ორშაბათი, ივნისი 15, 2026

არასრულწლოვნის ინფორმირებული თანხმობის მიღება – “სამედიცინო დავების ცენტრის” დამფუძნებელი, ნინო ლიპარტია განმარტავს

#post_seo_title

არასრულწლოვნის ინფორმირებული თანხმობის მიღება –《შენი უფლებების》ფარგლებში გთავაზობთ ნინო ლიპარტიას სტატიას, რომელიც გახლავთ “სამედიცინო დავების ცენტრის” დამფუძნებელი; ადვოკატი, სამართლის დოქტორი; პროფესორი; “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” თავმჯდომარე.

“ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი წესით მიღებული ინფორმირებული თანხმობის შემდგომ. თანხმობა უნდა იქნეს გაცხადებული სრულწლოვანი და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მქონე პირის მიერ. კანონი არეგულირების არასრულწლოვნის მიმართ სამედიცინო ჩარევის ან მანიპულაციის ჩატარებამდე თანხმობის მიღების წესს.

ზოგადი წესის მიხედვით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მკურნალი ექიმისაგან სრულ, ობიექტურ, დროულ და გასაგებ ინფორმაციას იღებს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.  აღნიშნული მოიცავს, მათ შორის შემდეგ ინფორმაციას:

1) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ; 2) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ; 3) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;  4) განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ; 5) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ; 6) სამედიცინო მომსახურების გამწევის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.

სამედიცინო დაწესებულების მიერ, 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს სამედიცინო მომსახურება გაეწევა მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლისათვის ზემოთმითითებული ინფორმაციის მიწოდების შემდგომ, გამოხატული თანხმობის საფუძველზე.  ცხადია, ეს არ ნიშნავს თავად პაციენტის მოსაზრებისა და ჩართულობის  უგულებელყოფას.

არასრუწლოვანთან დაკავშირებული, სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და გონებრივი განვითარების გათვალისწინებით. არასრუწლოვანი პაციენტის აზრი, სამედიცინო პროცედურის ჩატარების შესახებ, შესაძლებელია, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

16 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც, სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლება აქვს, ინფორმირებული თანხმობა ან უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. პაციენტის ამ გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს.

უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი და მშობელი ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას პაციენტის სამედიცინო მომსახურების შესახებ. თუმცა პაციენტს აქვს უფლება არ დაეთანხმოს მშობელს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების პროცესში ან უარი განაცხადოს მშობლის ინფორმირებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, ექიმის მიერ უნდა შეფასდეს, რამდენად აქვს პაციენტს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას დამოუკიდებლად სრულად შეფასებისა და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

კონკრეტულ შემთხვევაში, ექიმის მიერ  სათანაოდ უნდა შეფასდეს რამდენად სწორად გაიგო პაციენტმა მისთვის შეთავაზებული მკურნალობის შინაარსი, ფარგლები, მოცულობა, პროცედურა, პოტენციური შედეგი და პროგნოზი. ექიმის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ყოველი გარემოების სათანადო და დეტალური გამოკვლევისა და ანალიზის შედეგად. აუცილებელი აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით, სამედიცინო ჩარევის შესახებ თანხმობის მისაღებად, უმეტესად განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან აუცილებელია არ დაირღვევს მისი ავტონომიურობის უფლება და მეორე მხრივ, არ იქნს მიღებული პაციეტისათვის საზიანო გადაწყვეტილება.

კანონმდებლობის მიხედვით, განსაკუთრებულად არის დაცული არასრულწლოვანი პირის ინტერესი, მათ შორის, მშობლისა და კანონიერი წარმომადგენლის მიერ პაციენტის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისას. მცირეწლოვანი პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, კლინიკა ვალდებულია გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს, ხოლო თუ მცირეწლოვანი პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რის გარეშეც გარდაუვალია მისი სიკვდილი, მაგრამ პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგია, სამედიცინო მომსახურების გამწევი გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.

არასრუწლოვან პაციენტის ავტონომია განსაკუთრებით აღიარებულია კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებით. შესაძლებელია, პაციენტი უარს აცხადებდებს მშობლის ინფორმირების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს არასრუწლოვანი პაციენტის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდება, თუ ინფორმაციის მიწოდების წინააღმდეგია:

ა) ქმედუნარიანი არასრუწლოვანი პაციენტი  და 14-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტი, რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას და რომელმაც ექიმს მიმართა სქესობრივად გადამდები დაავადების ან ნარკომანიის მკურნალობის, კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზნით და აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკის მიზნით.

ამ უკანასკნელ შემთხვევაში, თუ დიაგნოსტირების შედეგი დადებითია, სამედიცინო კლინიკას მშობლის ინფორირება მაინც ევალება, არაქმედუნარიანი პაციენტი უარს აცხადებს შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაზე.

შესაბამისად, არასრუწლოვანი პაციენტის ავტონომიურობის უფლება მნიშვნელოვნად მხარდაჭერილია კანონდებლობით. ინფორმირებული თანხმობა თავად  პირის მიერ უნდა იქნეს გაცხადებული, თუ მას გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. პაციენტის მდგომარეობის შესახებ, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად, უნდა განხორციელდეს. აუცილებელია, პაციენტი თავად იქნეს ჩართული საკუთარი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დაგეგმილ თუ  განსახორციელებ ჩარევასთან დაკავშირებით. მშობილების წინააღმდეგის შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესს ენიჭება უპირატესობა.

#drpkhakadze #sheniekimi

 

 

შვედეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მაიმუნის ყვავილი - რეაგირების ზომები. რა საფრთხეა და რატომ გამოცხადდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა
#post_seo_title

შვედეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯანმო-მ მაიმუნის ყვავილი გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო 13 აგვისტოს აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 450 ადამიანი ემსხვერპლა.

„მაიმუნის ყვავილის გავრცელება საგანგაშოა!“, – ინფორმაციას ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ავრცელებს. 

მაიმუნის ყვავილი (mpox) სწრაფად ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით. კანადაში, ტორონტოს ჯანდაცვის სამსახური ურჩევს მოსახლეობას, აიცრან ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რადგან შემთხვევები მკვეთრად იზრდება. წელს, აფრიკაში 14,000-ზე მეტი ინფექცია და 524 სიკვდილი დაფიქსირდა. ახალი ფორმის მაიმუნის ყვავილი გენიტალებზე მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, რაც ართულებს მის აღმოჩენას. მართალია, სპეციფიკური ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ JYNNEOS ვაქცინა გამოიყენება მძიმე შემთხვევებისთვის. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“-ამბობს გიორგი ფხაკაძე.

“ნეონატალოგიურ ცენტრ N ქირონ+”- ში “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი

#post_seo_title

აკრედიტაცია კანადის მრჩევლების იოსებ დემეტრაშვილის და თათია გოჩაძის ვიზიტი N ქირიონ
აკრედიტაცია კანადის მრჩევლების იოსებ დემეტრაშვილის და თათია გოჩაძის ვიზიტი N ქირონ+ ში

კლინიკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:

აკრედიტაცია კანადის მრჩევლების იოსებ დემეტრაშვილის და თათია გოჩაძის ვიზიტი N ქირონ+ ში

ვიზიტი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ სტანდარტებს, კერძოდ, პაციენტთა ჩართულობის სტანდარტს კლინიკების განვითარების პროცესში.

აღნიშნული პროექტის თანახმად, ჰოსპიტალმა შეარჩია პაციენტებთან ურთიერთობის კოორდინატორები, რომელთაც მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ პაციენტებთან და მათ ოჯახის წევრებთან – უზრუნველყოფენ მათ ინფორმირებასა და დაეხმარებიან ნებისმიერი მათთვის საინტერესო საკითხის გარკვევაში.

პროექტის მიზანია პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართულობის გაზრდა ჯანდაცვის პროცესში, რაც მოიცავს კომუნიკაციის გაუმჯობესებას, პრობლემების ეფექტურად მოგვარებას და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტებთან შესაბამისობაში.

პროექტის ცენტრალური კომპონენტია პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორის (PRC) როლის შექმნა.

პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორი ამ პროექტის ცენტრალური ფიგურაა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებთან, მათ ოჯახებთან და ჯანდაცვის პროვაიდერებთან ეფექტურ კომუნიკაციას. ეს როლი აუცილებელია პრობლემების მოგვარებისთვის, პაციენტთა კმაყოფილების გასაუმჯობესებლად და “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტებთან შესაბამისობის შესანარჩუნებლად.

კოორდინატორი წარმოადგენს პაციენტთა ინტერესებს და მუშაობს ჯანდაცვის პერსონალთან, რათა შექმნას უფრო საპასუხო და თანამგრძნობი ჯანდაცვის გარემო. ეს პოზიცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მყისიერი საკითხების მოსაგვარებლად, არამედ პაციენტთა მოვლის გრძელვადიანი გაუმჯობესებისთვისაც.

ცნობისთვის – საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის მოსაპოვებლად “ნეონატალოგიურ ცენტრ N ქირონ+”-მა სამუშაო პროცესში უკვე შექმნა პაციენტთა კმაყოფილების კითხვარი, რომელიც ონლაინ ივსება და ანონიმურად იგზავნება. კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/nqiron

 პასუხებს „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლობა გაეცნობა და დამუშავებულ ინფორმაციას თვეში ერთხელ წარუდგენს ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას.
 ჰოსპიტალში ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია პოსტერები, სადაც დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც პაციენტები ან მათი ახლობლები ავსებენ კითხვარს:

ენ ქირიონ

“ნეონატალოგიურ ცენტრი N ქირონ+”-   საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

"ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" "აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს - ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმიპაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია."ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" "აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს - ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმიპაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად აშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.

“პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა;

არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარისაერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორიგიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელიაკითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსებაშევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზერაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

#drpkhakadze #sheniekimi

რა უნდა იცოდეს, 10 წლამდე ბავშვმა? – 10 მნიშვნელოვანი საკითხი

ბავშვთა საერთაშორისო დღე, 2020 წელი
#post_seo_title

რა უნდა იცოდეს, 10 წლამდე ბავშვმა? 10 მნიშვნელოვანი საკითხი

მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანი, რაც ყველა მშობელს უნდა ახსოვდეს თავის შვილებთან საუბრისას. ამერიკელი მწერლის, ლინდსი მიდის მიერ შემოთავაზებული 10 წლამდე ბავშვებისთვის აუცილებელი უნარების ჩამონათვალი, მშვენიერი გზამკვლევია ბავშვის სრულყოფილი აღზრდისთვის. ეს პუნქტები მშობლებში დიდი მოწონებით სარგებლობს, მშვენივრად აერთიანებს ცხოვრების საჭირო უნარებს და ღირებულებებს.

ბავშვთა ცოდნისა და უნარების განვითარება 10 წლამდე ასაკში არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ეტაპი. ბავშვის აღზრდა მოითხოვს არა მხოლოდ ბაზისურ ცოდნას, არამედ იმ უნარების ჩამოყალიბებას, რომლებიც მათ მომავალში წარმატებას მოუტანს.

  1. პატივისცემა
    პატივისცემა – ეს იმთავითვე უნდა იყოს ბავშვების ცხოვრებაში. ყველას მიმართ უპატივცემულობა გამართლებული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები მიხვდნენ, თუ როგორ უნდა მოექცნენ სხვებს.
  2. აქტიურობა და მხიარულება
    აქტიურობა და მხიარულება – ბავშვებისთვის ნორმალური და ბუნებრივი მდგომარეობაა. ნუ შეუშლით მათ ბალიშებით თამაშს და ჟრიამულს; პირიქით, იმხიარულეთ მათთან ერთად და გააძლიერეთ მათი სიხარული.
  3. უარი
    ბავშვებმა უნდა ისწავლონ უარის მიღება და მასთან შეგუება. ეს უნარი ეხმარება მათ ცხოვრებაში დაძაბულობისა და სირთულეების გადალახვაში.
  4. ემოციების გამოხატვა
    აუცილებელია, რომ ბავშვებმაი არ დამალონ ემოციები. ტკივილი, ტირილი და დარდი – ეს ნორმალური პროცესებია, რომელსაც უნდა გაუმკლავდნენ და გულში არ ჩაკეტონ.
  5. საკუთარ თავზე ზრუნვა
    ბავშვები უნდა სწავლობდნენ გადაწყვეტილებების მიღებას არა სხვების გავლენის ქვეშ, არამედ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. ამით ისინი გააცნობიერებენ, რომ საკუთარი საჭიროებები და სურვილები მნიშვნელოვანია.
  6. წვრილმანების დაფასება
    ცხოვრებაში ბევრი სასიხარულო მომენტია, რომლებიც ბავშვებმა უნდა გააცნობიერონ და დაფასონ. ეს ფენომენი ეხმარება მათ წვრილმანებში სიხარულის პოვნაში.
  7. გატაცება
    ბავშვის გონება ყოველთვის უნდა იყოს გახსნილი ახალი ცოდნისა და აღმოჩენებისადმი. ხელი შეუწყეთ მას, რომ მუდმივად განავითაროს თავისი ინტერესები და გატაცებები.
  8. დაუშვებელი რაღაცები
    ნუ გაანებივრებთ ბავშვებს ზედმეტად და ნუ მიაჩვევთ მათ უმადურობას. ეცადეთ,  გააგებინოთ, რომ მშვენიერია ოჯახი და სახლი, მოსიყვარულე მშობლები ახვევია გარს – ეს ყველაფერი არის ბედნიერება.
  9. მშობლების სიყვარული
    აუხსენით ბავშვს, რომ მშობლებს ყოველთვის უყვართ და უჭერენ მხარს, როგორც არ უნდა მოიქცნენ. სიყვარული არის უანგარო, რომელიც არ არის დამოკიდებული ბავშვის ქცევაზე. მშობლებს მაინც ეყვარებათ, ყოველ მიზეზგარეშე.
  10. ზრდილობა
    ზრდილობა – ეს არის ძირითადი თვისება, რომელიც 10 წლამდე ასაკში უნდა გამოიმუშაონ ბავშვებმა. ყურადღება მიაქციეთ იმას, ასრულებენ თუ არა ისინი მშობლების რჩევებს და როგორ იქცევიან უფროსების მიმართ.

ეს რჩევები მშვენიერი გზამკვლევია ბავშვის სრულყოფილი განვითარების და  ფასეულობების ჩამოყალიბებისთვის. გამოიყენეთ ისინი თქვენს ყოველდღიურ ურთიერთობებში.

#drpkhakadze

ქუთაისის სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა გულგაჩერებული მამაკაცი ძვალ-შიდა კათეტერის გამოყენებით და შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებებით, სიკვდილს გადაარჩინა

ქუთაისის სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა გულგაჩერებული მამაკაცი ძვალ-შიდა კათეტერის გამოყენებით და შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებებით, სიკვდილს გადაარჩინა
#post_seo_title

ქუთაისის სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა, გულგაჩერებული მამაკაცი, ძვალ-შიდა კათეტერის გამოყენებით და შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებებით, სიკვდილს გადაარჩინა.

„ქუთაისის სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა გულგაჩერებული მამაკაცი ძვალ-შიდა კათეტერის გამოყენებით და შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებებით, სიკვდილს გადაარჩინა. ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

ქ. ქუთაისში, სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას შუა ხნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ, სუნთქვა და პულსი არ აღენიშნებოდა.
პაციენტის ოჯახის წევრების გადმოცემით, მამაკაცს ფიზიკური დატვირთვის შედეგად დაეწყო ტკივილი გულმკერდის არეში და ტკივილის ფონზე დაკარგა გონება.
პარამედიკოს გიორგი გაბედავას გადმოცემით, ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია, კარდიომონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. წარმატებით ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ განხორციელდა დეფიბრილაცია, აღდგა სუნთქვა და პულსი.
პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გამო ვერ ხერხდებოდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია და ამიტომ პარამედიკოს გიორგი გაბედავას გადაწყვეტილებით წარმატებით იქნა გამოყენებულ ძვალშიდა კათეტერი.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოხდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და მამაკაცი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით შეყვანილ იქნა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
საგანგებო სიტუაციების ცენტრის სასწრაფო დახმარების მანქანებში მუდმივად ხდება სამედიცინო აღჭურვილობისა და პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაუდებელი დახმარების აპარატურის განახლება.
2023 წლიდან სამედიცინო აღჭურვილია გულ-ფილტვის რეანიმაციის ავტომატური მოწყობილობითა და ძვალშიდა კათეტერით, რომელსაც მხოლოდ მაშინ იყენებენ, როდესაც ინტრავენური მიდგომა არის შეუძლებელი და პაციენტისთვის ინექციის ერთადერთ გზას წარმოადგენს.
გვეამაყება: პარამედიკოსი – გიორგი გაბედავა, ექთანი – თორნიკე ივანეიშვილი, მძღოლი – ნიკოლოზ კვანტალიანი” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

#drpkhakadze

ნასიცხი გამოწვეულია ჭარბი ოფლიანობის შედეგად, რაც კანზე გაღიზიანებას იწვევს

ნასიცხი გამოწვეულია ჭარბი ოფლიანობის შედეგად, რაც კანზე გაღიზიანებას იწვევს
#post_seo_title

ნასიცხი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე გაღიზიანებული ადგილების გაჩენა, რაც გამოწვეულია ჩვილ ბავშვებში ჭარბი ოფლიანობით. დაავადება აღენიშნებათ 1 წლამდე ასაკის ბავშვებს და 30 წლამდე ასაკის ზრდასრულებს. ნასიცხი გამოწვეულია ჭარბი ოფლიანობის შედეგად, რაც კანზე გაღიზიანებას იწვევს.

ნასიცხი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე გაღიზიანებული ადგილების გაჩენა, რაც გამოწვეულია ჭარბი ოფლიანობით. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით გავრცელებულია ჩვილ ბავშვებში, თუმცა შეიძლება შეიმჩნეოდეს 30 წლამდე ასაკის ადამიანებშიც. დროული მკურნალობა და სწორი ტენდენციების დაცვა ხელს უწყობს სიმპტომების შემცირებასა და კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ნასიცხის ლოკალიზაციის ადგილები ყველაზე ხშირად არის:
·         კანის ნაკეცები;
·         მუხლებისა და იდაყვების მოსახარი;
·         სინთეტიკური ქსოვილის შეხების ადგილები.

მიზეზები
დაავადების განვითარების მიზეზებია:
·         ტანსაცმლის მიერ კანის მექანიკური გაღიზიანება;
·         ქიმიურ ნივთიერებაზე რეაქცია;
·         კანის ბაქტერიებით დაინფიცირება;
·         კანის გადახურება;
·         მაღალი ტემპერატურა და ჭარბი ოფლიანობა.

სიმპტომები
დაავდებას ახასიათებს:
·         კანის ლოკალური გაწითლება;
·         გაწითლებულ ადგილებში წარმოიშობა სხვადასხვა ტიპის გამონაყარი;
·         გაღიზიანებულ ადგილებში წარმოიშობა წყლულები, რომლებიც სკდება თავისით და გამოიყოფა სითხე.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც საკმარისია პაციენტის საერთო დათვალიერება.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         კანის გაღიზიანების საწინააღმდეგო მალამოებს;
·         ანტიბაქტერიული მალამოების გამოყენებას;
·         ანტისეპტიკური პრეპარატების გამოყენებას.

საშიშროება
დროული მკურნალობის გარეშე კანზე შესაძლოა განვითარდეს წყლულები და ჩირქოვანი კერები.

რისკის ჯგუფი
·         1 წლამდე ასაკის ბავშვები;
·         ჭარბწონიანი ადამიანები;
·         ენდოკრინული სისტემის დარღვევების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ნატურალური ქსოვილის სამოსის ტარება;
·         ჭარბი ოფლიანობისას ტალკის გამოყენება;
·         კანის გადახურებისგან თავის დაცვა;
·         ღია ცის ქვეშ მზეზე დიდი ხნით ყოფნისგან თავის შეკავება;
·         სამუშაო და საცხოვრებელ ადგილას კომფორტული, გრილი ტემპერატურის რეგულირება;
·         ჰიგიენის დაცვა.

ყივანახველა ვლინდება სპაზმური ხველის შეტევების სახით

ყივანახველა ვლინდება სპაზმური ხველის შეტევების სახით
#post_seo_title

ყივანახველა – ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადება, რომელიც ვლინდება სპაზმური ხველის შეტევების სახით. ყველაზე ხშირად ყივანახველა უჩნდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექციით.

ყივანახველა რესპირაციული ჯანმრთელობის პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა დაავადებების სიმპტომი შეიძლება იყოს. მისი ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა სიმპტომების ეფექტურად მართვისა და დაავადების განვითარების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა ზედა სასუნთქ გზებში ყივანახველას ჩხირის მოხვედრით, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ყივანახველას გამომწვევია ბაქტერია Bordаtella pertussis. დაავადება გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით მაჩვენებელი შეადგენს შემთხვევების 90%-ს.

ყივანახველა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდოს, მათ შორის:

  • ვირუსული ინფექციები: როგორიცაა გრიპი ან გაციება.
  • ბაქტერიული ინფექციები: მაგალითად, ფილტვების ანთება.
  • ალერგიული რეაქციები: როგორიცაა ნესტოებისა და ყელის ალერგია.
  • ასთმის ან სხვაგვარი სინდრომების შედეგად.
  • ოსპიტალიზაციის ან გარემოს დაბინძურების მიზეზები.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         რინიტი (სურდო);
·         ტემპერატურის უმნიშვნელოდ აწევა;
·         შეტევის ფორმის ხანგრძლივი ხველა, რომელიც ძლიერდება ღამის და გამთენიის საათებში;
·         გულმკერდის არეში ტკივილის შეგრძნება;
·         სუნთქვისას ხროტინი;
·         ლორწოვანი გამონადენი და ღებინება;
·         თვალების, ცხვირის არეში სისხლჩაქცევები;
·         სახის შესიება, სილურჯე;
·         კრუნჩხვა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ინფექციონისტი ნიშნავს:
·         ზედა სასუნთქი გზების ნაცხის ანალიზს;
·         სისველის გამოკვლევას;
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         ფილტვების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.
დაავადების გვიან სტადიაზე რეკომენდირებულია პულმონოლოგის კონსულტაცია.

ყივანახველის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიბიოტიკებს;
·         ყივანახველას საწინააღმდეგო გამაგლობულინს;
·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
·         სედატიურ პრეპარატებს;
·         სპაზმოლიტიკებს;
·         ნეიროლეპტიკებს;
·         ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელ პრეპარატებს;
·         ინჰალაციას;
·         ფიზიოთერაპევტულ პროცედურებს;
·         ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას.
ყივანახველას მკურნალობა დიდებისთვისაც და ბავშვებისთვისაც ერთი მეთოდით ხება. რეკომენდირებულია წოლითი რეჟიმი და ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების მაქსიმალურად გამორიცხვა.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ვითარდება შემდეგი სახის გართულებები:
·         პნევმონია;
·         ბრონქიტი;
·         პლევრიტი;
·         ფილტვების ემფიზემა;
·         პნევმოტორაქსი;
·         ჩირქოვანი ოტიტი;
·         მუცლის კედლის კუნთების რღვევა;
·         ინსულტი;
·         სწორი ნაწლავის გამოვარდნა;
·         ბუასილი.
მოხუცებსა და ახალშობილებში შესაძლოა დადგეს ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
·         1 წლმადე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები;
·         მოხუცები;
·         სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების თანამშრომლები;
·         სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების თანამშრომლები.

პროფილაქტიკა
·         ვაქცინაციის ჩატარება;
·         სასუნთქი გზების სისტემური ვარჯიშის შესრულება;
·         გადაციებისგან თავის დაცვა;
·         მოწევაზე უარის თქმა.

#drpkhakadze

ყივანახველა – „პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ძირითადად, ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში“-ივანე ჩხაიძე

საქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს.
#post_seo_title

2024 წელს ყივანახველის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ძირითადად, ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში. იმუნიზაციის ექსპერტების შეფასება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ 2024 წელს ყივანახველის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. მომართვიანობის ზრდა ყივანახველით ამბულატორიულ სექტორში აშკარაა.

„მომართვიანობის ზრდა ყივანახველით ამბულატორიულ სექტორში აშკარაა. ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. ძირითადად ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში. კლინიკაში გვაქვს ფილტვები ანთებით მიმდინარე შემთხვევები“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია,ძირითადად, ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში.

ყივანახველის შემთხვევების ზრდა 2024 წელს განსაზღვრავს მნიშვნელოვან ცვლილებებს იმუნური სისტემისა და რესპირაციული დაავადებების მონიტორინგში. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება იშვიათია, პაციენტთა მომართვიანობის გაზრდილი ტენდენცია მკურნალობის პროცესს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვებში ყივანახველის შემთხვევების მატება გამოტოვებულმა ვაქცინებმა განაპირობა

შიდსი – აზინებს ორგანიზმის დამცავ სისტემას

შიდსი - აზინებს ორგანიზმის დამცავ სისტემას
#post_seo_title

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) – აივ-ინფექციის თერმალური სტადია, რომელიც აზინებს ორგანიზმის დამცავ სისტემას.

შიდსი წარმოადგენს იმუნური სისტემის უკმარისობას, რაც გამოიწვია აივ-ინფექციამ. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა შეიძლება რთული იყოს, თანამედროვე სამედიცინო საშუალებები და პრევენციული ზომები საშუალებას იძლევა ეფექტურად მართოთ.

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) არის აივ-ინფექციის ყველაზე მძიმე სტადია, რომელიც ორგანიზმის იმუნური სისტემის ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ეს მდგომარეობა იწვევს იმუნური სისტემის უკმარისობას, რაც პაციენტს სუსტ მდგომარეობაში აყენებს და ზრდის დაავადებების რისკს.

მიზეზები
დაავადების წარმოშობის ძირითადი მიზეზია ადამიანის ორგანიზმის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), რომელიც ორგანიზმში ანადგურებს ლეიკოციტებს, რითაც აქვეითებს მის წინააღმდეგობას ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებების მიმართ.
დაავადების გადაცემა ხდება შემდეგი გზებით:
·         ფეხმძიმე დედისგან ნაყოფზე;
·         დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს;
·         დაავადებული სისხლის გადასხმისას;
·         არასტერილური სამედიცინო ან სხვა იარაღების გამოეყენებით (მაგალითად სილამაზის და ტატუ სალონებში);
·         დაინფიცირებული შპრიცით ნაკოტიკების გამოყენებისას;

სიმტომები
·         ვირუსული დაავადებები, ლიმფური კვანძების გადიდება, ორგანიზმის გამოფიტვა;
·         მუქი წითელი ფერის გამონაყარი კანზე, პირის ღრუსა და ცხვირის ლორწოვან გარსზე. მუდმივი რესპირატორული დაავადებები, ტემპერატურის ხშირი აწევა, ქრონიკული დაღლილობა, ღამით ჭარბი ოფლიანობა, მადის არქონა, წონის სწრაფი დაკარგვა, დიარეა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს იმუნოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
·         სისხლის იმუნოფერმენტული ანალიზი;
·         იმუნობლოთინგი;
·         პჯრ-დიაგნოსტიკა.

მკურნალობა
·         ანტივირუსული პრეპარატები;
·         მეორადი ინფექციების მკურნალობა;
·         ვიტამინები;
·         ბიოლოგიურად აქტიური დანამატები;
·         ფიზიოთერაპიული პროცედურები.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         ადამიანის პაპილომას ვირუსი;
·         კანდიდოზი;
·         მენინგიტი;
·         ჰერპესის ვირუსი;
·         პნევმონია.

რისკის ჯგუფი
·         ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები;
·         დაუცველი სექსის მქონე პირები;
·         ადამიანები, რომლებიც ხშირად იცვლიან სქესობრივ პარტნიორს;
·         სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები;
·         ვენერიული დაავადებების მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ბარიერული ტიპის კონტრაცეპტივების გამოყენება;
·         ვენერიული დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ერთჯერადი შპრიცის ხელმეორედ გამოყენებისგან თავის შეკავება;
·         სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია.

არსებობს თუ არა საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი და რა უნდა გავითვალისწინოთ

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით
#post_seo_title

არსებობს თუ არა საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი და რა უნდა გავითვალისწინოთ

არსებობს თუ არა საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკები და რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა მოგზაურობის დროს – ეპიდემიოლოგები რეკომენდაციებს გასცემენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს. ინფექციამ აფრიკაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იფეთქა. “მაიმუნის ყვავილმა” 13 ქვეყანა მოიცვა.

ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოს მოსახლეობას საგანგაშო და სანერვიულო არაფერი აქვს.

“მაიმუნის ყვავილი ჯერჯერობით არ გაცილებულა აფრიკის ფარგლებს, ამიტომ ჯანმო-ს ეს გადაწყვეტილება, უფრო მეტად, პრევენციულია მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის, ვიდრე რეალურ საშიშროებას ასახავს, თუნდაც საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უბრალოდ ნიშანი იმისა, რომ მსოფლიოს გარკვეულ რეგიონში ასეთი სერიოზული პრობლემა გამოჩნდა. მაიმუნის ყვავილზე საუბარი 2023 წელსაც იყო, როდესაც პირველად დაფიქსირდა მისი შემთხვევები, მაგრამ დღევანდელი პრობლემა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რადიკალურად არ განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, რომელიც იყო 2 წლის წინ. ასე რომ, აქ საგანგაშო და სანერვიულო საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არაფერი არ აქვს,“ – აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

მაიმუნის ყვავილის გავრცელება საგანგაშოა!“, – ინფორმაციას ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ავრცელებს.
„მაიმუნის ყვავილი (mpox) სწრაფად ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით.
კანადაში, ტორონტოს ჯანდაცვის სამსახური ურჩევს მოსახლეობას, აიცრან ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რადგან შემთხვევები მკვეთრად იზრდება. წელს, აფრიკაში 14,000-ზე მეტი ინფექცია და 524 სიკვდილი დაფიქსირდა. ახალი ფორმის მაიმუნის ყვავილი გენიტალებზე მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, რაც ართულებს მის აღმოჩენას. მართალია, სპეციფიკური ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ JYNNEOS ვაქცინა გამოიყენება მძიმე შემთხვევებისთვის. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“-ამბობს გიორგი ფხაკაძე.
მაიმუნის ყვავილის ვირუსი, რომელიც შედის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ვირუსის ორი ძირითადი ვარიანტი არსებობს: ცენტრალური აფრიკის, რომლის სიკვდილიანობა 10.6%-ია და დასავლეთ აფრიკის, რომლის სიკვდილიანობა 1-3.6%-ს აღწევს.
ევროპაში და ამერიკაში დადასტურდა დასავლეთ აფრიკული ვარიანტი.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო სპეციალური ვაქცინა არ არსებობს, ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა JYNNEOS ვაქცინა (ცნობილია როგორც Imvamune ან Imvanex), რომელიც შემუშავებულია ჩუტყვავილას წინააღმდეგ და გამოიყენება მაიმუნის ყვავილის მძიმე შემთხვევებისთვის 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. ასევე, ანტივირუსული მედიკამენტი ტეკოვირიმატი (TPOXX), თავდაპირველად შემუშავებული ჩუტყვავილასთვის, ახლა სწავლების პროცესშია მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ. თუმცა, კონგოში, სადაც ვირუსი ყველაზე მეტი გავრცელებაა, შემთხვევების დაახლოებით 60% მოდის 18 წლამდე პირებზე.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, რომელიც გადადის დაავადებული ცხოველებისგან, განსაკუთრებით მაიმუნებისა და მღრღნელებისგან, ასევე შესაძლებელია ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა. ვირუსი იწყება სიმპტომებით, რომლებიც ჰგავს გაციებას, ამავდროულად ჩნდება კუნთების ტკივილი და გამონაყარი. დაავადებით გარდაცვალების რისკი მერყეობს 1%-დან 10%-მდე. მკურნალობისთვის სპეციფიკური კურსი არ არსებობს, ამიტომ აუცილებელია ექიმთან დროული კონსულტაცია.
კანადაში, ტორონტოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის შესაძლებლობა, აიცრან მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რადგან შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
31 ივლისის მონაცემებით, ტორონტოში 93 შემთხვევა დადასტურდა, რაც თითქმის ოთხჯერ მეტია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, როდესაც 21 შემთხვევა დაფიქსირდა. აფრიკაში წელს მაიმუნის ყვავილის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა – 14,000 ინფექცია და 524 სიკვდილი, რაც 160%-იანი ზრდაა შარშანდელთან შედარებით, WHO-ს მონაცემებით.
წლევანდელი ახალი ფორმის მაიმუნის ყვავილი, რომელიც აღმოაჩინეს კონგოს ერთ-ერთ მაღას ქალაქში, შესაძლოა, ადამიანებს შორის უფრო ადვილად ვრცელდებოდეს და ახასიათებს განსხვავებული სიმპტომები. მას მოჰყვება უფრო მსუბუქი სიმპტომები და გამონაყარი, რომელიც ძირითადად გენიტალებზე ჩნდება, რაც ართულებს ვირუსის დროულად ამოცნობას და ხელს უწყობს მის გავრცელებას ადამიანებს შორის, რომლებიც შესაძლოა არც იცოდნენ, რომ ინფიცირებულნი არიან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights