ორშაბათი, ივნისი 15, 2026

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება, ამ დიაგნოზით მკურნალობს მხოლოდ ერთი პაციენტი“-იაშვილის კლინიკა

#post_seo_title

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კლინიკაში 120 ბავშვი იმყოფება.

როგორც იაშვილი კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინტოქსიკაციის დიაგნოზით, საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს და ინტოქსიკაციის მიზეზები მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს. დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია იაშვილის კლინიკის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბავშვის, სავარაუდოდ, წყლით ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გვარცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. განცხადება გაავრცელა კომპანია „IDS ბორჯომმა“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადამოწმდა ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

ჯანმრთელობის წყალი: ბუნებრივი ჰიდრატაცია და ორგანიზმის გაწმენდა

ჯანმრთელობის წყალი: ბუნებრივი ჰიდრატაცია და ორგანიზმის გაწმენდა
#post_seo_title

ჯანმრთელობის წყალი: ბუნებრივი ჰიდრატაცია და ორგანიზმის გაწმენდა

წყლის სწორი მოხმარება მნიშვნელოვანია ჰიდრატაციისთვის, ენერგიისთვის და ორგანიზმის გაწმენდისთვის. თუ ჩვეულებრივი წყლის დალევა გეჩვენებათ ერთფეროვანი, შეგიძლიათ დაამატოთ ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც აუმჯობესებენ მის თვისებებს და ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენენ.
როგორ გავამდიდროთ წყალი ბუნებრივი ინგრედიენტებით?
ლიმონის წყალი – იმუნიტეტის გაძლიერება
სარგებელი:
• მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას.
• ეხმარება ორგანიზმის დეტოქსიკაციას და საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებას.
• აჩქარებს ცხიმების წვას და ხელს უწყობს მეტაბოლიზმს.
მომზადება: 1 ჭიქა წყალში დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და კარგად მოურიეთ.
პიტნის წყალი – შეშუპების შემცირება
სარგებელი:
• ამშვიდებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ამცირებს შეშუპებას.
• ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აფერხებს მუცლის გაბერვას.
• აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელ პროცესს.
მომზადება: დაამატეთ რამდენიმე ახალი პიტნის ფოთოლი 1 ჭიქა წყალში და გააჩერეთ 10-15 წუთი.
თაფლის წყალი – საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი
სარგებელი:
• ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ბუნებრივი პრებიოტიკია.
• ამცირებს გადაღლილობას და სწრაფ ენერგიას გვაძლევს.
• აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
მომზადება: 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი გახსენით თბილ წყალში და დალიეთ დილით.
კიტრის წყალი – ჰიდრატაციის გასაუმჯობესებლად
სარგებელი:
• ხელს უწყობს სხეულის გაჯანსაღებას და ტოქსინების გამოდევნას.
• მდიდარია ელექტროლიტებით, რაც ხელს უწყობს უჯრედების ჰიდრატაციას.
• ამცირებს კანის გაღიზიანებას და ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას.
მომზადება: 1 ჭიქა წყალში დაამატეთ 5-6 ნაჭერი ახალი კიტრი და გააჩერეთ 15 წუთი.
კოჭას წყალი – სხეულის გათბობა და ანთების შემცირება
სარგებელი:
• ამცირებს ანთებას და აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი.
• ამაღლებს სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.
• ეხმარება საჭმლის მონელებას და ამცირებს გულისრევას.
მომზადება: დაამატეთ 1 სუფრის კოვზი გახეხილი კოჭა თბილ წყალში და გააჩერეთ 10 წუთი.
ალოე ვერას წყალი – საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდა
სარგებელი:
• ამშვიდებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ეხმარება მეტაბოლიზმს.
• ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და ტოქსინების გამოდევნას.
• მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას.
მომზადება: დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური ალოე ვერას გელი 1 ჭიქა წყალში და კარგად მოურიეთ.
კურკუმას წყალი – გაციების და გრიპის წინააღმდეგ
სარგებელი:
• აქვს მძლავრი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
• ეხმარება გაციების და გრიპის სიმპტომების შემცირებას.
• აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ეხმარება იმუნურ სისტემას.
მომზადება:1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.
პროფესორის კომენტარი –  გიორგი ფხაკაძე:
„წყლის სწორად მოხმარება აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. მის გამდიდრებას ბუნებრივი ინგრედიენტებით შეუძლია გააძლიეროს იმუნიტეტი, გააუმჯობესოს საჭმლის მონელება და შეამციროს ანთებითი პროცესები. სცადეთ ეს მარტივი და ეფექტური მეთოდები ჯანმრთელობისთვის!“
👨‍⚕ პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
📢 გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა მეტი ადამიანი გაიგოს, როგორ გააუმჯობესოს ყოველდღიური ჰიდრატაცია!
შეიძლება იყოს წყლის სივრცე and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „HEALTHY WATER LEMON boost immunity MINT treat bloating HONEY aids digestion ลลมศรยย MINT treat bloating CUCUMBER cools cools&hydrates & hydrates GINGER warm warmthebody the body TURMERIC fight cold & flu ALOE VERA cleans the digestive system“ გამოსახულება

მითი და სინამდვილე მარილთან დაკავშირებით

მარილის მაღალმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს გაფანტული სკლეროზის განვითარებას
#post_seo_title

მითი და სინამდვილე მარილთან დაკავშირებით

მითი 1: ჩემს ულუფას დამატებით მარილს არ ვამატებ, ამდენად, მარილის ჭარბ რაოდენობას არ მოვიხმარ.

სინამდვილე: მოხმარებული მარილის თითქმის 75%-ს ადამიანები  იმ პროდუქტებიდან ღებულობენ, რომლებსაც ყოველდღიურად მიირთმევენ, როგორიცაა პური, ყველი და სხვა მზა პროდუქტები, ასე რომ, ადამინების უმრავლესობა მარილის ჭარბ რაოდენობას მოიხმარს გაცნობიერების გარეშე.

მითი 2: რადგან მაღალი არტერიული წნევა არ მაწუხებს, მარილის მოხმარების შეზღუდვა არ მჭირდება.

სინამდვილე: არტერიული წნევის დონე ასაკთან ერთად მატულობს და ზრდის დაავადების განვითარების რისკს, თუ ადამიანები ნაკლებ მარილს მოიხმარენ, ასაკის მატებასთან ერთად დაავადების რისკი ნაკლები იქნება.

მითი 3: მხოლოდ ზღვის მარილს მოვიხმარ, რომელიც ნაკლებად საზიანოა.

სინამდვილე: ზღვის და სუფრის მარილში ნატიუმის ქლორიდის შემცველობა თითქმის თანაბარია, ამდენად, ორივე მათგანი ჭარბი მოხმარებისას თანაბარ ზიანს აყენებს მოსახლეობას.

მითი 4: თუ პროდუქტი მარილიანია, ეს ადვილი შესამჩნევია.

სინამდვილე: მრავალი პროდუქტი „დაფარულ“ მარილს შეიცავს – საკვებად გამოყენებისას მარილიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თუმცა მარილს ჭარბად შეიცავს.

მითი 5: უმარილო სადილი უგემურია.

სინამდვილე: მარილის მოხმარების შეზღუდვიდან 3 კვირაში გემოვნებითი რეცეპტორები უფრო მგრძნობიარე ხდებიან, ასე რომ ნაკლები მარილით იგივე არომატს გრძნობს ადამიანი.

მითი 6: მჭირდება მარილის ჭარბი რაოდენობა, რადგან ფიზიკურად აქტიური ვარ და ოფლთან ერთად დიდი რაოდენობით მარილს ვკარგავ.

სინამდვილე:  გახსოვდეთ, ოფლთან ერთად უმნიშვნელო რაოდენობით მარილი გამოიყოფა და რადგანაც ადამიანები მას ისედაც ჭარბად მოიხმარენ, ფიზიკურად აქტიურებს დამატებითი დოზების მიღება არ სჭირდებათ.

 

მითები ძუძუს კიბოს შესახებ

კვლევა - სამმაგად ნეგატიურ ძუძუს კიბოს უჯრედებს აქვთ მაღალი მოთხოვნილება სელენზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უჯრედები გაფანტულად ან იზოლირებულად მდებარეობენ
#post_seo_title

მითები ძუძუს კიბოს შესახებ

მითი 1: კიბოს შესახებ საუბარი არ არის საჭირო 

სინამდვილე: მართალია, კიბო საკმაოდ მძიმე თემაა სასაუბროდ, თუმცა დაავადებაზე ღია დისკუსიამ ზოგიერთ თემში შესაძლოა გააუმჯობესოს კიბოს გამოსავალი ინდივიდების, საზოგადოებისა და ქვეყნის დონეზე.

მითი 2: სპეციფიკური სიმპტომები ან ნიშნები კიბოს არ გააჩნია

სინამდვილე: კიბოს მრავალ სახეობას გააჩნია წინასწარი „გამაფრთხილებელი“ სიმპტომები ან ნიშნები, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევს.

როდისუნდა მიიტანოთეჭვი ძუძუს კიბოზე:

  • დვრილის ფორმის შეცვლა, მისი ჩაბრუნება, გადასწორება;
  • სისხლიანი ან უსისხლო გამონადენი;
  • ძუძუს ან ძუძუსთავის გამკვრივება ან შეშუპება;
  • ძუძუს ფორმის შეცვლა;
  • ხელების ზემოთ აწევისას ორმოების გაჩენა;
  • კანის დანაოჭება;
  • სტრუქტურის შეცვლა, რომელიც შეხებით შეიგრძნობა;
  • მუდმივი უსიამოვნო შეგრძნება ერთ-ერთ ძუძუში;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ბეჭის ან იღლიის მიდამოს შესიება.

ჩამოთვლილი ნიშნები თვალსაჩინოა და განგაშის ატეხვის საფუძველია, მაგრამ საწყის ეტაპზე კიბო უხშირესად შეუმჩნეველია და არაფრით გვაგრძნობინებს თავის არსებობას, ამიტომაც საჭიროა სკრინინგული კვლევა, რომელიც დაავადებას სწორედ ფარულ პერიოდში გამოავლენს.

მითი 3: ვერაფერს შევძლებთ კიბოს წინააღმდეგ

სინამდვილე:არის ბევრი ღონისძიება რომელიც შესაძლოა ჩატარდეს ინდივიდუალურ, თემის ან ქვეყნის დონეზე,  ამასთან, საჭიროა სწორი სტრატეგიული მიდგომები

იბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, მისი განკურნება შესაძლებელია. იმ ქალების 94 %, რომლებიც დროულად მიმართავენ ექიმს სრულიად იკურნებიან, მთავარია, დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე დაისვას. ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებას კი მასობრივისკრინინგი წარმოადგენს.

კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების გამოვლენისა და მკურნალობის დროულად დაწყების მიზნით, სკრინინგის პროგრამები მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის დანერგილი.

გამომწვევი მიზეზების გამოვლენისა და მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყების შემთხვევაში, კიბო აღარ წარმოდგენს უკურნებელ სენს. ამისათვის მნიშვნელოვანია დროულად ჩაიტაროთ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები.

თუ ადამიანი ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, მას შეუძლია, დროული და თანამიმდევრული გამოკვლევებით:

  • არ მისცეს დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება;
  • განიკურნოს სიმსივნის ადრეულ სტადიაში გამოვლენის შემთხვევაში

 მითი 4: ადამიანებს არ გამაჩნიათ კიბოს მკურნალობის უფლებები

ჭეშმარიტება: ყველა ადამიანს აქვს უფლება მოითხოვოს ეფექტური მკურნალობა და მომსახურება მიუხედავად მისი სოციალური წარმოშობისა და ფინანსური მდგომარეობისა:

თუ ხართ 40-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით 2 წელიწადში ერთხელ, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები:

  • მამოლოგის კონსულტაცია:
  • მამოგრაფია;
  • ექოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში)

მამოგრაფია გულისხმობს სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ კვლევას. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი!

კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ქირურგიული, სხივური და ქიმიოთერაპიის მეთოდებით. მეთოდის არჩევა დამოკიდებულია სიმსივნის სტადიაზე, მის გავრცელებასა და ავადმყოფის მდგომარეობაზე.

რაცუფროადრეულეტაპზეიქნებაკიბოაღმოჩენილიმითუფროკეთილსაიმედოაპროგნოზი!

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

 

როგორ დავიცვათ ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები?

როგორ დავიცვათ ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები?
#post_seo_title

როგორ დავიცვათ ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები?

ჩვენი ქცევები განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს გარშემომყოფებთან. ზოგჯერ, უმნიშვნელო დეტალებიც კი შეიძლება გახდეს კომუნიკაციის ბარიერი. თუ გვსურს, რომ ვიყოთ სასურველი კომპანიონები და წარმატებით ვაწარმოოთ ურთიერთობები, უნდა დავაკვირდეთ ჩვენს ქცევებს და შევისწავლოთ, როგორ შევძლოთ პოზიტიური და ჰარმონიული კომუნიკაცია. მოდით, ერთად გავიგოთ, რომელი ჩვევები გვაშორებს ადამიანებს და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება.“
6 ქცევა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე და როგორ შევცვალოთ ისინი
მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნის მცდელობა
რატომ არის ეს პრობლემა?
  • თუ ყველა საუბარში ცდილობთ, რომ თქვენი ისტორია ყველაზე საინტერესო იყოს, ან მუდამ საკუთარ თავზე საუბრობთ, ეს სხვებისთვის დამღლელი ხდება.
როგორ მოვიქცეთ?
  • მეტი მოუსმინეთ და ნაკლებად ილაპარაკეთ
  • ინტერესდეთ სხვების ისტორიებით და გამოცდილებებით
  • შექმენით საუბრის ბალანსი
ნეგატიური დამოკიდებულება და მუდმივი ჩივილი
რატომ არის ეს პრობლემა?
მუდმივი ნეგატივი და ჩივილი სხვა ადამიანებში სტრესს იწვევს და აჩენს სურვილს, რომ დისტანცია დაიცვან.
როგორ მოვიქცეთ?
  • იპოვეთ პოზიტივი ყოველდღიურ ცხოვრებაში
  • პრობლემებზე საუბრისას, შემოგთავაზეთ გამოსავალი
  • გამოხატეთ მადლიერება, რაც უფრო ბედნიერ ადამიანად გაქცევთ
სხვების განკითხვა და კრიტიკა
რატომ არის ეს პრობლემა?
მუდმივი კრიტიკა და უარყოფითი შეფასებები ქმნის უნდობლობას და იწვევს უარყოფით ემოციებს.
როგორ მოვიქცეთ?
იყავით გულწრფელი და კეთილგანწყობილი
მოუსმინეთ სხვების შეხედულებებს, ნაცვლად იმისა, რომ მათ განიკითხოთ
იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ, ნაცვლად იმისა, რომ გააკრიტიკოთ
პასუხისმგებლობის არიდება და მუდმივი გამართლება
რატომ არის ეს პრობლემა?
ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სხვებს ადანაშაულებენ, სანდოობას კარგავენ და ნდობას კარგავენ.
როგორ მოვიქცეთ?
  • შეცდომების აღიარება ზრდასრულობის ნიშანია
  • საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღეთ
  • მოუწოდეთ საკუთარ თავს პროგრესისკენ და განვითარებისთვის
სოციალური სიგნალების უგულებელყოფა
რატომ არის ეს პრობლემა?
თუ არ ვაქცევთ ყურადღებას სხვის რეაქციებს, შეიძლება გაუგებრობები და უხერხული სიტუაციები შევქმნათ.
როგორ მოვიქცეთ?
  • დაკვირდით სხეულის ენას და ტონს
  • საუბრისას გაითვალისწინეთ, რა აინტერესებს სხვას
  • იყავით ემოციურად მგრძნობიარე და მზრუნველი
დაპირებების შეუსრულებლობა და არასანდოობა
რატომ არის ეს პრობლემა?
სიტყვაზე არ დგომა და მუდმივი გადავადება ან დაპირების შეუსრულებლობა ანგრევს ნდობას.
როგორ მოვიქცეთ?
იყავით სიტყვაძალიანი და დაიცავით თქვენი ვალდებულებები
თუ ვერ ასრულებთ დაპირებას, აუხსენით მიზეზი
სწრაფად და პრინციპულად იმოქმედეთ, რომ ნდობა შეინარჩუნოთ
პროფესორის კომენტარი – – გიორგი ფხაკაძე:
„ურთიერთობებში წარმატება დამოკიდებულია ჩვენს ემოციურ ინტელექტზე და კომუნიკაციის უნარზე. აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური კავშირი ადამიანებთან, როგორ მოვისმინოთ მათი შეხედულებები და როგორ ავიცილოთ თავიდან ნეგატიური ქცევები. გახსოვდეთ, ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები პირდაპირ კავშირშია ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.“
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
📌 წყაროები:
🔹 Psychology Today – How to Improve Your Social Skills
🔹 Harvard Business Review – The Power of Emotional Intelligence in Communication
📢 გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რომ ყველამ იცოდეს, როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი და სასიამოვნო ურთიერთობები! 💡
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „EXPERT REVEALS THE TOP HABITS YOU SHOULD AVOID THAT INSTANTLY MAK PEOPLE DISLIKE YOU“ გამოსახულება

კლიმატის ცვლილება, ლუდი და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილება, ლუდი და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე
#post_seo_title

კლიმატის ცვლილება, ლუდი და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილება სულ უფრო აშკარა ხდება, ხოლო მისი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ შორის კვების პროდუქტებზე, სწრაფად იზრდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი — ლუდი — ამ ცვლილებების ეპიცენტრში აღმოჩნდა.
ლუდის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
სვიის მოსავლის შემცირება და ხარისხის გაუარესება
ლუდის მთავარი ინგრედიენტი სვიაა, რომელიც მას უნიკალურ არომატსა და გემოს ანიჭებს. თუმცა, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის სვიის მოსავალი 4-18%-ით შემცირდება, ხოლო მისი ხარისხი 20-31%-ით გაუარესდება.
ეს გამოწვეულია:
ტემპერატურის მატებით – სვიის ნაადრევი დამწიფება, რომელიც მის გემოს აუარესებს
ნალექის დეფიციტით – წყლის ნაკლებობა მოსავლიანობას ამცირებს
ატმოსფერული ცვლილებებით – სვიის კომპონენტები სხვადასხვა გარემოსდამოკიდებული პროცესის გავლენით იცვლება
ლუდის ფასის ზრდა და მწარმოებლების გამოწვევები
სვიის მოსავლის შემცირება და მისი ხარისხის გაუარესება მწარმოებლებს ალტერნატიული გადაწყვეტილებების ძიებისკენ უბიძგებს. ამან შეიძლება ლუდის ფასის ზრდა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა გამოიწვიოს.
დიდი კომპანიები ინვესტიციას ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში დებენ
მცირე ლუდსახარშები სირთულეების წინაშე დგანან, რადგან მაღალი ხარისხის ინგრედიენტებზე დამოკიდებულნი არიან
ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა ჯანმრთელობაზე
ლუდის მოხმარების ზრდასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ მისი მავნე ზეგავლენაც.
გულისა და ღვიძლის დაავადებები – ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ზრდის ღვიძლის ციროზის, ჰიპერტენზიისა და გულის დაავადებების რისკს.
კიბოს განვითარების რისკი – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (World Health Organization, WHO) ალკოჰოლს კიბოს გამომწვევ ფაქტორად აცხადებს.
გონებრივი და ნერვული სისტემის დაზიანება – ლუდის ხანგრძლივი მოხმარება იწვევს მეხსიერების დაქვეითებას და ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს.
სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემები – ალკოჰოლზე დამოკიდებულება ხშირად იწვევს დეპრესიას, შფოთვასა და სოციალურ კონფლიქტებს.
პროფესორის კომენტარი – გიორგი ფხაკაძე:
„კლიმატის ცვლილება არა მხოლოდ გარემოზე, არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას. ლუდის ხარისხისა და ფასის ცვლილებები ამის ნათელი მაგალითია. თუმცა, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ალკოჰოლის მავნე ზეგავლენაზეც. აუცილებელია, რომ საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია ალკოჰოლის ზიანის შესახებ და შეამციროს მისი მოხმარება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.“
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization, WHO) ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (United Nations, UN) გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
📌 წყაროები:
1️⃣ BBC Future. “How the climate is changing the taste of beer.”
🔗 BBC Future
2️⃣ World Health Organization (WHO). “Alcohol and public health.”
🔗 World Health Organization
3️⃣ National Institute on Alcohol Abuse and Alcoholism (NIAAA). “Alcohol’s Effects on the Body.”
🔗 National Institute on Alcohol Abuse and Alcoholism
4️⃣ European Environment Agency (EEA). “Climate change impact on agriculture and food supply.”
🔗 European Environment Agency
📢 გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა ყველამ იცოდეს, როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ჩვენს საყვარელ სასმელზე და რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ალკოჰოლის მოხმარებისას!

დანინგ-კრუგერის ეფექტი – რატომ ვერ აცნობიერებენ ადამიანები საკუთარ უმეცრებას?

გრიპის ლეტალური შემთხვევები საქართველოში – როგორ ავიცილოთ თავიდან?
გიორგი ფხაკაძე

დანინგ-კრუგერის ეფექტი – რატომ ვერ აცნობიერებენ ადამიანები საკუთარ უმეცრებას?

ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ ადამიანს დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ ცოდნასა და შესაძლებლობებზე, თუმცა რეალურად ისინი არასაკმარისი გამოცდილებისა და ინფორმაციის გამო მცდარ დასკვნებს აკეთებენ?
ეს ფენომენი ცნობილია როგორც დანინგ-კრუგერის ეფექტი – კოგნიტური მიკერძოება, რომლის დროსაც ადამიანები, რომლებსაც შეზღუდული ცოდნა აქვთ, საკუთარ შესაძლებლობებს ზედმეტად აფასებენ, რადგან არ აქვთ საკმარისი ცოდნა იმის გასაანალიზებლად, რამდენად შეზღუდული ცოდნა აქვთ რეალურად.
კვლევები და აღმოჩენები:
ფენომენი 1999 წელს ფსიქოლოგებმა დევიდ დანინგმა და ჯასტინ კრიუგერმა გამოიკვლიეს.
კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე არაკვალიფიციური ადამიანები ხშირად ყველაზე თავდაჯერებულნი არიან, მაშინ როცა კომპეტენტურ პირებს ხშირად ეჭვი ეპარებათ საკუთარ ცოდნაში – რაც რეალურად მათი სიღრმისეული ცოდნის მანიშნებელია.
დანინგ-კრუგერის ეფექტი ხშირია პოლიტიკაში, მენეჯმენტში, განათლებაში და სოციალურ მედიაში, სადაც ადამიანები ხშირად გამოხატავენ აზრებს იმ თემებზე, რომლებშიც ღრმა ცოდნა არ აქვთ.
სად ვხვდებით დანინგ-კრუგერის ეფექტს?
სოციალურ მედიაში: არაერთხელ შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც დიდი თავდაჯერებულობით საუბრობს ისეთ თემებზე, რომლებშიც გამოცდილება არ აქვს?
პოლიტიკაში: პოლიტიკური დისკუსიებისას ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებსაც ზედაპირული ცოდნა აქვთ, მაგრამ მაინც კატეგორიულად ამტკიცებენ საკუთარ მოსაზრებებს.
სამუშაო სივრცეში: თანამშრომლები, რომლებსაც ნაკლები კომპეტენცია აქვთ, ხშირად უფრო თავდაჯერებულად მოქმედებენ, ვიდრე გამოცდილი პროფესიონალები.
როგორ ავიცილოთ თავიდან დანინგ-კრუგერის ეფექტი?
განათლება და თვითგანვითარება – ყოველთვის ეცადეთ, უფრო ღრმად ჩაწვდეთ საკითხს, სანამ თქვენს აზრს კატეგორიულად დააფიქსირებთ.
კრიტიკული აზროვნება – ნუ მიიღებთ ყველაფერს უპირობოდ; შეამოწმეთ ინფორმაცია და გადახედეთ სხვადასხვა წყაროს.
ცოდნის შეზღუდულობის აღიარება – რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით მეტად ვაცნობიერებთ, რამდენი რამ არ ვიცით.
პროფესორი  გიორგი ფხაკაძე:
“დამოუკიდებელი აზროვნება და სწორი ინფორმაციის მიღება 21-ე საუკუნეში გადამწყვეტი უნარია. რაც უფრო ვცდილობთ, მეტი გავიგოთ, მით მეტად ვაცნობიერებთ, რამდენი რამ არის შესასწავლი. სწორედ ესაა ჭეშმარიტი ცოდნის ნიშანი – არასოდეს შეჩერდეთ განვითარებაზე.”
წყაროები:
Dunning, D., & Kruger, J. (1999). “Unskilled and unaware of it: How difficulties in recognizing one’s own incompetence lead to inflated self-assessments.” Journal of Personality and Social Psychology.
Kruger, J., & Dunning, D. (2000). “Unskilled and unaware of it: Further explorations of (mis)calibration of competence.” Journal of Experimental Psychology.
ScienceDirect – “Cognitive Biases and the Dunning-Kruger Effect.” https://www.sciencedirect.com/…/abs/pii/B9780123855220000056
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გააზიარეთ ეს ინფორმაცია და დაეხმარეთ ადამიანებს, გააცნობიერონ ცოდნის სიღრმის მნიშვნელობა!
შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „乐酸公 DUNNING-KRUGER DUNNING EFFECT A cognitive bias where people with limited expertise or ability mistakenly believe they possess superior expertise or ability. This overestimation arises because they don't have the knowledge to understand they don't have enough knowledge.“

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა. ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ – პროგრამას „მედიკანას საერთაშორისო კლინიკა“, „ემსი ჰოსპიტალი“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ დაემატა.

პროგრამის ახალ და მანამდე არსებულ პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძე, თურქეთში მყოფ პატარა ქართველ პაციენტებსა და მათ მშობლებს შეხვდა, ბენეფიციარების მკურნალობის პროცესს გაეცნო და კლინიკებში, მათთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში პაციენტები მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში – თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.

ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა.
მინისტრი, თურქეთში, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელ ხათუნა ჩაჩავასთან და ფონდის წარმომადგენელ ქეთევან კარტოზიასთან ერთად იმყოფებოდა.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ: ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.

საქართველოსთან ერთად სახელმწიფო თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს.

 

 

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი სოფო მებუკე, გვესაუბრება წონის კლების რეკომენდაციებზე

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი სოფო მებუკე, გვესაუბრება წონის კლების რეკომენდაციებზე
#post_seo_title

ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი სოფო მებუკე, გვესაუბრება წონის კლების რეკომენდაციებზე.

ქართული სადღესასწაულო დღეების, მრავალფეროვანი და მაღალკალორიული საკვები პროდუქტების გადამეტებული მიღების შემდგომ, წონის კორექციის საკითხი მეტად აქტუალური ხდება არამხოლოდ ჭარბწონიანთა, ან ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა, არამედ ნორმალური წონის მქონე ადამიანთა შემთხვევაშიც.

წონის დასაკლებად გამიზნული კვების რეჟიმი მოიცავს კომპლექსურ მიდომას, რომელიც ითვალისწინებს:

  1. რეჟიმულ, 3-ჯერად, ბალანსირებულ კვებას მცირე ულიფებით.
  2. სასმელი წყლის მიღებას ყოველი ძირითადი კვების წინ (დაახლ. 2.5ლ მდე დღეში). ალკოჰოლის გამორიცხვას, მარილის შეზღუდვას.
  3. საკვებ რაციონში წვნიანი (უცხიმო ხორცის) კერძების უპირატესობას, საკვები-ბოჭკოს უჯრედისის ჩართვას, რომელსაც შეიცავს: ბოსტნეული, მარცვლეული, ხილი, პარკოსნები, თხილეული.
  4. შაქრის შემცვლელი ნებისმიერი ტკბილი დესერტების, საკონდიტრო ნაწარმის, ტკბილი გაზიანი სასმელების, სწრაფი კვების პროდუქტების, ცომეულის და ცხიმიანი პროდუქტების გამორიცხვას.
  5. კვების სწორი თანმიმდევრობის დაცვას – ბოსტნეული>>> ცილოვანი საკვები, შემდგომ ნახშირწყლოვანი პროდუქტები და ბოლოს დესერტი.
  6. ნაწლავთა მიკრობიოტას ფუნქციის მოწესრიგება, რადგან მაღალკალორიული და ტკბილი-საკონდიტრო ნახშირწყლოვანი საკვების და თუნდაც ალკოჰოლის მიღების ფონზე – თავს იჩენს კუჭ-ნაწლავის სისტემის გაღიზიანების ნიშნები-სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის მიდამოში, შებერილობა, გულძმარვა, გულისრევა, ყაბზობა.
  7. ცელიაკიით დაავადებულ პირებში უგლუტეინო პროდუქტების გამოყენებას.
  8. ფიზიკური აქტივობის გაზრდა ( სწაფი ტემპით სიარული 5-6 კმ/სთ კვირაში 3 დღე, + კარდიო-ვარჯიშები),
  9. სრულფასოვანი ძილის რეჟიმი.
  10. სტრესის მართვა. განტვირთვის დღეების მოწყობა თვეში 2-3 ჯერ.
  11. ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა ჰორმონულმა პათოლოგიამ თავად შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სიმსუქნე, მათი გამოკვლევის მიხედვით კი შეირჩევა შესაბამისი პრეპარატები.

* გახსოვდეთ : წონის ნელი ტემპით კლება (თვეში 4 კგ.მდე) ბევრად ჯანსაღი და ხანგრძლივვადიანია ვიდრე , უკიდურესად დაბალკალორიული მონოდიეტები და მითუფრო შიმშილობა,

* წონის ჯანსაღ დიაპაზონში შენარჩუნება მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთ დაავადებათა რისკებს როგორიცაა: ინსულინრეზისტენტობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულ-სისხლძარღვთა

დაავადებები, ღვიძლის გაცხიმოვნება, სხვადასხვა ორგანოთა ავთვისებიანი სიმსივნეები, საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი, უშვილობა, ორსულთა დიაბეტი და წარმოადგენს ჯანმრთელი და დღეგრძელი ცხოვრების ერთ-ერთ საწინდარს.

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights