შაქრიანი სასმელები კლავს: როგორ გავიგოთ ფარული საფრთხე?








ეს არის “წითელი ალამი ” ამერიკის შეერთებული შტატებიდან – სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მსოფლიოს მოუწოდებს შეწყვიტოს საკვებსა და წამლებში წითელი საღებავი N3-ის გამოყენება.
კვლევებით დადგინდა, რომ ეს სინთეტიკური საღებავი მძიმე დაავადებებს იწვევს.
წითელი ნომერი სამი – ნავთობისგან მზადდება, მისგან კი ვიზუალურად მიმზიდველი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის საყვარელი პროდუქტები – ტკბილეული, კანფეტები, ე.წ. ჟელიბონი, ზეფირი, ვარდისფერი ნაყინი, წვენები, ძეხვეული და წამლები.
საშიში ნივთიერება მხოლოდ მარკეტინგული გათვლისთვის – წითელი საღებავი ნომერი სამი საკვებ პროდუქტებსა და წამლებში მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის გამოიყენება.
ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ მკვეთრი წითელი უფრო მიმზიდველს და შესაბამისად უფრო გაყიდვადს ხდის ამა თუ იმ პროდუქტს.
აღსანიშნავია, რომ წითელი საღებავი N3 კოსმეტიკაში ჯერ კიდევ 25 წლის წინ აიკრძალა, იგივე მიზეზით, რომ ის ჯანმრთელობისთვის საშიშია.
FDA-იმ საკვებისა და წამლის მწარმოებლებს პროდუქტებიდან მავნე ნივთიერების სრულ ამოღებამდე 2 წლიანი ვადა მისცა.
2027 წლამდე სახიფათო პროდუქტი მომხმარებელმა თავად უნდა ამოიცნოს, ამისთვის კი, საუკეთესო გზა შეფუთვაზე შემადგენლობის ამოკითხვაა. ის ეტიკეტზე, შესაძლოა, დატანილი იყოს შემდეგი ვარიაციებით:
ბავშვის ჯანმრთელობა წითელი ხაზია, ამიტომ მსოფლიო უარს ამბობს წითელზე!






ძილი ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ იცოდჲით, რომ მისი ნაკლებობა ტვინის უჯრედებჲის სერიოზულ დაზჲიანებას იწვევს? თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის დეფიციტი აჩქარებს ტვინის უჯრედების თვჲითგანადგურების პროცესს, რომელსაც ავტოფაგია ეწოდება. ეს პროცესი უკავშირდება ნეირონების დაზიანებას და ჩვენი კოგნიტური ფუნქციების (მახსოვრობა, ყურადღება, სწავლის უნარი) დაქვეითებას.
რა არის ავტოფაგია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
ავტოფაგია არის უჯრედების ბუნებრჲივი და აუცილებელი პროცესი, რომლის საშუალებითაც ისინი შლიან და გადამუშავებენ დაზიანებულ ან არასაჭირო კომპონენტებს, როგორიცაა ცილები და ორგანელები. ეს პროცესი ხელს უწყობს უჯრედების განახლებასა და მათ ჯანმრთელ ფუნქციონირებას.
თუმცა, ძილის დეფიციტი ამ მექანჲიზმს დისრეგულაციას იწვევს, რაც ნეირონების დაზიანებასთან არის დაკავშირებული. ავტოფაგიის დისბალანსი დაკავშირებულია ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან, მათ შორის ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებებთან.
როგორ ვუმკლავდეთ ძილის დეფიციტს?
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამ საკითხზე ხაზგასმით საუბრობს:
ძილი არჲის ჩვენი ტვინის ჯანმრთელობის საფუძველი. აუცილებელია ყოველდღიურად მინიმუმ 7-8 საათი ხარისხიანი ძილი. ეს არის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა ნეიროდეგენერაციული დაავადებების თავიდან ასაცილებლად და ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.”
ფხაკაძის რეკომენდაციები მოიცავს:
•ძილისთვის რეგულარული რეჟიმის შენარჩუნებას – დაწექჲით და გაიჲღვიძეთ ერთი და იმავე დროს, თუნდაც დასვენების დღეებში.
•ძილის ჰიგიენის დაცვას – მოერიდეთ კოფეინსა და ეკრანებთან ხანგრძლივ დროს ძილის წინ.
•მშვიდ გარემოს შექმნას – იძინეთ ბნელ, გრიჲლ და ხმაურისგან თავისუფალ სივრცეში.
•მოწესრიგებულ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას – ჯანსაღი ცხოვრების სტილი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
ტვინის ჯანმრთელობა პირდაპირ არის დაკავშირებული ძიჲლის რაოდენობასა და ხარისხთან. ძილის დეფიციტი არა მხოლოდ ამციჲრებს ჩვენს ენერგიას და პროდუქტიჲულობას, არამედ ზრდის ტვინის უჯრედების დაზიანებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკს.
ვიზრუნოთ ჩვენს ძილზე! რეგულარული და ხარისხიჲანი ძილი არის გზა უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისკენ, რაც დადებჲითად აისახება ჩვენი საერთო კეთილდღეობაზე.
ასაკთან ერთად ტვინის მოცულობა თანდათან მცირდება, განსაკუთრებით შუბლისა და საფეთქლის წილებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მაღალ ფსიქიკურ ფუნქციებზე, როგორიცაა დაგეგმვა, გადაწყვეტილების მიღება და მეხსიერება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანში ნეირონების რაოდენობა გარკვეულ ასაკამდე შედარებით სტაბილური რჩება, ტვინი დაბერებისას თანდათან კარგავს მათ.
ეს გამოწვეულია დაბერების ბუნებრივი პროცესებით და შეიძლება გამწვავდეს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა სტრესი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და ავადმყოფობა.
თეთრი ნივთიერება, რომელიც შედგება მიელინირებული აქსონებისაგან, რომლებიც აკავშირებენ ნერვულ უჯრედებს და უზრუნველყოფენ მათ შორის სიგნალის გადაცემას, ასევე განიცდის ცვლილებებს. ასაკთან ერთად მიელინი მცირდება და სინაფსური კავშირების რაოდენობა (აქსონების შეხების წერტილები სხვა ნეირონებთან) მცირდება, რაც ამცირებს ნეირონებს შორის სიგნალის გადაცემის სიჩქარეს და სიზუსტეს.
ტვინის ვარჯიშის მრავალი მეთოდი არსებობს, მათ შორის წიგნების კითხვა, თავსატეხების ამოხსნა და კომპიუტერული აპლიკაციების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტერაქტიულ გამოწვევებს მეხსიერების, ყურადღების და ანალიტიკური უნარების განვითარებაში. ყველა ეს მეთოდი ხელს შეუწყობს ტვინის დაბერების შენელებას.
11 პროდუქტი, რომლის მიღებაც შეაფერხებს დემენციის პროცესების განვითარებას:
👉 მსხალი,
👉 ზეითუნის ზეთი,
👉 ღვინო (მხოლოდ მცირე რაოდენობით და წითელი),
👉 პომიდვრის საწებელი,
👉 სალათის ფურცლები,
👉 პარკოსნები,
👉 ჩაი,
👉 ისპანახი,
👉 ბროკოლი,
👉ფორთოხალი,
პომიდორი.ტვინის დაბერება არის სიბერით განპირობებული ტვინში თანდათანობითი ცვლილებების პროცესი. ეს ცვლილებები არის ცვლილებები, რომლებიც ხდება ყველა ადამიანში ასაკის მატებასთან ერთად და ცვლილებები, რომლებიც განვითარებულია სპეციფიკური დაავადებების (მათ შორის, არაღიარებული) გამო… უფრო ვრცლად