სისხლის ჯგუფი და კიბოს რისკი – ახალმა კვლევამ გაამყარა ეჭვები!


ასე გაჩნდა ანტარქტიკული ხვრელი, რომელიც მეცნიერების პროგნოზის მიხედვით, 2066 წლისთვის დაიხურება, მანამდე კი ულტრაიისფერი რადიაციის გამო, მოსახლეობაში კანის კიბოს შემთხვევები სულ უფრო იზრდება.
ანტარქტიდის თავზე არსებული ოზონის ხვრელი ახლა იმაზე ბევრად მცირე არეალს მოიცავს, ვიდრე ადრე. ეს ნიშნავს, რომ ის ნელ-ნელა პატარავდება.


მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და სამომავლო გეგმებს.
მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა.
უმიზეზო სიცხე, წონაში კლება და ღამის ოფლიანობა ის სიმპტომებია, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ლიმფური კვანძების გადიდებას ახასიათებს.
რა ფუნქციას ასრულებს ლიმფური კვანძები?
ლიმფური სისტემა ადამიანის იმუნური სისტემის საკვანძო ნაწილს წარმოადგენს. ის ლიმფური სისხლძარღვებისა და კვანძებისგან შედგება. თავად ლიმფა წარმოიქმნება სისხლის თხევადი ნაწილისგან — ის კაპილარებიდან უჯრედშორის სივრცეში გადადის, ქსოვილებს წმენდს და ლიმფური ძარღვების საშუალებით კვლავ სისხლში ბრუნდება. ლიმფური სითხის შემადგენლობაში შემდეგი ელემენტები შედის:
ლიმფური კვანძები კი მოქმედებს, როგორც ბიოლოგიური ფილტრები, რომლებიც ამ სითხის ნაკადში არსებული მიკრობებს, ვირუსებს, უცხო ნაწილაკებსა და დაზიანებულ უჯრედებს შლის და ანადგურებს.
ბაქტერიებსა და ვირუსებს ზედაპირზე აქვთ პროტეინები, რომლებსაც ანტიგენები ეწოდება — მათ ადამიანის იმუნური სისტემა „დამპყრობლების“ აღმოსაჩენად და გასანადგურებლად იყენებს. ლიმფური სითხის მიკრობებისგან გათავისუფლებით, ლიმფური კვანძები მათ თავს უყრის ერთ სივრცეში, სადაც სისხლის თეთრი უჯრედები აანალიზებს ბაქტერიებსა და ვირუსებს, რომლებთანაც ორგანიზმს კონტაქტი ჰქონდა.
საუბრობს დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”
სხეულში არსებული ათასობით ლიმფური კვანძი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამცავი მექანიზმია. მისი გამართული ფუნქციონირება ინფექციებისა და დაავადებების თავიდან არიდებაში გვეხმარება. ხშირად პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ლიმფური კვანძები დიდდება და ანთებითი პროცესები იწყება. ჩვეულებრივმა გაციებამ, ყურის ტკივილმა და კანის ინფექციამაც კი შესაძლოა, მათი ზომაში გადიდება გამოიწვიოს.
რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას?
„ინფექციები – ეს ლიმფური კვანძების გადიდების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციები, მათ შორის, კანის ინფექციები, გაციება, გრიპი, ყელის, ყურის ინფექციები და ტონზილიტი. ასეთ შემთხვევაში, ზედა სასუნთქი ინფექციების დროს, ყველაზე ხშირად ყბისქვეშა ან კისრის ლიმფური კვანძები დიდდება. ლიმფური კვანძები შეიძლება, ნებისმიერ ზონაში გამოვლინდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად კისრის, ყბისქვეშა არის, ფერდქვეშა არის- იღლიებისა და საზარდულის არეში ვლინდება.
უფრო სერიოზული დაავადებები, რომლებიც ასევე ლიმფური კვანძების გადიდებას იწვევს:
კიბო – ზოგიერთ შემთხვევაში, შეშუპებული ლიმფური კვანძები შეიძლება, კიბოს ნიშანი იყოს, როგორიცაა ლიმფომა ან ლეიკემია.
კიბო ასევე შეიძლება, გავრცელდეს ლიმფურ კვანძებში სხეულის სხვა ნაწილებიდან – მეტასტაზირების გზით.
აუტოიმუნური დარღვევები – შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდებას თან ახლდეს.
რა შემთხვევაში უნდა ავწიოთ ე.წ. წითელი დროშა?
„როგორც ვთქვით, ლიმფური კვანძების გადიდების ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციებია. როგორც წესი, ამ მიზეზით გადიდებული ლიმფური კვანძები გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით გაივლის. დაახლოებით, შესაძლებელია, 2 კვირა გაგრძელდეს. ეს პერიოდი სჭირდება ლიმფურ კვანძს, რომ თავის ზომას დაუბრუნდეს.
ლიმფური კვანძების გადიდების დროს, ხშირად ადამიანები თვითნებურად ანტიბიოტიკებს იღებენ, რაც გამართლებული არ არის. აუცილებელია, ექიმს მივმართოთ.
თუ ლიმფური კვანძი 1 თვეზე მეტხანსაა გადიდებული და მას თან მაღალი ცხელება, ღამის ოფლიანობა, წონის აუხსნელი კლება ერთვის, საყურადღებოა. ეს სიმპტომები შესაძლოა, გრიპის ვირუსსაც ჰქონდეს, მაგრამ გრიპი მაქსიმუმ 10 დღემდე გრძელდება.
ასევე, საშიშია, როდესაც ლიმფური კვანძები შეხებით მაგარი და ფიქსირებულია, ანუ არ მოძრაობს.
გააჩნია, რა არის ლიმფური კვანძების გადიდების გამომწვევი მიზეზი. თუ ჩვენ ვირუსულ ინფექციებზე ვსაუბრობთ, სიმპტომურად ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები უნდა მივიღოთ. თუ ბაქტერიული ინფექციითაა გამოწვეული, ასეთ შემთხვევაში ანტიბიოტიკი გვჭირდება, მაგრამ არა თვითნებურად. ყველა ანტიბიოტიკი ყველა ინფექციაზე არ მოქმედებს და ეს ექიმმა უნდა დანიშნოს.
თუ ლიმფური კვანძების გადიდება უფრო სერიოზულ მიზეზებს უკავშირდება, მაშინ აუცილებელია, პირველ რიგში, დავადგინოთ, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე.“
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ბრიტანეთის მარეგულირებლის ცნობით, 82 ადამიანი გარდაიცვალა Ozempic-ისა და Mounjaro-ს გამოყენების შემდეგ. ეს პრეპარატები ფართოდ გამოიყენება წონის კლებისთვის, მაგრამ მათი გვერდითი ეფექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა კვლავ დაბალია.
რა არის პრობლემა?
ეს მედიკამენტები თავდაპირველად შექმნილი იყო შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, მაგრამ მათი გამოყენება გაიზარდა წონის კლებისთვის. თუმცა, ბოლო კვლევები და შემთხვევები აჩვენებს, რომ არსებობს სერიოზული ჯანმრთელობის რისკები, მათ შორის სიკვდილიანობა.
რისკები და გვერდითი მოვლენები
“ჩვენ ვხედავთ, რომ წონაში კლების სწრაფი და ‘ჯადოსნური’ გზების ძიება შესაძლოა სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები არ დაიწყონ მსგავსი პრეპარატების გამოყენება ექიმის მკაცრი კონტროლის გარეშე. წონის მართვა უნდა ეფუძნებოდეს ჯანსაღ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას, ხოლო მედიკამენტების გამოყენება უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული და კონტროლირებული.”
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
შენი ექიმი – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: www.sheniekimi.ge
შენი მედიცინა – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #ჯანმრთელობაგულითად #წონაშიკლება #მედიკამენტებისუსაფრთხოება
@highlight
Giorgi Pkhakadze @[61552603185704:2048:SheniEkimi.ge • http://xn--podalbard8ewa.ge/]

შეხვედრაზე, ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად, პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ცისტური ფიბროზის ეფექტური მართვისთვის აუცილებელი ფიზიოთერაპიის, საინჰალაციო აპარატების, მედიკამენტებისა და სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის ხელმისაწვდომობის საკითხები. ისაუბრეს მცირე, კლინიკის ტიპის დაწესებულების მოწყობის შესაძლებლობაზეც, სადაც ბავშვებს, საჭირო პროცედურები და მედიკამენტოზური მკურნალობა ჩაუტარდებათ.
შეხვედრაზე, იმსჯელეს ცისტური ფიბროზის მართვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საკითხებზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებზე. ასევე ისაუბრეს დაავადების სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროსთვის, პრიორიტეტი ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების დაცვაა და უწყება, ყველა გადაწყვეტილებას, სწორედ მათი გათვალისწინებით მიიღებს.
აქვე, აღინიშნა, რომ მხარეებს შორის კომუნიკაცია და თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი სასანია და თეა გიორგაძე, ასევე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„2001 წელს დაამთავრა მარმარის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. დოქტორ ალთან ვაროლი იმავე წელს ჩაირიცხა ფაკულტეტის პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებათა და ქირურგიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე.
2007 წელს დაასრულა დისერტაცია სინოვიალური მიკროვასკულარიზაციის შეფასების შესახებ “Power Doppler”-ით და ულტრაბგერითი დეგენერაციული სახსრის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სახსრის დროებითი ართროსკოპია.
ალთან ვაროლი მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად 2011-2016 წლებში.
2021 წლიდან მსახურობს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის, პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებების და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
2010 წლიდან ჰიგიენურ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიით, ათაშეჰირში, აწარმოებენ მომსახურებას ყბის დეფორმაციების კორექციას (ორთოგნატიური ქირურგია – ყურადღების მიქცევა), ყბის და სახის მოტეხილობების, დროებითი სახსრის დარღვევები და მკურნალობა, ძილის აპნოე, ტემპერამენტული და ტუმბოზური ერთობლივი ქირურგია.
პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებათა და ქირურგიის განყოფილებაში კარიერის განმავლობაში მან გააკეთა 8 პოსტერი, 21 ზეპირი პრეზენტაცია და 45 პუბლიკაცია.
პროფ. დოქტორი ალთან ვაროლი არის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაციის (2014), ქალა-ყბა ქირურგიის ევროპული ასოციაციის (2011), სტამბულის სტომატოლოგთა პალატის (2010), ბალკანეთის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაციის (2010), ამერიკის ასოციაციის წევრი (2010). “cial Section Association”
(2009-2016), ორალური და ყბა-სახის ქირურგიის საერთაშორისო ასოციაცია (2003) და თურქეთის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაცია (2001).
მან მოიგო მარმარის უნივერსიტეტის გამოცემის წამახალისებელი ჯილდო 2003 წელს, მარმარის უნივერსიტეტის გამოცემის წამახალისებელი ჯილდო 2004 წელს და მარმარის უნივერსიტეტის სადოქტორო დისერტაციის გამოქვეყნებისთვის ჯილდო 2008 წელს“, – წერს ირმა ენდელაძე.
გუშინ, მთელი საქართველო 16 წლის მარიამ კოხრეიძეს გულშემატკივრობდა, რომელსაც თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. გოგონა ქუთაისელმა ფოტოგრაფმა დანტესმა იგივე დავით ოქროპილაშვილმა აღმოაჩინა.
„დანტესი ფოტოგრაფი“ იყო ის ადამიანი, რომელმაც მარიამის პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართულობა ითხოვა. მას თურქეთში მცხოვრები ქართველი მედ გიდი სტამბოლის წარმომადგენელი მედეა იობაშვილი გამოეხმაურა და საერთო ძალებითა და ხალხის ფინანსური დახმარებით შეძლეს, რომ გოგონას ოცნება აუხდა და 20 მარტს მარიამი მეორედ დაიბადა.

“მარიამის მდგომარეობა ახლა სტაბილურია, საბედნიეროდ მას არ დასჭირდა რეანიმაცია, რისი მოლოდინიც ექიმს ჰქონდა. ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ გოგონა პირდაპირ პალატაში აიყვანეს და გუშინ გავლაც მოახერხა. საჭმელსაც ჭამს და საუბარსაც იწყებს – ამბობს ოქროპილაშვილი “რუსთავი 2“-თან ჩართვაში.

“ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა. მარიამი ტანით ძალიან პატარაა, როდესაც ექიმმა ბავშვი ნახა, გვითხრა, რომ შეიძლება ორი დღე დასჭირდეს რეანიმაციაშიო. ოპერაციის შემდეგ მედეა ამბობდა, თუ კი ვინმემ ილოცა, ყველა ლოცვა მოუვიდა ბავშვს, ოპერაციის პროცესში ერთი პატარა შეფერხებაც არ გვქონიაო”.
ახლა გოგონა კლინიკაშია, სადაც რამდენიმე დღეს გაატარებს. ოქროპილაშვილის თქმით, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე იქნება ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. ამისთვის კი სტამბოლში სასტუმრო უკვე დაქირავებულია.

“თვალებს ვერ ვაშორებ ისეთი ლამაზია” – რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება თურქეთიდან მარიამზე