სამშაბათი, ივნისი 16, 2026

კუნთების მოძრაობა, ყველაზე მარტივი ვარჯიში ტვინისთვის – შეამცირებთ დემენციის რისკს

კუნთების მოძრაობა, ყველაზე მარტივი ვარჯიში ტვინისთვის - შეამცირებთ დემენციის რისკს
#post_seo_title

ასაკის მატებისას ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნება: მოძრაობის მნიშვნელობა – კუნთების მოძრაობა და ტვინის ჯანმრთელობა, ყველაზე მარტივი ვარჯიში ტვინისთვის – შეამცირებთ დემენციის რისკს

ასაკის მატებასთან ერთად ტვინის კარგი ფუნქციის შესანარჩუნებლად მეტი მოძრაობა გჭირდებათ. ეს რჩევა კიმ ჯონსონ ჰეჩეტმა გასცა: „კუნთების მოძრაობის ნაკლებობა გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე და, რაც მთავარია, თქვენს ტვინზე”, – თქვა მან New York Post-თან საუბრისას.

როგორც ახალი კვლევები აჩვენებს, ასაკის მატებისას ტვინის კარგი ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია მეტი მოძრაობა. ეს რჩევა კიმ ჯონსონ ჰეჩეტმა გასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ კუნთების მოძრაობის ნაკლებობამ შეიძლება გავლენა იქონიოს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ტვინის ჯანმრთელობაზე.

ფიზიკური აქტივობის გავლენა ტვინის ფუნქციაზე

ჰეჩეტის თქმით, ფიზიკური აქტივობა პირდაპირ დაკავშირებულია ტვინის ჯანმრთელობასთან. რეგულარული კარდიო ვარჯიში ხელს უწყობს ტვინში სისხლის ნაკადს და აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას. „დღიური მცირე მოძრაობაც კი აყენებს დემენციის განვითარების რისკს,“ – აღნიშნა ჰეჩეტმა.

გარდერობის რეკომენდაციები

ჰეჩეტი ურჩევს თავის პაციენტებს კვირაში სამ-ოთხჯერ 30 წუთი ძალისმიერი ვარჯიში გააკეთონ და ყოველდღიურად 25-30 წუთი ფიზიკური დატვირთვა ჰქონდეთ. ამ რეზიუმემ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ტვინის ფუნქციონირება და დაეხმაროს ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური ცვლილებების შეფერხებაში.

ჰეჩეტის თქმით, ფიზიკური აქტივობა უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ტვინის ჯანმრთელობასთან, ვიდრე ადამიანები ფიქრობენ.

ჰეჩეტი ამბობს, რომ რეგულარული კარდიო ვარჯიში ზრდის ტვინში სისხლის ნაკადს, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას.

„შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა გაიგებთ, რომ ყოველდღიური მცირე მოძრაობაც კი ამცირებს დემენციის განვითარების რისკს“, – თქვა მან.

ის თავის პაციენტებს ურჩევს კვირაში სამ-ოთხჯერ 30 წუთი ძალისმიერი ვარჯიში გააკეთონ და ყოველდღიურად 25-30 წუთი ფიზიკური დატვირთვა ჰქონდეთ.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა “ვივამედში” მორიგი ვიზიტი გამართეს – კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება

#post_seo_title

2024 წლის 10 სექტემბერს კლინიკა “ვივამედში” მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა თამარ თალაკვაძემ, ირაკლი აფშინაშვილმა, სოფო ქუთათელაძემ, იოსებ დემეტრაშვილმა და თათია გოჩაძემ ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს.

აკრედიტაცია კანადის მრჩევლები
აკრედიტაცია კანადის მრჩევლები პროფესორი თამარ თალაკვაძე, იოსებ დემეტრაშვილი, თათია გოჩაძე.
აკრედიტაცია კანადის მრჩევლები სოფო ქუთათელაძე ირაკლი აფშინაშვილი
ვიზიტი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ არაერთ სტანდარტს.
გთავაზობთ ინტერვიუს აკრედიტაცია კანადის ექსპერტ, პროფესორ თამარ თალაკვაძესთან:
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი თამარ თალაკვაძე
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი პროფესორი თამარ თალაკვაძე

– გავმართეთ ნაყოფიერი ვიზიტი ,,ვივამედში”. ჩვენი (აკრედიტაცია კანადის მრჩევლების) ვიზიტები არის რეგალარული, უკვე რამდენიმე თვეა… დღევანდელი ვიზიტის მიზანი იყო, მაქსიმალური ჩართულობა როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალის, რათა გაგვერკვია – რამდენად შესაბამისობაში მოდის მათი საქმიანობა “აკრედიტაცია კანადის” მოთხოვნებთან.

ქალბატონო თამარ, მალე იმ კლინიკებში, სადაც ჩართულია “აკრედიტაცია კანადა”, დაიწყება უშუალოდ აკრედიტაციის დასკვნითი ეტაპი… როგორ აფასებთ აკრედიტაციის პროცესს – რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის? 

– “აკრედიტაცია კანადა” მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ – ერთი ლიდერი მააკრედიტირებელი ორგანიზაცია. მას ათი ათასობით კლინიკა აქვს მსოფლიო მასშტაბით აკრედიტირებული და ისინი საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობენ. რეალურად, ეს არის გზა და გადადგმული ნაბიჯი ევროპისკენ.

ევროპისკენ სწრაფვა ნიშნავს სტანდარტიზაციის და იმ მოთხოვნების შესრულებას, რაც დასავლეთშია მიღებული.

რაც შეეხება საქართველოს, კლინიკები მაქსიმალურად ცდილობენ, ამ სტანდარტებს მიუახლოვდნენ და ის ძირითადი მოთხოვნები შეასრულონ, რომელიც აუცილებელია პაციენტის უსაფრთხოებისთვის.

სწორედ “პაციენტის უსაფრთხოება” არის მთავარი სლოგანი აკრედიტაცია კანადისთვის. ასე რომ, მზადება მიმდინარეობს, პროცესი შრომატევადია და ველოდებით შედეგებს.

იმედია, საქართველო ღირსეულად დახვდება” აკრედიტაცია კანადის” დელეგაციას და პროცესში ჩართული კლინიკები წარმატებით გაივლიან აკრედიტაციას.”

აკრედიტაცია კანადის მრჩევლები
აკრედიტაცია კანადის მრჩევლების თათია გოჩაძის და იოსებ დემეტრაშვილის ტრენინგი კლინიკის არასამედიცინო პერსონალისთვის
აკრედიტაცია კანადის მრჩევლების თათია გოჩაძის და იოსებ დემეტრაშვილის ტრენინგი კლინიკის არასამედიცინო პერსონალისთვის

ცნობისთვის, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაწყებულია. მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს 2025 წლის  იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

პაციენტის უსაფრთხოება, ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი, გამართული ინფრასტრუქტურა, პაციენტის ჩართვა კლინიკების განვითარების პროცესში – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს გადამწყვეტი კომპონენტი იქნება.

აკრედიტაცია კანადის მრჩეველი პროფესორი თამარ თალაკვაძე ვიზიტით კლინიკა ვივამედში
აკრედიტაცია კანადის მრჩევლების სოფო ქუთათელაძის და ირაკლი აფშინაშვილის ვიზიტი კლინიკა ვივამედში
იოსებ დემეტრაშვილი
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი იოსებ დემეტრაშვილი ვიზიტით კლინიკა ვივამედში

“აკრედიტაცია კანადას” საქართველოში ჰყავს ქართველი ექსპერტები, რომლებიც ეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში. მრჩევლები უკვე რამდენიმე თვეა, აქტურ და უწყვეტ რეჟიმში ეხმარებიან და კონსულტაციებს უწევენ კლინიკებს აკრედიტაციისთვის საჭირო ყველა სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით.

სულ მალე კი საქართველოში კანადიდან ჩამოვა შემმოწმებელი გუნდი და აღნიშნული კლინიკების აკრედიტაციის დასკვნით ეტაპს გაივლის – გადაწვეტს, ესა თუ ის კლინიკა მიიღებს თუ არა აკრედიტაციას. 

როგორც აღვნიშნეთ, სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიოში უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაცია 《აკრედიტაცია კანადა》🇨🇦 საქართველოშია და კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციას აწარმოებს.

საქართველოს რომელ კლინიკებში დაგხვდებათ კანადური სტანდარტი - ყველაფერი "აკრედიტაცია კანადის" შესახებ | შენი ექიმი

🇨🇦 ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს ოტავაში. Accreditation Canada-ს აქვს სატელიტური ოფისები ტორონტოში, მონრეალსა და ბრიუსელში.

《აკრედიტაცია კანადა》აღჭურვილია მცოდნე და გამოცდილი გუნდით, 1000-ზე მეტი პროფესიონალით, საგნის ექსპერტებით და პარტნიორებით, რომლებიც მუშაობენ კლინიკებთან კანადასა და მთელ მსოფლიოში, მათშორის საქართველოში.

《აკრედიტაცია კანადის》 წარმომადგენელი საქართველოში არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

 

მიმდინარე წლის გაზაფხულზე გიორგი ფხაკაძე საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და ორგანიზაციის აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტ კატერინა ტარასოვასთან ერთად ინტენსიურ რეჟიმში მართავდა შეხვედრებს/ტრენინგებს ყველა კლინიკასთან, რომელიც 《აკრედიტაცია კანადის》ჩართულობით გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს.

საქართველოს რომელ კლინიკებში დაგხვდებათ კანადური სტანდარტი - ყველაფერი "აკრედიტაცია კანადის" შესახებ | შენი ექიმი

 

Accreditation Canada-ს 🇨🇦 1000-ზე მეტი ექსპერტი
60 წელზე მეტია, 12 500-ზე მეტ ლოკაციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს ჯანდაცვის, სოციალური და საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზაციებთან ხარისხისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

საქართველოს რომელ კლინიკებში დაგხვდებათ კანადური სტანდარტი - ყველაფერი "აკრედიტაცია კანადის" შესახებ | შენი ექიმი

ალესანდრო ბურიანი აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო ექსპერტი საქართველოში

ცნობისთვის – საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამუშაო პროცესში “ვივამედმა“ უკვე შექმნა პაციენტთა კმაყოფილების კითხვარი, რომელიც ონლაინ ივსება და ანონიმურად იგზავნება. კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე:
 პასუხებს „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლობა გაეცნობა და დამუშავებულ ინფორმაციას თვეში ერთხელ წარუდგენს ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას.
 ჰოსპიტალში ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია პოსტერები, სადაც დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც პაციენტები ან მათი ახლობლები ავსებენ კითხვარს:
"ვივამედში" "აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმი
დაასკანერეთ QR კოდი და შეავსეთ კითხვარი

პაციენტთა საბჭოს წევრები არიან „ვივამედის“ პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები. საბჭო რეგულარულად შეიკრიბება და იმსჯელებენ გამოკითხვის შედეგებზე. პაციენტთა საბჭოს ჩართულობა ჰოსპიტლის საქმიანობაში ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, დაიხვეწოს და უფრო მოქნილი გახდეს სერვისები ჰოსპიტალში სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი აკრედიტაცია კანადის მრჩეველი საქართველოში იოსებ დემეტრაშვილი

„ვივამედის“  საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით."ვივამედში" "აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმიპაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.

ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე."ვივამედში" "აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმიპაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად აშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.

“პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარისაერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორიგიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელიაკითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსებაშევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზერაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

#drpkhakadze #sheniekimi

 

„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“

„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“
#post_seo_title

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პროექტის -„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“ ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები განიხილა და დაამტკიცა.

პროექტი -„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“  – საკითხი სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ წარადგინა.

ზაზა ლომინაძის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას ისახავს მიზნად, ქვეყნის მასშტაბით შეხვედრების ციკლი გამართა. შეხვედრებზე, საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების ახალი მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, შემოთავაზებული მოდელის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს.

როგორც ზაზა ლომინაძემ განაცხადა, შეხვედრების შედეგად, დაფინანსების ახალი მოდელის დადებით მხარეებთან ერთად, ცალკეული პრობლემური საკითხებიც გამოიკვეთა, რომელთა საფუძველზე კომიტეტმა გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა.

შეთანხმდნენ, რომ სისტემაში ქმედითი მექანიზმების დანერგვისათვის, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის ერთობლივი კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, აღნიშნული შეხვედრები, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა. ზაზა ლომინაძემ ორგანიზაციებს, პროექტის მხარდაჭერისთვის, კომიტეტის და პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა.

კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე.

თემა, რომელზეც გამუდმებით კამათობენ

#post_seo_title

თემა, რომელზეც გამუდმებით კამათობენ:

თემა, რომელზეც გამუდმებით კამათობენ – სამთავა და ოთხთავა კუნთებზე ვარჯიშის შესრულების დროს რომელი თავი უფრო ჩაერთვება აგონისტის როლში, განსაკუთრებით, როცა საუბარია კვადრიცეფსზე.

ალბათ, დასახელებიდან გამომდინარე,  რთული მისახვედრი არაა, რომ კვადრიცეფსი ოთხი კუნთისგან შედგება, ესენია:

  1. ბარძაყის ლატერალური კუნთი;
  2. ბარძაყის მედიალური ფართო კუნთი;
  3. ბარძაყის შუალედური ფართო კუნთი;
  4. ბარძაყის სწორი კუნთი.

მისი ფუნქციაა წვივის გაშლა. ის ასევე მონაწილეობს ბარძაყის მოხრაში.

ოთხთავა კუნთის დასამუშავებლად არსებობს უამრავი ვარჯიში, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია  წვივის გაშლა იზოლირებულ ტრენაჟორზე ან ჰამერზე.

ბევრს უჩნდება კითხვა, ამ მოძრაობის შესრულების დროს კვადრიცეფსის ყველა თავი იტვირთება თანაბრად თუ საჭიროა დამატებითი ვარჯიშები.

ელექტრომიოგრაფიამ არა ერთ ექსპერიმენტში აჩვენა, რომ წვივის გაშლის დროს იზოლირებულ ტრენაჟორზე ან ჰამერზე ძირითადად იტვირთება კვადრიცეფსის სწორი კუნთი, გარდა ამისა, ბარძაყის  წინა ჯგუფის კუნთებიდან წვივის გაშლაში მონაწილეობს თერძის კუნთი, როგორც სინერგისტი, ბარძაყის მომზიდველი კუნთებიც ასევე არიან სინერგისტები. წარმოგიდგენთ ელექტრომიოგრაფიის შედეგს.

#post_seo_title

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია თავისი ანთროპომეტრიული მონაცემებით და სხეულის კომპოზიციით, მაგრამ მსგავსი ექსპერიმენტები ბევრ ადამიანზე აჩვენებს იგივე შედეგს.

ასევე ჩატარდა ექსპერიმენტი იმის შესახებ, ირთვება თუ არა უფრო მეტად კვადრიცეფსის  დანარჩენი კუნთები იზოლირებულ ტრენაჟორზე წვივის გაშლის სხვადასხვა ვარიაციების შემთხვევაში და ამ შემთხვევაშიც  მიოგრაფმა აჩვენა ბარძაყის სწორი კუნთის მაქსიმალური ჩართულობა, ბარძაყის სხვა კუნთებთან  შედარებით.

წითელი სენსორი დამაგრებულია ბარძაყის მომზიდველ კუნთზე.

ყვითელი სენსორი დამაგრებულია ბ.ფართო მედიალურ კუნთზე

ლურჯი სენსორი დამაგრებულია ბ.სწორ კუნთზე.

თეთრი სენსორი დამაგრებულია ბ.ლატერალურ კ.

#drpkhakadze

ბოხუას სახელობის ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების არითმოლოგიურმა სამსახურმა, რომელსაც გერმანიაში მოღვაწე არითმოლოგი გურამ იმნაძე ხელმძღვანელობს

ბოხუას სახელობის ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების არითმოლოგიურმა სამსახურმა, რომელსაც გერმანიაში მოღვაწე არითმოლოგი გურამ იმნაძე ხელმძღვანელობს
#post_seo_title

ბოხუას სახელობის ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების არითმოლოგიურმა სამსახურმა, რომელსაც გერმანიაში მოღვაწე არითმოლოგი გურამ იმნაძე ხელმძღვანელობს

ბოხუას სახელობის ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების არითმოლოგიურმა სამსახურმა. 3-4-6 ოქტომბერს კონსულტაციებს და ოპერაციებს ჩაატარებს გურამ იმნაძე.

უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებთან და უახლესი აპარატურის მეშვეობით უკვე შესაძლებელია რიტმისა და იმპულსის გატარების დარღვევის ურთულესი პათოლოგიების ეფექტური მართვა.
რა სახის ქირურგიულ ჩარევებს განახორციელებს საქართველოში გერმანიიდან მოწვეული ქართველი ექიმი?
უნივერსიტეტის(გერმანია) ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბად ოინჰაუზენის გულის ცენტრის(გერმანია) არითმოლოგიური საოპერაციოების ხელმძღვანელი გურამ იმნაძე.
გურამ იმნაძე ხელმძღვანელობს ბოხუას ცენტირს რითმოლოგიის სამსახურს.
გერმანიის და საქართველოს წამყვანი სპეციალისტების გუნდით დაკომპლექტებული განყოფილება აღჭურვილია სრულად სადაც შესაძლებელია რიტმის და იმპულსის გატარების დარღვევის ურთულესი პათოლოგიების ეფექტური მართვა.
პაციენტების ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 2 88 09 09
მის : ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

Enhancing Healthcare Facility Standards in Georgia – A Perspective by Professor Giorgi Pkhakadze

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პოფესორი გიორგი ფხაკაძე

Enhancing Healthcare Facility Standards in Georgia – A Perspective by Professor Giorgi Pkhakadze

By: Professor Giorgi Pkhakadze, Chair and Founder of the Public Health Institute of Georgia

In the rapidly evolving landscape of healthcare, ensuring that facilities are both safe and effective has never been more crucial. The Georgian healthcare system, like many others worldwide, faces unique challenges in managing and operating healthcare facilities, particularly in the context of emergency preparedness, infection control, patient experience, and leadership. Drawing on over 25 years of experience in both international and Georgian healthcare systems, I aim to shed light on some of these challenges and propose strategic improvements.

1. Emergency Management in Healthcare Facilities

Healthcare facilities must remain operational during emergencies, and this requires specialized planning. Georgian hospitals, especially those in remote areas, often lack the necessary infrastructure to handle disasters like fires, floods, or power outages effectively. In comparison to global standards, there is a significant gap in the emergency provisions of Georgian facilities. We must ensure that hospitals are equipped with essential electrical systems and have the capacity for both horizontal and vertical patient evacuation when necessary. Continuous staff training on emergency protocols, tailored to our local needs, is also vital.

2. Infection Prevention and Control

One of the most pressing issues in our healthcare facilities is the prevention of infection. In Georgian hospitals, patients are often highly vulnerable to hospital-acquired infections due to compromised immune systems or invasive procedures. Despite efforts, infection control practices still need considerable improvement, particularly in rural areas. We must implement more rigorous infection control measures, educate staff on hygiene practices, and ensure that construction or maintenance work within hospitals does not compromise patient safety. The proper use of personal protective equipment and adherence to infection control protocols is critical.

3. Regulatory Compliance and Accreditation

In 2014, I began advocating for a formal accreditation process for all healthcare facilities in Georgia. Until that time, healthcare facilities operated without any consistent oversight. Thanks to persistent advocacy, accreditation is now compulsory across the country. This ensures that every healthcare institution, regardless of its size or location, meets basic safety and quality standards. However, it is not enough to simply pass inspections; ongoing staff training, especially for facility managers, is necessary to maintain compliance and foster a culture of safety and quality.

4. Improving Patient Experience

Georgian healthcare must prioritize patient-centered care. Often, the physical environment of hospitals—noise levels, cleanliness, and lighting—has a significant impact on a patient’s recovery and overall experience. Many hospitals in Georgia, especially those with limited resources, struggle to meet these basic environmental standards. Improving the patient experience, through simple steps like better communication and maintaining a more healing-friendly environment, is essential. Implementing patient communication models such as AIDET (Announce, Introduce, Duration, Explanation, Thank You) can greatly improve interactions between healthcare staff and patients.

5. The Role of Leadership in Healthcare Facilities

A hospital’s success is largely driven by its leadership. In Georgia, many healthcare facilities suffer from high turnover rates and low morale among staff, often due to insufficient support and inadequate compensation. Strong leadership is critical to fostering a supportive environment that motivates staff to deliver high-quality care. In healthcare, where stakes are high, leadership training is essential not only for hospital administrators but also for department heads and team leaders. They must be equipped to handle the complexities of a dynamic, high-risk environment like a hospital.

The Path Forward: The Role of Accreditation

Accreditation plays a crucial role in the continuous improvement of Georgia’s healthcare facilities. Since 2014, through my advocacy efforts, accreditation has become mandatory for all healthcare facilities in the country. This requirement ensures a baseline level of quality and safety, but our work does not stop there. Ongoing education, regulatory compliance, and leadership development will be critical to ensuring that Georgian healthcare continues to advance, meeting both local and international standards.

Conclusion

As healthcare professionals in Georgia, we are at a pivotal moment in the evolution of our healthcare system. Addressing these five critical challenges—emergency preparedness, infection control, regulatory compliance, patient experience, and leadership—requires coordinated efforts and continuous improvement. The mandatory accreditation process is a step in the right direction, but we must continue to push for higher standards across the board. With the right leadership, education, and commitment, Georgian healthcare facilities can become models of safety, efficiency, and patient care.

Professor Giorgi Pkhakadze,
Chair and Founder, Public Health Institute of Georgia
Advocate for Healthcare Facility Accreditation

ქართული ვერსია 

ჯანდაცვის დაწესებულებების სტანდარტების გაუმჯობესება საქართველოში – პროფესორ გიორგი ფხაკაძის ხედვა

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

ჯანდაცვის სფეროში, დაწესებულებების უსაფრთხოება და ეფექტურობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, აწყდება გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება ჯანდაცვის დაწესებულებების მართვასა და ფუნქციონირებას, განსაკუთრებით საგანგებო მზადყოფნის, ინფექციების კონტროლის, პაციენტთა გამოცდილებისა და ლიდერობის საკითხებში. 25 წლიანი საერთაშორისო და ქართული გამოცდილების ფონზე, მსურს წარმოვადგინო ეს გამოწვევები და შევთავაზო სტრატეგიული გაუმჯობესების გზები.

1. საგანგებო სიტუაციების მართვა ჯანდაცვის დაწესებულებებში

ჯანდაცვის დაწესებულებები ყოველთვის უნდა ფუნქციონირებდნენ, განსაკუთრებით კრიტიკული სიტუაციების დროს. საქართველოს საავადმყოფოები, განსაკუთრებით შორეულ რეგიონებში, ხშირად არ არიან სათანადოდ აღჭურვილი ისეთი გამოწვევების გასამკლავებლად, როგორიცაა ხანძარი, წყალდიდობა ან ელექტროენერგიის გათიშვა. საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით, საგანგებო პირობებში მომზადების მხრივ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებელი. აუცილებელია, საავადმყოფოები აღიჭურვონ აუცილებელი ელექტრონული სისტემებით და პერსონალმა გაიაროს მუდმივი სწავლება ევაკუაციის გეგმების შესახებ.

2. ინფექციების პრევენცია და კონტროლი

ინფექციების პრევენცია საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საავადმყოფოებში პაციენტები ხშირად არიან უფრო მოწყვლადი, რაც მათ ინფექციების მიმართ მოწყვლადობას ზრდის. მიუხედავად არსებული ძალისხმევისა, ინფექციების კონტროლის პრაქტიკებს სჭირდება კიდევ უფრო გაუმჯობესება, განსაკუთრებით რეგიონებში. აუცილებელია ინფექციების კონტროლის მკაცრი ზომების გატარება, პერსონალის განათლება ჰიგიენურ პრაქტიკებზე და ინფექციების გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.

3. რეგულირების შესაბამისობა და აკრედიტაცია

2014 წელს დავიწყე ჯანდაცვის დაწესებულებების ფორმალური აკრედიტაციის აუცილებლობის წინ წამოწევა საქართველოში. მანამდე საავადმყოფოები მუშაობდნენ ზედამხედველობის გარეშე. ამ მუდმივი ადვოკატირების შედეგად, დღეს აკრედიტაცია სავალდებულოა ყველა დაწესებულებისთვის. თუმცა მხოლოდ აკრედიტაციის მიღება არ არის საკმარისი; აუცილებელია რეგულარული სწავლება და შესაბამისი ზედამხედველობა, რათა შევინარჩუნოთ ხარისხი და უსაფრთხოება.

4. პაციენტის გამოცდილების გაუმჯობესება

პაციენტების მიმართ ზრუნვა ქართული ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. პაციენტის გამოსავალზე მხოლოდ მედიცინის ხარისხი არ მოქმედებს, არამედ გარემოც – სისუფთავე, ხმაურის დონე და განათება. საქართველოს ბევრ საავადმყოფოს აქვს რესურსების ნაკლებობა, რაც ამ გარემოს სტანდარტების უზრუნველყოფას უშლის ხელს. აუცილებელია, გაუმჯობესდეს პაციენტთან ურთიერთობა და საავადმყოფოები გახდეს პაციენტისთვის უფრო კომფორტული. ასევე, პერსონალს შეიძლება გააცნოს კომუნიკაციის მარტივი მოდელები, როგორიცაა AIDET (გამოცხადება, გაცნობა, ხანგრძლივობის ახსნა, მადლობა).

5. ლიდერობა ჯანდაცვის დაწესებულებებში

ლიდერობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საავადმყოფოების წარმატებაში. საქართველოს ჯანდაცვის დაწესებულებები ხშირად იტანჯებიან კადრების ნაკლებობისა და პერსონალის დაბალი მოტივაციის გამო. ეს გამოწვეულია არასაკმარისი მხარდაჭერით და გაუმართლებლად დაბალი ანაზღაურებით. ეფექტური ლიდერობა აუცილებელია, რათა შექმნათ გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს პერსონალის მოტივაციას და პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას. აუცილებელია ლიდერობის სწავლებების განვითარება ადმინისტრატორებისთვის და სხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებისთვის.

გზა წინ: აკრედიტაციის როლი

აკრედიტაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანდაცვის დაწესებულებების გაუმჯობესებისკენ. 2014 წლიდან ჩემი ადვოკატირების შედეგად, ის სავალდებულო გახდა ქვეყნის ყველა ჯანდაცვის დაწესებულებისთვის. ეს უზრუნველყოფს, რომ ყველა დაწესებულება აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების და ხარისხის მინიმალურ სტანდარტებს. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. აუცილებელია მეტი ძალისხმევა, რათა გავაუმჯობესოთ რეგულაციების შესაბამისობა და დავნერგოთ ლიდერობის სწავლებები.

დასკვნა

საქართველოს ჯანდაცვის პროფესიონალები დგანან მნიშვნელოვან ეტაპზე, სადაც ჯანდაცვის სისტემა ვითარდება. ამ ხუთი ძირითადი გამოწვევის – საგანგებო მზადყოფნა, ინფექციების კონტროლი, რეგულირების შესაბამისობა, პაციენტთა გამოცდილება და ლიდერობა – გადაჭრა საჭიროებს კოორდინირებულ და მუდმივ ძალისხმევას. სავალდებულო აკრედიტაცია პირველი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, თუმცა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უფრო მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად. სწორი ლიდერობით, განათლებით და ერთგულებით, საქართველოს ჯანდაცვის დაწესებულებები შეძლებენ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის დამფუძნებელი
ჯანდაცვის დაწესებულებების აკრედიტაციის ადვოკატი

„საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც, ეს არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის“ – ზაზა თელია

„საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც, ეს არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის“ - ზაზა თელია
#post_seo_title

ბოლო წლებში გელ-ლაქი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “შილაკი”, ფრჩხილების მოვლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროცედურად იქცა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. მისი მიმზიდველობა ეხება არა მხოლოდ ხანგრძლივ მდგრადობას და სწრაფ გაშრობას, არამედ სილამაზის მრავალფეროვნებასაც, რაც მას მომხმარებელთა შორის ძალიან პოპულარულსა და მოთხოვნადს ხდის. „ეს არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის, საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც…“

ულტრაიისფერი სხივები და საფრთხეები: თუმცა, ბოლო პერიოდში გაჩენილი საუბრები გელ-ლაქის გამოყენების პოტენციურ საფრთხეებზე მიუთითებს, –  ეს პროცედურა არ არის უსაფრთხო. მთავარი პრობლემა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, არის ულტრაიისფერი (უიტრლაიეტის) სხივების გავლენა, რომლებიც გამოიყენება გელ-ლაქის გაშრობისა და პოლიმერიზების მიზნით.

შილაკის გაშრობის პროცესში გამოყენებული ულტრაიისფერი ნათურა: ესთეტიკურ ცენტრებში გამოიყენება სპეციალური ულტრაიისფერი ნათურა, რომელიც შეიძლება იყოს მშვენიერი კოსმეტიკური შედეგების მომტანი, თუმცა მის გამოყენებას თან ახლავს გარკვეული რისკები.

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ ულტრაიისფერი ნათება იწვევს სხვადასხვა მძიმე დაავადებას, საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც, როგორიც არის ელენთა, ღვიძლი და ხაზგასმით განმარტავს, რომ შილაკის გაკეთების რეკომენდაციას არ გასცემს, და მეტიც ამბობს, რომ საშრობი აპარატი, რომელსაც პროცედურისთვის იყენებენ, ასხივებს A ტიპის UV ნათებას, რომლის სხივების უკურეაქცია 9-ჯერ აღემატება ბუნებრივი მზის ულტრაიისფერ ნათებას.

“ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდია, რაც განგაშია, თუმცა ეს დიდი ხანია ცნობილია. გელ-ლაქი, იგივე შილაკი როდესაც კეთდება, მისი გაშრობა ხდება ულტრაიისფერი სხივებით. ეს ულტრაიისფერი სხივები ჩვენ შეგვიძლია გავაიგივოთ სოლარიუმის UV ნათებასთან – ერთი და იგივეა. ზუსტად ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის. როგორც სოლარიუმში გარუჯვა არ შეიძლება და არ არის რეკომენდებული, იგივე შეიძლება ითქვას შილაკთან დაკავშირებით.

თუ შეკითხვა ისმება, რა სიხშირით შეიძლება შილაკის გაკეთება – პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის, რომ საერთოდ, შილაკის გაკეთება არ არის რეკომენდებული. წელიწადში ერთი გაკეთებაც კი პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ, რომ ხდება კანის UV ნათებით დასხივება და ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საშიში.

ჩვენ კიდევ არ ვსაუბრობთ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შილაკის გაკეთებამ განაპირობოს. კერძოდ, ყველაზე ხშირი არის ფრჩხილის სხვადასხვა ტიპის დაზიანება. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გელ-ლაქი ფრჩხილს ყველა შემთხვევაში აზიანებს. უბრალოდ, შესაძლოა, ერთ ადამიანს დაუზიანდეს პირველივე გაკეთებისას, მეორეს კი, პირობითად, 20 გაკეთებაში. რა თქმა უნდა, გააჩნია მოხმარების სიხშირეს, ასევე, ფრჩხილის რეზისტენტობას,  ე.წ. გამძლეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ აზიანებს ყველა ვარიანტში – ეს არის მეორე საკითხი.

ფრჩხილის დაზიანება, მკურნალობის თვალსაზრისით, არის ძალიან რთული. ძნელია დაზიანებული ფრჩხილის პრობლემის მოგვარება, ასეთი პაციენტები კი არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, არსებობს ორი რეალური ფაქტორი. პირველი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს, ეს არის ზუსტად UV ნათებით ჩვენი კანის დასხივება, რაც პირდაპირ პროპორციულად უნდა იქნას გაიგივებული  სოლარიუმთან.  სოლარიუმი რა ულტრაიისფერ სხივებსაც უშვებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ  ზუსტად ეს აპარატი, რომელშიც შილაკის გაშრობა ხდება, უშვებს  იმავე სხივებს. მეორე არის ფრჩხილის მექანიკური დაზიანება,”- აცხადებს ზაზა თელია.

რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ულტრაიისფერმა ნათებამ შესაძლოა ადამიანის დნმ  დააზიანოს – დერმატოლოგი განმარტავს, რომ ულტრაიისფერი ნათება, რომლითაც ხდება ე.წ. გელ-ლაქის გაშრობა, უშვებს ულტრაიისფერ A სხივს, რომელიც აღწევს შიდა ორგანოებამდე და აზიანებს მათ.

“რა თქმა უნდა, აქ არაფერი ახალი არ არის. როგორც გარუჯვა, ჩვეულებრივი ბუნებრივი მზის სხივების ქვეშ, როდესაც ვირუჯებით – ერთი რუჯის მიღებაც კი ასოცირებულია დნმ-ის დაზიანებასთან. იმიტომ, რომ ზუსტად  ეს UV ნათება, არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივი იქნება თუ არაბუნებრივი, მაგალითად, სოლარიუმის, ან ამ აპარატის გამოსხივება აზიანებს დნმ-ს, ასეთ დროს კი მატულობს რისკი სხვადასხვა სიმსივნის განვითარების. თუ ვსვამთ კითხვას, რატომ სხვა ორგანოები – იმიტომ, რომ ეს ულტრაიისფერი სხივები არსებობს რამდენიმე ტიპის, მათ შორის ყველაზე საშიში არის ულტრაიისფერი A სხივი. ზუსტად ამ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს ეს არაბუნებრივი ნათებაც, ბუნებრივიც, რა თქმა უნდა, მზის გამოსხივებაც, მაგრამ ეს აპარატი არაბუნებრივ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს, რომელიც აღწევს ჩვენს შიდა ორგანოებამდე – გული, ფილტვები, ღვიძლი, პანკრეასი ელენთა და მათი კიბოს განვითარების რისკიც მატულობს,”- დასძინა თელიამ.

ექიმის თქმით, დაავადების აღმოცენების რისკი გაცილებით მაღალია იმ ადამიანებში, ვისი გენეტიკური ანამნეზიც დატვირთულია სიმსივნით.

“თუ ვსაუბრობთ რისკების მატებაზე. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, სერიოზულ როლს თამაშობს. თუ პაციენტის ანამნეზი, გენეტიკური ისტორია დატვირთულია სიმსივნეებით და მათ შორის, კანის კიბოთი, რა თქმა უნდა, კანის კიბოს  განვითარების რისკი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე იმ  ადამიანში, ვისაც მსგავსი ტიპის მემკვიდრული ისტორია არ გააჩნია.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად, თუ რატომ არის არაბუნებრივი ულტრაიისფერი სხივი საგანგაშო- ბევრ განვითარებულ ქვეყნებში სოლარიუმის გამოყენება გარუჯვის მიზნით აიკრძალა კიდეც, მაგალითად დიდი ბრიტანეთში და აშშ-ის გარკვეულ  შტატებში, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ საერთოდ აიკრძალოს მთელი აშშ-ის მასშტაბით. წარმოიდგინეთ, როდესაც მზე იმყოფება პიკურ პერიოდში – დღის 13:00-14:00 საათი, რომ შევადაროთ, სოლარიუმის სხივი 9-ჯერ აღემატება ბუნებრივ მზის ულტრაიისფერი სხივების გამოსხივებას პიკურ პერიოდში,”-განაცხადა დერმატო-ვენეროლოგმა.

იმ შემთხვევაში თუ არ გვსურს პროცედურაზე უარის თქმა, რა დამცავი მექანიზმები არსებობს და გვიცავს თუ არა მზისგან დამცავი, ან ხელთათმანი -​ ზაზა თელია ამბობს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს, უმჯობესია, გამოყენებულ იქნეს დამცავი საცხი, ან მუქი ფერის ხელთათმანი :

“რეკომენდაციის თვალსაზრისით, თუ დერმატოლოგთან ისმება შეკითხვა – უსაფრთხოა თუ არა შილაკის გაკეთება, პასუხი, რა თქმა უნდა, არის, რომ უსაფრთხო არ არის და არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ადამიანი მაინც არ ამბობს უარს გელ-ლაქის გაკეთებაზე, მაშინ ვურჩევთ, რომ აუცილებლად მოხდეს  მზის დამცავის გამოყენება მტევანზე 15 წუთით ადრე პროცედურის დაწყებამდე და ასევე, მზის დამცავთან  ერთად, თუ იქნება გამოყენებული ხელთათმანი, შავი ქსოვილი – მუქი ფერის ქსოვილი ულტრაიისფერ სხივებს, პრაქტიკულად, არ ატარებს,”-აცხადებს ზაზა თელია.

გელ-ლაქი, მიუხედავად თავისი პოპულარობისა და სილამაზის, მოითხოვს დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღებას. ულტრაიისფერი სხივების გავლენა, რომელიც საჭიროა შილაკის გაშრობის პროცესში, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეუქმნის. რაც მთავარია, აუცილებელია სამკურნალო პროცედურების სიფრთხილე და ჯანმრთელობის დაცვა.

გაითვალისწინეთ: როდესაც გელ-ლაქს იყენებთ, ყოველთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა და საჭირო პრევენციული ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის პოტენციური რისკები.

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად მინიმუმ 7 მილიონი ადამიანი იღუპება – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად მინიმუმ 7 მილიონი ადამიანი იღუპება - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში
#post_seo_title

World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში – ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად მინიმუმ 7 მილიონი ადამიანი იღუპება.

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად მინიმუმ 7 მილიონი ადამიანი იღუპება.

ჰაერის დაბინძურების შემცირება ხელს უწყობს ისეთი არაგადამდები დაავადებების შემცირებას, როგორიცაა:

  • გულის იშემიური დაავადება
  • ინსულტი
  • ფილტვის კიბო
  • ასთმა
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
ურბანული დაგეგმარება პარკებსა და მწვანე სივრცეებზე თანაბარი წვდომით, ფეხით სიარულის, ველოსიპედის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშეწყობა და ქალაქებში დაბალი ემისიის ზონების დანერგვა ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურების შემცირებას.
შეიძლება იყოს text გამოსახულება

კვლევის თანახმად, თაგვები ნავიგაციისთვის წარმოსახვას იყენებენ

კვლევის თანახმად, თაგვები ნავიგაციისთვის წარმოსახვას იყენებენ
#post_seo_title

როგორ იყენებენ ვირთხები ნავიგაციისთვის თავის წარმოსახვას? კვლევის თანახმად, თაგვები ნავიგაციისთვის წარმოსახვას იყენებენ

უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ თაგვები და მათ შორის ვირთხები ნავიგაციისთვის წარმოსახვას ეფექტურად იყენებენ. მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ვირთხებს ძალიან კარგად განვითარებული ფანტაზიის უნარი აქვთ, რაც მათ სივრცეში გადაადგილების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

ვირთხების წარმოსახვის უნარი და მახსოვრობა

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ვირთხების მახსოვრობა და წარმოსახვის უნარი განსაკუთრებით განვითარებულია. კვლევის თანახმად, ვირთხებს შეუძლიათ გამოავლინონ, როგორ გამოიყურებოდა კონკრეტული სივრცე წარსულში, ან როგორ შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ადგილი ახლოს. ეს უნარი საშუალებას აძლევს მათ მარტივად გაიგონ, როგორ უნდა გაიკვლიონ გზა, როგორც კი გარკვეული გარემოს მსგავს ადგილას აღმოჩნდებიან.

როგორ მუშაობს ვირთხების ტვინი?

კერძოდ, როდესაც ადამიანები ადგილებს განმეორებით სტუმრობენ, მათ ტვინს განსაკუთრებული შრომა არ სჭირდება – ის იცის, სად უნდა წავიდეს. მეცნიერები დაინტერესდნენ, მუშაობს თუ არა ვირთხების ტვინი მსგავსად. ცდების შედეგებმა აჩვენა, რომ ვირთხების სივრცეში გადაადგილების უნარი ადამიანის მსგავსია, რაც მიუთითებს მათ წარმოსახვისა და მახსოვრობის მაღალ დონეზე.

ვირტუალური რეალობა და კვლევის მეთოდოლოგია

მეცნიერებმა კვლევისას ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია გამოიყენეს, რაც მათ სხვადასხვა გარემოს მოდელების შექმნის საშუალება მისცა. კვლევაში გამოყენებული გარემოები მოიცავდა:

  • იდენტური გარემოები: სრულად იდენტური ადგილები
  • მსგავსი გარემოები: სავსებით მსგავსი, მაგრამ განსხვავებული დეტალებით
  • აბსოლუტურად განსხვავებული გარემოები: სრულიად განსხვავებული სივრცეები

ამ მეთოდოლოგიის დახმარებით, ვირთხების მიერ ნავიგაციის უნარი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა იმ ადგილებში, რომლებიც მათი გამოცდილების მსგავსია.

რის მნიშვნელობა აქვს კვლევას?

ეს ექსპერიმენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მღრღნელების ტვინისა და შესაძლებლობების შესწავლა სამეცნიერო სამყაროს უამრავ ახალ აღმოჩენას სთავაზობს. ვირთხების წარმოებული შედეგები გვიჩვენებს, რომ მათი ნავიგაციის უნარი და წარმოსახვა შეიძლება იყოს უფრო ახლოს ადამიანის შესაძლებლობებთან, ვიდრე მანამდე გვეგონა.

დასკვნა

თაგვების და ვირთხების მიერ ნავიგაციისათვის წარმოსახვის გამოყენება საინტერესო სფეროა, რაც ხელს უწყობს ჩვენი გაგების გაფართოებას, თუ როგორ მუშაობს მახსოვრობა და წარმოსახვა ცხოველებში. კვლევების გაგრძელება ამ სფეროში შესაძლოა დაეხმაროს უფრო მაღალ დონეზე გავერკვეთ ცხოველების ინტელექტუალურ შესაძლებლობებში და მათი ტვინის ფუნქციონირების დახვეწაში.

ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ბოსტონის უნივერსიტეტის უახლესი კვლევა

ახალი AI ალგორითმი ალცჰაიმერის ადრეული დიაგნოსტიკისთვის - ადამიანის მეტყველებით შეიძლება გავიგოთ, განუვითარდება თუ არა მას ალცჰაიმერი
#image_title

ბოსტონის უნივერსიტეტის უახლესი კვლევა – ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის ახალი ალგორითმი შეიმუშავეს, რომელიც მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის მქონე ადამიანების მეტყველების ნიმუშებს აანალიზებს. ალგორითმს წინასწარ შეუძლია განსაზღვროს მსუბუქი კოგნიტური დარღვევის, MCI-ის პროგრესირება და 78,5%-იანი სიზუსტით დაადგინოს გადაიქცევა თუ არა ის ალცჰაიმერის დაავადებად.

ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმი, რომელიც მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის (MCI) მქონე პაციენტების მეტყველების ნიმუშებს ანალიზებს და 78.5% სიზუსტით პროგნოზირებს, გადაუვლის თუ არა ეს მდგომარეობა ალცჰაიმერის დაავადებას. ეს ალგორითმი წარმოადგენს კვლევის გაგრძელებას, რომლის მიზანიც არის ზუსტი და მორგებული დიაგნოსტიკური საშუალებების შემუშავება.

ხელოვნური ინტელექტის მოდელი: როგორ მუშაობს ის?

ბოსტონის უნივერსიტეტის გუნდმა ახალი AI ალგორითმი დაამუშავა 63-97 წლის ასაკის 166 პაციენტის ტრანსკრიბირებული ხმის ჩანაწერების საფუძველზე. მოდელი, რომელიც მანქანური სწავლის ტექნოლოგიებს იყენებს, 90 პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრავს იმ კანონზომიერებებს, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს უკავშირდება.

როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას AI ალგორითმი?

ეს AI ალგორითმი საშუალებას გვაძლევს მომავალში ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკის პროგნოზირების პროცესში. მოდელი არა მხოლოდ ხმის ჩანაწერებს, არამედ პაციენტების ასაკისა და სქესის მონაცემებსაც იყენებს საბოლოო პროგნოზის დასადგენად.

ძირითად უპირატესობებს შორის:

  • 78.5% სიზუსტე: AI ალგორითმი მკაფიოდ განსაზღვრავს რისკს.
  • მორგებული დიაგნოსტიკა: სისტემატური გაწვდვის გზით პაციენტების მდგომარეობის სიზუსტით შეფასება.
  • შესაძლებლობა პროგნოზირების: წინასწარ განსაზღვრული რისკი ალცჰაიმერის დაავადების მიმართ.

AI-ის პოტენციალი კოგნიტიური დარღვევების მართვაში

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, საშუალებას გვაძლევს უფრო ზუსტად და სწრაფად დავადგენოთ პაციენტების კოგნიტიური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოსტონის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული AI ალგორითმი წარმოადგენს იმ ტექნოლოგიური პროგრესის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას და დაავადებების სიზუსტით პროგნოზირებას.

ბოსტონის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი AI ალგორითმი მეტყველების ანალიზით ალცჰაიმერის დაავადების პროგნოზირების მიმართულებით დიდი ნაბიჯია წინ. რაც უფრო ფართოდ გავრცელდება ეს ტექნოლოგია, მით უკეთესი იქნება ჩვენი შესაძლებლობა ზუსტად და დროულად გამოვყოთ კოგნიტიური დარღვევები და დავეხმაროთ პაციენტებს თავიანთი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights