თირკმლის სიმსივნის რადიოსიხშირული აბლაცია ოპერაციულ მკურნალობასთან შედარებით ნაკლებად ინვაზიური პროცედურაა, რომელიც სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება
4 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება
ქვეყნის მასშტაბით, 4 ნოემბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასო იქნება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს
უწყების ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე რისკჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით 37 000ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ძალიან ბევრი ფიტნეს კლუბი არსებობს – როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვარჯიშის პროგრამის ბლანკი და მომხმარებლის ჯანმრთელობის შესახებ გამოკითხვის ანკეტა?
დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ფიტნეს კლუბი არსებობს.
“ნეონატოლოგიურ ცენტრ N ქირონ+”-ში მშობელთა საბჭოს რეკომენდაციით ცვლილებები განხორციელდა
“ნეონატოლოგიურ ცენტრ N ქირონ+”-ში არსებული მშობელთა საბჭოს მუშაობით და მჭიდრო კომუნიკაციით, განხორციელდა სხვადასხვა ცვლილება.
“მათი რჩვევით კლინიკაში განთავსდა საინფორმაციო ბუკლეტები.
🔘გაიზარდა პაციენტების ნახვის საათი.⏱️
🔘მოეწყო სალოცავი კუთხე .
🔘სარეკლამო რგოლები განთავსდა მონიტორზე ფლიგელებში.
კლინიკაში მშობელთა საბჭო მუშაობს აქტიურად და სხვა დამატებითი რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის არის ღია.
🖊️თუ რაიმე რჩევა და რეკომენდაცია გაქვთ გთხოვთ თქვენც გაგვიზიაროთ 🙏❤️”
როგორ უნდა ამოვიცნოთ კრუპი ბავშვებში?
როგორ უნდა ამოვიცნოთ კრუპი ბავშვებში?
ცრუ კრუპი (ხორხის მწვავე სტენოზი): სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობის მეთოდები – რა არის ცრუ კრუპი?- საუბრობს პედიატრი თემურ მიქელაძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან”:
„ძირითადად, კრუპი ვირუსული ეტიოლოგიით არის განპირობებული. მისი ძირითადი გამომწვევი პარაგრიპის ვირუსია. მაგალითად დიფტერიული, პრაქტიკულად, აღარ გვხვდება, რადგანაც ამის საწინააღმდეგო ვაქცინა კეთდება. ბავშვები დროულად უნდა იყვნენ ვაქცინირებული.
მას ახასიათებს ჩახლეჩილი ხასიათის ხმა, ბავშვი იძინებს აბსოლუტურად ჯანმრთელი და ღამით აქვს შეტევითი, ყეფვითი გამოძახილი. კრუპი ერთი და იგივე ბავშვს შეიძლება რამდენჯერმე გაუმეორდეს“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.
მისი თქმით, ხველასთან გაჩაღებული ბრძოლა საჭირო არ არის, ის აუცილებად გაივლის.
„თუ მშობელი სწორად გაივლის ექიმთან კონსულტაციას, მეორე, მესამე ეპიზოდზე შეიძლება უპრობლემოდ მართოს კრუპი. ამ დროს, ოთახი უნდა იყოს დატენიანებული, ბავშვმა უნდა შეისუნთქოს ცივი ჰაერი, შეგვიძლია გამოვიყენოთ პერორალური ერთჯერადად გამოსაყენებელი საშუალება, შეგვიძლია გამოვიყენოთ რექტალურად, სანთლის სახით ან საინჰალაციო სტეროიდები, ბუდესონიდის სახით.
რაც მთავარია, არ უნდა დავიბნეთ, არ ავყვეთ პანიკას და არ მოვახდინოთ ბავშვის ეგრევე სტაციონარში გადაყვანა. განსაკუთრებით კრუპს არ სჭირდება დაბნევა…
საკმაოდ მძიმე შესახედია, როცა ბავშვი ვერ სუნთქავს, მაგრამ ამის შველა ჩვენ რამდენიმე წუთში შეგვიძლია იგივე პერორალური სტეროიდით, რექტალური სტეროიდით თუ საინჰალაციო საშუალებებით” – აღნიშნა თემურ მიქელაძემ.
ფეხისგულები არის ის მნიშვნელოვანი – ზაფხულში ნამიან ბალახზე ფეხშიშველი სიარულის დადებითი მხარეები
ზაფხულში ნამიან ბალახზე ფეხშიშველი სიარულის დადებით მხარეები ჩვენს ორგანიზმში. ზაფხულში ნამიან ბალახზე ფეხშიშველი სიარულის დადებითი მხარეები
პედიატრმა ქეთი შარანგიამ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ ზაფხულში ნამიან ბალახზე ფეხშიშველი სიარულის დადებით მხარეებზე ისაუბრა:
„ფეხშიშვესურველია არლი სიარული სასურველია არა მხოლოდ ნამიან ბალახზე, არამედ ოთახშიც ამ შემთხვევაში იატაკი უნდა იყოს მხოლოდ ბუნებრივი ხის, ის არ უნდა იყოს ლამინირებული. ფეხისგულები არის ის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ძალიან ბევრი რეცეპტორია განლაგებული. მათი აქტივაცია იწვევს სხვადასხვა ორგანოში მსგავსი რეცეპტორების აქტივაციას. ფეხისგულების რეცეპტორების აქტივაცია ხელს უწყობს ბავშვებში ზედა სასუნთქი გზებისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების პრევენციას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი რეცეპტორები, როგორიც ფეხისგულებზეა მოთავსებული, არის მოთავსებული ცხვირში. მათი აქტივაცია ხელს შეუწყობს იმას, რომ ბავშვები იშვიათად გახდებიან ავად ზედა სასუნთქი გზებისა და მწვავე რესპირატორული ინფექციებით. ძალიან მნიშვნელოვანია ფეხისგულების მასაჟი და სტიმულაცია. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მით უმეტეს, თუ ეს არის ნამიანი ბალახი, კიდევ უფრო მეტად არის სასურველი. ბავშვი წყლის მსგავს პროცედურებსაც ეჩვევა.“
როდესაც გაკაჟებაზე ვსაუბრობთ, გაკაჟება არის ორგანიზმის შეგუება მისთვის არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი. არახელსაყრელი პირობა რა შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის?! ეს არის ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალი ტემპერატურა.
ფეხისგულები არის ის მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ორგანიზმში, რომელიც გაკაჟებაში იღებს აქტიურ მონაწილეობას. მით უმეტეს, თუ ვეხებით ზაფხულის პერიოდს. ეს არის საუკეთესო პერიოდი გაკაჟებისთვის. არცერთი პერიოდი არ არის ცუდი იმისთვის, რომ გაკაჟება დავიწყოთ“.
ფეხშიშველი სიარულის პრაქტიკა წარმოადგენს მარტივ, მაგრამ ეფექტურ გზას ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. ბუნებრივ ზედაპირზე სიარულმა შეიძლება დადებითი ეფექტი მოახდინოს და კარგი პრევენცია იყოს სასუნთქი გზების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
ფეხების ზედაპირზე მდებარე რეცეპტორები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. ფეხისგულების რეცეპტორების აქტივაცია ეხმარება სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის გაუმჯობესებაში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში. სპეციალისტები თვლიან, რომ ფეხშიშველი სიარული ხელს უწყობს ბავშვებში ზედა სასუნთქი გზების ჯანმრთელობას და მწვავე რესპირატორული ინფექციების პრევენციას.
#drpkhakadze
კვანძოვანი ჩიყვი – რა უნდა იცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის ამ დაავადებაზე?
ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის პასუხისმგებელია სხეულში მიმდინარე მრავალი პროცესის რეგულირებაზე, მათ შორის, საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და რეპროდუქციული სისტემების გამართულად ფუნქციონირებაზე.
კვანძოვანი ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევა გახლავთ.
რა არის კვანძოვანი ჩიყი?
კვანძოვანი ჩიყვი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურაში წარმოიქმნება კვანძური წარმონაქმნები. ამგვარი კვანძები რაოდენობის მიხედვით, არსებობს:
- ერთკვანძიანი ჩიყვი – როდესაც ერთი კვანძი არის
- მრავალკვანძიანი ჩიყვი – როცა რამდენიმე კვანძი არსებობს.
დიფუზური ჩიყვის შემთხვევაში კი ფარისებრი ჯირკვალი უბრალოდ გადიდებულია, მაგრამ კვანძები არ აღინიშნება.
კვანძოვანი ჩიყვი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურაში გვხვდება კვანძოვანი წარმონაქმნი ან წარმონაქმნები. კვანძის რაოდენობის მიხედვით, არსებობს ერთკვანძიანი ან მრავალკვანძიანი ჩიყვი. თუ ორგანო უბრალოდ გადიდებულია და არ აღინიშნება მასში კვანძები, მაშინ საქმე გვაქვს დიფუზურ ჩიყვთან.
კვანძოვანი ჩიყვის დროს კვანძები უმრავლეს შემთხვევებში კეთილთვისებიანია, თუმცა, იშვიათად ის შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეც იყოს.
კვანძოვანი ჩიყვის მიზეზები
კვანძოვანი ჩიყვის ზუსტი მიზეზები რთულია განსაზღვრა, თუმცა რამდენიმე ძირითადი ფაქტორი არსებობს:
- ავტოიმუნური თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს დაავადება)
- იოდის დეფიციტი
- გენეტიკური ფაქტორები
- რადიაციული ზემოქმედება
- კერძო მედიკამენტების მოხმარება
სიმპტომები
ხშირად კვანძოვანი ჩიყვი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა დიდი ზომის კვანძებმა შეიძლება გამოიწვიოს:
- კისრის შეშუპება
- ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება
ჰორმონალურად აქტიური კვანძები კი შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერთირეოზის სიმპტომები, როგორიცაა:
- წონის კლება
- გულისცემის აჩქარება
- ჭარბი ოფლიანობა
დიაგნოსტიკა
კვანძოვანი ჩიყვის დიაგნოსტირება ხდება ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კონტროლის საშუალებით. ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაკეთდეს კვანძის ბიოფსია ავთვისებიანი სიმსივნის გამორიცხვისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეების შეფასება.
ასევე, უნდა უნდა განვსაზღვროთ სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციაც, რათა შევაფასოთ მისი ფუნქცია ორგანიზმში.
მკურნალობა
კვანძოვანი ჩიყვის მკურნალობა დამოკიდებულია:
- კვანძების ზომაზე
- სიმპტომებზე
- კვანძების სტრუქტურაზე
თუ კვანძები მცირე და კეთილთვისებიანია, რეკომენდებულია რეგულარული მონიტორინგი (6 თვეში ერთხელ). უფრო დიდი კვანძების შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო იყოს:
- ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია
- ქირურგიული ჩარევა
- რადიოაქტიური იოდის თერაპია
სპეციფიური შემთხვევებისთვის კი შეიძლება გამოვიყენოთ მინიმალურად ინვაზიური პროცედურები, როგორიცაა ეთანოლის ინიექცია ან თერმული აბლაცია.
მკურნალობა დამოკიდებულია კვანძების ზომაზე, სიმპტომებსა და სტრუქტურაზე. თუ კვანძები მცირეა და კეთილთვისებიანი, 6 თვეში ერთხელ რეგულარული მონიტორინგი უნდა ჩატარდეს. უფრო დიდი კვანძებისთვის კი, აუცილებელია მკურნალობის დანიშვნა. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება დაინიშნოს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, ქირურგია და რადიოაქტიური იოდით თერაპია. კონკრეტულ შემთხვევებში, ასევე, გამოიყენება მინიმალური ინვაზიური პროცედურები, როგორებიცაა ეთანოლის ინიექცია ან თერმული აბლაცია.
რა არის კვანძოვანი ჩიყვი და რით განსხვავდება ის სხვა სახის ჩიყვისგან?
კვანძოვანი ჩიყვი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურაში გვხვდება კვანძოვანი წარმონაქმნი ან წარმონაქმნები. კვანძის რაოდენობის მიხედვით, არსებობს ერთკვანძიანი ან მრავალკვანძიანი ჩიყვი. თუ ორგანო უბრალოდ გადიდებულია და არ აღინიშნება მასში კვანძები, მაშინ საქმე გვაქვს დიფუზურ ჩიყვთან.
კვანძოვანი ჩიყვის დროს კვანძები უმრავლეს შემთხვევებში კეთილთვისებიანია, თუმცა, იშვიათად ის შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეც იყოს.
რა არის კვანძოვანი ჩიყვის ძირითადი მიზეზები?
კვანძოვანი ჩიყვის ზუსტი მიზეზის დადგენა საკმაოდ რთულია. ეს შეიძლება იყოს ავტოიმუნური თირეოიდიტი, რომელსაც ჰაშიმოტოს დაავადებასაც უწოდებენ. მას ზოგჯერ განაპირობებს იოდის დეფიციტი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, რადიაციული ზემოქმედება, გარკვეული ჯგუფის მედიკამენტების მოხმარება და ა.შ
დასკვნა
კვანძოვანი ჩიყვი წარმოადგენს მნიშვნელოვან ჯანმრთელობის პრობლემას, რომელიც მოითხოვს სათანადო ყურადღებას და მკურნალობას. თუ გსურთ მეტი ინფორმაცია და მხარდაჭერა, მიმართეთ პროფესიონალ ენდოკრინოლოგს.
“კონსილიუმ მედულას” ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი თამარ კახნიაშვილი ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე
მაასტრიხტში გამართულ ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე კლინიკა “კონსილიუმ მედულას” ფსიქიატრმა და ფსიქოთერაპევტმა თამარ კახნიაშვილმა და კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ონკოლოგმა ივანე კილაძემ წარადგინეს ნაშრომი “ონკოპაციენტების ფინანსური საჭიროებების შესახებ”.
ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე პროფესიონალები 72 ქვეყნიდან: ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ონკოლოგები, პაციენტთა ადვოკატები განიხილავდნენ ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური საჭიროებების გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
თამარ კახნიაშვილი საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტია, ის კლინიკურ საქმიანობასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული საქართველოში ონკოპაციენტების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად მიმართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობებში უცხოელ და ქართველ კოლეგებთან ერთად.












