ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია (დოპინგის) შესახებ – ეს, რა თქმა უნდა, ქმნის საფრთხეს როგორც  ზრდასრული მოვარჯიშე ადამიანებისათვის, ასევე არასრულწლოვან  სპორტის მოყვარულებშიც

ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია (დოპინგის) შესახებ - ეს, რა თქმა უნდა, ქმნის საფრთხეს როგორს  ზრდასრული მოვარჯიშე ადამიანებისათვის, ასევე არასრულწლოვან  სპორტის მოყვარულებშიც
#post_seo_title

ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია (დოპინგის) შესახებ. დოპინგს სხვადასხვა წრეში სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. (სპორტ ფარმა,ქიმია) დღეს ეს მრავალი დასახელების მქონე დოპინგი არის არალეგალური და ადვილი საშოვნელი.

ეს, რა თქმა უნდა, ქმნის საფრთხეს როგორც  ზრდასრული მოვარჯიშე ადამიანებისათვის, ასევე არასრულწლოვან  სპორტის მოყვარულებშიც.

სპორტული ფარმის გამოყენება დღეს ძალიან მაღალ ზღვარს მიაღწია ფიტნეს დარბაზების მომხმარებლებს შორის. თითქმის ყველა ფიტნეს დარბაზში არის ერთი ან ორი ადამიანი, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს ანაბოლური სტეროიდების ან ზრდის ჰორმონის შეძენას. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პრეპარატების მოხმარება ხდება ექიმის რეკომენდაციის ან დაკვირვების გარეშე, რისკი ორგანიზმის მორფო-ფუნქციური დაზიანების უფრო იზრდება.

როგორც წესი, ანაბოლური სტეროიდების მოხმარება ხდება ან მწვრთნელის რეკომენდაციით, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, ან ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით.

ბევრ სტეროიდულ პრეპარატს აქვს ძალიან მძიმე უკუჩვენებები, დაწყებული ჰეპატო-ტოქსიურობიდან, დამთავრებული ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის დაქვეითებით.

მაგრამ ეს მაინც არ აჩერებს მომხმარებელს, რომელსაც ჰპირდებიან სწრაფ შედეგს!

დღეს ფიტნესის მწვრთნელის პროფესია არ არის ლიცენზირებული ისევე როგორც ფიტნეს კლუბები, რომლებშიც ხდება ანაბოლური სტეროიდების გასაღება მწვრთნელების ან ფიტნეს კლუბის მომხმარებლების მიერ. შესაბამისად, კანონის არ არსებობა, ხსნის სოციალურ პასუხისმგებლობას და ხდის ამ ბიზნესს უფრო მასშტაბურს.

მოდით გავერკვიოთ საიდან წამოვიდა დოპინგი, და რა ისტორია აქვს მას

ძველ ოლიმპიადებში არ იყო ნებადართული შედეგების შესახებ წინასწარ მოლაპარაკება და დათმობებზე წასვლა. ყველაფერი დანარჩენი ნებადართული იყო. ჩარლზ ეზალისი, აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც სწავლობს ფიზიკური ფორმის გამაუმჯობესებელი პრეპარატების ისტორიას, თვლის, რომ ძველი ოლიმპიელები სვამდნენ სპეციალურ მცენარეულ ნაყენებს ღვინოსთან ერთად, იღებდნენ ჰალუცინოგენებს და ასევე ჭარბად იღებდნენ ხორცს, რომელსაც ძველ საბერძნეთში ნამდვილად არ მიირთმევდნენ ყოველდღე, ისინი განსაკუთრებით ეტანებოდნენ ცხოველების გულსა და სათესლე ჯირკვლებს.

“კაცობრიობამ არასოდეს იცოდა რა არის წმინდა/სუფთა/ნამდვილი სპორტი”, – თვლის ის.

მას ეხმიანება სპორტის კიდევ ერთი ისტორიკოსი, უილიამ ბლეიკ ტირელი, ავტორი წიგნისა “ოფლის სუნი: ბერძენი ათლეტები, ოლიმპიური თამაშები და კულტურა”: “გამარჯვება ყველაფერი იყო! თუ ისინი თვლიდნენ, რომ მარტორქის რქა დაეხმარებოდათ, მაშინ მას ფქვავდნენ და ღვინოსთან ერთად იღებდნენ.”

არც რომაელი გლადიატორები ამბობდნენ უარს ჰალუცინოგენებზე და იღებდნენ სტრიქნინს, რომლის მცირე დოზას აქვს მასტიმულირებელი ეფექტი. დოპინგებს ვერ ასცდნენ ვერც ეტლების რბოლაში მონაწილე ცხენები: მათ დაბალი ალკოჰოლის შემცველ თაფლს აძლევდნენ, რათა კიდევ უფრო სწრაფად ერბინათ.

#post_seo_title

ოლიმპიური მოძრაობის აღორძინებამ გამოიწვია ფიზიკური ფორმის გამაუმჯობესებელი პრეპარატების, ანუ, დოპინგის დაბრუნება დიდ სპორტში.

1904 წლის სენტ-ლუისის თამაშებზე, ბრიტანეთში დაბადებულმა ამერიკელმა მარათონელმა ტომ ჰიკსმა მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, მისი მეტოქე დისკვალიფიცირებული იქნა, ვინაიდან მან გზის ნაწილი მანქანით გაიარა და ამიტომ ჰიკსმა ოქროს მედალი მიიღო.

ამავე დროს, როგორც ჰიკსის მწვრთნელმა ჩარლზ ლუკმა მოგვიანებით თქვა, მან დოპინგის დახმარებით მოიგო. ფინიშის ხაზამდე შვიდი მილით (დაახლოებით 11 კმ) ადრე ჰიკსმა გონება დაკარგა. მწვრთნელმა მას ერთი მილიგრამი სტრიქნინის სულფატის ინიექცია გაუკეთა და ერთი ყლუპი კონიაკიც დაალევინა. ჰიკსმა სირბილი გააგრძელა, მაგრამ სამი მილის შემდეგ ისევ გაჩერდა და მწვრთნელმა ინიექცია კვლავ გაუკეთა. ჰიკსმა როგორღაც დაასრულა დისტანცია, თუმცა დაუყოვნებლივ საავადმყოფოში აღმოჩნდა.

მარკ გოლდი, ავტორი წიგნისა – “გამოსვლის გამაუმჯობესებელი პრეპარატები და ნარკოტიკები“, წერდა, რომ სტრიქნინის, ჰეროინის, კოკაინისა და კოფეინის ნაზავს ფართოდ იყენებდნენ როგორც სპორტსმენები, ისე მათი მწვრთნელები, თანაც, თითოეულმა შეიმუშავა საკუთარი უნიკალური ფორმულა. ეს პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული 1920-იან წლებამდე, როდესაც ჰეროინისა და კოკაინის გაცემა დაიწყო მხოლოდ რეცეპტით.”

პირველი ეფექტური დოპინგი იყო ამფეტამინები, ნერვული სისტემის სტიმულატორები, რომლითაც შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, გერმანიისა და იაპონიის ჯარები ამარაგებდნენ თავიანთ ჯარისკაცებს მეორე მსოფლიო ომის დროს.

50-იან წლებში მათი გამოყენება სპორტშიც გავრცელდა. ამფეტამინები, რომელსაც იტალიელი ველოსიპედისტებში კოდური სახელი “la bomba” , ხოლო ჰოლანდიელებში “atoom” ერქვა, ხელს უწყობდა მძიმე ფიზიკური ვარჯიშით გამოწვეულ დაღლილობასთან გამკლავებას.

1958 წელს ამერიკელმა ექიმმა ჯონ ვოსლი ზიგლერმა შექმნა პირველი ანაბოლური სტეროიდი, რომელსაც “დიანაბოლი” ეწოდა.

ლეგენდის მიხედვით, 1954 წელს ზიგლერი ვენაში იყო, სადაც თან ახლდა ამერიკელი ძალოსნების გუნდს. იქვე შეხვდა ის თავის კოლეგას, საბჭოთა ნაკრების ექიმს. გაცნობის პროცესში, რასაც ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება ახლდა თან, საბჭოთა ექიმმა ზიგლერს რამდენჯერმე ჰკითხა: “რას აძლევ შენს ბიჭებს?” ზიგლერს არ ესმოდა, რა ეკითხებოდნენ და გადაწყვიტა კონტრ-შეკითხვით ეპასუხა. “შენ რას აძლევ შენს ბიჭებს?“. საბჭოთა ექიმმა უპასუხა, რომ მისი სპორტსმენები  ტესტოსტერონს იღებდნენ.

1960 წლის 26 აგვისტოს დოპინგის პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა: დანიელი ველოსიპედისტი კნუტ იენსენი რომის ოლიმპიადაზე 100-კილომეტრიანი რბოლის დროს დაიმტვრა. ავტოფსიამ მის სისხლში ამფეტამინის კვალი გამოავლინა.

1967 წლის 13 ივლისს ბრიტანელი ველოსიპედისტი ტომი სიმპსონი გარდაიცვალა ცნობილი “ტურ დე ფრანსის“ ველორბოლის მე-13 ეტაპზე. სიმპსონის დევიზი იყო: “თუ ათი [აბი, კაფსული, შპრიცი, დოზა] მოგკლავს, ცხრა მიიღე და გაიმარჯვე!” ის თავს იმხნევებდა დიდი რაოდენობით ამფეტამინებით, და მათ კონიაკს აყოლებდა. საბოლოოდ, მისმა სხეულმა ვეღარ შეძლო ფუნქციონირება და სიმპსონი გარდაიცვალა.

1967 – 1976 წწ.

სიმპსონის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა სწრაფი ტემპით წარიმართა:

1980 – 1999 წწ.

1988 წლის 27 სექტემბერს კანადელ სპრინტერს ბენ ჯონსონს სეულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი ჩამოართვეს, მას შემდეგ, რაც ანაბოლური სტეროიდის – სტანოზოლოლის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ჯონსონი ამტკიცებდა, რომ ვიღაცამ აკრძალული პრეპარატი ჩაუყარა მცენარეულ ჩაიში, მაგრამ ოლიმპიურმა ხელისუფლებამ არ დაუჯერა მას და სპორტსმენს ორი წლით შეუჩერა შეჯიბრებებში მონაწილეობა.

2004 წელს დოპინგთან ბრძოლა უკვე იმდენად გავრცელებული და წარმატებული იყო, რომ WADA-მა გადაწყვიტა წესები ოდნავ შეერბილებინა და … კოფეინი ამოიღო აკრძალული პრეპარატების სიიდან. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი, გაირკვა, რომ სისხლში კოფეინის ძალიან დიდი რაოდენობა უარყოფითად მოქმედებს სპორტულ მიღწევებზე და მეორე, გადაწყდა არ დაესაჯათ ის სპორტსმენები, რომელთა მეტაბოლიზმი კოფეინს გარკვეულწილად არასტანდარტული ტემპით ამუშავებს.

ოთხი წლის განმავლობაში, 2009 წლიდან 2013 წლამდე, დასავლური პრესა ბევრს წერდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში “სახელმწიფო დონეზე” არსებული ფართომასშტაბიანი დოპინგის შესახებ.

გასულ წელს ამერიკულმა ჟურნალმა “Newsweek“ გამოაქვეყნა სტატია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენთა წვრთნის პროგრამის შესახებ, რომელშიც ნათქვამი იყო: “1964-1988 წლებში ამ ქვეყანამ [გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა], რომლის მოსახლეობა  17 მილიონზე ნაკლებია, მხოლოდ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიგო 454 მედალი. “შტაზის“ მასალების მიხედვით, დოპინგი იყო ქვეყანაში შესანიშნავად ორგანიზებული სპორტსმენთა მომზადების პროგრამის განუყოფელი ნაწილი“.

 

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ბიუჯეტის გაზრდას და ახალი პროგრამების დანერგვას გეგმავს

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ბიუჯეტის გაზრდას და ახალი პროგრამების დანერგვას გეგმავს
#post_seo_title

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ბიუჯეტის გაზრდას და ახალი პროგრამების დანერგვას გეგმავს. როგორც აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდისა და პროგრამების გაფართოების საკითხებზე ისაუბრა.

„მიმდინარე წელს სამინისტრომ მნიშვნელოვნად გააფართოვა პროგრამები, რომლის ფარგლებში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას 100-მდე სამედიცინო სერვისს სთავაზობს. მომავალი წლისთვის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, იგეგმება თვისობრივად ახალი პროგრამების დანერგვა და არსებული პროგრამების გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.

შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებზე, არსებულ საჭიროებებზე და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

როგორ მიმდინარეობს ენდოვასკულარული ოპერაციები ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში? – საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხელაძე

როგორ მიმდინარეობს ენდოვასკულარული ოპერაციები ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში?
#post_seo_title

როგორ მიმდინარეობს ენდოვასკულარული ოპერაციები ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში?

ქვემო კიდურის არტერიების ბალონური ანგიოპლასტიკის და სტენტირების შესახებ საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხელაძე

მშობლებსა თუ მასწავლებლებს გვინდა შევახსენოთ რომ გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ ბავშვებში მიოპიის (ახლომხედველობის) თავიდან აცილებაში

მხედველობის მსოფლიო დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვინდა დავუთმოთ ბავშვების მხედველობას და თვალის სიჯანსაღეს.
#post_seo_title

მხედველობის მსოფლიო დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვინდა დავუთმოთ ბავშვების მხედველობას და თვალის სიჯანსაღეს.

ბავშვებში მხედველობის დაქვეითებას მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ აკადემიურ მოსწრებასა თუ სოციალურ ჩართულობაზე, თუმცა, ამ პრობლემის დაძლევა ხშირად მარტივადაა შესაძლებელი.
მშობლებსა თუ მასწავლებლებს გვინდა შევახსენოთ რომ გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ ბავშვებში მიოპიის (ახლომხედველობის) თავიდან აცილებაში.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, როგორ უნდა გამოვავლინოთ მიოპია
შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: ტექსტიშეიძლება იყოს ნაჯღაბნი ამისა: ერთი ან მეტი ადამიანი და ტექსტიშეიძლება იყოს text გამოსახულებაშეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: ფეხბურთი, ამერიკული ფეხბურთი და ტექსტიშეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: სათვალე და ტექსტიშეიძლება იყოს ნაჯღაბნი ამისა: ერთი ან მეტი ადამიანი და ტექსტი
შეიძლება იყოს text გამოსახულება

ბავშვების უხეში ქცევა: მშობლების რეაქცია და ქცევის მართვის გზები – როცა ბავშვი ურტყამს ან არასასიამოვნო სიტყვებს ამბობს

„ამ პროცესების ხელოვნურად შეჩერებაც წარმოუდგენელია...“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
#post_seo_title

ბავშვების უხეში ქცევა: მშობლების რეაქცია და ქცევის მართვის გზები

ბავშვების უხეში ქცევა მშობლებისთვის გამოწვევაა, რაც ხშირად მწვავე სიტუაციებში ვითარდება. როგორ უნდა მოვეკიდოთ ასეთ ქცევას, რა შეიძლება იყოს მისი მიზეზები და როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვს.

რატომ იქცევა ბავშვი უხეშად?

ბავშვის უხეში ქცევა შესაძლოა იყოს მისი მიზანმიმართული აქტივობა, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი. პრობლემური ქცევა ხშირად განმტკიცდება შედეგებით, რომლებიც მის თან ახლავს.

ეს შეიძლება იყოს:

  1. სასურველის მიღება (მაგ., კანფეტის გამო დაძაბვა მაღაზიაში). უნდოდა კანფეტი, არ ყიდულობდნენ, მან იყვირა/იუხეშა/იბილწსიტყვავა: მიიღო სასურველი და უყიდეს;
  2. ყურადღების მიპყრობა.
  3. იმპულსურობა.
  4. არახელსაყრელი გარემო.
  5. იმიტაცია (საკუთარი ოჯახის წევრების ან მულტფილმის გმირების ქცევის მიბაძვა).
  6. ფიზიოლოგიური მდგომარეობა (უძილობა, შიმშილი).
  7. არ უნდა დაყრილი სათამაშოების ალაგება. ოღონდ დამშვიდებულიყო და ამ დავალების შესრულება აღარ მოსთხოვეს

მშობლის რეაქცია უხეშ ქცევაზე

ბავშვის უხეში ქცევის დროს მშობელი არ უნდა შეხვდეს სიტუაციას აგრესიულად.

 საუკეთესო ქცევა არის:

  • დაიგნორება: მომენტალურად არ უნდა მიექცეს ყურადღება ქცევის გამოვლენას.
  • არანაირი აგრესია: უპასუხოს მშვიდად, არ უნდა გაამწვავოს სიტუაცია.
  • სწორი გამოხატვა: ასწავლოს, როგორ უნდა გამოხატოს თავისი სურვილები და ემოციები.

რა არის დაგეგმილი იგნორი?

იგნორირების სტრატეგია უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. ეს ნიშნავს, რომ უნდა იგნორირდეს თავად ქცევა, მაგრამ არა ბავშვი. საჭიროა, რომ მშობელმა გააანალიზოს, რატომ ხდება ასეთი ქცევა და საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სპეციალისტს.

როგორ უნდა აღმოიფხვრას უხეში ქცევა?

  1. მიზეზების ანალიზი: მშობელმა უნდა გააანალიზოს, რა წინაპირობები და შედეგები ახლავს ბავშვის ქცევას.
  2. ერთიანი აღზრდის სტილი: მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ყველა წევრი ერთიანი პოზიციით მოიქცეს.
  3. საქმიანი კომუნიკაცია: მშობლებმა უნდა უჩვენონ ბავშვს, რომ მისი ემოციები და სურვილები მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი უნდა გამოიხატოს მშვიდად და მოწესრიგებულად.

დასკვნა

ბავშვის უხეში ქცევა შეიძლება იყოს გამოწვეული სხვადასხვა ფაქტორებით. მშობლების სათანადო რეაქცია და ქცევის შესწავლა მშვენიერი საფუძველი გახდება ბავშვის ემოციური და სოციალური განვითარებისთვის. თუ მშობლებს სირთულეები აქვთ, სპეციალისტის დახმარება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

„ონკოლოგიური სერვისების დაფინანსება დაახლოებით გახუთმაგებულია და ასეულობით მილიონ ლარს მოიცავს, ტენდენცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“ – მიხეილ სარჯველაძე

„რესპუბლიკურ საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა“
#post_seo_title

„ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ უნდა გაგრძელდეს.“ ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ანგარიშის – „ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის თანამშრომლებსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს მადლობა გადაუხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში ონკოლოგიური სერვისების დაფინანსება დაახლოებით გახუთმაგებულია და ასეულობით მილიონ ლარს მოიცავს.

„ეს არ არის ის ნიშნული, რომლითაც კმაყოფილი ვიქნებით. ტენდენცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და შენარჩუნდეს, ვიდრე თითოეული პაციენტი მიწოდებული სერვისებით კმაყოფილი არ იქნება. ამ თვალსაზრისით, ტენდენცია მართლაც დამაკმაყოფილებელია. ყველაფერი კეთდება, რათა ნებისმიერი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური გაუმჯობესება მეტწილად ხმარდებოდეს იმ სოციალურ პროექტებს, რომლითაც შეგვიძლია, შემდეგ თავიც მოვიწონოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ დღევანდელი თემატური მოკვლევის ანგარიში და მისი წარდგენა ემთხვევა იმ დღეს, როდესაც აღინიშნება პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღე. ალბათ არსად, არცერთ სფეროში, არცერთი პაციენტის შემთხვევაში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის პაციენტის უსაფრთხოება, ინტერესის დაცვა, ჯანმრთელობა და სიცოცხლე, როგორც ონკოლოგიის სფეროში. ეს არ არის უბრალოდ სიმბოლური დამთხვევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს ამ სახით აღნიშნავს კომიტეტი მნიშვნელოვან ინიციატივას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დასკვნა

საქართველოში ონკოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა, სამუშაო პროცესი უნდა გაგრძელდეს, რათა თითოეული პაციენტი ხარისხიანი სერვისებით იყოს უზრუნველყოფილი.

ჩვევები, რომლითაც თირკმელებს ინადგურებთ – გამორიცხეთ ეს 10 ჩვევა, თუ თირკმელების ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, გვირჩევენ ექიმები

ჩვევები, რომლითაც თირკმელებს ინადგურებთ - გამორიცხეთ ეს 10 ჩვევა, თუ თირკმელების ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, გვირჩევენ ექიმები
#post_seo_title

თირკმელები ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. მათი მთავარი ამოცანაა სისხლის გაწმენდა. ცოტა ადამიანი ფიქრობს, რომ ბევრი, ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა მათ თირკმელს „გამოუსწორებელ” ზიანს აყენებს.

თირკმელები ჩვენს ორგანიზმში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ — სისხლის გაწმენდას. თუმცა, ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ მათმა ყოველდღიურმა ჩვევებმა შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ამ ორგანოებს.

გამორიცხეთ ეს 10 ჩვევა, თუ თირკმელების ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, გვირჩევენ ექიმები.

1. ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება

პარაცეტამოლისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება უნდა განხორციელდეს სიფრთხილით და ექიმის მითითებით. მათი ზედმეტი მიღება თირკმელებზე უარყოფითად მოქმედებს.

გახსოვდეთ, რომ მარილს უკვე შეიცავს მცირე რაოდენობით ბევრი პროდუქტი, ამიტომ კერძებში დიდი რაოდენობით მარილის დამატებით, ჩვენ შეუმჩნევლად ვაჭარბებთ უსაფრთხო ზღვარს.

2. მარილის ჭარბი გამოყენება

მეტი მარილი უწყობს წყლისა და მარილების ცვლის მოშლას. ზრდასრულების ყოველდღიური მარილის საჭიროება არ უნდა აღემატებოდეს 5-6 გრამს (1 ჩაის კოვზი).

3. ზედმეტი ცილა

ცილების ზედმეტი მიღება ზრდის თირკმელების დატვირთვას, რამაც შეიძლება ქვების ფორმირება გამოიწვიოს.

4. არაკმარისი წყლის დალევა

წყალი აუცილებელია სხეულის ყველა ფუნქციისთვის. გირჩევთ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი სუფთა წყლის დალევას.

5. ნახევარფაბრიკატების ჭარბი მოხმარება

ფოსფორითა და მარილით მდიდარი ნახევარფაბრიკატები საზიანოა თირკმელებისთვის და მათი პრობლემების გაღრმავებას უწყობს ხელს.

6. ძილის ნაკლებობა

თირკმლის ქსოვილი ნახლდება ღამით ძილის დროს. თუ ხშირად არ გძინავთ, გვიან იძინებთ და ადრე დგებით, მაშინ განახლების პროცესი არ სრულებულა. საბოლოო ჯამში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ორგანოს დარღვევა.

7. დიდი რაოდენობით კოფეინი

კოფეინი შარდმდენი ეფექტით გამოირჩევა, რაც თირკმელებს დამატებით ტვირთვას აყენებს.

8. შარდის ბუშტის დროულად არ დაცლა

შარდის შეკავება საშიშია და თირკმელების პრობლემებს შეიძლება დაუკავშირდეს. საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ საპირფარეშოს.

9. არააქტიური ცხოვრების წესი

ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა სისხლის მიმოქცევას არღვევს და თირკმელების შეშუპებას იწვევს. ყოველ საათში მცირე ვარჯიშის ჩართვა სასარგებლოა.

10. მკაცრი დიეტები

მკაცრი დიეტები არღვევენ ორგანიზმში ნივთიერებების ბუნებრივ ბალანსს, რაც თირკმელების ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

დასკვნა

თქვენი თირკმელების ჯანმრთელობა თქვენს ყოველდღიურ ჩვევებზეა დამოკიდებული. აღნიშნული რჩევების დაცვით, შეძლებთ ამ მნიშვნელოვანი ორგანოების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

Тихие убийцы в наших домах – фенолы в шампуне, пластике и повседневных продуктах – почему ваше сердце под угрозой и кто не защищает нас?

#post_seo_title

Recent research conducted at the University of Cincinnati has uncovered a concerning link between phenols—a class of chemicals found in everyday products—and heart rhythm disorders, also known as arrhythmias.

Recent research conducted at the University of Cincinnati has uncovered a concerning link between phenols—a class of chemicals found in everyday products—and heart rhythm disorders, also known as arrhythmias.
#post_seo_title

„ჩუმი მკვლელები“ ჩვენს სახლებში – ფენოლები შამპუნში, პლასტმასსა და ყოველდღიურ პროდუქტებში

„ჩუმი მკვლელები“ ჩვენს სახლებში - ფენოლები შამპუნში, პლასტმასსა და ყოველდღიურ პროდუქტებში
#post_seo_title
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights