სამშაბათი, ივნისი 16, 2026

ბავშვთა გრიპის ვაქცინაციის მაჩვენებელმა ამ სეზონზე დაიკლო – რა არის მიზეზი

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
#post_seo_title

ბავშვთა გრიპის ვაქცინაციის მაჩვენებლები ამ სეზონზე კლებულობს

CDC-ის ახალი მონაცემებით, წელს ბავშვების მხოლოდ 37%-მა გაიარა გრიპის ვაქცინაცია. ეს არის 7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, როდედაც ბავშვების 44%-ი აიცრა.

მონაცემები ეხება ჯანდაცვის ჩინოვნიკებს, მით უმეტეს, რომ გასულ წელს გრიპის გამო რეკორდული რაოდენობის ბავშვები გარდაიცვალა.

საბოლოო ჯამში, 2023-2024 წლების გრიპის სეზონზე ბავშვების 55%-მა მიიღო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში, განუცხადა CDC-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა NBC News-ს. ბოლო წლებში ვაქცინაციის მაჩვენებლები დაეცა ბავშვთა სხვადასხვა ვაქცინაზე. ტენდენციას აბრალებენ ვაქცინის უბდობლობას პანდემიის შემდეგ, ისევე როგორც დეზინფორმაციას ბავშვობისთვის უსაფრთხოების შესახებ.

გრიპის სეზონი უახლოეს კვირებში დაიწყება. საავადმყოფოებსა და კლინიკებში დადებითი გრიპის ტესტების მაჩვენებლები იზრდება. შეერთებული შტატების რამდენიმე ნაწილი უკვე იტყობინება პოტენციურად საშიში რესპირატორული დაავადების მაღალი მაჩვენებლების შესახებ, მათ შორის ლუიზიანა, კოლუმბიის ოლქი, ჯორჯია და არიზონა.

გასული წლის გრიპის სეზონმა მძიმედ აისახა ბავშვებში დეკემბრის ბოლო 2 კვირის განმავლობაში, გრიპისთვის გადაუდებელი დახმარების ოთახში ვიზიტების არაპროპორციული მაჩვენებელი 5-17 წლის ასაკში, გვიჩვენებს CDC-ის მონაცემები. გასულ წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც იღებენ გრიპის აცრებს, თითქმის ნახევარი ალბათობით მიმართავენ ER-ს ან სასწრაფო დახმარების კლინიკას გრიპის გართულებების გამო.

წყარო:

დედათა სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში

#post_seo_title

დედათა სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში

შესავალი

დედათა და პერინატალური ჯანმრთელობა წარმოადგენს პრიორიტეტს მთელი
მსოფლიოსათვის. საერთაშორისო შეთანხმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის დეკლარაციის საფუძველზე, ქალთა და ბავშვთა უპირველესი უფლებაა ჰქონდეთ უნივერსალური ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებთან, მიუხედავად მათი რასის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა, კულტურული და რელიგიური კუთვნილებისა [1].
ათასწლეულის განვითარების მიზანთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს 2015 წლისათვის
უნივერსალური ხელმისაწვდომობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე, ხოლო ამ მიზნის ერთ-ერთ ამოცანაა დედათა სიკვდილიანობის შემცირება [2].
გაეროს სააგენტოების, დონორების, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისა და სხვა
დაინტერესებული პარტნიორების მიერ 2014 წლის გაზაფხულზე განხილული იქნა 2015
წლის შემდგომი განვითარების მიზნები. შემუშავებულ იქნა სტრატეგია და დასახულ იქნა მიზნები თითოეული ქვეყნისათვის იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დედების პრევენტაბელური დაავადებებითა თუ მდგომარეობებით გამოწვეული გარდაცვალება. [3].
დამოუკიდებელ ექპერტთა ჯგუფის (iERG) მიერ 2014 წელს შემუშავებულ დოკუმენტში
პოსტ-2015 დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირების შესახებ, მთავარ
სლოგანად წარმოდგენილი იყო; „დედათა გარდაცვალების პრევენტაბელური მიზეზების
ელიმინაცია ეფექტური სტრატეგიისა და ინტერვენციების გზით“. დოკუმენტის თანახმად,
დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება მიჩნეული იქნა, როგორც ქვეყნების დაუსრულებელი მისია და შემოთავაზებული იქნა ორი სამოქმედო გეგმა: „სამოქმედო გეგმა ყოველი ახალშობილისათვის“ და „დედათა სიკვდილის პრევენტაბელური მიზეზების ელიმინაცია“. აღნიშნული გეგმების მიხედვით, განისაზღვრა, რომ 2030 წლისათვის დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება 2/3-ით, ხოლო საბაზისო მონაცემად მიჩნეული იქნა 2010 წლის მაჩვენებელი (4).
დედათა სიკვდილის პრევენტაბელურ მიზეზთა შემცირების პრიორიტეტულ
ინტერვენციებად მიჩნეულია შემდეგი: 1. დედათა გარდაცვალების, ავადობისა და უნარ
შეზღუდულობის მონაცემთა დეტალური ანალიზი იმისათვის, რომ შემუშავებული იქნას
ეფექტური ინტერვენციები; 2. ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის მენეჯმენტის გაძლიერება/სრულყოფა და ინტეგრირებული მართვა.; 3. სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესება; 4. ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება (სამედციცინო კადრები, მედიკამენტები და ინოვაციური მიდგომები); 5.დედათა ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და უთანასწორობის დაძლევა; 6. პარტნიორის, ოჯახის და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მართვაში; 7. ქალთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის
გაზრდა და უთანასწორობის დაძლევა;
საქართველოში მონაცემები დედათა სიკვდილიანობის შესახებ რამდენიმე წყაროდან
მოიპოვება, კერძოდ: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დემოგრაფიის სამმართველო,
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტი,
დკსჯეც-ის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტი, გაეროს დედათა სიკვდილიანობის
შეფასების სააგენტოთაშორისი ჯგუფი (MMEIG), კვლევები, როგორიცაა: რეპროდუქციული
ასაკის ქალთა სიკვდილიანობის კვლევა (GERAMOS-2008) და დედათა სიკვდილიანობის
კვლევა (MMS-2011).

დედათა სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში

დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი

დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი
#post_seo_title

დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი

 გაეროს ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დიდი უმრავლესობა – 6.76 მილიონი ადამიანი – მეტისმეტად დაბინძურებული ჰაერის პირობებში ცხოვრობს.  

2016 წლის 27 სექტემბრის მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 6.5 მილიონი ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურების გამო და მსოფლიოს მოსახლეობის 92% იმ ადგილებში ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე რეკომენდირებულ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატება,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დღეს წინა პლანზე წამოწია დეტალური პროფილი აქმდე უპრეცენდენტო – უკიდურესად მძიმე მდგომარეობის შესახებ, რათა მნიშვნელოვნად შეამციროს სიკვდილის ტვირთი.

„შეუძლებელია ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული გადაუდებელი ზომები მალე განხორციელდეს“, – განაცხადა გაეროს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოს მიმართულების ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა მარია ნეირამ ჰაერის ხარისხის ახალ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ინტერაქტიურ რუკებს (http://maps.who.int/airpollution/). რუკებს, რომლებიც თვალსაჩინოდ ასახავენ    ქვეყნებში არსებულ ადგილებს, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე ჯანმოს მიერ დადგენილ  ზღვრულად დასაშვებ  მნიშვნელობებს აჭარბებს.

გასულ წელს  მსოფლიოს მოსახლეობამ 7.35 მილიარდს მიაღწია.  გაეროს მონაცემებით, პრობლემის გადაწყვეტა ქალაქებში მდგრადი ტრანსპორტის განვითარებაში, მყარი საწვავის მოხმარების კონტროლში, სუფთა საყოფაცხოვრებო საწვავისა და სამზარეულო ღუმელებისადმი ხელმისაწვდომობაში და განახლებადი ენერგიების სახეებსა და სამრეწველო გამონაბოლქვის შემცირებაში მდგომარეობს, დასძინა დოქტორმა ნეირამ.

სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 90%-ს ადგილი აქვს დაბალ- და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში;  ყოველი სამიდან, სავარაუდოდ, ორი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონებზე მოდის.

ჰაერის დაბინძურება კვლავაც ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის – ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმული ასაკის მოზრდილების ჯანმრთელობას აწვება ტვირთად, აღნიშნა ფავია ბუსტრეომ, ჯანმოს ასისტენ-გენერალურმა დირექტორმა და დაამატა, „იმისათვის რომ ხალხი ჯანმრთელი იყოს, მათ სუფთა ჰაერი უნდა ისუნთქონ დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე“.

ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროები მოიცავენ არაეფექტურ სატრანსპორტო საშუალებებს, საყოფაცხოვრებო საწვავისა და ნარჩენების წვას, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებსა და სამრეწველო საქმიანობას. თუმცა, ჰაერის დაბინძურება ყველა შემთხვევაში არ მომდინარეიბს  ადამიანის საქმიანობიდან. მაგალითად, ჰაერის ხარისხზე ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს მტვრის ქარბუქმა, განსაკუთრებით, უდაბნოებთან ახლოს მდებარე რეგიონებში.

“ჯამოს ახალი მოდელი წარმოგვიდგენს ქვეყნებს, სადაც ჰაერის დაბინძურების საშიში წერტილებია. ისინი საბაზისო დონეს ქმნიან გატარებული ზომების პროგრესის მონიტორინგისათვის“, – განაცხადა დოქტორმა ბისრეომ.

გაერთიანებული სამეფოს ბასის (Bath) უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავებული მოდელი წარმოადგენს ჯანმოს პირველ ყველაზე დეტალურ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის მონაცემებს, რომელიც ეფუძნება სატელიტურ გაზომვებს, საჰაერო ტრანსპორტის მოდელებსა და ხმელეთზე არსებულ მონიტორინგის სადგურებს 3000-ზე მეტ წერტილში, როგორც ქალაქად, ისე სოფლად.

ყოველწლიურად, დაახლოებით სამი მილიონი სიკვდილის შემთხვევა უკავშირდება დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის ზემოქმედებას. შენობის შიდა ჰაერის დაბინძურება, შეიძლება, ასევე სასიკვდილო იყოს. 2012 წელს, საერთო ჯამში, დაახლოებით 6.5 მილიონი ადამიანის (გლობალური სიკვდილიანობის 11.6%) სიკვდილი იყო ასოცირებული შიდა და გარე ჰაერის დაბინძურებასთან.

სიკვდილის შემთხვევების 94% არაგადამდებ დაავადებებს უკავშირდება; კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტს, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებსა და ფილტვის კიბოს. ჰაერის დაბინძურება ასევე  ზრდის მწვავე რესპირატორული ინფექციების რისკს.

“ეს ახალი მოდელი დიდ  წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოდგენს  ექვს მილიონზე მეტი სიკვდილის შემთხვევის  უზარმაზარი გლობალური ტვირთის კიდევ უფრო დამაჯერებელი გათვლისათვის, სადაც გლობალური სიკვდილიანობის ყოველი ცხრა შემთხვევიდან ერთი შიდა და გარე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შედეგია,” აღნიშნა დოქტორმა ნეირამ, რომელიც ჯანმოს დირექტორია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დეტერმინანტების მიმართულებით.

ჯანმოს  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაიდლაინი ადგენს 2.5 მიკრომეტრზე ნაკლები დიამეტრის (PM2.5) წვრილი ნაწილაკების, როგორიცაა სულფატი, ნიტრატები და ნახშირი, წლიური ექსპოზიციის ზღვარს. ეს ნაწილაკები ღრმად შედიან ფილტვებში და გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, რითიც ჯანმრთელობისადმი უდიდეს  რისკებს ქმნიან.

გაეროს სამიტზე 2030 დღის წესრიგის ფარგლებში შარშან მიღებული მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs)  მოწოდებაა არსებითად შემცირდეს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილის და დაავადების  შემთხვევები.

მაისში ჯანმომ გამოსცა ახალი გზამკვლევი დაჩქარებული აქტივობებისათვის ჯანდაცვის ადგილობრივ სექტორებთან ერთად მონიტორინგის გაზრდისა და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ლიდერობისათვის.

#drpkhakadze

დაბალი წონა

#post_seo_title

დაბალი წონა

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

ახალშობილის მცირე წონა ითვლება პერინატალური სიკვდილიანობის დ ავადობის ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად.

დაბალი წონა ზრდის რისკს

არაგადამდები დაავადებებისა, როგორიცაა დიაბეტი და გულის დაავადებები

დაბალი წონა

როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან?

გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში
#post_seo_title

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ეკა ადამიას განცხადებით, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, გრიპის ვირუსი ცირკულირებს. მისივე თქმით, საქართველოში, ამ სეზონზე, გავრცელებულია გრიპის A და B ტიპის ვირუსები, ასევე – სხვა ვირუსებიც, მათ შორის რინოვირუსი და ადენოვირუსი.

„ვირუსების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანა, ასევე – სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ხალხმრავალ ადგილებში პირბადეების გამოყენება, ოთახის ხშირი განიავება და ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ვაქცინაცია, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის წინააღმდეგ“, – განაცხადა ეკა ადამიამ.

ვაქცინაცია გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების: ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების  მქონე პირების ყოველწლიური ვაქცინაცია.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის ასაკიდანაა შესაძლებელი

დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი (დყტ/DPT)
#post_seo_title

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ეკა ადამიას განცხადებით, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, გრიპის ვირუსი ცირკულირებს. მისივე თქმით, საქართველოში, ამ სეზონზე, გავრცელებულია გრიპის A და B ტიპის ვირუსები, ასევე – სხვა ვირუსებიც, მათ შორის რინოვირუსი და ადენოვირუსი.

„ვირუსების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანა, ასევე – სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ხალხმრავალ ადგილებში პირბადეების გამოყენება, ოთახის ხშირი განიავება და ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ვაქცინაცია, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის წინააღმდეგ“, – განაცხადა ეკა ადამიამ.

ვაქცინაცია გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების: ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ყოველწლიური ვაქცინაცია.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

8 ჩვევა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას აზიანებს – ის, რაზეც აქამდე არ გიფიქრიათ

8 ჩვევა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას აზიანებს
#post_seo_title

ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს – 8 ჩვევა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას აზიანებს

ჩვენ ყოველდღიურად უამრავ ჩვევას მივყვებით, რომლებიც, შესაძლოა, ჩვენს ჯანმრთელობას გაუცნობიერებლად აზიანებს. ზოგიერთი ჩვევა არამხოლოდ ჩვენს ფიზიკურ, არამედ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც უარყოფითად მოქმედებს. გთავაზობთ სიას მავნე ჩვევების შესახებ, რომლებმაც, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემები შექმნას.

1. დაცემინებისგან თავის შეკავება

დაცემინების შეკავება შეიძლება მიჩნეული იყოს მავნე ჩვევად, რადგან ეს მნიშვნელოვნად ზრდის შიდა წნევას და არღვევს ტვინისთვის სისხლის მიწოდებას. როდესაც პირს ვხურავთ და ცხვირზე ხელს ვიჭერთ, სისხლძარღვები და ნერვული ქსოვილები იკუმშება, რაც იწვევს თავბრუსხვევას და სმენის პრობლემებს. ამიტომ, არასდროს შეიკავოთ თავი დაცემინებისგან.

2. სუნამოს გამოყენება

თანამედროვე სუნამოებში ხშირად გამოიყენება სინთეზური ნივთიერებები იმისთვის, რომ სუნი ძლიერი და გრძელვადიანი იყოს, მაგრამ ამ ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა, ძილიანობა და კანის ან თვალების გამაღიზიანებელი ეფექტები. საუკეთესო არჩევანი იქნება ბუნებრივი ზეთებით დამზადებული სუნამო.

3. ძილის წინ სმარტფონის გამოყენება

დროული ძილი აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის ხელს უწყობს ჰორმონ მელატონინის წარმოებას, რომელიც ძილს არეგულირებს. სმარტფონის გამოყენება და მასზე შუქის ცვლა ამ პროცესს აფერხებს, რამაც საბოლოოდ შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესია, სიმსივნეები, წონის მატება, გულის დაავადებები და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები. მოერიდეთ სმარტფონის გამოყენებას ძილის წინ.

4. საჭმლის ჭამა პლასტმასის კონტეინერებიდან

პლასტმასის კონტეინერები, რომლებიც შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ფტალატის მჟავა და ბისფენოლი, შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენს ენდოკრინულ სისტემაზე. ჯანმრთელობისათვის სარისკოა მათი გამოყენება. უკეთესია, თუ საჭმელს შეინახავთ შუშის, კერამიკის ან უჟანგავი რკინის კონტეინერებში.

5. ჭამის შემდეგ მალევე კბილების გახეხვა

კბილების გახეხვა ჭამის შემდეგ, განსაკუთრებით მაღალი მჟავიანობის მქონე საკვების შემთხვევაში, ხელს უწყობს მჟავას გადატანას კბილის ემალზე და დენტინზე, რაც კბილების სენსიტიურობას და ემალის დაზიანებას იწვევს. სტომატოლოგები გვირჩევენ კბილების გაწმენდას 30 წუთიდან ერთი საათის შემდეგ.

6. ანტიბაქტერიული საპნის ხშირი გამოყენება

ანტიბაქტერიული საპონი ხშირად გამოიყენება ხელების დასაბანად, მაგრამ ამან  შეიძლება გამოიწვიოს სასარგებლო ბაქტერიების მოცილება, რაც ჩვენს ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს. ექიმები გირჩევენ, რომ ანტიბაქტერიული საპონი გამოიყენოთ მხოლოდ საჭირო შემთხვევებში, მაგალითად, ჭრილობების ან ნაკაწრების დროს.

7. ნატურალური წვენის დალევა

ხილის ნატურალური წვენი, როგორც ჩანს, ჯანმრთელობას უნდა უწყობდეს, მაგრამ ხშირად ის სახიფათოა გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. მაგალითად, ყურძნის წვენი არ არის რეკომენდირებული დიაბეტით დაავადებულთათვის ან ზედმეტი წონის მქონე პირებისთვის. ბავშვებისთვის წვენის დალევა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

რისკები და სარგებელი

ამ ჩვევების, როგორიცაა ძილის წინ სმარტფონის გამოყენება, ანტიბაქტერიული საპნის ხშირი გამოყენება, ან ნატურალური წვენის სმა, ზედმეტმა დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემებს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამგვარი რისკები, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ ჩვევების სწორად მართვას და შესაბამისი ცვლილებების შეტანას ჩვენი ცხოვრების წესში.

გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებას, ამიტომ ყოველწლიურად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობის გადახედვა და განახლება, რათა მისი შემადგენლობა შეესაბამებოდეს ვირუსის ყველაზე გავრცელებულ შტამებს

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
#post_seo_title

გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებას, ამიტომ ყოველწლიურად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობის გადახედვა და განახლება, რათა მისი შემადგენლობა შეესაბამებოდეს ვირუსის ყველაზე გავრცელებულ შტამებს.

ვაქცინაცია ხელს უწყობს დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან აცილებას.
მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია.

 

სულ მალე, საქართველოს კიდევ 60 სოფელში იქნება ხელმისაწვდომი ტელემედიცინის სერვისი

საქართველო - ტელემედიცინის სერვისი
#post_seo_title

სულ მალე, საქართველოს კიდევ 60 სოფელში იქნება ხელმისაწვდომი ტელემედიცინის სერვისი, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს დისტანციურად, სოფლის ამბულატორიიდან დაუკავშირდნენ თბილისის წამყვანი კლინიკების სპეციალისტ ექიმებს და მიიღონ პროფესიონალური მომსახურება.

ამის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს პროექტების ოფისის მხარდაჭერით ციფრული ტექნოლოგიებით აღიჭურვა სოფლის ამბულატორიები, შეიქმნა შესაბამისი ციფრული პლატფორმა და გადამზადდა ამბულატორიის პერსონალი.

ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში ტელემედიცინის ინოვაციური სერვისები ინერგება

ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში ტელემედიცინის ინოვაციური სერვისები ინერგება
#post_seo_title

ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში ტელემედიცინის ინოვაციური სერვისები ინერგება.

ამ ინიციატივის ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს პროექტების ოფისის მიერ უკვე 60 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა.
ამბულატორიებს 1,144,000 დოლარის ღირებულების ციფრული სამედიცინო მოწყობილობები გადაეცათ – ოფთალმოსკოპები, დერმატოსკოპები, ოტოსკოპები, ელექტროკარდიოგრამის აპარატები, ასევე, კომპიუტერები თუ პრინტერები;
მომზადდა და დაინერგა ტელემედიცინის პლატფორმა ექიმსა და პაციენტს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად.
100-მდე ექიმმა გაიარა გადამზადება ამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights