ყველა დედასა და ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის მოვლაზე ორსულობის, მშობიარობის და მის შემდგომ პერიოდში
დემენცია, ინსულტი და დეპრესია – დაავადებები, რომელთა დიდი ნაწილი თავიდან აცილებადია!
დემენცია, ინსულტი და დეპრესია – დაავადებები, რომელთა დიდი ნაწილი თავიდან აცილებადია!

ADHD-ის წამლები და გულის მუშაობა – რას გვირჩევს მეცნიერება?
ADHD-ის წამლები და გულის მუშაობა – რას გვირჩევს მეცნიერება?
პროფესორი გიორგი ფხაკაძე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ბოლო წლებში ბევრს აინტერესებს, როგორ მოქმედებს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის (ADHD) სამკურნალო წამლები გულზე. განსაკუთრებით მშობლებს, რომელთა ბავშვებს ექიმებმა გამოუწერეს მედიკამენტები, ხშირად უჩნდებათ კითხვა – ხომ არ აზიანებს ეს გულს?
ახალი, მასშტაბური კვლევის შედეგად გაირკვა: ADHD-ის სამკურნალო წამლები იწვევს მხოლოდ მცირე ცვლილებებს გულის რიტმში და წნევაში, რაც უმეტეს შემთხვევაში კლინიკურად უმნიშვნელოა.
კვლევის დეტალები:
ანალიზში შევიდა 102 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა,
საერთო ჯამში – 22,000-ზე მეტი მონაწილე, ბავშვები და მოზარდები.
დამუშავებული იქნა როგორც სტიმულანტური (მაგ. მეთილფენიდატი, ამფეტამინები), ისე არასტიმულანტური პრეპარატების გავლენა.
შედეგები:
სტიმულანტები საშუალოდ ზრდიან პულსს 5-7 დარტყმით წუთში და წნევას – 2-3 მმ.
არასტიმულანტები (მაგ. ატომოქსეტინი) იწვევენ მსგავსი დონის ცვლილებებს.
გუანფაცინი კი პირიქით – ამცირებს არტერიულ წნევას და გულისცემას.
წყარო: Neuroscience News / European Child & Adolescent Psychiatry, 2024
https://neurosciencenews.com/adhd-psychopharmacology-heart…/
პროფესორი გიორგი ფხაკაძე განმარტავს:
„ეს კვლევა მნიშვნელოვანია მშობლებისა და პაციენტებისთვის. ის გვიჩვენებს, რომ წამლები ძირითადად უსაფრთხოა, მაგრამ გულის ჯანმრთელობის რეგულარული კონტროლი მაინც საჭიროა – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს უკვე აქვს გულის პრობლემები.“
ექიმების რეკომენდაციები:
- ელემენტარული კარდიოლოგიური სკრინინგი – თუნდაც ECG დაწყებამდე.
- გულისცემისა და წნევის პერიოდული მონიტორინგი – თვეში ერთხელ.
- შეწყვეტა დაუყოვნებლივ, თუ გამოვლინდა მკვეთრი ტაქიკარდია ან წნევის მატება.
- მრავალპროფილური მიდგომა – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის და პედიატრის მონაწილეობით.
მთავარი გზავნილი:
- ADHD-ის მკურნალობა აუმჯობესებს ბავშვის აკადემიურ და სოციალურ ფუნქციონირებას
- ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებისა და თვითდაზიანების რისკს
- და გრძელვადიან პერსპექტივაში – აქვეითებს სიკვდილიანობასაც
- ამიტომ, სწორი მონიტორინგისა და ექიმის ზედამხედველობის პირობებში, წამლების სარგებელი სჭარბობს მცირე რისკებს.
გთხოვთ, გაუზიარეთ ეს ინფორმაცია იმ მშობლებს, ვისაც ეს ეხება – სანდო ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ უნდა იცოდეს ყველამ.
დაწერეთ კომენტარებში – გაქვთ თუ არა გამოცდილება ADHD-ის მკურნალობაში.
sheniekimi.ge – შენი ექიმი
#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #ADHD #ბავშვებისჯანმრთელობა #გულისჯანმრთელობა #წნევა #ფსიქიკურიარღვევები #შენიექიმი #აქხარისხია

გლაზურიანი დონატი ჯობს კეტჩუპს? – სიმართლე დამალული შაქრის შესახებ
გლაზურიანი დონატი ჯობს კეტჩუპს? – სიმართლე დამალული შაქრის შესახებ
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
გგონიათ, რომ კეტჩუპი „უწყინარია“ და ბევრად ჯანსაღია ტკბილეულზე? – იქნებ ჯობია კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ.
უახლესი ანალიზები აჩვენებს, რომ საშუალო რაოდენობის კეტჩუპში შეიძლება უფრო მეტი შაქარი იყოს, ვიდრე გლაზურიან დონატში.
შედარება:
- გლაზურიან დონატში საშუალოდ არის 10 გრამი შაქარი;
- ხოლო კეტჩუპის 3 სუფრის კოვზში – რომელიც რეალურად მოიხმარება ერთ ულუფაზე – შეიძლება იყოს 12 გრამამდე შაქარი!
მიუხედავად იმისა, რომ შეფუთვაზე ხშირად მითითებულია მხოლოდ 1 სუფრის კოვზი როგორც “სტანდარტული ულუფა”, პრაქტიკაში ადამიანები და რესტორნები იყენებენ 2-3-ჯერ მეტს.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დამალულ საფრთხესთან – შაქარი ბევრ ‘უწყინარ’ პროდუქტში შეიძლება იყოს გადაჭარბებული ოდენობით.
ძალიან ხშირად, ტკბილეულს ვამტყუნებთ, მაგრამ კვების სხვა პროდუქტებში – როგორიცაა სოუსები, კეტჩუპი, ნახევარფაბრიკატები – შაქარი ჩუმად გროვდება და საბოლოოდ ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს.
საქართველოს მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიწყოს წარწერების კითხვა, შაქრის შემცველობის გაცნობიერება და რაც მთავარია – გადაჭარბებული მოხმარების თავიდან აცილება.“
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
- შაქრის ჭარბი მოხმარება დაკავშირებულია:
- დიაბეტთან
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან
- ჭარბ წონასთან
- ბავშვის განვითარების შეფერხებასთან
- განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან კეტჩუპი ხშირად გამოიყენება როგორც ბავშვთა საკვების ნაწილი.
გააკეთეთ მარტივი არჩევანი:
- წაიკითხეთ პროდუქტის ეტიკეტი
- ეცადეთ გამოიყენოთ ნაკლები სოუსი
- შეცვალეთ ტკბილი კეტჩუპი ბუნებრივი ალტერნატივებით (ტომატის პასტა, უცხიმო იოგურტი სუნელებით და ა.შ.)
წყარო:
Healthline, Nutrition Facts Database, Harvard School of Public Health
გაიგეთ მეტი: https://www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი;
WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში.
გაუზიარე ეს სტატია – სიმართლე შაქრის შესახებ ბევრმა უნდა იცოდეს!
#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #შაქარი #კეტჩუპი #გლაზურიანიდონატი #დონატი #ჯანმრთელობა #შენიექიმი #აქხარისხია @[61552603185704:2048:SheniEkimi.ge • http://xn--podalbard8ewa.ge/]
კოვიდი კი არა – სიმსივნე აღმოჩნდა!
კოვიდი კი არა – სიმსივნე აღმოჩნდა!
- მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) – იშვიათი და ძალიან აგრესიული სისხლის სიმსივნე.
ანტიბიოტიკების კრიზისს გადამწყვეტი პასუხი? ახალი ვაქცინის კონცეფცია
ანტიბიოტიკების კრიზისს გადამწყვეტი პასუხი? ახალი ვაქცინის კონცეფცია
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით
„რადგან ეს პარიზიტებიც აქტუალურია, კიდევ ერთხელ მოგაწვდით ინფორმაციას მათ შესახებ:
- საფრთხე, რომელსაც ეს პარაზიტი ქმნის!
- თერმული დამუშავება – თევზის კარგად შეწვა, მოხარშვა ან 60°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე დამუშავება.
- გაყინვა (-20°C მინიმუმ 24 საათი) – კლავს პარაზიტებს.
- შედგენილი HACCP სისტემა – რისკების მართვა საწარმოებში, რომ მომხმარებლამდე არ მივიდეს დაბინძურებული პროდუქტი.
ავტორი: ირაკლი არაბული




სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამჟამად, სარეალიზაციო ქსელში არსებული „სოფლის ნობათის“ პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი, ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.
მათივე ცნობით, „სოფლის ნობათის“ ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა, სრულად ამოღებულია სარეალიზაციო ქსელიდან.
„სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი“) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას.
კომპანია „ვიმ- ბილ-დან საქართველო“ აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული „სოფლის ნობათის“ პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამმუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს. შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის „ვიმ- ბილ-დან საქართველო“ 15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და არც ერთი დარღვევა არ გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო, აფლატოქსინის შემცველობაზე რძეს ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად 2022 წლიდან იკვლევს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კადრი, როდესაც 2 წლის ქართველმა გოგონამ ხმები პირველად აღიქვა – “ჩვილი იყო, როცა სმენის სრული დაკარგვის დიაგნოზი დაუსვეს…“
2 წლის ევამ, სმენის აპარატის მეშვეობით, დედის ხმა პირველად გაიგო! საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, მაღალტექნოლოგიური კოხლეარული იმპლანტი, რომლის ღირებულება 40 000 ლარია, სახელმწიფომ სრულად დააფინანსა.
“ეს 2 წლის ევას ფოტოა, სადაც მნიშვნელოვანი ფაქტია ასახული – მან ხმები პირველად აღიქვა,“ – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური კოხლეარული იმპლანტი, რომლის ღირებულება 40 000 ლარია, სახელმწიფომ სრულად დააფინანსა.
“17 წლის ნანატრი ევა მყავს… დღეს გაიგო ჩემმა შვილმა პირველი ხმა, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ,”- ამბობს 2 წლის ევას დედა “რუსთავი 2“-თან ექსკლუზიურ ვიდეოში.
ძუძუთი კვება – საკმარისია, არ დაიჯერო რეკლამა
ძუძუთი კვება – საკმარისია. არ დაიჯერო რეკლამა.















