ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

„HMPV საქართველოში უკვე დაფიქსირებულია“ – ექიმმა ვირუსსა და მის საფრთხეებზე ისაუბრა

„HMPV საქართველოში უკვე დაფიქსირებულია“ - ექიმმა ვირუსსა და მის საფრთხეებზე ისაუბრა
#post_seo_title

კორონავირუსის გავრცელებიდან ხუთი წლის შემდეგ, ჩინეთში ახალი ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ჩინეთი განიცდის რესპირატორული ვირუსის ინფექციების ზრდას. ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიზეზი ეპიდემიაა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” ვირუსსა და მის საფრთხეებზე ისაუბრა.

მისი თქმით, კორონა ვირუსსა და HMPV ვირუსს, იგივე მეტაპნევმო ვირუსს შორის კავშირი არ არის და ის არ გახდება პანდემიის გამოწვევის მიზეზი. მეტაპნევმო საქართველოში უკვე დაფიქსირებულია და საქართველოში თითქმის ყველა ბავშვს ეს ვირუსი უკვე გადატანილი აქვს.

„არანაირი შედარება ამ ვირუსებს შორის (კორონა ვირუსი და HMPV ვირუსი) ამ თვალსაზრისით არ შეიძლება. იმიტომ, რომ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება არ ჰქონდა არავის. ეს იყო ვირუსი, რომელიც ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც შეხება გქონდა, ამ ადამიანებში იწვევდა კლინიკურად გამოვლენილს დაავადებებს. ხოლო მეტაპნევმო ვირუსი სრულიად განსხვავებულია. ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული, მათ შორის ბავშვებში, სადაც ნაჩვენებია, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ვირუსის გადატანის მაჩვენებელი 99%-ზე მეტი იყო. იგივეა საქართველოზეც. ამიტომ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს ეს ვირუსი გადატანილი აქვს. ამიტომ, ამ ბავშვებში იმუნიტეტი არსებობს.

მეორე, HMPV ვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება. ის ფუფუნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ლუგარის ლაბორატორიის, საშუალებას გვაძლევს, რომ მკაცრი მონიტორინგი გვქონდეს არა მარტო გრიპზე, არამედ მეტაპნევმო ვირუსზეც. ყოველკვირეულად გვაქვს ამ ვირუსებზე მონაცემები, თუ რა რაოდენობაა ქვეყანაში. საქართველოში ეს ვირუსი ფიქსირდება, ამას რა თქმა უნდა ვადასტურებთ. ეს ახალი ვირუსი 2001 წელს არის აღმოჩენილი და 25 წლის ისტორია აქვს, მაგრამ არცერთი პერიოდი არ ყოფილა, როდესაც ამ ვირუსს მძიმე დაავადებები გამოეწვიოს ან სერიოზული ეპიდ აფეთქებები.“, – ამბობს პროფესორი,

მისივე ინფორმაციით, 50-ე კვირას ვირუსის 6% დაფიქსირებული, რაც შედარებით მაღალი მაჩვენებელია. ხოლო ბოლო მონაცემებით, 1%-ია დადასტურებულ შემთხვევებში. წინა კვირაში მეტაპნევმო ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ერთი იყო ფილტვების ანთებით გართულებული.

ჩხაიძის განმარტებით, მეტაპნევმო ვირუსი 5 წლიდან 65 წლამდე ასაკში მხოლოდ გაციების სიმპტომით მიმდინარეობს და რაიმე გართულებას ან დაავადებების დატოვებას არ იწვევს. შესაბამისად, აღნიშნული ვირუსი, გარდა კონკრეტული ჯგუფებისა და სეგმენტისა საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ეს ვირუსი ძირითადად იწვევს გაციების მსგავს სიმპტომატიკას. ამ ვირუსს მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობაში და ასევე იმ ადამიანებში, რომლებსაც ფილტვის ქრონიკული დაავადებები ან ბრონქული ასთმა აქვთ. ხოლო 5-დან 65 წლამდე ასაკში შეუძლია გამოიწვიოს გაციება. ეს იქნება ცხვირიდან გამონადენი, ხველა, დაბალი ტემპერატურა, მაგრამ არა ფილტვის დაზიანება.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კომენტარი ამ მატებასთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი. ეს არის სეზონური მატება, როდესაც მოიმატა არა მხოლოდ მეტაპნევმო ვირუსმა, არამედ კორონა ვირუსმაც, გრიპმაც და ზოგადად, ჩინეთს არ გამოუცხადებია საგანგებო მდგომარეობა“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ სეზონური გრიპის შემთხვევებთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

„საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს, თუმცა ეს მატება სტაბილურია. არსებობს მოლოდინი, რომ ზრდა შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება.“

მისივე თქმით, 2024-2025 წლის სეზონზე დაფიქსირებული გრიპის ვირუსის შემთხვევების ზრდა არ არის ისეთი, როგორიც 2 წლის წინ იყო და შარშანდელთან შედარებით, პრაქტიკულად უცვლელია.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, დეკემბერში იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით 36 ბავშვი მკურნალობდა. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ მათგან ვაქცინირებული არც ერთი ყოფილა და აქცენტს ვაქცინაციის აუცილებლობაზე აკეთებს.

რა არის HMPV? – რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს?

როგორ ვრცელდება HMPV ვირუსი, რამდენ ხანს გრძელდება...
#post_seo_title

კორონავირუსის გავრცელებიდან ხუთი წლის შემდეგ, ჩინეთში ახალი ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ჩინეთი განიცდის რესპირატორული ვირუსის ინფექციების ზრდას. ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიზეზი ეპიდემიაა.

მედიის ცნობით, რესპირატორული ვირუსის ინფექციების ზრდის გამო, სამედიცინო დაწესებულებები გადატვირთულია. ქვეყანაში ახალი ვირუსი მეტაპნევმოვირუსი (HMPV) დაფიქსირდა. მისი შემთხვევები ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციებში ამ ზამთარში, განსაკუთრებით ბავშვებში დაფიქსირდა.

რა არის HMPV?

მეტაპნევმოვირუსი, ან HMPV, არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც იწვევს გაციების და გრიპის მსგავს სიმპტომებს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება მართვადია, მას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე გართულებები, როგორიცაა პნევმონია, განსაკუთრებით ჩვილებში, ხანდაზმულებში და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებში.

რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს?

👉 ხველა

👉 ცხელება

👉 ცხვირით სუნთქვის გაძნელება

👉 დაღლილობა

👉 ინკუბაციური პერიოდი სამიდან ექვს დღემდე

Covid-19-ისგან განსხვავებით, HMPV-ს ვაქცინა ან სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს. მკურნალობა ძირითადად მოიცავს სიმპტომების მართვას.

ტაივანის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ ვირუსის უფრო მაღალი რისკია ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და იმუნოკომპრომეტირებული პირებისთვის.

საქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს

საქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს
#post_seo_title

„საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევები კვირიდან კვირამდე მატულობს“, – ამის შესახებ იაშვილის საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობა. ექიმი ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს დომინანტი H1 ტიპის ვირუსია.

მისივე პროგნოზით, პიკური პერიოდი იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

ივანე ჩხეიძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ, ამ შემთხვევაში, რისკჯგუფში ბავშვები არიან.

“დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპი არის, დადასტურებულ შემთხვევებში, პირველ ადგილზე, სიხშირის მიხედვით. ამ საერთო მაჩვენებელში უპირატესი ე.წ. H1 ტიპის ვირუსია – პანდემიური ვირუსი, “ღორის გრიპის” სახელით ცნობილი. საქართველოში, გვაქვს გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატება, მოლოდინია, რომ ეს მატება გაგრძელდება, შემდეგი კვირების განმავლობაში და, ალბათ, იანვარში მიაღწევს თავის პიკს.

გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა – 38 და მეტი, გრიპს ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე, უმადობა, ყველაფერი ეს, ჯამში, ხდება მდგომარეობის სიმძიმის მიმანიშნებელი.დღეს საქართველოში, ვირუსი, რომელსაც შეუძლია ანალოგიური სიმპტომატიკის გამოწვევა, არ არსებობს.

ყველა ის ვირუსი, რომელიც ფიქსირდება გრიპის ვირუსთან ერთად, ამ ვირუსების რიცხვი საკმაოდ მაღალია, მათი მიმდინარეობა არ არის ასე მძიმე. განსაკუთრებით, ეს მნიშვნელოვანია 2 წლამდე ბავშვებისთვის – ეს არსი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი. უმჯობესია, პირველივე დღიდანვე იყოს პედიატრი, ან ოჯახის ექიმი ჩართული ბავშვის მართვაში.

ნოემბრის პირველი ნახევრიდან დაწყებული, ვაქცინაციის ჩატარება არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციული საშუალება. როდესაც ვაქცინაციის საკითხის დგას, პირველ რიგში, რისკ ჯგუფში არის ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ბავშვები.

ვისთანაც არ ჩატარებულა ვაქცინაცია, რეკომენდაცია რჩება სტანდარტული, ეს არის ნიღბების ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ოთხების ხშირი განიავება და რაც მთავარია, კონტაქტების თავიდან აცილება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„2025 წელს, 25%-ით გაიზრდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი და 95 მილიონი ლარით განისაზღვრება“-მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებაზე
#post_seo_title

2025 წელს, 25%-ით გაიზრდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი და 95 მილიონი ლარით განისაზღვრება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.

„ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც უკავშირდება სოციალურ მხარდაჭერას, ბავშვზე ზრუნვას. 2024 წელს, დაახლოებით, 40 000 ბენეფიციარისთვის მათი საჭიროებებისთვის ბიუჯეტიდან 76 მლნ ლარი დაიხარჯა.

მომდევნო წლის განმავლობაში კი, პრაქტიკულად იგივე რაოდენობის ბენეფიციართათვის დაგეგმილია 25%-იანი ზრდა და პროგრამის ბიუჯეტი იქნება 95 მილიონი ლარი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, 2025 წლიდან დაფინანსება იზრდება ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებითაც და 2024 წელთან შედარებით, 237 მილიონი ლარით მეტით განისაზღვრება. მათ შორის, 185 მილიონი ლარით იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტიც.

„დაფინანსების ზრდა გათვალისწინებულია ჯანდაცვის პროგრამებშიც. მათ შორის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 2025 წელს 185 მილიონი ლარით გაიზრდება. მთლიანად ჯანდაცვის ხარჯები კი 237 მილიონით გაიზრდება და გადააჭარბებს 1 მლრდ 800 მილიონს, რაც არის უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა, პაციენტთათვის და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორისთვის“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი იყო უპრეცედენტოდ დიდი. სამინისტრომ სრულად, 100%-ით შეასრულა დაგეგმილი ბიუჯეტი.

„სამინისტროს მიერ პრაქტიკულად სრულად 100% -ით შესრულდა ამოცანები, რის შედეგადაც ბიუჯეტის შესრულებაც მოხდა 100%ით. თითოეული ხარჯი, რომელიც იყო გათვალისწინებული დევნილებისთვის, პაციენტებისთვის, სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის, ყველა ეს ხარჯი სახელმწიფომ პირნათლად და სრულად შეასრულა მათი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ შემომწირველებს გაწეული ქველმოქმედებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო „სოლიდარობის ფონდის“ შემომწირველებს. მინდა, თითოეულმა მათგანმა იცოდეს, რომ მათი ქველმოქმედება თავიდან ბოლომდე შემოწირული თანხის თითოეული თეთრი იმ ადამიანებს ხმარდებათ, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ფინანსური დახმარება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების უდიდესმა ნაწილმა, საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაწესებულების გარკვეული ნაწილი ვერ ახერხებს ვალდებულებების ვადებში სრულად შესრულებას, მოქალაქეებისთვის გადაუდებელ სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობის უწყვეტობის მიზნით, მათ საშეღავათო პერიოდი მიეცათ.

„მიმდინარე წელს, დღის წესრიგში იყო დაყენებული ამოცანა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2024 წლის ბოლომდე უნდა მოეპოვებინათ საერთაშორისო აკრედიტაცია. სამედიცინო დაწესებულებების უდიდესმა ნაწილმა თავი გაართვა ამ გამოწვევას და მათ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. თუმცა რჩება გარკვეული ნაწილი კლინიკებისა, რომელთაც ეს პროცესი ჯერ არ დაუსრულებია და ამ მოთხოვნებს უახლოესი თვეების განმავლობაში დაკმაყოფილებას. შესაბამისად, სამინისტრომ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და კლინიკებს მიეცემათ საშეღავათო პერიოდი იმისათვის, რომ ერთის მხრივ, სამედიცინო მომსახურების ხარისხი იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი და მეორეს მხრივ, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, გეოგრაფიული ან პროფილური ხელმისაწვდომობა არ გახდეს პრობლემა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში ბავშვები მოინახულა და შობა-ახალი წელი მიულოცა

მიხეილ სარჯველაძემ ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში ბავშვები მოინახულა და შობა-ახალი წელი მიულოცა
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრ

ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ, ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში ბავშვები მოინახულა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

ჯანდაცვის მინისტრმა, აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით, გაგრძელდება, კიდევ უფრო განვითარდება ის პროგრამები რაც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მინისტრმა შობა-ახალი წელი მიულოცა სამედიცინო პერსონალსაც და აღნიშნა, რომ მათი ძალისხმევა, პაციენტებისთვის საუკეთესო სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესში უმნიშვნელოვანესია.

ახალი კვლევა – ზურგის ტვინის ტრავმებთან ბრძოლაში ნამდვილი გარღვევაა

#post_seo_title

ახალი კვლევა

ლატერალური ჰიპოთალამუსის ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს სიარულს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ხერხემლის თიაქარი, ტრავმა

ძვირფასო მსმენელებო წარმოგიდგენთ ახალ კვლევას, რომელიც ზურგის ტვინის ტრავმებთან ბრძოლაში ნამდვილი გარღვევაა!

ლატერალური ჰიპოთალამუსის ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სიარულის ფუნქციას და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას ხერხემლის დაზიანების მქონე პაციენტებში.

კვლევამ აჩვენა, რომ ეს მეთოდი ააქტიურებს გლუტამატერგიულ ნეირონებს, რაც მოძრაობის აღდგენის მთავარ მექანიზმად მიიჩნევა.

ეს ნაბიჯი ახალი მიდგომაა ხერხემლის ტრავმის მკურნალობაში, რომელიც აქამდე მხოლოდ ზურგის სტიმულაციაზე იყო ორიენტირებული.

ამავე დროს, ტვინის ღრმა სტიმულაციის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული პარალიზის შემცირება და ფუნქციის გაუმჯობესება.

ეს მართლაც იმედის მომეცი სიახლეა ხერხემლის დაზიანების მქონე პაციენტებისთვის, რაც თანამედროვე მედიცინაში ნამდვილი გარღვევაა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე.

დარჩით ჩვენთან, რათა მიიღოთ ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო სიახლეები.

კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით – 131 პაციენტი

კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით - 131 პაციენტი
#post_seo_title

ახალი წლის ღამეს თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 33 ზარი შევიდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 20 მოქალაქეს დასჭირდა.

რაც შეეხება სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაფიქსირდა 25 შეტყობინება, აქედან 20 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია.

ცენტრის ინფორმაციითვე, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია 64 ადამიანი. რეგიონების მასშტაბით კი დაფიქსირდა კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა, ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.

მიხეილ სარჯველაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა

მიხეილ სარჯველაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა
#post_seo_title

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ბენეფიციარების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ხანდაზმულებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

“განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ ისინი თავიანთი დამსახურებებით, თავიანთი გავლილი ცხოვრებით, უზარმაზარია სითბო, რომელსაც ისინი გვჩუქნიან. მინდა ყოველივე საუკეთესო, დღეგრძელობა, მტკიცე ჯანმრთელობა და, რა თქმა უნდა, ბედნიერება ვუსურვო თითოეულ მათგანს. აქ მყოფ ჩვენს დევნილ ბენეფიციარებს კი ვუსურვებ, რომ მალე აფხაზეთში ემასპინძლოთ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრთან ერთად, ხანდაზმულთა პანსიონატში, მისი მოადგილე ირინე წაქაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე იმყოფებოდნენ.

კიბოს ვაქცინის შექმნის სფეროში გარღვევა მოხდება – მეცნიერები

კიბოს ვაქცინის შექმნის სფეროში გარღვევა მოხდება - მეცნიერები
#post_seo_title

კიბოს ვაქცინის შექმნის ახალი ეტაპი შესაძლოა 2025 წელს დაიწყოს, რაც ამ სფეროში გარღვევას მოახდენს.

კიბოს ვაქცინის შექმნა 2025 წელს შესაძლოა ახალი გარღვევის საწინდარი გახდეს, რაც მეცნიერების მიერ განხორციელებული უახლესი კვლევების შედეგებით დაკვირვების საფუძველზე ჩანს. ბრიტანული ჟურნალის The Economist-ის ცნობით, კიბოს ვაქცინების ტესტირება წარმატებული იყო, ხოლო უახლეს ნიმუშებში ვაქცინის ეფექტურობა დადასტურდა. ამჟამად მეცნიერები სწავლობენ პრეპარატების მოქმედებას კანის, ფილტვებისა და თავის ტვინის სიმსივნეების წინააღმდეგ.

კიბოს ვაქცინა: ინვაზიური მკურნალობის შემცირება

მეცნიერებს დიდი იმედი აქვთ, რომ კიბოს ვაქცინები მომავალში მნიშვნელოვნად შეამცირებს ისეთი ინვაზიური მკურნალობის საჭიროებას, როგორიცაა ქიმიოთერაპია და ქირურგია. ვაქცინები, რომლებიც თერაპიულ მიდგომას ეფუძნებიან, ხელს უშლიან სიმსივნის განვითარებას და მკურნალობენ უკვე არსებული კიბოს უჯრედების განადგურებით.

ნანოვაქცინა და ნეოანტიგენები

2025 წელს ანტიკიბოსური ნანოვაქცინები, მათ შორის ჩინეთის მეცნიერების აკადემიის მიერ შემუშავებული სიმსივნის მემბრანის ანტიგენებზე დაფუძნებული პრეპარატი, შესაძლოა ახალ ეტაპზე გადავიდნენ. თაგვებზე ტესტირების წარმატების შემდეგ, ეს ვაქცინა უკვე აჩვენებს შედეგებს. ნეოანტიგენების გამოყენება, რომელთა არსებობა არ არის ჯანმრთელ უჯრედებში, საშუალებას იძლევა იმუნურ სისტემას “გააცნოს” კიბოს უჯრედები და მხოლოდ მათზე იმოქმედოს.

პერსონალიზებული ვაქცინები და მათი ეფექტურობა

ამერიკულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პერსონალიზირებული კიბოს ვაქცინები, რომლებიც კონკრეტული პაციენტის სიმსივნის მახასიათებლების მიხედვით იქმნება, ეფექტურად იცავს სიმსივნის ხელმეორედ განვითარებას. კვლევებმა, რომელიც 4 წლის განმავლობაში გაგრძელდა, დაადასტურა, რომ ეს ვაქცინები წარმატებით ხელს უშლიან კიბოს რეციდივს.

კიბოს თერაპიული ვაქცინების როლი

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები შეიძლება როგორც მკურნალობდეს კიბოს, ისე შეაჩეროს მისი განვითარება. მსგავსი ვაქცინები ხშირად ეფუძნებიან იმუნოთერაპიის პრინციპებს, სადაც ადამიანის საკუთარი იმუნური სისტემა იწყებს კიბოს უჯრედების განადგურებას.

დასკვნა

კიბოს ვაქცინების განვითარებამ 2025 წლისთვის, შესაძლოა, ისეთ მნიშნელოვან პროგრესს მიაღწიოს, რომ ეს ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად შეცვლიან კიბოს მკურნალობის მეთოდებს. ახალი თერაპიები, ნანოვაქცინები და პერსონალიზებული მიდგომები აღმოაჩენენ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ შესაძლებლობებს, რაც მომავალში ინვაზიურ მკურნალობას და ქიმიოთერაპიის საჭიროებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights