ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

ჯანდაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის

ჯანდაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის
#post_seo_title

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა, ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, განისაზღვრება.

„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება. მიმდინარე წელს, სააგენტომ ახალი საცხოვრებელი 1132 დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.

 

 

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს
#post_seo_title

თბილისის მე-11რაიონული სამსახურის 1132 ბრიგადამ მშობიარობა ბინაზე მიიღო.

“ექიმ სალომე კოკაიას გადმოცემით, თბილისის ერთ-ერთ უბანში, გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას კორპუსის წინ პანიკაში მყოფი მეზობლები დახვდნენ. ძველებურ კორპუსში ლიფტის არარსებობის მიუხედავად ექიმები წამებში პაციენტთან იყვნენ. ნაადრევად მშობიარობა დაწყებული ახალგაზრდა ქალი იატაკზე იწვა და შველას ითხოვდა. ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმისა და სწორი მოქმედების შედეგად სამყაროს პატარა ვარდისფერლოყებიანი ბიჭუნა მოევლინა, რომელმაც დაბადებისთანავე იტირა. ექიმების მიერ მოხდა დედის პარამეტრების შეფასება, პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე. 

ბრიგადის ექიმების მიერ დედა და ახლად დაბადებული პატარა ბიჭუნა სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნენ გადაყვანილნი.
სალომე კოკაია მეან-გინეკოლოგია და ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობის პერიოდში მისთვის ეს ბინაზე მშობიარობის მიღების პირველი შემთხვევა იყო. ახალი სიცოცხლის დაბადების პროცესში მონაწილეობამ, მას კიდევ ერთხელ დაანახა მისი პროფესიისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.

გვეამაყება: ჩვენი ეკიპაჟის მაღალი პროფესიონალიზმი. ექიმი – სალომე კოკაია, უმცროსი ექიმი – მარიტა სომხიშვილი, მძღოლი მამუკა მიქაია” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი მუშაობას იწყებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი მუშაობას იწყებს
#post_seo_title

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი მუშაობას იწყებს. სივრცე სრულად გარემონტდა და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა.

კლინიკა კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიისთვის საჭირო ყველა ინვენტარითაა აღჭურვილი. რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი, პაციენტებს ხვალიდან მოემსახურება.

მანჩი გაბელიას სიუჟეტი.

აშშ-ში ფრინველის გრიპით ღორის ინფიცირების პირველი შემთხვევა

აშშ-ში ფრინველის გრიპით ღორის ინფიცირების პირველი შემთხვევა
#post_seo_title

ორეგონის შტატში, ფერმაში ღორს ფრინველის გრიპი (H5N1) დაუდგინდა – პირველი შემთხვევა აშშ-ში

ჯანდაცვის ექსპერტები ამ საკითხს დიდი ყურადღებით აღიქვამენ, რადგან ვირუსის გავრცელება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს როგორც ცხოველებს, ისე ადამიანებს.

“ეს ფერმა არაკომერციულია და იქ წარმოებული ხორცი ბაზარზე არ იყიდებოდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ბაზარზე არსებულ ღორის ხორცში საფრთხე არ არის”, — აღნიშნულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის განცხადებაში.

ვირუსის გავრცელების დეტალები

სახელმწიფო სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული ფერმა არაკომერციულია, და იქ წარმოებული ღორის ხორცი ბაზარზე არ იყიდებოდა. ამიტომ, ამ ეტაპზე ბაზარზე არსებული ღორის ხორცი არ არის საფრთხის შემცველი.

ფერმაში მყოფი ღორების ევთანაზია განხორციელდა, რათა ვირუსის გავრცელება შეაჩერონ. ფერმა კარანტინში მოექცა, და მეთვალყურეობა მიმდინარეობს სხვა ცხოველებზე, რომლებიც იქ იმყოფებიან. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილებას.

ჯანდაცვის ექსპერტების შეშფოთება

ჯანდაცვის სპეციალისტები შეშფოთებას გამოთქვამენ ფრინველის გრიპით ინფიცირებული ძუძუმწოვრების მზარდი რაოდენობის გამო. ასეთი ცირკულაციის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სახიფათო მუტაციები, რაც ადამიანებზე გადასვლის რისკს ზრდის. თუმცა, ჯერჯერობით, უშუალოდ ღორში არსებულ ვირუსში რაიმე სახიფათო მუტაცია არ აღმოჩნდა.

დასკვნა

ამჟამად, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები ხელს უწყობს მოსახლეობის უსაფრთხოებას. თუმცა, ყურადღება და დაკვირვება საჭირო იქნება, რათა ამ დაავადების ეპიდემიური გავრცელება არ მოხდეს.

რა საშიშროებას შეიძლება შეიცავდეს საღეჭი რეზინა – საღეჭი რეზინის სარგებელი და რისკები

რა საშიშროებას შეიძლება შეიცავდეს საღეჭი რეზინა - საღეჭი რეზინის სარგებელი და რისკები
#post_seo_title

საღეჭი რეზინის სარგებელი და რისკები. რა საშიშროებას შეიძლება შეიცავდეს საღეჭი რეზინა

საღეჭი რეზინა იცავს კბილებს კარიესისაგნა და დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლებასაშიში იყოს. კერძოდ, იზრდება საღეჭი კუნთებისა და სახსრების გადატვირთვის რისკი.

უნდა დავიცვათ საღეჭი რეზინის გამოყენების წესები. მუდმივი ღეჭვისას ზედმეტად იტვირთება საღეჭი კუნთები და სახსრები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონუსი და გაზარდოს კბილების ცვეთა. გარდა ამისა, ცარიელ კუჭზე რეზინის ღეჭვამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ნერწყვდენა და კუჭის წვენის გამომუშავება, რაც საზიანოა კუჭისთვის.
საღეჭი რეზინა ძალიან ნუ გაგიტაცებთ, აკონტროლეთ მისი ღეჭვის დრო და ასევე მოერიდეთ მის ხელახლა გამოყენებას.

ზოგიერთ ადამიანს აქვს ჩვევა, ერთი კვირის განმავლობაში ღეჭოს ერთი რეზინა ან ყურს მიღმა შეინახოს. ეს იწვევს პირის ღრუს მიკროორგანიზმებით დაბინძურებას. ასევე უმჯობესია აირჩიოთ უშაქრო რეზინა.

1. საღეჭი კუნთების და სახსრების გადატვირთვის რისკი

პერმანენტული საღეჭი რეზინის ღეჭვა შეიძლება გამოიწვიოს საღეჭი კუნთების და სახსრების გადატვირთვა, რაც მოითხოვს ყურადღებას. უხვი და უწყვეტი გამოყენება იწვევს ჰიპერტონუსს და კბილების ცვეთას.

2. ჭარბი ნერწყვდენა და კუჭის წვენის გამომუშავება

ცარიელ კუჭზე საღეჭი რეზინის ღეჭვამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ნერწყვდენა და კუჭის წვენის გამომუშავება. ამ პროცესებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს კუჭას და გამოიწვიოს დისკომფორტი.

3. გამოიყენეთ საღეჭი რეზინა ზომიერად

რეკომენდებულია, რომ საღეჭი რეზინა არ მიიღოთ ზედმეტად. აკონტროლეთ ღეჭვის დრო. იდეალური ვარიანტი იქნება საღეჭი რეზინის გამოყენება 10-15 წუთზე მეტი ხნით.

4. მიკროორგანიზმების თავიდან აცილება

ზოგიერთ ადამიანებს აქვთ ჩვევა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ერთ რეზინას ღეჭავენ, რაც იწვევს პირის ღრუს მიკროორგანიზმებით დაბინძურებას. ამ პროცესის თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია ხშირად შეცვალოთ საღეჭი რეზინა.

5. უშაქრო რეზინის არჩევა

თუ ნამდვილად გსურთ საღეჭი რეზინის სარგებლის მაქსიმალურად გაზრდა, მოერიდეთ შაქრიანი რეზინის გამოყენებას. შეარჩიეთ უშაქრო ვარიანტები, რათა შეამციროთ კბილების დაზიანების რისკი.

დასკვნა

საღეჭი რეზინა შეიძლება იყოს სასარგებლო, თუმცა მისი ზედმეტი გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს. აირჩიეთ ხარისხიანი, უშაქრო პროდუქტები.

კვლევა: მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი თამაში ანელებს ტვინის დაბერებას

კვლევა: მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი თამაში ანელებს ტვინის დაბერებას
#post_seo_title

ჰონკონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ „მაჯონგი“ დადებითად მოქმედებს მოხუცი ადამიანის კოგნიტიურ უნარებზე, მეხსიერებასა და ემოციურ მდგომარეობაზე. კვლევის შედეგები ჟურნალში The Journal of Prevention of Alzheimer’s Disease Article (JPADA) გამოქვეყნდა.

„მაჯონგი“ ტრადიციული ჩინური თამაშია, რომელშიც სპეციალური ქვები გამოიყენება. ის მოთამაშისგან კონცენტრაციას, კარგ მეხსიერებასა და დაკვირვებულობას მოითხოვს. თამაში პოპულარულია ჩინეთში, იაპონიასა და აზიის სხვა ქვეყნებში. თამაშში 4 მოათამაშე მონაწილეობს, თითოეული ცდილობს შეკრიბოს მომგებიანი კომბინაცია და მიიღოს ქულები.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული თამაში ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას, დადებითი გავლენა აქვს კოგნიტიურ უნარებზე და მოხუცებს დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება. მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ „მაჯონგი“ მოხუცებს სოციალურ აქტივობაშიც ეხმარება.

გამოცდილ მოთამაშეებს, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულებს უკეთესი კოორდინაცია და მეტი სოციალური კავშირი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც არ თამაშობს. ეს კონტაქტები კი ამცირებს კოგნიტიური დარღვევების რისკს და ხელს უწყობს ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნებას.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი 5 ნოემბრიდან მუშაობას განაახლებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი 5 ნოემბრიდან მუშაობას განაახლებს
#post_seo_title

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი 5 ნოემბრიდან მუშაობას განაახლებს.

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი სრულად გარემონტდა და თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა.

განყოფილება 12 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში განახლდა და აღიჭურვა კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტიც. ორივე დეპარტამენტში, 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა.

„გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა და დრო ნამდვილად არის, რომ ვაქცინაციას ეფექტი ჰქონდეს“- პაატა იმნაძე

„გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა და დრო ნამდვილად არის, რომ ვაქცინაციას ეფექტი ჰქონდეს“- პაატა იმნაძე
#post_seo_title

საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

„სეზონი ჯერ არ დაწყებულა. გრიპი ალბათ ჩვეულებრივ ასე ნოემბრის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება საქართველოში. ასე რომ დრო ნამდვილად არის იმისათვის, რომ ვაქცინაციამ თავისი ეფექტი გამოიღოს. ვაქცინა არის ჰოლანდიური წარმოების. ეს ვაქცინა არის პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ვაქცინაცია შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში“, – განმარტა პაატა იმნაძემ.

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა. დაწესებულებების სრული სია, სადაც ვაქციანაცია ტარდება, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სასიამოვნო სიახლე – „სიხარულით გაცნობებთ ჩვენი ინიციატივის შემდეგ ნაბიჯს, „შენი ვაკანსიის“ პლატფორმა“

გრიპის ლეტალური შემთხვევები საქართველოში – როგორ ავიცილოთ თავიდან?
გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე  გიორგი ფხაკაძე სასიამოვნო სიახლეს გვთავაზობს:

„ძვირფასო კოლეგებო, მოხარული ვარ, გაგიზიაროთ სასიამოვნო სიახლე. ერთ წელზე მეტია თქვენთან ერთად ვმუშაობთ აკრედიტაციის პროცესში და ამ დროის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ დიდ გამოწვევად მივიჩნიეთ კვალიფიციური კადრების პოვნა და შენარჩუნება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს სხვადასხვა ვებპლატფორმა, ხშირად საჭირო კადრებს ეძებთ პირადი კონტაქტებით, WhatsApp-სა თუ Facebook ჯგუფებში. ამ საჭიროებიდან გამომდინარე, თავდაპირველად შევქმენით ჯანდაცვის გვერდი „შენი ექიმი“ www.sheniekimi.ge და ახლა სიხარულით გაცნობებთ ჩვენი ინიციატივის შემდეგ ნაბიჯს: „შენი ვაკანსიის“ პლატფორმის გაშვებას https://cv.sheniekimi.ge.

ეს პლატფორმა მთლიანად ჯანდაცვის სექტორის ვაკანსიებისთვისაა შექმნილი — ექიმების, ექთნების და ყველა იმ პროფესიონალის, ვინც საავადმყოფოებისთვის არის აუცილებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ „შენი ვაკანსია“ დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და არ არის დაკავშირებული არც ერთ დიდ ქსელთან, თუმცა თანამშრომლობისთვის ღიაა ჯანდაცვის ყველა  დაწესებულებასთან.

ამ პლატფორმის წარმატებისთვის გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. გთხოვთ განათავსოთ თქვენი ვაკანსიები „შენი ვაკანსიის“ პლატფორმაზე. ჩვენი გუნდის წევრი თათია გოჩაძე დაუკავშირდება თქვენი კლინიკის HR პერსონალს მომდევნო კვირას, რათა აუხსნას პლატფორმის გამოყენების პროცესი და გაუწიოს დახმარება.

საპილოტე ეტაპის ფარგლებში, წლის ბოლომდე, ვაკანსიების განთავსება უფასო იქნება.

გმადლობთ მხარდაჭერისთვის და ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის“.

პატივისცემით, გიორგი ფხაკაძე

 

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აკრედიტაცია კანადის მისაღებად დაინერგა ძალადობის პრევენციის მექანიზმი, რაც ემსახურება დასაქმებულთა და პაციენტთა უსაფრთხო, მშვიდი და დაცული გარემოს უზრუნველყოფას

ძალადობის პრევენცია ორგანიზაციებში, განსაკუთრებით კი სამედიცინო დაწესებულებებში არსებითად მნიშვნელოვანია
#post_seo_title

ძალადობის პრევენცია ორგანიზაციებში, განსაკუთრებით კი სამედიცინო დაწესებულებებში არსებითად მნიშვნელოვანია.

 გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სამუშაო სივრცეებში ძალადობასთან ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმი სათანადოდ დანერგილი არ არის, ორგანიზაციებმა თავად უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა აღნიშნული საკითხი დაარეგულირონ შიდა სტანდარტებით და ამით ხელი შეუწყონ ქვეყანაში არსებული უსაფრთხო და არაძალადობრივი სამუშაო გარემოს შექმნას.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აკრედიტაცია კანადის მისაღებად დაინერგა ძალადობის პრევენციის მექანიზმი, რაც ემსახურება დასაქმებულთა და პაციენტთა უსაფრთხო, მშვიდი და დაცული გარემოს უზრუნველყოფას.
ძალადობის პრევენციაზე საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის იურისტი – მადგა მარგიანი
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights