ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში ტელემედიცინის ინოვაციური სერვისები ინერგება.
ამ ინიციატივის ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს პროექტების ოფისის მიერ უკვე 60 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა.
ამბულატორიებს 1,144,000 დოლარის ღირებულების ციფრული სამედიცინო მოწყობილობები გადაეცათ – ოფთალმოსკოპები, დერმატოსკოპები, ოტოსკოპები, ელექტროკარდიოგრამის აპარატები, ასევე, კომპიუტერები თუ პრინტერები;
მომზადდა და დაინერგა ტელემედიცინის პლატფორმა ექიმსა და პაციენტს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად.
100-მდე ექიმმა გაიარა გადამზადება ამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში ტელემედიცინის ინოვაციური სერვისები ინერგება [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/12/17/%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1/
sheniekimi.ge
