ტვინი თავისუფლდება ნეიროტრანსმიტერებით, რაც სტრესის უკეთ მართვას უწყობს ხელს. მოძებნეთ სპორტული აქტივობები, რომლებიც თქვენს შვილს უხარია.
  3. აკონტროლეთ ძილის რეჟიმი
    კარგი ძილი მნიშვნელოვანია ემოციური და ფსიქიკური კეთილდღეობისთვის. დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს საკმარისად ძინავს.
  4. შეინარჩუნეთ სწორი ურთიერთობა
    უსაფრთხო მიჯაჭვულობა მშობლებთან ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძველია. ეს ბავშვს გააცნობს საკუთარ თავს და გაერკვს სხვებთან ურთიერთობაში.
  5. ესაუბრეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
    ბავშვს უნდა გააცნოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა და უნდა იცოდეს, რომ დახმარების თხოვნა ნორმალურია.
  6. წაუკითხეთ ან ერთად იკითხეთ
    წიგნების და ფილმების პერსონაჟების მაგალითით, ბავშვს გააცანით, როგორ უნდა განახორციელოს სხვადასხვა ემოციები.
  7. დაეხმარეთ თქვენს შვილს მეორე საიმედო უფროსის პოვნაში
    ბავშვს დაეხმარეთ იმ ადამიანის პოვნაში, ვისთანაც შეძლებს პრობლემების განხილვას.
  8. ნუ უგულებელყოფთ ბავშვის ემოციებს და ნუ ააჩქარებთ მას
    გრძნობების სერიოზულად აღქმითა და სწორი რეაგირებით შეგიძლიათ ბავშვს დაეხმაროთ ემოციური სირთულეების გადალახვაში.
  9. განუვითარეთ ემოციური რეგულირების უნარები
    მაშინ როდესაც ბავშვი შეუძლია საკუთარი ემოციების ამოცნობა და მართვა, უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა და თავდაჯერებულობა ეძლევა.
  10. განუვითარეთ შვილთან ერთად პრობლემის გადაჭრის უნარები
    წარმატებული პრობლემის გადაჭრის უნარები დაეხმარება ბავშვს ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს.
  11. მიეცით მაგალითი
    აჩვენეთ, როგორ უნდა გაუმკლავდეს ემოციებს და როგორ გადაჭრას პრობლემები.
  12. ასწავლეთ შვილს საკუთარ თავზე ზრუნვა
    თავის მოვლა და საკუთარ თავის გაფრთხილება ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
  13. შეაქეთ თქვენი შვილი
    აღნიშნეთ თქვენი შვილის ძალისხმევა კონკრეტულ საკითხებში, რაც მას თვითშეფასების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
  14. აჩვენეთ უპირობო სიყვარული
    ყოველდღე შეახსენეთ თქვენს შვილს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ის და რას აკეთებს, თქვენ ის გიყვართ, რაც არ უნდა მოხდეს, შეაქეთ თქვენი შვილი უფრო ხშირად, მაგრამ შეეცადეთ ყურადღება კონკრეტულ საკითხებზე გაამახვილოთ. უმჯობესია ძალისხმევა შეუქოთ და არა შედეგი, რათა მისი თვითშეფასება სხვა ადამიანების ქებაზე დამოკიდებული არ გახდეს.
  15. გაითვალისწინეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმპტომები
    თუ თქვენს შვილს აქვს სერიოზული ემოციური სირთულეები, ეძებს პროფესიული დახმარება.

ამ რჩევების განხორციელება თქვენს შვილს დაეხმარება ფსიქიკურ გამძლეობასა და ზოგადად კეთილდღეობას მოუტანს. ყოველი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობა ინდივიდუალურია, ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღებით მოეკიდოთ მისი საჭიროებების შეფასებას.

რა ფაქტორები მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს სერიოზული ემოციური სირთულეები აქვს?

  • გადაჭარბებული ემოციურობა და სიტუაციის შეუსაბამო რეაქცია.
  • ძილისა და კვების დარღვევები.
  • ინტერესის დაკარგვა.
  • მუდმივი შფოთვა.
  • დაბალი თვითშეფასება, ხშირი თვითკრიტიკა
  • იმპულსების კონტროლის პრობლემები.
  • სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები.
  • მეგობრებთან და თანაკლასელებთან ურთიერთობის დამყარების პრობლემები.
  • საკუთარ უსარგებლობაზე ან უსარგებლობაზე საუბარი, უიმედობაზე საუბარი.
  • საუბარი თვითდაზიანებაზე ან განზრახ დაზიანებაზე.
  • საუბარი სიკვდილზე, ან უკიდურეს შემთხვევაში, თვითმკვლელობის მცდელობაზე.

„დაფიქსირდა 12 000 კორონავირუსის შემთხვევა“- გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს

COVID is Not the Flu: the data shows that COVID-19 remains a far more dangerous virus, both in terms of its immediate effects and long-term consequences
#post_seo_title

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მოსახლეობას აფრთხილებს: „დაფიქსირდა 12 000 კორონავირუსის შემთხვევა.“

COVID-19-ის შემთხვევებმა 6-ჯერ მოიმატა, – აცხადებს უკრაინის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი.
გასულ თვეში დაფიქსირდა 12 000 კორონავირუსის შემთხვევა, მაშინ როცა ივნისში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2000 იყო. დაფიქსირდა 12 000 კორონავირუსის შემთხვევა.“
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ხელის ჰიგიენის როლი ინფექციების გავრცელებაში – ექიმ ეპიდემიოლოგის, რუსუდან ხაჭაპურიძის რჩევები

#post_seo_title

ქუთაისის “შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის” ექიმი ეპიდემიოლოგი, რუსუდან ხაჭაპურიძე საზოგადოებას მიმართავს:

ხელის ჰიგიენის როლი ინფექციების გავრცელებაში

სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებაში ხელის ჰიგიენას გადამწყვეტი როლი ეკისრება. დადგენილია რომ ჩვეულებრივ ხელზე ყოველ 1 კვადრატულ სანტიმეტრზე  100–1000 მიკროორგანიზმია, რომლის 10% კანის ღრმა შრეებშია მოთავსებული, დიდი რაოდენობით არის მოტავსებული ბრჩხილების არეში.

ევროპის საავადმყოფოებში ყოველწლიურად 5 მილიონი ინფექცია გვხვდება, შემთხვევათა 70%, არ იცავდა ხელის ჰიგიენას, რამაც განაპირობა დამატებით 25 მილიონი საწოლდღე   და 13–24 მილიარდი ევროს ეკონომიკური ტვირთი.

დაუბანელ ხელზე გვხვდება  კონკრეტული ინდივიდისათვის დამახასიატებელი (ე.წ. რეზიდენტური) და ტრანზიტორული მიკროფლორა.

რეზიდენტური მიკროორგანიზმებია : Corynebacterium spp(დიფტეროიდები), Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus.

ტრანზიტორული მიკროორგანიზმები – E. coli, Klebsiella spp., Pseudomonas spp., Salmonella spp, სხვა გრამ(-) მიკრობები,

  1. aureus, C. Albicans, როტავირუსები

სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენას გადამწყვეტი მნისვნელობა ენიჭება სამედიცინო მანიპულაციასთან ასოცირებული (სმაი) ინფექციების გავრცელებაში.

კანის დაზიანებულ ადგილებში შეიძლება კოლონიზირდეს მიკრობთა მდგრადი(ჰოსპიტალური) ფორმები, რომლებიც აყალიბებენ პერსონალის ხელის რეზიდენტულ(მაგრამ არა ნორმალურს) ფლორას. ამ შემთხვევაში პერსონალის ხელები არის როგორც ინფექციის გავრცელების ფაქტორი, ასევე-რეზერვუარი.

მიკრობების კოლონიზირება კანზე

  • პაციენტის დაუზიანებელი კანის 1სმ2 -ზე არის S. aureus, Pseudomonas spp, Klebsiella spp, Acinetobacter spp 100 მილიარდი კოლონომაფ. ერთეული
  • ყოველდღიურად კანს სცილდება 1 მილიონი გარქოვანებული ნაწილაკი, რომელიც შეიცავს სიცოცხლისუნარიან მიკროორგანიზმებს (staphylococcus, enterococcus და სხვ)
  • ე.წ. სუფთა მანიპულაციებისას მედპერსონალის ხელი კონტამინირდება მაგ. Klebsiella spp 100–1000 კ.ე.
  • იზოლირებული პალატიდან გამოსვლისას 15%-ში მედპერსონალის ხელი კონტამინირებულია S. aureus 10 000 კ.ე.
  • სამედიცინო დაწესებულებაში მედპერსონალის ხელი 29%-ში არის S. aureus მატარებელი და 17–30% -ში გრამ (-) ბაქტერიებს ―ფრჩხილების არეში 1სმ2-ზე არის 75-ჯერ მეტი მიკრობი, ვიდრე ხელის დანარჩენ არეებში

ტრანსმისიისას მიკრობები არ იღუპებიან და ინარჩუნებენ გამრავლების უნარს!

  • ხელზე მოხვედრილი მიკრობები 2-30 წუთში იწყებენ გამრავლებას და კოლონიების ფორმირებას
  • პროცედურის/მანიპულაციის ჩატარების შემდეგ ხელის ჰიგიენა უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად სწრაფად

არასწორი ჰიგიენის შედეგად ხელები რჩება დაბინძურებული!

  • ხელი რჩება დაბინძურებული, თუ არასაკმარისი მოცულობით ვიყენებთ ჰიგიენის საშუალებებს, ან არ ვიცავთ დამუშავების ხანგრძლივობას.
  • მხოლოდ საპნით და წყლით დაბანისას ტრანზიტორული მიკროფლორა არ სცილდება სრულად, საჭიროა დამატებით ხელის დეზინფექტანტით დამუშავება.

 ხელის დაბანის სამი დონე არსებობს :

 ჩვეულებრივი დაბანა – საპნითა და თბილი წყლის გამოყენებით.

ხელის ჰიგიენური დაბან – ჩვეულებრივი დაბანის შემდეგ  ხდება ანტისეპტიკით ხელის დამუშავება.

ქირურგიული დაბანა – ვიყენებთ ანტისეპტიკს ორჯერადად ხელის დაბანის შემდეგ.

#drpkhakadze

„სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს“

„სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს“
#post_seo_title

ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ცენტრი ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებს. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ-ერთ დიდი და მსხვილი დაწესებულებაა ჩვენს სისტემაში. საგრანტო პროექტების მეშვეობით გარკვეული კვლევითი საგანმანათლებლო დაფინანსება ხორციელდება,თუმცა ეს არ არის ძირითადი ფუნქციის განხორციელება ამ დაწესებულების მხრიდან.ტრენინგებისა და კვლევების განხორციელება. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დაწესებულება თავის ძირითად უფლებამოსილებას სახელმწიფოს დაფინანსების საფუძველზე ახორციელებს.

აქ საუბარია დამატებით გარკვეული ფუნქციების განხორციელებაზე. როგორიცაა კვლევითი მიმართულებების განვითარება. ეს არ ნიშნავს რომ ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ფუნქციონირებას რაიმე ფორმით შეიძლება ხელი შეეშალოს. ეს არ არის ამ მასშტაბის დაფინანსება. ჩვენ დაინტერესებული ვართ საერთაშორისო და ავტორიტეტულ კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობით. იქიდან მოპოვებული დაფინანსება დამატებით ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე დაფინანსების გარკვეული პოლიტიკური მოტივებით გაჩერება რაიმე საფრთხეს შეუქმნის ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას.

მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იმ კვლევების განხორციელება, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები. ამით რა თქმა უნდა ისარგებლებს ამერიკული და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მხარე, რომელიც ამ კვლევაშია ჩართული.

ასეთ ფონზე, ასეთი ჰუმანიტარული სფეროს შემხებლობა არავისთვის მოსალოდნელი არ უნდა ყოფილიყო. არ არის ეს ის სფერო , რომლის ინტერესებიც შეიძლება დაზიანების რისკებს დაექვემდებაროს,რაც არ უნდა ეს პოლიტიკურად საინტერესო იყოს“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„დაწესებულება შეუფერხებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას“-მიხეილ სარჯველაძე

„დაწესებულება შეუფერხებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას“-მიხეილ სარჯველაძე
#post_seo_title

ჩვენ დაინტერესებული ვართ საერთაშორისო თანამშრომლობით, ავტორიტეტულ კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობით. იქედან მოპოვებული დაფინანსება დამატებით ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე დაფინანსების გარკვეული პოლიტიკური მოტივებით გაჩერება რაიმე საფრთხეს შეუქმნის ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის არსებობის ძირითადი წყარო არ არის გარე დაფინანსება და ის სახელმწიფო სახსრებიდან არსებობს.

„არავის შეექმნას ილუზია და შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ლუგარის ლაბორატორიას, ან მთლიანად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქციონირებას. ეს დაწესებულება შეუფერხებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იმ კვლევების განხორციელება, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს.

„კვლევითი მიმართულებაც, რა თქმა უნდა, ამ დაწესებულებებს გააჩნია თავისთავად, რომელსაც ასევე სახელმწიფო აფინანსებს. ანუ, ის რაც საგრანტო ფარგლებში იყო გათვალისწინებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს იყო კვლევითი მიმართულება და მხოლოდ ამის საფუძველზე ხორციელდებოდა ტრენინგები. ეს ერთი ნაწილია, მაგრამ ამით არ ამოიწურება, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები. სხვა გრანტებიც აქვს ამ დაწესებულებას. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული არაერთი კვლევა გახლავთ გათვალისწინებული და ბევრი სხვა რამ. ეს არ იქნება ასე, რომ კვლევითი მიმართულება საერთოდ შეჩერდება, ამას ვერავინ იტყვის და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ამ კვლევების მიმართულებაც, რომელიც უკვე დაგეგმილია, რომელიც ხორციელდებოდა, ამ საგრანტო პროექტის ფარგლებშიც, იმის შეფასებაც გაკეთდება ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა. დაწყებულია, რეალურად ეს მუშაობა და ამ ანალიტიკის საფუძველზე, ბუნებრივია, ჩვენ შევეცდებით, რომ წყვეტა არ გვქონდეს ამ კონკრეტული კვლევების მიმართულებით. არ ღირს უბრალოდ ამის გაკეთება და ის, რაც ნამუშევარია, მაგალითად წლევანდელ წელს, ამ დაწყებული პროექტის ფარგლებში და შესაბამისად, რაღაც რეზულტატები მოტანილია უკვე, ამის ბოლომდე მიყვანა შეიძლება ღირდეს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვაფასებთ რა შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სამომავლო დიზაინი ამ კვლევითი მიმართულებების, ტრენინგების და ა.შ. და ამის მიხედვით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

 

#drpkhakadze

პრეზერვატივი, თუ სწორად და რეგულარულად გამოიყენება, უსაფრთხო და მაღალეფექტურია – გიორგი ფხაკაძე

#post_seo_title

პრეზერვატივი, თუ სწორად და რეგულარულად გამოიყენება, უსაფრთხო და მაღალეფექტურია – წერს პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

• 🤰🏾 არასასურველი ორსულობის პრევენციაში
• 🛡 სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და მათ შორის, HIV-ის პრევენციაში

დაიცავით თავი და აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობა!

www.sheniekimi.ge #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi
✅ გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
Giorgi Pkhakadze World Health Organization (WHO) World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში

კოვიდის აფეთქება ამერიკაში, ყოველ დღე მილიონი შემთხვევა ფიქსირდება – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს

#post_seo_title

კოვიდის აფეთქება ამერიკაში –

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მოსახლეობას აფრთხილებს:

🚨 გაფრთხილება: აშშ-ში COVID-19 ინფექციების დღიური რაოდენობა შოკისმომგვრელ 1️⃣ მილიონს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ყოველი 3️⃣3️⃣ ადამიანიდან 1 ინფიცირებულია COVID-19-ით! 😱

📊 ინფიცირების მაჩვენებელი 74%-ით გაიზარდა წინა წლის საშუალო მონაცემებთან შედარებით, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რამდენად სერიოზულია ეს პანდემია. 🌡️

🛡️ დაცვა და პასუხისმგებლობა: დროა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ უსაფრთხოების ზომების მნიშვნელობა. 😷 ატარეთ ნიღაბი, 🧼 ხშირად დაიბანეთ ხელები, 👫 შეინარჩუნეთ სოციალური დისტანცია და 💉 გაიკეთეთ ვაქცინა, თუ ჯერ არ მიგიღიათ.

💪 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენზეა დამოკიდებული. 💊

🌐 მეტი ინფორმაციისთვის და უსაფრთხოების რეკომენდაციების მისაღებად, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.sheniekimi.ge

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi

✅ გაიგეთ მეტი და მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ჩვენს ტელეგრამ არხზე! შემოგვიერთდით და იყავით ინფორმირებული: შენიკიმი ტელეგრამი
https://t.me/SheniEkimi
@highlight Giorgi Pkhakadze

მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტიპის ბაქტერია, რომელიც პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას უწყობს ხელს

ახალი ტიპის ბაქტერია - პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება
#post_seo_title

მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტიპის ბაქტერია, რომელიც პლასტმასის ნარჩენებით იკვებება და პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას უწყობს ხელს. ეს შეიძლება გახდეს პლასტმასის contaminación-ის შემცირების ეფექტური საშუალება. ეს ინოვაციური აღმოჩენა ქმნის ახალ იმედს პლასტმასის ნარჩენების პრობლემების მოსაგვარებლად და გარემოს დაცულობისთვის.

მისი უნიკალური თვისებები საშუალებას აძლევს ბაქტერია, ეფექტურად მიიზიდოს და გადამუშაოს პლასტმასის ნარჩენები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.

1950-იანი წლებიდან კაცობრიობა აწარმოებს უზარმაზარი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენებს. გამოყენების შემდეგ პლასტმასის ბოთლები და სხვა პროდუქტები ხვდება ნაგავსაყრელებზე და ასევე ზღვებსა და ოკეანეებში. წყალში ბევრი პლასტმასის ნარჩენია, მაგრამ ინფორმაცია ყველგან განსხვავებულია. ზოგიერთი წყარო საუბრობს 170 ტრილიონ ნაწილაკზე, რომელთა წონაა 2 მილიონ ტონამდე.

სხვა შეფასებით, პლასტმასის ნარჩენების მასა მსოფლიო ოკეანეში მინიმუმ 25 მილიონი ტონაა. დაბინძურება შედის თევზის და სხვა ცხოველების სხეულში, რაც იწვევს მათ გადაშენებას. პლანეტის სრული დაბინძურებისგან გადასარჩენად მეცნიერები ავითარებენ წყლის ნარჩენებისგან გაწმენდის სხვადასხვა გზებს.

ცოტა ხნის წინ, გენური ინჟინერიის სპეციალისტებმა შეძლეს შეექმნათ ახალი ტიპის ბაქტერია, რომელსაც შეუძლია პლასტმასით იკვებება. როგორ მოახერხეს მათ ახალი ჯიშის მიკრობების გაზრდა?

სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში, მეცნიერებმა შეაჯვარეს ორი ტიპის ბაქტერია. პირველი სახეობაა Vibrio natriegens, რომელიც სწრაფად მრავლდება მარილიან წყალში. მეორე ტიპის ბაქტერია, Ideonella sakaiensis, წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მას, დაშალოს პლასტმასა და მიირთვას იგი საკვებად.

სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა აიღეს ბაქტერია Ideonella sakaiensis და იზოლირებული გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პლასტმასის დაშლაზე. გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით ისინი შეიყვანეს ბაქტერიაში Vibrio natriegens. ასე მივიღეთ ჰიბრიდი, რომელიც კარგად ცურავს მარილიან წყალში და ანადგურებს პლასტმასას. ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გენმოდიფიცირებულ ბაქტერიებს შეუძლიათ პლასტმასის დაშლა მარილიან წყალში +30 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.

ამჟამად გაურკვეველია გამოიყენებენ თუ არა ახალ ბაქტერიებს პრაქტიკაში. მეცნიერებს სურთ გააგრძელონ ექსპერიმენტები, რადგან მათ შეუძლიათ მიიღონ რაიმე სასარგებლო, პლასტმასის დაშლისგან.

ახალი ბაქტერია გამოირჩევა უნიკალური მექანიზმებით, რომლებიც მას საშუალებას აძლევს პლასტმასის ნარჩენები ეფექტურად გადამუშავოს

მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტიპის ბაქტერია, რომელიც პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას უწყობს ხელს

ახალი ტიპის ბაქტერია - პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება
#post_seo_title

მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტიპის ბაქტერია, რომელიც პლასტმასის ნარჩენებით იკვებება და პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას უწყობს ხელს. ეს შეიძლება გახდეს პლასტმასის contaminación-ის შემცირების ეფექტური საშუალება. ეს ინოვაციური აღმოჩენა ქმნის ახალ იმედს პლასტმასის ნარჩენების პრობლემების მოსაგვარებლად და გარემოს დაცულობისთვის.

მისი უნიკალური თვისებები საშუალებას აძლევს ბაქტერია, ეფექტურად მიიზიდოს და გადამუშაოს პლასტმასის ნარჩენები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.

1950-იანი წლებიდან კაცობრიობა აწარმოებს უზარმაზარი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენებს. გამოყენების შემდეგ პლასტმასის ბოთლები და სხვა პროდუქტები ხვდება ნაგავსაყრელებზე და ასევე ზღვებსა და ოკეანეებში. წყალში ბევრი პლასტმასის ნარჩენია, მაგრამ ინფორმაცია ყველგან განსხვავებულია. ზოგიერთი წყარო საუბრობს 170 ტრილიონ ნაწილაკზე, რომელთა წონაა 2 მილიონ ტონამდე.

სხვა შეფასებით, პლასტმასის ნარჩენების მასა მსოფლიო ოკეანეში მინიმუმ 25 მილიონი ტონაა. დაბინძურება შედის თევზის და სხვა ცხოველების სხეულში, რაც იწვევს მათ გადაშენებას. პლანეტის სრული დაბინძურებისგან გადასარჩენად მეცნიერები ავითარებენ წყლის ნარჩენებისგან გაწმენდის სხვადასხვა გზებს.

ცოტა ხნის წინ, გენური ინჟინერიის სპეციალისტებმა შეძლეს შეექმნათ ახალი ტიპის ბაქტერია, რომელსაც შეუძლია პლასტმასით იკვებება. როგორ მოახერხეს მათ ახალი ჯიშის მიკრობების გაზრდა?

სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში, მეცნიერებმა შეაჯვარეს ორი ტიპის ბაქტერია. პირველი სახეობაა Vibrio natriegens, რომელიც სწრაფად მრავლდება მარილიან წყალში. მეორე ტიპის ბაქტერია, Ideonella sakaiensis, წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მას, დაშალოს პლასტმასა და მიირთვას იგი საკვებად.

სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა აიღეს ბაქტერია Ideonella sakaiensis და იზოლირებული გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პლასტმასის დაშლაზე. გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით ისინი შეიყვანეს ბაქტერიაში Vibrio natriegens. ასე მივიღეთ ჰიბრიდი, რომელიც კარგად ცურავს მარილიან წყალში და ანადგურებს პლასტმასას. ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გენმოდიფიცირებულ ბაქტერიებს შეუძლიათ პლასტმასის დაშლა მარილიან წყალში +30 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.

ამჟამად გაურკვეველია გამოიყენებენ თუ არა ახალ ბაქტერიებს პრაქტიკაში. მეცნიერებს სურთ გააგრძელონ ექსპერიმენტები, რადგან მათ შეუძლიათ მიიღონ რაიმე სასარგებლო, პლასტმასის დაშლისგან.

ახალი ბაქტერია გამოირჩევა უნიკალური მექანიზმებით, რომლებიც მას საშუალებას აძლევს პლასტმასის ნარჩენები ეფექტურად გადამუშავოს.
ბაქტერია იყენებს სპეციალურ ენზიმებს, რომლებიც ახდენენ პლასტმასის მოლეკულების დაშლას და გარდაქმნას. ეს პროცესები მნიშვნელოვნად აამარტივებს პლასტმასის ნარჩენების მოშორებას.
ჩატარებული ტესტირებები აჩვენა, რომ ბაქტერია ეფექტურად გადამუშავებს პლასტმასის ნარჩენებს და დადებით შედეგებს იძლევა გარემოს დაცვის თვალსაზრისით.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights