ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

თბილისში, ერთ-ერთ თავშესაფარში უგონო მდგომარეობაში მყოფი 70 წლის ქალი სასწრაფოს ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს

თბილისში, ერთ-ერთ თავშესაფარში უგონო მდგომარეობაში მყოფი 70 წლის ქალი სასწრაფოს ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს
#post_seo_title

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა თავშესაფარში მცხოვრები ქალი სიკვდილს გადაარჩინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გვერდი – “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” წერს და ექიმებს მადლობას უხდის.

“თბილისის მე-13 ფილიალის 1601 ბრიგადამ გამოძახება მიიღო, თბილისის ერთ-ერთ თავშესაფარში გადაუდებელ დახმარებას ითხოვდნენ.

ადგილზე უსწრაფესად მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 70 წლამდე ქალბატონი უგონო მდგომარეობაში დახვდა. მომვლელის გადმოცემით, ქალბატონს საკვებს აწვდიდა რა დროსაც დაეწყო ხველა, დაკარგა გონება და დახმარება ვერ მოახერხეს.

პაციენტი იყო ციანოზური, გუგები მიდრირებუილი, სუნთქვა შეწყვეტილი.

ექიმმა ნინო ზერეკიძემ პაციენტი მომენტალურად იატაკზე გადმოიყვანა და დაიწყო გფრ, პარალელურ რეჟიმში უმცროსი ექიმი ახორციელებდა მონიტორზე აყვანას გულის რითმის დასაფიქსირებლად.
პირველივე ციკლის შემდეგ პირის ღრუ კუჭის შიგთავსით გაივსო, მაშინვე განხორციელდა სანაცია და სუნთქვა აღდგა. ეკგ-ზე ეჭვი იქნა მიტანილი მიოკარდიუმის იშემიაზე. პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სპონტანური სუნთქვით და აღდგენილი გულისცემით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანა.

აღსანიშნავია ის ამბავიც, რომ ამჟამად პაციენტი კლინიკიდან გაწერილია და თავს კარგად გრძნობს.

გვეამაყება: ექიმი – ნინო ზერეკიძე, უმცროსი ექიმი – გურამ კაპანაძე, მძღოლი – ივანე გეჯაძე” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”, – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევა საქართველოში

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევა საქართველოში
#post_seo_title

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევა საქართველოში

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენა მოხდა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში 

 

რას ნიშნავს რეგულარული ფიზიკური აქტივობა? 

რას ნიშნავს რეგულარული ფიზიკური აქტივობა? 
#post_seo_title

რას ნიშნავს რეგულარული ფიზიკური აქტივობა? 

ფიზიკური აქტივობა არის ჩვენი სხეულის ნებისმიერი მოძრაობა კუნთებით,  რომელიც მოითხოვს ენერგიის ხარჯვას. რეგულარული კი ნიშნავს, როდესაც ამ მოძრაობებს  თანაბრად და სისტემატურად ვასრულებთ.

ფიზიკური აქტივობის დასახასიათებლად გამოიყენება ინტენსიურობა და მისი დონეები.

ინტენსიურობა ეს არის ფიზიკური აქტივობის საზომი ერთეული და გვიჩვენებს თუ რამდენად დაძაბული მუშაობს ადამიანი, განსაზღვრული სახის აქტივობის შესრულების დროს[i],  (ან ეს არის ენერგიის რაოდენობა, რომელსაც იყენებს ორგანიზმი მოძრაობის დაწყების მომენტიდან[ii]). დაძაბულობის მიხედვით კი ასხვავებენ: დაბალინტენსიურ, საშუალო ინტენსიურ და მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას.

დაბალინტენსიური ფიზიკური აქტივობის დროს, ხვდებით ალბათ, ისე არ დავიღლებით რომ გულის ცემა და პულსი აგვიჩქარდეს, არც კუნთები დაგვეძაბება და გაგვივარჯიშდება. ამიტომ, დამეთანხმებით ასეთი ფიზიკური აქტივობისთვის  დროის დაკარგვა არ ღირს.

თუ გნებავთ, რომ ფიზიკური აქტივობით სერიოზულად დაკავდეთ, გაეცანით ინტენსივობის  დონეებს და თქვენი ასაკისათვის განსაზღვრულ ნორმებს:

  • საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობის დროს გულის ცემის რითმი და პულსი, ოდნავ შესამჩნევად შეგეცვლებათ და აგიჩქარდებათ, თუ: ყოველდღე არანაკლებ ერთი საათი ივლით ჩქარი ნაბიჯებით, იცეკვებთ, ველოსიპედით ისეირნებთ ზომიერი სიჩქარით, საშინაო საქმიანობაში მოეხმარებით ოჯახის წევრებს და სხვა მრავალი, თვითონაც შეგიძლიათ ყოველდღე რამე ახალი მოიფიქროთ.
  • მაღალინტენსიური ფიზიკური აქტივობის დროს გულის ცემის რითმი და პულსი საგრძნობლად აგიჩქარდებათ, ოფლიც უხვად გამოგივათ. თუ: ირბენთ, ველოსიპედით მაღალი სიჩქარით ისეირნებთ, ენერგიულად იცეკვებთ, დაკავდებით აერობიკით, იცურავებთ, სხვადასხვა სპორტულ თამაშებში და შეჯიბრებებში ჩაერთვებით. აგრეთვე, თუ ასეთი ფიზიკური აქტივობით კვირაში არანაკლებ სამი დღე მინიმუმ ერთი საათით დაკავდებით, ეს თქვენი ძვალ-კუნთოვანი სისტემის განვითარებისათვის საუკეთესო საშუალება იქნება.

ზაფხული  საუკეთესო დროა სუფთა ჰაერზე, ნებისმიერ ამინდში, დროის დიდი ნაწილი გაატაროთ  რეგულარული ფიზიკური აქტივობით და აინაზღაუროთ მთელი წლის დანაკლისი, რასაც სკოლაში სწავლის გამო ვერ ახერხებდით.

თუ ზაფხული ძალიან ცხელი აღმოჩნდა ფიზიკური აქტივობა უნდა განახორციელოთ დღის შედარებით გრილ ნაწილში: დილით ადრე ან საღამოს. შუადღის სიცხეში, სახლში დარჩით და წიგნი წაიკითხეთ: გონებასაც ხომ უნდა „გავარჯიშება“ ზაფხულში?!ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

ამებიაზი – ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დაავადებული აღირიცხება

ამებიაზი - ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დაავადებული აღირიცხება
#post_seo_title

ამებიაზი

ზოგადი მიმოხილვაგავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ავადობა განსაკუთრებით მაღალია ტროპიკული და სუბტრიპიკული კლიმატის ქვეყნებში და ასევე, დაბალი სანიტარიული კულტურის მქონე მოსახლეობის ჯგუფებსა და დასახლებულ ადგილებში. ამებიაზის გამომწვევი პარაზიტი 1873 წელს აღმოაჩინა ქ. პეტერბურგში ფ. ა. ლეშმა. მანვე ექსპერიმენტებით დააგინა საუკეთესო ბიოლოგიური მოდელი (ძაღლი).  მსოფლიოში ათი ყველაზე გავრცელებული ინფექციებიდან ერთ-ერთი ამებიაზი. ბავშვთა კონტინგენტში ავადობა მაღალია. მსოფლიოში ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დაავადებული აღირიცხება. საქართველოში ბოლო წლებში გვხვდება დაავადებისმხოლოდ  ერთეული შემთხვევები.

გამომწვევი: დაავადების გამომწვევი ჰისტოლიტიკური ენტამება (Entamoeba histolytica)წარმოადგენს ცხოველური წარმოშობის ერთუჯრედიანი პარაზიტს, პროტოზოათა ტიპიდან, სარკოდინათა კლასიდან, ამებათა ოჯახიდან. არსებობს სამი ფორმით:

  1. დიდი ვეგეტატიური (ქსოვილოვანი);
  2. მცირე ვეგეტატიური (სანათუროვანი);
  3. ინცისტირებული (ცისტების სახით).

ამების ქსოვილოვანი ფორმა გვხვდება დაავადებულის ქსოვილებში და განავალში. გააჩნია ძლიერად გამოხატული ინვაზიური თვისებები. სანათუროვანი ფორმა ბინადრობს ნაწლავის სანათურში. რეკონვალესცენციის, ქრონიკული  ამებიაზით დაავადების პერიოდში და  ცისტების მტარებლებში გვხვდება განავალში.

მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები: ამაბიაზის გადაცემის ფაქტორებიდან აღსანიშნავია ადამიანის ფეკალური მასით და/ან საკანალიზაციო სითხეებით დაბინძურებული სამეურნეო ან სასმელი წყალი.

რეზერვუარი:  ინფექციის ძირითადი წყაროა ცისტების გამომყოფი ადამიანი. ცისტა ამების უმოძრაო, გარსით დაფარული ფორმაა.  ცისტების გადაცემა ხდება დაბინძურებული მწვანილით, ხილით, საკვები პროდუქტებით, რომლებიც ფეკალური მასებითა და საკანალიზაციო სითხეებით დაბინძურებული წყლით ირწყვება და/ან ირეცხება, ჭუჭყიანი ხელებით, საოჯახო ნივთებით, ცისტებმატარებელთან კონტაქტით, ზაფხულში კი – ბუზის მეშვეობით.

გადაცემის გზები: ფეკალურ-ორალური და საყოფაცხოვრებო კონტაქტურია. პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ფეკალური მასით დაბინძურებულ სასმელ და სამეურნეო წყალს, ცისტების გადაცემა ხდებ აგრეთვე დაბინძურებული მწვანილითა და ხილით, საკვები პროდუქტებით, ჭუჭყიანი ხელებით, საოჯახო ნივთებით, ცისტებმტარებელთან კონტაქტით, ზაფხულში ბუზების მეშვეობით.

ინკუბაციური პერიოდი: გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე ან წლობით.  ცისტები მოხვდებიან რა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, გარდაიქმნებიან სანათუროვან ფორმებად. ამ უკანასკნელს გააჩნია აქტიური მოძრაობის უნარი და გამოყოფს პროტეოლიზურ ფერმენტებს, რომლებიც იწვევენ მსხვილი ნაწლავის კედელის ქსოვილთა გალღობასა და ლიზისს ღრმა წყლულების წარმოქმნით. მსხვილი ნაწლავის კედლის ლორწოვანში და ლორწქვეშა შრეში მოხვედრის შემდეგ, სანათუროვანი ფორმა, მნიშვნელოვნად იზრდება და გარდაიქმნება ქსოვილოვან ფორმად. ამების ქსოვილოვანი ფორმა იწვევს უკვე არსებული წყლულების ზომაში ზრდას, გამოყოფს  ჰისტოლიტურ ნივთიერებას და ხელს უწყობს ახალი წყლულების წარმოქმნას. ზიანდება უპირატესად მსხვილი ნაწლავის აღმავალი ნაწილი, აგრეთვე სიგმური და სწორი ნაწლავი. ამების ქსოვილოვანი ფორმის პარაზიტობა ნაწლავის კედელში ხელს უწყობს ამებიაზის ხანგრძლივი მიმდინარეობის შენარჩუნებას; შესაძლებელია პროცესის ქრონიზაცია პერიოდული გამწვავებებით, აგრეთვე ამებების სხვა ორგანოებში (უპირატესად ღვიძლში) ჰემატოგენური გავრცელება ამ ორგანოებში აბსცესების წარმოქმნით. დაავადების კეთისაიმედოდ მიმდინარეობისას, ასევე წარმატებული თერაპიის შედეგად, ქსოვილოვანი ფორმები გარდაიქმნება სანათუროვან ფორმებად. ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებას თან სდევს მსხვილი ნაწლავის დისტალურ ნაწილებში სანათუროვანი ფორმის გარდაქმნა ცისტებად.

დაავადება იწყება უმადობით, სისუსტით, დაღლილობის შეგრძნებით, მუცლის ტკივილით. შემდეგ ვითარდება ფაღარათი. პირველ დღეებში კუჭის მოქმედების სიხშირე დღე-ღამეში ექვსს აღწევს, განავალი თხელია, ლორწოვანი, ტკივილი კი ლოკალიზებულია ბრმა ნაწლავის არეში; დროთა განმავლობაში მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. განავალში ამ დროს ჩნდება სისხლი. მსუბუქ შემთხვევაში, ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება სამ კვირაში, მაგრამ, თუ ავადმყოფი სხვადასხვა ფაქტორის, მაგალითად, არასწორი კვების, გაციების, ავიტამინოზის გავლენით ცისტების მატარებელი დარჩა, პერიოდულად ეწყება ამებიაზის გამწვავება, რაც წლების განმავლობაში, დროდადრო ვლინდება. ამას კი ნაწლავური და ნაწლავგარე სხვადასხვა სიმძიმის გართულებები მოსდევს. ნაწლავური გართულებებიდან აღსანიშნავია ღრმა წყლულით ნაწლავის კედლის გახვრეტა, რასაც პერიტონიტის განვითარება მოსდევს.

ამებიაზის დიაგნოზი ძირითადად ლაბორატორიულ კვლევებს (განავლის ანალიზს) ემყარება. მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო მეთოდია რენტგენომანოსკოპია, რომლის მეშვეობითაც ათვალიერებენ სწორ და სიგმოიდურ ნაწლავს და იღებენ გამოსაკვლევ მასალას უშუალოდ ნაწლავის კედლიდან და წყლულიდან. დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს ჩივილებს.

გადამდებლობის პერიოდი: ამებიაზის მწვავე პერიოდში ცისტები არ გამოიყოფა და ავადმყოფი ეპიდემიოლოგიურად საშიში არ არის, მაგრამ, არასრულფასოვნად ნამკურნალები ადამიანი ცისტების მტარებლად ითვლება და ის წლების განმავლობაში, განავალთან ერთად გამოყოფს დიდი რაოდენობით ცისტებს.

მიმღებლობა: პრაქტიკულად საყოველთაო.

კონტროლის ღონისძიებები:

a)    პრევენციული ღონისძიებები

განათლება პირადი ჰიგიენის, განსაკუთრებით ფეკალური გამონაყოფების სანიტარულად უსაფრთხო განადგურების შესახებ;

ხელის დაბანის საჭიროება დეფეკაციის შემდგომ, საკვების მომზადებამდე და ჭამამდე;

ინფორმაციის გავრცელება რისკების – მ.შ. გაურეცხავი ან თერმულად დაუმუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის საკვებად მოხმარების შესახებ; უსაფრთხო სასმელი წყლით უზრუნველყოფა – სასმელი წყლის ხარისხზე ეჭვის შემთხვევაში – მხოლოდ ანადუღარი წყლის გამოყენება. წყლის დუღილი უნდა გაგრძელდე მინიმუმ 1 წუთი, ხოლო მაღალმთიან წერტილებში – 10 წთ.

საზოგადოებრივი მოხმარების წყალმომარაგების სისტემების მაქსიმალური დაცვა ფეკალიებით დაბინძურებისგან;

მტარებლების მკურნალობა და მათი გაფრთხილება ხელის დაბანის საჭიროებაზე დეფეკაციის შემდგომ – მათი რეინფექციისა და მჭიდრო კონტაქტების ინფიცირების შეზღუდვის მიზნით;

მაღალი რისკის ჯგუფების განსწავლა ისეთი სექსუალური პრაქტიკისგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც ჩართულია ფეკალურ-ორალური გადაცემის მექანიზმში;

სანიტარულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა ზედამხედველობა უნდა გაუწიოს საკვების მომზადებაში, გაცემასა და შენახვაში ჩართულთა ქცევის პრაქტიკას.

უმად გამოყენაბადი ხილისა და ბოსტნეულის დეზინფეციის ეფექტურობა არაა  დადასტურებული მნიშვნელობის მქონე Entamoeba histolytica-ს გადაცემის პრევენციაში. სანდო ხარისხის წყალში გარეცხილი ხილი და ბოსტნეული შენახულ უნდა იყოს მშრალად. ცისტების გაუვნებლობა შეიძლება მოხდეს დესიკაციით 500 C-ზე ან დასხივებით. ქიმიაპროფილაქტიკა არაა მოწოდებული.

b)   პაციენტის და კონტაქტების კონტროლი

აცნობეთ შემთხვევის/ების შესახებ საზოგადებრივი ჯანმრთელობის სამსახურებს.

უზრუნველყავით: დაავადებულის დისტანცირება კვების ბლოკში შესასრულებელი სამუშაოებიდან სრულ განკურნებამდე; განახორციელთ ფეკალური გამონაყოფების სანიტარული გაუვნებლობა;

ინფექციის წყაროს გამოვლენისა და კონტაქტების კვლევის მიზნით რეკომენდებულია ახლო კონტაქტების განავლის მიკროსკოპული კვლევა;

დაავადებულს უტარდება სპეციფიკური მკურნალობა.

c)    ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები

დაავადებულების ეპიდკვლევით უნდა დადგინდეს ინფექციის წყარო და გადაცემის გზა. შესაბამისად გაატარეთ ადექვატური ღონისძიებები გადაცემის ცნობილი გზებით (როგორიცაა წყალი და საკვები) შემდგომი გავრცელების აღკვეთის მიზნით.

d)   ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა

ბუნებრივი კატაკლიზმების დროს(წყალდიდობა, ღვარცოფი, მიწისძვრა..) რა დროსაც  სანიტარული ნორმების დაცვა უმეტეს შემთხვევაში ვერ ხერხდება, შესაძლებელია მოხდეს საკანალიზაციო ქსელისა და წყალგაყვანილობის მილების დაზიანება, რის შედეგადაც სავარაუდოა ფეკალური მასების შერევა სასმელ წყალში.

e)    საერთაშორისო ღონისძიებები

არ შეესაბამება.

სამი ნიშანი ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად – გაფრთხილება

ბავშვთა საერთაშორისო დღე, 2020 წელი
#post_seo_title

​სამი ნიშანი ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად – ბავშვთა ნევროლოგის გაფრთხილება

ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ნანა ტატიშვილი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობ სამ ნიშანს ასახელებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშანი არსებობს, რომელზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გამახვილდეს. პირველი, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება, 10 დაძახებიდან 6-7-ჯერ მაინც უნდა ჰქონდეს რეაქცია, მეორე – საჩვენებელ თითს არ იყენებს მისათითებლად და მესამე, როცა ჩვენს მითითებულზე არ ატრიალებს თავს და არ უყურებს ნივთს:

თუ ეს სამი ნიშანი შეამჩნიეთ 18 თვემდე ბავშვს, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ არა უშავს, თავისით გამოსწორდება, არ გამოსწორდება თავისით. აჟიოტაჟის ატეხვა სჯობს, ვიდრე  ის, რომ რაიმე გამოგვეპაროს,” – აღნიშნა ნანა ტატიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

DEXA- დენსიტომეტრია ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა – კლინიკა ინოვა

DEXA- დენსიტომეტრია ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა - კლინიკა ინოვა
#post_seo_title

ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს შორის ოსტეოპოროზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცლებული დაავადებაა. 50 წელს გადაცილებულთა შორის ის სამიდან  ერთ ქალს და ხუთიდან  ერთ მამაკაცს აღენიშნება.

ოსტეოპოროზის შედეგად წელიწადში დაახლოებით 2 მილიონი მოტეხილობა ვითარდება აშშ-ში. დროული დიაგნოსტიკით და შესაბამისი მკურნალობით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ მოტეხილობების 50%.
ორმაგენერგეტიკული რენტგენული აბსორბციომეტრია (DXA) გახლავთ ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გავნსაზღვროთ ძვლის მინერალიზაციის ხარისხი ხერხემლის მალებში, ბარძაყის ყელსა და წინა მხარში, რაც საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ძვლის სიმკვრივის დაქვეითება და თავიდან ავიცილოთ მოტეხილობა. დექსა დენსიტომერტიით ასევე ხდება ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო მკურნალობის მონიტორინგი.

როდის არის რეკომენდირებული დენსიტომეტრიული კვლევა?

დენსინომეტრიული კვლევა რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში თუ ძვლის დაავადების განვითარების, ისეთი, როგორიცაა ოსტეოპოროზი, რისკი მაღალია.

რისკის ფაქტორებია:
მოტეხილობა, გამოწვეული მცირე დაცემით ან დაზიანებით;
ქალებში, პოსტ-მენოპაუზის პერიოდი;
მოტეხილობები ანამნეზში ან ოსტეოპოროზული მოტეხილობის ოჯახური ისტორია;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: მალაბსორბცია, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პანკრეასის დაავადებები, ქირურგიული ჩარევები (მათ შორის ბარიატრიული ქირურგია);

ისეთი მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება როგორიცაა: გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი); ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი); თირეოიდული ჰორმონები; ანტიკონვულსანტებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში თერაპია;

ენდოკირნული სისტემის დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმი;

რევმატოიდული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა;

კვებითი დარღვევები: კალციუმის, D ვიტამინისა და ცილის შემცველი საკვების არასაკმარისი მოხმარება;
ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მოხმარება;
ნაკლები ფიზიკური აქტივობა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 2 232 232

სამედიცინო ცენტრი ინოვა მის: ზ. ანჯაფარიძის II შეს. #6.(ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა)

ალკოჰოლი, ინფოგრაფიკი 3 – ახალგაზრდებში სიკვდილის ან ტრავმული დაზიანების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი

ალკოჰოლი, ინფოგრაფიკი 3
#post_seo_title

ალკოჰოლი, ინფოგრაფიკი 3

ახალგაზრდებში სიკვდილის ან ტრავმული დაზიანების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაა

ალკოჰოლი, ინფოგრაფიკი 2 – ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებად ითვლება…

ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებად ითვლება დღეში 28 გრამზე მეტი სპირტის მიღება, რაც გულისხმობს:
#post_seo_title

ალკოჰოლი, ინფოგრაფიკი 2

ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებად ითვლება დღეში 28 გრამზე მეტი სპირტის მიღება, რაც გულისხმობს:

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights