წოლჭიმის სპეციფიკა ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კატეგორიის სპორტსმენზე ვსაუბრობთ:
სტატიის ავტორი ვალიტა გორელჩანიკი
სტატიის ავტორი ვალიტა გორელჩანიკი
მინისტრმა აღნიშნა, რომ აკადემიკოსმა, ქართულ ჯანდაცვის სისტემას სახელი გაუთქვა და თანამედროვე მიდგომები და მკურნალობა ქართველი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.
სამეცნიერო კონფერენციაზე -„ტექნოლოგიები XXI საუკუნის მედიცინაში” – მოხსენებები გაკეთდა ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა: „თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიის შესაძლებლობები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს,” „რადიოლოგიური ბიომარკერების როლი ნერვული სისტემის დაავადებების კვლევაში,” „კაროტიდული ათეროსკლეროზის თანამედროვე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა” და სხვა.
ფრიდონ თოდუას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, საქართველოს რადიოლოგიური სკოლის განვითარებაში. მან დააფუძნა საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია. იგი იყო მედიცინაში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ახალი მიღწევების, რადიოლოგიური კვლევის ახალი დიაგნოსტიკური მეთოდების დანერგვის ინიციატორი. ფრიდონ თოდუა იყო პირველი, ვინც ყოფილ საბჭოთა კავშირში კომპიუტერული ტომოგრაფიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი და გამოავლინა დიდი ორგანიზატორული ნიჭი განყოფილების ჩამოყალიბებასა და კადრების მომზადებაში. მან პირველმა შეიმუშავა ე.წ. „უსისხლო“ მანიპულაციები სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისთვის და დანერგა ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები კომპიუტერული ტომოგრაფიის და ულტრაბგერითი კონტროლით, რაც შესაძლებლობას იძლევა უარი ითქვას რთულ ოპერაციულ ჩარევებზე. მის მიერ შემუშავებული მეთოდები ფართოდ დაინერგა მსოფლიოს მრავალ კლინიკაში.
თოდუას კლინიკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, აკადემიკოსები, მეცნიერები და 250-მდე საქართველოს წამყვანი ექიმი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მეცნიერული აღმოჩენა: ბოლო პერიოდში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის რნმ ნაწილაკები, რომლებიც მიკრობიომში ბაქტერიებში ცხოვრობენ და ობელისკები უწოდეს. ამ მცირე ნაწილაკების აღმოჩენა სასიცოცხლო მეცნიერებების ახალ ერაში შეგვიყვანს, რაც ეჭვქვეშ აყენებს ტრადიციულ მიკრობული სიცოცხლის ფორმებს და შესაძლოა, მომდევნო თაობების სამკურნალო ინტერვენციების საფუძველიც აღმოჩნდეს.
„ეს გადასარევია. რაც უფრო ღრმად ვიხედებით, მით უფრო მეტ უცნაურობას ვხედავთ.
ობელისკები რნმ-ების მრავალფეროვან კლასს მოიცავს. ისინი ამდენი ხანი შეუმჩნეველი იყვნენ.
ეს ნიშნავს, რომ ობელსიკებს ადამიანის მიკრობიომში მნიშვნელოვანი როლი აქვთ. სავარაუდოა, რომ ისინი ბაქტერიებშიც ფართოდაა გავრცელებული.
ეს ელემენტები, შესაძლოა, არ იყოს ვირუსული ბუნების და უფრო დაკავშირებული იყოს რნმ-ის პლაზმიდებთან.” – განაცხადა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის უჯრედულმა ბიოლოგმა, მარკ პეიფერმა.
ობელისკების ბუნება და მათ განზომილება
ობელისკები იმდენად მცირე ზომისაა, რომ მათი აღქმა სხვა სიცოცხლის ფორმების მსგავსად რთულია. ისინი რნმ-ზე (რიბონუკლეინის მჟავა) დაფუძნებული არიან და განსხვავდებიან სხვა ცნობილი ორგანიზმებისგან, რომლებიც გენეტიკურ ინფორმაციას დნმ-ში ინახავენ. ობელისკების აღმოჩენამ გააოცა მეცნიერები და აჩქარებს კვლევას მათი როლის გაგებაში ადამიანის მიკრობიომში.
სიცოცხლის ამ ფორმას ეს სახელი (ობელისკები) უაღრესად სიმეტრიული, ღეროს მსგავსი სტრუქტურების გამო დაერქვა. ობელისკების გენეტიკური თანმიმდევრობა მხოლოდ 1 000 სიმბოლოს (ნუკლეოტიდების) მოიცავს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს არის იმის მიზეზი თუ რატომ ვერ შენიშნეს აქამდე ისინი.
ობელისკების ჯანმრთელობაზე გავლენა
ობელისკების პოტენციური გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლოა იყოს მრავალმხრივი:
ობელისკების კვლევის მნიშვნელობა
ობელისკების აღმოჩენა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიკრობიომი ადამიანის ჯანმრთელობის გასაგებად აუცილებელი და მრავალფეროვანი სისტემაა. მათი ინტეგრირება და შესწავლა არა მხოლოდ მიკრობიოტას ბალანსის გაუმჯობესებას, არამედ მიკრობული ეკოსისტემების კვლევასაც მოიცავს.
სხვა პერსპექტივები: ობელისკების პოტენციალი არ შემოიფარგლება მხოლოდ თერაპიული გამოყენებით. მათ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ბიოტექნოლოგიაში, როგორიცაა კონკრეტული „ობლინების“ წარმოება უჯრედეში, ან კიბოს სპეციალურ უჯრედებში თერაპიული ცილების წარმოება.
დასკვნა
ობელისკების აღმოჩენა მიკრობიომში ადამიანის ჯანმრთელობის ახალ პერსპექტივებს აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ მათი შესწავლა მხოლოდ საწყის ეტაპზეა, ამ მომენტისთვის უკვე ნათელია, რომ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ მიკრობიოტას სტაბილურობაში და ჯანმრთელობის მართვაში. ამ ახალი სამეცნიერო აღმოჩენით, მიკრობიომი და მისი ბიოლოგიური ფენომენები კიდევ უფრო მეტი გაგების პროცესში შედიან.
“ობელისკები რნმ-ების მრავალფეროვან კლასს მოიცავს. ისინი ამდენი ხანი შეუმჩნეველი იყვნენ”, — წერენ მკვლევრები ნაშრომში.
საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე – აღნიშნულ საკითხზე sheniekimi.ge კლინიკა “ვივამედის” გინეკოლოგიისა და ონკოგინეკოლოგიის დაეპარტამენტის ხელმძღვანელ ნინო ჩერქეზიშვილის სტატიას გთავაზობთ:
“საკვერცხის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის კარცინომას სიხშირით პირველი ადგილი უკავია. ამ დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად კლიმაქსისწინა და კლიმაქსურ პერიოდში ვითარდება.
განასხვავებენ საკვერცხის კიბოს პირველად, მეორეულ და მეტასტაზურ ფორმებს.
საკვერცხის პირველადი კიბო, წესისამებრ, ორმხრივია. წარმონაქმნი ხორკლიანი და მკვრივია, იშვიათად აღწევს დიდ ზომას. სტრუქტურა ჯირკვლოვანი აქვს, თუმცა შეიმჩნევა მკვრივი ეპითელური კერებიც. საკვერცხის პირველადი კიბო ყველაზე ხშირად 30 წლამდე ასაკში გვხვდება.
საკვერცხის მეორეული კიბო უმეტესად საკვერცხის კისტის საფუძველზე წარმოიქმნება. ეს კეთილთვისებიანი კისტოზური სიმსივნეები სხვადასხვა ზომისაა (გიგანტურიც კი გვხვდება) და სავსეა ან გამჭვირვალე სითხით (სეროზული კისტომა), ან ლორწოთი (ფსევდომუცინოზური კისტომა), ან საგოზავისმაგვარი ნივთიერებით (ტერატოიდული კისტომა). ყველაზე ხშირად ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის სეროზული კისტომები – პაპილომური წანაზარდები, რომლებიც გარეგნულად ყვავილოვან კომბოსტოს წააგავს და ნაწილობრივ ავსებს კისტის ღრუს. სეროზული კიბო უმეტესად 40-60 წლის ქალებს შორის გვხვდება, მუცინოზური კი 60 წელს გადაცილებულებს შორის.
საკვერცხის მეტასტაზური კარცინომა შესაძლოა განვითარდეს კიბოთი დაზიანებული ნებისმიერი ორგანოდან, თუმცა ყველაზე ხშირად კუჭის კარცინომიდან იღებს სათავეს. სიმსივნური უჯრედები საკვერცხეებში აღწევენ სისხლის ნაკადის მეშვეობით ან ლიმფური გზით (კრუკენბერგის სიმსივნე). საკვერცხის მეტასტაზურ კიბოს სწრაფი ზრდა და ავთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. უმეტესად ორივე საკვერცხე ზიანდება. სიმსივნე მალევე გადადის მცირე მენჯის ღრუში და მრავალრიცხოვან ხორკლოვან სიმსივნურ კვანძს წარმოქმნის.
ავთვისებიანი სიმსივნის განსაკუთრებული ფორმაა ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომა, რომელიც გარეგნულადაც და გავრცელებითაც ძალიან ჰგავს კიბოს, მაგრამ შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. ეს სიმსივნეც შედგება მრავალრიცხოვანი პაპილარული წანაზარდების მქონე კისტოზური წარმონაქმნისგან, რომლებიც საკვერცხეებში ჩაიზრდება. იგი ვრცელდება მუცლის ფარის სეროზულ საფარზე, ცალკეული მეტასტაზური კვანძების სახით აზიანებს ბადექონსა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებს და იწვევს ასციტს.
საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის მეტად იშვიათ ფორმას წარმოადგენს გრანულოზურუჯრედული კიბო, ადენობლასტომა, ბრენერის ავთვისებიანი სიმსივნე, სტრომული სიმსივნე (საკვერცხის გრანულები ჩნდება ახალგაზრდა ასაკში და ახასიათებს აგრესიული მიმდინარეობა), დისჰერმინომა (ახასიათებს სწრაფი ზრდა, მეტასტაზირდება მუცლის გარეთა ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, სხვა ორგანოებში, მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლის მოშლით), ტერატოკარცინომა და სხვა.
მიმდინარეობა და სიმპტომები. საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე უმეტესად ადრეულ სტადიაშივე ვლინდება. მცირე ზომის მოძრავი სიმსივნის შემთხვევაში ავადმყოფი არაფერს უჩივის. მენსტრუალური ციკლი ორივე საკვერცხის დაზიანების შემთხვევაშიც კი არ ირღვევა და დაავადებას შემთხვევით აღმოაჩენენ. როცა სიმსივნე დიდ ზომას აღწევს და მეზობელ ორგანოებზე ზეწოლას იწყებს, მუცლის ქვედა ნაწილში ჩნდება სისავსისა და ზეწოლის შეგრძნება, ვითარდება შეკრულობა, ჭირს შარდის გამოყოფა, თავს იჩენს ტკივილი. სიმსივნური წარმონაქმნის მენჯის ვენებზე ზეწოლის შემთხვევაში ფეხები შუპდება, ვითარდება თრომბოზი.
საკვერცხეების კარცინომის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა მისი ფეხზე შემოგრეხა, რომელიც იწვევს მწვავე მუცლის სურათს (მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულისცემის გახშირება, ზოგჯერ – კოლაფსი). თუ სიმსივნე კისტოზური ბუნებისაა, მისი შიგთავსი იღვრება მუცლის ღრუში, რაც კისტის დაჩირქების შემთხვევაში იწვევს პერიტონიტს. ფსევდომუცინოზური კისტის გაგლეჯას შესაძლოა მოჰყვეს მრავალი ლორწოიანი კისტის წარმოქმნა, რომლებიც მთელ მუცლის ღრუს აზიანებენ, ხოლო ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომის გახევა იწვევს პროცესის დისემინაციას მთელ მუცლის ფარზე.
ავთვისებიან ეპითელურ სიმსივნეს ორი სახის სასქესო ჰორმონის გამოყოფა შეუძლია. ერთი მათგანი გრანულურუჯრედოვანი სიმსივნეა, რომელიც იწვევს ფემინიზაციას (გოგონებში – ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, მენოპაუზის ასაკშის ქალებში – სისხლდენის განახლებას). მეორე სახის სიმსივნეა ადენობლასტომა, რომელიც, პირველისგან განსხვავებით, იწვევს ქალებში მუსკულატურის განვითარებას, წვერის ზრდას, ფიგურის შეცვლას, სარძევე ჯირკვ ლების შეჭმუხვნას, მენსტრუაციის შეწყვეტას. ამ ჰორმონულად აქტიური სიმსივნეების ამოკვეთის შემდეგ ქალს ადრინდელი გარეგნობა უბრუნდება.
მეტასტაზირება. საკვერცხეების კარცინომა მეტასტაზირებას განიცდის მუცლის ღრუში, ზოგჯერ – მუცლის ღრუს გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებში. შესაძლოა, განვითარდეს მეტასტაზური ასციტი და პლევრიტი. შედარებით იშვიათად მეტასტაზები ჩნდება ღვიძლში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში. საკვერცხეების კიბოს რეციდივი ხშირად ლოკალიზდება მცირე მენჯის ღრუს მიდამოში. მუცლის გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებსა და ფილტვებში მეტასტაზების განვითარება ოპერაციიდან მრავალი წლის შემდეგაც არის შესაძლებელი.
დიაგნოსტირება-საკვერცხეების კიბოს ადრეულ სტადიაში ამოცნობა ძნელია. ოპერაციის დროსაც კი მისი ავთვისებიანობის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. უნდა ითქვას, რომ საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეების 20% ავთვისებიან ელემენტებს შეიცავს. გასინჯვის დროს საკვერცხის კარცინომაზე ეჭვის მიტანის საბაბს იძლევა შემდეგი ნიშნები: სიმსივნის მკვრივი კონსისტენცია, ხორკლიანი, კვანძოვანი ზედაპირი, ორმხრივი დაზიანება, სწრაფი ზრდა, მცირე მენჯის ღრუსში მეტასტაზური კვანძების არსებობა, ასციტი. გასინჯვის მონაცემებს ადასტურებს ულტრაბგერითი ტომოგრაფია. დაავადების შედარებით გვიანდელ სტადიაში ინფორმაციულია ლაპაროსკოპია, მორფოლოგიური ანალიზისთვის საჭირო მასალის ბიოფსია და ექსუდატის ციტოლოგიური გამოკვლევა.
დიაგნოზის დასადგენად და პროცესის დინამიკაში დაკვირვების მიზნით კარგია სიმსივნის მარკერის (A-ფეტოპროტეინი, ქორიონული გონადოტროპინი), ესტროგენებისა და ანდროგენების განსაზღვრა.
ვინაიდან საკვერცხეების კიბოს შესაძლოა მეტასტაზური ბუნება ჰქონდეს, სხვა ორგანოს პირველადი კიბოს გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს პაციენტის სრული გამოკვლევა (პირველ რიგში – კუჭის რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევა და სარძევე ჯირკვლების სრულფასოვანი შემოწმება).
მკურნალობა. საკვერცხეების კიბოს მკურნალობა ქირურგიულია. დაავადების ლოკალიზებული ფორმების შემთხვევაში საშვილოსნოსა და მის დანამატებს ამოკვეთენ და ატარებენ ბადექონის რეზექციას. ვინაიდან ქირურგიული ჩარევის დროს საკვერცხის სიმსივნის ხასიათის განსაზღვრა ყოველთვის ვერ ხერხდება, ოპერაციის მსვლელობის პარალელურად რეკომენდებულია სასწრაფო ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება, რომელიც ქირურგს ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრაში დაეხმარება.
საკვერცხის კიბოს დისემინირებული ფორმის შემთხვევაში მიმართავენ პალიატიურ ოპერაციას, რომლის მიზანიც ქიმიოთერაპიის წინ სიმსივნის მოცულობის შემცირებაა.
შედეგიანია საკვერცხის გავრცობილი კარცინომის მკურნალობა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. ქიმიოთერაპია, რომელიც საკვერცხის ლოკალიზებული კიბოს დროს მკურნალობის შედეგებს აუმჯობესებს, გავრცობილი სიმსივნეების შემთხვევაში მკურნალობის წამყვან მეთოდს წარმოადგენს. ქიმიოთერაპია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოპერაციის წინა პერიოდში. თუ ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის ფონზე დაავადების კლინიკური გამოვლინება შეწყდა, ტარდება ლაპაროსკოპიული კვლევა, ხოლო სრული რემისიის მიღწევისა და ქიმიოთერაპიის თორმეტთვიანი კურსის შემდეგ დაისმის მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.
საკვერცხეების კიბოს ზოგიერთი ფორმის (პაპილარული ცისტადენომის) დროს ქიმიოთრეპიასთან ერთად მიმართავენ სხივურ თერაპიას, რომლის ეფექტიანობაც სიმსივნური წარმონაქმნის რადიომგრძნობელობაზეა დამოკიდებული.”
#drpkhakadze #sheniekimi
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში! ჰონგ-კონგში ღორს ენდოსკოპია ჩაუტარდა, მაგრამ ეს შემთხვევა იმითაა გამორჩეული, რომ პროცედურა დისტანციურად განხორციელდა.
ეს ჩინელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა თანამედროვე რობოტექნოლოგიისა და სწრაფი ინტერნეტის დახმარებით შეძლეს. ცნობილია, რომ ეკრანზე ენდოსკოპის კამერის მიერ გადაღებული გამოსახულების დაყოვნება მხოლოდ 300 მილიწამი იყო. უკანასკნელი მიღწევა ტელემედიცინის, ანუ დისტანციური სამედიცინო სერვისების, სფეროში წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
როგორ ჩატარდა დისტანციური ენდოსკოპია?
პროცედურა შესრულდა PlayStation-ის ჯოისტიკით, რომელსაც ციურიხში მდებარე ლაბორატორიიდან აკონტროლებდნენ, ჰონგ-კონგში მდებარე ღორს ენდოსკოპია 9,300 კილომეტრის მანძილზე.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ტრანსატლანტიკური ქირურგიული პროცედურა ჯერ კიდევ 2001 წელს ჩატარდა. მას შემდეგ სპეციალისტები ტექნოლოგიისა და მეთოდების დახვეწას ცდილობენ. ამ წინსვლამ განაპირობა, რომ დედამიწიდან ქირურგიული რობოტი ორბიტაზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც კი გააკონტროლეს, მაგრამ ამ შემთხვევაში დისტანცია დაახლოებით 400 კილომეტრი იყო.
ტელემედიცინის ახალი ეტაპი
ეს შემთხვევა ტელემედიცინის სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლაა და წარმოგვიდგენს მომავლის სამედიცინო სერვისების მიმართულებებს:
წინა მიღწევები და თანამედროვე წარმატებები
პირველი ტრანსატლანტიკური ქირურგიული პროცედურა განხორციელდა 2001 წელს, რაც ცხადყოფს, რომ ამ სფეროში პროგრესი მუდმივად მიმდინარეობს. ამის შემდეგ, ტექნოლოგიები განვითარდა, რაც შესაძლებელს ხდის ქირურგიული რობოტების კონტროლს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რომელიც დედამიწიდან 400 კილომეტრი დაშორებულია.
ტექნოლოგიური განვითარება და მისი გავლენა სამედიცინო სფეროზე!
უახლესი დისტანციური ენდოსკოპიის შემთხვევა ჰონგ-კონგში არის უდიდესი ნაბიჯი ტელემედიცინის სფეროში და გვიჩვენებს, როგორ უნდა გადავიდეთ სამედიცინო სერვისების ახალ ეპოქაში.
ჰონგ-კონგსა და ციურიხს შორის ბევრად დიდი მანძილია, თანაც ენდოსკოპია ცოცხალ, ანესთეზირებულ, ღორს ჩაუტარდა. შესაბამისად, ეს პროცესი ზუსტ დაგეგმვას, სიფრთხილესა და სტაბილურ ინტერნეტკომუნიკაციას საჭიროებს.
უახლესი სამედიცინო მიღწევა!
ჰონგ-კონგში ჩატარებული დისტანციური ენდოსკოპია იყო საოცარი მაგალითი თანამედროვე რობოტექნოლოგიისა და მაღალხარისხიანი ინტერნეტკავშირის შესაძლებლობების გამოყენებისას. პროცესში, ციურიხის ლაბორატორიიდან აკონტროლებდნენ ენდოსკოპს, რომელიც ღორს მუცლის სივრცეში განთავსდა.
ენდოსკოპიის ტექნოლოგიური დეტალები
ბუნებრივი პროგრესი და მომავალი შესაძლებლობები
პროცედურის წარმატება
ღორი, რომელსაც ენდოსკოპია ჩაუტარდა, სრულიად გამოჯანმრთელდა და რაიმე დაზიანება არ მიიღო.
აღნიშნული მიღწევა ჩვენი დროის სამედიცინო ტექნოლოგიების სისწრაფე და შესაძლებლობები აშკარად აჩვენებს და მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენს რობოტექნოლოგიების და დისტანციური სამედიცინო სერვისების სფეროში.
GLP-1 მედიკამენტებმა, როგორიცაა Ozempic და Wegovy, პოპულარობით სარგებლობს წონის დაკლების უპირატესობებით და ახლა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მედიკამენტები შეიძლება დაეხმაროს სხვა მდგომარეობას, კიბოს.
მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს, რომლებიც მკურნალობდნენ GLP-1 მედიკამენტებით, აღმოჩნდა, რომ ნაკლებად სავარაუდოა სიმსუქნესთან დაკავშირებული კიბოს დიაგნოზი, ვიდრე მათ, ვინც ინსულინთან ან მეტფორმინთან ერთად მკურნალობდნენ, ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა 5 ივლისს სამედიცინო ჟურნალში JAMA Network open.
https://www.uchicagomedicine.org/forefront/research-and-discoveries-articles/2024/may/research-on-glp-1-drugs
https://www.news-medical.net/?tag=/GLP1
https://www.nbcnews.com/health/health-news/beyond-ozempic-glp-1-drugs-promise-weight-loss-health-benefits-rcna157525
საუბრისას, მობილური ტელეფონი ხშირად თავთან გვიჭირავს. ისინი რადიოტალღებს გამოყოფენ, არამაიონიზებელი რადიაციის ერთ-ერთ ტიპს. დიდწილად სწორედ ეს ორი ფაქტორია მიზეზი მოსაზრებისა, რომ მობილური ტელეფონები შეიძლება თავის ტვინის კიბოს იწვევდეს.
ასეთი შეშფოთება უკვე დიდი ხანია, არსებობს. მობილური ტელეფონები და უფრო ზოგადად კი უსადენო ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილია. შესაბამისად, მეცნიერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეაფასოს ამ მოწყობილობათა მიერ გამოყოფილი რადიოტალღების ზემოქმედების უსაფრთხოება.
სამეცნიერო კონსენსუსი წლების განმავლობაში არ შეცვლილა და მტკიცეა — არ არსებობს კავშირი მობილურ ტელეფონებსა და თავის ტვინის კიბოს, უფრო ფართოდ კი ჯანმრთელობას შორის.
უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ B და C ჰეპატიტის ვირუსების ადრეულმა მკურნალობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს მრავლობითი მიელომისა და მონოკლონური გამოპათიის მართვის მიდგომა.
რა აჩვენა ახალი კვლევა?
ესპანელი და ფრანგი მკვლევრების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) და C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) დაკავშირებულია მრავლობითი მიელომისა და ადრეულ არასიმსივნურ ეტაპებთან, როგორიცაა მონოკლონური გამოპათია (MGUS), განვითარებასთან.
მკვლევართა ცნობით, ანტივირუსული თერაპია შესაძლოა არა მხოლოდ ჰეპატიტის ვირუსების მკურნალობას, არამედ მრავლობითი მიელომისა და მონოკლონური გამოპათიის პროგრესის შეჩერებასაც უწყობს ხელს.
მკვლევართა მნიშვნელოვანი დასკვნები
ალბა როდრიგეს-გარსიას და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტივირუსული მკურნალობის შედეგად B ჰეპატიტის მქონე მრავლობითი მიელომის პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ იგივე მკურნალობა აუმჯობესებს მდგომარეობას C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტებში.
„ვაჩვენეთ, რომ ანტივირუსული თერაპია აუმჯობესებს B ჰეპატიტის მქონე მრავლობითი მიელომის პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებელს. ჩვენი კვლევა დიდ კოჰორტაში ასევე ადასტურებს, რომ ანტივირუსული მკურნალობა მრავლობითი მიელომის მდგომარეობას C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტებშიც აუმჯობესებს“, — წერენ ესპანეთის ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების კლინიკური კვლევების გაერთიანების ბიოსამედიცინო მეცნიერი ალბა როდრიგეს-გარსია და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.
რა უნდა ვიცოდეთ ანტივირუსული მკურნალობის შესახებ?
ანტივირუსული თერაპია გულისხმობს B და C ჰეპატიტის ვირუსების კონტროლს, რომელიც შეიძლება დაეხმაროს:
როგორ უნდა გავაუმჯობესოთ შედეგები?
მკვლევართა რჩევით, მნიშვნელოვანია ანტივირუსული თერაპია დაიწყოს ადრეულ ეტაპზე. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ვირუსების კონტროლს, არამედ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მრავლობითი მიელომის მართვა და პაციენტების საერთო ჯანმრთელობა.
მკვლევრებმა ასევე იპოვეს კავშირები მრავლობით მიელომასა და სხვა ვირუსულ ინფექციებს შორის, მაგალითად, აივ-ინფექციასთან და ეპშტაინ-ბარის ვირუსთან. დაავადების კონტროლში შეიძლება დაგვეხმაროს იმის დადგენა, თუ რაზე შეტევას ცილობენ პაციენტის ანტისხეულები.
ამავე ჯგუფმა 2022 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც C ჰეპატიტისა და იმავდროულად მონოკლონური გამოპათიის მქონე ცხრა პაციენტზე ჩაატარეს. მათ, ვისაც ანტივირუსული მედიკამენტებით მკურნალობდნენ, გაცილებით დიდი გაუმჯობესება აღენიშნებოდათ მრავლობითი მიელომისა და მონოკლონური გამოპათიის მდგომარეობის თვალსაზრისით იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც ასე არ მკურნალობდნენ.
კიდევ უფრო შემაგულიანებელია, რომ ამ პაციენტთაგან ერთ-ერთზე, მრავლობითი მიელომის მქონე ადამიანზე ჩატარებულმა ანტივირუსულმა მკურნალობამ ის გრძელვადიან, სრულ რემისიაში გადაიყვანა, რაც სულ მცირე ოთხ წელიწადს გაგრძელდა.
როდრიგეს-გარსია და მისი ჯგუფის ახალ კვლევაში მონოკლონური გამოპათიისა და B ჰეპატიტის მქონე 45 პაციენტი იყო ჩართული. შემთხვევათა 36,7 პროცენტში მათ შეძლეს დაედგინათ წარმოქმნილი ჭარბი ანტისხეულების ტიპი, ის კონკრეტულად B ჰეპატიტის ვირუსს იღებდა მიზანში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ გამოპათიას სწორედ B ჰეპატიტის ვირუსი მართავდა. ანტივირუსული პრეპარატების მიღების შემდეგ, ორ პაციენტში გამოპათიის პროგრესი შეჩერდა.
ამის შემდეგ, მათ უფრო დიდი ჯგუფი შეისწავლეს, რომელიც მრავლობითი მიელომისა და პარალელურად B ან C ჰეპატიტის მქონე 2500 პაციენტისგან შედგებოდა. ორივე ჯგუფში აღმოაჩინეს, რომ გადარჩენის უფრო მაღალი შანსი მათ ჰქონდათ, ვინც ანტივირუსულ საშუალებებს იღებდა.
„ეს კვლევა წარმოაჩენს ანტივირუსული მკურნალობის მნიშვნელობას B და C ჰეპატიტის ვირუსების მიერ მართული კლონური გამოპათიების, მათ შორის, მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებისთვის. ანტივირუსული თერაპია რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს“, — წერენ მკვლევრები.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
მნიშვნელოვანი განახლება კლიმატის ცვლილების შესახებ! 2024 წლის ზაფხული მსოფლიო ისტორიაში ყველაზე თბილი იყო, რაც ცხადყოფს კლიმატის ცვლილების მომატებულ გავლენას და ახლებური გამოწვევების წინაშე მდგარ კაცობრიობას.
მიმდინარე წელს, გლობალური საშუალო ტემპერატურა, 1991-2020 წლების საშუალო ტემპერატურას 0,7 გრადუსით აღემატებოდა, რაც რეკორდულად ყველაზე მაღალია.
თუმცა, აქამდე, 2023 წელი, ისტორიაში ყველაზე თბილი წელი იყო.
მთელს ევროპაში, ზაფხულის განმავლობაში ტემპერატურის რეკორდი მოიხსნა. ავსტრიას ისტორიაში ყველაზე თბილი ზაფხული ქჰონდა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელს ევროპაში სიცხე სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში იყო ფოკუსირებული, უფრო მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ირლანდიის რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიის დასავლეთ ნაწილში, ისლანდიასა და სამხრეთ ნორვეგიაში.
“ელ-ნინიოს” დათბობის დასასრული – ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა, თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და გაბატონებულია არანაკლებ ერთი წელი.
2023 წლიდან 2024 წლამდე, რეკორდული სიცხე “ელ-ნინიოს” გამო დაფიქსირდა.
“ელ-ნინო” – წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე – დაფიქსირდა.
ამ დროის განმავლობაში კი, ზღვის ზედაპირის მაღალი ტემპერატურა, ატმოსფეროსაც მეტ სითბოს მატებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე დასრულდა, მისი როლი გლობალურად ტემპერატურის მატებაში მთლიანობაში გავლენას მოახდენს 2024 წელზე.
ავსტრალიის მეტეოროლოგიის ბიუროს მეცნიერები თვლიან, რომ წყნარი ოკეანე უახლოეს თვეებში “ლა-ნინიას” უფრო გრილ ფაზაში შევა.
მეცნიერებმა დაადგინეს სპეციფიკური საკვები, რომელსაც შეუძლია შეამციროს აუტიზმის რისკი ბავშვებში, თუკი მას ორსულობის პერიოდში მიირთმევთ. ინფორმაციას dailymail ავრცელებს.
თუ გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი ბავშვის განვითარება და იმაზე ზრუნავთ, როგორ შეამციროთ აუტიზმის რისკი, აქ არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენთვის! ახალი კვლევების მიხედვით, ორსულობის დროს თევზის რეგულარული მიღება შეიძლება დაგეხმაროთ აუტიზმის რისკის 20%-ით შემცირებაში.
თევზი და მისი სარგებელი ორსულობის დროს
ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ თევზი, განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში, შეიცავს ბუნებრივ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ტვინის, მეტყველებისა და სმენის განვითარებისათვის. თევზი ასევე მდიდარია იოდით, რკინით და თუთიით.
მეცნიერების აღმოჩენები
ახალი კვლევები, რომელიც ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარდა, აჩვენებს, რომ თვეში ერთხელ თევზის მიღება ორსული ქალებისთვის მნიშვნელოვნად ამცირებს ბავშვის აუტიზმის რისკებს. გარდა ამისა, FDA – ის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ადასტურებს, რომ თევზი ასევე ხელს უწყობს გულისა და ძვლების დაავადებების გაუმჯობესებას და ბავშვის ჭარბი წონის რისკის შემცირებას.
მნიშვნელოვანი სარგებელი
გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ორსული ქალების დაახლოებით 25% ვერ იღებენ თევზს საკმარისი რაოდენობით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ ასეთ დეტალებზს და მიაწოდოთ თქვენს ორგანიზმს საჭირო საკვები ნივთიერებები.
როგორ უნდა მოიმარაგოთ თევზი
იმისთვის, რომ დააკმაყოფილოთ საჭირო უჯრედული ნივთიერებები, სცადეთ მიირთვათ ისეთი თევზები, რომლებიც მდიდარია ომეგა-3 მჟავებით, როგორებიცაა ლოსო, სარდინები და ტუნა.
იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის!