სამშაბათი, ივნისი 16, 2026

კავშირი თირკმლის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის

კავშირი თირკმლის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის
#post_seo_title

კავშირი თირკმლის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის

სიმსუქნის დროს, ორგანიზმში ცხიმის ჭარბად დაგროვება ხდება. 

თირკმლის დაავადებებისაკენ უფრო მეტად მსუქანი, მათ შორის დიაბეტითა და ჰიპერტონული დაავადებების მქონე ადამიანები არიან მიდრეკილი.

თუ სათანადო ზომები არ იქნა მიღებული, მთელ მსოფლიოში, 2025 წელს სიმსუქნით, მამაკაცების 18% და ქალების 21%  იქნება დაავადებული.

ზოგიერთ ქვეყანაში, ჭარბი წონა ზრდასრული მოსახლეობის ორი მესამედს აქვს, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და წლიურ სამედიცინო ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ზოგად მოსახლეობაში, სიმსუქნე ხელს უწყობს გულის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ოსტეოართროზის, კიბოს, ფსიქიკური დარღვევების, ღვიძლის გაცხიმოვნების განვითარებას, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას, იწვევს ძილის აპნოეს (სუნთქვის შეწყვეტა).

გარდა ამისა, სიმსუქნე ცხოვრების ხარისხს აქვეითებს  და ზრდის სიკვდილიანობის რისკს. 

არსებული მონაცემებით, სიმსუქნე ასევე თირკმლის ქრონიკული დაავადებებისა და  თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის განვითარების უდიდეს რიკს- ფაქტორს წარმოადგენს.

მსუქანი და ჭარბი წონის მქონე ადამიანებს, (ნორმალური წონის მქონე ადამიანებთან შედარებით), თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის განვითარების 2-დან 7-მდე მეტი შანსი აქვთ.

სიმსუქნეს – ჰიპერტონიის, დიაბეტი 2-ის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების  „ხარჯზე“, ირიბი გზით მივყავართ თირკმლის ქრონიკული დაავადებების განვითარებამდე; თირკმელების გაძლიერებული მუშაობა კი, მათი პირდაპირ გზით დაზიანებას იწვევს.

წონის კონტროლმა, შესაძლებელია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის განვითარება შეაფერხოს. 

თირკმლის მწვავე დაზიანება ძირითადად სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს ემართებათ.

თირკმლის მწვავე დაზიანება უეცრად ვითარდება, ხშირად ხანმოკლე მიმდინარეობა ახასიათებს და ძირითადი მიზეზის აღკვეთის შემთხვევაში სრული გამოჯანმრთელებით სრულდება; თუმცა, შესაძლებელია მძიმე შორეული შედეგები და შესაბამისად, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

http://www.who.int/life-course/news/events/world-kidney-day-2017/en/#

იცოდე შენი წნევის შესახებ!

იცოდე შენი წნევის შესახებ!
#post_seo_title

იცოდე შენი წნევის შესახებ!

ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას ხელს უწყობს მაღალი წნევა, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ჭარბი წონა, სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის მაღალი დონე, თამბაქო, და სხვა.

ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი, გულის უკმარისობა, თირკმლისდაავადება, სიბრმავე და სხვა გართულებები.

140/90 მმ.ვწყ.სვ. და მეტი მაჩვენებელი მაღალ წნევად ანუ ჰიპერტენზიად ითვლება.

უნდა იცოდეთ წნევის ციფრები, რათა ადრეულად გამოავლინოთ ჰიპერტენზია.

თუ თქვენი წნევის ციფრები არ იცით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

წნევის სწორი გაზომვა მოითხოვს სათანადო წესების მკაცრად დაცვას და შემოწმებულ წნევის აპარატს.

ექიმი ან ექთანი გასწავლით როგორია წნევის გაზომვის ტექნიკა. ასევე მოახდენს საზომი აპარატის სტანდარტიზაციას იზომეთ წნევა სახლშიც რეგულარულად დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში.

მაღალი წნევის მომატების თავიდან აცილებაც შესაძლებელია და მკურნალობაც.

მაღალი წნევის თავიდან ასაცილებლად მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს:
– ნაკლებად მოიხმარეთ მარილი და მლაშე საკვები.
– მირთვითმეტი ხილი და ბოსტნეული, ერიდეთ ტკბილეულს, ცომეულსა და ცხოველურ ცხიმს.
– ერიდეთ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას.
– იმოძრავეთ მეტი, ივარჯიშეთ რეგულარულად.
– თავი დაანებეთ თამბაქოს წევას, ერიდეთ მის კვამლს.

მაღალ წნევის მკურნალობისთვის: 
1. დაიწყეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი
ბევრისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესით შეცვლა საკმარისია წნევის ნორმალური ციფრების მისაღწევად.
2. უმეტესობას ცხოვრების ჯანსაღი წესთან ერთად მედიკამენტურიმკურნალობაცსჭირდება.

მედიკამენტები ექიმმა უნდა დაგინიშნოთ.

მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა ჯანმრთელობის გართულების საფრთხეს ზრდის.

ისეთი წესით მიიღეთ მედიკამენტები,როგორითაც ექიმმა დაგინიშნათ.

წნევის გაკონტროლება და მისი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ იცხოვრებთ ჯანსაღი წესით და მედიკამენტებს ექიმის დანიშნულებით რეგულარულად მიიღებთ წნევის კონტროლი გულისხმობს მისი მაჩვენებლების 140/90 მმ.ვწყ.სვ-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას და სხვა რისკფაქტორების შემცირებას.

მნიშვნელოვანი მიღწევა – ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ადამიანების ცხოვრება შეცვალოს

ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ადამიანების ცხოვრება შეცვალოს
#post_seo_title

ბრიტანელმა მეცნიერებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან მიღწევას ნაწლავის ანთებითი დაავადების გამოკვლევისას, რამაც შეიძლება შეცვალოს ათასობით ადამიანის სიცოცხლე.

ამ აღმოჩენის გამო, აღარ არის „გაურკვეველი“ რა იწვევს ამ მდგომარეობას. 

ამ აღმოჩენამ შეიძლება შეცვალოს IBD-ით (ნაწლავის ანთებითი დაავადება) დაავადებულთა ცხოვრება.

ეს მდგომარეობა იწვევს დისკომფორტს, შებერილობას, ტკივილს მუცლის არეში და ასევე შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, თუ მიირთმევთ გარკვეულ საკვებს.

დოქტორი ლი იმედოვნებს, რომ კლინიკური კვლევები ხუთ წელიწადში ჩატარდება.

ახლა მათ სურთ შექმნან ადამიანებზე კვლევები მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს, რომ უკვე არსებული წამლები, როგორც ჩანს, აბრუნებს დაავადებას ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში.

NHS ვებსაიტის თანახმად, „გაურკვეველია“ რა იწვევს დაავადებას, მაგრამ „ეს ხდება მაშინ, როდესაც თქვენი იმუნური სისტემა თავს დაესხმება თქვენს ნაწლავებს, რაც იწვევს მის ანთებას“.

რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

რა არის რეაბილიტაცია?
#post_seo_title

რა არის რეაბილიტაცია?

ვის ესაჭიროება იგი?
რეაბილიტაცია, შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს დასჭირდეს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე – ტრავმის, სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციის, ავადმყოფობის შემდეგ, ან, სულაც, ასაკის მატებისას, ფუნქციური შესაძლებლობების შემცირებას­თან ერთად.
რეაბილიტაცია ადამიანს ეხმარება იყოს უფრო დამოუკიდებელი, ჩაერთოს სასწავლო, სამუშაო, გასართობ აქტი­ვობ­ებ­ში, იზრუნოს საკუთარ თავზე, ოჯახზე თუ ახლობლებზე.
პროფესიონალთა გუნდთან ერთად, ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რეაბილიტაციის პროცესის დროულად დაწყება საუკეთესო შედეგის მიღების წინაპირობაა.

მოტივაციის არსის გაგება “გააკეთე შენი მაქსიმუმის  110%!”

მოტივაციის არსის გაგება
#post_seo_title

მოტივაციის არსის გაგება “გააკეთე შენი მაქსიმუმის  110%!”,

 “იბრძოლე ბოლომდე ან წადით სახლში!” მსგავს მოწოდებებს ხშირად იყენებენ მწვრთნელები სპორტსმენების მოტივაციისთვის. ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები ასევე ცდილობენ  არააქტიური ბავშვების მოტივირებას, რომლებსაც უფრო მეტად იზიდავთ კომპიუტერული თამაშები, ვიდრე ფრენბურთი.

მიუხედავად იმისა, რომ მოტივაცია აუცილებელია ყველა ამ სპეციალისტის წარმატებისთვის, ბევრ მათგანს, სამწუხაროდ, ბოლომდე არ ესმის მოტივაციის არსი. მასწავლებლის, მწვრთნელის ეფექტური მუშაობა დიდწილად განისაზღვრება მოტივაციის არსის გაგებით, მასზე გავლენის ფაქტორების ჩათვლით, ასევე მისი გაუმჯობესობის მეთოდებით. ძალიან ხშირად, სწორედ ეს უნარი განასხვავებს კარგ სპეციალისტს საშუალო დონის სპეციალისტისგან.

რა არის მოტივაცია?

მოტივაცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც პიროვნების ძალისხმევის მიმართულება და ინტენსივობა (Sage, 1977, Ames, 1995).

ძალისხმევის მიმართულება:

ძალისხმევის მიმართულება ნიშნავს, რომ ადამიანი ეძებს ან მიისწრაფვის გარკვეული სიტუაციებისკენ, ან რომ გარკვეული სიტუაციები იზიდავს მას. მაგალითად, საშუალო სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს მოტივირებული, რომ ითამაშოს ჩოგბურთის გუნდში, ან  სპორტსმენმა რომელმაც მიიღო ტრავმა შეიძლება მოტივირებული იყოს საუკეთესო ექიმის პოვნაში, რომ მალე დაუბრუნდეს თავის საქმიანობას.

სიტუაციაში მონაწილეობის სურვილი: ძალისხმევის ინტენსივობა განაპირობებს შედეგის ხარსხს . მაგალითად, სტუდენტს შეუძლია დაესწროს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილს (მონაწილეობა მიიღოს სიტუაციაში), მაგრამ არ გამოიყენოს დიდი ძალისხმევა.

ძალისხმევის მიმართულებასა და ინტენსივობას შორის ურთიერთობა ადამიანების უმეტესობისთვის მჭიდრო კავშირია.

მაგალითად, სტუდენტები და სპორტსმენები, რომლებიც იშვიათად აცდენენ გაკვეთილებს და ვარჯიშებს, ყოველთვის ადრე მოდიან, უფრო მეტ ინტერესს იჩენენ გაკვეთილებისა და ვარჯიშების დროს.

ხოლო ისინი, ვინც მუდმივად აცდენენ გაკვეთილებს და ვარჯიშებს და ხშირად აგვიანებენ, ნაკლებად შრომობენ.

მოტივაციის დაქვეითების მიზეზები შეიხლება იყოს განპირობებული როგორც გარე, ისევე შიდა ფაქტორებით.

გარე ფაქტორები მიეკუთვნება გარემოს,სიტუაციებს და სოციალური ინჰიბირების შიშს

შიდა ფაქტორები: ფრუსტრაციის შიში, საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა, არამდგრადობა, მიზნის გაუფასურება, და მიზნის დასახვის არასწორი პატერნები.

როგორც წესი შიდა და გარე ფაქტორები ყოველთვის იკვეთებიან როგორც მოტივაციის ასევე დემოტივაციის შემთხვევაში.

მაგალითად ადამიანი რომელიც დაკავდა სპორტით მშობლების ზეწოლის შედეგად, არ ცხოვრობს საკუთარი მიზნით, ის მშობლების მიზნებით ხელმძღვანელობს, აქედან ჩნდება წაგების შიში, განსჯის შიში, საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა და შემდგომ ან საკუთარი თავის ან მიზნის გაუფასურება. ჭეშმარიტი მოტივაცია პირველ რიგში მოითხოვს არამხოლოდ მიზნების ან მიზნის არსებობას არამედ ამ მიზნის სწორ პატერნებს.

(უპასუხეთ ამ კითხვებს)

  1. რატომ მსურს ამ მიზნის მიღწევა

2) ვისთვის ვაღწევ ამ მიზანს

3) რა შეიცვლება ჩემში და ჩემს გარშემო როცა ამ მიზანს მივაღწევ

4) რა შეიცვლება ჩემში და ჩემს გარშემო თუ ამ მიზანს  ვერ მივაღწევ

5) იმოქმედებს თუ არა ჩემი მიზნების მიღწევა ჩემს გარემოცვაზე

6) მაბედნიერებს თუ არა გზა ჩემს მიზნამდე

ზოგჯერ ჩვენ ვერ ვასხვავებთ ჩვენს ჭეშმარიტ სურვილებს ფსევდო სურვილებისგან, რომელსაც  გვახვევენ რეკლამები, სოც ქსელები, ამხანაგები. ხშირად ფსევდო სურვილის მოტივაცია ძალიან ძლიერია, მაგრამ როცა თქვენ იღებთ იმას რაც გინდოდათ, შიგნით გებადებათ სიცარიელეს გრძნობა.

ჭეშმარიტი მოტივაციისთვის სირთულეები საშუალებაა მიზანთან მისაახლოებლად

მოტივირებული სპორტსმენისთვის-წაგება არის ახალი გამოცდილების შეძენა და შეცდომების გამოსწორების მანიშნებელი ფაქტორი.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ სპორტსმენი არ იქნება ფრუსტრირებული  ან ემოციურად გამოფიტული. რა თქმა უნდა გარე ფაქტორები ძალიან მოქმედებენ მყარ მოტივაციაზეც კი, მაგრამ როცა მოტივაციის პატერნები სწორია, სპორტსმენი არ ცვლის გეზს ის უბრალოდ ეძებს სხვა ხერხს, რომ მიაღწიოს მიზანს.

მოვარჯიშეს ან პროფესიონალი სპორტსმენის მოტივაცია დამოკიდებულია ასევე მის პიროვნული თვისებებზე, და მწვრთნელის მიდგომაზე.

ბევრ შემთხვევაში მწვრთნელის მიდგომამ შეიძლება დემოტივირება მოახდინოს სპორტსმენის მენტალური შეუთავსებლობის გამო.

1)  ავტორიტარული მიდგომა

2) სპორტსმენის  პიროვნული თვისებების არგათვალისწინება

3) გადაჭარბებული სიმკაცრე

4) მიზნის მიღწევისადმი ინტერესის ნაკლებობა

კვლევებმა აჩვენა

გუნდურ სპორტში მონაწილე  სპორტსმენებს  ხშირ შემთხვევაში ნაკლები პასუხისმგებლობის განცდა აქვთ შედეგზე ვიდრე ინდივიდუალური სპორტის სახეობაში მონაწილე სპორტსმენებს.

მაგრამ ორივე ამ მიმართულების სპორტსმენებს გააჩნიათ მახასიათებელი ატრიბუციები

არასასურველი შედეგის შემთხვევაში,წაგებული სპორტსმენი მიზეზად ასახელებს გარე ფაქტორებს,და არ აანალიზებს საკუთარ შეცდომებს ასპარეზის დროს. ამას ჰქვია გარე ატრიბუციების გამოყენება წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს მიუთითებს სპორტსმენის პიროვნულ თვისებებზე რომელიც მას ხელს აუშლის განვითარებაში.

წარმატებული სპორტსმენები წაგებისას ხაზს უსვამენ შიდა ფაქტორებს და აანალიზებენ საკუთარ შეცდომებს, რათა მომავალში უფრო ხარისხიანად იასპარეზონ

 ვალიტა გორელჩანიკი

 

მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები
#post_seo_title ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დიალიზის სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია სერვისის უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვა, რათა პაციენტის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. მინისტრის განცხადებით, სექტორი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, სამინისტრო კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სფეროს კიდევ უფრო განვითარებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც სექტორისა და სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და უახლოეს პერიოდში, სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო ცვლილებებს შეიმუშავებს.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი და დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე ესწრებოდნენ.

“შეიძლება ვირუსები იყოს ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზი”

“შეიძლება ვირუსები იყოს ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზი”
#post_seo_title

“შეიძლება ვირუსები იყოს ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზი”

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნეიროდეგენერაციული დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება, შესაძლოა სრულიად ახალი მიმართულებით განიხილებოდეს. ახალმა კვლევამ (1) შესაძლო კავშირზე მიუთითა ვირუსებსა და ამ დაავადებას შორის, რაც არსებითად ცვლის ჩვენი მიდგომების საფუძვლებს. ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და მისი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის შესაძლებლობას აჩენს ახალი პრევენციული და სამკურნალო სტრატეგიების შექმნისთვის.
ალცჰაიმერის დაავადების ახლებური გაგება
ტრადიციულად, ალცჰაიმერის დაავადება ბეტა-ამილოიდის ფოლაქებსა და ტაუპროტეინის ტანჯლებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ახალი კვლევები მიუთითებს, რომ ჰერპესვირუსები, განსაკუთრებით ჰერპესის ვირუსი ტიპი 1 (HSV-1), შესაძლოა იყოს დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი.
მსოფლიოში 55 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს დემენციის სხვადასხვა ფორმით, რომელთა 60-70% ალცჰაიმერზე მოდის (2). საქართველოში, 2021 წლის მონაცემებით, დემენციით დაავადებული მოსახლეობის პროცენტი 1%-ს აღწევს, რაც დაახლოებით 40,000 ადამიანს შეადგენს (3).
კვლევის მიხედვით, HSV-1-ის ინფექციამ შესაძლოა ტვინში ქრონიკული ანთება გამოიწვიოს, რაც ნეიროდეგენერაციულ პროცესებს აძლიერებს (4). ამას თან ერთვის ის ფაქტი, რომ ჰერპესის ვირუსით ინფიცირებული ადამიანები ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის 50%-ზე მეტს წარმოადგენენ (5).
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელობა
თუ ვირუსები მართლაც მნიშვნელოვანი როლი ასრულებენ ალცჰაიმერის განვითარებაში, პრევენციის სტრატეგიები შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. მაგალითად, ჰერპესის ვირუსის მართვა ან შესაბამისი ვაქცინაცია ალცჰაიმერის პრევენციის მთავარ ნაწილად შეიძლება იქცეს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც ნეიროდეგენერაციული დაავადებების მართვა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ვირუსების დროული გამოვლენა და მათი კონტროლი ნეიროლოგიური დაავადებების პრევენციის სერიოზულ ბერკეტს წარმოადგენს.
გამოწვევები და შესაძლებლობები
ახალი მიდგომები ასევე სერიოზულ გამოწვევებს აჩენს. ჯერ კიდევ გასარკვევია, ვირუსი პირდაპირი მიზეზია თუ უბრალოდ ხელს უწყობს დაავადების განვითარებას. ასევე, საჭიროა იმის გათვალისწინება, როგორ შეიძლება ასეთი მიდგომების დანერგვა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, როგორიც საქართველოა.
სტიგმა, რომელიც ჰერპესის ვირუსთანაა დაკავშირებული, შესაძლოა კიდევ ერთი დაბრკოლება გახდეს. ამიტომ, საზოგადოებრივი კამპანიები ამ საკითხების მიმართ განსაკუთრებულ სიფრთხილეს და მგრძნობიარობას მოითხოვს.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პერსპექტივა
როგორც ექიმი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, მე, გიორგი ფხაკაძე, დავიწყე „საყდრის“ (Sakato) ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ნეიროდეგენერაციული და სხვა ქრონიკული დაავადებების პრევენციისთვის ახალი გზების განვითარებას საქართველოში. Sakato მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ადრეული პრევენციული ღონისძიებების მხარდაჭერას.
ეს კვლევა ხაზს უსვამს ინტეგრირებული მიდგომების აუცილებლობას. ალცჰაიმერი მხოლოდ “ტვინის დაავადება” არ არის, ის მრავალმხრივი დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია ვირუსებთან, გენეტიკასთან, ცხოვრების წესთან და გარემოსთან. ამ პრობლემასთან ბრძოლა მოითხოვს მეცნიერების, მედიცინის და სოციალური პოლიტიკის კოორდინაციას.
საქართველოში, ეს კვლევა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიების გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებს. ვირუსული ინფექციების მართვა, ვაქცინაცია და მათი ეფექტის შესწავლა მოსახლეობის ნეიროლოგიურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანია.
დასკვნა
ალცჰაიმერის დაავადების შესაძლო ვირუსული წარმომავლობა მნიშვნელოვან სამეცნიერო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ შედეგებს უტოვებს. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, ეს ნიშნავს ახალი პრევენციული პოლიტიკის და ინოვაციების დანერგვას.
როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, მე მჯერა, რომ საქართველო შეუძლია გახდეს მაგალითი, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევების მართვა გლობალური კვლევების საფუძველზე.
წყაროები
1. Read C. New Study Suggests Viruses Could Be Cause of Alzheimer’s. UNILAD. [Internet]. 2025 Jan 6 [cited 2025 Jan 8]. Available from: https://www.unilad.com/…/alzheimer-disease-cause-virus…
2. World Health Organization. Dementia Fact Sheet. WHO. [Internet]. 2022 Sep 2 [cited 2025 Jan 8]. Available from: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/dementia
3. Georgian Statistics Office. Health Statistics 2021. GeoStat. [Internet]. 2022 Jan [cited 2025 Jan 8]. Available from: https://www.geostat.ge
4. Itzhaki RF, Lathe R. Herpes Viruses and Alzheimer’s Disease: The Viral Hypothesis. Lancet Neurology. 2018;17(3):271-278. Available from: https://doi.org/10.1016/S1474-4422(18)30090-9
5. Looker KJ, Magaret AS, Turner KM, et al. Global Estimates of Prevalent and Incident Herpes Simplex Virus Type 1 Infections in 2012. PLoS ONE. 2015;10(10):e0140765. Available from: https://doi.org/10.1371/journal.pone.0140765
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ხარისხის და აკრედიტაციის პროცესების მართვაში როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. პროფესორი ფხაკაძე ცნობილია, როგორც ლიდერი, რომელიც მუდმივად მუშაობს საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაზე, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის გაძლიერებისკენაა მიმართული.
@ [61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

პროტეინის ფხვნილების ფარული რისკები: მკაცრი რეგულაციის აუცილებლობა საქართველოში

პროტეინის ფხვნილების ფარული რისკები: მკაცრი რეგულაციის აუცილებლობა საქართველოში
#post_seo_title

პროტეინის ფხვნილების ფარული რისკები: მკაცრი რეგულაციის აუცილებლობა საქართველოში

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე
პროტეინის ფხვნილები თანამედროვე ველნესის ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილი გახდა და პოპულარობით სარგებლობს, როგორც კუნთების ზრდის, წონის მართვისა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტი. თუმცა, ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ამ დანამატებში მძიმე ლითონების, როგორიცაა არშიანი, ტყვია, კადმიუმი და ვერცხლისწყალი, არსებობა (1). ეს მიგნებები კიდევ ერთხელ ადასტურებს რეგულაციის გამკაცრების აუცილებლობას, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც დიეტური დანამატების მომხმარებელთა დაცვა ნაკლებად რეგულირდება.
პროტეინის ფხვნილები: პოპულარული, მაგრამ პრობლემური პროდუქტი
გლობალურად, პროტეინის ფხვნილების ბაზრის ღირებულება 2022 წელს $21.5 მილიარდს შეადგენდა და მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის ეს მაჩვენებელი $32.6 მილიარდს მიაღწევს (2). საქართველოში, სადაც ველნესის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, იმპორტირებული პროტეინის ფხვნილები განსაკუთრებით პოპულარულია ფიტნესის მოყვარულებსა და ახალგაზრდებს შორის. თუმცა, ამ პროდუქტების უმეტესობას არ გააჩნია ხარისხის სერტიფიკატი, რაც მომხმარებლებს შესაძლო ჯანმრთელობის რისკების წინაშე აყენებს.
საქართველოს შემთხვევა: მცირე კვლევა
2024 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა (PHIG) ჩაატარა მცირე მასშტაბის კვლევა, რათა გაეანალიზებინა პროტეინის ფხვნილების უსაფრთხოება ქართულ ბაზარზე. შეზღუდული რესურსების პირობებში, PHIG-მა 10 პროტეინის ფხვნილი შემთხვევით შეიძინა ქართულ ონლაინ მაღაზიებში და ადგილობრივ საცალო ვაჭრობებში. პროდუქტები შეირჩა ისე, რომ ასახულიყო საქართველოში პოპულარული ბრენდების მრავალფეროვნება.
კვლევამ გამოავლინა შემდეგი:
1. 10 პროდუქტიდან 3-ში არ იყო მითითებული ინგრედიენტების წარმომავლობა ან მესამე მხარის ტესტირების სერტიფიცირება.
2. 2 პროდუქტი აცხადებდა, რომ აკმაყოფილებს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს, თუმცა არ წარმოდგენდა მტკიცებულებებს ან სერტიფიკატს.
ამ მცირე კვლევამ გააშკარავა საქართველოში არსებული ფართომასშტაბიანი პრობლემა, სადაც დიეტური დანამატები ხშირად არ ექვემდებარება რეგულირებას. ეტიკეტირებისა და ხარისხის გარანტიის ნაკლებობა მომხმარებლებს ართმევს უსაფრთხო პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას.
მძიმე ლითონები და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე
მძიმე ლითონები ორგანიზმში დროთა განმავლობაში გროვდება და სერიოზულ ჯანმრთელობად გამოწვევებს იწვევს. არშიანის ქრონიკული ზემოქმედება დაკავშირებულია კიბოს, კანის დაზიანებებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან (4). ტყვიის ზემოქმედება, თუნდაც მცირე დოზებში, აზიანებს ბავშვების კოგნიტიურ განვითარებას და ზრდის ჰიპერტენზიისა და თირკმელების დაავადებების რისკს მოზრდილებში (5). კადმიუმი აზიანებს თირკმელებსა და ძვლებს, ხოლო ვერცხლისწყალი ნეიროლოგიურ დარღვევებს იწვევს (6).
საქართველოს მომხმარებლებისთვის, რისკი კიდევ უფრო იზრდება, რადგან დიეტური დანამატების ტესტირების სტანდარტები ადგილობრივად არ არსებობს. ბევრ პროდუქტს, რომელიც იყიდება სპორტული დარბაზებში, ონლაინ პლატფორმებზე ან მცირე საცალო ქსელებში, არ აქვს ჩატარებული სავალდებულო უსაფრთხოების შეფასება.
რეგულაციების რეფორმის აუცილებლობა საქართველოში
საქართველოში დიეტური დანამატების რეგულაცია მინიმალურ დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იმპორტირებული პროდუქტი აკმაყოფილებს ევროკავშირის ან აშშ-ის სტანდარტებს, ბევრი პროდუქტი შემოდის ბაზარზე სათანადო დოკუმენტაციისა და ტესტირების გარეშე.
PHIG მოითხოვს შემდეგ ნაბიჯებს:
1. სავალდებულო ტესტირება და სერტიფიცირება: ყველა დიეტური დანამატი, მათ შორის პროტეინის ფხვნილები, უნდა გაიაროს ტესტირება მძიმე ლითონებზე, სანამ ბაზარზე მოხვდება.
2. გამჭვირვალე ეტიკეტირების მოთხოვნები: მწარმოებლებმა და დისტრიბუტორებმა უნდა უზრუნველყონ დეტალური ინფორმაცია ინგრედიენტებისა და შესაძლო დამაბინძურებლების შესახებ.
3. საზოგადოების ინფორმირებულობის კამპანიები: საგანმანათლებლო ინიციატივებმა უნდა აცნობონ მომხმარებლებს დაურეგულირებელი დანამატების რისკების შესახებ.
4. თანამშრომლობა საერთაშორისო სააგენტოებთან: ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორიცაა ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანო (EFSA) და აშშ-ის საკვები და წამლების ადმინისტრაცია (FDA), დაგვეხმარება საქართველოში მტკიცე რეგულაციების შექმნაში.
მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი გეგმავს, 2025 წელს დაიწყოს ქვეყნის მასშტაბის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებას. ინიციატივები მოიცავს:
• ინფორმაციული მასალის გავრცელებას ქართულ და ეთნიკური უმცირესობების ენებზე;
• სპორტული დარბაზების, აფთიაქებისა და ჯანდაცვის პროვაიდერების პარტნიორობით სანდო ინფორმაციის მიწოდებას;
• ონლაინ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც მომხმარებლები შეძლებენ პროდუქტის უსაფრთხოების სტატუსის გადამოწმებას.
დასკვნა
პროტეინის ფხვნილების საკითხი საქართველოში და მსოფლიოში გვახსენებს, რომ აუცილებელია კოლექტიური ქმედება. ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტებმა, რეგულირების ორგანოებმა და მომხმარებლებმა ერთად უნდა იმუშაონ ამ პრობლემის გადასაჭრელად. რეგულაციების გამკაცრებით, ინფორმირებულობის ამაღლებით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის გავრცელებით, ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ საქართველოს მოსახლეობა და უზრუნველვყოთ, რომ ველნესის პროდუქტებმა ნამდვილად შეუწყოს ხელი ჯანმრთელობას და არა მის დაზიანებას.
წყაროები
1. CNN. (2025, იანვარი 9). პროტეინის ფხვნილები და მძიმე ლითონები: რა უნდა იცოდეთ. CNN Health.
2. Grand View Research. (2023). პროტეინის დანამატების ბაზრის ანალიზი. Grand View Research.
3. Clean Label Project. (2023). პროტეინის ფხვნილების ანგარიში. Clean Label Project.
4. WHO. (2018). არშიანის ფაქტები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.
5. CDC. (2022). ტყვიის ზემოქმედება მოზრდილებში. Centers for Disease Control and Prevention.
6. EFSA. (2021). მძიმე ლითონების რისკების შეფასება საკვებ დანამატებში. EFSA.
@highlight
@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

ოფიციალურად დადასტურდა: ჩინეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!

ოფიციალურად დადასტურდა: ჩინეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!
Giorgi Pkhakadze

ოფიციალურად დადასტურდა: ჩინეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC) ჩინეთში არსებულ სიტუაციას აფასებს, როგორც სეზონურ ზრდას ჩვეულებრივი სასუნთქი ვირუსული ინფექციების და არა საფრთხეს ევროპის კავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის (EU/EEA) ქვეყნებისთვის (1).
ECDC აგრძელებს მონიტორინგს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისთან (WHO/EURO) ერთად (2).
ჰუმანური მეტაპნევმოვირუსი (#hMPV) არის სეზონური პათოგენი, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურია გვიან ზამთარში და გაზაფხულზე. ის ხშირად ცირკულირებს სხვა სასუნთქი ვირუსების, მაგალითად, გრიპის (#influenza) და რესპირატორული სინციციალური ვირუსის (#RSV) გვერდით (3).
ეს არ არის ახალი ვირუსიდა ის მსოფლიო მასშტაბითათწლეულებია არსებობს (4).
რეკომენდაციები:
მსუბუქი სიმპტომების მქონე პირებმა უნდა დარჩნენ სახლში და დაისვენონ, რათა არ მოხდეს სხვების ინფიცირება (5).
მაღალი რისკის ჯგუფში მყოფმა ან რთული / მძიმე სიმპტომების მქონე პირებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას (5).
პირებმა, განსაკუთრებით ხალხმრავალ ან ცუდად განიავებულ სივრცეებში, უნდა გამოიყენონ პირბადე, დახველების / დაცემინების დროს დაიცვან ჰიგიენა ხელსახოცით ან მოხრილი იდაყვით, რეგულარულად დაიბანონ ხელები და მიიღონ რეკომენდებული ვაქცინები (#გრიპი, #COVID19, #RSV; hMPV-ს ვაქცინა არ არსებობს) ექიმის და ადგილობრივი საჯარო ჯანმრთელობის სამსახურის რჩევის შესაბამისად (5).
ჯანმრთელობა და სიფრთხილე ყველას!
References:
1. European Centre for Disease Prevention and Control (ECDC). Official statement on respiratory infections in China. Available at: www.ecdc.europa.eu.
2. World Health Organization Regional Office for Europe (WHO/EURO). Updates on seasonal respiratory infections and monitoring collaborations. Available at: www.euro.who.int.
3. Centers for Disease Control and Prevention (CDC). Human metapneumovirus (hMPV) seasonal activity and global circulation. Available at: www.cdc.gov.
4. Peer-reviewed studies on hMPV. Historical presence and activity trends worldwide.
5. National Public Health Guidelines. Preventative measures for respiratory viruses.

Mpox-ის ახალი ვარიანტი: მთავარი გამოწვევა მსოფლიო ჯანდაცვისთვის – სამწუხაროდ, ახალი ვირუსი ვრცელდება – Mpox-ის ახალი ვარიანტი მთავარი საფრთხეა

Mpox-ის ახალი ვარიანტი: მთავარი გამოწვევა მსოფლიო ჯანდაცვისთვის
#post_seo_title

სამწუხაროდ, ახალი ვირუსი ვრცელდება – Mpox-ის ახალი ვარიანტი მთავარი საფრთხეა

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
Mpox-ის ახალი ვარიანტი: მთავარი გამოწვევა მსოფლიო ჯანდაცვისთვის
მსოფლიოში ინფექციური დაავადებები სულ უფრო მეტად ხდება ჯანდაცვის სისტემების გამოწვევა, და Mpox ვირუსი ამის ნათელი მაგალითია. ბოლო თვეებში მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ Mpox-ის ახალ ვარიანტზე (Clade 1b), რომელიც გლობალურად მზარდი საფრთხეა (1,2).
ახალი ვარიანტი უფრო გადამდები და შესაძლოა მძიმე ფორმებით გამოიხატოს. ჩინეთში, სიერა-ლეონეში, საფრანგეთში, და სხვა ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევები აჩვენებს, რომ ვირუსი შეიძლება უფრო სწრაფად გავრცელდეს, ვიდრე მანამდე ცნობილი შტამები (3,4).
საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მზაობა: საერთაშორისო აკრედიტაციის როლი
ინფექციური დაავადებების ზრდის ფონზე, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საერთაშორისო აკრედიტაციის პროგრამები, როგორიცაა Accreditation Canada (AC), საქართველოსთვის პრევენციის და ეფექტური რეაგირების მთავარი ინსტრუმენტია.
ამჟამად საქართველოში 9 საავადმყოფო უკვე აკრედიტირებულია AC-ის მიერ, რაც ნიშნავს, რომ ეს დაწესებულებები მოქმედებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მათი მზაობა და ორგანიზაციული მართვის ხარისხი უზრუნველყოფს:
• ინფექციური დაავადებების დროულ იდენტიფიკაციას და კონტროლს.
• პაციენტთა უსაფრთხოების გაძლიერებას.
• სისტემატური მონიტორინგისა და პრევენციული ზომების ეფექტურობას.
როგორც პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა:
„საერთაშორისო აკრედიტაცია არ არის მხოლოდ აღიარება – ეს არის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნას არამარტო რეგულარულ ოპერაციებში, არამედ კრიზისების დროსაც. საქართველოში ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი სასიამოვნოა, მაგრამ აუცილებელია უფრო ფართო ჩართულობა.“
ახალი ვარიანტის სიმპტომები
Mpox ვირუსის ახალი ვარიანტი გამოირჩევა შემდეგი სიმპტომებით:
1. კანის გამონაყარი – იწყება სახეზე და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე.
2. ცხელება და სისუსტე.
3. თავის და კუნთების ტკივილი.
4. ლიმფური ჯირკვლების გადიდება.
5. სასუნთქი სისტემის დარღვევები – მძიმე შემთხვევებში.
მკურნალობა და პრევენცია
Mpox-ის მკურნალობა სიმპტომატურია, თუმცა ახალი ვარიანტის მართვა მოითხოვს კარგად ორგანიზებულ სისტემას.
• პაციენტების იზოლაცია და ჰიგიენის დაცვა ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
• ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება.
• ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის.
პრევენცია მოიცავს:
1. ინფორმაციის გავრცელებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ გადავიდეს რისკებს.
2. პირადი ჰიგიენის დაცვას და ინფიცირებულებთან კონტაქტისგან თავის არიდებას.
3. სამედიცინო დაწესებულებების სრულ მზადყოფნას.
რეკომენდაცია: საერთაშორისო სტანდარტების გაფართოება საქართველოში
Mpox-ის ახალი ვარიანტის ზრდის ფონზე, საქართველოსთვის უმთავრესია ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტების გაწევა. Accreditation Canada-ის აკრედიტაციის პროცესმა უკვე შეცვალა 9 დაწესებულების მუშაობა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
მნიშვნელოვანია:
1. აკრედიტირებული დაწესებულებების რიცხვის გაზრდა, რათა მეტი კლინიკა მოქმედებდეს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
2. მუდმივი ტრენინგები სამედიცინო პერსონალისთვის, რომ ახალი ინფექციური დაავადებების მართვა უფრო ეფექტური გახდეს.
3. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, რათა პაციენტებმა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ კრიზისულ სიტუაციებში.
როგორც პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა:
„აკრედიტაცია არ არის მხოლოდ ფორმალური პროცესი. ეს არის გზამკვლევი, რომელიც ხელს უწყობს ჯანდაცვის სექტორს ნებისმიერი ინფექციური დაავადების ეფექტურად მართვაში. საქართველოსთვის ეს არის გზა უფრო უსაფრთხო და მდგრადი ჯანდაცვისკენ.“
დასკვნა
Mpox ვირუსის ახალი ვარიანტი სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის. ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება, საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესების გაფართოება და საზოგადოებრივი განათლების ამაღლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. საქართველო უკვე გადადგმული ნაბიჯებით საერთაშორისო დონეზე პოზიტიური მაგალითია, მაგრამ საჭიროა სისტემური გაძლიერება, რათა უფრო მეტი კლინიკა გახდეს აკრედიტირებული და მომზადებული ნებისმიერი გამოწვევისთვის.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის შესახებ:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და ჯანდაცვის ხარისხის საერთაშორისო ექსპერტი. მისი საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, პაციენტთა განათლებას და ჯანდაცვის სექტორის სისტემურ განვითარებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. La Tribune: Variant du Mpox – Un foyer découvert en Chine.
2. BFMTV: Mpox – Un premier cas du clade 1b confirmé au Sierra Leone.
3. Science et Vie: Mpox – Un premier cas lié au nouveau variant identifié en France.
4. Medisite: Mpox en Bretagne – Pas de poussée épidémique, mais attention.
5. CDC: Mpox Cases.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights