ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან?

გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში
#post_seo_title

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ეკა ადამიას განცხადებით, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, გრიპის ვირუსი ცირკულირებს. მისივე თქმით, საქართველოში, ამ სეზონზე, გავრცელებულია გრიპის A და B ტიპის ვირუსები, ასევე – სხვა ვირუსებიც, მათ შორის რინოვირუსი და ადენოვირუსი.

„ვირუსების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანა, ასევე – სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ხალხმრავალ ადგილებში პირბადეების გამოყენება, ოთახის ხშირი განიავება და ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ვაქცინაცია, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის წინააღმდეგ“, – განაცხადა ეკა ადამიამ.

ვაქცინაცია გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების: ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების  მქონე პირების ყოველწლიური ვაქცინაცია.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის ასაკიდანაა შესაძლებელი

დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი (დყტ/DPT)
#post_seo_title

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ეკა ადამიას განცხადებით, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, გრიპის ვირუსი ცირკულირებს. მისივე თქმით, საქართველოში, ამ სეზონზე, გავრცელებულია გრიპის A და B ტიპის ვირუსები, ასევე – სხვა ვირუსებიც, მათ შორის რინოვირუსი და ადენოვირუსი.

„ვირუსების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანა, ასევე – სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ხალხმრავალ ადგილებში პირბადეების გამოყენება, ოთახის ხშირი განიავება და ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ვაქცინაცია, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის წინააღმდეგ“, – განაცხადა ეკა ადამიამ.

ვაქცინაცია გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების: ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ყოველწლიური ვაქცინაცია.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

8 ჩვევა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას აზიანებს – ის, რაზეც აქამდე არ გიფიქრიათ

8 ჩვევა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას აზიანებს
#post_seo_title

ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს – 8 ჩვევა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას აზიანებს

ჩვენ ყოველდღიურად უამრავ ჩვევას მივყვებით, რომლებიც, შესაძლოა, ჩვენს ჯანმრთელობას გაუცნობიერებლად აზიანებს. ზოგიერთი ჩვევა არამხოლოდ ჩვენს ფიზიკურ, არამედ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც უარყოფითად მოქმედებს. გთავაზობთ სიას მავნე ჩვევების შესახებ, რომლებმაც, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემები შექმნას.

1. დაცემინებისგან თავის შეკავება

დაცემინების შეკავება შეიძლება მიჩნეული იყოს მავნე ჩვევად, რადგან ეს მნიშვნელოვნად ზრდის შიდა წნევას და არღვევს ტვინისთვის სისხლის მიწოდებას. როდესაც პირს ვხურავთ და ცხვირზე ხელს ვიჭერთ, სისხლძარღვები და ნერვული ქსოვილები იკუმშება, რაც იწვევს თავბრუსხვევას და სმენის პრობლემებს. ამიტომ, არასდროს შეიკავოთ თავი დაცემინებისგან.

2. სუნამოს გამოყენება

თანამედროვე სუნამოებში ხშირად გამოიყენება სინთეზური ნივთიერებები იმისთვის, რომ სუნი ძლიერი და გრძელვადიანი იყოს, მაგრამ ამ ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა, ძილიანობა და კანის ან თვალების გამაღიზიანებელი ეფექტები. საუკეთესო არჩევანი იქნება ბუნებრივი ზეთებით დამზადებული სუნამო.

3. ძილის წინ სმარტფონის გამოყენება

დროული ძილი აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის ხელს უწყობს ჰორმონ მელატონინის წარმოებას, რომელიც ძილს არეგულირებს. სმარტფონის გამოყენება და მასზე შუქის ცვლა ამ პროცესს აფერხებს, რამაც საბოლოოდ შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესია, სიმსივნეები, წონის მატება, გულის დაავადებები და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები. მოერიდეთ სმარტფონის გამოყენებას ძილის წინ.

4. საჭმლის ჭამა პლასტმასის კონტეინერებიდან

პლასტმასის კონტეინერები, რომლებიც შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ფტალატის მჟავა და ბისფენოლი, შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენს ენდოკრინულ სისტემაზე. ჯანმრთელობისათვის სარისკოა მათი გამოყენება. უკეთესია, თუ საჭმელს შეინახავთ შუშის, კერამიკის ან უჟანგავი რკინის კონტეინერებში.

5. ჭამის შემდეგ მალევე კბილების გახეხვა

კბილების გახეხვა ჭამის შემდეგ, განსაკუთრებით მაღალი მჟავიანობის მქონე საკვების შემთხვევაში, ხელს უწყობს მჟავას გადატანას კბილის ემალზე და დენტინზე, რაც კბილების სენსიტიურობას და ემალის დაზიანებას იწვევს. სტომატოლოგები გვირჩევენ კბილების გაწმენდას 30 წუთიდან ერთი საათის შემდეგ.

6. ანტიბაქტერიული საპნის ხშირი გამოყენება

ანტიბაქტერიული საპონი ხშირად გამოიყენება ხელების დასაბანად, მაგრამ ამან  შეიძლება გამოიწვიოს სასარგებლო ბაქტერიების მოცილება, რაც ჩვენს ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს. ექიმები გირჩევენ, რომ ანტიბაქტერიული საპონი გამოიყენოთ მხოლოდ საჭირო შემთხვევებში, მაგალითად, ჭრილობების ან ნაკაწრების დროს.

7. ნატურალური წვენის დალევა

ხილის ნატურალური წვენი, როგორც ჩანს, ჯანმრთელობას უნდა უწყობდეს, მაგრამ ხშირად ის სახიფათოა გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. მაგალითად, ყურძნის წვენი არ არის რეკომენდირებული დიაბეტით დაავადებულთათვის ან ზედმეტი წონის მქონე პირებისთვის. ბავშვებისთვის წვენის დალევა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

რისკები და სარგებელი

ამ ჩვევების, როგორიცაა ძილის წინ სმარტფონის გამოყენება, ანტიბაქტერიული საპნის ხშირი გამოყენება, ან ნატურალური წვენის სმა, ზედმეტმა დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემებს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამგვარი რისკები, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ ჩვევების სწორად მართვას და შესაბამისი ცვლილებების შეტანას ჩვენი ცხოვრების წესში.

გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებას, ამიტომ ყოველწლიურად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობის გადახედვა და განახლება, რათა მისი შემადგენლობა შეესაბამებოდეს ვირუსის ყველაზე გავრცელებულ შტამებს

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
#post_seo_title

გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებას, ამიტომ ყოველწლიურად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობის გადახედვა და განახლება, რათა მისი შემადგენლობა შეესაბამებოდეს ვირუსის ყველაზე გავრცელებულ შტამებს.

ვაქცინაცია ხელს უწყობს დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან აცილებას.
მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია.

 

სულ მალე, საქართველოს კიდევ 60 სოფელში იქნება ხელმისაწვდომი ტელემედიცინის სერვისი

საქართველო - ტელემედიცინის სერვისი
#post_seo_title

სულ მალე, საქართველოს კიდევ 60 სოფელში იქნება ხელმისაწვდომი ტელემედიცინის სერვისი, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს დისტანციურად, სოფლის ამბულატორიიდან დაუკავშირდნენ თბილისის წამყვანი კლინიკების სპეციალისტ ექიმებს და მიიღონ პროფესიონალური მომსახურება.

ამის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს პროექტების ოფისის მხარდაჭერით ციფრული ტექნოლოგიებით აღიჭურვა სოფლის ამბულატორიები, შეიქმნა შესაბამისი ციფრული პლატფორმა და გადამზადდა ამბულატორიის პერსონალი.

ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში ტელემედიცინის ინოვაციური სერვისები ინერგება

ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში ტელემედიცინის ინოვაციური სერვისები ინერგება
#post_seo_title

ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში ტელემედიცინის ინოვაციური სერვისები ინერგება.

ამ ინიციატივის ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს პროექტების ოფისის მიერ უკვე 60 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა.
ამბულატორიებს 1,144,000 დოლარის ღირებულების ციფრული სამედიცინო მოწყობილობები გადაეცათ – ოფთალმოსკოპები, დერმატოსკოპები, ოტოსკოპები, ელექტროკარდიოგრამის აპარატები, ასევე, კომპიუტერები თუ პრინტერები;
მომზადდა და დაინერგა ტელემედიცინის პლატფორმა ექიმსა და პაციენტს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად.
100-მდე ექიმმა გაიარა გადამზადება ამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით.

ამ აღმოჩენამ ახსნა, თუ როგორ იწმინდება ტვინი ნარჩენებისგან და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტვინის ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური დაავადებების შესახებ ჩვენი თანამედროვე გაგების ჩამოყალიბებაზე

ამ აღმოჩენამ ახსნა, თუ როგორ იწმინდება ტვინი ნარჩენებისგან და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტვინის ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური დაავადებების შესახებ ჩვენი თანამედროვე გაგების ჩამოყალიბებაზე
#post_seo_title

გლიმფური სისტემა არის ტვინის გამწმენდი სისტემა, ან “ნარჩენების მართვის სისტემა”. ის პირველად 2012 წელს აღწერა დანიელმა ნეირომეცნიერმა მაიკენ ნედერგაარდმა და ამიტომ შედარებით ახალ აღმოჩენად ითვლება ნეირომეცნიერებაში.

ამ აღმოჩენამ ახსნა, თუ როგორ იწმინდება ტვინი ნარჩენებისგან და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტვინის ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური დაავადებების შესახებ ჩვენი თანამედროვე გაგების ჩამოყალიბებაზე.
▪️სისტემის სახელი არის სიტყვების -გლიის(ნერვული სისტემის არანეირონული უჯრედები) და ლიმფურის კომბინაცია, რადგან ლიმფური სისტემის მსგავსად, რომელიც აგროვებს და გამოდევნის გამოუყენებელ საკვებ ნივთიერებებს და უჯრედულ ნარჩენებს სხეულის დანარჩენი ნაწილებიდან, თავ-ზურგ ტვინის სითხეც მოქმედებს როგორც საექსპორტო გზა ტვინიდან ნარჩენი ცილების გამოსადევნად.
▪️გლიმფური სისტემა ძილის დროს აქტიურდება.
ძილის დროს ტვინის უჯრედები მცირედ იკუმშება, რაც ქმნის სივრცეს თავ-ზურგტვინის სითხის უკეთესი ცირკულაციისთვის.
▪️ეს პროცესი მოქმედებს როგორც “ჩამრეცხი სისტემა”, რომელიც ტვინს აშორებს დღის განმავლობაში დაგროვილ მეტაბოლურ ნარჩენებს. ის ტვინს ათავისუფლებს უჯრედული ნარჩენებისგან, მაგალითად ისეთი ცილებისგან, როგორიცაა ამილოიდ-ბეტა, რომლის დაგროვებაც დაკავშირებულია ალცჰაიმერის დაავადებასთან.
▪️გლიმფური სისტემა ყველაზე აქტიურია ღრმა, ნელი ტალღების ძილის დროს, როდესაც ხდება ტვინის ყველაზე ინტენსიური გაწმენდა.
▪️რეგულარული ძილი და შესაბამისად, ტვინის გაწმენდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობისთვის. ქრონიკულმა უძილობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ამ პროცესს.
▪️ქრონიკულმა უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური პრობლემები.
ის ასევე ზრდის ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მათ შორის ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადების რისკს.
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.

გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით აქტივობებს სხვადასხვა რესპირატორულ ვირუსებზე

ზონალურ დიაგნოსტიკური ლაბორატორიები
#post_seo_title

გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების ლაბორატორია

გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით აქტივობებს სხვადასხვა რესპირატორულ ვირუსებზე.
ლაბორატორია წარმოადგენს ეპიდზედამხედველობის პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს; მონაწილეობს გრიპისმაგვარი დაავადებებისა და მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებების კვლევის ეპიდზედამხედველობის პროგრამებში.
2007 წლიდან ლაბორატორიას ჯანმოსგან მინიჭებული აქვს საქართველოს გრიპის ნაციონალური ცენტრის სტატუსი და მისი ძირითადი მიზნებია: საქართველოში მოცირკულირე გრიპის ვირუსების მონიტორინგი; გრიპის ვირუსის ახალი ქვეტიპების დროული დეტექცია  – განსაკუთრებით პანდემიური საფრთხის მქონე ვირუსების; გრიპის შტამების მუდმივი გაზიარება ჯანმო-ს გრიპის კოლაბორაციულ ცენტრებთან ვაქცინის შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით.
ლაბორატორია ახორციელებს გრიპის ვირუსებთან დაკავშირებულ კვლევებს, როგორიცაა გრიპის ვირუსების დეტექცია რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (Influenza A, H1, H3, H1p, H5, H7N9, Influenza B); გრიპის ვირუსების იზოლაცია უჯრედულ კულტურაზე (MDCK); სუბტიპირება ჰემაგლუტინაციის ინჰიბირების რეაქციით და სეკვენირება.
სხვა რესპირატორული ვირუსების დეტექცია ხორციელდება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის საშუალებით. ამჟამად შესაძლებელია ისეთი რესპირატორული პათოგენების იდენტიფიკაცია, როგორიცაა: კორონავირუსები MERS-CoV, HKU, 229, 43, 63; პარაგრიპის ვირუსები 1, 2, 3, 4; ადამიანის მეტაპნევმოვირუსი A/ B; რინოვირუსი, რესპირატორულ სინციტიალური ვირუსი A/B; ენტეროვირუსი; პარექოვირუსი; ბოკავირუსი; ადენოვირუსი; მიკოპლაზმა პნევმონია.
ლაბორატორია ყოველწლიურად მონაწილეობს ჯანმოსა და აშშ-ს CDC-ს მიერ ორგანიზებულ გარე ხარისხის გარე კონტროლის პროგრამებში.
ამჟამად ლაბორატორია რამდენიმე სამეცნიერო კვლევითი პროექტის მონაწილეა:
CRDF #60211 ”გრიპის ვირუსის კვლევა შინაურ ცხოველებში”
GDD “მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციისა და საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ზედამხედველობითი კვლევა”
პერსონალი
ლაბორატორიაში მუშაობს 4 კვალიფიციური თანამშრომელი, მათ შორის ორი ექიმი.
ლაბორატორიის ორი  თანამშრომელი მუშაობს სადოქტორო ნაშრომებზე გრიპის ვირუსსა და ტკიპისმიერ ენტეფალიტზე.

 

გულის დაავადებები – გულის დაავადებათა სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე

გულის დაავადებები - გულის დაავადებათა სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე
#post_seo_title

გულის დაავადებები

სიმპტომები

გულის დაავადებათა სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე.

გულის ათეროსკლეროზული დაავადებები

სიმპტომები შესაძლოა იყოს განსხვავებული ქალებსა და მამაკაცებს შორის. მაგალითად, მამაკაცებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ტკივილი გულმკერდის მიდამოში; ქალებში სჭარბობს სხვა ხასიათის სიმპტომატიკა – დისკომფორტი გულმკერდის მიდამოში, ჰაერის უკმარისობა და ქოშინი, გულისრევა, ძლიერი საერთო სისუსტე.

სიმტომები მოიცავს:

  • გულის ანგინა-სტენოკარდიის დროს: ტკივილს, შებოჭვის შეგრძნებას, ზეწოლას და დისკომფორტს გულმკერდის მიდამოში
  • პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს: ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტისა და სიცივის შეგრძნებას ქვემო კიდურებში
  • ე.წ. ატიპიური ლოკალიზაციის ტკივილი გულის ანგინისას: ტკივილს კისრის, ყელის, ყბების, ეპიგასტრიუმის, ზურგის მიდამოში.

ასიმპტომურ პირებში გულის დაავადებათა დიაგნოსტირება რთულია სტენოკარდიის, ინსულტის ან გულის უკმარისობის გამოვლინებამდე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიმპტომი უნდა შეფასდეს ექიმთან ერთად, რაც გულის დაავადებათა ადრეული გამოვლენის საშუალებას მოგვცემს.

 გულის დაავადებების სიმპტომები-არანორმალური გულისცემისას (გულის არითმია):

  • გულის ფრიალი
  • აჩქარებული გულისცემა
  • შენელებული გულისცემა
  • ტკივილი და/ან დისკომფორტი გულმკერდში
  • ჰაერის უკმარისობა
  • თავბრუსხვევა
  • წონასწორობის დარღვევა
  • სინკოპე და პრესინკოპე (გულისწასვლა ან მისი წინა პერიოდი)

 გულის დეფექტებით გამოწვეული სიმპტომები

სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები მჟღავნდება დაბადებისთანავე. ბავშვებში ეს სიმპტომებია:

  • ციანოზი
  • შეშუპება ქვემო კიდურების, მუცლის მიდამოსა და თვალის ირგვლივ
  • ახლშობილებში ქოშინი კვებისას, რაც ხდება ზრდის შეფერხების მიზეზი

ნაკლებად სერიოზული თანდაყოლილი  დეფექტები ხშირად ვერ დიაგნოსტირდება გვიან ბავშვობამდე და/ან მოზრდილობამდე. გულის თანდაყოლილი დაავადებების ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც არ ხდება გადაუდებელი მკურნალობის მიზეზი, შესაძლოა იყოს:

  • ჰაერის მსუბუქი უკმარისობა ფიზიკური დატვირთვისას
  • მსუბუქი დაღლა ფიზიკური დატვირთვისას
  • ხელის, წვივისა და ტერფის პასტოზურობა (მსუბუქი შეშუპება)

გულის კუნთის კუმშვადობის ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული გულის დაავადებები, (ე.წ. გულის კუნთის სისუსტე) -კარდიომიოპათია

კარდიომიოპათიის ადრეულ სტადიას შესაძლოა სიმპტომები არ ახლდეს. მდგომარეობის პროგრესირება დაკავშირებულია შემდეგ სიმპტომებთან:

  • ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენებისას
  • ქვემო კიდურების შეშუპება
  • ადვილად დაღლა
  • არარეგულარული გულისცემა, გამოვარდნის შეგრძნება და/ან ციმციმი

 გულის ინფექციური  დაავადებები

სიმპტომები

  • ცხელება
  • ქოშინი
  • სისუსტე და ადვილად დაღლა
  • ქვემო კიდურების შეშუპება
  • გულის რითმის დარღვევა
  • მშრალი გახანგრძლივებული ხველა
  • გამონაყარი და ლაქები კანზე

 გულის სარქვლოვანი დაავადებები

გულს ოთხი სარქველი აქვს – აორტის, მიტრალური ანუ ორკარიანი, ფილტვის არტერიის და სამკარიანი. მათი გაღება-დაკეტვა არის საფუძველი სისხლის მოძრაობისა სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეში. შესაძლო დაზიანებებია – სტენოზი ანუ შევიწროვება, რეგურგიტაცია ანუ ნაკლოვანება ან არასწორი დახურვა (პროლაფსი).

სარქველების არასათანადოდ ფუნქციონირებისას ადგილი აქვს შემდეგ სიმპტომებს:

  • ადვილად დაღლა
  • ჰაერის უკმარისობა
  • არარეგულარული გულისცემა
  • ქვემო კიდურების შეშუპება
  • ტკივილი გულმკერდის არეში

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ

v  ტკივილი გულმკერდის არეში

v  ქოშინი

v  ადვილად დაღლა

გულის დაავადებათა გამოსავალს ანუ პროგნოზს მათი  ადრეული გამოვლენა განაპირობებს!

 დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ:

http://www.who.int/ncds/prevention/en/

https://www.cdc.gov/

გრიპი – ძირითადი გზავნილები

სეზონურ ვირუსებთან ერთად H1N1 გააქტიურდა
#post_seo_title

გრიპი – ძირითადი გზავნილები

გრიპი ჩვეულებრივ  მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა და უმეტესად ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელება. მიუხედავად ამისა, ეს გადამდები რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი.

არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში გრიპის ვირუსი და უბრალო გაციება. გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები და ლეტალური შედეგიც კი, ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

გრიპის თავიდან აცილების საუკეთსო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჭიროა ყოველწლიურად. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის  სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (ყოველი წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირამდე – დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით აღწევს) დგება, შესაბამისად ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.

  • გრიპის ვირუსი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ხველის ან ცემინებისას, როცა ვირუსი წვეთებად გაიფრქვევა ჰაერში. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული ხელებით ან  ზედაპირებით.
  • გრიპი ადამიანთა უმეტესობას გადააქვს  მსუბუქად და არ ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება ან ანტივირუსული მედიკამენტები. გრიპის მძიმე შემთხევებისას შესაძლებელია    მკურნალობა ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტებით და არა ანტიბიოტიკებით, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
  • მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანები სასურველია დარჩნენ სახლში, მოსვენებულ მდგომარეობაში, დალიონ დიდი რაოდენობით წყალი, მიიღონ ნოყიერი საკვები და მოერიდონ კონტაქტს სხვებთან. თუ სიმპტომები დამძიმდება – მიმართეთ ექიმს.
  • გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა  და გრიპის პრევენციის ძირითადი საშუალებაა, რომელიც ამცირებს ეპიდემიის მასშტაბებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია ჯანდაცვის მუშაკებისა და გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების  ვაქცინაცია, ყოველ წელს, გრიპის სეზონის დაწყებამდე.

2018-19 წლების გრიპის სეზონისათვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის სახელმწიფოს მიერ მაღალ რისკ ჯგუფებად განისაზღვრა:

  • ორსულები;
  • 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულნი;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • ბავშთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;
  • C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს;
  • აივ ინფიცირებული პირები;
  • სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების სამსახურების თანამშრომლები.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights