ორსულობის პერიოდის ოფთამლოლოგიური პრობლემები
აივ ინფექციის რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვმა 2016 წლის ბოლოს შეადგნა 6131, მათგან 1205 გარდაიცვალა.
ამავე წლისთვის აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი იყო 9600. აივ ინფექციის ეპიდემი ინარჩუნებს ნელ, მაგრამ სტაბილურ ზრდას.
2016 წელს რეგისტრირებული იყო 719 ახალი შემთხვევა.
რა არის აზბესტი?
აზბესტი არის ბუნებაში არსებული ბოჭკოვანი მინერალების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება მრეწველობაში მისი ისეთი განსაკუთრებული თვისებების გამო, როგორიცაა: მედეგობა დაჭიმვისას, დაბალი თბოგამტარობა და გამძლეობა ქიმიური ზემოქმედების მიმართ. ამ მიზეზების გამო აზბესტი გამოიყენება შენობებში იზოლაციისთვის; და ინგრედიენტის სახით მთელ რიგ ნაკეთობებში, როგორიცაა შენობის გადასახური მასალა (შიფერი), წყალსადენის მილები, ცეცხლდამცავი საფარები და, ასევე, სამუხრუჭე ხუნდები, საყრდენები ავტომობილებისთვის და სხვა. აზბესტის ძირითადი ნაირსახეობაა ქრიზოტილი (თეთრი აზბესტი) და კროკიდოლიტი (ცისფერი აზბესტი). სხვა ნაირსახეობებია: ამოზიტი, ანტოფილიტი, ტრემოლიტი და აქტინოლიტი.
რატომ არის აზბესტი პრობლემა ?
აზბესტის ყველა სახეობა ადამიანისათვის კანცეროგენს წარმოადგენს. აზბესტის, მათ შორის, ქრიზოტილის ზემოქმედება იწვევს მეზოთელიომას (პლევრისა და პერიტონეალური კიბო), ფილტვის, ხორხისა და საკვერცხეების კიბოს. აზბესტის ზემოქმედება ასევე წარმოადგენს ისეთი დაავადებების მიზეზს, როგორიცაა აზბესტოზი (ფილტვის ფიბროზი), პლევრის ბალთა, გასქელება და ემფუზია. ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 125 მილიონი ადამიანია აზბესტის ზემოქმედების ქვეშ სამუშაო ადგილებზე, ხოლო ჯანმო–ს ბოლო შეფასებით, ყოველწლიურად 107 000–ზე მეტი – იღუპება აზბესტის ზემოქმედებით გამოწვეული ფილტვის კიბოსა და მეზოთელიომისაგან. პროფესიული კიბოთი სიკვდილიანობის დაახლოებით ნახევარი გამოწვეულია აზბესტით. გარდა ამისა, ჯანმო–ს [1] მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად სიკვდილიანობის რამდენიმე ათასი შემთხვევა ფიქსირდება აზბესტის ზემოქმედების შედეგად სახლში. ასევე ნაჩვენებია, რომ თამბაქოს კვამლისა და აზბესტის ბოჭკოების ერთდროული ზემოქმედება არსებითად ზრდის ფილტვის კიბოს რისკს და რაც უფრო მეტს ეწევა ადამიანი, მით უფრო მაღალია რისკიც.
ჯანმო–ს ქმედებები
ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 58.22 რეზოლუცია კიბოს პროფილაქტიკის შესახებ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით გამოწვეულ კიბოს, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია წინასწარი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 60.26 რეზოლუციაში ჯანმო გვთავაზობს გლობალური კამპანიის ჩატარებას აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების ელიმინაციის მიზნით, მისი სხვადასხვა ფორმის რეგულირებისადმი დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო იურიდიულ დოკუმენტებსა და ბოლო ფაქტიურ მონაცემებს ეფექტური ღონისძიებების გასატარებლად.
2013 წელს ჯამრთელობის მსოფლიო ანსამბლეის 66-ე სესიაზე (WHA66.10) დამტკიცდა აზბესტის ზემოქმედების შედეგად ფილტვის პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკის ხარჯთეფექტური ღონისძიებები, რაც განეკუთვნება იმ პოლიტიკურ საკითხთა რიცხვს, რომელიც მიმართულია არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გლობალური სამოქმედო გეგმის განხორციელებისაკენ (2013–2020 წ.წ.).
აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების ლიკვიდაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის[2], რომლებიც დღემდე იყენებენ ქრიზოტილურ აზბესტს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია წარსულში ყველა სახის აზბესტის გამოყენება და მისი ზეგავლენა ჯანმრთელობაზე. [3]
ჯანმო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, სხვა სამთავრობოთაშორისო ორგანოებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, მუშაობს ქვეყნებთან აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების აღმოფხვრაზე შემდეგი სტრატეგიული მიმართულებებით[4]:
საქართველოში აზბესტის შემცველი პროდუქციის წარმოება თითქმის 20 წელია რაც შეწყდა, თუმცა მისი იმპორტი დღემდე ხორციელდება. მიუხედავად იმ მძიმე შედეგისა, რისი გამოწვევაც აზბესტს შეუძლია, აზბესტის შემცველი პროდუქცია მაინც აქტიურად გამოიყენება მშენებლობაში, როგორც კონსტრუქციული, საიზოლაციო, საჰერმეტიზაციო, გადასახური საშუალება; ცეცხლგამძლე და მჟავა გამძლე მასა სხვადასხვა ქსოვილების დასამზადებლად; ელექტროობაში, როგორც საიზოლაციო საშუალება; ქაღალდის წარმოებასა და მანქანის სამუხრუჭე სისტემაში.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N133/ნ-ის ბრძანების „საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენებისა და ექსპორტ-იმპორტის აკრძალვას ან მკაცრად შეზღუდულ გამოყენებას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დამტკიცების შესახებ მიხედვი აკრძალულია აზბესტის ბოჭკოს იმპორტ-ექსპორტი, რომელიც შეიცავს კროციდოლიტს, ამოზიტს, ანტოფილტს, აქტინოლიტს, ტრემოლიტს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის, ექსპორტისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად იქნება წარდგენილი საქართველოს მთავრობისადმი. აღნიშნული დადგენილების მიხედვით აქტინოლიტი, ანთოფილიტი, ამოზიტი, კროკიდოლიტი და ტრემოლიტი შეტანილია ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხაში, რომლებზეც ვრცელდება წინასწარ დასაბუთებული თანხმობის (PIC) პროცედურა როტერდამის კონვენციის ფარგლებში (კატეგორია: სამრეწველო, გადაწყვეტილება: აკრძალვა).
ასევე, მოქმედია შემდეგი რეგულაციები:
საქართველოში აზბესტის შემცველ სამშენებლო მასალებზე მოთხოვნა მაღალია ბოლო წლებში ძველი შენობების რეკონსტრუქციის, დემონტაჟისა და ახალი მშენებლობების განვითარების გამო.
ამჟამად საქართველოში აზბესტი ფართოდ გამოიყენება ახალ პროდუქტებში – მანქანის მუხრუჭებსა და ფეხსაცმელებში, ხანძარსაწინააღმდეგო იზოლაციაში, ცეცხლმაქრობ საფარებში, მეხანძრეების ცეცხლგამძლე ტანსაცმელში, სამშენებლო მასალებში, აზბესტო-ცემენტის ფირფიტებში (მათ შორის გოფრირებულ გადახურვის პანელებში), მილგაყვანილობაში, წყლის ავზებში და ა.შ. აზბესტის მნიშვნელოვანი ნაწილის იმპორტი ხორციელდება რუსეთიდან, უკრაინიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ისევ აწარმოებენ აზბესტს, აგრეთვე შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, თურქეთი, ბელგია, ჰოლანდია, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ინდოეთი და სხვა.
ინფორმაცია საქართველოში აზბესტის წლიური მოხმარებისა და იმპორტის მოცულობების შესახებ (ჯამური და გამოყენების ძირითადი ფორმებისა და ცალკეული სახეობების გამოყოფით) არ არსებობს.
ასევე არ არსებობს მონაცემები საქართველოში აზბესტშემცველი მტვრის ზემომქედების ქვეშ მყოფ მომუშავეთა რიცხვის შესახებ. არ მიმდინარეობს სამუშაო ადგილებზე სამუშაო ზონის ჰაერის მტვერში აზბესტის კონცენტრაციის განსაზღვრა; არ მიმდინარეობს აზბესტშემცველი მტვრის ზემოქმედებასთან დაკავშირებული დაავადებათა გავრცელების გამოვლენა.
სავარაუდოდ, საქართველოში მრეწველობის ის დარგები, სადაც მომუშავეთა უმრავლესობა განიცდის აზბესტშემცველი მტვრის ზემოქმედებას, შემდეგია:
პროფესიული კიბოს სიკვდილიანობის დაახლოებით ნახევარი გამოწვეულია აზბესტით. გარდა ამისა, სიკვდილიანობის რამდენიმე ათასი შემთხვევა ყოველწლიურად გამოწვეულია შენობებში არსებული აზბესტის შემცველი მასალების ზემოქმედებით. დღეის მდგომარეობით საქართველოში არ ხდება პროფესიულ აზბესტოზს, ფილტვის კიბოსა და მეზოთელიომის დიაგნოზს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა და შესაბამისად არ არსებობს მასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია.
საქართველოში აზბესტით განპირობებული დაავადებების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია (ეკონომიკური გაანგარიშებები არ არის ჩატაებული); ასევე არ ჩატარებულა ეპიდემიოლოგიური კვლევები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შექმნილია სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა უწყებების, სამინისტროებისა და დარგის ექსპეტრების მონაწილეობით, რომელიც შეიმუშავებს აზბესტის ეროვნულ პროფილს და სამოქმედო გეგმას „აზბესტით განპირობებული დაავადებების (აგდ) აღმოფხვრა/მინიმიზაციისათვის საქართველოში“.
[1] http://www.who.int/occupational_health/topics/asbestos_documents/en/
[2] http://www.who.int/cancer/modules/Prevention%20Module.pdf?ua=1
[4] http://www.who.int/ipcs/features/10chemicals_en.pdf?ua=1
http://www.cancer.gov/about-cancer/causes-prevention/risk/substances/asbestos/asbestos-fact-sheet#q3
თუმცა, თუ გრძნობთ, რომ ნაადრევად გაჭაღარავდით, შესაძლოა, რაიმე ნივთიერების დეფიციტი გქონდეთ. როგორც ექიმი გვირჩევს, ამ დროს საჭიროა გადაიმოწმოთ სპილენძის დონე.
რა არის სპილენძი?
„სპილენძი აუცილებელია ენერგიის მეტაბოლიზმისთვის, კოლაგენის წარმოებისთვის და ასევე რკინის შეწოვისთვის“, – განმარტა ექიმმა და დასძინა, რომ ადამიანს, რომელსაც რკინის ქრონიკული დაბალი დონე აქვს – მიუხედავად დანამატების მიღებისა – შეიძლება ჰქონდეს სპილენძის დაბალი დონეც.
როგორ მოქმედებს სპილენძის დეფიციტი ჭაღარა თმაზე?
როგორც ჩანს, სპილენძის დაბალ დონეს შეუძლია გავლენა მოახდინოს მელანინის წარმოებაზე, რომელიც პასუხისმგებელია თმის პიგმენტზე ( Halthline- ის მიხედვით ). თუმცა, ამ სფეროში მეტი კვლევებია საჭირო.
„დღეში ერთი სუფრის კოვზი [კაკაოს ფხვნილი] მოგცემთ ყველა საჭირო სპილენძს,” – განმარტავს ექიმი.
უწყების ცნობით, მიხელ სარჯველაძემ, პაციენტებისგან და მათი მშობლებისგან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
„მინისტრმა, სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რათა რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა კიდევ უფრო გაფართოვდეს.
სამინისტრო, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ მოსახლეობას, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფს. ასევე, აფინანსებს სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მომსახურებას.
ბოლო წლებში, სახელმწიფომ, დიაბეტის მართვის პროგრამაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა – გაიზარდა პროგრამით სარგებლობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ბავშვებისთვის, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი სისტემები და სენსორები (CGM) და მათ გამოსაყენებლად მობილური ტელეფონები, უფასოდ გაიცემა.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას რეგიონებში ვერ ახერხებდნენ, სახელმწიფოს ჩართულობით კი პროგრამა, ეტაპობრივად, გაფართოვდა და ვაუჩერული სერვისის მიღება, საქართველოს 8 მუნიციპალიტეტშია ხელმისაწვდომი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა.

14 ნოემბერი – დიაბეტის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი შეხსენება მთელი პროგრესული კაცობრიობისათვის, რომ ამ დაავადების გავრცელების ზრდამ უკვე სტაბილური ხასიათი მიიღო.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის თაოსნობით დიაბეტის მსოფლიო დღე აერთიანებს 145-ზე მეტ ქვეყანას და მოიცავს მილიონობით ადამიანს შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა მოიცავს ამ დაავადებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალონ.
დიაბეტის მსოფლიო დღე, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1991 წლიდან აღინიშნება. 2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტის მსოფლიო დღედ (2006 წლის 20 დეკემბრის სპეციალური რეზოლუცი A/RES/61/225). რეზოლუციაში გენერალური ასამბლეის მიერ შემოთავაზებულია გაეროს წევრი ქვეყნებისთვის დიაბეტთან ბრძოლის ეროვნული პროგრამების შემუშავება და დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა.
დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო – ცისფერი წრე – დიაბეტის გლობალური სიმბოლოა, რომელიც დიაბეტზე ინფორმირებულობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. ემბლემა გაეროს რეზოლუციით მიღებულ იქნა 2007 წელს. რგოლი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლო; ცისფერი ფერი გამოხატავს ცას, რომელიც სხვადასხვა ერებს აერთიანებს და, ამასთან, გაერთიანებული ერების დროშის ფერია; რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია. დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო გამოხატავს დიაბეტის საზოგადოების ერთიანობას დაავადების პანდემიის წინააღმდეგ.



ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით იმის შესახებ, როგორ წმენდს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან, როგორ რეაგირებს მათთან; შესაბამისად, ახალი კვლევა შეიძლება, წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იყოს ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისიც არ არის დადასტურებული, ასეთივე გზით მოქმედებს თუ არა ადამიანის თავის ტვინიც.
როგორ მუშაობს ტვინის წმენდის სისტემა?
ტვინს აქვს „ნარჩენების გასუფთავების სისტემა“, რომელიც ბიოლოგიური გზებით ებრძვის ტოქსიკურ და მკვდარ ნეირონებს. ამ პროცესს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ნერვული სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ტვინი ეხმარება საკუთარ თავს, ხანდახან იფეთქოს და ახალი სტიმული მიიღოს განახლების პროცესში.
თუმცა, ეს პროცესები მრავალ ფაქტორებზეა დამოკიდებული, და მეცნიერები ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული, რამდენად გავს ეს პროცესი ადამიანის ტვინში ისეთივე მექანიზმებს, როგორც ცხოველებში.
ახალი კვლევა: პირველი ნაბიჯი
იელის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ნევროლოგმა ხაიმე გრუცენდლერმა აღნიშნა, რომ ეს აღმოჩენა ცოცხალი ძუძუმწოვრის ტვინში პირველად დაფიქსირდა. ეს არის დიდი ნაბიჯი ნევროლოგიური კვლევების მიმართულებით, რადგან ადრე მსგავსი კვლევები მხოლოდ ცხოველებზე იყო შესაძლებელი.
მეცნიერების თქმით, ვიდეო-რეგისტრაცია წარმოადგენს იმას, რაც ადრე მხოლოდ თეორიულად იყო წარმოდგენილი. ამ აღმოჩენამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ტვინის დაზიანების აღდგენაში.
რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ აღმოჩენას?
თუ მეცნიერები უფრო მეტად გაერკვევიან, როგორ მოქმედებს ტვინის გასუფთავების სისტემა, შესაძლოა სრულიად შეცვალოს ჩვენი გაგება ნევროლოგიური დაავადებების და ასაკთან დაკავშირებული დარღვევების მკურნალობაში. კონკრეტულად, საქმე ეხება ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორებიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი, რომლებიც დაკავშირებულია ნეირონების სიკვდილთან და მათ სისტემურ გაწმენდასთან.
ასევე, ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს ახალი ნევროლოგიური მედიკამენტების და რეგენერაციული თერაპიების შექმნას. თუ გაირკვევა, რომ ტვინი რეალურად ახდენს „გადასუფთავებას“, ეს შეიძლება გახდეს უფრო ადრეული დიაგნოზისა და უფრო ეფექტური მკურნალობის საფუძველი.
მეცნიერების სამომავლო გეგმები
ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერები გააგრძელებენ კვლევები, რათა გაარკვიონ, როგორ ხდება ტვინის დასუფთავების პროცესი ცოცხალი ორგანიზმების შიგნით. ახალმა აღმოჩენებზე უფრო დეტალურმა დაკვირვებამ, შესაძლოა, გამოავლინოს ახალი მეთოდები ნევროლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად და მათი ეფექტური მკურნალობისათვის.
დასკვნა
ეს ახალი აღმოჩენა, რომელიც ეხება ტვინის “დასუფთავების” პროცესს, შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ნაბიჯი ნევროლოგიის მომავალში. ახალი ტექნოლოგიები და ვირუსული მოდელები სავარაუდოდ ეხმარება მეცნიერებს ადამიანების ტვინის მუშაობის უკეთ აღქმაში, რაც შეუწყობს ხელს ნევროლოგიური დაავადებების სწორად გამოკვლევას და მათი კვალიფიციური მკურნალობის შემუშავებას.
გარდა ამისა, აღმოჩენამ შეიძლება გაგვიადვილოს ასაკთან დაკავშირებული ნევროლოგიური აშლილობების სამკურნალო საშუალებათა შექმნაც; ამისათვის კი მეცნიერებმა უფრო მეტი უნდა იცოდნენ როგორ მოქმედებს ტვინის გასუფთავების სისტემა.
როგორც New York Times იუწყება, სტარტაპმა დიდი რაოდენობით ბიოლოგიური მონაცემები მიაწოდა მსხვილ ენობრივ მოდელს (LLM). ამით მკვლევრებს CRISPR-ზე დაფუძნებული გენის რედაქტირების ახალი ტექნოლოგიის შექმნა სურდათ.
ბერკლიში დაფუძნებული სტარტაპი Profluent მკვლევართა გუნდი აცხადებს, რომ მათ გამოიყენეს გენერაციული AI ტექნოლოგიები ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისათვის. როგორც New York Times-ი იუწყება, სტარტაპის გუნდმა დიდი რაოდენობით ბიოლოგიური მონაცემები მიაწოდა მსხვილ ენობრივ მოდელს (LLM), რათა შეექმნათ ახალი, უფრო ეფექტური და ქმედუნარიანი CRISPR-ზე დაფუძნებული გენის რედაქტირების ტექნოლოგია. მათი მიზანი არის ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ დაავადებები და პათოგენები.
AI და CRISPR-ის შერწყმა: რევოლუცია გენეტიკაში
Profluent-ის მიერ შექმნილი ტექნოლოგია OpenCRISPR-1 წარმოადგენს პირველი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ CRISPR ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის იქნა გამოყენებული. სტარტაპი აცხადებს, რომ ეს ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის მიერ ნულიდან შეიქმნა, რაც გახსნის ახალ შესაძლებლობებს სამედიცინო და ბიოლოგიური კვლევებისათვის. როგორც Profluent-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ალი მადანი ამბობს, AI-ის გამოყენება გენური რედაქტირების პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
როგორ მუშაობს OpenCRISPR-1?
OpenCRISPR-1 არის AI-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, გენური რედაქტირების პროცედურების ახალ დონეზე გადადის. სტარტაპი ხაზს უსვამს, რომ მათი მიდგომა არის უფრო ეფექტური და მოქნილი, ვიდრე არსებული ბიოლოგიური მექანიზმები. AI-ს გამოყენებით, გენების რედაქტირების პროცესი უფრო ზუსტია და მისი შესაძლო გვერდითი ეფექტების შემცირება შესაძლებელია.
Profluent აცხადებს, რომ მათი მიზანია, აღნიშნული ტექნოლოგია მიაწოდონ სხვა მკვლევარებს და ბიოლოგებს, რათა დაიწყონ აღნიშნული ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოყენება და სისტემის გაუმჯობესება. მსგავსი ინოვაციური მიდგომა შესაძლებლობას იძლევაა, შეიქმნას უფრო უსაფრთხო და ეფექტური სამედიცინო საშუალებები.
მეცნიერების პროგნოზები და გამოწვევები
მიუხედავად იმისა, რომ CRISPR ტექნოლოგია და გენეტიკური რედაქტირება დიდ პროგრესს აღწევს, ბევრი ექსპერტი კვლავ ფრთხილად ეკიდება ადამიანის დნმ-ის რედაქტირებას. როგორც მკვლევარები განმარტავენ, პრეკლინიკური კვლევების სიმცირე არის ის მთავარი გამოწვევა, რომელიც ხელს უშლის ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას. OpenCRISPR-1 შესაძლოა შეიცავდეს ულტრათანამედროვე შესაძლებლობებს, მაგრამ მხოლოდ უსაფრთხო და ეფექტური კლინიკური კვლევებით იქნება შესაძლებელი საბოლოოდ დადასტურდეს, რომ ტექნოლოგია რეალურად ხელს უწყობს სამედიცინო გადარჩენას.
ხელოვნური ინტელექტის როლი გენური რედაქტირების მომავალში
Profluent-ის ახალი ინიციატივა ცხადყოფს, თუ როგორ შეუძლია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას რევოლუციური ცვლილებების შეტანა გენური რედაქტირების სფეროში. AI მოდელების მეშვეობით შესაძლებელია უფრო ზუსტი გენეტიკური ცვლილებების დიზაინი და უფრო სწრაფი განვითარება. სტარტაპის მიერ წარმოებული მოდელი არა მხოლოდ კლინიკური კვლევების სფეროში დაინტერესებას იწვევს, არამედ მისი განვითარება სხვა მეცნიერებისათვის ახალი შესაძლებლობების კარი გახსნის.
დასკვნა
AI ტექნოლოგიები და CRISPR-ის გენური რედაქტირება ერთად ქმნიან ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულების ბაზას სამედიცინო კვლევებში. Profluent-ის ინოვაციური მიდგომა და OpenCRISPR-1 ტექნოლოგია უკვე ასახავს მომავალი მედიცინის სურათს, რომელიც შესაძლებელს გახდის დაავადებების და პათოგენების თავიდან აცილებას. თუმცა, ბიოლოგიური და კლინიკური კვლევები აუცილებელია, რათა საბოლოოდ დადასტურდეს ეს ტექნოლოგიები, რაც მთლიანად შეცვლის გენეტიკური რედაქტირების მიდგომებს მომავალში.