სამშაბათი, ივნისი 16, 2026

რატომ არ ვიყენებთ ვიტამინ D-ს სახსრების ოპერაციების შემდეგ, როცა ის იაფია და ეფექტური?

რატომ არ ვიყენებთ ვიტამინ D-ს სახსრების ოპერაციების შემდეგ, როცა ის იაფია და ეფექტური?
#post_seo_title

რატომ არ ვიყენებთ ვიტამინ D-ს სახსრების ოპერაციების შემდეგ, როცა ის იაფია და ეფექტური?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | WHO-ს ექსპერტი
მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჯერ საკმარისი ყურადღება არ ექცევა – ვიტამინ D-ის სწორად გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც სახსრის ოპერაცია (მაგ. მუხლის ან თეძოს პროთეზირება) ჩაუტარდათ.
რას გვიჩვენებს კვლევები:
• პაციენტების დიდ ნაწილს, რომლებსაც სახსრის ოპერაცია უტარდებათ, ვიტამინ D-ის დეფიციტი აქვს.
• დეფიციტი დაკავშირებულია:
  • უფრო ნელ გამოჯანმრთელებასთან
  • პოსტოპერაციულ გართულებებთან
  • ფუნქციური მაჩვენებლების დაქვეითებასთან
2022 წლის კვლევის (The Journal of Arthroplasty) მიხედვით, ოპერაციამდე ნორმალური ვიტამინ D-ის მქონე პაციენტებმა უფრო სწრაფად გაიარეს რეაბილიტაცია და ნაკლები დრო დაყვეს კლინიკაში.
რატომ არ გამოიყენება ეს მარტივი გზა ყველგან?
1. არ არსებობს მკაფიო რეკომენდაცია ყველა კლინიკისთვის
2. ექიმების ნაწილი ვერ აქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით თუ პაციენტი „ჯანმრთელად გამოიყურება“
3. ზოგჯერ ჰგონიათ, რომ მხოლოდ ხანდაზმულებისთვის არის საჭირო
4. ბევრი სპეციალისტი უბრალოდ არ არის ინფორმირებული უახლეს მიგნებებზე
რატომ უნდა იყოს ეს პრიორიტეტი?
  • ვიტამინი D იაფია, უსაფრთხოა, და მარტივად მისაღებია
  • შესაძლებელია დეფიციტის გამოვლენა ერთი მარტივი სისხლის ანალიზით
  • ხელს უწყობს ძვლების შეხორცებას, კუნთების ფუნქციონირებას, იმუნიტეტს
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
„ოპერაციის შემდეგ ვიტამინ D-ის იგნორირება იგივეა, რაც მანქანაში ჩასხდომისას უსაფრთხოების ღვედის არ შებმა – მარტივია, იაფია და შეუძლია რეალურად გადაარჩინოს პაციენტის ჯანმრთელობა და გამოჯანმრთელების ხარისხი. საჭიროა ვიტამინ D-ს ჩართვა პერიოპერაციულ მართვაში – ეს არ არის ლაქშერი, ეს აუცილებლობაა.“
რას გირჩევთ:
  • 50 წელს ზემოთ აუცილებლად შეამოწმეთ 25(OH)D დონე ოპერაციამდე
  • ჩართეთ ვიტამინ D ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის გეგმაში
  • მიირთვით D-ით გამდიდრებული პროდუქტები და/ან გამოიყენეთ დამატებები
  • მიმართეთ ექიმს დოზის განსაზღვრისთვის – თვითნებურად ნუ მიიღებთ
დაწერეთ კომენტარებში – ოპერაციის შემდეგ გქონიათ თუ არა მსგავსი გამოცდილება?
გაუზიარეთ ეს სტატია მათ, ვისაც ოპერაცია ჩაუტარდა ან იგეგმება – ეს მარტივი ინფორმაცია შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მათთვის!
sheniekimi.ge – შენი ექიმი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD); საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი; გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში – როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

პირველად სამედიცინო ისტორიაში, ილონ მასკის Neuralink-ის სპეციალისტები ადამიანის ტვინში მხედველობის აღმდგენ ნეიროჩიპს ჩანერგავენ

პირველად სამედიცინო ისტორიაში, ილონ მასკის Neuralink-ის სპეციალისტები ადამიანის ტვინში მხედველობის აღმდგენ ნეიროჩიპს ჩანერგავენ
#post_seo_title

ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიური კომპანია Neuralink-ი პირველად სამედიცინო ისტორიაში, ადამიანის ტვინში მხედველობის აღმდგენ ნეიროჩიპს Blindsight-ს ჩანერგავს.

Blindsight-ის მეშვეობით, უსინათლო ადამიანებს მიეცემათ საშუალება, რომ დაინახონ. პირველ პაციენტს Blindsight-ის სპეციალისტები ნეიროჩიპს 2025 წლის ბოლოსთვის ჩაუნერგავენ.

ილონ მასკის თქმით, ნეიროჩიპი უკვე გამოცადეს მაიმუნებზე – მოწყობილობა მუშაობს, ცხოველები კი მშვენივრად გრძნობენ თავს.

ცოცხალ ადამიანს ტვინში Neuralink-ის სპეციალისტებმა ჩიპი პირველად შარშან ჩაუნერგეს. მისი მეშვეობით მას სმარტფონის და სხვა გაჯეტების მართვა შეუძლია.

2023 წლის მაისში Neuralink-ს ადამიანებზე ამ ტექნოლოგიის გამოცდის უფლება მიეცა.

აუტიზმის მსოფლიო დღის მიზანი არის ცნობიერების ამაღლება და აუტიზმის მქონე პირების მიღების, ჩართულობისა და მხარდაჭერის ხელშეწყობა.

აუტიზმის მსოფლიო დღის მიზანი არის ცნობიერების ამაღლება და აუტიზმის მქონე პირების მიღების, ჩართულობისა და მხარდაჭერის ხელშეწყობა.
#post_seo_title

2 აპრილი, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა, რომელიც გაეროს მიერ, 2007 წელს მსოფლიო დღედ გამოცხადდა.

აუტიზმის მსოფლიო დღის მიზანი არის ცნობიერების ამაღლება და აუტიზმის მქონე პირების მიღების, ჩართულობისა და მხარდაჭერის ხელშეწყობა.
აუტიზმი მდგომარეობაა, რომელიც ზემოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და ხელს უშლის მას ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებაში, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და აფერხებს მის გონებრივ განვითარებას.
ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობისა“ და „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის“ ქვეპროგრამების ფარგლებში, ახორციელებს საჭიროების მქონე ბავშვების მომსახურებებს. ქვეპროგრამებით გათვალისწინებულია, ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად, მეტყველების თერაპევტის, სპეც-მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, ფსიქოლოგისა და ადრეული განვითარების სპეციალისტის მომსახურებები.

საშვილოსნოს ყელის კიბოს 7 „შენიღბული“ სიმპტომი, რომლებსაც ქალთა უმრავლესობა ყურადღებას არ აქცევს

საშვილოსნოს ყელის კიბო თავიდან აცილებადი დაავადებაა
#post_seo_title

საშვილოსნოს ყელის კიბო არის დაავადების მეოთხე ყველაზე გავრცელებული ტიპი ქალებში დიდ ბრიტანეთში. ამის მიუხედავად, შემაშფოთებელია, რომ ბევრს არ აქვს წარმოდგენა რა არის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხშირად ადამიანები დაავადების მკურნალობას გვიან ეტაპზე იწყებენ.

ყოველწლიურად თითქმის 10 000 ადამიანს უსვამენ მსგავს დიაგნოზს, დაახლოებით 2 500 კი იღუპება. თუმცა, იმ ადამიანების 90%, ვინც ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს დაავადებას, მკურნალობის შემდეგ ცხოვრებას აგრძელებს.

დაავადების აღმოსაჩენად, აუცილებელია ვიცოდეთ, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და გადავამოწმოთ. ესენია:

სისხლდენა სექსის შემდეგ
“სისხლიანი” ვაგინალური გამონადენი (რომელიც შეიძლება იყოს ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი)
სისხლი შარდში (ჰემატურია)
სისხლდენა პერიოდებს შორის (მენოპაუზის დაწყებამდე)
პერიოდები, რომლებიც ჩვეულებრივზე მძიმეა (მენოპაუზის დაწყებამდე)
ნებისმიერი ვაგინალური სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ (ლაქების ჩათვლით)
მუცლის ტკივილი
როგორც კი საშვილოსნოს კიბო უფრო მოწინავე სტადიას მიაღწევს, მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს:

  • ტკივილი ზურგის, ფეხების ან მენჯის არეში
  • მადის დაკარგვა
  • დაღლილობა
  • გულისრევა
    ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ჯანმრთელობის ბევრად უფრო მსუბუქი პრობლემის ნიშანი, როგორიცაა ესტროგენის დაბალი დონე ან რეაქცია ჰორმონის შემცვლელ თერაპიაზე. მაგრამ მათმა არსებობამ ასევე შეიძლება მიუთითონ რამდენიმე პოტენციურად სერიოზულ მდგომარეობაზეც, როგორიცაა ენდომეტრიოზი, ფიბროიდები ან პოლიპები.

მენოპაუზის შემდეგ უჩვეულო ვაგინალური სისხლდენის ყოველი 10 შემთხვევიდან მხოლოდ ერთია გამოწვეული საშვილოსნოს კიბოთი.

პროფესორმა ემა კროსბიმ, Peaches Womb Cancer Trust-ის პრეზიდენტმა თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს კიბო ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური კიბოა დიდ ბრიტანეთში, ჩვენი გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ბრიტანეთში ყოველი მეოთხე ქალს არასოდეს სმენია ან არ არის დარწმუნებული, აქვს თუ არა. რაიმე სიმპტომი. ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა არ იცნობს ყველაზე გავრცელებულ „წითელ დროშის“ სიმპტომებს“.

ასევე, ათენა ლამნისოსმა, The Eve Appeal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დასძინა: „ჩვენ გვინდა, რომ ყველამ თავი განათლებულად და გაძლიერებულად იგრძნოს, როცა საქმე მათ ჯანმრთელობას ეხება და ეს ნიშნავს, რომ მეტი იცოდნენ ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური კიბოს, საშვილოსნოს კიბოს შესახებ.თუ რაიმე არანორმალური სისხლდენა გაქვთ, არ შეგეშინდეთ ექიმთან ვიზიტი და პასუხის მიღება საშვილოსნოს კიბოს გამოსარიცხად“.

მენსტრუაციის დაწყება ახალგაზრდა ასაკში, მენოპაუზის გვიან გავლა და საშვილოსნოს კიბოს ოჯახური ისტორია ასევე რისკ-ფაქტორებია.

საშვილოსნოს გამოვარდნა: სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა

კვლევა – ფარდა აეხადა კიბოსა და კვებას შორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კავშირს!

კვლევა - ფარდა აეხადა კიბოსა და კვებას შორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კავშირს!
#post_seo_title

ახალი აღმოჩენა – ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავა აჩქარებს სარძევე ჯირკვლის აგრესიული კიბოს (TNBC) ზრდას!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე
𝑶𝒎𝒆𝒈𝒂-6 𝒇𝒂𝒕𝒕𝒚 𝒂𝒄𝒊𝒅 𝒑𝒓𝒐𝒎𝒐𝒕𝒆𝒔 𝒕𝒉𝒆 𝒈𝒓𝒐𝒘𝒕𝒉 𝒐𝒇 𝒕𝒓𝒊𝒑𝒍𝒆-𝒏𝒆𝒈𝒂𝒕𝒊𝒗𝒆 𝒃𝒓𝒆𝒂𝒔𝒕 𝒄𝒂𝒏𝒄𝒆𝒓 (𝑻𝑵𝑩𝑪) – კვლევა, რომელმაც ფარდა ახადა კიბოსა და კვებას შორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კავშირს!
კვლევის შედეგები:
მეცნიერებმა Weill Cornell Medicine-დან (ჯ. ბლენისი და ნ. კუნდუროსი) აღმოაჩინეს, რომ #linoleicacid (ლინოლეინის მჟავა), რომელიც არის #omega6 ცხიმოვანი მჟავა, აჩქარებს სარძევე ჯირკვლის ტრიპლ-ნეგატიური კიბოს (TNBC) ზრდას.
ლინოლეინის მჟავა უკავშირდება ცილას სახელად FABP5, რომელიც აქტიურად არის წარმოდგენილი TNBC უჯრედებში.
ეს აქტივაცია ააქტიურებს mTORC1 მექანიზმს, რომელიც იწვევს სიმსივნური უჯრედების სწრაფ ზრდას.
ეს არის პირველი იდენტიფიცირებული ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც კვებას აკავშირებს კიბოს პროგრესიასთან.
სად გვხვდება ომეგა-6?
  • მზესუმზირის ზეთი, სოიოს ზეთი, სიმინდის ზეთი
  • გადამუშავებული პროდუქტები და ტაფაზე შემწვარი კერძები
  • ღორის ხორცი, კვერცხი
1950-იანი წლებიდან დღემდე დასავლური დიეტის შედეგად ომეგა-6-ის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა — რაც შესაძლოა კიბოს, სიმსუქნის და დიაბეტის რისკებს ზრდის.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ეს აღმოჩენა ცვლის მიდგომას კვების და ონკოლოგიის კავშირზე. ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების ჭარბი მიღება, რომელიც შემოდის გადამუშავებული ზეთებიდან და არაჯანსაღი პროდუქტებიდან, ახლა უკვე დაკავშირებულია არამხოლოდ ანთებით პროცესებთან, არამედ პირდაპირ კიბოს ზრდასთან.
დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა — ვიცხოვროთ ისე, რომ ვაკონტროლოთ ის რისკი, რომელსაც საკვები ქმნის.
დროა გადავიდეთ ისეთი დიეტისკენ, რომელიც ანელებს დაავადებებს და არა აჩქარებს. ეს არის პირველი ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ.“
რეკომენდაციები:
  • შეამცირეთ გადამუშავებული ზეთების მიღება (მზესუმზირის, სოიოს, სიმინდის ზეთი)
  • მოერიდეთ შემწვარ პროდუქტებს
  • ჩაანაცვლეთ ზეითუნის ზეთით და ომეგა-3 მდიდარი თევზით
  • თუ გაქვთ პირადი ან ოჯახური ისტორია სარძევე ჯირკვლის კიბოსთან დაკავშირებით – აუცილებლად ისაუბრეთ ექიმთან თქვენს კვებაზე
მეტი ინფორმაცია: სტატიის ავტორები: Nikos Koundouros, Michal Nagiec, Nayah Bullen, Evan Noch, Guillermo Burgos Barragan, Zhongchi Li, Long He, Sungyun Cho, Bobak Parang, Dominique Leone, Eleni Andreopoulou, MD, John Blenis.
Science, 2025 – Direct sensing of dietary ω-6 linoleic acid through FABP5-mTORC1 signaling
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.

კანაბისი (მარიხუანა) იწვევს სერიოზულ ცვლილებებს თქვენს DNA-ში – ახალი კვლევის შედეგები

კანაბისი გენებზე ზემოქმედებს – ახალი კვლევა ადასტურებს ეპიგენეტიკურ ცვლილებებს!
#post_seo_title

კანაბისი (მარიხუანა) იწვევს სერიოზულ ცვლილებებს თქვენს DNA-ში – ახალი კვლევის შედეგები

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
დღემდე ვსაუბრობდით, რომ კანაბისი შეიძლება გავლენას ახდენდეს ტვინის ფუნქციებზე, მეხსიერებაზე და მოტივაციაზე. ახლა უკვე მტკიცდება, რომ კანაბისის მოხმარება ცვლის ადამიანის გენურ აქტივობას – ანუ იმაზე, როგორ „იკითხება“ ჩვენი DNA.
კვლევის შედეგები:
კვლევა ჩატარდა აშშ-ში, ჩიკაგოს Northwestern University-ში. მკვლევრებმა 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 1000-ზე მეტ ადამიანს, ასაკით 18-დან 30 წლამდე.
ისხლის ნიმუშები შეგროვდა 15 და 20 წლის მონაკვეთში
შედარებულ იქნა DNA-ის მეტილაცია (ქიმიური ნიშნები, რომლებიც არ ცვლიან გენებს, მაგრამ ცვლიან მათ აქტივობას)
აღმოჩნდა, რომ კანაბისის მოხმარება იწვევს მრავალ ეპიგენეტიკურ ცვლილებას — მათ შორის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია:
• უჯრედების ზრდასთან
• ჰორმონალურ სისტემასთან
• ინფექციებთან
• ფსიქიატრიულ დაავადებებთან (მაგ. შიზოფრენია)
• ნარკოდამოკიდებულებასთან
ერთ-ერთი აღმოჩენილი ცვლილება იგივეა, რაც თამბაქოს მომხმარებლებში გვხვდება, რაც მიუთითებს, რომ კანაბისიც შეიძლება მსგავს ზიანს აყენებდეს ორგანიზმს.
რას ნიშნავს ეს?
ეს კვლევა არ ამტკიცებს, რომ კანაბისი პირდაპირ იწვევს დაავადებებს, მაგრამ ცალსახად აჩვენებს, რომ მისი რეგულარული მოხმარება ცვლის გენურ აქტივობას, რაც მომავალში შეიძლება გავლენას ახდენდეს ჯანმრთელობაზე.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
„დღეს უკვე ვიცით, რომ კანაბისი მხოლოდ მეხსიერებას არ აჩლუნგებს — ის პირდაპირ მოქმედებს გენურ დონეზე. ეს არის სიგნალი მთელი საზოგადოებისთვის, რომ ბუნებრივი არ ნიშნავს უვნებელს.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ხაზგასმით ვამბობ: სანამ კანაბისს ლეგალურად ვაღიარებთ ან ვაუმჯობესებთ მის ხელმისაწვდომობას, უნდა ვიცოდეთ მისი ზეგავლენა ჯანმრთელობაზე გენურ დონეზეც კი.
ამ კვლევამ უნდა დააფიქროს როგორც ახალგაზრდობა, ისე პოლიტიკის შემქმნელები.“

ახალი კვლევა: რა გავლენას ახდენს კანაფი ადამიანის დნმ-ზე? - მკაფიო კვალს ტოვებს ადამიანის დნმ-ზე

დეტალები და სტატია:
Research shows cannabis causes major changes to your DNA
გამოქვეყნებულია: Nature (2023)
დაკავშირებული კვლევა: https://www.nature.com/articles/s41380-023-02106-y
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს – გენეტიკა მხოლოდ მემკვიდრეობით არ განისაზღვრება, ის ჩვენს ქცევაზეც რეაგირებს!
შეიძლება იყოს text გამოსახულება

გულის ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელები

#post_seo_title

გულის ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელები.

გულის ჯანმრთელობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს კვებით ჩვევებთან, განსაკუთრებით იმ სასმელებთან, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ. ზოგი სასმელი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ზრდის სხვადასხვა დაავადებების რისკს.
გთავაზობთ ოთხ ძირითად სასმელს, რომელთა მიღება სასურველია შევზღუდოთ ან ავირიდოთ:
1.შაქრიანი გაზიანი სასმელები (სოდა):
მაგალითები: კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი.
რისკები:
• მაღალი შაქრის შემცველობა: ერთი ქილა სოდა შეიცავს დაახლოებით 10 ჩაის კოვზ შაქარს, რაც იწვევს სისხლში გლუკოზის დონის სწრაფ მატებას.
ტრიგლიცერიდების დონის ზრდა: ჭარბი შაქარი გარდაიქმნება ტრიგლიცერიდებად, რაც ზრდის გულის დაავადებების რისკს.
• დიაბეტის რისკი: რეგულარული მოხმარება იწვევს ინსულინის რეზისტენტობას და ტიპი 2 დიაბეტის განვითარებას.
2.ენერგეტიკული სასმელები:
მაგალითები: რედ ბული, მონსტერი. 
რისკები:
მაღალი კოფეინის შემცველობა: ენერგეტიკული სასმელები შეიცავს კოფეინის მაღალ დოზებს, რაც იწვევს გულისცემის აჩქარებას და არტერიული წნევის მატებას.
შაქრის მაღალი დონე: ეს სასმელები ხშირად შეიცავს შაქრის დიდ რაოდენობას, რაც ზრდის წონის მატებისა და დიაბეტის რისკს.
3.ალკოჰოლური სასმელები:
მაგალითები: ლუდი, ღვინო, არაყი.
რისკები:
• არტერიული წნევის მატება: ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება იწვევს ჰიპერტენზიას.
არითმიები: ალკოჰოლი ზრდის გულის რიტმის დარღვევების, მათ შორის ატრიული ფიბრილაციის რისკს.
ალკოჰოლური კარდიომიოპათია: გრძელვადიანი ჭარბი მოხმარება იწვევს გულის კუნთის დაზიანებას.
4.მაღალშაქრიანი ყავის სასმელები:
მაგალითები: ფრაპუჩინო, კარამელის მაკიატო.
რისკები:
• შაქრის მაღალი შემცველობა: ეს სასმელები შეიცავს შაქრის დიდ რაოდენობას, რაც იწვევს წონის მატებას და მეტაბოლურ დარღვევებს.
კალორიების სიჭარბე: მაღალი კალორიულობა ხელს უწყობს სიმსუქნეს, რაც გულის დაავადებების რისკს ზრდის.
თქვენი გამოცდილება:
გაქვთ თუ არა გამოცდილება ზემოთ ჩამოთვლილი სასმელების მიღებასთან დაკავშირებით? როგორ იმოქმედა მათმა შემცირებამ ან ამოღებამ თქვენს ჯანმრთელობაზე? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში!
გამოკითხვა:
რომელი სასმელის ამოღება გიჭირთ ყველაზე მეტად?
•შაქრიანი გაზიანი სასმელები
•ენერგეტიკული სასმელები
•ალკოჰოლური სასმელები
მაღალშაქრიანი ყავის სასმელები
პროფესორ   გიორგი ფხაკაძის რჩევა:
“გულის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ არა მხოლოდ იმას, რასაც ვჭამთ, არამედ იმასაც, რასაც ვსვამთ. ზემოთ ჩამოთვლილი სასმელების მიღების შემცირება ან ამოღება დიეტიდან ხელს შეუწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებას და საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.”
პროფესორ გიორგი ფხაკაძესთან კითხვა-პასუხი:
1. როგორ მოქმედებს შაქრიანი გაზიანი სასმელები გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე?
“შაქრიანი გაზიანი სასმელები შეიცავს მაღალ რაოდენობით შაქარს, რაც იწვევს სისხლში გლუკოზის დონის სწრაფ მატებას. ეს ზრდის ინსულინის გამოყოფას, რაც დროთა განმავლობაში იწვევს ინსულინის რეზისტენტობას და ტიპი 2 დიაბეტის განვითარებას. გარდა ამისა, ჭარბი შაქარი გარდაიქმნება ტრიგლიცერიდებად, რომლებიც ხელს უწყობენ ათეროსკლეროზის განვითარებას და ზრდის გულის დაავადებების რისკს.”
2. არის თუ არა ენერგეტიკული სასმელები უსაფრთხო მცირე რაოდენობით მოხმარებისას?
“ენერგეტიკული სასმელები შეიცავს მაღალ დოზებს კოფეინსა და შაქარს. მცირე რაოდენობით მოხმარება შესაძლოა არ იყოს მავნებელი ჯანმრთელი ადამიანებისთვის, მაგრამ რეგულარული ან ჭარბი მოხმარება იწვევს არტერიული წნევის მატებას, გულისცემის აჩქარებას და სხვა პრობლემებს. უმჯობესია, ენერგიის გასაზრდელად გამოიყენოთ ბუნებრივი მეთოდები, როგორიცაა ჯანსაღი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.”
3. ალკოჰოლის რომელი რაოდენობა ითვლება უსაფრთხოდ გულის ჯანმრთელობისთვის?
“ალკოჰოლის მოხმარება უნდა იყოს ზომიერი. ზოგადად, ქალებისთვის დღეში ერთი სტანდარტული დოზა (დაახლოებით 150 მლ ღვინო ან 330 მლ ლუდი), ხოლო მამაკაცებისთვის ორი დოზა ითვლება უსაფრთხოდ. თუმცა, უმჯობესია, ალკოჰოლის მიღება შეიზღუდოს ან საერთოდ ავირიდოთ, განსაკუთრებით
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს ახლობლებს – ჯანმრთელობა იწყება სწორი არჩევანით!

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“
#post_seo_title

კლინიკა „კონსილიუმ მედულას” ონკოლოგი სალომე კორძაია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრა. შეხვედრა კომპანია AstraZeneca-ს ინიციატივით 25 მარტს შედგა. ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მძიმე ონკოლოგიური დაავადებაა მსოფლიოში. მისი ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის წარმატების შანსებს და სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობას.

ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტური მეთოდი ფილტვის დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფიაა (LDCT). ეს კვლევა შესაძლებელს ხდის, დაავადება გამოვლინდეს იმ ეტაპზე, როცა სიმპტომები ჯერ არ არის გამოხატული. „კონსილიუმ მედულაში” ფილტვის დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფია ყველასთვის ხელმისაწვდომია, რაც პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, დროულად გაიარონ სკრინინგი და მიიღონ კვალიფიციური შეფასება სპეციალისტებისგან.

შეხვედრის მონაწილეებს სალომე კორძაიამ, ასევე, გააცნო ფილტვის კიბოს მკურნალობის ისეთი თანამედროვე მიდგომები, როგორიცაა ტარგეტული თერაპია და იმუნოთერაპია. იმუნოთერაპია ფილტვის კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და პერსპექტიული მეთოდია. მისი მიზანია პაციენტის იმუნური სისტემის გააქტიურება, რათა ორგანიზმმა შეძლოს სიმსივნური უჯრედების ამოცნობა და განადგურება. ჩვეულებრივ, კიბოს უჯრედები იმუნურ სისტემას “ემალებიან” და თავიდან ირიდებენ მის შეტევას. იმუნოთერაპიული პრეპარატები ამ ბარიერებს ხსნის და ეხმარება ორგანიზმს სიმსივნესთან ბრძოლაში.

„ონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგების გუნდს მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს იმუნოთერაპიით მკურნალობის მიმართულებით. კლინიკა აქტიურად იყენებს იმუნოთერაპიას ფილტვის კიბოს სხვადასხვა სტადიაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს პაციენტებს, მიიღონ თანამედროვე და პერსონალიზებული მკურნალობა.

საქართველოში რამდენიმე იმუნოთერაპიული პრეპარატი ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ამასთან, „კონსილიუმ მედულაში” პაციენტებს შეუძლიათ,  დამატებით, მიმდინარე საერთაშორისო კლინიკური კვლევების ფარგლებში ჩაიტარონ მკურნალობა სხვა, უახლესი თაობის იმუნოთერაპიული პრეპარატებითაც.

რა არის ფილტვის კიბო

ტვინის დაბერება არ არის განაჩენი – მეცნიერები გვთავაზობენ რეალურ გზებს გონების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად!

ტვინის დაბერება არ არის განაჩენი – მეცნიერები გვთავაზობენ რეალურ გზებს გონების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად!
#post_seo_title

ტვინის დაბერება არ არის განაჩენი – მეცნიერები გვთავაზობენ რეალურ გზებს გონების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად!

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება კოგნიტური დაქვეითებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების (ალცჰაიმერის, დემენციის, პარკინსონის) რისკი.
თუმცა, მეცნიერების აზრით – ტვინის დაბერება არ არის დაუძლეველი პროცესი!
ორი ახალი გლობალური კვლევის შედეგები:
1. Nature Reviews Neuroscience (2025)
• გამძლეობის ვარჯიშები (სირბილი, ცურვა, ველოსიპედი) ამაღლებს ტვინის “სასწაულ ჰორმონს” BDNF-ს
• BDNF აუმჯობესებს მეხსიერებას, აზროვნებას და აფერხებს ნეირონების გადაგვარებას
• ვარჯიში ამცირებს ანთებით პროცესებს ტვინის ქსოვილში – ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ალცჰაიმერის განვითარებისთვის
• მაღალი კარდიორესპირატორული ფიტნესი ნიშნავს უფრო დიდი გრეი მეტერას მოცულობას – ანუ ტვინის უკეთ შენარჩუნებულ სტრუქტურას
წყარო:
Sleiman et al. Exercise and brain ageing: from mechanisms to interventions
Nature Reviews Neuroscience, 25 მარტი, 2025
 
2. The Lancet (2025)
• 1.2 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემებზე დაყრდნობით, ფიზიკურად აქტიური ადამიანები თავიანთი კოგნიტური ფუნქციებით 6 წლით ახალგაზრდულად ინარჩუნებენ ტვინს
• ყოველდღიური სეირნობა ან ზომიერი მოძრაობაც კი ამცირებს დემენციის რისკს 40%-ით
• დაბალი ფიზიკური აქტივობა და სოციალური იზოლაცია ყველაზე ძლიერი პროგნოზორია ალცჰაიმერის განვითარებისთვის
წყარო:
Lloyd-Sherlock et al. Reimagining ageing and longevity: a Lancet Review
The Lancet, 29 მარტი, 2025
ასაკობრივი რეკომენდაციები ტვინის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად:
30+ წელი:
  • დაიწყეთ გამძლეობის ვარჯიში – კვირაში 150 წთ სწრაფი სიარული ან ველოსიპედი
  • დაყავით დრო წიგნისთვის ან ახალი უნარის შესასწავლად
  • მოერიდეთ უძილობას – ძილი არის ტვინის განახლების მექანიზმი
40+ წელი:
  • ჩართეთ ინტელექტუალური დატვირთვა: უცხო ენის სწავლა, შახმატი, Sudoku
  • ვარჯიშის ინტენსივობა გაზარდეთ – დამატებით ჰორიზონტალური ძალოვანი ვარჯიშები
  • მონიტორინგი გლუკოზის და არტერიული წნევის
50+ წელი:
  • რეგულარული მეხსიერების ვარჯიშები (კროსვორდი, კითხვა)
  • დაბალანსებული ხმელთაშუა ზღვის დიეტა: ზეითუნის ზეთი, თევზი, ბოსტნეული
  • მინიმუმ დღეში 30 წუთი მოძრაობა – არა ჯდომა!
60+ წელი:
  • ივარჯიშეთ დაბალი ინტენსივობით – ტაი-ჩი, იოგა, Nordic walking
  • ჩაერთეთ საზოგადოებრივ აქტივობებში – ტვინს სჭირდება სოციალური კავშირი
  • დაიწყეთ წარსულის ფოტოების დალაგება – მეხსიერების სტიმულაცია და ემოციური ბალანსი
70+ წელი:
  • შეინარჩუნეთ რუტინა – ტვინისთვის სტაბილურობა მნიშვნელოვანია
  • მოერიდეთ მედიკამენტებზე დამოკიდებულებას ტვინის ფუნქციის გაუმჯობესების იმედით
  • ტელევიზორის ნაცვლად – მოუსმინეთ მუსიკას, ნახეთ ფოტოალბომი, ესაუბრეთ ახლობლებს
პროფესორ გიორგი ფხაკაძის რჩევა:
„ტვინის დაბერების პროცესის შენელება რეალურია. ჯანსაღი ცხოვრების წესი, ზომიერი ვარჯიში და გონებრივი სტიმულაცია ქმნის მტკიცე საფუძველს ასაკში გონების ახალგაზრდობისთვის.
დავიწყოთ დღესვე – ეს არის ინვესტიცია ჩვენს გონებრივ მომავალში.“
გაგვიზიარეთ კომენტარებში:
რამდენად აქტიურია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?
რამდენ ხანს ხართ მოძრაობაში, რას კითხულობთ, რით ვარჯიშობთ?
გაუზიარეთ ეს სტატია მათ, ვინც გიყვართ – განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ!
sheniekimi.ge – შენი ექიმი
შეიძლება იყოს ნაჯღაბნი ამისა: ხე

გენიალური გარღვევა მედიცინაში – ჩინეთში პირველად მსოფლიოში ღორის გენმოდიფიცირებული ღვიძლი გადაუნერგეს ადამიანს!

გენიალური გარღვევა მედიცინაში – ჩინეთში პირველად მსოფლიოში ღორის გენმოდიფიცირებული ღვიძლი გადაუნერგეს ადამიანს!
#post_seo_title

გენიალური გარღვევა მედიცინაში – ჩინეთში პირველად მსოფლიოში ღორის გენმოდიფიცირებული ღვიძლი გადაუნერგეს ადამიანს!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
მეცნიერებმა ჩინეთში მსოფლიოში პირველად წარმატებით განახორციელეს ღორის გენმოდიფიცირებული ღვიძლის გადანერგვა ადამიანის სხეულში.
რეципიენტი იყო ტვინმკვდარი პაციენტი – რაც ხშირად გამოიყენება ექსპერიმენტულ კლინიკურ კვლევებში.
კვლევა გამოქვეყნდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში – Nature.
რა მოხდა კონკრეტულად?
– პაციენტს გადაუნერგეს ღორის ღვიძლი, რომელიც გენეტიკურად მოდიფიცირებული იყო, რათა ადამიანის იმუნურ სისტემასთან თავსებადობა ჰქონოდა
– ოპერაცია ჩატარდა ჩინეთში, ეროვნული დონორის სერვისების მხარდაჭერით
– პოსტოპერაციულად ღვიძლმა აჩვენა “შესანიშნავი ფიზიოლოგიური ფუნქციონირება” – მნიშვნელოვანი პროგნოზი მომავალი ადამიანურ ტრანსპლანტაციებისთვის
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
  • ორგანოების დეფიციტი მსოფლიოში კრიტიკულ დონეზეა
  • მილიონობით პაციენტი ღვიძლის, გულის ან თირკმლის გადანერგვას ელოდება
  • ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანოების გამოყენება შესაძლოა გახდეს გლობალური გამოსავალი
განსაკუთრებული ფაქტორები კვლევაში:
– ღორის ორგანიზმიდან ამოღებული იყო ის გენები, რომლებიც ადამიანის იმუნურ სისტემას აღიზიანებს
– დამატებული იყო ადამიანის კომპატიბილური გენები
– ღვიძლმა აჩვენა ფუნქციური მეტაბოლიზმი, გამწმენდი მოქმედება და ენზიმების ნორმალური დონე
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
„ეს შედეგი არა მხოლოდ სამეცნიერო მიღწევაა, არამედ მომავლის იმედი – როცა სიცოცხლის გადარჩენა აღარ იქნება მხოლოდ დონორის ლოდინი. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ეთიკური, ბიოუსაფრთხოების და გრძელვადიანი შედეგების საკითხებიც. ეს მხოლოდ დასაწყისია.“

წყარო:
Nature – “Transplantation of a gene-edited pig liver into a brain-dead human recipient” (2025)
Link: https://www.nature.com/articles/s41586-025-07382-y (ანალიტიკური მიმოხილვა)
დაწერეთ კომენტარებში – თქვენ როგორ აფასებთ მსგავს სამეცნიერო მიღწევას? არის თუ არა მზად საზოგადოება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანოების მიღებისთვის?
sheniekimi.ge – შენი ექიმი
shenimedicina.ge – შენი მედიცინა
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights