ამებიაზი – ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დაავადებული აღირიცხება

0
40
ამებიაზი - ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დაავადებული აღირიცხება
#post_seo_title

ამებიაზი

ზოგადი მიმოხილვაგავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ავადობა განსაკუთრებით მაღალია ტროპიკული და სუბტრიპიკული კლიმატის ქვეყნებში და ასევე, დაბალი სანიტარიული კულტურის მქონე მოსახლეობის ჯგუფებსა და დასახლებულ ადგილებში. ამებიაზის გამომწვევი პარაზიტი 1873 წელს აღმოაჩინა ქ. პეტერბურგში ფ. ა. ლეშმა. მანვე ექსპერიმენტებით დააგინა საუკეთესო ბიოლოგიური მოდელი (ძაღლი).  მსოფლიოში ათი ყველაზე გავრცელებული ინფექციებიდან ერთ-ერთი ამებიაზი. ბავშვთა კონტინგენტში ავადობა მაღალია. მსოფლიოში ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დაავადებული აღირიცხება. საქართველოში ბოლო წლებში გვხვდება დაავადებისმხოლოდ  ერთეული შემთხვევები.

გამომწვევი: დაავადების გამომწვევი ჰისტოლიტიკური ენტამება (Entamoeba histolytica)წარმოადგენს ცხოველური წარმოშობის ერთუჯრედიანი პარაზიტს, პროტოზოათა ტიპიდან, სარკოდინათა კლასიდან, ამებათა ოჯახიდან. არსებობს სამი ფორმით:

  1. დიდი ვეგეტატიური (ქსოვილოვანი);
  2. მცირე ვეგეტატიური (სანათუროვანი);
  3. ინცისტირებული (ცისტების სახით).

ამების ქსოვილოვანი ფორმა გვხვდება დაავადებულის ქსოვილებში და განავალში. გააჩნია ძლიერად გამოხატული ინვაზიური თვისებები. სანათუროვანი ფორმა ბინადრობს ნაწლავის სანათურში. რეკონვალესცენციის, ქრონიკული  ამებიაზით დაავადების პერიოდში და  ცისტების მტარებლებში გვხვდება განავალში.

მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები: ამაბიაზის გადაცემის ფაქტორებიდან აღსანიშნავია ადამიანის ფეკალური მასით და/ან საკანალიზაციო სითხეებით დაბინძურებული სამეურნეო ან სასმელი წყალი.

რეზერვუარი:  ინფექციის ძირითადი წყაროა ცისტების გამომყოფი ადამიანი. ცისტა ამების უმოძრაო, გარსით დაფარული ფორმაა.  ცისტების გადაცემა ხდება დაბინძურებული მწვანილით, ხილით, საკვები პროდუქტებით, რომლებიც ფეკალური მასებითა და საკანალიზაციო სითხეებით დაბინძურებული წყლით ირწყვება და/ან ირეცხება, ჭუჭყიანი ხელებით, საოჯახო ნივთებით, ცისტებმატარებელთან კონტაქტით, ზაფხულში კი – ბუზის მეშვეობით.

გადაცემის გზები: ფეკალურ-ორალური და საყოფაცხოვრებო კონტაქტურია. პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ფეკალური მასით დაბინძურებულ სასმელ და სამეურნეო წყალს, ცისტების გადაცემა ხდებ აგრეთვე დაბინძურებული მწვანილითა და ხილით, საკვები პროდუქტებით, ჭუჭყიანი ხელებით, საოჯახო ნივთებით, ცისტებმტარებელთან კონტაქტით, ზაფხულში ბუზების მეშვეობით.

ინკუბაციური პერიოდი: გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე ან წლობით.  ცისტები მოხვდებიან რა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, გარდაიქმნებიან სანათუროვან ფორმებად. ამ უკანასკნელს გააჩნია აქტიური მოძრაობის უნარი და გამოყოფს პროტეოლიზურ ფერმენტებს, რომლებიც იწვევენ მსხვილი ნაწლავის კედელის ქსოვილთა გალღობასა და ლიზისს ღრმა წყლულების წარმოქმნით. მსხვილი ნაწლავის კედლის ლორწოვანში და ლორწქვეშა შრეში მოხვედრის შემდეგ, სანათუროვანი ფორმა, მნიშვნელოვნად იზრდება და გარდაიქმნება ქსოვილოვან ფორმად. ამების ქსოვილოვანი ფორმა იწვევს უკვე არსებული წყლულების ზომაში ზრდას, გამოყოფს  ჰისტოლიტურ ნივთიერებას და ხელს უწყობს ახალი წყლულების წარმოქმნას. ზიანდება უპირატესად მსხვილი ნაწლავის აღმავალი ნაწილი, აგრეთვე სიგმური და სწორი ნაწლავი. ამების ქსოვილოვანი ფორმის პარაზიტობა ნაწლავის კედელში ხელს უწყობს ამებიაზის ხანგრძლივი მიმდინარეობის შენარჩუნებას; შესაძლებელია პროცესის ქრონიზაცია პერიოდული გამწვავებებით, აგრეთვე ამებების სხვა ორგანოებში (უპირატესად ღვიძლში) ჰემატოგენური გავრცელება ამ ორგანოებში აბსცესების წარმოქმნით. დაავადების კეთისაიმედოდ მიმდინარეობისას, ასევე წარმატებული თერაპიის შედეგად, ქსოვილოვანი ფორმები გარდაიქმნება სანათუროვან ფორმებად. ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებას თან სდევს მსხვილი ნაწლავის დისტალურ ნაწილებში სანათუროვანი ფორმის გარდაქმნა ცისტებად.

დაავადება იწყება უმადობით, სისუსტით, დაღლილობის შეგრძნებით, მუცლის ტკივილით. შემდეგ ვითარდება ფაღარათი. პირველ დღეებში კუჭის მოქმედების სიხშირე დღე-ღამეში ექვსს აღწევს, განავალი თხელია, ლორწოვანი, ტკივილი კი ლოკალიზებულია ბრმა ნაწლავის არეში; დროთა განმავლობაში მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. განავალში ამ დროს ჩნდება სისხლი. მსუბუქ შემთხვევაში, ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება სამ კვირაში, მაგრამ, თუ ავადმყოფი სხვადასხვა ფაქტორის, მაგალითად, არასწორი კვების, გაციების, ავიტამინოზის გავლენით ცისტების მატარებელი დარჩა, პერიოდულად ეწყება ამებიაზის გამწვავება, რაც წლების განმავლობაში, დროდადრო ვლინდება. ამას კი ნაწლავური და ნაწლავგარე სხვადასხვა სიმძიმის გართულებები მოსდევს. ნაწლავური გართულებებიდან აღსანიშნავია ღრმა წყლულით ნაწლავის კედლის გახვრეტა, რასაც პერიტონიტის განვითარება მოსდევს.

ამებიაზის დიაგნოზი ძირითადად ლაბორატორიულ კვლევებს (განავლის ანალიზს) ემყარება. მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო მეთოდია რენტგენომანოსკოპია, რომლის მეშვეობითაც ათვალიერებენ სწორ და სიგმოიდურ ნაწლავს და იღებენ გამოსაკვლევ მასალას უშუალოდ ნაწლავის კედლიდან და წყლულიდან. დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს ჩივილებს.

გადამდებლობის პერიოდი: ამებიაზის მწვავე პერიოდში ცისტები არ გამოიყოფა და ავადმყოფი ეპიდემიოლოგიურად საშიში არ არის, მაგრამ, არასრულფასოვნად ნამკურნალები ადამიანი ცისტების მტარებლად ითვლება და ის წლების განმავლობაში, განავალთან ერთად გამოყოფს დიდი რაოდენობით ცისტებს.

მიმღებლობა: პრაქტიკულად საყოველთაო.

კონტროლის ღონისძიებები:

a)    პრევენციული ღონისძიებები

განათლება პირადი ჰიგიენის, განსაკუთრებით ფეკალური გამონაყოფების სანიტარულად უსაფრთხო განადგურების შესახებ;

ხელის დაბანის საჭიროება დეფეკაციის შემდგომ, საკვების მომზადებამდე და ჭამამდე;

ინფორმაციის გავრცელება რისკების – მ.შ. გაურეცხავი ან თერმულად დაუმუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის საკვებად მოხმარების შესახებ; უსაფრთხო სასმელი წყლით უზრუნველყოფა – სასმელი წყლის ხარისხზე ეჭვის შემთხვევაში – მხოლოდ ანადუღარი წყლის გამოყენება. წყლის დუღილი უნდა გაგრძელდე მინიმუმ 1 წუთი, ხოლო მაღალმთიან წერტილებში – 10 წთ.

საზოგადოებრივი მოხმარების წყალმომარაგების სისტემების მაქსიმალური დაცვა ფეკალიებით დაბინძურებისგან;

მტარებლების მკურნალობა და მათი გაფრთხილება ხელის დაბანის საჭიროებაზე დეფეკაციის შემდგომ – მათი რეინფექციისა და მჭიდრო კონტაქტების ინფიცირების შეზღუდვის მიზნით;

მაღალი რისკის ჯგუფების განსწავლა ისეთი სექსუალური პრაქტიკისგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც ჩართულია ფეკალურ-ორალური გადაცემის მექანიზმში;

სანიტარულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა ზედამხედველობა უნდა გაუწიოს საკვების მომზადებაში, გაცემასა და შენახვაში ჩართულთა ქცევის პრაქტიკას.

უმად გამოყენაბადი ხილისა და ბოსტნეულის დეზინფეციის ეფექტურობა არაა  დადასტურებული მნიშვნელობის მქონე Entamoeba histolytica-ს გადაცემის პრევენციაში. სანდო ხარისხის წყალში გარეცხილი ხილი და ბოსტნეული შენახულ უნდა იყოს მშრალად. ცისტების გაუვნებლობა შეიძლება მოხდეს დესიკაციით 500 C-ზე ან დასხივებით. ქიმიაპროფილაქტიკა არაა მოწოდებული.

b)   პაციენტის და კონტაქტების კონტროლი

აცნობეთ შემთხვევის/ების შესახებ საზოგადებრივი ჯანმრთელობის სამსახურებს.

უზრუნველყავით: დაავადებულის დისტანცირება კვების ბლოკში შესასრულებელი სამუშაოებიდან სრულ განკურნებამდე; განახორციელთ ფეკალური გამონაყოფების სანიტარული გაუვნებლობა;

ინფექციის წყაროს გამოვლენისა და კონტაქტების კვლევის მიზნით რეკომენდებულია ახლო კონტაქტების განავლის მიკროსკოპული კვლევა;

დაავადებულს უტარდება სპეციფიკური მკურნალობა.

c)    ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები

დაავადებულების ეპიდკვლევით უნდა დადგინდეს ინფექციის წყარო და გადაცემის გზა. შესაბამისად გაატარეთ ადექვატური ღონისძიებები გადაცემის ცნობილი გზებით (როგორიცაა წყალი და საკვები) შემდგომი გავრცელების აღკვეთის მიზნით.

d)   ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა

ბუნებრივი კატაკლიზმების დროს(წყალდიდობა, ღვარცოფი, მიწისძვრა..) რა დროსაც  სანიტარული ნორმების დაცვა უმეტეს შემთხვევაში ვერ ხერხდება, შესაძლებელია მოხდეს საკანალიზაციო ქსელისა და წყალგაყვანილობის მილების დაზიანება, რის შედეგადაც სავარაუდოა ფეკალური მასების შერევა სასმელ წყალში.

e)    საერთაშორისო ღონისძიებები

არ შეესაბამება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ