მაასტრიხტში გამართულ ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე კლინიკა “კონსილიუმ მედულას” ფსიქიატრმა და ფსიქოთერაპევტმა თამარ კახნიაშვილმა და კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ონკოლოგმა ივანე კილაძემ წარადგინეს ნაშრომი “ონკოპაციენტების ფინანსური საჭიროებების შესახებ”.
ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე პროფესიონალები 72 ქვეყნიდან: ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ონკოლოგები, პაციენტთა ადვოკატები განიხილავდნენ ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური საჭიროებების გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
თამარ კახნიაშვილი საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტია, ის კლინიკურ საქმიანობასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული საქართველოში ონკოპაციენტების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად მიმართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობებში უცხოელ და ქართველ კოლეგებთან ერთად.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. “კონსილიუმ მედულას” ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი თამარ კახნიაშვილი ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/10/31/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9b-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%a1%e1%83%98/
sheniekimi.ge
